![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#781
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
"ძალიან პირდაპირი კვშირი აქვს"
არა აქვს არც პირდაპირი და არც ირიბი კავშირი ამ ნაწარმოებს სიკვდილით დასჯასთან. ილია ჭავჭავაძის სარჩობელაზედ მიმოიხილავს ფაქტების ერთობლიობას, რომელიც აბოროტებს ადამიანებს. მამინაცვალის უმსგავსო საქციელი განზოგადოებულია საზოგადოების ყველა წევრის ბრალეულობაში ვინც ამ დონემდე მიიყვანა ის ადამიანები. გარდა ამისა ხაზი ესმება საერთო საზოგადოებრივი დაცემულობის მიზეზს თითოეული წევრის უღისი საქციელის და დაბალი სულიერების გამო. ამ ნაწარმოების ფილოსოფიის მარტივი გადმოცემაა, რომ საზოგადოების, ხალხის დაცემულობაა ნებისმიერი დანაშაულის პირველმიზეზი. ამ ნაწარმოებისთვის არსებითი მნიშვნელობა სულაც არ ჰქონდა სიკვდილით დასჯისნენ თუ უვადო პატიმრობით დამნაშავეს. ილიამ ყველაზე მკაცრი სასჯელი უბრალოდ იმიტომ აიღო, რომ საზოგადოებას მკაფიოდ დაენახა თავისი მანკიერი მხარეები, თუ სანამდე შიძლება დაეცეს და დასცეს ადამიანი. "შესანიშნავად ჩანს, სიკვდილით დასჯა მისი არაჰუმანური და არაქრისტიანული ბუნებით" ამაზე ათასჯერ ვთქვით, რომ სასჯელი ჰუმანური არასოდეს არაა. მითხარი აბა ჰუმანური ან ქრისტიანული ბუნებისაა ადამიანისთვის უფლის მიერ მინიჭებული თავისუფლების სამუდამოდ შეზღუდვა და სიკვდილამდე კამერაში გამოკეტვა. სულ 2-3 წლიანი პატიმრობაც არაა ჰუმანური, მაგრამ სასამართლოს აქვს ამის უფლება და ეს არ ეწინააღმრდეგება რჯულს. ისევე როგორც სიკვდილით დასჯის არსებობა. "მერე რა, რომ ილია საღვთისმეტყველო არგუმენტებით არ მსჯელობს" საღვთისმეტყველო არგუმენტები არაფერ შუაში არაა, სიკვდილით დასჯას ეს ნაწარმოები არ ეხება, სხვა აზრია აქ გატარებული. P.S. ილია ჭავჭავაძის მკვლელები არ უნდა დაესაჯათ სიკვდილით? ჩემი აზრით კი. მართალია ბევრ რამეში არ გეთანხმები, მაგრამ სიკვდილით დასჯაზე კარგი არგუმენტები გაქვს, და გეთანხმები ამ საკითხში. სხვა არგუმენტებიც მაქვს უშუალოდ "სიკვდილით დასჯის თემაში". წაიკითხე ისინი? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#782
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
P.S. ილია ჭავჭავაძის მკვლელები არ უნდა დაესაჯათ სიკვდილით? ჩემი აზრით კი. სხვა არგუმენტებიც მაქვს უშუალოდ "სიკვდილით დასჯის თემაში". წაიკითხე ისინი? მაგაზე პასუხი თავად ილია ჭავჭავაძეს აქვს გაცემული, თითქოს იწინასწარმეტყველაო....წადი ბოლო ბოლო სიონში და წაიკითხე ის "ლექსი" თუ არ გახსოვს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#783
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მაგაზე პასუხი თავად ილია ჭავჭავაძეს აქვს გაცემული, თითქოს იწინასწარმეტყველაო....წადი ბოლო ბოლო სიონში და წაიკითხე ის "ლექსი" თუ არ გახსოვს "რომ მტერთათვისაც რომლთ თუნდ გულს ლახვარი მკრავენ გთხოვდე შეუნდე არ იციან ღმერთო რას იქმან" ამაზე ამბობ? ![]() არ უარვყოფ რომ ადამიანს შეუძლია თავის მკვლელსაც აპატიოს და ეს ყველაზე აღმატებული გრძნობა და უდიდესი სულიერებაა, მაგრამ მიუხედავად ამისა სიკვდილით დასჯა დასაშვებია სახელმწიფოს მხრიდან და ამაში არამართლმადიდებლური არაფერია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#784
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კანუდოსელი
შენ მე რომ მომკლან (ღმერთმა ყველა დაიფაროს!) უფლება გაქვს ჩემ მკვლელს მიუტევო? არა! მე თავად წინასწარ? კი სადმე წაგიკითხავს, თუკი შენ ძმას გაარტყავენ ლოყაში, შენ მიუშვირეო? ![]() სახელმწიფოს ვინ მისცა უფლება მკვლელს აპატიოს?? ღმერთია?? ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გიორგი |
![]()
პოსტი
#785
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
კანუდოსელი შენ მე რომ მომკლან (ღმერთმა ყველა დაიფაროს!) უფლება გაქვს ჩემ მკვლელს მიუტევო? არა! ჰო, კარგი, რამ გაგაცხარა? სიკვდილით დასჯის შიში არის ჩვეულებრივი ფობია, მაგალითად ისეთი, როგორიცაა საერო ხელისუფლების ლოცვებში მოხსენიების შიში. ადამიანების უმეტეობას, რადგანაც მკვლელობა ერთ-ერთი უმძიმესი და მომაკვდინებელი ცოდვაა სიკვდილით დასჯაც ასევე ჰგონიათ და ეჩვენებათ, რომ სიკვდილით დასჯა სჯულის ჩარჩოებს სცილდება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ზებედე |
![]()
პოსტი
#786
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
დღეს ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ მართლმადიდებლობა ნიშნავს გარკვეულ წილად "პანიკურ" შიშს შემდეგი საკითხების მიმართ მიმართ და ზოგიერთში ეს ქრისტიანობის ნორმად ცხადდება: 1. შტრიხ კოდების 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების 3. საიდენტიფიკაციო ნომრების 4. შელოცვების 5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის 6. ტელევიზორის 7. კომპიუტერის 8. ზღვაზე სიარულის "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით 9. ცეკვის 10. სპორტის 11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის 12. მუსიკის მოსმენის 13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის 14. ახალი სტილის კალენდრის 15. კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის 16. დენ ბრაუნის კრეტინობის ყურების 17. ჰარი პოტერის კითხვის 18. ინსტრუმენტზე დაკვრის 19. საერო წიგნების კითხვის 20. საერო ხელისუფლების ლოცვებში მოხსენიების 21. სუნამოს დასხმის 22. თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში, განსაკუთრებით გოგონებში 23. თანამედროვე ქართულ ენაზე აღვლენილი წირვა-ლოცვის პანიკური შიში 24. პამპერსების გამოყენების - ერთ ერთი მოძღვარი ამბიონიდან "მაღალ" საღვთისმეტყველო ენით ქადაგებდა ამ სისულელეს 25. სიკვდილით დასჯის მომხრეთა არამართლმადიდებლად და ქრისტეს არმცნობად შერაცხვა 26. იუმორის შიში. ანეგდოტების მოსმენის ან თქმის შიში. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
გიორგი |
![]()
პოსტი
#787
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
26. იუმორის შიში. ანეგდოტების მოსმენის ან თქმის შიში. იუმორის შიში რაღაა კაცო? ეგეთი რაიმე მე არ გამიგონია . . . "ანეგდოტების" - არა, "ანეკდოტების" - აი ასეა სწორი. დღეს ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ მართლმადიდებლობა ნიშნავს გარკვეულ წილად "პანიკურ" შიშს შემდეგი საკითხების მიმართ მიმართ და ზოგიერთში ეს ქრისტიანობის ნორმად ცხადდება: 1. შტრიხ კოდების 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების 3. საიდენტიფიკაციო ნომრების 4. შელოცვების 5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის 6. ტელევიზორის 7. კომპიუტერის 8. ზღვაზე სიარულის "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით 9. ცეკვის 10. სპორტის 11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის 12. მუსიკის მოსმენის 13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის 14. ახალი სტილის კალენდრის 15. კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის 16. დენ ბრაუნის კრეტინობის ყურების 17. ჰარი პოტერის კითხვის 18. ინსტრუმენტზე დაკვრის 19. საერო წიგნების კითხვის 20. საერო ხელისუფლების ლოცვებში მოხსენიების 21. სუნამოს დასხმის 22. თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში, განსაკუთრებით გოგონებში 23. თანამედროვე ქართულ ენაზე აღვლენილი წირვა-ლოცვის პანიკური შიში 24. პამპერსების გამოყენების - ერთ ერთი მოძღვარი ამბიონიდან "მაღალ" საღვთისმეტყველო ენით ქადაგებდა ამ სისულელეს 25. სიკვდილით დასჯის მომხრეთა არამართლმადიდებლად და ქრისტეს არმცნობად შერაცხვა 26. იუმორის, ანეკდოტების თქმის ან მოსმენის -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მარიამი |
![]()
პოსტი
#788
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
QUOTE მე მგონი მოვიყვანე წმინდანის პოზიციაც, სადაც ის ამბობს, რომ ვინაიდან ქირსტიანია - არ იმსახურებს ჯარში არც ერთი პირობით წმინდა გიორგი ქრისტიანი არ იყო? თუ ძალიან მცირედმორწმუნე იყო (მაპატიოს წმ. გიორგიმ) და სამსახურის დათმობა უჭირდა ქრისტესთვის? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#789
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ზებედე
ციტატა 26. იუმორის შიში. ანეგდოტების მოსმენის ან თქმის შიში. და საკუთარის მოგონების? ![]() ![]() ![]() ![]() ![]() P.S. მე მეხერხება და იმიტომ... ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ulvashi |
![]()
პოსტი
#790
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 ![]() |
ციტატა P.S. ილია ჭავჭავაძის მკვლელები არ უნდა დაესაჯათ სიკვდილით? ჩემი აზრით კი. ჰოდა ილიას აზრით არა. ოლღა გურამიშვილის პოზიცია გაიხსენე სასამართლოზე ციტატა საღვთისმეტყველო არგუმენტები არაფერ შუაში არაა, სიკვდილით დასჯას ეს ნაწარმოები არ ეხება, სხვა აზრია აქ გატარებული. სწორედ სიკვდილით დასჯას ეხება, ის კაცი იმას ამბობს, როგორ შეიძლება ადამიანი ჩამოაღრჩო და ხალხს ეს უხაროდესო, მარტივად რომ ვთქვათ ილიას მკვლელობა მშვენიერი არგუმენტია, ოღონდ არა შენთვის. ოლღა გურამიშვილი სასამართლო სხდომაზე ამბობდა, რომ ილიას მრწამს ეწინააღმდეგება ადამიანის სიკვდილით დასჯა და თუ ჩვენ გვინდა ილიას ხსოვნას შეურაცხყოფა არ მივაყენოთ, მაშინ მისი მკვლელები სიკვდილით არ უნდა დავსაჯოთო ასე რომ არგუმენტი, თითქოს არ არსებობდეს წმინდანი, რომელიც ინებოდა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი, დაუსაბუთებელია. წმ. ილია მართალი იყო სიკვდილით დასჯის, როგორც ასეთის მოწნააღმდეგე გამომდინარე მსი მსოფლმხედველობიდან. მისი მსოფლმხედველობა კი დაფუძნებული იყო მართლამდიდებელ ქრისტიანობაზე. |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#791
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ulvashi
ციტატა როგორ შეიძლება ადამიანი ჩამოაღრჩო და ხალხს ეს უხაროდესო გაგიმარჯოს! უხაროდესო...... რაა მანდ გასახარი? და ხომ არ ფიქრობ, რომ მანდ ილიას იმის თქმა უნდოდა, რომ დამნაშავეებად არ იბადებიან და ყოველ კრიმინალში რაღაც დოზით საზოგადოების გულგრილობა იმალება? და სიკვდილით დასჯა არაფერ შუაშია საერთოდ..... ან წაკითხული გაქვს ილიას კანონპროექტი სიკვდილით დასჯის თაობაზე, რომელიც დუმაში უნდა შეეტანა? იცი რამდენ დანაშაულზე იყო სიკვდილით დასჯა რუსეთის იმპერიაში, რაც ყოველი მოაზროვნის სამართლიან გულისწყრომას იმსახურებდა?? ესენი გაიაზრე...... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#792
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ყველა თემაში სიკვდილით დასჯაზე ლაპარაკობთ?
აღარ მორჩა? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ulvashi |
![]()
პოსტი
#793
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 ![]() |
მე მოვრჩი ამ საკითხზე ხმას აღარ ამოვიღებ
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#794
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ყველა თემაში სიკვდილით დასჯაზე ლაპარაკობთ? მართალია, ამ თემაში არაა საჭირო სიკვდილით დასჯაზე საუბარი. ამისთვის თემა არის გახსნილი და ზედმეტი კომენტარები (ჩემი ჩათვლით) ოფტოპიკებს იწვევს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#795
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
წმინდა გიორგი ქრისტიანი არ იყო? თუ ძალიან მცირედმორწმუნე იყო (მაპატიოს წმ. გიორგიმ) და სამსახურის დათმობა უჭირდა ქრისტესთვის? წმინდა გიორგის არავინ მოუკლავს რაც ქრისტიანი გახდა.... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#796
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა წმინდა გიორგის არავინ მოუკლავს რაც ქრისტიანი გახდა.... რას ლაპარაკობ, ჰა?? ![]() წმინდა გიორგი ბავშვობიდან რომ ქრისტიანი იყო დავიჯერო არ იცი? ახლა წმინდანთა ბიოგრაფიების შეცვლაც ნუ დაიწყე "დიადი მიზნისათვის"! წმიდა გიორგის მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა. ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა. კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხდა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და თავის მხრივ მხარდაჭერაც აღუთქვა. წმიდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება: „მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენს წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისათვის“. – „რა არის ჭეშმარიტება?“ - ჰკითხა ერთ-ერთმა წარჩინებულმა. „თავად ქრისტეა ჭეშმარიტება, დევნული თქვენს მიერ“, - იყო პასუხი....." http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/giorgi.htm -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
დათიკო |
![]()
პოსტი
#797
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
გიორგი
როგორც ვხედავ შენ აშკარა აგიტაცია პროპაგანდას ეწევი სიკვდილით დასჯის მხარდასაჭერად. ჯერ ერთი, სიკვდილით დასჯა, გთხოვ გაამახვილო ყურადღება დასჯაზე და არა ომში მოკვდინებაზე, არ გახლავს ახალი აღთქმის მიერ შეწყანარებული ქმედება. მთელი ახალი აღთქმა მტრის სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე და კაცთმოყვარეობაზეა აგებული და მისი ამდაგვარი ინტერპრეტაცია მხოლოდ სახარების პაირადი ინტერესების გარტარების მცდელობად მიმაჩნია. სავსებით შესაძლებელია ამ ფორუმზე შენი პოსტების წაკითხვის შემდეგ ადამიანებს მართლაც ეგონოთ რომ მართლმადიდებლობა მხარს უჭერს სიკვდილით დასჯას და ამის გამო დაბრკოლდნენ კიდეც. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აშკარად არის მცდელობა მოხდეს მეუფე სტეფანეს სიტყვების არასწორად გაგების აშკარა მცდელობაც. მეუფემ, როგორც ნათლად ჩანს, აღნიშნა რომ დასაშვებია მოხდეს ადამიანის მოკვლა სხვა ათასის გადასარჩენად. ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ეკლესია მომხრეა გალიაში ჩაკეტილი, ადამიანის, რომელიც იმ წუთისთვის სრულიად უსაფრთხოა, განგებ მოკვდინება. ნუ ვადარებთ სიკვდილით დასჯას ომში მოკვლას, რადგან იქ ხორციელდება, სამშობლოს, სარწმუნოების ან საკუთარი თავის დაცვა. ან მოკლავ, ან მოგკლავენ. აქ არჩევანი არ გაგვაჩნია, მაგრამ როდესაც ადამიანი დაპატიმრებული და საპყრობილეშია, როდესაც მას უკვე დაუმტკიცეს მისი ბრალეულობა და ახლა მხოლოდ ისღა დარჩენია რომ ამ მას სინანულის შანსი დავუტოვოთ, უნდა მოვუსწრაფოდ სიცოცხლე? მოკლედ, უკვე მერამდენე თემაა რაც ძალიან მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მიმდინარეობს სიკვდილის დასჯის პროპაგანდა. ხალხნო, ჩვენ ვიმყოფებით მართლმადიდებლურ ფორუმზე და ამის დაჯერებაც კი არ მინდა რომ ჩემს გვერდით პოსტავს ადამიანი რომელიც თავს თვლის მართლმადიდებლად და ძალიან დიდი სურვილი აქვს ვინმეს მოუსწრაფოს სიცოცხლე. მე, როგორც ამ განყოფილების სენატორი და მოდერატორი არ დავუშვებ იმას, რომ ჩვენს ფორუმზე ასეთი სახის აგიტაცია მიმდინარეობდეს. ნუ ჩავერევით ღვთის განგებაში!!! გვეშინოდეს უფლის!!! |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#798
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
კანუდოსელი რას ლაპარაკობ, ჰა?? ![]() წმინდა გიორგი ბავშვობიდან რომ ქრისტიანი იყო დავიჯერო არ იცი? ახლა წმინდანთა ბიოგრაფიების შეცვლაც ნუ დაიწყე "დიადი მიზნისათვის"! წმიდა გიორგის მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა. ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა. კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხდა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და თავის მხრივ მხარდაჭერაც აღუთქვა. წმიდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება: „მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენს წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისათვის“. – „რა არის ჭეშმარიტება?“ - ჰკითხა ერთ-ერთმა წარჩინებულმა. „თავად ქრისტეა ჭეშმარიტება, დევნული თქვენს მიერ“, - იყო პასუხი....." http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/giorgi.htm და მანდ სადმე წერია, რომ მოკლა? ![]() სამწუხაროდ საწყისები უნდა ისწავლო ჯერ, საწყისები ქრისტიანობისა და მერე ისაუბრო ამ თემებზე... კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სირცხვილია სიკვდილით დასჯაზე საუბრობდეს ადამიანი, რომელიც თავს მართლმადიდებლად თვლის... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#799
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
დათიკო
დავით, აქ მთელი ეს მსჯელობა ერთდაერთი მიმართულებით მიდის, რომ აი ეს ფრაზა: ციტატა ადამიანი რომელიც თავს თვლის მართლმადიდებლად და ძალიან დიდი სურვილი აქვს ვინმეს მოუსწრაფოს სიცოცხლე. არ განმეორდეს!!! საკითხი არის ძალიან მარტივად: 1. ან უნდა ვთქვათ, რომ სიკვდილით დასჯა არის უკიდურესი, ძალიან ცუდი, მაგრამ ეკლესიისათვის დასაშვები სასჯელის ფორმა და ამით სრულ თანხმობაში მოვალთ ეკლესიის ისტორიასთან, წმინდანთა ცხოვრებასთან და გარდამოცემასთან 2. უნდა ვამტკიცოთ, რომ სიკვდილით დასჯა კატეგორიულად და პრინციპულად არის მიუღებელი მართლმადიდებლობისათვის, ოღონდ ამის შემდეგ მოგვიწევს პასუხის მოფიქრებაც იმის თაობაზე, თუ რატომ ჰყავს ეკლესიას ასობით წმინდანები, რომლებიც სიკვდილით სჯიდნენ და თან ამას არც ინანიებდნენ, რამდენადაც ამას არცერთი საეკლესიო კანონი არ ითვალისწინებდა დავით, მნათესი მესმის და როგორ შენც, სასულიერო აკადემიის სტუდენტს, შეგიძლია თქვა, რომ არქიმ. ნესტორ ყუბანეიშვილამ ქრისტე არ იცოდა? (ღმერთმა მომიტევოს ამის გამეორება!) ამ ათობით არგუმენტის მიმართ, რაც მე, გიორგიმ და სოტირისმა მოვიყვანეთ, პასუხად გაისმის სრულიად ბუნდოვანი, ერთადერთი ვითომ კონტრარგუმენტი, რომ "ქრისტიანობა სიყვარულია". რას ლაპარაკობ? და ნუთუ დავით აღმაშენებელმა, იუსტინე დიდმა, კონსტანტინე დიდმა, სვიმონ სერბთა მეფემ ეს არ იცოდნენ და ჩვენ ვიცით??? არ მესმის, რას ამტკიცებ? სიკვდილით დასჯა რომ ცუდია? და მოიცა, კარგიაო თქვა ვინმემ? თუ დაავიწყდათ მსოფლიო კრებებს ამ საკითხზე კანონის მიღება?? ჩემი პირადი მიზანი ამ თემაში არის ის, რომ არ დამახინჯდეს დოგმატური სწავლება, რაც არ არის, იმას ნუ მიაწერთ დოგმატს. მარტო ის ფაქტი, რომ ამ თემაზე მეუფემ ახსენა სიტყვები "ჩემი აზრით", უკვე ნიშნავს, რომ ეს საკითხი დოგმატური არ არის, რადგან დოგმატზე მართლმადიდებელ იერარქებს როგორც წესი, საკუთარი პირადი აზრები არ აქვთ...... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გიორგი |
![]()
პოსტი
#800
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
გიორგი როგორც ვხედავ შენ აშკარა აგიტაცია პროპაგანდას ეწევი სიკვდილით დასჯის მხარდასაჭერად. ამ თემაში მხოლოდ იმას გიპასუხებ, რომ სიკვდილით დასჯის არავითარ პროპაგანდას არ ვეწევი და დღევანდელ პირობებში არც ვარ სიკვდილით დასჯის მომხრე, რადგან სულიერება დაკარგული მოსამართლეები შორს დგანან ობიექტურობისგან. თავი შევიკავოთ ამ თემაში სიკვდილით დასჯაზე საუბრიდან. (სხვებსაც ვთხოვ იგივეს) ამისთვის არსებობს ცალკე თემა და თავი ავარიდოთ ოფტოპიკებს. აი, იმ თემაში კი წაიკითხე ჩემი და კანონისტის პოსტები, ორივე ლინკი აგერაა და სურვილი გექნება იქ გვეკამათე: http://church.ge/index.php?showtopic=2157&...33entry127533 http://church.ge/index.php?s=&showtopic=21...ndpost&p=128096 P.S. მე პირადად, საკუთარი ქმედებით შეიძლება ძალიან ბინძური ადამიანი ვარ და ცოდვით დაცემული, მაგრამ სიტყვებით უღვთოობას ნამდვილად არ ვქადაგებ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 11:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი