![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#101
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მომიტევეთ და მხოლოდ ერთი სურვილი მრჩება ამ საუბრების მოსმენიდან: ღმერთო შენ დაგვიფარე
![]() პ.ს. გინების აპოლოგეტებო გააგრძელეთ, გულისყურით გისმენთ მალე დეფინიციები გაჩნდება ვატყობ: გინება სხვაა და დაგინება სხვა ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#102
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
რა კანონზე საუბრობ, კაიროს, როცა სალოსებზეა თემა? სალოსები კანონებს რომ არ ემორჩილებიან და ერთი შეხედვით ცოდვას რომ ჰგავს, ისეთ რამეებს რომ აკეთებენ, იმიტომაც არიან სალოსები. აბა ყველაფერი თუ ისე გააკეთა სალოსმა, როგორც საზოგადოებაშია მიღებული, რაღა სალოსი იქნება?
მაინც ვერ ამტკიცებთ, რა განსხვავებაა სიშიშვლისა და გინების ცოდვებში ასეთი, რომ ერთი შეიძლება და მეორე არა? გინება თუ ეხება სხვა ადამიანს, სიშიშვლეც ეხება. იქნება და შიშველი მამაკაცის დანახვაზე ვინმეს ბრძოლები დაწყებოდა? ნუ დამაკონკრეტებინებ ახლა ყველაფერს ![]() მომიტევეთ და მხოლოდ ერთი სურვილი მრჩება ამ საუბრების მოსმენიდან: ღმერთო შენ დაგვიფარე ![]() პ.ს. გინების აპოლოგეტებო გააგრძელეთ, გულისყურით გისმენთ ![]() სიშიშვლის აპოლოგეტებს ასევე გულისყურით გისმენთ :ეგ მწვანე სმაილი: ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
სარდიონ |
![]()
პოსტი
#103
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 ![]() |
გინება ცოდვაა.
ესე ნუ წარმართავთ საუბარს და მთელ აქცენტს გადაიტანთ იმაზე რომ ჩვენ ეს არ გვესმის, ან უბრალოდ ამ ცოდვის გამართლება გვინდა და ვჯიუტობთ ამის აღიარებაში. უბრალოდ თქვენ არასწორად განიხილავთ და სინჯავთ სალოსის ფენომენს , როგორც ესეთს , და გინდათ ის დოგმატურ /კანონიკურ ჭრილში განიხილოთ. რაც შეუძლებელია. -------------------- KILL YOUR TV !
|
მარიამი |
![]()
პოსტი
#104
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
გინება ცოდვაა. ესე ნუ წარმართავთ საუბარს და მთელ აქცენტს გადაიტანთ იმაზე რომ ჩვენ ეს არ გვესმის, ან უბრალოდ ამ ცოდვის გამართლება გვინდა და ვჯიუტობთ ამის აღიარებაში. უბრალოდ თქვენ არასწორად განიხილავთ და სინჯავთ სალოსის ფენომენს , როგორც ესეთს , და გინდათ ის დოგმატურ /კანონიკურ ჭრილში განიხილოთ. რაც შეუძლებელია. მაგას ვამბობ ამდენი ხანი და გინების აპოლოგეტობა დამბრალდა... ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
სარდიონ |
![]()
პოსტი
#105
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 ![]() |
Русское юродство как феномен культуры, его национальное значение.
ამ ნარკვევში განხილულია ბევრი ასპექტი, მათ შორის ბილწსიტყვაობის შესახებ. "Важное место в смеховой культуре занимали словесные смеховые тексты, скоморошины и т.д. Также большое распространение получило ритуальное сквернословие. ....Таким образом, возвращаясь к юродству, становится понятна трактовка А. В. Юдиным юродства как переходной области между святостью и смеховым миром. Действительно, ведь юродивый во многом применяет “бесовский” стиль поведения, но, в отличие, от прямо принадлежащих смеховому миру, он не искренен в этом непотребстве, а только лишь насмехается над этим. Он сознательно доводит себя до самого низкого, что только может быть в этом мире, усмиряя таким образом свою гордыню и, как это ни парадоксально, совершенствуя себя в духовном плане." -------------------- KILL YOUR TV !
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#106
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
KAIROS
ზაზას მაგ ფრაზას რომ ვუპასუხე, საიდან მოიტანეო და თუ გახსოვდა, დალოცვილო, მაშ რაღას გაიკვირვე? მაგაზე ვუპასუხე, რომ სხვისი შეურაცხყოფა კი არა, სიკვდილიც შეიძლება გახდეს ჩვენთვის საცხონებელი... და კიდევ: გინებას მაინცდამაინც ნუ აღვიქვამთ, მხოლოდ ქართულ სინამდვილეში მიღებულ ფორმად (ანუ "შენი დედა..." ![]() ![]() ![]() გავიხსენოთ ლუკას სახარება, სადაც მაცხოვარი ამხელს ფარისევლებს და სჯულის მოძღვრებს (თავი 11, "ვაი თქვენდა, ფარისეველნო, ორგულნო..."). ამის მომსმენი ფარისევლები პასუხობენ: მიუგო ერთმა რჯულის მოძღვარმა და უთხრა მას: მოძღვარო, მაგას რომ ამბობ, ხომ ჩვენც გვაგინებ? (ლკ. 11;46) ანუ გინების ბევრნაირი შემთხვევა გვაქვს და როდესაც სალოსის გინებაზე ვმსჯელობთ, ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, რომელ ფორმაზეა საუბარი (მეეჭვება, თანამოსაუბრისთვის შეეგინებია მამა გაბრიელს) P.S. საგანგებო თხოვნა კაიროსს: უმორჩილესად გთხოვთ, ჩემს მიერ მოყვანილი სახარებისეული ციტატა არ იქნეს გაგებული, როგორც იესოს მოხმობა მაგინებლად (ნუ იყოფინ!) ან კიდევ მინიშნებად მაცხოვრის სალოსობაზე ან მსგავსზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მე-6 სართულიდან გადავხტები ![]() ![]() ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მართა |
![]()
პოსტი
#107
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
აუ რაღაც გამეღიმა,ეს ადამიანები იმიტომაც "ისულელებენ" თავს რომ საზოგადოებას მოაჩვენონ თავი მთლად თუ არა ნახევრად "სულელებად" ჰოდა ჩვენ ახლა რა გგონიათ გავარკვევთ "უბრალო" მოკვდავი ადამიანები სალოსობის არსის სიღრმეს?
მე ვფიქრობ ეს ჩვენ ხელარგვეწიფება.მათ ქმედებებს ჩვენ კი არა დიდი ღვთისმეტყველებიც ვერ ახსნიან ხშირ შემთხვევაში რადგან არაბუნებრივია მათი ცხოვრებაც და ქმედებაც! ფილმი "კუნძული"არის იქ ისეთი მომენტები რაც ქრისტიანს კი არა სასულიერო პირებსაც აკვირვებს ხო? ნუ დაახლოებით ესეა სალოსების ცხოვრებაც რაც ჩვენთვის ბუნდოვანია,უფლისთვის გასაგებია! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
დათიკო |
![]()
პოსტი
#108
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
KAIROS
ციტატა ეგ მეც გამიგონია, ოღონდ ეგეც გაუკეთებია და ისიც... თუმცა ორივე მაინც "გამიგონიას" დონეზეა და ვერ ვიმსჯელებთ მასზე... მოკლედ ფაქტებით ვისაუბროთ... http://www.link.ge/file/36485/mama-gabrieli.mp3.html |
nana_007 |
![]()
პოსტი
#109
|
![]() I need a hero... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 ![]() |
ციტატა ფილმი "კუნძული"არის იქ ისეთი მომენტები რაც ქრისტიანს კი არა სასულიერო პირებსაც აკვირვებს ხო? ნუ დაახლოებით ესეა სალოსების ცხოვრებაც რაც ჩვენთვის ბუნდოვანია,უფლისთვის გასაგებია! მართა, მეც მგონია, რომ სალოსები რატომღაც "ოსტრავის" კაცს უნდა ემსგავსებოდნენ. ის არავის არ აგინებს, არც "მატერიტსა" და არც ცუდ სიტყვებს ხმარობს, რაღაც სხვა ქმედებები აქვს და მგონი ნანახი აქვს ყველას და მიხვდება. ისე, მას რომ ეძახის წინამძღვარი ცუღლუტს, სულელს და "გაროხოვის" არც ეგაა გინება. არა მგონია სალოსები დედას იგინებოდნენ ან ისეთ სიტყვებს ხმარობდნენ, რაც სასქესო ორგანოებთანაა დაკავშირებული ან შედარებული. დანარჩენი კი "უზრდელო" და "მაიმუნოც" შეიძლება გინებაში ჩაითვალოს. რა ვიცი, მე არ წამიკითხავს სალოსებზე არაფერი სპეციალური, მხოლოდ ჩემს აზრს მოგახსენებთ. სიტიტვლემ კი შეიძლება უფრო ცუდი შედეგი გამოიღოს, ვიდრე ცოდვაზე მინიშნება: ერთი მიხვდებიან იქნება და მეორენი პირიქით, დაბრკოლდებიან... -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
neo |
![]()
პოსტი
#110
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
გინება ცოდვაა, კი მაგრამ ,,ნეტარნ არიან, ვისაც ცოდვა ცოდვად არ შეერაცხა"
თავისთავად ცოდვა არაფერი არ არის, ცოდვას მოტივი განსაზღვრავს და არა გარეგნული ფორმა... დაჟე არც შედეგი, არამედ მოტივი... მტავარია კითხვა -რატომ ? ჩადის ადამიანი ამა თუ იმ საქციელს... ეს მომენტი შაბათობით სიკეთის კეტების ფარისევლურ მომენტს გავს... რაც შეეხება სალოსს... სალოსის ცხოვრებაში ჩემი აზრით მთავრი ღვაწლია რასაც სალოსი ეწევა, და ეს ღვაწლი მის მიერ საკუთარი მეს დამცირებაში მდგომარეობს... ადამიანი რომელიც საზოგდოების თვალში ასე იმცირებს თავს, განსაკუთრებით მაშინ როცა მისი სალოსობის შესახებ მხოლოდ ,, უფალმა" უწყის, - ასაბუთებს მისი რწმენის აბსოლიტურობას, მისი ნების მთლიანად ქრისტესათვის უარყოფას, - თავგანწირვას... წარმოიდინეთ რას თმობს ასეთი ადამიანი, - ყველანაირ პატივს... ეს მომენტია ჩემი აზრით სალოსობაში მთავარი... თუ სალოსად იცხოვრე ქრისთესთვის, და შენი ცხოვრების განმავლობაში ვერავინ მიხვდა რომ შენ სალოსობდი საკუთარი ნებით, პრაქტიკულად სამოთხის კარი ღია გაქვს... -------------------- www.cordesign.ge
|
მნათე |
![]()
პოსტი
#111
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა გინება ცოდვაა, კი მაგრამ ,,ნეტარნ არიან, ვისაც ცოდვა ცოდვად არ შეერაცხა" დამისახელეთ გარემოება, როცა გინება ცოდვა არ არის... ემოციური კავშირიც ზედ მიაყოლეთ ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
neo |
![]()
პოსტი
#112
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ციტატა დამისახელეთ გარემოება, როცა გინება ცოდვა არ არის... ემოციური კავშირიც ზედ მიაყოლეთ მაგალითად განრისხებული კაცი მისდევს ქუჩაში ქალს დანით და ეს ესაა ეწევა, მე შორიახლოს ვდგევარ... ერთადერთი გზა ამ კაცი შეჩერებისა არის რომ გულიანად შევაგინო... და მისი მრისხანება იმ ქალიდან ჩემზე გადმოვიტანო... შედეგს არ აქვს მნიშვნელობა, თუ მე ტავში მომივიდა ეს იდეა ამ დროს და ჩემი გინებას მიზეზად უდევს ამ კაცის შეჩერების მოტივი, მაშინ უაზრობაა გინება ცოდვად შეირაცხოს... -------------------- www.cordesign.ge
|
მნათე |
![]()
პოსტი
#113
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა შედეგს არ აქვს მნიშვნელობა, თუ მე ტავში მომივიდა ეს იდეა ამ დროს და ჩემი გინებას მიზეზად უდევს ამ კაცის შეჩერების მოტივი, მაშინ უაზრობაა გინება ცოდვად შეირაცხოს... ამაში გეთანხმები, მაგრამ სალოსობასთან რა შუაშია... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#114
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
ციტატა საოცარია როგორც მივხვდი თავად მამა გაბრიელი საუბრობს. დათიკო თუ კიდე გაქვთ ან იცით ასეთი ჩანაწერები მითხარით. თემას რაც შეეხება ნამდვილი წმინდა სალოსების ქცევა და მათი ქმედება ჩვენი შეზღუდული სულიერების ადამიანის ხედვის ჩარჩოებსა და საზღვრებში არ ჯდება და რომ გვეცხოვრა ასეთი წმინდანის დროს ბევრი მისი საქციელი ჩვენთვის უცნაური და გაუგებარი იქნებოდა და თუ არ გვექნებოდა თავმდაბლობა განკითხვაშიც ჩავვარდებოდით. |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#115
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მნათე
ციტატა დამისახელეთ გარემოება, როცა გინება ცოდვა არ არის... ჯერ გინებაში რას გულისხმობ, ის მითხარი.... ![]() (თუ გაგიჭირდეს, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დაგეხმარება ![]() "დებილი ხარ" <--- არის გინება? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
![]()
პოსტი
#116
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა არის გინება? ნტ... ეგ უკვე კნინობით-ალერსობით ფორმად გადაიქცა ![]() ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
neo |
![]()
პოსტი
#117
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ციტატა ამაში გეთანხმები, მაგრამ სალოსობასთან რა შუაშია... შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ, თუ მოინდომებ კავშირს დაინახავ და აღარ დაგავიწყდება ![]() -------------------- www.cordesign.ge
|
სარდიონ |
![]()
პოსტი
#118
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 ![]() |
![]() Домна Карповна Томская обыкновенно собирала всякое старье (впрочем, она не пренебрегала и новыми вещами, но они у нее скоро делались старыми): совершенно изношенную и никуда уже не годную одежду, брошенные тряпки, старое мочало, веревки, ремни, обувь и пр. И все это у нее шло в дело. Из них она составляла узел, пока не выходила у нее целая цепь узлов. Таких цепей разного размера у нее было много. Из них-то она и строила себе одежду таким образом: одну цепь перекидывала через плечо (рубашки Домна Карповна не носила. Если и видали на ней когда-либо рубашку, так это была не рубашка, а подобное же рубище, которое само собою не могло держаться на плечах), другую через другое; так же убирала она грудь, живот, руки и ноги, или обертывала чем попало; сверх и подле этих узлов накладывала другие, меньшего размера, пока совершенно не закрывала обнаженное тело. Всего более у Домны Карповны узлов было навязано на бедрах, от чего она очень много походила на подчембарившегося крестьянина. Сверх всего этого у ней с боков и спереди между узлами не мало было мешочков и маленьких узелков, в которых она постоянно носила с собою хлеб, квас, молоко, кислую капусту, чай, сахар, ладан, свечи, старые щи и многое множество других вещей, которых и перечислить невозможно… На голове она носила всегда какую-нибудь повязку, чаще белую, украшенную крестом, ленточками и шнурочками. Сверх такого оригинального костюма Домна Карповна надевала иногда и платье, которое она непременно, бывало, выпросит к празднику у кого-нибудь из своих любимиц. Но и платье она носила тоже по-своему: потом запрячет в узлах, соберет платье борами, наделает дырочек и во многих местах перевяжет чем попало: ленточками, веревочками, мочалами. В платье она проходит, бывало день, много два, смотришь, – оно уже изодранно на ленточки, которые Домна Карповна употребляла на перевязку узлов и другие потребности. Случалось, впрочем очень редко, Домна Карповна носила и шляпки, конечно отжившие свой век, но непременно переделав их по-своему; а иногда она умудрялась их надевать по две и по три зараз: на голову наденет шляпку на шляпку, третью – куда-нибудь на плечо; или так: одну наденет на голову, другую на плечо, а третью пришпилит назад, ниже поясницы… В знакомых домах, а то где-нибудь во дворе, раздевалась она до нага, – перебирала, перевязывала свои узелки, а потом одевалась по-прежнему. “Ужас, бывало, возьмет, – говорила мне одна женщина, у которой Домна Карповна переодевалась всего чаще, – когда посмотришь на кучу этих узлов… Как это только доставало у Домны Карповны сил носить такую тяжесть!” Представьте себе, как это тяжело было Домне Карповне носить такую одежду летом в жару и дождь, и как она была легка для зимы! Какой был простор между узлами по телу Домны Карповны гулять нашим сибирским морозам”. Мешочки и узелки Домны Карповны были как раз те, в которых блаженные носили все те предметы, которыми делали предсказания окружающим. Но иногда весь этот мусор и обрывки использовались ими самими. Зачем? – этот вопрос пока не исследован. Своеобразно пользовалась этими узелками та же Домна Карповна: “Костюм этот, всегда одинаковый по своей форме, она поминутно изменяла в частностях. Домна Карповна не давала покоя своим рукам, а почти постоянно, даже во время молитвы, занималась своими узлами (преосвященный Владимир утверждает, что узелки эти служили Домне Карповне во время молитвы вместо четок): из большого сделает маленький, из маленького – большой; один привяжет сверху вниз, другой снизу вверх” . ![]() -------------------- KILL YOUR TV !
|
სარდიონ |
![]()
პოსტი
#119
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 ![]() |
![]() Святая блаженная Домна Томская День памяти 29 декабря нового стиля Христос в Евангелии говорит: "Царство Небесное подобно жемчужине, найдя которую, человек оставляет всё, чтобы приобрести её". В порыве горячей любви к Своему Спасителю и Господу многие люди оставляют мир, славу и богатство, чтобы всегда неразлучно пребывать с Богом. Ради Господа и спасения души они терпят многие невзгоды и лишения, зная, что единственное их сокровище - благодать Святого Духа. Нередко Господь наделяет таких Своих избранников чудесными дарами - исцеления прозорливости, утешения. Чтобы избегать человеческой славы, они принимали на себя внутренний вид безумия, посрамляя суетную гордыню этого мятежного мира. Такой христианский подвиг именуется Христа ради юродством. Многие прошли этим путем и среди них - блаженная Домна Томская. Она родилась в начале XIX века в знатной семье. Рано осиротев, Домна жила и воспитывалась в доме своей тетки. Она получила прекрасное образование и свободно говорила на нескольких языках. В молодости Домна была красивой девушкой и потому к ней многие сватались, надеясь взять её в жёны. Но праведница желала ради Господа сохранить своё девство. Узнав, что родственники хотят насильно отдать её замуж, она тайно оставила дом, переоделась в простые одежды и странницей отправилась по святым местам. Документа, подтверждающего её личность, у неё не было, поэтому её арестовали и сослали в Сибирь, где, поселившись в городе Томске, она и восприняла на себя подвиг юродства. Постоянного жилища Домна Карповна не имела, часто проводила дни и ночи под открытым небом. Одежда её состояла из разной величины узлов, навешанных почти на голое тело. Домна часто перебирала их вместо четок, таким образом скрывая от людских взоров свою непрестанную молитву. Когда сердобольные люди в трескучие морозы дарили ей шубу, она с благодарностью принимала, но через несколько часов отдавала её другому бедняку, продолжая страдать от мороза. Такова была её любовь к ближним. Зная о тяжелом пребывании заключенных в Томском полицейском участке, Домна начинала расхаживать возле них и петь духовные песни, за что сама задерживалась. Узнав об этом, томские купцы и купчихи, почитавшие Домну, грудами несли ей пироги, блины, чай и сахар. Все это она раздавала бедствующим арестантам. Помня слова Священного Писания: "Блажен, кто и скотов милует",- святая проявляла заботу и о бездомных животных, а также цепных собаках. Она часто кормила их, а привязанных собак, о которых хозяева не заботились, отпускала на волю. Животные также любили праведницу и ночью во множестве окружали её. Но и среди бессловесных Домна Карповна не забывала о Боге, и Томичи часто слышали во мраке ночи, среди собачьего её молитвенные возгласы: "Пресвятая Богородице, спаси нас!" Горячо и усердно молилась блаженная и в храме, но только когда там почти не было народа. "Заглянула я однажды в придел храма,- смотрю, Домна Карповна, стоя на коленях, молится - ах, как молится! А слёзы-то, слёзы! Так и текут в два ручья из её глаз". Но как только она замечала свидетелей своей молитвы, опять начинала юродствовать: переходила с места на место, разговаривала, гасила свечи. Так среди подвигов юродства святая Домна хранила своё девство, несла добровольную нищету, умерщвляла греховные страсти, терпела зной и холод. К концу своей жизни она получила от Господа дар прозорливости, которым служила духовной пользе ближних. Свою душу Господу она предала 16 декабря (29 декабря нового стиля) 1872 года и погребена в Иоанно-Предтеченском женском монастыре г. Томска. Недалеко от её захоронения, преданного разорению в послереволюционные годы, в наши дни воздвигнута часовня её имени. -------------------- KILL YOUR TV !
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#120
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
რა ვთქვა მეგობრებო? ძალიან არის დაღდასმული ეს თემა მამა გაბრიელის ფიგურით, დარწმუნებული ვარ, ასეთ მართლაცდა საოცრებას არ იტყოდით, რომ "გინება თავისთავად ცოდვა არ არის", და რომ "სიშიშვლე" და "გინება" ერთ დონეზე განიხილოთ, თან ერთი ერთგზისი და მეორე მრავალგზისი... ერთი არსში არაცოდვა, მეორე კი არსშივე ცოდვა... რა ვქნათ ახლა, ასეა ღვთისმეტყველება, ასეა და ვერცერთი საპატიო ავტორიტეტის გამო, მას ვერ შევცვლით და ვერ გადავთქვამთ...
საერთოდ გონების, კანონების და ეკლესიის გამოცდილების გაძევება აზროვნებიდან, არაა დამახასიათებელი ეკლესიისათვის, ასე რომ ჩემო სარდიონ: ციტატა სალოსის ფენომენს , როგორც ესეთს , და გინდათ ის დოგმატურ /კანონიკურ ჭრილში განიხილოთ. დოგმატურის რა მოგახსენო და კანონიკური და სხვა საზღვრები ეკლესიაში ყოველთვისაა, ყოველთვის აქვს ეკლესიას დეფინირებული რაა ცოდვა და რაა მადლი... ეს დეფინირება, კი როგორც ეკლესიაში არის ცნობილი არის საყოველთაო, ეკლესიაში არ არსებობს "ლოჟები", არ არსებობს სტადიები, სადაც ერთი ცოდვა ერთს არ ეპატიება და მეორეს კი... ანუ ნებისმიერი მოვლენა, რაც ეკლესიის მოვლენაა, გინდაც ყველაზე უცნაური "სალოსობა" აუცილებლად ჯდება ეკლესიის აზროვნების სისტემაში, ანუ ის შეიძლება გამოვიდეს საზოგადოებრივი ქცევების ნორმებიდან, მაგრამ არასოდეს არ გამოვა ეკლესიის კანონებიდან, რადგან სწორედ ეკლესიის შვილია... არ შეიძლება ასე ხალხო... ცალმხრივად არის გინება ცოდვა, გამონაკლისების გარეშე, მეტნაკლებად შეიძლება გაუგო ხოლმე მაგინებელს, როგორც სისუსტე, როგორც უნებლიე, მაგრამ მაინც ცოდვა, ესაა ახლა ღვთისმეტყველება და მე მეტს ვერაფერს ვიტყვი... აგერ კანონისტიც კი დაეჭვდა, როგორ შეიძლება გინება გამართლდესო, და გინების ძველქართული ტერმინოლოგიის კვლევით დაიწყო, მერე სხვადასხვა ენობრივ ვარიაციებს გადაწვდა და ბოლოში პირდაპირ შეიტანა ეჭვი გინების გამოთქმისა მგინებელის მიერ... ციტატა როდესაც სალოსის გინებაზე ვმსჯელობთ, ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, რომელ ფორმაზეა საუბარი (მეეჭვება, თანამოსაუბრისთვის შეეგინებია მამა გაბრიელს) მესმის კანონისტის, მან იცის, რომ როგორც არ შეიძლება ვინმემ, ვიმეორებ ნებისმიერმა ეკლესიაში, იმრუშოს და ეპატიოს, ანუ კი არ ეპატიოს, არამედ არაცოდვად ჩაეთვალოს, ასევე არ შეიძლება ცალსახად ცოდვის კატეგორიაში მყოფ ბილწსიტყვაობისათვის, რაღაც მისტიკის საბურველით შემოსვა... სამწუხაროდ დავით იქ არც იმ "გინებაზე" იყო საუბარი, რაც სახარებაში, რაც საერთოდ სხვა რამეა, და მაგას შენ თვითონაც შეამოწმებ, თუ სხვა თარგმანებს ნახავ; იქ არც ყველაზე "სოფტ" იტალიურ გინებაზე იყო საუბარი, არამედ კარგა სართულებიან მაგარ გულღვიძლიან ჩახუტებულ გინებაზე და დაწერე კიდეც მისი ადრესატები... მონაზვნებიც კი! თითქოსდა თავმდაბლობისათვისო... რა ვქნა, ახლა არაა ეს ქრისტიანული აზროვნება, არ შეიძლება ყველა საქციელი ვინმე კარგი ადამიანისა გაამართლო, მხოლოდ იმიტომ რომ ის ადამიანია კარგი, და ამიტომ თავად ცოდვაც კი არაცოდვად მონათლოთ! ხო, დავით საგანანგებო მინიშნებები არ მჭირდება, სადაც შეგეშალა იქ დაგიწერე, სადაც არ გეშლება იქ არ ვწერ ![]() ციტატა გინება ცოდვაა, კი მაგრამ ,,ნეტარნ არიან, ვისაც ცოდვა ცოდვად არ შეერაცხა" თავისთავად ცოდვა არაფერი არ არი აი ესაა კულმინაცია ამ თემისა, სამწუხაროდ მარიამ, შენი მსჯელობის დასასრული აქაა, მეათე ნეტარებამდე ![]() რომ თურმე თავისთავად ცოდვა არ არსებობს ![]() ![]() სამწუხაროდ ვუერთდები კანუდოსელის აზრს და განწყობილებას : ციტატა მომიტევეთ და მხოლოდ ერთი სურვილი მრჩება ამ საუბრების მოსმენიდან: ღმერთო შენ დაგვიფარე ... ... მალე დეფინიციები გაჩნდება ვატყობ: გინება სხვაა და დაგინება სხვა მოკლედ, რა გითხრათ, რით გაგახაროთ... ღვთისმეტყველურად ასეა, დარწმუნებული ვარ არ დამიჯერებთ, რადგან ძალიან მცირეა კაიროსი, მამა გაბრიელის ჩრდილსაც რომ შეედაროს, მაგრამ სწორედ აქაა შეცდომა, კაიროსზე და მამა გაბრიელზე კი არ უნდა იფიქროთ, არამედ ღვთისმეტყველებაზე, რომელიც ყველასათვის ერთია და თანაბარი! იხარეთ; კაიროსი! პ.ს. ალბათ თემას დავტოვებ, იმიტომ რომ ეჭვი მეპარება რაიმე შეთანხმებას მივაღწიოთ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი