IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

162 გვერდი V « < 47 48 49 50 51 > »   
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა
გიორგი
პოსტი Jul 16 2007, 01:23 PM
პოსტი #961


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 16 2007, 01:12 PM) *

23. გოგონებში შარვლის ჩაცმის (მკვიდრდება აზრი, რომ შარვლის არჩაცმა მართლმადიდებლობაა)

გარდა დამცინავობისა აგრეთვე გიწუნებ იმას, რომ ჩემს ძმას აბრალებ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. თითქოს ეს ფორუმს უქმნის საფრთხეს, თავისუფალი აზრი იდევნება და ა.შ. ეს რომ ასე იყოს ახლა ამოიშლებოდა 23-ე პუნქტი აქედან (ზოგისთვის ობიექტური და ზოგისთვის სუბიექტური საფუძვლებიც არსებობს) და თემა დაიხურებოდა, ან რაიმე მსგავსი სცენარით წარიმართებოდა ყველაფერი, მაგრამ ეს ასე არ არის. მე ჩემი არგუმენტები დავწერე, ზოგი ალბათ მიემხრობა, ზოგი - არა და იმდენი ტაქტი მაქვს, რომ ამ პუნქტის დატოვებას უმეცრობა, დილეტანტიზმი არ ვუწოდო და მიდი ბიჭო წიგნები იკითხე და ლოგიკას მოუხმე-თქო, რომ არ გითხრა. იმდენიც მესმის, რომ ბოლოსდაბოლოს ეს თემა ჩემი გახსნილი არაა და თვითნებურად არც ერთ პუნქტს არ ამოვშლი და არც მივუმატებ.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 16 2007, 01:31 PM
პოსტი #962


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



გიორგი შენში რაც მომწონს, ისაა, რომ შენთვის სულ ერთი არაა მართლმადიდებლობა, ზოგიერთისგან განსხვავებით, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ კმარა....


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 16 2007, 01:59 PM
პოსტი #963


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ოხ, რა ხართ ეს ასტროფიზიკოსები, რა ხართ ვინც არ გიცნობთ biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 16 2007, 02:34 PM
პოსტი #964


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 16 2007, 01:31 PM) *

გიორგი შენში რაც მომწონს, ისაა, რომ შენთვის სულ ერთი არაა მართლმადიდებლობა, ზოგიერთისგან განსხვავებით, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ კმარა....

ჰო, სულ ერთი ნამდვილად არ არის . . .

რაც შეეხება ამ საკითხს აქ მეგონა რომ ჩემ პოსტებს გაითვალისწინებდი, სხვა თუ არაფერი გაუბრალოების თავის არიდების გამო. მაგალითად ეკლესიაში მერხების დადგმა ანდა ახალ სტილზე გადასვლა სულაც არაა დოგმატური საკითხი და მართლმადიდებლობასთან გასაიგივებელი (საბერძნეთში მერხებიც არის და ახალი სტილიც), მაგრამ ჩვენი საპატრიარქო ამას ეწინააღმრდეგება იმიტომ, რომ არ მოხდეს საერთო დამოკიდებულების გაუბრალოება და დარჩეს ის რაც არის. იგივეს ვიტყოდი ახალი ქართულით წირვაზე, არც ესაა დოგმატური თუ კანონიკური საკითხი და უპრობლემოდ შეიძლება ახალ ქართულზე გადასვლა, მაგრამ რაც დასაშვებია ყველაფერი სასარგებლოა? ახლა ეგ პუნქტი იმ გოგონებს ვინც ტაძარში კაბით დადიოდა შარვლის ჩაცმისკენ უბიძგებს. ამის გამო შეიძლება მოძღვართან კონფლიქტიც მოუვიდეს, მერე უფრო ლიბერალური მოძღვარი მოუნდეს და ა.შ. ყველაფერში ნოვატორული დამოკიდებულება კარგი არ არის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ძველებური ტრადიციები (მათ შორის ჩაცმულობაც) მეტი ქრისტიანული სულის მატარებელია და ჯობდა ყველაფერი ისე იყოს, მაგრამ თანდათაობით ისეთი დრო მოდის, რომ შარვალი კი არა ოღონდ გოგოს ტანსაცმელი ეცვეს, სიძვა-მრუშება "დემოკრატიის" მანქანით არ დამკვიდრდეს, girlfriend/boyfriend-ის და sexual freedom-ის ნიღაბით არ გარყვნას ისედაც დაცემული საზოგადოება და მეტს ვინ ჩივის.

შარვალს თავი დავანებოთ და გოგონების ზღვაში შიშველი ბანაობა ავიღოთ. განა ესაა მართლმადიდებლობა? ცხადია არა, მაგრამ ისეთი დრო მოიტანა ეშმაკმა რომ დღეს ამაზე ლაპარაკი პრაქტიკულად აბსურდი ჩანს. ადრე გოგონები მდინარეზე ერთად იბანდნენ და საერთოდ არ ენახვებოდნენ მამაკაცებს. დღევანდელი პლაჟების გაგება საერთოდ არ არსებობდა და საიდან მოდიოდა ამგვარი დამოკიდებულება? უპირველეს ყოვლისა ღვთისგან. სიშიშვლისადმი მორცხვობა გონიერი ადამიანის ცნობიერების ერთ-ერთი ნიშანია. მისი დაფარვისკენ და სხეულის ჩვენების თავშეკავებისკენ მოგვიწოდებს თითქმის ყველა რელიგია, მაგრამ თანამედროვე საზოგადოებაში დაცემულობის გამო ასეთი დამოკიდებულება ჯერ შესუსტდა, შემდეგ კი დაიკარგა. ცხადია ამას ითვალისწინებს მართლმადიდებლობაც. განა ზღვაზე მამაკაცების და ქალების ერთად ბანაობა ვნებების აღძვრას არ იწვევს? განა არ უბიძგებს ადამიანს სიძვა-მრუშობის ცოდვისაკენ და თავშეკავების საწინააღმრდეგო ქმედება არაა? მეტადრე ასეთი მდგომარეობა უფრო მკაფიო ხდება, როდესაც ადამიანი არ ცხოვრობს სქესობრივი ცხოვრებით (დაუქორწინებელია) და უამრავ საცდურს უყურებს გარშემო. განა ხშირად "ცუდად" არ დამთავრებულა ასეთი საზაფხულო დასვენებები გოგონებისთვის? (უფრო სწორად ბიჭებისთვისაც, მაგრამ საზოგადოებამ დიდი ხანია წარსულს ჩააბარა ვაჟიშვილობის დაკარგვის ცოდვად აღქმა და მხოლოდ გოგონებისთვის აღიქმება ამგვარი საქციელი უარყოფითად) განა ზღვაზე სიშიშვლე რაიმეთი განსხვავდება ოთახში სიშიშვლისგან? გოგო მამაკაცის დასანახად არ უნდა გაშიშვლდეს, ეს შეიძლება ცოდვის დასაწყისი გახდეს, რადგან ცოდვის მექანიზმი ასეთია: გაფიქრება-სიტყვით თქმა-გადაწყვეტა-შესრულება. ეგ კი არადა ადრეულ საუკუნეებში და-ძმას აღარ ანახებდნენ ერთმანეთს შიშველს 4-5 წლის ზემოთ, რა იცი, ეშმაკს არ ძინავს, ადამიანის სქესობრივი ფსიქიკის ჩამოყალიბება უკვე იწყება ამ ასაკში. ახლა კიდევ უარესი, ადრე ჯერ გოგოები და ბიჭები ერთად ბანაობდნენ ოღონდ გოგონას კაბა ეცვა. შემდეგ შემოიღეს საცურაო კოსტუმები, ახლა კი უკვე მთლიანად იხდიან, რომ ყველა ორგანოზე მიიღონ "ზაგარი" და გაურუჯავი თეთრი ადგილები აღარ დარჩეს სხეულზე. მითხარი ახლა შენ აბსოლუტურად შიშველი ქალის ყურება არის თუ არა მისაღები მართლმადიდებლურად? უნდა გავაიგივოთ თუ არა ეს ცოდვა ფაქტიურად ქალთან ბანაობასთან? მგონი დიდი სხვაობა არ უნდა იყოს. წაიკითხე რა წერია სჯულის კანონში ქალების აბანოში შესვლაზე, იქ ბანაობაზე და მსგავს ცოდვებზე . . . აბა, მაშინ პლაჟები არ იყო და პლაჟის შესახებ არაფერი წერია. ასე მეთოდურად იღებს ცოდვები თანამედროვე ფორმას და ისე ინიღბება ეშმაკის მიერ დემოკრატიის საფარველ ქვეშ, რომ მის ჩადენას უადვილებს ადამიანს და უბიძგებს შემდგომი ცოდვისაკენ. გასაგებია, რომ ძირეული მაინც ისაა, რომ არ ვიმრუშოთ, მაგრამ ცეცხლთან თამაშია ყველა საცდური დაუშვა, მისაღებად მიიჩნიო და იძახო, რომ მთავარია არ იმრუშოო. ასეთი დამოკიდებულებით, ზოგი მართლა გადარჩება მრუშებას და ზოგი - ვერა, და ვინც ვერ გადარჩება ამგვარი დაცემული ნორმების მსხვერპლი იქნება. ამიტომ აქაც იგივეს ვიტყოდი, მთავარია გოგონამ არ იმრუშოს, მაგრამ თუ ვინმეს არა აქვს თავის იმედი ანდა უბრალოდ არ უნდა საცდურში ჩავარდეს, ანდა კიდევ სხვა ჩააგდოს ცოდვაში და ზღვაზე არ მიდის იმიტომ, რომ არ გაშიშვლდეს სულაც არაა ფსევდომართლმადიდებელი. მართლმადიდებლობას ზედმეტი ლიბერალურობა არ უყვარს. თანამედროვეობამ გარყვნა ყველაფერი, მაგრამ თუ ვინმეს მოუწოდებენ ან თავად ცდილობს არ იაროს ზღვაზე სიშიშვლის გამოჩენის გამო ის ფსევდომართლმადიდებელი და ფსევდოქრისტიანია? ზოგის აზრით კი, და სწორედ საზოგადოებაში ასეთი აზრის ჯერ გავრცელების, ხოლო შემდეგ დამკვიდრების გამოა, რომ მსოფლიოში სიძვა-მრუშება ნორმად იქცა. ყველაფერი იმდენად გაუბრალოებულია, რომ მრუშებით დაცემული ადამიანები მიდიან მოძღვართან და ეუბნებიან: "მამაო ვიმრუშე" ანდა "მამაო მრუშება შემემთხვა" და ღმერთმა იცის ამ სიტყვების უკან რამდენი სინანულია ანდა თუ არის საერთოდ და ამის მიზეზი არის სწორედ ის დიდი დაცემულობა საცდური, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს. კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ მთავრია არ იმრუშოს ადამიანმა და არა არ გაშიშვლდეს, მაგრამ თუ საფუძველი გამოაცალა გარემომ, მრუშების ცოდვა ჯერ მოგვიახლოვდება, შემდეგ კი დაგვამარცხებს, მერე კი ან გვექნება ამ ცოდვის განცდა და ან არა. ეს ძალიან საშიშია. ამიტომაცაა რომ დროში სულ უფრო და უფრო ირყვნება მსოფლიო, ანდა რა იმედია ოჯახის სიწმინდის შენარჩუნების, როდესაც ამის საძირკელი დანგრეულია და ძალიან არამყარ ნიადაგზე (ვთქვათ ზღვაზე ქალების აბსოლუტური სიშიშვლის ყურება და მათ სიახლოვეს ბანაობაც კი) ვცდილობთ ავაშენოთ სიწმინდის ნაგებობა. არა სტანდარტული ვიქნები და გეტყვი, რომ ეს მთლად შეუძლებელი არაა, შეიძლება ასეთი ცხოვრებით იცხოვრო და არ დაეცე მრუშობით, მაგრამ განა ყოველთვის და ყველა მოახერხებს ამას?! ამიტომ ასეთი გაუწონასწორებელი სიწმინდის შენობა ხშირ შემთხვევაში განადგურდება და მხოლოდ იშვიათად თუ გადარჩება და ამ იშვიათ შემთხვევაზე უნდა იდგეს მართლმადიდებლობა?

შენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდები ამგვარ საკითხებს. ვამართლებ იმ ადამიანებს ვინც ზღვაზე წასვლას ერიდებიან და არ მიმაჩნია "ფსევდომართლმადიდებლობად", არამედ "გამქრალ მართლმადიდებლობად", რომელიც თუ სადმე არსებობს ანდა თუ ვისმეს სურვილი აქვს მისი არსებობის ეს მხოლოდ მისასალმებელია.

მოკლედ მე იმდენი ტაქტი მაქვს, რომ შენ თემაში არ ავურ-დავურიო ყველაფერი, მაგრამ შენს ადგილას, რომ ვიყო რამდენიმე პუნქტის ფსევდომართლმადიდებლობებში შეტანისგან აშკარად შევიკავებდი თავს. ახლა კი ნება შენია.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 16 2007, 03:05 PM
პოსტი #965


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 16 2007, 01:31 PM) *

გიორგი შენში რაც მომწონს, ისაა, რომ შენთვის სულ ერთი არაა მართლმადიდებლობა

კარგ სიტყვებს, კარგი სიტყვებითვე ვუპასუხებ და გეტყვი, რომ შენში რაც მომწონს ისაა, რომ შეგიძლია კავშირი დაამყარო მეცნიერებასა და რელიგიას შორის. მსოფლიოს თანამედროვე მეცნიერების ბოლო სიტყვა ისე კარგად გაიგო, რომ ზუსტად მოუნახო მას თავისი ადგილი ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაში ყოველგვარი ფსევდო გადახრების გარეშე, რომლებიც ან ქრისტეს სჯულს ღალატობენ ან მეცნიერებას.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 16 2007, 03:08 PM
პოსტი #966


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გიორგი
ციტატა
კარგ სიტყვებს, კარგი სიტყვებითვე ვუპასუხებ და გეტყვი, რომ შენში რაც მომწონს ისაა, რომ შეგიძლია კავშირი დაამყარო მეცნიერებასა და რელიგიას შორის. მსოფლიოს თანამედროვე მეცნიერების ბოლო სიტყვა ისე კარგად გაიგო, რომ ზუსტად მოუნახო მას თავისი ადგილი ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაში ყოველგვარი ფსევდო გადახრების გარეშე, რომლებიც ან ქრისტეს სჯულს ღალატობენ ან მეცნიერებას.

100% yes.gif

ზაზა მეცნიერებაში ჩემთვის პირადად, დიდი ავტორიტეტია....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 16 2007, 03:52 PM
პოსტი #967


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(catherina_10 @ Jul 16 2007, 03:48 PM) *

eseigi martlmadideblebis naxevarze meti am codvit kopila shebkrobili, rac dzalian samcuxaroa

რატომ ნახევარზე მეტი და არა 95%?

ცოდვის გავრცელებულობა მეტყველებს არა მის მისაღებობაზე, არამედ საზოგადოების დაცემულობაზე.

სტატისტიკის მიხედვით ზრდასრული ბიჭების 98% არ არის ვაჟიშვილი. ეს მიგვითითებს მხოლოდ ერთ რამეზე:

"ზრდასრული ბიჭების 98% არის სიძვის მომაკვდინებელ ცოდვში"


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 16 2007, 03:55 PM
პოსტი #968


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
"ზრდასრული ბიჭების 98% არის სიძვის მომაკვდინებელ ცოდვში"

სამწუხაროდ დასკვნას ვეთანხმები, ქრისტეანთა ქალაქები სიძვას მიეცა, ამაზე პავლე სამოსს შემოიხევდა...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 16 2007, 03:57 PM
პოსტი #969


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გიორგი
ციტატა
"ზრდასრული ბიჭების 98% არის სიძვის მომაკვდინებელ ცოდვში"



გიო სიძვას და ზღვაზე სიარულს სორის კი უნდა იყოს ცოტა სხვაობა არა? ან თუნდაც სიძვას და შარვლის ჩაცმას შორის. სიძვა სხვა რამეა და ამ მხრივ ქართველ გოგოებს უფრო გაგვიმართლა. შეიძლება ითქვას კარგი ტრადიციებით აღვიზარდეთ, რაც შეეხებათ ბიჭებს, რატომღაც ამ შემთხვევაში არც ცოდვად და არც ღალატად მამაკაცის სიძვა არ აღიქმებოდა, ხოდა რა ვიცი თქვენ ტავს თავად მიხედეთ. ჩვენ კიდევ კარგი მეტად დაცულები ვართ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 16 2007, 03:59 PM
პოსტი #970


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(მხევალი ნინო @ Jul 16 2007, 03:57 PM) *

გიორგი
გიო სიძვას და ზღვაზე სიარულს სორის კი უნდა იყოს ცოტა სხვაობა არა?

ცოტა სხვაობა არა, ძალიან დიდი სხვაობაა. პროცენტები უბრალოდ ფარდობის დასანახად მოვიყვანე.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 16 2007, 04:02 PM
პოსტი #971


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მნათე
ციტატა
ამაზე პავლე სამოსს შემოიხევდა...




პავლე ალბათ მოციქული არა? ნუ რაც ამაღლდი მერე ძალიან ძმაკაცურ ფორმაზე ხარ გადასული laugh.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 16 2007, 04:03 PM
პოსტი #972


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მარიტა

რეალობა სხვაა, რეალობას ხშირად მივყავართ ეშმაკთან კომპრომისზეsmile.gif

არის კი უფლის ადგილი ჩვენს საქციელებში?

თუ არა, ვართ მართლმადიდებლები?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 16 2007, 04:16 PM
პოსტი #973


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(kato_Bato @ Jul 16 2007, 04:03 PM) *

რეალობა სხვაა, რეალობას ხშირად მივყავართ ეშმაკთან კომპრომისზე

ამაზე ობიექტური გამოხმაურება ძალიან გავრცელებული და უკვე ჩვევად ქცეული ცოდვების შესაფასებლად აქ ჯერ არ დაწერილა.

ციტატა(catherina_10 @ Jul 16 2007, 04:03 PM) *

ehhhhhhh ar kopila chveni sashveli aba

ჩვენი საშველი სინანულშია და აბსოლუტური სიწმინდის მიღწევაში.
სინანულის წყარო კი საკუთარი დაცემულობის დანახვაა.
საკუთარი დაცემულობის დანახვას იმის ცოდნა უნდა თუ რა არის ცოდვა და რა არა.
ცოდნა კი იმაში მდგომარეობს რომ შარვლით სიარული, ზღვაზე სიშიშვლე და ა.შ. მცირე ცოდვად მაინც უნდა ჩავთვალოთ, წინააღმრდეგ შემთხვევაში არ გაჩნდება სინანული.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Jul 16 2007, 04:21 PM
პოსტი #974


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



გუშინ ქადაგებისას თქვა მამა თეოდორემ თუარ ებრძოლებით იმ ცოდვას რა აზრი აქ ყოველ აღსარებაში რომ მეუბნებითო კონკრეტულად ახსენა სერიალების ყურება,ქალების უმეტესობა მაგას მეუბნება სულო


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 16 2007, 04:36 PM
პოსტი #975


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(მხევალი ნინო @ Jul 16 2007, 04:21 PM) *

მე მხოლოდ ჩემს თავზე ვლაპარაკობ, ხოლმე, მე გამიჭირდებოდა და აშ... მე ჩემს თავზე ვაგებ პასუხს, სხვამ თვითონ გადაწყვიტოს წავა თუ არა ზღვაზე და ჩაიცმევს თუ არა შარვალს.

საერთოდ, როდესაც მე ვლაპარაკობ, ყოველთვის საუბარი მაქვს ზოგადად ცოდვაზე, მისადმი დამოკიდებულებაზე და არა კონკრეტული პიროვნების განკითხვაზე. სწორედ ამიტომ არ მომეწონა, რომ ფსევდომართლმადიდებლობებში რამდენიმე ცოდვა მოხვდა. ჩემი აზრით იქიდან რამდენიმე პუნქტი ამოსაღებია. განურჩევლად დროისა, ეპოქისა თუ ცოდვის გავრცელებულობის ხარისხისა ცოდვას უნდა ერქვას ცოდვა. სიტყვიერად მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ სინანული გამოიწვიოს.

მე აზრად არ მომსვლია, რომ კონკრეტული გოგოსთვის მეთქვა ახლავე გაიხადე შარვალი და ჩაიცვი კაბაო ანდა არ გაბედო ზღვაზე დასასვენებლად წასვლაო, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ესიც თუ ვეღარ შევძელით ძალიან ცუდია.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 16 2007, 04:52 PM
პოსტი #976


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Jul 16 2007, 04:36 PM) *

ესიც თუ ვეღარ შევძელით ძალიან ცუდია.



ანუ, ზღვაზე წასვლა ცოდვაა თუმცა არა დიდი
შარვლის ჩაცმა ცოდვაა, თუმცა არა დიდი

სწორად გავიგე?


ციტატა( გიორგი @ Jul 16 2007, 04:36 PM) *

სწორედ ამიტომ არ მომეწონა, რომ ფსევდომართლმადიდებლობებში რამდენიმე ცოდვა მოხვდა.



ეგ არაა ცოდვა არანაირად და არ ამოვა სიიდან....
კამათს აზრი არა აქვს...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 16 2007, 04:57 PM
პოსტი #977


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 16 2007, 04:46 PM) *

ანუ, ზღვაზე წასვლა ცოდვაა თუმცა არა დიდი
შარვლის ჩაცმა ცოდვაა, თუმცა არა დიდი
სწორად გავიგე?

დღევანდელი სულიერების ფონზე არა დიდი კი არა საკმაოდ მცირე ცოდვაა, მაგრამ რეალური მნიშვნელობით შეიძლება საკმაოდ დიდიც იყოს. მაგალითად ბასილი დიდის დროს სიძვაზე 7 წლამდე უზიარებლობა იყო, დღეს ეს ციფრი ერთ წლამდე, ზოგი მოძღვრის მიერ კი თვეებამდეა შემცირებული. ცოდვის მნიშვნელობა არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა მიდგომა ადამიანების სულიერი დაცემულობის და ღვთისგან დიდი განდგომილების გამო.

ციტატა(კანუდოსელი @ Jul 16 2007, 04:52 PM) *

ეგ არაა ცოდვა არანაირად და არ ამოვა სიიდან....
კამათს აზრი არა აქვს...

ნუ ამოიყვან სიიდან, ამის იმედი უკვე აღარც მაქვს, უბრალოდ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას და ვეხმაურები კონკრეტულ კითხვებს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 16 2007, 06:36 PM
პოსტი #978


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



აქ არავის აინტერესებს მეორეს ფიზიოლოგია, უფალზე და მის კანონებზე ვილაპარაკოთ.
ვიცით რომ ყველანი ვცოდავთ.
ბიჭოს.

შიშების ბოლო ვერსია.

და დაასრულეთ შარვლებზე ლაპარაკი.

1. შტრიხ კოდების
2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების
3. საიდენტიფიკაციო ნომრების
4. შელოცვების
5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის
6. ტელევიზორის
7. კომპიუტერის
8. ზღვაზე სიარულის, "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით
9. ცეკვის
10. სპორტის
11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის
12. მუსიკის მოსმენის, კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის
13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის
14. ახალი სტილის კალენდრის
15. დენ ბრაუნის კრეტინობის ყურების
16. ჰარი პოტერის კითხვის
17. საერო წიგნების კითხვის
18. ინსტრუმენტზე დაკვრის
19. სუნამოს დასხმის, თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში, განსაკუთრებით გოგონებში
20. თანამედროვე ქართულ ენაზე აღვლენილი წირვა-ლოცვის შიში
21. პამპერსების გამოყენების (ერთ ერთი მოძღვრის, ამბიონიდან ქადაგების თემა)
22. (ნებისმიერი ტიპის) იუმორის, ანეკდოტების თქმის ან მოსმენის
23. გოგონებში შარვლის ჩაცმის (მკვიდრდება აზრი, რომ შარვლის არჩაცმა მართლმადიდებლობაა)


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 16 2007, 06:43 PM
პოსტი #979


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(kato_Bato @ Jul 16 2007, 06:36 PM) *

შიშების ბოლო ვერსია.

გასაგებია . . .

ჩემი აზრით ამ სიიდან ამოსაღებია შემდეგი პუნქტები: 8, 23 (ამის შესახებ უამრავი პოსტი მიწერია)

დასამუშავებელი და შესაცვლელია შემდეგი პუნქტები: 1, 3, 14, 20 (ნელ-ნელა დავწერ ამის შესახებ)


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 16 2007, 06:52 PM
პოსტი #980


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



სამწუხაროდ გაუცნობიერებლობა პიკს აღწევს, არავითარი ეკლესიურ-ლიტურგიკული ცნობიერება ჩვენში არაა...

"მე აპოლოსი ვარ" "მე პავლესი ვარ" "მე ეგნატესი ვარ" და ა.შ ყვავის yes.gif

ქრისტეს პიროვნული მარგალიტი კი, ადამიანის თვალისთვის უხილავად ძევს ეკლესიაში და ეს მისი ბრალი ნამდვილად არ არის yes.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

162 გვერდი V « < 47 48 49 50 51 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd August 2025 - 06:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი