IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

162 გვერდი V « < 36 37 38 39 40 > »   
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა
კანუდოსელი
პოსტი Jul 5 2007, 12:24 PM
პოსტი #741


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Jul 5 2007, 11:55 AM) *

კანუდოსელი
მგონი კარგი სახე მიიღო..... smile.gif



ძირითადში მაინც ეგ სახე ქონდა და რა უაზრო პოსტინგი დაწერე მაშინ პასუხად ვერ გავიგე....
ეგ კომენტარი არც იყო საჭირო, მე 100-ჯერ ვიმეორებ, რომ საუბარი მაქვს მანიაზე, ფობიაზე, პანიკაზე და იმ ზემოთ ნახსენების, სწავლებად გამოცხადებაზე...ნუ გეწყინება რომ უაზროს ვუწოდებ, უაზრო იმიტომაა, რომ ამდენჯერ თქმულის მიუხედავად, დაწერე ისეთი რამ, რასაც მე თავად შენზე 100-ჯერ ხშირად ვამბობდი და ვწერდი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 5 2007, 02:05 PM
პოსტი #742


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



რადგან ისევ მიდის მსჯელობა ამ თემებზე და კითხვები გაჩნდა, პირველი გვერდიდან გადმოვიტან აქეთ:


ქრისტიანობა ლიტურგიკული ხასიათისაა და მისი შინაარსი არის სიხარული-ხარება და არა შიში.
რა სიტყვები მიმართა ანგელოზმა ღვთისმშობელ მარიამს?: გიხაროდეს
რა სიტყვებით მიდიოდნენ მოციქულები საქადაგებლად?: ჩვენ გვინდა გახაროთ
რა ქვია ჩვენს წმინდა წერილს?: სა-ხარება

აქვე კი ბარემ პირველ კითხვას (შტრიხ კოდების შესახებ) გავცემ პასუხს:

ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ ეკლესია არის უნივერსალური და როდესაც რაიმე შფოთი ტყდება არა რომელიმე კონკრეტული პირი, თუნდაც წმინდანი,არამედ ეკლესიის სისავსე წყვეტს ამას. დავიწყებ ალექსი II-ის სიტყვით ეპარქიალურ კრებაზე: Заверяю вас, в штрих-кодах нет никаких шестерок!

პირველიერარქის სიტყვა გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე რომელიმე კონკრეტული პიროვნების. მაგარამ მაინც ვნახოთ რატომ არ არის იქ 6-ები.

პირველი იმიტომ, რომ შტრიხ-კოდი არის კომპიუტერისთვის წასაკითხი და არა ადამიანისთვის, იქ არის თეთრი და შავი ზოლები....ლაზერული სკანერი გადის მასზე და შავ ხაზზე გასვლისას იძლევა 0-ს და თეთრზე იძლევა 1-ს, ანუ კოდის შიფრი სინამდვილეში შედგება არა 6-ების კრებულისაგან, არამედ 0 და 1-ების კომბინაცისაგან.

ასევე, ჯერ ერთი იქ ყოველთვის არ არის სამი ექვსიანი, არამედ 2

მესამეც: დავუშვათ, რომ არის სამი, ამ შემთხვევაშიც ვერ უძლებს ეგ მიგომა კრიტიკას რადგან 6-ების გარდა არის სხვა ციფრებიც, მაგალითად 6498689456 ეს რიცხვი შეიცავს სამ ექვსიანს მაგრამ რა შუაშია აქ 666? ეს გავს იმას, რომ სიტყვა "ლეიშმანიოზი" გამოცხადდეს სატანურად, რადგან მასში "ეშმა"-ც შეიძლება ამოვიკითხოთ biggrin.gif

მეოთხე: იქ ის 6-იანის შესაბამისი ხაზები რომ უფრო გრძელია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეგ არის გამოყოფილი ხაზები, ისევ მივანიშნებ შესაბამის სკანერს-ეს უკანასკნელი აღრიცხავს არა სიგრძეს არამედ მხოლოდ სიგანეს შავი და თეთრი ხაზებისა, ამიტომ კონცენტრირება ნამეტანი ამ ფაქტზეც არ გამოდის კორექტული

მეხუთე: საქმე იმაშია რომ წმინდა წერილი დაწერილია სიტყვებით და შესაბამისი რიცხვებიც სიტყვებითაა გადმოცემული,ანუ 666 ქართულად პირდაპირი ტრადიციით რომ გვეთარგმნა იქმებოდა: ექვს-ას-სამოც-და-ექვსი
თავად ქართულშიც კი არ გვაქვს სამი გამეორება და მითუმეტეს ასეთი სიტუაციაა ბერძნულ ორიგინალში.

ამიტომ დასკვნა ასეთია:
1. კომპიუტერი ვერ ხედავს მაგ 6-ებს
2. ადამიანი ცდილობს დაინახოს, მაგრამ ხშირად არც არის სამი 6-ანი
3. თუნდაც იყოს, ავიწყდება რომ მათ შორის კიდევ მრავალი ციფრია
4. მოკლებულია სერიოზულობას, ვინაიდან ძველი კოდექსები არ წერენ ციფრებს არც არაბულ და არც რომაულ სტანდარტში, არამედ ასოებით
5. თესავს შფოთს
6. ეწინააღმდეგება რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის განჩინებას და უშუალოდ ამ ეკლესიის პირველი იერარქის პოზიციას


შენიშვნა: რუსეთზე იმიტომ გავაკეთე აქცენტირება, რომ საქართველოში არ იყო შესაბამისი კრება იქ კი იყო...ჩვენ მოვიაზრებით ერთ ბარძიმში მყოფად და მგონია გასათვალისწინებელია ფრიად.

პ.ს.
თუ ვინმეს პრობლემები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, სანამ თითებს აამოძრავებს, აჯობებდა ჯერ კომპიუტერი შეამოწმოს შტრიხ კოდის არსებობაზე და მერე დაწეროს პოსტი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 5 2007, 02:59 PM
პოსტი #743


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 5 2007, 02:05 PM) *

1. კომპიუტერი ვერ ხედავს მაგ 6-ებს
2. ადამიანი ცდილობს დაინახოს, მაგრამ ხშირად არც არის სამი 6-ანი
3. თუნდაც იყოს, ავიწყდება რომ მათ შორის კიდევ მრავალი ციფრია
4. მოკლებულია სერიოზულობას, ვინაიდან ძველი კოდექსები არ წერენ ციფრებს არც არაბულ და არც რომაულ სტანდარტში, არამედ ასოებით
5. თესავს შფოთს
6. ეწინააღმდეგება რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის განჩინებას და უშუალოდ ამ ეკლესიის პირველი იერარქის პოზიციას

მართალი ხარ, ოღონდ საქმე სულ სხვა რამეშია, კონკრეტულად სავაჭრო შტრიხ-კოდები მართლაც არაფერ შუაშია, მაგრამ საერთოდ სამი "ექვსიანის" თვმოყრა სუფთად ტექნიკური მიზეზების გამო ხშირია სხვადასვა ელექტრონულ სისტემებში. მაგ: კომპიუტერის პროცესორები, რომელსაც ამზადებს Intel P4, Intel Celeron ან AMD Athlon და მათი ტაქტური სიხშირეები:

Intel P4 1666 MHz (1666 მეგაჰერცი)
Intel P4 2666 MHz (2666 მეგაჰერცი)

ასევე ადრე გამოვიდა პენტიმუმის და დურონის პროცესორები:

Intel P3 666 MHz (666 მეგაჰერცი)
AMD Duron 666 MHz (666 მეგაჰერცი)

333-ის ჯერადი რიცხვები და მათ შორის 666-ც გვხდება კომპიუტერული სისტემების სხვადასხვა კომპონენტების ურთიერთ გაცვლის სიხშირეებშიც, overclock-ის მუდმივი კოეფიციენტებისას ცვალდი კოეფიციენტით სიხშირის შეცვლის დროს, ასევე შინებზე და კეშის სიხშირეებზე სხვადასვა დროს გვხდებოდა ორი ექვსიანის თავმოყრა, მაგალითად 166 MHz და 266 MHz. ორი ან სამი "ექვსიანით" გამოხატული რიცხვები ძალიან ხშირად აღნიშნავენ სხვადასხვა ტექნიკურ პარამეტრს, თუნდაც ზემოთ ხსენებულ საერთაშორისო შტრიხ-კოდებს, ასევე სხვადსხვა კომპანიების ელექტრონული ბარათების რიცხვებს, სხვადასხვა საიდენტიფიკაციო ნომრებს და ა.შ.

რამდენიმე "ექვსიანის" და ზოგჯერ სამი "ექვსიანის" თავმოყრაც ხდება თანამედროვე კომპიუტერულ-ელექტრონული სისტემების პარამეტრების და ნომრების გამოსახატავად. ეს ყველაფერი ცხადია იწვევს ბუნებრივ ასოციაციას აპოკალიპსურ მხეცის რიცხვ - 666-თან. ცხადია ამ ექვსიანების თავმოყრას თავისი ტექნიკური მიზეზები გააჩნია და ეს ცხადია სულაც არ ნიშნავს რომ ან კომპიუტერია ანტი-ქრისტეს ბეჭედი, ან საიდენტიფიკაციო ბარათი, ან რომელიმე კომპანიის თუ ბანკის ელექტრონული ბარათი ანდა იგივე შტრიხ-კოდი. ეს რასაკვირველია აბსურდია, მაგრამ იკვეთება ძალიან საეჭვო და სერიოზულად დამაფიქრებელი კონტურები. როგორც ჩანს მხეცის რიცხვით (666) გამოხატული ანტი-ქრისტეს ბეჭედი იქნება ერთგვარი ბუნებრივი გაგრძელება ამ თანამედროვე ტექნოლოგიების. როგორც ჩანს გამოცხადებებში ნაწინასწარმეტყველევი მხეცის რიცხვი იქნება ერთგვარი "ანარეკლი" მომავალში იმ ელექტრონული ტექნოლოგიებისა რომლებიც იყენებენ "ექვსიანების" შემცველ რიცხვებს. ურთულესი საკითხია რამ გამოიწვია მაინცდამაიც 666 და რატომ უნდა იყოს მაინცდამაინც ეს რიცხვი ასოცირებული ანტი-ქრისტესთან, მაგრამ ბურუსიდან გამოიკვეთა რომ ანტი-ქრისტესეული 666 მჭიდრო კავშირში უნდა იყოს ელექტრონულ სამყაროში გამოჩენილი "ექვსიანების". სულ ერთია რა იქნება ანტი-ქრისტეს ბეჭედი: მიკროჩიპი, ელექტრონული ბარათი თუ ელექტრონული კონტროლის რაიმე სხვა სისტემა, მაგრამ ძალიან დამაფიქრებელია რომ ეს რაღაცნაირი ელექტრონული სახით მოწოდებული ნომერი იქნება.

გარდა ამისა არაა საჭირო 666-ს პირდაპირ ბუკვალურად გაგება. ლოგიკურია რომ ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ ელექტრონულ კოდურ სისტემას გარდა სამი "ექვსიანისა" სხვა ციფრებიც ექნება. ანტი-ქრისტეს ბეჭედი არ უნდა იყოს მარტო - 666, რადგან თუ ის მართლაც და რაიმე ტიპის ელექტრონული კონტროლის ნუმერაცია იქნა იქ უამრავი სხვა ციფრიც უნდა შევიდეს, რათა დაინომროს ადამიანები და არა მგონია ანტი-ქრისტეს ბეჭედი მარტო სამნიშნა რიცხვი იყოს. მარტო 666-ით ალბათ დამეთანხმები რომ ვერავის ვერ დანომრავ და ვერც "დაბეჭდავ". შესაძლოა ანტი-ქრისტეს ბეჭედი შეიცავდეს უამრავ სხვა ციფრსაც და სერია იყოს 666, ანდა ყველა რიცხვი იწყებოდეს ციფრებით 666 და მერე სხვა ციფრები და ა.შ. მე არ ვფიქრობ რომ ანტი-ქრისტეს ბეჭედზე 666 მეტი არაფერი ეწერება, რადგან მარტო ეს რიცხვი ვერაფერს ვერ აღრიცხავს. ანტი-ქრისტეს ბეჭედი საკმაოდ რთული ამოსაცნობი სისტემა იქნება რეალურად და არა ასე მარტივად ნათქვამი წარწერა: ექვს-ას-სამოც-და-ექვსი.

საბოლოოდ ვიტყოდი, რომ ვინაიდან გამოკვეთილია საკმაოდ საეჭვო კონტური ყოველი ქრისტიანი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ნებისმიერ ელექტრონულ სისტემას, რომელიც იქნება "ექვსიანების" შემცველი და მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო იერარქიასთან სრული თანხვედრის შემდეგ დააფიქსიროს თავისი პოზიცია და დაფიქრდეს აგრეთვე მომავალზეც. ჯერ ანტი-ქრისტე არ ჩანს, ამიტომ არც მის ბეჭედად უნდა მივიჩნიოთ რაიმე, მაგრამ სიფრთხილით უნდა მივუდგეთ ყველაფერს და დავფიქრდეთ, რადგან დრო ძალიან ახლოა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 5 2007, 03:03 PM
პოსტი #744


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გიორგი
ციტატა
გარდა ამისა არაა საჭირო 666 პირდაპირ ბუკვალურად გაგება. ლოგიკურია რომ ვიფიქროთ, რომ ნებისმიერ ელექტრონულ კოდურ სისტემას გარდა სამი "ექვსიანისა" სხვა ციფრებიც ექნება. ანტი-ქრისტეს ბეჭედი არ უნდა იყოს მარტო - 666,


დავამატებდი, რომ სამ 6-იანზე საუბარი მთლად მართებულიც არ არის. წმინდა წერილში სამ ექვსიანზე არაფერი წერია, იქ მითითებულია, რომ მხეცის რიცხვი არის "ექვსას სამოცდაექვსი", რაც, მაგალითად, ძველქართული ნუმერაციით იყო "ქჲვ"

სხვათა შორის, ებრაულ ენაზე სიტყვების "ჰა-მელეხ იეჰუდიმ" ანუ მეუფე ჰურიათა - რიცხვითი მნიშვნელობის შეკრებით მიიღება 666


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 5 2007, 03:14 PM
პოსტი #745


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



რაღაც ნამეტანი აპოკალიფტიკაში გადავარდით....აპპოკალიფსის განმარტებაზე მხოლოდ ორი მამა გვთავაზობს ნააზრევს,დანარჩენები თავს იკავებენ...და იკავებენ იმიტომ, რომ აპოკალიფსი ბოლომდე განიმარტება მაშინ, როდესაც ყველაფერი მოხდება.




--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jul 5 2007, 03:16 PM
პოსტი #746


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



ციტატა
სხვათა შორის, ებრაულ ენაზე სიტყვების "ჰა-მელეხ იეჰუდიმ" ანუ მეუფე ჰურიათა - რიცხვითი მნიშვნელობის შეკრებით მიიღება 666

საინეტერსოა. და როგორც გამიგია www ასევე სამი ექვსიანი არაბულად თუ რაღაც მსგავსი, ყური მომიკრავს მსგავსი აზრისთვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 5 2007, 03:17 PM
პოსტი #747


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
სხვათა შორის, ებრაულ ენაზე სიტყვების "ჰა-მელეხ იეჰუდიმ" ანუ მეუფე ჰურიათა - რიცხვითი მნიშვნელობის შეკრებით მიიღება 666




რიცხვითი მნიშვნელობის შეკრება რას ნიშნავს?

უფრო სწორედ რას კრებთ ვერ გავიგე

ან რატომ კრებთ?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 5 2007, 03:22 PM
პოსტი #748


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



საერთოდ ამ 666-ებზე საუბარი წააგავს კაბალისტიკას, პოულობ 6-ებს იქ სადაც გინდა და იმდენს,რამდენიც გინდა და მერე წავიდა თეორიები
პ.ს.
ჩემი აზრით ტვინის უაზრო "ვარჯიშია" ეს "მართლმადიდებლური" კაბალისტიკა, ბოლო ბოლო უნამუსობაა აგინო შტრიხ კოდებს ამავე კოდებიან კომპიუტერთან მიმჯდარმა biggrin.gif

ციტატა(მხევალი ნინო @ Jul 5 2007, 03:17 PM) *

ან რატომ კრებთ?


რომ მიიღონ რაც უნდათ


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 5 2007, 03:29 PM
პოსტი #749


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
ციტატა
რომ მიიღონ რაც უნდათ



და როგორ კრებენ? ასოების რიცხვით შესაბამისობას ეძებენ, თუ როგორ?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 5 2007, 03:32 PM
პოსტი #750


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მხევალი ნინო @ Jul 5 2007, 03:29 PM) *

და როგორ კრებენ?


აი მაგალითად გიორგიმ ახსენა 1666 მეგაჰერცი... ამ რიცხვს აკლებენ 1000-ს (რატომ 1000-ს და არა მაგალითად 1001 -ს ბოლო ბოლო უფრო პროზაულია 1001 ღამე biggrin.gif) და იღებენ 666, მერე, როცა მიიღებენ, შარავანდედებს ისწორებენ, აურებს იუთოვებენ და უდაბნოში მიდიან ბოლო ჟამის მოლოდინში biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 5 2007, 03:40 PM
პოსტი #751


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
ციტატა
აი მაგალითად გიორგიმ ახსენა 1666 მეგაჰერცი... ამ რიცხვს აკლებენ 1000-ს (რატომ 1000-ს და არა მაგალითად 1001 -ს ბოლო ბოლო უფრო პროზაულია 1001 ღამე ) და იღებენ 666, მერე, როცა მიიღებენ, შარავანდედებს ისწორებენ, აურებს იუთოვებენ და უდაბნოში მიდიან ბოლო ჟამის მოლოდინში




მასეთი ლოგიკით მახსოვს 1999 წლის ეშინოდათ სტანური წელიწადიაო, ბოლო ჟამიაო და აშ რომ გადმოვაბრუნოთ 666 მივიღებთო, ათასს აქრობდნენ, მერე ისეთი ჭორები გამოწივია ამან, რომ მღვდელისგანაც კი აიღეს ინტერვიუ, რომელიც ძალია გაოცდა, რიცხვს რატომ აბრუნებთო smile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 5 2007, 03:43 PM
პოსტი #752


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მხევალი ნინო @ Jul 5 2007, 03:40 PM) *

კანუდოსელი
მასეთი ლოგიკით მახსოვს 1999 წლის ეშინოდათ სტანური წელიწადიაო, ბოლო ჟამიაო და აშ რომ გადმოვაბრუნოთ 666 მივიღებთო, ათასს აქრობდნენ, მერე ისეთი ჭორები გამოწივია ამან, რომ მღვდელისგანაც კი აიღეს ინტერვიუ, რომელიც ძალია გაოცდა, რიცხვს რატომ აბრუნებთო smile.gif



მაგაზე ადრე ერთმა სასულიერო პირმა 1997 წელიც მიიღო, როგორც მეორედ მოსვლის ჟამის თარიღი და გამოსცა თავის წიგნში...მოკლედ ეს ნამდვილად კაბალისტიკაა და მეტი არაფერი, ცუდი კი ისაა, რომ ამ ყვითელ პრესას დიდი გასაქანი აქვს ე.წ. მართლმადიდებლურ ბიბლიოთეკაში, და უფრო ცუდი - რომ ამ პოზიციას ხანდახან სწორედ ზოგიერთი სასულიერო პირი უმაგრებს მხარს.

ხოლო, თუ რატომ არის ასეთი პრესის მიმართ პოზიტიურად გამოხატული ინტერესი, ნამდვილად არ მესმის...

პ.ს.
სხვათა შორის 1997 წლის ამბავი რომ არ გამართლდა,უკვე კულუარულად ასეთი მსჯელობებიც წავიდა, რომ თურმე უფალმა შეისმინა ხალხის ვედრება და გადასწია მეორედ მოსვლის თარიღი უფრო შორს...რაღაცნაირად წააგავს იეღოველების წინასწარმეტყველების ჩაშლისას, მათ "არგუმენტაციას" და რაც ყველაზე მთავარია მართლმადიდებლობას წარმოაჩენს პრიმიტიულ სუროგატად
პ.პ.ს.
იმედია მოძღვრის განკითხვისთვის შენიშვნას არ მივიღებ biggrin.gif ხანდახან მაკვირვებს ზოგიერთი,ურჩევნიათ ყოველი სისულელე დაიჯერონ, თუ ის მღვდელმა თქვა....


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 9 2007, 02:21 PM
პოსტი #753


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 5 2007, 11:53 AM) *

დღეს ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ მართლმადიდებლობა ნიშნავს გარკვეულ წილად "პანიკურ" შიშს შემდეგი საკითხების მიმართ მიმართ და ზოგიერთში ეს ქრისტიანობის ნორმად ცხადდება:

1. შტრიხ კოდების
2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების
3. საიდენტიფიკაციო ნომრების
4. შელოცვების
5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის
6. ტელევიზორის
7. კომპიუტერის
8. ზღვაზე სიარულის "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით
9. ცეკვის
10. სპორტის
11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის
12. მუსიკის მოსმენის
13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის
14. ახალი სტილის კალენდრის
15. კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის
16. დენ ბრაუნის კრეტინობის ყურების
17. ჰარი პოტერის კითხვის
18. ინსტრუმენტზე დაკვრის
19. საერო წიგნების კითხვის
20. საერო ხელისუფლების ლოცვებში მოხსენიების
21. სუნამოს დასხმის
22. თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში, განსაკუთრებით გოგონებში
23. თანამედროვე ქართულ ენაზე აღვლენილი წირვა-ლოცვის პანიკური შიში
24. პამპერსების გამოყენების - ერთ ერთი მოძღვარი ამბიონიდან "მაღალ" საღვთისმეტყველო ენით ქადაგებდა ამ სისულელეს

მართალია და ამ სიას უნდა დაემატოს "პანიკური" შიში სიკვდილით დასჯის მიმართ. ზოგიერთი ადამიანის აზრით სიკვდილით დასჯა კატეგორიულად ეწინააღმრდეგება მართლმადიდებლობას და მომაკვდინებელ ცოდვადაც კი ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ ყოფილა მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის პრაქტიკაში და მიუხედავად იმისა რომ სულ სხვა რამეს გვთავაზობს კატეხიზმო, საეკლესიო სამართალი და თვით სჯულის კანონიც ნეიტრალურია და არაფერს ქრისტიანობის საწინააღმრდეგოს არ ხედავს სიკვდილით დასჯაში, გარკვეული ადამიანებისათვის ეს "რატომღაც" ასე არ არის და სიკვდილით დასჯის, როგორც მომაკვდინებელი ცოდვის და მართლმადიდებლობისთვის ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულების შესახებ სწავლება ქრისტიანობის ნორმად იქცა არა მარტო ფორუმზე, არამედ საერთოს საზოგადოებაში.



--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 9 2007, 02:22 PM
პოსტი #754


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



დღეს ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ მართლმადიდებლობა ნიშნავს გარკვეულ წილად "პანიკურ" შიშს შემდეგი საკითხების მიმართ მიმართ და ზოგიერთში ეს ქრისტიანობის ნორმად ცხადდება:

1. შტრიხ კოდების
2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების
3. საიდენტიფიკაციო ნომრების
4. შელოცვების
5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის
6. ტელევიზორის
7. კომპიუტერის
8. ზღვაზე სიარულის "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით
9. ცეკვის
10. სპორტის
11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის
12. მუსიკის მოსმენის
13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის
14. ახალი სტილის კალენდრის
15. კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის
16. დენ ბრაუნის კრეტინობის ყურების
17. ჰარი პოტერის კითხვის
18. ინსტრუმენტზე დაკვრის
19. საერო წიგნების კითხვის
20. საერო ხელისუფლების ლოცვებში მოხსენიების
21. სუნამოს დასხმის
22. თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში, განსაკუთრებით გოგონებში
23. თანამედროვე ქართულ ენაზე აღვლენილი წირვა-ლოცვის პანიკური შიში
24. პამპერსების გამოყენების - ერთ ერთი მოძღვარი ამბიონიდან "მაღალ" საღვთისმეტყველო ენით ქადაგებდა ამ სისულელეს
25. სიკვდილით დასჯის მომხრეთა არამართლმადიდებლად და ქრისტეს არმცნობად შერაცხვა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 9 2007, 02:22 PM
პოსტი #755


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



25. სახელმწიფო სიკვდილით დასჯის არსებობის


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 9 2007, 02:25 PM
პოსტი #756


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
25. სიკვდილით დასჯის მომხრეთა არამართლმადიდებლად და ქრისტეს არმცნობად შერაცხვა


ეს 'შიში' მე მაქვს, მაგარი 'შიშია' laugh.gif

ციტატა
25. სახელმწიფო სიკვდილით დასჯის არსებობის

ეგ ჩემი წინა შიშის ნომერს არ ემთხვევა, ნუ აირიეთ ახლა laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაგდალინა
პოსტი Jul 9 2007, 02:29 PM
პოსტი #757


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 924
რეგისტრ.: 15-September 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 194



ეს შიშები როდიდან დაგჩემდათ?


--------------------
დიდ არს უფალი!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 9 2007, 02:33 PM
პოსტი #758


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ეს შიშები როდიდან დაგჩემდათ?


როცა კედელზე ბზარები შევნიშნე და მარცხნიდან შემაქანა laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაგდალინა
პოსტი Jul 9 2007, 02:35 PM
პოსტი #759


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 924
რეგისტრ.: 15-September 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 194



მნათე
ნამეტანი ზოგადი პასუხია.... biggrin.gif მე შიშების დაწყების ათვლის წერტილი მაინტერესებდა... ნუ, ადგილი კაი, გასაგებია და დრო?


--------------------
დიდ არს უფალი!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 9 2007, 02:38 PM
პოსტი #760


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გენაცვალეთ ოფტოპიკებში smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

162 გვერდი V « < 36 37 38 39 40 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 05:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი