IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

162 გვერდი V « < 43 44 45 46 47 > »   
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა
Sotiris
პოსტი Jul 10 2007, 09:03 PM
პოსტი #881


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(დათიკო @ Jul 10 2007, 08:37 PM) *

წავიკითხე და კიდევ უფრო მეტი წინააღმდეგობა გამიჩნდა.


დათიკო

ეს ნახე?


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 10 2007, 09:44 PM
პოსტი #882


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Sotiris
ციტატა
დათიკო

ეს ნახე?

მერე ეგ ეკლესიის მიერ აღსრულებული სიკვდილით დასჯა იყო? biggrin.gif
ეგ იყო შურისძიება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 10 2007, 10:16 PM
პოსტი #883


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



გიორგი, ჯერ ერთი ეს თემა გავხსენი იმასთან დაკავშირებით, რომ არის სწავლებები,რომლებიც ცხადდება ნორმად ქრისტიანობისა და შინაარსობრივად ასეთი არაა...ეს საკითხი კი არ გამიგია სადმე რომ ამაზე იყოს საუბარი, როგორც მართლმადიდებლური სწავლება, ამიტომ არ მესმის რატომ არის ამ სიის ნაწილი? თან ჩემი პოზიცია არის, რომ ეგ არაა მართლმადიდებლობისთვის თანადობაში მოსული (გამონაკლლისი სწორედ მაგას ადასტურებს) და ამას გარდა ის რაც მე დავწერე სიის დასაწყისში, ანუ ეს:
ციტატა( გიორგი @ Jul 10 2007, 05:37 PM) *

დღეს ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ მართლმადიდებლობა ნიშნავს გარკვეულ წილად "პანიკურ" შიშს შემდეგი საკითხების მიმართ მიმართ და ზოგიერთში ეს ქრისტიანობის ნორმად ცხადდება:

გრამატიკულად ვერ ებმება ამას:
ციტატა( გიორგი @ Jul 10 2007, 05:37 PM) *

25. სიკვდილით დასჯის მომხრეთა არამართლმადიდებლად და ქრისტეს არმცნობად შერაცხვა


იმედია ახლა გრამატიკის სწავლაზე არ წავა საუბარი და მაგ სიას გრამატიკის არმცოდნენიც არ მიემატებიან biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 11 2007, 10:53 AM
პოსტი #884


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(დათიკო @ Jul 10 2007, 08:37 PM) *

წავიკითხე და კიდევ უფრო მეტი წინააღმდეგობა გამიჩნდა.

მოკლედ როგორც ჩანს ის ადამიანები ვინც სასულიერო აკადემიაში ან სემინარიაში სწავლობენ იმდენად აქტიურად არიან ჩაფლული ღვთისმეტყველებაში, რომ ავიწყდებათ საერო სამართლის და ისტორიის არსებობა, რომელის პრაქტიკა სულ სხვა რამეს გვეუბნება. ლოგიკური საუბრისათვის საჭიროა უფრო მეტად გათვითცნობიერება საერო საკითხებში smile.gif

ციტატა(დათიკო @ Jul 10 2007, 08:37 PM) *

ერთადერთ სასჯელს რომელსაც შეიწყნარებს ეკლესია არის უზიარებლობა.

არა დათიკო . . .

ერთადერთი სასჯელი, რომელსაც აღასრულებს ეკლესია არის უზიარებლობა, მაგრამ ეკლესია განა პატიმრობას არ იწყნარებს? იცი რა განსხვავებაა შეწყნარებასა და აღსრულებას შორის? თუ ეკლესია უზიარებლობის გარდა არანაირ სასჯელს არ იწყნარებს, მაშინ ამ სასჯელების წინააღმრდეგ უნდა გამოდიოდეს და მოსამართლეების და პოლიციის მუშაკების უზიარებლობა უნდა ჰქონდეს დაწესებული, როგორც ეკლესიის მიერ შეუწყნარებელი სასჯელის აღმსრულებლებს და სჯულის დამრღვევთ. ძალიან გთხოვ ერთმანეთში ნუ აურევ საეკლესიო სასჯელს და ეკლესიის მიერ შეწყნარებულ საერო სამართლის სასჯელებს.



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 10 2007, 10:16 PM) *

ეს საკითხი კი არ გამიგია სადმე რომ ამაზე იყოს საუბარი, როგორც მართლმადიდებლური სწავლება, ამიტომ არ მესმის რატომ არის ამ სიის ნაწილი?

არ გაგიგონია?! აბა ფორუმელების უმეტესობა რას ამბობს?! თუ ლოგიკა კარგი გაქვს დაინახავდი, რომ მე რადგან სიკვდილით დასჯის მომხრე ვარ გარკვეულ სიტუაციებში ამიტომ წარმართს და მუსულმანს მადარებენ და მეუბნებიან რომ შენი დამოკიდებულება ყოვლად მიუღებელია მართლმადიდებლობისთვისო, აქედან გამომდინარე ელემენტარული ლოგიკაა რომ ეს ადამიანები ცნობიერად ან ქვეცნობიერად მაინც ამას მართლმადიდებლური სწავლების ნაწილად აღიქვამენ და ამიტომაც აქვთ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ჩემს მიმართ.

ამ სიის ნაწილია კი არა პირდაპირ ზედგამოჭრილია ეს სია ასეთი დამოკიდებულებისთვის. სადმე, რომ თქვა რომ სიკვდილით დასჯა დასაშვებია ისე გეცემიან თითქოს პირდაპირ მართლმადიდებლური ქრისტიანობის სწავლების ქვაკუთხედს ამსხვრევდე ამით. smile.gif
ციტატა(კანუდოსელი @ Jul 10 2007, 10:16 PM) *

იმედია ახლა გრამატიკის სწავლაზე არ წავა საუბარი და მაგ სიას გრამატიკის არმცოდნენიც არ მიემატებიან biggrin.gif

გრამატიკაში 100%-იანი მართალი ხარ. ახლავე გავასწორებ.

დღეს ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ მართლმადიდებლობა ნიშნავს გარკვეულ წილად "პანიკურ" შიშს შემდეგი საკითხების მიმართ მიმართ და ზოგიერთში ეს ქრისტიანობის ნორმად ცხადდება:

1. შტრიხ კოდების
2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების
3. საიდენტიფიკაციო ნომრების
4. შელოცვების
5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის
6. ტელევიზორის
7. კომპიუტერის
8. ზღვაზე სიარულის "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით
9. ცეკვის
10. სპორტის
11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის
12. მუსიკის მოსმენის
13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის
14. ახალი სტილის კალენდრის
15. კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის
16. დენ ბრაუნის კრეტინობის ყურების
17. ჰარი პოტერის კითხვის
18. ინსტრუმენტზე დაკვრის
19. საერო წიგნების კითხვის
20. საერო ხელისუფლების ლოცვებში მოხსენიების
21. სუნამოს დასხმის
22. თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში, განსაკუთრებით გოგონებში
23. თანამედროვე ქართულ ენაზე აღვლენილი წირვა-ლოცვის პანიკური შიში
24. პამპერსების გამოყენების - ერთ ერთი მოძღვარი ამბიონიდან "მაღალ" საღვთისმეტყველო ენით ქადაგებდა ამ სისულელეს
25. სახელმწიფოში სიკვდილით დასჯის დაკანონების ან საერთოდ არსებობის
26. იუმორის, ანეკდოტების თქმის ან მოსმენის


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 11 2007, 11:53 AM
პოსტი #885


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



გიორგი, შენ ვერ გაიგე კიდევ ამ თემის შინაარსი...
საქმე ეხება ისეთ "სწავლებას" რასაც ზოგიერთი სასულიერო პირისაგან აქვს მხარდაჭერა და ცხადდება ეკლესიის სწავლებად, რასაც ზოგი მრევლთაგანი იზიარებს კიდეც... მე ასეთი სასულიერო პირები, ვინც ამ საკითხზე ასეთ კონტექსტში საუბრობენ არ გამიგია და ამიტომ ეგ ჩემს თემას არ ეხმიანება და ამოშალე


გიმეორებ: ისეთი რამ, რასაც ამბიონიდან ეხმიანება "ეკლესია"...აი ეს არის ჩემი თემის შინაარსი...ეგ იყო მიზეზი, რის გამოც შემთხვევით მოხვედრილი პუნქტები ამოვიღე საკუთარი ხელით

თუ გინდა გახსენი ცალკე თემა და შეურჩიე სათაურიც, იქ არც გამოგედავებოდი...

მაშ ასე: სია შემდეგი უნდა იყოს (მოდიფიკაცია გავუკეთე კიდევ, ზოგიერთი გავაერთიანე ერთ პუნქტში):

1. შტრიხ კოდების
2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების
3. საიდენტიფიკაციო ნომრების
4. შელოცვების
5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის
6. ტელევიზორის
7. კომპიუტერის
8. ზღვაზე სიარულის, "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით
9. ცეკვის
10. სპორტის
11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის
12. მუსიკის მოსმენის, კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის
13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის
14. ახალი სტილის კალენდრის
15. დენ ბრაუნის კრეტინობის ყურების
16. ჰარი პოტერის კითხვის
17. საერო წიგნების კითხვის
18. ინსტრუმენტზე დაკვრის
19. სუნამოს დასხმის, თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში, განსაკუთრებით გოგონებში
20. თანამედროვე ქართულ ენაზე აღვლენილი წირვა-ლოცვის პანიკური შიში
21. პამპერსების გამოყენების - ერთ ერთი მოძღვარი ამბიონიდან "მაღალ" საღვთისმეტყველო ენით ქადაგებდა ამ სისულელეს
22. იუმორის, ანეკდოტების თქმის ან მოსმენის


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 11 2007, 12:00 PM
პოსტი #886


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 11 2007, 11:53 AM) *

გიორგი, შენ ვერ გაიგე კიდევ ამ თემის შინაარსი...
საქმე ეხება ისეთ "სწავლებას" რასაც ზოგიერთი სასულიერო პირისაგან აქვს მხარდაჭერა და ცხადდება ეკლესიის სწავლებად, რასაც ზოგი მრევლთაგანი იზიარებს კიდეც... მე ასეთი სასულიერო პირები, ვინც ამ საკითხზე ასეთ კონტექსტში საუბრობენ არ გამიგია და ამიტომ ეგ ჩემს თემას არ ეხმიანება და ამოშალე
გიმეორებ: ისეთი რამ, რასაც ამბიონიდან ეხმიანება "ეკლესია"...აი ეს არის ჩემი თემის შინაარსი...ეგ იყო მიზეზი, რის გამოც შემთხვევით მოხვედრილი პუნქტები ამოვიღე საკუთარი ხელით

შე კაი ადამიანო რა გინდა აბა ჩემგან თუ სასულიერო პირებიც არ ლაპარაკობენ ამბიონიდან სიკვდილით დასჯის აკრძალვაზე? თუ არც ასეთი სწავლება არსებობს? თუ არც კრებას დაუგმია ეს და არც სჯულის კანონში წერია?

ამ ყველაფერზე კარგი კითხვები დაგისვი "სიკვდილით დასჯის თემაში" და იქ მეკამათე.

P.S. არ არის პრობლემა, თუ აქ მარტო ამბიონიდან ნათქვამ სიტყვებზე გაქვს ჩამონათვალი და ზოგიერთი სასულიერო პირის "სწავლებაზე" მაშინ არაა პრობლემა, ამოშალე და თავიდან გადაწერე, აღარ მაქვს პრეტენზია იმიტომ, რომ ეკლესიის დონეზე ეგეთი დამოკიდებულება სიკვდილით დასჯის მიუღებლობის შესახებ არ არსებობს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 11 2007, 03:31 PM
პოსტი #887


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(დათიკო @ Jul 10 2007, 09:44 PM) *

Sotiris

მერე ეგ ეკლესიის მიერ აღსრულებული სიკვდილით დასჯა იყო? biggrin.gif


რა ეკლესიის მიერ სიკვდილით დასჯაზე საუბრობ? მაგაზეა თემა? ვინმემ თქვა ეკლესია სიკვდილით უნდა სჯიდეს ხალხსო? IPB-ს სურათი

შენ რომ ის ლექსი დაპოსტე, ისე დაპოსტე, რომ მე შთაბეჭდილება შემექმნა იქ ნახსენები ფაქტი მოიწონე. ეს შენს ზოგად პოზიციასთან შეუსაბამო მეჩვენა.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 11 2007, 06:54 PM
პოსტი #888


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ვინმემ თქვა ეკლესია სიკვდილით უნდა სჯიდეს ხალხსო?

გამართლება უკვე თქმაა blink.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 12 2007, 12:58 PM
პოსტი #889


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



წმ. თეოფანე დაყუდებული

ფსევდო მქადაგებელთა წინააღმდეგ

წერილებიდან: „სხვადასხვა პირებს“



მინდა სიამოვნებით გიპასუხო, ან უფრო სწორად, ერთად განვიხილოთ ყოველივე, რაზეც მრავალმხრივ საყურადღებო ბარათში მწერდი. ადრეც მსმენია შენგან რაღაც ამის მსგავსი, რაზეც ახლა მწერ, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, ეს უმნიშვნელო წვრილმანებია-მეთქი. ახლა კი - შენი სიტყვებიდან სჩანს, რომ თქვენთან საეკლესიო ხანძრის მსგავსი რამ ჩაღდება და, ამიტომ ვჩქარობ, მოგწერო პასუხად ის, რასაც თვით ღმერთი მკარნახობს.

I.

შენ მწერ: „ჩვენთან ვიღაც რჯულის მქადაგებელი გამოჩნდა; შესაძლოა, იგი თავადაზნაურთა წრიდანაცაა და როგორც სჩანს, არცთუ დაბალი წოდებით. ის არამარტო მდიდრების სახლებში დადის, არამედ ღარიბებთანაც; უკითხავს მათ სახარებას, განუმარტავს, მოძღვრავს, რათა ირწმუნონ იესო ქრისტე და მოინანიონ. ჩემგან არც თუ ისე შორს ცხოვრობს ერთი ღატაკი წიგნების ამკინძველი. სწორედ მასთან ჩამოდის ხოლმე ის მქადაგებელი. იკრიბება ხალხი, მეც იქ ვიყავი ორჯერ თუ სამჯერ. გავიგე, რომ სხვა ადგელებშიც ხდება ასეთი შეკრებები და ხალხიც საკმარისად დადის“.

მოდით, ამაზე შევჩერდეთ! მაშ, გამოჩნდა რჯულის მქადაგებელი; მქადაგებელი, მაგრამ, როგორც ჩანს, არა ეკლესიის სახელით. აი, უკვე, ამას უნდა გამოეწვია ეჭვი. რა უნდა გვასწავლოს იმან, ვინც მასწავლებლად არ არის დადგენილი?! ეს ხომ, ყოვლად გაუგონარი ამბავია! ამ ეჭვიდან მაშინვე უნდა გადასულიყავით ასეთ მსჯელობაზე: რაღაც ისე ვერ არის საქმე; ის ღვთის სახლიდან კი არა, იუდას სახლიდანაა. უნდა გეფხიზლათ. მაგრამ, მოიქეცით კი ასე? თავშიც არავის მოგსვლიათ ასეთი სიფრთხილის გამოჩენა; მას ყველა უსმენდით და უსმენთ, თავს არ იტვირთავთ იმაზე ფიქრით, მართალია თუ არა ის, რაც გესმით და, რამდენადაც მიჰყავხართ ყველაფერ ამას - სიკეთისაკენ? აი, რაზე უნდა გეფიქრათ თქვენ, პირველ რიგში!

ამბობ, რომ ის ქრისტეს რწმენას გასწავლით და ყველაფერს სახარებიდან იმოწმებს. მაგრამ, სწორედ ამას უნდა გაეღვიძებინა სიფრთხილის გრძნობა თქვენში. განა თქვენ მუსლიმები ან ურჯულოები ხართ? თქვენ ხომ ქრისტე გწამთ და თქვენი სულის ხსნა, ყველა ჩვენი წინამორბედი წმინდანის მსგავსად, წმ. მართლმადიდებელ ეკლესიაშია, ღვთისაგან განდიდებული! აქედან გამომდინარე, პირდაპირ ასეთ დასკვნამდე უნდა მისულიყავით: თუკი მან სარწმუნოებაზე დაგვიწყო საუბარი და გვიქადაგებს ჩვენ, მორწმუნეებს - მაშასადამე, მისი რწმენა განსხვავდება იმისაგან, რისიც ჩვენ გვწამს.

როდესაც მან დაგიწყოთ დარიგება - იწამეთ ქრისტე, თქვენ უნდა გეკითხათ:

- რატომ გვიქადაგებ? ჩვენ ხომ ვიღაც მოუნათლავები არა ვართ?

თქვენ კი - არც ერთს ენა არ მოგიბრუნდათ ამის სათქმელად. როცა ამბობდა, - იწამეთ ქრისტე, - ამით ურწმუნოებაში გამხილათ. თქვენ კი უსმენთ მას, თითქოს, მართლაც ურწმუნონი იყოთ.

თუკი იგი სხვა სჯულს ქადაგებს და თქვენ მაინც უსმენთ, მაშინ მასთან ერთად თქვენც შეურაცხყოფთ თქვენივე სარწმუნოებას, გმობთ წმ. ეკლესიასა და ყველას, მასში გადარჩენილსა, თუ ხსნის გზაზე დამდგარს. აი, თქვენი მეორე დანაშაული, რომელიც პირველზე უფრო დიდია!

მაგრამ, ყველაფერი ეს სულ სხვაგვარად ხდება თქვენთან, თქვენ - ჭეშმარიტ მორწმუნეებსა და მათ შორის, ვინც სულის გადარჩენის გზაზე დგახართ!

იმ დროს, როდესაც ეკლესიის შვილები მშვიდად და წყნარად ზრუნავდით სულის გადარჩენისათვის, მოვიდა სრულიად უცნობი, ვიღაც გადამთიელი, რომელიც გაჰყვირის: „იცით თქვენ, რომ ქრისტე ჩვენს გამო მოკვდა? იწამეთ ის, მოინანიეთ და გადარჩებით“!

ისინი კი, თითქოს რაიმე განსაკუთრებული გაიგესო, მიტმასნებიან მას და მზად არიან დატოვონ თავიანთი ეკლესიაც, თავიანთი მოძღვრებაცა, და ყველაფერი ის, რასაც წინათ უფრთხილდებოდნენ, რითაც იკვებებოდა და ნათლდებოდა მათი სული!

ძალზე საოცარია ეს ამბავი! ნუთუ, იესო ქრისტეს სახელით არა ხართ მონათლულნი და არ იღწვოდით თქვენი ხსნისათვის?! ნუთუ მისი ძალით არ იღებდით თქვენი ცოდვების მიტევებას, აღსარების საიდუმლოთი? განა მას თავად არ იღებდით, მისი პატიოსანი ხორცისა და სისხლის ზიარებისას? განა მას არ მიმართავდით ლოცვებში და, მთლიანად მასზე არ ამყარებდით გადარჩენის იმედს? მაშ, რაიმე განსაკუთრებულს, ახალს, რაც თქვენს გულსა და გონებაში არაა, რას გაუწყებთ ეს უცნობი მქადაგებელი?

ის თქვენ გეუბნებათ: „ქრისტე თქვენთვის მოკვდა, იწამეთ ასე და გადარჩებითო“. მაგრამ, განა ამას არ აღიარებთ ყოველდღიურად სარწმუნოების სიმბოლოს წარმოთქმისას?! „მრწამს... უფალი იესო ქრისტე... რომელი ჩვენთვის კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა. ჯვარს ეცვა ჩვენთვის...“ და ა.შ. განა, იგივეს არ აღიარებთ ეკლესიაში გალობისას: „მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა... გვაცხოვნენ ჩვენ?!“ ანდა, „მოვედით თაყვანივსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა: გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღვთისაო?“ ანდა, „ნათელი ჭეშმარიტი“, ანდა „აწ განუტევე... რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი...“

საღმრთო ლიტურგია, სხვა ხომ არა არის რა, თუ არა გახსენება; ანდა, უფრო მეტიც, ჩვენი ხსნისათვის გოლგოთაზე განხორციელებული სისხლიანი მსხვერპლის საიდუმლოებრივი გარდაქმნა, უსისხლო მსხვერპლად?!

ამგვარად, რას იგებთ ახალს იმ უცხო ჩამოსულის ბაგეებიდან, რომ მზად ხართ დატოვოთ ყველაფერი წინანდელი და გაეკიდოთ მას ისე, რომ ზუსტად არც კი იცოდეთ, საით წაგიძღვებათ. თუმცა, ის მაინც თუ იცით უეჭველად, რომ გზა, რომლითაც თქვენ აქამდე ხვიდოდით, ჭეშმარიტი გზაა?

ეს მართლაც გაუგებარია! აი, ვის შეიძლება მიგამსგავსოთ: გუნდი რომ გალობს და თქვენც რომ მონაწილეობდეთ ამ გალობაში. გალობა მიმდინარეობს ხმაშეწყობილად, ყოველი ხმა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. მაგრამ, უცებ თქვენს შორის გამოჩნდა ვიღაც, რომელიც შლის ამ შეხმატკბილებულ გალობას და ის, თავისი ხმით, ყველასაგან გამოირჩევა. თქვენ კი - მისით გაოცებულნი, ტოვებთ გუნდს, წყვეტთ გალობას და მთელი ყურადღება ამ გამორჩეულ ხმაზე გადაგაქვთ. აზრადაც კი არ მოგდით იკითხოთ, კარგად იქცევა თუ არა; სწორედ იქცევით თუ არა თქვენც, როცა უსმენთ მას მხოლოდ იმიტომ, რომ ის გამორჩეულია.

გამოცდილი მგალობლები თვლიან, რომ გალობისას, სხვა ხმებისაგან გამორჩევა, გალობის წესებს ეწინააღმდეგება. ხოლო ყველა ის, ვინც ამ განცალკევებული ხმის შთაბეჭდილების ქვეშ მოექცევა, ითვლება, რომ ჭეშმარიტი ესთეტიკური გემოვნებისაგან შორს დგას. აი, ამას ჰგავხართ თქვენც, სულის გადარჩენის საქმეში.

არადა აქამდე, სხვა ძმებთან და დებთან ერთად გუნდში გაერთიანებულები, მშვიდად და წყნარად ეწეოდით თქვენი სულიერი ხსნისათვის ზრუნავას. მაგრამ, გამოჩნდა თუ არა ვიღაც მყვირალა და ხმამაღლა იწყო მხსნელი ჭეშმარიტების მთელი შემადგებლობიდან ერთი სტროფის წარმოთქმა, თქვენც მას მიაპყარით მზერა, მიატოვეთ ყველაფერი დანარჩენი და მოემზადეთ, გამოყოფოდით ყველას. იმაზე კი არც იფიქრეთ, სწორად იქცევა თუ არა იგი თავისი თავის გამორჩევით, და სწორად იქცევით თუ არა თქვენ, მის მხარეს რომ დგებით. ხსნის საქმის სწორად წარმართვის მცოდნენი, სამართლიანად გისაყვედურებენ თქვენ და მით უმეტეს, იმ მყვირალას, ამგვარი სულიერი უგემოვნებისათვის.

მაშასადამე, იგი პირველივე სიტყვებიდანვე უნდა მოგეშორებინათ თქვენგან, ანდა, ზურგი შეგექციათ მისთვის. თქვენ კი - შეკავშირდით მასთან და იწყეთ უფრო და უფრო დაახლოება.



II.


შენ მწერ: „ის სულ უფალ იესო ქრისტეზე და მის მაცხოვარებაზე გვესაუბრება. ლაპარაკობს აღფრთოვანებით. მისი მოსმენა სასიამოვნოა, და ამიტომაც მივისწრაფით მისკენ“.

გაარკვიეთ კი შენ და შენთან ერთად მისმა მსმენელებმა, ჩვენიანია იგი თუ უცხო? თქვენ ფიქრობთ, რომ, რადგან ის რუსულად საუბრობს, რუსია; იესო ქრისტე მაცხოვარზე ჰყვება, თანაც ასეთი აღფრთოვანებით, ე.ი. ჩვენიანია, ჭეშმარიტებაში დგას და ჭეშმარიტებას გვამცნობს. ამიტომ გაიწიეთ მისკენ, მაგრამ ამით თქვენ სიცრუეში ჩაეფალით.

ის შეიძლება რუსი იყოს, მაგრამ არა რუსული სარწმუნოებისა. თავდაპირველად მართლმადიდებელი იყო, მაგრამ შემდეგ ჩამოშორდა მართლმადიდებლობას. იგი ქადაგებს სულის ხსნაზე უფალში, მაგრამ არა ისე, როგორც ამის შესახებ თვით უფალი და მისი წმ. მოციქულები გვაუწყებენ. ის აღფრთოვანებით საუბრობს, მაგრამ ეს სულაც არ ადასტურებს მისი სიტყვების ჭეშმარიტებას. პირიქით, ამით ამტკიცებს, რომ იგი მთლიანად გატაცებულია თავისი სწავლებით, იბრძვის მისთვის, როგორც ჭეშმარიტებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი სავსეა სიცრუითა და სიყალბით.

ნუთუ, ეს ყველაფერი თქვენთვის უცნობია? ნუთუ, არ იცით, ვისი მოწაფეა ეს მყვირალა? მასწავლებლით განსაჯეთ საკუთრივ მოსწავლე. ამ სიცრუისა და სულიერი სენის დაბადება, მანდ ხომ ყველას თვალწინ მოხდა?

მოვიდა ვიღაც ინგლისელი, დაიწყო სახლებში სიარული, ხალხის თავისთან მიწვევა, და თავისი ქადაგებით გზას ააცდინა ზოგიერთი ჩვენი ბატონი და ქალბატონი, რომლებიც მყარად არ იდგნენ ჭეშმარიტების გზაზე.

ამ გზასაცდენილების რიცხვშია ის თქვენი ახალი მასწავლებელიც, რომელმაც ახლა იმ გაგდებული ინგლისელის ადგილი დაიკავა; მის ნაცვლად დადის იგი ყველგან და გაჰყვირის, რათა სხვებიც აცთუნოს თავის მსგავსად. ასე რომ, რასაც ის ინგლისელი წარმოადგენს სარწმუნოების საკითხებში, ეგ თქვენი მყვირალაც იგივეს ემსახურება. ინგლისელი კი - რომელი აღმსარებლობის წარმომადგენელია? იგი ღვთის ჭეშმარიტებას აცდენილია და სიცრუესა და სიბნელეში დაცემის მეოთხე საფეხურზე უმყოფება. ასეთია საქმის ნამდვილი არსი!

არ დაგიწყებთ ახლა ამ საქმის არსის ახსნა-განმარტებას; უბრალოდ მოკლედ, სრულიად თვალსაჩინოდ დაგანახებთ, როგორ ხდება ასეთი დაცემა.

თავიდან დედამიწაზე ერთი ეკლესია იყო, ერთიანი ჭეშმარიტი სარწმუნოებით. მაგრამ შემდეგ დადგა განსაცდელის ჟამი; რომის პაპი, თავისი ხალხით ცრუ-სიბრძნემ გაიტაცა და გამოეყო ერთიან ეკლესიასა და სარწმუნოებას. ეს არის ტყუილისა და სიბნელეში ჩავარდნის პირველი საფეხური. შემდეგ, პაპისტებს შორის წარმოიქმნენ პროტესტანტები, რომლებიც პაპის მსგავსად ცრუ-სწავლებამ გაიტაცა და ჩამოშორდნენ პაპის სარწმუნოებასა და ეკლესიას. ეს ტყუილისა და სიბნელეში დაცემის მეორე საფეხურია.

პროტესტანტებისაგან წარმოიშვა ანგლიკანური ცრუ-მოძღვრება. ესეც მესამე საფეხური.

ანგლიკანურიდან დაიბადა საბოლოოდ ის, რითაც თქვენი ახალი მასწავლებელი სხვებთან ერთად ცდუნდა. ეს კი - სიბნელისა და სიცრუეში დაცემის მეოთხე საფეხურია.

სწორედ ამ მეოთხე საფეხურზე დგას ეს თქვენი მყვირალა, რომელიც დაძვრება თქვენს სახლებში თავისი ქადაგებებით. იგი ჭეშმარიტი მოწაფეა იმ ინგლისელისა, და ისიც საკითხავია, მიამატა თუ არა მან რაიმე, საკუთრივ ახალი სიცრუეც ინგლისელისაგან შეთვისებულ სიცრუეს, რომ დამდგარიყო უკვე ამ სახით, სიბნელესა და სიცრუეში ჩავარდნის მეხუთე საფეხურზე! აი, ვინ არის სინამდვილეში ეს თქვენი მყვირალა-მქადაგებელი!

არც პაპისტები, არც პროტესტანტები, არც ანგლიკანები და არც ისინი, ვისაც მიეკუთვნება თქვენი დამსნეულებელი მყვირალათი, არ ფლობენ ღვთის ნამდვილ, სუფთასა და სრულ ჭეშმარიტებას. იგი მხოლოდ ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიაში სუფევს. ისინი, ხიბლში მყოფნი ფიქრობენ, რომ ჭეშმარიტებას ფლობენ, მაგრამ ჭეშმარიტება ძალიან შორს არის მათგან.

პაპისტები პირველნი ჩამოშორდნენ ჭეშმარიტებას, მაგრამ მაინც აგრძელებენ ფიქრს, რომ სწორედ ისინი ფლობენ მას.

პროტესტანტებმა ბევრ რამეში ამხილეეს პაპისტების უსუსურობა, მაგრამ თვითონაც ვერ ჩასწვდნენ ჭეშმარიტებას და უფრო დაშორდნენ მას, როცა ააგეს ახალი სარწმუნოება თავიან ცრუ-სწავლებაზე და არა ღვთის ჭეშმარიტებაზე. ფიქრით კი, პაპისტების მსგავსად ფიქრობენ, რომ მიაგნეს ისეთ ჭეშმარიტებას, რომლისთვისაც პაპისტები უცხოებად მიიჩნიეს.

ინგლისელებს არ მოეწონათ გერმანული სარწმუნოება და შექმნეს ახალი, არა ღვთის ჭეშმარიტებაზე, არამედ თავიანთ ცრუ-მოძღვრებაზე აგებული აღმსარებლობა. ისინი ამბობდნენ: გერმანელებს ეს და ეს არა აქვთ კარგი, ჩვენ შევქმნით საკუთარ სარწმუნოებას, რომელიც ჩვენთვის მისაღები და გამოსადეგი იქნება - და შეთხზეს ღვთის ჭეშმარიტებისაგან კიდევ უფრო გადახრილი სარწმუნოება; თუმცა ფიქრობენ, რომ სხვებთან შედარებით მტკიცედ დგანან მასში.

შემდეგში, როგორც ანგლიკანებს, ისე გერმანელებს, გამოეყვნენ და გამრავლდნენ სხვადასხვა სარწმუნოებები, რომლებიც ასევე ტრაბახობენ, რომ საბოლოოდ მიაგნეს ჭეშმარიტებას; მაშინ, როცა სინამდვილეში კიდევ უფრო მეტად დაშორნენ მას. ეს იმიტომ, რომ ისინი ჭეშმარიტებას უფალში კი არ ეძებდნენ, არამედ თავიანთ ცრუ-სწავლებებში. მათ ჭეშმარიტებას კი არ მიაგნეს, არამედ ჭეშმარიტებად მიიღეს სინამდვილის სხვადასხვა ნიშნები და მასზე ააგეს თავიანთი მწრამსი. სწორედ მათია ის ცრუ-მოძღვრებაც, რომელიც თქვენთან ინგლისელმა შემოიტანა და რომლითაც მოხიბლულია ეგ თქვენი მყვირალა.

მაგრამ, როდესაც დასავლეთში მრავლდებოდა სარწმუნოების მეტნაკლებად ცრუ სახეცვლილებანი, აღმოსავლეთში უცვლელად იდგა თავის რწმენაში მართლმადიდებელი ეკლესია - ერთიანი, ნამდვილი, ღვთის ჭეშმარიტების დამცველი; სწორედ იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც გვეუწყა თვით ქრისტე მაცხოვრისაგან და დანერგილია ეკლესიაში მისი წმ. მოციქულების მიერ. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები, ვიცავთ ამ ჭეშმარიტებას და ვდგავართ მასში. მრავალი საუკუნის განმავლობაში მოდიოდა შეურყეველი ჭეშმარიტება მართლმადიდებელ ეკლესიაში და მან ჩვენამდე მოაღწია. ჭეშმარიტებაზე დგას წმ. ეკლესია და ჩვენც ვდგავართ მასში. მადლობა უფალს, რომელმაც ინება, რომ ჩვენ დავბადებულიყავით ერთიანი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში!

ამრიგად, თქვენ დგახართ მრავალსაუკუნოვან ჭეშმარიტებაზე; ამ მყვირალამ კი, მხოლოდ გუშინ ისწავლა მაცდუნებელი ტყუილი, სიცრუით მოხიბლული ინგლისელისაგან. მაგრამ, აი, დაიწყო მან თქვენს შორის ტრიალი და თავისი სიცრუის ყვირილი, და თქვენც, ყოველგვარი გარჩევის გარეშე, გაიქეცით და მის მხარეს დადექით; მზად ხართ საერთოდ მიატოვოთ წმ. ეკლესია და მასში ღვთის ჭეშმარიტება. რას ჰგავს ეს?! ის, რასაც ჩვენ ვაღიარებთ და როგორადაც ვეწევით სულის ხსნას, ძალაში იყო ჩვენს მამებთან, პაპებთან, დიდ პაპებთან, მთელ ჩვენს ერში, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისთანავე.

რამდენი წმინდანი აღზარდა ჩვენმა წმ. ეკლესიამ, ღვთის წინაშე მეოხნი და მლოცველნი ჩვენთვის! და, აი, გამოჩნდა ეს მყვირალა კაცი, მხოლოდ გუშინ მოხიბლული ტყუილებით, და ცდილობს წაართვას თქვენი თავი წმ. ეკლესიის დასს!!!

თუმცა სჯობს, განვაგრძოთ. იმავე აღმსარებლობასა და სულის გადარჩენისათვის ბრძოლას იხილავს ბერძნებში, რომელთაგანაც მივიღეთ ჩვენი წმ. სარწმუნოება. გადახედეთ საუკუნეებს და მიხვალთ იმ საეკლესიო კრებებამდე, რომელნიც იცავდნენ და ამტკიცებდნენ მთელი სამყაროს ჭეშმარიტებას. გაიხსენეთ საეკლესიო კრებები კონსტანტინე დიდამდე და ყველგან ერთსა და იმავეს ნახავთ - მორწმუნეთა დასით განმტკიცებულ და მთელ სამყაროში გამეფებულ ჭეშმარიტებას.

განაგრძეთ კიდევ გზა, გაიარეთ დევნის საუკუნეები და მიდით მოციქულთა საუკუნემდე; და თქვენ იხილავთ იქაც იმავე აღმსარებლობასა და სულის ხსნისათვის ისეთივე ბრძოლას, როგორიც ჩვენთან ახლაც მოქმედებს. ხოლო ის, რასაც ასწავლიდნენ და აფუძნებდნენ მოციქულები, მათ მიიღეს უფლისაგან; უფალი კი ისე ამბობდა და ისე აკეთებდა, როგორც მიიღო მამისაგან წმ. სამების საიდუმლოთი.

აი, საიდან მოდის ჩვენი სარწმუნოება! აი, სად არის მისი სათავე! აი, მან, ღვთის წიაღიდან ნადენმა, როგორ გამოიარა საუკუნეები და ჩვენამდე მოაღწია! და, თქვენ მზად ხართ, ეს ღვთიური და მრავალსაუკუნოვანი სარწმუნოება დააგდოთ და გარდაცვალოთ ტყუილში, რომელსაც ჩაგძახით ჯერ კიდევ გუშინ დაცდუნები მყვირალა! არის კი ამაში რაიმე ლოგიკური აზრი?!






III.


ვგრძნობ, რომ შენ და შენი ახლობლები, რომლებიც ამ მყვირალას დასდევთ, მზად ხართ შემეკამათოთ: „ის ხომ ტყუილს არ ქადაგებს, არამედ ჭეშმარიტებას გვაუწყებს. უფალ იესო ქრისტეში ხსნას გვიჩვენებს და სახარებას გვახარებს“.

შესდექი, შესდექი! ნუ იჩქარებ შეკამათებას! ნება მომეცი, გკითხო: შეიძლება კი იესო ქრისტეზე იქადაგო არაწმინდად და უკუღმართად, და მასში ხსნა ასწავლო ისე, რომ, თუ მისდიე ამ სწავლებას, ხსნას კი არ იპოვი, თავს დაიღუპავ? თუმცა საკითხავი აქ არაფერია, მით უმეტეს გამოსაძიებელი იმიტომ, რომ ეს ასე იყო და არის. რამდენი სწავლება იყო, რომელმაც დაამახინჯა ჭეშმარიტება იესო ქრისტეზე, არიოზამდეც და, უფრო მეტად, მის შემდეგ? ყველა ისინი ამხილა და შერისხა ეკლესიამ.

ნახეთ, როგორ იმრავლეს მათ დასავლეთში! ვერც დათვლი, მაგრამ ყველა მათგანი უარყოფილია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქადაგებანი მხოლოდ ქრისტე მაცხოვარს შეეხება. გამოდის, არ შეიძლება დავასკვნათ: რადგან მავანი იესო ქრისტეზე ქადაგებს, ე.ი. ჭეშმარიტებას გვამცნობს. უნდა შემოწმდეს, სწორად გვამცნობს კი ის ჭეშმარიტებას, იესო ქრისტეზე? თქვენთან ხომ, როგორც სჩანს, არავინ შეიწუხა თავი ამის გასარკვევად, პირიქით, როგორც კი გაიგეთ მისი პირიდან უფლის ტკბილი სახელი, განურჩევლად ყველა - მის მხარეზე დადექით; არც კი დაეჭვებულხართ, რომ ეს სათაყვანებელი სახელი მის ბაგეებზე საწამლავია სარწმუნოებაში თქვენი სუსტი სულების მოსახვეჭად.

ნუთუ არ წაგიკითხავთ სახარებაში თვით უფლის გაფრთხილება: „ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ“ (მთ. 7,15).

ნუ იფიქრებთ, თითქოს უფალი აქ ისეთ ადამიანებს გულისხმობს, რომელთაც მისი სახელიც კი არ იციან. არა, ასეთებს კი არ გულისხმობს იგი, არამედ სწორედ იმათ, რომლებიც მის სახელს ეფარებიან და ადამიანებს ტყუილით ხიბლავენ. რადგან იგი იქვე ამბობს: „მრავალთა მრქუან მას დღესა შინა (ე.ი. განკითხვის დღეს): უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებდითა“ (მთ. 7,22). ხედავთ? უფლის სახელით ქადაგებენ, უფალი კი გვეუბნება, ვუფრთხილდეთ მათ. განკითხვის დღეს, ამბობს იგი, ვეტყვი მათ: „არა გიცნი თქუენ“ (მთ. 7,23). როგორ არ იცნობდა იგი, ვისთვისაც ყველაფერი ცნობილია?!

უფალი ამით ამბობს, რომ იგი არ იცნობდა მათ ისეთებს, როგორადაც თავს აჩვენებდნენ, კერძოდ, ღმერთზე ჭეშმარიტ მქადაგებლებად. ისინი ისე ქადაგებდნენ მასზე, რომ უფალი მათ სიტყვებში ვერ ხედავდა თავის თავს; საუბრობდნენ არა ჭეშმარიტ ღმერთზე, არამედ ვიღაც ქრისტეზე. ხედავთ, ქრისტეს სახელში საერთოდ არ იგულისხმებოდა ქადაგებული ჭეშმარიტი უფალი. თქვენ კი - გარჩევის გარეშე მიჰყევით ამ მყვირალას, რაკი მან იესო ქრისტეს სახელით დაფარა თავისი ტყუილი. ფიქრობთ, რომ მას არ ეხება ნათქვამი: „მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა... და მრავალთა აცდუნებდნენ“?! (მთ. 24,5).

სამართლიანი იქნებოდა, წმ. პავლე მოციქულის საყვედური კორინთელთა მიმართ, თქვენსკენაც მოვმართოთ: „[მე] მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა. ხოლო მეშინის, ნუუკე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსითა, ეგრეთცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართ. უკუეთუ რომელი-იგი მოვიდეს და სხუასა იესუს ქადაგებდეს, რომელი არა ვქადაგეთ, გინა სხუაჲ სული მოაქუნდეს, რომელი არა მიიღეთ, გინა სახარებაჲ სხუაჲ, რომელი არა შეიწყნარეთ, კეთილად სამე ჰყავთ“ (2 კორ. 11,2-4). და აი, რისიც ეშინოდა კორინთელებში წმ. მოციქულს - ის ხდება ახლა თქვენთან. მოვიდა მყვირალა, დაიწყო ქადაგება სხვა იესოზე, და თქვენც გაიწიეთ მისკენ!

თქვენ ალბათ მეტყვით: „არა, რას ამბობთ, რომელი სხვა იესო-ო? ის, რასაც ამბობს, ყველაფერს ხომ სახარებიდან იღებს და გვასწავლის: „შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ“ (მრკ. 1,15). სულ გვიმტკიცებს: ქრისტე მოკვდა ჩვენთვის; ასე გწამდეთ და თქვენ გადარჩებით. როგორ შეიძლება, აქ ტყუილი და ხიბლი იყოს?!“

ეს ჭეშმარიტად ტკბილი ხარებაა. და ვის შეუძლია გულის სითბოს გარეშე მოუსმინოს მას? მაგრამ, ასეთ ხარებასაც რომ შეიძლება მიეწებოს ტყუილი და შერყვნას იგი.

ამის შესახებ მოვუსმინოთ წმ. პავლე მოციქულს, რომელიც გალატელებს წერდა: „მიკვირს, რამეთუ ესრეთ ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა სხუად სახარებად“ (გალ. 1,6).

გალატელებმა უფალი გულწრფელად იწამეს და მთელი სულით მიიღეს სახარებისეული ამბავი ქრისტეში გადარჩენის შესახებ; ხოლო წმ. პავლე მოციქულს ისე ემადლიერებოდნენ ჭეშმარიტებაზე მათი მოქცევისათვის, რომ მზად იყვნენ, თვალები დაეთხარათ და მისთვის მიეცათ. მაგრამ, როგორც კი წმ. პავლე დაშორდათ, მათთან მივიდნენ ცრუ-მოძღვრები, ასევე სახარებით, მაგრამ არა წმინდა, არამედ სიცრუის მინარევებით სავსე ხარებით და დაიწყეს მათი გადარჯულება. გალატელებმა მკაცრად არ გამოიძიეს, მოიხიბლნენ მათი ქადაგებით, მიიღეს ეს მახარებლები და გაებნენ სიცრუის ბადეში. მათი სიტყვები მიმზიდველად ჟღერდა, მაგრამ თავისი არსით ეს იყო დამღუპველი, ბოროტი სწავლება. ასეთი მაცდურია წმინდა და ტკბილი სახელებით შენიღბული ტყუილი!

ამის შესახებ შეიტყო წმ. პავლე მახარებელმა და მათ გონზე მოსაყვანად და ყველა დროისათვის გადაუდებელ კანონად დაადგინა: „დაღაცათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ“ (გალ. 1,8). და ეს რომ უკეთ დავიმახსოვროთ, კვლავ გაიმეორა: „ვითარცა წინაჲსწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყჳ, უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისსა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ“ (გალ. 1,9).

ხომ ხედავთ, რომ არსებობს სხვა სახარებაც, რომლის მახარებელნიც ანათემას იმსახურებენ. ჩვენ კი დავივიწყეთ ამის შესახებ, და როგორც კი გამოჩნდა ვიღაც სხვანაირად მოაზროვნე სახარებით ხელში, მაშინვე მისკენ გავიქეცით და არც კი გაგვხსენებია ის, რომ ჭეშმარიტად გვწამს და ვეწევით საკუთარი თავის გადარჩენას. თქვენ გალატელთა სრული ასლი ხართ. და სამართლიანია, მოგმართოთ მოციქულის სიტყვებით: „ჰოჲ, უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურებოდა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად“ (გალ. 3,1).




IV.


მწერ ბარათში, რომ იგი კითხულობს და გასწავლით სახარებიდან. წმ. სახარება და მოციქულთა ეპისტოლეები, მთლიანად ახალი აღთქმა - არის ყველაზე ზუსტი წყარო ქრისტიანობის ჭეშმარიტი შემეცნებისა, ხსნის ჭეშმარიტი გზის შეცნობისა. ყველა, ვინც ხსნის ეძებს, ამ წყაროდან ეწაფება ცოდნას იმაზე, როგორ გადაირჩნოს თავი.

მაგრამ სახარების ყველა მკითხველი როდი პოულობს ჭეშმარიტი ხსნის გზას. ზოგიერთი კითხულობს სახარებას, მაგრამ მრუდედ იგებს წაკითხულს და ამახინჯებს მას. ასეთი ადამიანისათვის სახარებას სარგებლობა არ მოაქვს; და ის, რომ მას ხელში სახარება უჭირავს, ვერ იხსნის მას საყვედურისა და განკითხვისაგან ჭეშმარიტების უცოდინრობისათვის.

მოვიყვან ერთ მაგალითს: აქ ისევე ხდება, როგორც ქსოვილისაგან კაბის კერვისას. აი, შენს წინაშეა კარგი ქსოვილის ნაჭერი. მოდის თავისი საქმის მქონე მკერავი, გამოჭრის თარგს და ნაჭრისაგან შეკერავს კარგ ტანსაცმელს; მაგრამ, სხვა შემთხვევაში, უცოდინარი მკერავი ისეთ ტანისამოსს შეკერავს, რომ იგი ვერც სირცხვილისაგან დაგიცავთ და ვერც ამინდისაგან; ასეთ მკერავს მხოლოდ ქსოვილის გაფუჭება შეუძლია.

ასევეა სახარებასთან დაკავშირებით: ზოგიერთი პირი სწავლებას ისე ამოიღებს იქიდან, რომ ყოვლად გამოუსადეგარი ხდება და არ მიჰყავს სიკეთისაკენ არც მასწავლებელი და არც მისი მიმდევარნი.

რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ მან არ იცის როგორ მიუდგეს საქმეს. სულიერი ხსნა შედგება რამდენიმე პუნქტისაგან: უნდა გწამდეს, უნდა ასრულებდე ღვთის მცნებებს, უნდა შეიძინო მადლი და ა.შ. მაგრამ სახარებაში ეს პუნქტები ერთ განსაზღვრულ ადგილას კი არ წერია, არამედ გაბნეულია: ერთგან ერთზეა საუბარი, მეორეგან კი სხვაზე. ჭეშმარიტად რომ შეიცნოთ ხსნის მთელი არსი, საჭიროა ეს პუნქტები სხვადასხვა ადგილიდან ამოკრიფოთ და ერთად ისე შეაგროვოთ, რომ არც ერთი არ გამოგრჩეთ.

სწორედ ამ საქმეში წაიფორთხილებს ხოლმე ყველა. დაიწყებს მავანი ამოკრეფას ისე, რომ არ იცის, როგორც უნდა გააკეთოს; ჩააშტერდება ერთ ან ორ მუხლს, ამოგლეჯს საერთო წერილიდან და ყვირის: „ვიპოვე, ვიპოვე, აი გზა ხსნისა“!

მეორე გაიძახის: „გწამდეს და გადარჩები“; მესამე ამბობს: „მოიხვეჭე ღვთის მადლი და სხვა აღარაფერი გჭირდება“; მეოთხე ქადაგებს: „გიყვარდეს და მიიღებ ნეტარ აღსასრულს“; მეხუთე კი - კიდევ სულ სხვა რამეს გაიძახის.

ყოველი ასეთი შემთხვევა ჭეშმარიტებას შეესაბამება და მათ შესახებ წმ. წერილშიც მკაცრად არის მინიშნებული; მაგრამ, არც ერთი მათგანი ცალკე აღებული არ შეიცავს გადარჩენის მთელ არსს. საჭიროა, ყველას ერთად შეკრება, და მაშინ მივიღებთ სრულფასოვან წარმოდგენას ხსნის ნამდვილ ხატზე.

აი ის, თქვენი მყვირალა ცრუ-მასწავლებელი კითხულობს სახარებიდან, - როგორც თქვენ ამბობთ, - და განმარტავს, როგორ უნდა გადარჩეთ. მაგრამ, ყველა პუნქტს იღებს მისგან, თუ მხოლოდ რომელიღაც ნაწილს ირჩევს? უსმინე და გაიგებ, რომ ყველაფერს არ ამბობს. მას ენაზე მხოლოდ ეს სიტყვები აკერია: „მოინანიეთ და გწამდეთ“. ნუთუ ამით ყველაფერი ითქვა? სულაც არა.

თვით ამ პუნქტებიდანაც ბევრი რამ გაუგებარია მათთვის. „მოინანიეთო“ - ამბობს. აბა, ჰკითხე: „აღსარება საჭიროა? შენდობის მიღებაც?“ ამაზე ვერაფერს გიპასუხებს, მხოლოდ ცარიელი სიტყვებით დაიძვრენს თავს. ის რომ გიპასუხოს რასაც ფიქრობს, შენ ხომ მაშინვე პირს იბუნებ მისგან (მისი ცრუ-მოძღვრების თანახმად, არაფერი ეს საჭირო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მასზე თვით ღმერთმა მიგვანიშნა).

ის ამბობსო, - მწერ შენ: „დამიმტკიცე სახარებიდან, რომ მე ვიტყუები“! განა ვინმე დაუწყებს მტკიცებას, რომ იტყუება მაშინ, როცა ამბობს: „მოინანიეთ და გწამდეთ?“ ვინაიდან ეს აუცილებელია სულის გადარჩენისათვის და ასე გვამცნო თვით უფალმა. მაგრამ, როგორც ის ამტკიცებს, „მხოლოდ ესააო საჭირო ხსნისათვის“, ცრუობს, იმიტომ, რომ ხსნისათვის კიდევ მრავალი რამაა საჭირო.

წარმოიდგინე, ექიმმა მოგცა რეცეპტი წამლისა, რომელიც მრავალი ბალახისა და ესენციისაგან შედგება; აფთიაქარმა კი - ყველას მაგივრად აიღო და მათგან მოგცათ მხოლოდ ორი-სამი შემადგენელი ნაწილი, და გითხრათ: აი, ეს არის შენი წამალიო. ასეთი აფთიაქარი, ხომ ნამდვილად იქნება ცრუ და მატყუარა.

ჩვენი სულების მკურნალმა მაცხოვარმა, იესო ქრისტემ ჩვენი სულების ხსნისთვის სახარებაში, რამდენიმე პუნქტად მოგვცა სრული მკურნალობის კურსი. თქვენმა მყვირალამ კი ამოგლიჯა სახარებიდან ორი-სამი მუხლი და გაჰყვირის: „აი, თქვენ სულის მაცხოვნებელი მკურნალობა, მიიღეთ და გადარჩებით-ო“. ასე რომ, ის, იმ აფთიაქარის მსგავსად, ცრუ და მატყუარაა.

თქვენ კი, როდესაც მას მოუსმინეთ და არ შეეწინააღმდეგეთ, ამით ის უფრო გათავხედდა და კიდევ უფრო ხმამაღლა მოგიწოდათ: „იწამეთ მხსნელი უფალი და გადარჩებითო“.








გაგრძელება იქნება.....


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 12 2007, 01:09 PM
პოსტი #890


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 11 2007, 11:53 AM) *

21. პამპერსების გამოყენების - ერთ ერთი მოძღვარი ამბიონიდან "მაღალ" საღვთისმეტყველო ენით ქადაგებდა ამ სისულელეს

ეს გადააკეთო იქნებ და უფრო ოპტიმალური ტექსტი დაწერო. ძალიან დამცინავად გამიყურება. ამ ფორუმზე არა მართლმადიდებელებიც შემოდიან და ძალიან უარყოფითი შთაბეჭდილება შეიძლება შეექმნათ საზოგადოდ მოძღვრებზე. აშკარად არაა ლამაზი მოძღვრის გაშაყირება, უფრო ზოგადი ტექსტი უნდა იყოს.

მართალი გითხრა ძალიან შემეცოდა ეგ მოძღვარი, დარწმუნებული ვარ მრევლის სასარგებლოდ უნდოდა ეთქვა, იმდენი გარყვნილება შემოდის საზღვარგარეთიდან, რომ ფანტაზია აღარ ეყოფა ადამიანს, ვეღარ გაიგო ხალხმა რა რას ნიშნავს, რა არის მისაღები და რა არის მიუღებელი.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 12 2007, 01:12 PM
პოსტი #891


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა( გიორგი @ Jul 12 2007, 01:09 PM) *

ეს გადააკეთო იქნებ და უფრო ოპტიმალური ტექსტი დაწერო. ძალიან დამცინავად გამიყურება. ამ ფორუმზე არა მართლმადიდებელებიც შემოდიან და ძალიან უარყოფითი შთაბეჭდილება შეიძლება შეექმნათ საზოგადოდ მოძღვრებზე. აშკარად არაა ლამაზი მოძღვრის გაშაყირება, უფრო ზოგადი ტექსტი უნდა იყოს.

მართალი გითხრა ძალიან შემეცოდა ეგ მოძღვარი, დარწმუნებული ვარ მრევლის სასარგებლოდ უნდოდა ეთქვა, იმდენი გარყვნილება შემოდის საზღვარგარეთიდან, რომ ფანტაზია აღარ ეყოფა ადამიანს, ვეღარ გაიგო ხალხმა რა რას ნიშნავს, რა არის მისაღები და რა არის მიუღებელი.


დასტურ გიო 2kiss.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 12 2007, 01:15 PM
პოსტი #892


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მაშ ასე: სია შემდეგი უნდა იყოს (მოდიფიკაცია გავუკეთე კიდევ, ზოგიერთი გავაერთიანე ერთ პუნქტში):

1. შტრიხ კოდების
2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების
3. საიდენტიფიკაციო ნომრების
4. შელოცვების
5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის
6. ტელევიზორის
7. კომპიუტერის
8. ზღვაზე სიარულის, "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით
9. ცეკვის
10. სპორტის
11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის
12. მუსიკის მოსმენის, კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის
13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის
14. ახალი სტილის კალენდრის
15. დენ ბრაუნის კრეტინობის ყურების
16. ჰარი პოტერის კითხვის
17. საერო წიგნების კითხვის
18. ინსტრუმენტზე დაკვრის
19. სუნამოს დასხმის, თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში, განსაკუთრებით გოგონებში
20. თანამედროვე ქართულ ენაზე აღვლენილი წირვა-ლოცვის შიში
21. პამპერსების გამოყენების (ერთ ერთი მოძღვრის, ამბიონიდან ქადაგების თემა)
22. (ნებისმიერი ტიპის) იუმორის, ანეკდოტების თქმის ან მოსმენის


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 12 2007, 01:18 PM
პოსტი #893


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 12 2007, 01:15 PM) *

21. პამპერსების გამოყენების (ერთ ერთი მოძღვრის, ამბიონიდან ქადაგების თემა)

ყოჩაღ!
რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო დადებითი განწყობა მექმნება შენზე, კარგია, გაიხარე.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 12 2007, 01:22 PM
პოსტი #894


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Jul 12 2007, 01:18 PM) *

ყოჩაღ!
რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო დადებითი განწყობა მექმნება შენზე, კარგია, გაიხარე.



ზნაჩიტ ადრე უარყოფითი გქონდა biggrin.gif


22 პუნქტია უკვე


მგონი საგანგაშო თუ არა, დასაფიქრებელი მაინცაა, რატომ ამდენი ფსევდო ღირებულება ისეთი სარწმუნოების მიმდევართა შორის, რომელთა ღმერთის სახელი სიყვარულია?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 12 2007, 01:23 PM
პოსტი #895


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 12 2007, 01:19 PM) *

ზნაჩიტ ადრე უარყოფითი გქონდა biggrin.gif

არა, შენი შეფასების და დროის დამოკიდებულების ფუნქცია კოორდინატთა სათავიდან იღებს მნიშვნელობათა არეს და მთლიანად პირველ მეოთხედშია განთავსებული. smile.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 12 2007, 01:25 PM
პოსტი #896


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
22. (ნებისმიერი ტიპის) იუმორის, ანეკდოტების თქმის ან მოსმენის

ნებისმიერი ტიპის რატომ ჩაუმატე? ახლა გინებათა კორიანტელი თუა, არა მგონია ეგეთი ანეგდოტის წარმოთქმისაგან თავშეკავება ფსევდომართლმადიდებლობა იყოს

გიორგი
biggrin.gif
პასუხმა დამხრუკა © მნათე


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Jul 12 2007, 01:26 PM
პოსტი #897


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



ციტატა
მაშ ასე: სია შემდეგი უნდა იყოს (მოდიფიკაცია გავუკეთე კიდევ, ზოგიერთი გავაერთიანე ერთ პუნქტში):

1. შტრიხ კოდების
2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების
3. საიდენტიფიკაციო ნომრების
4. შელოცვების
5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის
6. ტელევიზორის
7. კომპიუტერის
8. ზღვაზე სიარულის, "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით
9. ცეკვის
10. სპორტის
11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის
12. მუსიკის მოსმენის, კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის
13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის
14. ახალი სტილის კალენდრის
15. დენ ბრაუნის კრეტინობის ყურების
16. ჰარი პოტერის კითხვის
17. საერო წიგნების კითხვის
18. ინსტრუმენტზე დაკვრის
19. სუნამოს დასხმის, თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში, განსაკუთრებით გოგონებში
20. თანამედროვე ქართულ ენაზე აღვლენილი წირვა-ლოცვის შიში
21. პამპერსების გამოყენების (ერთ ერთი მოძღვრის, ამბიონიდან ქადაგების თემა)
22. (ნებისმიერი ტიპის) იუმორის, ანეკდოტების თქმის ან მოსმენის

ამას მთელი სერიოზულობით წერთ თუ გვაშაყირებთ, ეს რომ მცირედმორწმუნემ წაიკითხოს დაიჯერებს და სხვასაც დაუმტკიცებს, რომ მართლმადიდებლურ ფორუმში ასე ეწერაო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jul 12 2007, 01:27 PM
პოსტი #898


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ციტატა( გიორგი @ Jul 12 2007, 02:23 PM) *

არა, შენი შეფასების და დროის დამოკიდებულების ფუნქცია კოორდინატთა სათავიდან იღებს მნიშვნელობათა არეს და მთლიანად პირველ მეოთხედშია განთავსებული. smile.gif

მეც მომეწონა შენი რჩევა რადგან საღვთისმეტყველო ენაზე უფრო მაღალი რაა?


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 12 2007, 01:29 PM
პოსტი #899


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(catherina_10 @ Jul 12 2007, 01:26 PM) *

ამას მთელი სერიოზულობით წერთ თუ გვაშაყირებთ, ეს რომ მცირედმორწმუნემ წაიკითხოს დაიჯერებს და სხვასაც დაუმტკიცებს, რომ მართლმადიდებლურ ფორუმში ასე ეწერაო



და?
თქვენ სირაქლემას პოზას მირჩევთ?
და რატომღაც არ გაინტერესებთ რატომ იყიდება ასეთი ფსევდო ღირებულებების შემცველი წიგნები მართლმადიდებლური წიგნების მაღაზიაში და არ სვამთ კითხვას:
ეგ წიგნები რომ მცირედმორწმუნემ წაიკითხოს დაიჯერებს და სხვასაც დაუმტკიცებს, რომ იმ წიგნებში ასე ეწერაო

პ.ს.
ისე ჩვენ ყველა მცირედმორწმუნეები ვართ

ციტატა(კანონისტი @ Jul 12 2007, 01:25 PM) *

ნებისმიერი ტიპის რატომ ჩაუმატე?



იმიტომ, რომ განურჩევლად ნებისმიერზე გამეკეთებინა აქცენტი, როდესაც არ არჩევენ რა ტიპის იუმორია, ანუ რადგან იუმორია- უკვე უარსაყოფი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 12 2007, 01:42 PM
პოსტი #900


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374




22 პუნქტია უკვე


მგონი საგანგაშო თუ არა, დასაფიქრებელი მაინცაა, რატომ ამდენი ფსევდო ღირებულება ისეთი სარწმუნოების მიმდევართა შორის, რომელთა ღმერთის სახელი სიყვარულია?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

162 გვერდი V « < 43 44 45 46 47 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 05:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი