![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#731
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
გლახა
ციტატა სხვათაშორის ამას წინათ სოფელში მივდიოდი და გზაში ასეთ საუბარს შევესწარი: ორნი ერთ ახალგაზრდა კაცზე საუბრობდნენ, რომელსაც ცოლი უნდა მოეყვანა. ხარჯები ჩამოთვალეს ქორწილისა და მოიხსენიეს მღვდლისათვის მისაცემი ფულიც....საწყალ ბიჭს ძალიან ძვირი დაუჯდებაო... ნუ რა თქმა უნდა, არც ქორწილი, არც საქორწილო შესამოსი, არც მედუდუკეები ![]() ძვირი რა ტქმა უნდა სამღვდელო შესაწირის გამო დაუჯდება, თორემ სხვა რა მოსატანია ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#732
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კანუდოსელი
განმარტებაშიც გეთანხმები და მიდგომაშიც.... მაგრამ თითოეულ კონკრეტულ ფსევდომართლმადიდებლობას, ცოტა მეტი განხილვა სჭირდება და არა ასე: ციტატა ვიღაცას გაუჩნდება იდეა, _ასე რომ იყოს? მეორე ეტყვის: _არა, ეს ეწინააღმდეგება, მე როგორც ვიცი, მართლმადიდებლურ სწავლებას. მერე ახტება დახტება პირველი, ეტყვის: _"უი, შენ არაფერიც არ გცოდნია"_ და გაიქცევა და შიშებში ჩაამატებს. რა წესია? ამის მაგალითები გვქონდა სამწუხაროდ..... ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#733
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
იოანა
ციტატა მესმის და ძალიან კარგი უბრალოდ, როცა ადამინს ეუბნებიან ის, რასაც შენ მისდევ ფსევდომართლმადიდებლობა არისო, ლოგიკურად უჩნდება კითხვა ე.ი. მე ფსევდომართლმადიდებელი ვარო... არც თუ ულოგიკოა მგონი... არა, მეც მეგონა რომ სანთელი ნაკურთხი იყო ![]() ![]() კიდე ის მეგონა რომ ჩვეულებრივი სანთლის ანთება არ შეიძლება ხატებთან და ტაძარში (ნუ ამისი გაკეთება არც ახლა მინდება) მაგრამ არ მიფიქრია, რომ ფსევდომართლმადიდებელი ვარ. ასე მაშინ მაფიქრებინებ, თუ იმის გამო რომ ასეთი იდეები მოქნდა (და არა ჩემით, ვიღაცამ მითხრა), როცა დამცინებ და მეტყვი რო ერთი გრამი ლოგიკა და ტვინი არ მაქ, ამდენს რომ ვერ ვხვდები. ესაადა ეს, ყველაფერი დამოკიდებულია მიმართვაზე, თქმის ფორმაზე. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#734
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ქალბატონებო და ბატონებო რა თქმა უნდა მე ვუბერავ, მაგრამ განა ეს არის გარანტი იმისა, რომ ჩემს გარდა არავინ არ უბერავს?
![]() თემას რაც შეეხება, მე გთხოვთ უაზროდ ამ თემაში ნუ მსჯელობთ....ახლა მოვახდენ ფილტრაციას და შემოგთავაზებთ აპდეითურ ვარიანტს, რომ არ იყოს გაუგებრობა... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#735
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
კაი, მოვრჩეთ ახლა ამაზე წერას....
და ჩაცმაზე ლაპარაკი, მითუმეტეს აღარ გვინდა, დავამთავრეთ უკვე. გადავდივართ სხვა თემაში. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
leluka |
![]()
პოსტი
#736
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
მე და ჩემი მეგობარი ვიყავით სამებაში ტაძარში, იქ ლოცვის მერე მოძღვარი რომ ქადაგებს ხოლმე ის იყო გამისული ისევ და ელაპარაკებოდა ხალხს, თან ეფერებოდა, თან ეხვეწებოდა "თქვენი ლამაზად, ღირსეულად ჩაცმით გაახარეთ უფალიო, ნუ განაწყენებთ თქვენს მფარველ ანგელოზს და გარეშემომყოფებს ნუ გააღიზიანებთო." რა თქვა ახალი? არ ვიცოდით განა? მაგრამ როგორ თქვა, როგორი სიყვარულით და სითბოთი... მერე ყველანი გულში ჩაგვიკრა და ის დღე იყო, ჩემს მეგობარს "მობრდღვნილი" დაგვარიანად აწეული კაბა აღარ ჩაუცვამს. იმიტომ. გეთანხმები ![]() ![]() -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#737
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ახლა მოვახდენ ფილტრაციას და შემოგთავაზებთ აპდეითურ ვარიანტს, რომ არ იყოს გაუგებრობა... ძალიან კარგი. ეგ რომ ჩამოაყალიბე მაშინ მე არც ისე ძალიან ვაქტიურობდი და მოგვიანებით ვნახე, ამიტომ აღარ მოვახდინე რეაგირება, რომ ნაგვიანევი ბუნტი არ შემომეტანა. ჯერ უპირველეს ყოვლისა სათაური უნდა იყოს ლამაზად და ამავე დროს არა აგრესიულად ჩამოყალიბებული, არაა საჭირო შიშებზე ლაპარაკი, "ფსევდომართლმადიდებლობაც" უხეშად ნათქვამია, მაგრამ დასაშვებია. სათაურად უნდა ჰქონდეს: "საზოგადოებაში დამკვიდრებული არასწორი შეხედულებები მართლმადიდებლობასთან მიმართებაში" ან "ხალხში გავრცელებული არასწორი შეხედულებები მართლმადიდებლობასთან მიმართებაში." შეიძლება ასევე დაიწეროს "საზოგადოებაში დამკვიდრებული ფსევდომართლმადიდებლური შეხედულებები" ნეიტრალური და დაინტერესებული ადამიანისთვის ასე უფრო საინტერესო და ნაკლებად გამომწვევი იქნება. შემდეგ, ყოველი პუნქტის მერე, არ უნდა ბოლოსართი ამის შიში და იმის შიშიო ანდა "მართლმადიდებლებს ეშინიათო" ეს უფრო აბნევს მკითხველს და უკურეაქციას იწვევს, უფრო რბილი და ზოგადი მნიშვნელობის ტერმინი მოუძებნე, ვთქვთ "მართლმადიდებლები დღეს ცოდვად მიიჩნევენ", ან "მართლმადიდებლები დღეს ერიდებიან" და ა.შ. ასე უფრო მეტ სიყვარულს და სიბრძნეს გადმოსცემს ეგ შენი ჩამონათვალი. გარდა ამისა მაგ ჩამონათვალში აშკარადა დასახვეწია და საერთოდ ამოსაღებია ზოგიერთი პუნქტი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე: 1, 3, 23, 28, 29 და 33 პუნქტებს. განსაკუთრებით არ მომეწონა 23 და 33 . . . ძალიან ცუდად ჩანს "მართლმადიდებლებს ეშინით მრუშების ჩადენის" . . . მერე ამას რაც არ უნდა მოყვეს, იმიტომ და ამიტომო ერთი აზრი მაინც დამთავრებულია რომ მართლმადიდებლებს ეშინიათ მრუშების და ფსევდომართლმადიდებლობა არაა. საერთოდ ქრისტიანს არავისი, არც ანტი-ქრისტესი არ უნდა ეშინოდეს, მაგრამ ახლა ამ კუთხით საუბარი არაა და იმ გაგებით შენ რომ საუბრობ ადამიანს მრუშების თუ ეშინია ეს კარგია, ასეც უნდა იყოს გარდა სიყვარულისა ადამიანი ღვთისმოშიშიც უნდა იყოს. ასევე ცუდია რომ გიწერია "შეყვარებულთან ამბორისო", ამაზე ბევრი დაიწერა, შეიძლება ყველას არ შეუძლია ამის შესრულება, მაგრამ ამბორი (ეროტიკული დატვირთვის) ჯვარდაუწერელ ადამიანთან ყველა ვარიანტში ცოდვაა და თუ ვინმე ამას ასრულებს და არ კოცნის საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ეს ფსევდომართლმადიდებლობა და ცრუ შიში არაა. ასევე 28 უნდა დაზუსტდეს - რა ითვლება თანამედროვე ჩაცმულობაში? ბევრი თანამედროვე ჩაცმულობის სახე (უფრო სწორად ჩაუცმელობის) ძალიან გამომწვევია, ეროტიკულ ვნებებს იწვევს საპირისპირო სქესში და სიძვა-მრუშებისკენ უბიძგებს ადამიანს, ცხადია ასეთ რამეზე არ უნდა იყოს ლაპარაკი. რაც შეეხება 1, 3 და 29 აქაც უფრო მკაფიო ჩამოყალიბებაა საჭირო. ისევ გეუბნები ადამიანს ანტი-ქრისტესიც არ უნდა ეშინოდეს, მაგრამ შტრიხ კოდების, საიდენტიფიკაციო ნომრების, მიკროჩიპების და მსოფლიო გლობალიზაციის კონტროლის სხვადასხვა ნიშნების მიმართ გულგრილი არ უნდა იყოს. მუდმივად საქმის კურსში უნდა იყოს რა და რისთვის ხდება. ცხადია ჯერ "ანტი-ქრისტეს" ბეჭედი ადრეა და სულაც არაა სავალდებულო ეგ საიდენტიფიკაციო ნომერი ანდა თუნდაც მაინცდამაინც მრავალჯერ ნახსენები მიკროჩიპი იყოს, მაგრამ როგორც იკვეთება "ანტი-ქრისტეს ბეჭედის" გარეგნული სახე რაღაცით უნდა ჩამოგავდეს ზემოთ ხსენებულ კონტროლის სისტემებს, ანუ ის შესაძლოა იყოს მაღალმეცნიერულ დონეზე შესრულებული მსოფლიოს სამართავი და საკონტროლო სისტემის ერთეული, რომლითაც ანტი-ქრისტე როგორც კი მიიღებს ძალაუფლებას "დაბეჭდავს" ხალხს რომ თავის გლობალურ კონტროლში მოაქციოს, ამიტომ სწორი ფორმულირებაა საჭირო და ასე ხელის აკვრით ლაპარაკი არ შეიძლება, სასურველი იყო დაგეწერა ვთქვათ: "შტრიხ კოდის ანტი-ქრისტეს ბეჭედად მიჩნევა" ან ვთქვათ "საიდენტიფიკაციო საშუალებეზე თავის არიდება იმაზე ფიქრით რომ ის ანტი-ქრისტეს ბეჭედი გამოდგება" ან რაიმე ასეთი მკაფიო და ამავე დროს ნაკლებად გამომწვევი ნათქვამი - ყოველ შემთხვევაში არა შტრიხკოდების შიში. მოკლედ შეასწორე და მერე გადავხედავ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#738
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოკლედ რაღაც ფილტრაციას საჭიროებდა ეს სია და ახლა შემოგთავაზებთ
დღეს ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ მართლმადიდებლობა ნიშნავს გარკვეულ წილად "პანიკურ" შიშს შემდეგი საკითხების მიმართ მიმართ და ზოგიერთში ეს ქრისტიანობის ნორმად ცხადდება: 1. შტრიხ კოდების 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების 3. საიდენტიფიკაციო ნომრების 4. შელოცვების 5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის 6. ტელევიზორის 7. კომპიუტერის 8. ზღვაზე სიარულის "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით 9. ცეკვის 10. სპორტის 11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის 12. მუსიკის მოსმენის 13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის 14. ახალი სტილის კალენდრის 15. კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის 16. დენ ბრაუნის კრეტინობის ყურების 17. ჰარი პოტერის კითხვის 18. ინსტრუმენტზე დაკვრის 19. საერო წიგნების კითხვის 20. საერო ხელისუფლების ლოცვებში მოხსენიების 21. სუნამოს დასხმის 22. თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში, განსაკუთრებით გოგონებში 23. თანამედროვე ქართულ ენაზე აღვლენილი წირვა-ლოცვის პანიკური შიში 24. პამპერსების გამოყენების - ერთ ერთი მოძღვარი ამბიონიდან "მაღალ" საღვთისმეტყველო ენით ქადაგებდა ამ სისულელეს ახლა მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა შემდეგს: არაერთხელ ითქვა, რომ აქ არის განკითხვა და ჩაძიება ეკლესიის საკითხებში... 1. განკითხვა არ არის მსჯელობა იმაზე, რაც მართლმადიდებლობის საფარქვეშ იქადაგება და ქართულ რეალობაში გარკვეული გავლენაც აქვს 2. ეკლესიის, და ზოგადად საღვთისმეტყველო საკითხებში ჩაძიების სურვილი მხოლოდ იმას არ შეიძლება ჰქონდეს, ვისთვისაც მართლმადიდებლური ფორუმი გამარჯობა-გაგიმარჯოს ასპარეზს წარმოადგენს პ.ს. ზოგიერთი ფორუმელის გასაგონად ვიტყვი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სია ეხება არა უბრალოდ უარის თქმას, არამედ უარის თქმას - ქრისტიანობის სახელით. მე შეიძლება არ მინდა წავიდე კონცერტზე, დამერწმუნეთ, ეს ფაქტი ამ სიაში ვერ მოხვდება, მაგრამ თუ ვიტყვი, რომ კონცერტი იმიტომ არ მინდა, რომ ეს ქრისტიანობას ეწინააღმდეგება, თავად შევიტან ამ ფაქტს ჩემი ხელით ზემოთ მოყვანილ სიაში ![]() ხოლო თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს მაინც განკითხვაა, უბრალოდ ჩაისუნთქოს, ან ამოისუნთქოს და გაატაროს ეს თემა. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#739
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
კანუდოსელი
ოფტოპიკია, მაგრამ მაინც ვიკითხავ, ზაზა, ეწვია კაიროსი სამსობლოს თუ ჯერ არა? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#740
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კანუდოსელი
მგონი კარგი სახე მიიღო..... ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#741
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
კანუდოსელი მგონი კარგი სახე მიიღო..... ![]() ძირითადში მაინც ეგ სახე ქონდა და რა უაზრო პოსტინგი დაწერე მაშინ პასუხად ვერ გავიგე.... ეგ კომენტარი არც იყო საჭირო, მე 100-ჯერ ვიმეორებ, რომ საუბარი მაქვს მანიაზე, ფობიაზე, პანიკაზე და იმ ზემოთ ნახსენების, სწავლებად გამოცხადებაზე...ნუ გეწყინება რომ უაზროს ვუწოდებ, უაზრო იმიტომაა, რომ ამდენჯერ თქმულის მიუხედავად, დაწერე ისეთი რამ, რასაც მე თავად შენზე 100-ჯერ ხშირად ვამბობდი და ვწერდი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#742
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
რადგან ისევ მიდის მსჯელობა ამ თემებზე და კითხვები გაჩნდა, პირველი გვერდიდან გადმოვიტან აქეთ:
ქრისტიანობა ლიტურგიკული ხასიათისაა და მისი შინაარსი არის სიხარული-ხარება და არა შიში. რა სიტყვები მიმართა ანგელოზმა ღვთისმშობელ მარიამს?: გიხაროდეს რა სიტყვებით მიდიოდნენ მოციქულები საქადაგებლად?: ჩვენ გვინდა გახაროთ რა ქვია ჩვენს წმინდა წერილს?: სა-ხარება აქვე კი ბარემ პირველ კითხვას (შტრიხ კოდების შესახებ) გავცემ პასუხს: ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ ეკლესია არის უნივერსალური და როდესაც რაიმე შფოთი ტყდება არა რომელიმე კონკრეტული პირი, თუნდაც წმინდანი,არამედ ეკლესიის სისავსე წყვეტს ამას. დავიწყებ ალექსი II-ის სიტყვით ეპარქიალურ კრებაზე: Заверяю вас, в штрих-кодах нет никаких шестерок! პირველიერარქის სიტყვა გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე რომელიმე კონკრეტული პიროვნების. მაგარამ მაინც ვნახოთ რატომ არ არის იქ 6-ები. პირველი იმიტომ, რომ შტრიხ-კოდი არის კომპიუტერისთვის წასაკითხი და არა ადამიანისთვის, იქ არის თეთრი და შავი ზოლები....ლაზერული სკანერი გადის მასზე და შავ ხაზზე გასვლისას იძლევა 0-ს და თეთრზე იძლევა 1-ს, ანუ კოდის შიფრი სინამდვილეში შედგება არა 6-ების კრებულისაგან, არამედ 0 და 1-ების კომბინაცისაგან. ასევე, ჯერ ერთი იქ ყოველთვის არ არის სამი ექვსიანი, არამედ 2 მესამეც: დავუშვათ, რომ არის სამი, ამ შემთხვევაშიც ვერ უძლებს ეგ მიგომა კრიტიკას რადგან 6-ების გარდა არის სხვა ციფრებიც, მაგალითად 6498689456 ეს რიცხვი შეიცავს სამ ექვსიანს მაგრამ რა შუაშია აქ 666? ეს გავს იმას, რომ სიტყვა "ლეიშმანიოზი" გამოცხადდეს სატანურად, რადგან მასში "ეშმა"-ც შეიძლება ამოვიკითხოთ ![]() მეოთხე: იქ ის 6-იანის შესაბამისი ხაზები რომ უფრო გრძელია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეგ არის გამოყოფილი ხაზები, ისევ მივანიშნებ შესაბამის სკანერს-ეს უკანასკნელი აღრიცხავს არა სიგრძეს არამედ მხოლოდ სიგანეს შავი და თეთრი ხაზებისა, ამიტომ კონცენტრირება ნამეტანი ამ ფაქტზეც არ გამოდის კორექტული მეხუთე: საქმე იმაშია რომ წმინდა წერილი დაწერილია სიტყვებით და შესაბამისი რიცხვებიც სიტყვებითაა გადმოცემული,ანუ 666 ქართულად პირდაპირი ტრადიციით რომ გვეთარგმნა იქმებოდა: ექვს-ას-სამოც-და-ექვსი თავად ქართულშიც კი არ გვაქვს სამი გამეორება და მითუმეტეს ასეთი სიტუაციაა ბერძნულ ორიგინალში. ამიტომ დასკვნა ასეთია: 1. კომპიუტერი ვერ ხედავს მაგ 6-ებს 2. ადამიანი ცდილობს დაინახოს, მაგრამ ხშირად არც არის სამი 6-ანი 3. თუნდაც იყოს, ავიწყდება რომ მათ შორის კიდევ მრავალი ციფრია 4. მოკლებულია სერიოზულობას, ვინაიდან ძველი კოდექსები არ წერენ ციფრებს არც არაბულ და არც რომაულ სტანდარტში, არამედ ასოებით 5. თესავს შფოთს 6. ეწინააღმდეგება რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის განჩინებას და უშუალოდ ამ ეკლესიის პირველი იერარქის პოზიციას შენიშვნა: რუსეთზე იმიტომ გავაკეთე აქცენტირება, რომ საქართველოში არ იყო შესაბამისი კრება იქ კი იყო...ჩვენ მოვიაზრებით ერთ ბარძიმში მყოფად და მგონია გასათვალისწინებელია ფრიად. პ.ს. თუ ვინმეს პრობლემები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, სანამ თითებს აამოძრავებს, აჯობებდა ჯერ კომპიუტერი შეამოწმოს შტრიხ კოდის არსებობაზე და მერე დაწეროს პოსტი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#743
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
1. კომპიუტერი ვერ ხედავს მაგ 6-ებს 2. ადამიანი ცდილობს დაინახოს, მაგრამ ხშირად არც არის სამი 6-ანი 3. თუნდაც იყოს, ავიწყდება რომ მათ შორის კიდევ მრავალი ციფრია 4. მოკლებულია სერიოზულობას, ვინაიდან ძველი კოდექსები არ წერენ ციფრებს არც არაბულ და არც რომაულ სტანდარტში, არამედ ასოებით 5. თესავს შფოთს 6. ეწინააღმდეგება რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის განჩინებას და უშუალოდ ამ ეკლესიის პირველი იერარქის პოზიციას მართალი ხარ, ოღონდ საქმე სულ სხვა რამეშია, კონკრეტულად სავაჭრო შტრიხ-კოდები მართლაც არაფერ შუაშია, მაგრამ საერთოდ სამი "ექვსიანის" თვმოყრა სუფთად ტექნიკური მიზეზების გამო ხშირია სხვადასვა ელექტრონულ სისტემებში. მაგ: კომპიუტერის პროცესორები, რომელსაც ამზადებს Intel P4, Intel Celeron ან AMD Athlon და მათი ტაქტური სიხშირეები: Intel P4 1666 MHz (1666 მეგაჰერცი) Intel P4 2666 MHz (2666 მეგაჰერცი) ასევე ადრე გამოვიდა პენტიმუმის და დურონის პროცესორები: Intel P3 666 MHz (666 მეგაჰერცი) AMD Duron 666 MHz (666 მეგაჰერცი) 333-ის ჯერადი რიცხვები და მათ შორის 666-ც გვხდება კომპიუტერული სისტემების სხვადასხვა კომპონენტების ურთიერთ გაცვლის სიხშირეებშიც, overclock-ის მუდმივი კოეფიციენტებისას ცვალდი კოეფიციენტით სიხშირის შეცვლის დროს, ასევე შინებზე და კეშის სიხშირეებზე სხვადასვა დროს გვხდებოდა ორი ექვსიანის თავმოყრა, მაგალითად 166 MHz და 266 MHz. ორი ან სამი "ექვსიანით" გამოხატული რიცხვები ძალიან ხშირად აღნიშნავენ სხვადასხვა ტექნიკურ პარამეტრს, თუნდაც ზემოთ ხსენებულ საერთაშორისო შტრიხ-კოდებს, ასევე სხვადსხვა კომპანიების ელექტრონული ბარათების რიცხვებს, სხვადასხვა საიდენტიფიკაციო ნომრებს და ა.შ. რამდენიმე "ექვსიანის" და ზოგჯერ სამი "ექვსიანის" თავმოყრაც ხდება თანამედროვე კომპიუტერულ-ელექტრონული სისტემების პარამეტრების და ნომრების გამოსახატავად. ეს ყველაფერი ცხადია იწვევს ბუნებრივ ასოციაციას აპოკალიპსურ მხეცის რიცხვ - 666-თან. ცხადია ამ ექვსიანების თავმოყრას თავისი ტექნიკური მიზეზები გააჩნია და ეს ცხადია სულაც არ ნიშნავს რომ ან კომპიუტერია ანტი-ქრისტეს ბეჭედი, ან საიდენტიფიკაციო ბარათი, ან რომელიმე კომპანიის თუ ბანკის ელექტრონული ბარათი ანდა იგივე შტრიხ-კოდი. ეს რასაკვირველია აბსურდია, მაგრამ იკვეთება ძალიან საეჭვო და სერიოზულად დამაფიქრებელი კონტურები. როგორც ჩანს მხეცის რიცხვით (666) გამოხატული ანტი-ქრისტეს ბეჭედი იქნება ერთგვარი ბუნებრივი გაგრძელება ამ თანამედროვე ტექნოლოგიების. როგორც ჩანს გამოცხადებებში ნაწინასწარმეტყველევი მხეცის რიცხვი იქნება ერთგვარი "ანარეკლი" მომავალში იმ ელექტრონული ტექნოლოგიებისა რომლებიც იყენებენ "ექვსიანების" შემცველ რიცხვებს. ურთულესი საკითხია რამ გამოიწვია მაინცდამაიც 666 და რატომ უნდა იყოს მაინცდამაინც ეს რიცხვი ასოცირებული ანტი-ქრისტესთან, მაგრამ ბურუსიდან გამოიკვეთა რომ ანტი-ქრისტესეული 666 მჭიდრო კავშირში უნდა იყოს ელექტრონულ სამყაროში გამოჩენილი "ექვსიანების". სულ ერთია რა იქნება ანტი-ქრისტეს ბეჭედი: მიკროჩიპი, ელექტრონული ბარათი თუ ელექტრონული კონტროლის რაიმე სხვა სისტემა, მაგრამ ძალიან დამაფიქრებელია რომ ეს რაღაცნაირი ელექტრონული სახით მოწოდებული ნომერი იქნება. გარდა ამისა არაა საჭირო 666-ს პირდაპირ ბუკვალურად გაგება. ლოგიკურია რომ ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ ელექტრონულ კოდურ სისტემას გარდა სამი "ექვსიანისა" სხვა ციფრებიც ექნება. ანტი-ქრისტეს ბეჭედი არ უნდა იყოს მარტო - 666, რადგან თუ ის მართლაც და რაიმე ტიპის ელექტრონული კონტროლის ნუმერაცია იქნა იქ უამრავი სხვა ციფრიც უნდა შევიდეს, რათა დაინომროს ადამიანები და არა მგონია ანტი-ქრისტეს ბეჭედი მარტო სამნიშნა რიცხვი იყოს. მარტო 666-ით ალბათ დამეთანხმები რომ ვერავის ვერ დანომრავ და ვერც "დაბეჭდავ". შესაძლოა ანტი-ქრისტეს ბეჭედი შეიცავდეს უამრავ სხვა ციფრსაც და სერია იყოს 666, ანდა ყველა რიცხვი იწყებოდეს ციფრებით 666 და მერე სხვა ციფრები და ა.შ. მე არ ვფიქრობ რომ ანტი-ქრისტეს ბეჭედზე 666 მეტი არაფერი ეწერება, რადგან მარტო ეს რიცხვი ვერაფერს ვერ აღრიცხავს. ანტი-ქრისტეს ბეჭედი საკმაოდ რთული ამოსაცნობი სისტემა იქნება რეალურად და არა ასე მარტივად ნათქვამი წარწერა: ექვს-ას-სამოც-და-ექვსი. საბოლოოდ ვიტყოდი, რომ ვინაიდან გამოკვეთილია საკმაოდ საეჭვო კონტური ყოველი ქრისტიანი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ნებისმიერ ელექტრონულ სისტემას, რომელიც იქნება "ექვსიანების" შემცველი და მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო იერარქიასთან სრული თანხვედრის შემდეგ დააფიქსიროს თავისი პოზიცია და დაფიქრდეს აგრეთვე მომავალზეც. ჯერ ანტი-ქრისტე არ ჩანს, ამიტომ არც მის ბეჭედად უნდა მივიჩნიოთ რაიმე, მაგრამ სიფრთხილით უნდა მივუდგეთ ყველაფერს და დავფიქრდეთ, რადგან დრო ძალიან ახლოა. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#744
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
გიორგი
ციტატა გარდა ამისა არაა საჭირო 666 პირდაპირ ბუკვალურად გაგება. ლოგიკურია რომ ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ ელექტრონულ კოდურ სისტემას გარდა სამი "ექვსიანისა" სხვა ციფრებიც ექნება. ანტი-ქრისტეს ბეჭედი არ უნდა იყოს მარტო - 666, დავამატებდი, რომ სამ 6-იანზე საუბარი მთლად მართებულიც არ არის. წმინდა წერილში სამ ექვსიანზე არაფერი წერია, იქ მითითებულია, რომ მხეცის რიცხვი არის "ექვსას სამოცდაექვსი", რაც, მაგალითად, ძველქართული ნუმერაციით იყო "ქჲვ" სხვათა შორის, ებრაულ ენაზე სიტყვების "ჰა-მელეხ იეჰუდიმ" ანუ მეუფე ჰურიათა - რიცხვითი მნიშვნელობის შეკრებით მიიღება 666 -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#745
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
რაღაც ნამეტანი აპოკალიფტიკაში გადავარდით....აპპოკალიფსის განმარტებაზე მხოლოდ ორი მამა გვთავაზობს ნააზრევს,დანარჩენები თავს იკავებენ...და იკავებენ იმიტომ, რომ აპოკალიფსი ბოლომდე განიმარტება მაშინ, როდესაც ყველაფერი მოხდება.
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ulvashi |
![]()
პოსტი
#746
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 ![]() |
ციტატა სხვათა შორის, ებრაულ ენაზე სიტყვების "ჰა-მელეხ იეჰუდიმ" ანუ მეუფე ჰურიათა - რიცხვითი მნიშვნელობის შეკრებით მიიღება 666 საინეტერსოა. და როგორც გამიგია www ასევე სამი ექვსიანი არაბულად თუ რაღაც მსგავსი, ყური მომიკრავს მსგავსი აზრისთვის |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#747
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
კანონისტი
ციტატა სხვათა შორის, ებრაულ ენაზე სიტყვების "ჰა-მელეხ იეჰუდიმ" ანუ მეუფე ჰურიათა - რიცხვითი მნიშვნელობის შეკრებით მიიღება 666 რიცხვითი მნიშვნელობის შეკრება რას ნიშნავს? უფრო სწორედ რას კრებთ ვერ გავიგე ან რატომ კრებთ? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#748
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
საერთოდ ამ 666-ებზე საუბარი წააგავს კაბალისტიკას, პოულობ 6-ებს იქ სადაც გინდა და იმდენს,რამდენიც გინდა და მერე წავიდა თეორიები
პ.ს. ჩემი აზრით ტვინის უაზრო "ვარჯიშია" ეს "მართლმადიდებლური" კაბალისტიკა, ბოლო ბოლო უნამუსობაა აგინო შტრიხ კოდებს ამავე კოდებიან კომპიუტერთან მიმჯდარმა ![]() ან რატომ კრებთ? რომ მიიღონ რაც უნდათ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#749
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა რომ მიიღონ რაც უნდათ და როგორ კრებენ? ასოების რიცხვით შესაბამისობას ეძებენ, თუ როგორ? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#750
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
და როგორ კრებენ? აი მაგალითად გიორგიმ ახსენა 1666 მეგაჰერცი... ამ რიცხვს აკლებენ 1000-ს (რატომ 1000-ს და არა მაგალითად 1001 -ს ბოლო ბოლო უფრო პროზაულია 1001 ღამე ![]() ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2025 - 06:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი