![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#941
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
erti wminda mamis sityvebi mitxra rom apokalipsis ert-erti nishani ikneboda roca yvelapertan ertad kali kacis samos chaicmevda.. მართალი ხარ . . . მეც აღარ მახსოვს, რომელი წმინდა მამის სიტყვებია, მაგრამ მართალია, რომ ეს არის აპოკალიფსური ჟამის ერთ-ერთი ნიშანი. სხვათა შორის რამოდენიმე წმინდა მამა მოიხსენიებს ქალისა და მამაკაცის სამოსის აღრევას აპოკალიფტურ კონტექსტში, თუ ვიპოვე ციტატებსაც დავდებ. გარდა ამისა ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება სჯულისკანონს, კერძოდ VI მსოფლიო კრების 62-ე კანონს, რომელიც ამბობს: "ვკრძალავთ და განვსაზღვრავთ, არცერთმა მამაკაცმა არ შეიმოსოს ქალის სამოსელი, არცერთმა ქალმა - მამაკაცისთვის დამახასიათებელი ტანსაცმელი" აქ ხაზგასმულია სიტყვა დამახასიათებელი ანუ ეს კანონი ქალს უკრძალავს ნებისმიერი ტანსაცმლის ჩაცმას, რომელიც კაცის ტანსაცმლის მსგავსი იქნება და ამაში უდავოდ უპირველეს ყოვლისა შარვალი იგულისხმება. ასევე მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება: "ქალის შარვალი", რადგან თავისთავად შარვალი, რაც არ უნდა განსხვავდებოდეს მამაკაცის შარვლისგან მაინც შარვალია და მამაკაცისთვის დამახასიათებელი ტანსაცმელია. ქრისტიანულად "ქალის შარვალის" გაგება ისევე მიუღებელია, როგორც ვთქვათ "მამაკაცის კალგოტკის" ანდა "მამაკაცის ლიფის", რომელიც გარეგნულად შეიძლება მცირედით განსხვავდეს ქალის შესაბამისი აქსესუარებისგან, მაგრამ არსობრივად იგივე იქნება. გარდა ამისა ვისაც აინტერესებს თუ რატომ არის ასეთი დამოკიდებულება სამოსის მიმართ მოკლედ ვიტყვი, რომ ამის უკან დგას მამაკაცის და ქალის ფიზიოლოგია და არასწორი ჩაცმულობა ცოდვისკენ უბიძგებს საწინააღმრდეგო სქესის წარმომადგენლებს არის რა სქესობრივად გამომწვევი და ასევე შესაბამისად ქალის ან მამაკაცის ფიზიოლოგიური ბუნების მახასიათებელი აქსესუარი, რიმელთა აღრევა დროთა განმავლობაში გაუკუღმართებული ვნებების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. გასაგებია, რომ დღეს ცოდვა ძალიან გამრავლებულია და ღვთისგან დიდი განდგომილლებაა, ამიტომ ყოველ გოგონას რეალურად ბევრად უფრო დიდი ცოდვები აქვს გამოსასწორებელი და დასამარცხებელი ვიდრე შარვლით სიარულია. არის მთელი რიგი გარემო პირობები, როდესაც ძალიან რთულია შარვლის გარეშე ყოფნა (ტექნიკურ სამუშაობზე მუშაობისას, ველოსიპედის და ავტომობილის მართვისას და ა.შ.), ამიტომ შარვლის შეცვლა გრძელი კაბით (მოკლე კაბაც დაუშვებელია მსგავსი მიზეზების გამო) არ არის პრიორიტეტული საკითხი ადამიანისათვის ცოდვასთან ბრძოლის გზაზე, მაგრამ თავის მხრივ ის გოგონები, რომლებიც მართლმადიდებლური აზროვნებიდან გამომდინარე ატარებენ გრძელ კაბას სულაც არ არიან ფსევდომართლმადიდებლები, არც საერთოდ მოწოდება ან მითითება გოგონაზე, რომ ატაროს კაბა სულაც არ წარმოადგენს ფსევდომართლმადიდებლობას, არამედ პირიქით ზოგადად სასურველია ყველა გოგონა ასე იქცეოდეს. კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ძმურად ვთხოვ კანუდოსელს, რომ წაშალოს ეს პუნქტი ფსევდომართლმადიდებლობების ჩამონათვლიდან და გოგონების შარვლით სიარულის ამ სიიდან ამოშლის თხოვნის გამო ნუ უწოდებს ჩემს აზრებს "დილეტანტურს", "სისულელეს" და "წიგნების უკითხავობიდან მომდინარეს". ბოლოსდაბოლოს მე როგორმე გავუძლებ ასეთ ლაპარაკს, რადგან აქ როგორმე უნდა შევთანხმდეთ და არ ვიჩხუბოთ, მაგრამ ამგვარი მიმართულებით საუბრის წაყვანა ნიშნავს იმას, რომ კანუდოსელი იმავე ეპითეტებით ამკობს რამოდენიმე წმინდა მამასაც და სჯულისკანონსაც. ასე არ შეიძლება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#942
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
გიორგი, შენი პასუხი შარვალთან დაკავშირებით სისულელეა, როდესაც ცდილობ ცოდვად წარმოაჩინო ქალის მიერ დღეს შარვლის ჩაცმა, მე მეზარება იმხელა პოსტების ცხობა, რასაც აცხობ შენ...დროც არ მაქვს, VI კრების კანონიც საერთოდ არ საუბრობს შარვალზე, მით უმეტეს ქალის შარვალზე. ამიტომ იმ სიიდან არ ამოიშლება იმიტომ, რომ:
1. ეს აზრი წარმოჩინდება მართლმადიდებლობად ზოგიერთი მღვდლის პოზიციაში 2. ამას მხარდაჭერა გააჩნია მრევლის ნაწილში 3. თემის შინაარსი სწორედ ეს არის პ.ს. არაფერს აღარ ვამბობ, წინა გვერდზე შენს გამოცხვარ პოსტზე, სადაც გულდასმით შეაგროვე ჩემი პოსტინგები ![]() პ.პ.ს. მანდ საუბარია არა უკუნითი უკუნისამდე ქალის ტანისამოსად აღიარებულ სამოსზე, არამედ კონკრეტულ ისტორიულ რეალობაში არსებულზე, თორე მაშინ წინააღმდეგობა გამოვა, რომ თავად მღვდლები არღვევენ ამ წესს, რადგან მათ კაბა აცვიათ...(არ მითხრა,რომ შიგნიდან შარვალი აქვთო ![]() ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#943
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ის გოგონები, რომლებიც მართლმადიდებლური აზროვნებიდან გამომდინარე ატარებენ გრძელ კაბას სულაც არ არიან ფსევდომართლმადიდებლები, ამას კაცი რომ დაწერს, ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ გაიგო თემის შინაარსი და ვინაიდან უკვე მინიმუმ 10-ჯერ დავწერე თემის შინაარსის განმარტება ![]() პ.ს. გიორგი არ ანერვიულდე ოღონდ, მე შენთან დავმარცხდი კამათში, აგერ უკვე მერამდენედ ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#944
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ციტატა გიორგი, შენი პასუხი შარვალთან დაკავშირებით სისულელეა დიდი მადლობა. მე რომ მაღალი ტონით წერას მიწუნებ იქნებ შენც მიგექცია ყურადღება საკუთარი თავისთვის. იმ დღეს შენ საერთოდ არ გელაპარაკებოდი, მარიტას გამოვეხმაურე და აქაც კი გაგაღიზიანა ტონმა მიუხედავად იმისა, რომ შენს მიმართ სულაც არ იყო და რბილად რომ ვთქვათ სხვის მაგივრად საკმაოდ უტაქტოდ ჩამეჩარი, და განა მე მსიამოვნებს, რომ სისულელეს და დილეტანტიზმს უწოდებ ჩემს აზრებს? და უხეშად მომიწოდებ - "მოდი თუ ძმა ხარ, წიგნები იკითხე და რაც შეიძლება ბევრი, რომ ასეთი სისულელეები არ წერო". ასე არ შეიძლება. ციტატა VI კრების კანონიც საერთოდ არ საუბრობს შარვალზე, მით უმეტეს ქალის შარვალზე მართალია კრების კანონი უშუალოდ შარვალზე არ საუბრობს, მაგრამ შენი აზრით როგორ უნდა გავიგოთ მისი შინაარსი? ანუ კონკრეტულად რას კრძალავს ეს კანონი? ციტატა 1. ეს აზრი წარმოჩინდება მართლმადიდებლობად ზოგიერთი მღვდლის პოზიციაში არა მარტო მღვდლის, უფრო დიდი სასულიერო იერარქებისაც. ეს საკითხი თავისთავად არ არის პრიორიტეტული, რადგან ყოველ ადამიანს ამაზე უფრო მძიმე ცოდვები აქვს, მაგრამ თავისმხრივ თუ მოძღვარი მოუწოდებს გოგონებს ტაძარში მაინც არ იარონ შარვლით ეს არაა ფსევდომართლმადიდებლობა. ტაძრის გარეთ არ ვიცი, მაგრამ ტაძარში შარვლით სიარულის ნებას ზოგიერთი კი არა ძალიან ბევრი მოძღვარი არ რთავს მრევლს. ციტატა 2. ამას მხარდაჭერა გააჩნია მრევლის ნაწილში ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ თუ ადამიანს არ შეუძლია შარვლის გარეშე ყოფნა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ამიტომ მას სული არ უნდა ამოართვა, მაგრამ სასურველია თუ შარვლის ნაცვლად გრძელი კაბით ივლის ტაძარში. ციტატა 3. თემის შინაარსი სწორედ ეს არის შენ რას ეძახი ფსვდომართლმადიდებლობას? მაგალითად ფსევდომართლმადიდებლობაა რომ ადამიანმა უნდა ებრძოლოს ფიქრით შეცოდებას? ფსევდომართლმადიდებლობაა რომ ადამიანმა თავი შეიკავოს მამაკაცმა თავი შეიკავოს ვთქვათ ეროტიკული ჟურნალების დათვალიერებისგან? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#945
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
შენ რას ეძახი ფსვდომართლმადიდებლობას? უკვე აღარ ვიტყვი, დავიღალე..იხ. წინა პოსტი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#946
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ციტატა მანდ საუბარია არა უკუნითი უკუნისამდე ქალის ტანისამოსად აღიარებულ სამოსზე, არამედ კონკრეტულ ისტორიულ რეალობაში არსებულზე, კონკრეტულად დღეს შარვალი არის კაცის ტანსაცმელი, რომელსაც ქალებიც იყენებენ. "ქალის შარვალი", ასეთი გაგება არასწორია, რადგან ის თავისი არსით ჩვეულებრივი შარვალია და ფაქტი, რომ "ქალის შარვალი"ოდნავ განსხვავებულია კაცისგან არაფერს ნიშნავს, ასეთი განსხვავებები აქლის და კაცის ტანსაცმლის აღრევაში ყოველთვის იარსებებს იმიტომ, რომ ქალის სხეულს ოდნავგანსხვავებული ფორმა აქვს, აგრეთვე ქსლის ბუნება სხვანაირია და შარვალიც დიზაინით რამდენადმე განსხვავდება კაცის შარვლისგან. ეს არ ნიშნავს რომ ეგ სხვადასხა ტანსაცმელია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#947
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
გიორგი, შენ მალე შარვლის ღვთისმეტყველებას შემოგვთავაზებ, კოჭებში გეტყობა
![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#948
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ამას კაცი რომ დაწერს, ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ გაიგო თემის შინაარსი თემის შინაარსი ძალიან კარგად გავიგე. მე არ ვთვლი, რომ გოგონებზე მოწოდება, რომ არ იარონ შარვლით (ტაძარში მაინც) წარმოადგენს ფსევდომართლმადიდებლობას. ამის ქადქგება, ამბიონიდან ან პირად საუბარში მოწოდება სულაც არაა ფსევდომართლმადიდებლობა, არამედ მართლმადიდებლობაა. სხვა საკითხია, რამდენად აქტუალური და პრიორიტეტულია ამ ცოდვაზე აქცენტის გაკეთება მაშინ როდესაც სხვა უფრო მძიმე ცოდვებია გამოსასწორებელი, მაგრამ თავისთავად მოწოდება, რომ ქლებმა შარვლით არ იარონ არაა არა მართლმადიდებლობა. პირიქით ამას მოგვიწოდებს სჯულის კანონი. მე სწორედ ასე მესმის სჯულის მოცემული კანონის შინაარსი. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#949
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
არამედ მართლმადიდებლობაა. მართლმადიდებლობაა ჩაცმის კონკრეტული ფორმა?, ასეთი დიადი რწმენა ჩაცმა-არჩაცმით განსაზღვრე? აი სწორედ ეგაა ფსევდო მართლმადიდებლობა გიორგტი, ძალიან გთხოვ: 1. ნუ შეურაცხყოფ უამრავ გოგონას,რომელსაც შარვალი აცვია და რომელიც მართლმადიდებელია და ნუ უწოდებ ცოდვის ჩამდენს, მაშინ როცა 1.1 შენ ამისი პრერპგატივა არავინ არ მოგცა 1.2 ეს არც შეესაბამება სიმართლეს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#950
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
გიორგი, შენ მალე შარვლის ღვთისმეტყველებას შემოგვთავაზებ, კოჭებში გეტყობა ![]() ეს არის ფანტაზია. მე გარკვევით დავწერე თუ რა დამოკიდებულება მაქვს შარვლის ტარების მიმართ. ისიც აღვნიშნე, რომ დღეს ეს ცოდვა ნაკლებად აქტუალურია სხვაა ბევრად უფრო მძიმე ცოდვების ფონზე, მაგრამ თავის მხრივ შარვლით სიარული არის ცოდვა და თუ რომელიმე მოძღვარი ამბიონიდან ქადაგებს რომ გოგონებმა შარვლით შევეცადოთ არ ვიაროთო, განსაკუთრებით ტაძარში, ამაში არც ფსევდომართლმადიდებლობაა რამე და არც "შიში", როგორც ამ ჩამონათვალს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#951
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
შარვლით სიარული არის ცოდვა პერანგით? - რომელიც კაცსაც აცვია ლაბადით? რომელიც ისეთივეა, როგორიც კაცის სპორტული რიგი სამოსით, რომელიც საერტოდ არანაირად არ განსხვავდება? მოკლედ რაა.... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#952
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მართლმადიდებლობაა ჩაცმის კონკრეტული ფორმა?, ასეთი დიადი რწმენა ჩაცმა-არჩაცმით განსაზღვრე? აი სწორედ ეგაა ფსევდო მართლმადიდებლობა რწმენა ჩაცმით არ ისაზღვრება. არც ეს მითქვამს. ადამიანს სხვადასხვა დოზით უამრავი მანკიერი თვისებები აქვს, ამითი რომ მათი რწმენა განვსაზღვრო ამის უფლებას მე თავს არ მივცემ, მაგრამ ტავის მხრივ მართლმადიდებლობა განსაზღვრავს ჩაცმის ზოგად ფორმებს. ქალის მიერ შარვლის ტარება არაა კონკრეტული ფორმა. მართლმადიდებლობა ეწინააღმრდეგება გამომწვევ ჩაცმას და ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის აღრევას. შარვალი არის კაცის ტანსაცმელი, "ქალის შარვალზე" უკვე გესაუბრე. ამიტომ ეს გამოდის კონკრეტულ დროშიც სამოსელის აღრევა, რაც წინააღმრდეგობაში მოდის სჯულის კანონთან. გარდა ამისა ნებისმიერი შარვალი სქესობრივად გამომწვევია გრძელი კაბისგან განსხვევბით, იმეორებს რა ქალის სხეულის ფორმას და აღძრავს ეროტიკულ ვნებებს. ეს მიზეზიც არის. ჩემი აზრით სულ მცირე ღვთისმსახურებაზე ქალი არანაირი შარვლით არ უნდა იყოს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#953
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
რწმენა ჩაცმით არ ისაზღვრება. არც ეს მითქვამს. ადამიანს სხვადასხვა დოზით უამრავი მანკიერი თვისებები აქვს, ამითი რომ მათი რწმენა განვსაზღვრო ამის უფლებას მე თავს არ მივცემ, მაგრამ ტავის მხრივ მართლმადიდებლობა განსაზღვრავს ჩაცმის ზოგად ფორმებს. ქალის მიერ შარვლის ტარება არაა კონკრეტული ფორმა. მართლმადიდებლობა ეწინააღმრდეგება გამომწვევ ჩაცმას და ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის აღრევას. შარვალი არის კაცის ტანსაცმელი, "ქალის შარვალზე" უკვე გესაუბრე. ამიტომ ეს გამოდის კონკრეტულ დროშიც სამოსელის აღრევა, რაც წინააღმრდეგობაში მოდის სჯულის კანონთან. გარდა ამისა ნებისმიერი შარვალი სქესობრივად გამომწვევია გრძელი კაბისგან განსხვევბით, იმეორებს რა ქალის სხეულის ფორმას და აღძრავს ეროტიკულ ვნებებს. ეს მიზეზიც არის. ჩემი აზრით სულ მცირე ღვთისმსახურებაზე ქალი არანაირი შარვლით არ უნდა იყოს. ჩაო...სამწუხაროდ აზრი არა აქვს შენთან საუბარს...რა თქმა უნდა მა კამათშიც მე დავმარცხდი ![]() წერე და იკითხე როგორც იტყვიან -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#954
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
VI მსოფიო კრების განჩინება
62. Так называемые календы, вота, врумалия, и народное сборище в первый день месяца марта, желаем совсем исторгнуть из жития верных. Такожде и всенародныя женския плясания, великий вред и пагубу наносить могущия, равно и в честь богов, ложно так Еллинами именуемых, мужеским или женским полом производимыя плясания и обряды, по некоему старинному и чуждому Христианскаго жития обычаю совершаемые, отвергаем, и определяем: никакому мужу не одеваться в женскую одежду, ни жене в одежду мужа свойственную; не носить личин комических, или сатирических, или трагических; при давлении винограда в точилах не возглашать гнуснаго имени Диониса, и при вливании вина в бочки, не производить смеха, и, по невежеству, или в виде суеты, не делать того, что принадлежит к бесовской прелести. Посему тех, которые отныне, зная сие, дерзнут делать что-либо из вышесказаннаго, Если суть клирики, повелеваем извергать из священнаго чина, Если же миряне, отлучать от общения церковнаго. მოკლედ დავიწყოთ: საუბარია არა უბრალოდ ჩაცმაზე არამედ კონკერეტულ ჩაცმაზე და კონკრეტულ ადგილას: плясания и обряды, по некоему старинному и чуждому Христианскаго жития обычаю совершаемые რასაც ზონარა განმარტავს შემდეგნაირად: Запрещают также и всенародные женские плясания, как возбуждающие зрителей к невоздержанию, и все что у еллинов делалось во имя лжеименных богов их мужчинами и женщинами чтобы мужчины не употребляли женских одежд, или женщины мужских, как делали на праздниках Диониса ე.ი.საუბარია იმაზე, რომ იმოსებოდბენ ქალები და კაცები ერთმანეთის სამოსში ცრუ ღმერთების სახელით კითხვა: რომელი ქალი იცვამს შარვალს, ცრუ ღმერთის (დიონისეს) სახელით? ზონარა ამთავრებს: Посему тех, которые отныне, зная сие, дерзнут делать что-либо из вышесказаннаго Если суть клирики, повелеваем извергать из священнаго чина, Если же миряне, отлучать от общения церковнаго ეს вышесказаннаго ნიშნავს რომ სწორედ ზემოთხსენებულის კონტექსტში უნდა იყოს განხილული კანონი.... კითხვა: არის იქ შარვალი? თუ წერია სწორედ წარმართული დღესასწაულის კონტექსტში? არისტენი საერთოდ არც ახსენებს ჩაცმას, რადგან მიანიშნებს უმთავრესზე: Из жизни верных должны быть удалены Воты, и Календы, и Врумалии, и плясания в честь богов, и комические, и сатирические, и трагические личины, и призывание Диониса при точилах, и смех при бочках. Продолжающие это и после правила, подлежат осуждению. Удаляя из жизни верных все принадлежащее к идольскому заблуждению и суете и лжи, отцы не дозволяют христианам совершать то, что именно исчислено в настоящем правиле; но повелевают клириков это делающих извергать, а мирян отлучать. ბალსამონი კი ამბობს, რომ ის დღესასწაულები ხდებოდა აღდგომის პერიოდში და ამიტომ იყო მიუღებელი: Это празднество – странно, а равно и так называемые русалии, бывающие на основании недоброго обычая во внешних странах после святыя Пасхи და ამატებს, რომ ერთმანეთის ტანისამოსში ჩაცმა ეხებოდა ასევე მონაზვნების ტანისამოსში გამოწყობას და სატირის გამართვას: И даже некоторые из клириков в некоторые праздники надевают на себя разные личины и иногда вооружившись мечами, в воинских одеждах выходят на средину церкви, а иногда ходят в виде монахов სლავური წყარო (Славянская кормчая-განმარტება) И не повелевают мужем облачитися в женские ризы, ни женам в мужеские, еже творяху на праздник дионисов пляшуще რას ნიშნავს ეს еже? იმას, რომ არ უნდა ჩაიცვას ქალმა და კაცმა ერტმანეთის, რათა არ იცეკვონ დიონისეს დღესასწაულზე რომელი ქალი,იცვამს რა შარვალს, ამით აყენებს აღდგომის დღესასწაულს შეურაცხყოფას სხვა დღესასწაულის აღნიშვნით? რომელი ქალი დასცინის მონაზონს შარვლის ჩაცმისას?...საერთოდ მონაზონს შარვალი აცვია, თუ კაბა? რომელი ქალი იცვამს შარვალს იმისათვის, რომ იცეკვოს დიონისეს დღესასწაულზე? ადრეც აღვნიშნე: ნუ მოვიგონებთ ახალ მართლმადიდებლობას და ნუ გავხდებით განმმარტებლები წმინდა წერილისა და საეკლესიო კანონებისა...მოდით განმარტება დავუთმოთ მამებს, ჩვენ კი ისინი მივიღოთ... ზემოთ არის ცნობილ კანონისტთა პოზიცია, რაც საეკლესიო კანონიკის სფეროში ყველაზე ავტორიტეტულადაა მიჩნეული...აჯობებს დავუჯეროთ მათ. პ.ს. ნინო, მე არც ვკამათობ უკვე...აქ დავდე გასაგები რომ იყოს.... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#955
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
პერანგით? - რომელიც კაცსაც აცვია ლაბადით? რომელიც ისეთივეა, როგორიც კაცის სპორტული რიგი სამოსით, რომელიც საერთოდ არანაირად არ განსხვავდება? მოკლედ რაა.... იცი, როგორი მომენტია . . . რაც უფრო დრო გადის ხდება კაცობრიობის სულიერების დაცემა. მატულობს ღვთისგან განდგომილება, რაც ბოლოს ლოგიკურად გარდაიწყმება ანტი-ქრისტეს აღიარებაში. ჩაცმის სტილი, რომელიც ადრე გამორიცხული იყი ჯერ აქა-იქ გამოჩნდა, შემდეგ დასაშვები გახდა და ბოლოს ნორმად იქცა. დღეს ჭირს გამოედევნო ყველა ნიუანსს, რადგან ცოდვები ძალიანაა გამრავლებული. ადამიანები იმდენად გაშორებული არიან ღმერთს, რომ ვეღარ ხედავენ თავიანთ ცოდვებს. ახლა შემდეგი ეტაპია "ქალის შარვლის" დამკვიდრება. გავა დრო და ესიც მისაღები გახდება, როგორც დაცემულობის ერთ-ერთი ნიშანი, რამოდენიმე წმინდა მამა ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის აღრევას აპოკალიფტური ნიშნითაც მოიაზრებს, როგორც ღვთიგან განდგომილი ეპოქის ერთ-ერთ მახასიათებელს. ადრე ქალები ქუჩაშიც თავსაფრით დადიოდნენ ნებისმიერ ქრისტიანულ ქვეყანაში. არ ჭამდნენ მამაკაცებთან საჭმელს და ა.შ. დღეს ეს ყველაფერი წარმოუდგენელია. იაკობ ცურტაველიც წერს "შუშანიკის წამებაში", "ოდეს ყოფილა დედათა და მამათ ერთად ეჭამოთ პური" დღეს ასეთი გაგებაც დაკარგულია, მაგრამ განა იმიტომ, რომ ის სიბნელე იყო და ჩაორჩენილობა და მერე მიხვდა ხალხი ჭეშმარიტებას, არა ეს ასე სულაც არაა, ეს ჩვენ ვშორდებით ღმერთს და იმდენად "ეფექტური" და "თანამედროვე" ნიღბით არის შემოსილი ღვთისგან განდგომილების გზა, რომ ამას ვეღარ ვამჩნევთ. ამ კონტექსტში ცხადია არც პერანგით უნდა დადიოდეს ქალი ტაძარში, არც სპორტული ფორმით (სპორტული ფორმა ისეთი არსის ტანსაცმელია, რომ მამაკაციც არ უნდა შევიდეს წირვაზე, მაგალითად ქვეყნის პრეზიდენტთან, რომ გქონდეს მიღება მიხვალ პიჟამოთი, ასევე უხერხულია ღვთის ტაძარში სპორტულით მისვლა). მე მესმის, რომ დღეს ასეთი აზროვნება აღარ შეიძლება და ამის მიზეზი არის მხოლოდ ერთი, მასიური ღვთისგან განდგომილება. ჩვენთან თუ ზოგიერთ ტაძარში შარვლით არ უშვებენ საბერძნეთში წარწერა ზღვისპირა ქალაქებში უთითებს გოგონებს რომ მსახურებას არ დაესწრონ საცურაო კოსტუმით. ოდესმე შეიძლება ესიც დამკვიდრდეს. არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე თუ ვინმე ამბობს, რომ შარვლით სიარული არა მართლმადიდებლურია სულაც არაა ეს სისულელე, საკითხი სულ სხვა რამეა, რამდენად არის საზოგადოება დაცემული და რამდენად პრიორიტეტული ეს საკითხი, აი ამაშია საქმე. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#956
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
გიო, სადღაც გეთანხმები, რომ შარვალი კაცის სამოსია და აშ, მაგრამ 21-ე საუკუნეა გესმის? ცოტა უფრო რბილად მივუდგეთ საკითხს. ხანდახან კი ჩაიცმევ ეხლა შარვალს, ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული სიმძიმის ცოდვა, რა ვიცი ეს ჩემი პირადი აზრია.
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
გიორგი |
![]()
პოსტი
#957
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
გიო, სადღაც გეთანხმები, რომ შარვალი კაცის სამოსია და აშ, მაგრამ 21-ე საუკუნეა გესმის? ცოტა უფრო რბილად მივუდგეთ საკითხს. ხანდახან კი ჩაიცმევ ეხლა შარვალს, ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული სიმძიმის ცოდვა, რა ვიცი ეს ჩემი პირადი აზრია. მე არც მითქვამს, რომ ეს დიდი სიმძიმის ცოდვაა, მითუმეტეს ტაძრის გარეთ, მაგრამ აქ მისი ფსევდომართლმადიდებლობის კონტექსტში განხილვა ხდება. 21-ე საუკუნე კი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ უსჯულოება მატულობს და ადამიანები იმდენად დაცემულნი არიან, რომ მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ "ვინღა დაეძებს შარვლის ჩაცმას". -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#958
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
კითხვა: არის იქ შარვალი? თუ წერია სწორედ წარმართული დღესასწაულის კონტექსტში? იქ შარვალი არ წერია. იქ წერია ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის არევა, რაც არის "ქალის შარვალის" გამოგონება და ასევე სხვა დაცემულობები ჩაცმასთან მიმართებაში. ნახე ჩემი წინა პოსტი. "ქალის შარვალი" თავისი არსით არ განსხავდება "მამაკაცის ლიფისგან" ანდა "მამაკცის კალგოტკისგან". თუ ადამიანმა მამაკაცისთვის ასეთი რაიმე გამოიგონა ის რამდენადმე განსხვავებული იქნებოდა ქალის ანალოგისგან, სხეულის ფორმის და მამაკაცის ბუნების გამო. რაც შეეხება წარმართულ კონტექსტს, ასევე ელინისტურ სატირას და ა.შ. ამაში 100% გეთანხმები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ცოდვა - მამაკაცის და ქალის ტანსაცმლის არევა - მხოლოდ წარმართული თუ სხვა სანახაობების დროს ხდებოდა. მაშინ ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებაში წარმოუდგენელი იყო ანალოგიური კანონის საჭიროება, რადგან ჩვეულებრივ არავინ არც შარვლით არ დადიოდა და უფრო მეტიც თავსაფრებიც ეფარათ და რამდენადმე უფრო ასკეტური ჩაცმულობით გამოირჩეოდნენ. ამ კანონის განზოგადება ცვეულებრივად შეიძლება ყოფით ცხოვრებაშიც და არა მარტო დღესასწაულების კონტექსტში. ასე მაგალითად, ქრისტიანულად ცოდვაა მსახიობობა, მაგრამ ვინ უფრო დიდი ცოდვილია, ის ვისაც მსახიობის პროფესია აქვს და მარტო სცენაზეა მსახიობი სპექტაკლების დროს თუ ის ვინც ნამდვილ ცხოვრებაშია მსახიობი? იგივე თანმიმდევრულობით ვიტყვი რომ არა აქვს მნიშვნელობა ქალის და მამაკაცის ტანსაცმელი ერთმანეთში წარმართული დღესასწაულის, ელინისტური ხანიდან შემორჩენილი სანახაობის დროს აირევა თუ ცვეულებრივ ყოფით ცხოვრებაში. P.S. ზუსტად ეგ კანონი წავიკითხე სჯულის კანონის კრებულში, მაგრამ შენგან განსხვავებული აზრი გამაჩნია მაგ კანონზეც და ასევე ისტორიული ჩაცმულობის ცვლილების კუთხითაც. ციტატა ნუ მოვიგონებთ ახალ მართლმადიდებლობას და ნი გავხდები§თ განმმარტებლები წმინდა წერილისა და საეკლესიო კანონებისა...მოდით განმარტება დავუთმოთ მამებს, ჩვენ კი ისინი მივიღოთ... კი, ბატონო, მაგრამ შენ იცი ზოგიერთი წმინდა მამა, როგორ მოიხსენიებს ქალისა და კაცის ტანსაცმლის აღრევას. ციტატებს მოვძებნი, მაგრამ დაახლოებით ასეთი შინაარსის მატარებელია, ნაწილობრივ წინასწარმეტყველური: "დადგება ღვთისგან განდგომილი დრო როდესაც აღარ იქნება ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელის გარჩევა" და ამაში იგულისხმება არა მარტო ქალის შარვალი არამედ შენს მიერ ნახსენები სხვა მსგავსებანიც ქალისა თუ კაცის ტანსაცმლისა. მაგ. პერანგები, მაისურები და ა.შ. მე ახალ მართლმადიდებლობას არ ვიგონებ. ტაძარში შარვლით შესვლას და მსახურებაზე დასწრებას უკრძალავს არა მარტო ზოგიერთი მოძღვარი, როგორც შენ თქვი, არამედ ძალიან ბევრი მოძღვარი, შეიძლება უმრავლესობაც და ვინც არ უკრძალავს ისიც თვალს ხუჭავს საყოველთაო დაცემულობის გამო, რომ უფრო არ დააბრკოლოს ისედაც ღმერთს დაშორებული ადამიანები. აბა ერთი გრიგოლ ხანძთელი მოსულიყო და ენახა დღევანდე დღეს ტაძარში მყოფი ადამიანების ჩაცმულობა (არა მარტო გოგონების) და რა შთაბეჭდილება დარცებოდა და მერე ვინმეს ეპასუხა 21-ე საუკუნეო. რას ნიშნავს 21-ე საუკნე? რას და ბევრად უფრო დიდ განდგომილებას ღვთისგან ვიდრე ეს იყო გასულ საუკუნეებში და მითუმეტეს 1000 წლის წინ. ციტატა რომელი ქალი იცვამს შარვალს იმისათვის, რომ იცეკვოს დიონისეს დღესასწაულზე? ძალიან ცუდი თუ მარტო ამ კონკრეტული შემთხვევბით განიხილავ ამ კანონის დარღვევას. მაინცდამაინც დიონისეს დღესასწაულზე უნდა იცეკვოს ქალმა შარვლით, რომ ცოდვად შეერაცხოს? რა თქმა უნდა არა, ამაზე მოგწერე ზემოთ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#959
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
VI მსოფიო კრების განჩინება 62. Так называемые календы, вота, врумалия, и народное сборище в первый день месяца марта, желаем совсем исторгнуть из жития верных. Такожде и всенародныя женския плясания, великий вред и пагубу наносить могущия, равно и в честь богов, ложно так Еллинами именуемых, мужеским или женским полом производимыя плясания и обряды, по некоему старинному и чуждому Христианскаго жития обычаю совершаемые, отвергаем, и определяем: никакому мужу не одеваться в женскую одежду, ни жене в одежду мужа свойственную; не носить личин комических, или сатирических, или трагических; при давлении винограда в точилах не возглашать гнуснаго имени Диониса, и при вливании вина в бочки, не производить смеха, и, по невежеству, или в виде суеты, не делать того, что принадлежит к бесовской прелести. Посему тех, которые отныне, зная сие, дерзнут делать что-либо из вышесказаннаго, Если суть клирики, повелеваем извергать из священнаго чина, Если же миряне, отлучать от общения церковнаго. ამ კანონში მე უმტავრეს მნიშვნელობას ვანიჭებ ამას: никакому мужу не одеваться в женскую одежду, ни жене в одежду мужа свойственную; და არა: носить личин комических, или сатирических, или трагических; при давлении винограда в точилах не возглашать гнуснаго имени Диониса წარმართული თუ ელეინისტური სხვა დღესასწაულები არის კანონის მიღების მომენტში არსებული პრობლემები და ცოდვის გავრცელების არეალი. აბსოლიტურად სულ ერთია სატირულ, კომიკურ, ტრაგიკულ თუ დიონისეს დღესასწაულებზე მოხდება ტანსაცმლის აღრევა თუ 21-ე საუკუნის მსოფლიოში. მაშინ რა გამოდის? თუ წარმართულ დღესასწაულზე არ ავრევთ ტანსაცმელს ისე რაც გვინდა ის გვიქნია? არა, ეს ასე არაა. თანამედროვეობა ნეო-წარმართობად იქცა, ასე მაგალითად წარმართულ ხანაში უშუალოდ კერპებს სცემდნენ თაყვანს, დღეს სხვა ცნობიერებაა და იმდრონიდელმა ცოდვებმა ერთგვარი ტრანსფორმაცია განიცადა. განა წარმართული კერპთაყვანისცემლობის ექვივალენტური არაა დღეს 21-ე საუკუნეში რომელიმე პოპულარული ფეხბურთელის ან მსახიობის გაღმერთდება. დღე და ღამე მასზე ფიქრები და ხატების მაგივრად მათი პლაკატების კუთხის მოწყობა. იდენტური არაა? ზუსტად ანალოგიური ჩაცმულობაც. ადრე იყო წარმართული სანახაობები, დღეს კი მთელი ცხოვრება იქცა წარმართულ სანახაობად. ვაღიარებ, ამ კამათში დავმარცხდი ![]() რატომ დამცინი მაინც ვეღარ გავიგე . . . თუ ჩემს აზრს არ ეთანხმები მაშინ ის მაინც აღიარე, რომ არც ჩემი აზრია საფუძველს მოკლებული და ტყუილა ნუ უწოდებ სისულელეს და დილეტანტურობიდან მომდინარეს. თქვი, რომ არ ეთანხმები ჩემს ნაწერს, მაგრამ შენ თუ მე მაღალ ტონს მიწუნებ, მე შენ დამცინავობას გიწუნებ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#960
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
სიაში საკმაოდ ბევრი პუნქტია, რის მიმართაც "შიში" აქვს ზოგიერთს, მართლმადიდებლობასთან წინააღმდეგობაში მოსვლის თვალსაზრისით
1. შტრიხ კოდების 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების 3. საიდენტიფიკაციო ნომრების 4. შელოცვების 5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის 6. ტელევიზორის 7. კომპიუტერის 8. ზღვაზე სიარულის, "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით 9. ცეკვის 10. სპორტის 11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის 12. მუსიკის მოსმენის, კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის 13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის 14. ახალი სტილის კალენდრის 15. დენ ბრაუნის კრეტინობის ყურების 16. ჰარი პოტერის კითხვის 17. საერო წიგნების კითხვის 18. ინსტრუმენტზე დაკვრის 19. სუნამოს დასხმის, თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში, განსაკუთრებით გოგონებში 20. თანამედროვე ქართულ ენაზე აღვლენილი წირვა-ლოცვის შიში 21. პამპერსების გამოყენების (ერთ ერთი მოძღვრის, ამბიონიდან ქადაგების თემა) 22. (ნებისმიერი ტიპის) იუმორის, ანეკდოტების თქმის ან მოსმენის 23. გოგონებში შარვლის ჩაცმის (მკვიდრდება აზრი, რომ შარვლის არჩაცმა მართლმადიდებლობაა) დასაფიქრებელია მგონი.... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 11:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი