IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები
KAIROS
პოსტი May 15 2008, 02:57 AM
პოსტი #181


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ძირითადში გეთანხმები, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვუშვებ გამონაკლისის არსებობას, რომელიც სალოსობის შემთხვევაში გასაკვირი არაა. და პირდაპირ მტკიცდება ფაქტებით, ყოველგვარი ღვთისმეტყველების გარეშე

ვერაა სწორი მიდგომა, ღვთისმეტყველების ასე გვერდზე მოსროლა, როცა პასუხები არაა ღვთისმეტყველურ არგუმენტებზე... ერთადერთი არგუმენტი რასაც შენ წერ მარიამ არის "მამა გაბრიელი", და მაიძულებ დავწერო ან ის რომ "გინება მისაღებია ხანდახან" ან ის რომ "მამა გაბრიელი ხშირად ცდებოდა", თუ პირველს დავწერ, მაშინ ქრისტიანობის უძირითადეს დებულებებზე უნდა ვთქვა უარი, რომელიც ამტკიცებს რომ ცოდვა ყოველთვის ცოდვაა გამონაკლისის გარეშე, და მეორე რომ ვთქვა, სარდიონმა უკვე მიმითითა კარებზე, და ინკვიზიციის ცეცხლი ისევ აგიზგიზდება...
ასე რომ ქრისტიანობის სწავლებას დავწერ ისევდაისევ, მამა გაბრიელი კი რას აკეთებდა და როგორ ეთვლებოდა წმიდა სინოდს ვუტოვებ სამსჯელოდ,
სრულიად შეუძლებელია მარიამ ცოდვის მეთოდიკაში მიღება, რას ქვია ახლა არის?
ციტატა
შეიძლება სხვა არ იყენებდა, მაგრამ აგერ მამა გაბრიელმა გამოიყენა
საზღვრებში განვითარება შეიძლება, მაგრამ არა ზნეობის საზღვრებს იქით, ქრისტიანული ასკეტიკა აგერ უკვე 1600 წელს ითვლის და გინება კიდევ უფრო ძველია,
აგერაა ლინკი სადაც არის სალოსთა ყველაზე ცნობილი ნაწილის ცხოვრება მოთხრობილი
http://www.orthodoxy.ge/search.php?lang=ON...%83%A1%E1%83%98
მიპოვეთ რაიმე მსგავსი მაგალითი და გავჩუმდები, თუ არადა წაიკითხეთ ისინი და გამოჩნდება რაა სალოსობა, და რა არ შეიძლება, თორემ გინება მათთაც კარგად შეეძლოთ...
და რას ფიქრობ, აქამდის რატომ არ მოუვიდათ აზრად ეს მეთოდი? იმიტომ რომ არ შეიძლება, იმიტომ რომ ცოდვაა, იმიტომ გინებით კურთხევას ვერ დაიმკვიდრებ, იმიტომ რომ ბილწების თესვით სიწმიდე არ მოიმკება...
მოკლედ ვერ ვთანხმდებით ამაში, და ვფიქრობ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაც იქნება მომავალში როცა კანონიზაციაზე მიდგება საქმე, იმიტომ რომ ეკლესია აზროვნებს 1) საეკლესიო ღვთისმეტყველური აზროვნებით 2) საეკლესიო გამოცდილებით 3) და დადასტურებული ფაქტებით, რომელიმეს ნაკლებობა საკითხს აჩერებს...
ახლა ვინმე თუ ჩათვლის რომ მე რაიმე პრობლემა მაქვს სალოსობასთან ( სარდიონის შეცდომა), ან მამა გაბრიელთან ( შენი შეცდომა, იმედია უკვე გამოსწორებული) მაშინ ვურჩევ თავიდან გადაიკითხოს ყველა ჩემი პოსტი,
სადაც ვამბობ რომ გინება ცოდვაა, ცოდვით კი უცოდველობა არ იქადაგება..
კარგი ვფიქრობ მივადექით საზღვარს... მოვრჩეთ...
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 15 2008, 03:11 AM
პოსტი #182


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მოკლედ გავჩერდეთ აქ, მართლა პრობლემაა, მესმის რასაც წერ მარიამ, მაგრამ მეც უნდა გამიგოთ, არ ჯდება არაფერში ეგ ყველაფერი, და მართლა
რომ არ გადავიდეთ მხევალი ნინოსი არ იყოს კანონიზაციის საკითხში წმ. სინოდის მაგივრად ფიქრზე, მოვრჩეთ აქ, უბრალოდ ისევ ვიმეორებ, რომ
ერთმანეთს ვცეთ პატივი...
აბა იხარეთ ქრისტეში:
კაიროსი!
პ.ს.
რას გულისხმობთ "სიმარტივეში" იქნებ დაწეროთ,თორემ ხომ ხედავთ ვერ ვთანხმდებით smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი May 15 2008, 05:07 AM
პოსტი #183


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



პ.ს. რაც შეეხება მოკამათე მხარეებს smile.gif თემას რეგულარულად ვადევნებ თვალს და მიუხედავად იმისა რომ ვთვლი ძალზედ საინტერესოდ კამათობთ, მაინც მგონია რომ ბოლო გვერდები დაახლოვებით ერთი და იგივე რაღაცას ამტკიცებს ორივე მხარე და არც ერთი პოზიციებს არ თმობს იმიტომ რომ რაღაც მომენტში თავის მხრივ ორივე მართალია... კამათი საინტერესოა ოღონდ კორექტულად, აუცილებელი არაა ერთმანეთს ყველაფერში ვეთანხმებოდეთ, თუმცა ერთმანეთის მოსაზრებებს ელემენტარული პატივი ვცეთ...

პ.ს. მოდერატორს ბოდიში ოFF ისთვის smile.gif


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 15 2008, 09:26 AM
პოსტი #184


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



KAIROS
წარმოიდგინე ასეთი სიტუაცია: ჯერ სალოსობა არ ყოფილა და ვიღაც არის პირველი სალოსი (ცხადია, ღმერთისგან აქვს მითითება). საიდან უნდა აეღო მას მეთოდები, რა მეთოდით ესალოსა? წარსულიდან? ასეთი არ არსებობს. თუნდაც, იგივე სვეიმეონ სალოსი რომ ქალებთან გაშიშვლდა, არ იცოდა, რომ ეს ცოდვა იყო? იცოდა. ჰქონდა ამის მაგალითი სხვა სალოსების ცხოვრებიდან? არ ჰქონდა. პირველმა მან გააკეთა ეს (ცოდვა (!)). ასევეა მამა გაბრიელის შემთხვევაშიც. ისიც აკეთებდა იმას, რაც ცოდვას ჰგავდა, მაგრამ (მემილიონედ ვამბობ), მას ეს ცოდვად კი არა, სალოსობის გამოვლინებად ეთვლებოდა და ამას გავიმეორებ მილიარდჯერ, სანამ ეს თემა არსებობს. იმიტომ რომ, თვალწინ მაქვს აუმრავი ფაქტი.
შენს ლოგიკაში დიდი ხარვეზებია და ფაქტებს ეწინააღმდეგება. ვერც ერთხელ ვერ მივიღე შენგან პასუხი კონკრეტულ კითხვებზე. ამიტომ მეასეჯერ გავიმეორებ კითხვებს:
1. მამა გაბრიელმა არ იცოდა, რომ გინება ცოდვა იყო?
2. ის შეპყრობილი იყო ბილწსიტყვაობის ვნებით ისე, რომ არ შეეძლო არ შეეგინა?
3. შეიძლება მადლმოსილი და სასწაულთმოქმედი მამა პარალელურად სცოდავდეს გამუდმებით?
თუ შეიძლება, მიპასუხე ამ კონკრეტულ კითხვებზე.
და კიდევ ერთი: ფიქრობ თუ არა, რომ სალოსობა მოღვაწეობის განსაკუთრებული სახეა, რომელიც მთლიანად საეკლესიო ცხოვრებიდან გამონაკლისს წარმოადგენს და არ ჯდება ჩვენს ადამიანურ ლოგიკაში?

პ.ს. შენ რომ ლინკი მიუთითე, იქ არ შედის, იმიტომ რომ ე.წ. ჰოთ-ლინკები აკრძალულია მაგ საიტზე. მაგრამ დაახლოებით ვხვდები რა ლინკიც იქნება - ალბათ, სიტყვა "სალოსით" არის ძებნა მიცემული. მაგრამ ეგ ვერ გამოგვადგება, იმიტომ რომ მაგ საიტზე ძირითადად არის წმინდანთა ცხოვრების მოკლე ვერსიები - დაიბადა, იღვაწა, გარდაიცვალა სტილში. კონკრეტული დეტალები წმინდანთა ცხოვრებიდან სადმე სხვაგან უნდა ვნახოთ, უფრო რუსულ საიტებზე.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 15 2008, 09:47 AM
პოსტი #185


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



სარდიონ
ციტატა
კაიროსს და კანუდოსელს სალოსები გულზე არ ეხატებათ.
(ველი ხანგრძლივ და მოსაწყენ პასუხს კაიროსისგან.)

ჩემო კარგო, ასეთი დასკვნებისგან მოდი თავი შევიკავოთ ხომ. უპირველესად იმიტომ, რომ ეს დაუსაბუთებელი ცილისწამებაა და მეორეც ხელს უწყობს რაღაც მომენტში კომფლიქტის გაღვივებას. არ ვიქნები მკაცრი ამ შემთხვევაში და გაფრთხილებას არ მოგცემ, შემოვიფარგლები მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით.

ციტატა
რჩევა: კაიროს - დასტოვე თემა. (მიუხედავად იმისა რომ ვიცი "ეს ჩემი საქმე არაა" )

ხო შენ რომ არ დატოვო ეს ფორუმი, გირჩევ სხვისი დატოვების მოწოდებებს შეეშვი, მითუმეტეს მაშინ როცა ამის არანაირი უფლება არ გაქვს.

ციტატა
კამათში იმარჯვებს ის , ვინც უფრო მეტს დაწერს თავისი შეხედულების დასამტკიცებლად და ჩაახშობს მოწინააღმდეგეს მრავალ და ხანგრძლივსიტყვაობით და აქა იქ მოგლეჯილი არგუმენტებით.


აი ამაში კი ნაწილობრივ გეთანხმები.

თუმცა საწყენია, როცა კონკრეტული არგუმენტების მოყვანის მაგივრად ერთამანეთის ნერვებზე მიდის თამაში, ეს ყოვლად დაუშვებელია და ყველას გირჩევთ ამისგან თავი შეიკავოს.

რამდენიმე გვერდია უკვე ერთი და იმავე საკითხზე მიდის გაუთავებელი მსჯელობა და კამათი, რასაც არანაირი შეთანხმებისმიერი იერი არ ახლავს, პირიქით უფრო და უფრო ვშორდებით ამ შეთანხმებისკენ სწრაფვას.

მოგიწოდეთ ყველას მშვიდათ და ერთამენეთის ნერვებზე თამაშის გარეშე ვისაუბროთ და იქნებ შევეშვათ ისეთ საკითხებზე მსჯელობას, რაშიც აშკარაა რომ ვერ თანხმდებით, რაშიც ჩემის აზრით ადვილად უნდა შეთანხმებულიყავით. თუმცა სამწუხაროა რომ ამას ვერ ახერხებთ, ხოდა თუ შეთანხმებას ვერ ახერხებთ აჯობებს რომ ამ საკითხებზე საუბარს მოეშვათ.

უბრალოთ გთხოვთ. smile.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი May 15 2008, 11:13 AM
პოსტი #186


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428




smile.gif


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 15 2008, 11:16 AM
პოსტი #187


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



სარდიონ
არ მინდოდა გაფრთხილების მოცემა, მაგრამ სამწუხაროდ მაიძულე. ასეთი სიტყვების გამეორების შემთხვევაში ბანს მიიღებ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი May 15 2008, 11:26 AM
პოსტი #188


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



მე მაპატიეთ მაგრამ აქ ძალიან ბევრ "რჩეული ნიშნის " ადამიანს აძლევთ უფლებას იკეკლუცოს თავისი " სიგიჟეებით " და თავშეკავებული უკმაყოფილების გამოხატვის მცდელობებს კი.....
არ ვიცი არ ვიცი .. ცოტა უფრო მსუბუქად .....


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 15 2008, 11:27 AM
პოსტი #189


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS
ციტატა
აგერაა ლინკი სადაც არის სალოსთა ყველაზე ცნობილი ნაწილის ცხოვრება მოთხრობილი
http://www.orthodoxy.ge/search.php?lang=ON...%83%A1%E1%83%98
მიპოვეთ რაიმე მსგავსი მაგალითი და გავჩუმდები, თუ არადა წაიკითხეთ ისინი და გამოჩნდება რაა სალოსობა, და რა არ შეიძლება, თორემ გინება მათთაც კარგად შეეძლოთ...



კაიროს, გინებას ვერავის მოვუწონებ და ვერც გავამართლებ. მე სულ სხვა რამეს ვამბობ. ჩემთვის სალოსების ახსნა და მიღება არის რთული. თუ გინება მიუღებელია და მართლაც ასეა, არც სიშიშვლეა მისაღები და ესეც ასეა. ბუნებითია სიშიშვლეო ამბობ, მე მგონი ცოდვით დაცემის შემდეგ ადამი და ევა შეიმოსენ, ასე არაა? მე მგონი შისველი ადამიანის ყურება, მიუხედავად იმისა ბილწავს თუ არა ის ამ დროს პირით, სხვა ადამინში იწვევს ბილწი აზრების მომატებას, ასე რომ გინდა სიშიშვლით ჩაგიგდია ვინმე ცოდვაში და გინდა გინებით დაგიბრკოლებია სხვა ადამიანი და დაგიბილწებია ბაგე. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, სალოსი, სხვა ყველა ადამიანის თვალსი სულელად უნდა წარმოჩინდეს. შეიძლ;ება გაბრიელი იგინებოდა, მაგრამ ქწუჩაში არ შეგხვედია გიჟი, ნამდვილი გიჟი, რომელიც ხმამაღლა მღერის ან იგინეა? ეს მხოლოდ ღიმილს ან გულგრილობას იწვევს, მხოლოდ ერთი აზრი მოდის ტავში:_ ის გიჟია, ანუ ტავდ მისი სიტყვეი აღარ გაღიზიანებს, ის ხომ გიჟია.

რთულია სხვისი ცხოვრების და საქცეილის შეფასება, ყველაფერი მართლაც ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, ტრადიციიდან, იმ დროს მოქმედი კანონებიდან გამოდმინარეობს. ეხლა, ჩვენს დროს გინება აქტუალურიაsmile.gif) ჩვენ არ ვიცით პირველ საუკუნეებში იგინებოდნენ თუ არაsmile.gif) ანუ, ტავად უცანურობის, სიგიჟის გამოხატულება ამ დროს გინებაც შეიძლება იყოს და სიშიშვლეც. რა ვიცი აბა, რა გითხრა.

ჩემზე და ჩვენზე უკეთესად უფალმა იცის, რაც მტავარია სიცოცხლეშივე ბერ გაბრიელსგარყვნილ ბერად არ მიიჩნევნე, მე მგონი პირიქითაც იყო ხო? ასეა, როგორც წესი სალოსები გიჟები არიან დფა ამავე დროს მათთან მიდის ხალხი დარიგების მისაღებად. ანუ ვნც გიჟია ის ბოლომდე გიჟია. მასთან ჭკუის საკითხავად არავინ მიდის. სიცოცხლეშივე იყო გამორცეული გაბრიელი, მწ მგონი ამას ვერ ვუარყოფთ. ვიცი რომ აქ პერსონიზაციამდე არ მიდის სააკიტხი, მაგრამ მე მხოლოდ ფაქტს ვამბობ, იგინებოდა, მაგრამ ამავე დროს სხვა საასულიერო პირებისთვის მაგალითი იყო.



სარდიონ


სარდიონ, შე კაცო რა დაგემართა?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 15 2008, 11:34 AM
პოსტი #190


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
რთულია სხვისი ცხოვრების და საქცეილის შეფასება, ყველაფერი მართლაც ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, ტრადიციიდან, იმ დროს მოქმედი კანონებიდან გამოდმინარეობს. ეხლა, ჩვენს დროს გინება აქტუალურია smile.gif) ჩვენ არ ვიცით პირველ საუკუნეებში იგინებოდნენ თუ არა smile.gif

ამის დაწერა მეც მინდოდა და მიმავიწყდა მერე...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 15 2008, 11:42 AM
პოსტი #191


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
მარიამი
ციტატა
ჩვენ არ ვიცით პირველ საუკუნეებში იგინებოდნენ თუ არა

და კიდევ:

გინება არ არის მაინცდამაინც ახლობელ დედაკაცებზე სქესობრივი კავშირის დამყარების მუქარა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif (ნუ ახსნაა იტირებ e025.gif), იმავე სახარებაში როდესაც უფალი ცუდად მოიხსენიებს ფარისევლებს, მწიგნობრები ჩაერთვებიან და ეუბნებიან, რომ "მაგას რომ ამბობ, ჩვენც გვაგინებო". ანუ გინება უფრო ფართო ცნებაა და არც არის გასაკვირი, რომ იგივე ძველ სალოსებშიც რაღაც ფორმით ყოფილიყო

"იქედნეთა ნაშობნო" - ასე მიმართავდა წმ. იოანე ნათლისმცემელი მწიგნობრებს და როგორც ლუკას სახარებაშია, "მასთან მისულ ხალხს". რა ეს გინება არ არის? გინდა "იქედნეს შვილი" გიწოდებია ადამიანისათვის და გინდა "მეძავის შვილი" (უფრო მძიმე ფორმებით biggrin.gif)

რთულია რთული.......... dntknw.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 15 2008, 11:48 AM
პოსტი #192


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
იქედნეთა ნაშობნო" - ასე მიმართავდა წმ. იოანე ნათლისმცემელი მწიგნობრებს და როგორც ლუკას სახარებაშია, "მასთან მისულ ხალხს". რა ეს გინება არ არის? გინდა "იქედნეს შვილი" გიწოდებია ადამიანისათვის და გინდა "მეძავის შვილი" (უფრო მძიმე ფორმებით )



დავიხრჩვი სიცილით.

კაცო, ეხლა არ გინდა თავგზის აბნევა, ბერი გაბრიელი ზუსტადაც რომ გიინებოდა და ზუსტად საგინებელი სიტყვებით :მეძავისშვილებოო: რთული ვარიანტით ოღონდ, მაგრამ აქ მტავრი მე მგონი ის არის რომ ამ დროს ეს ადამიანი გიჟად წარმოჩინდებოდა და როგორ გიჟს ეპატიებოდა, აბა ნორმაული გონების ადამიანო რომ მოვა, კაცი, ტან რომ შეგაგინებს, ამ საქციელს იოანე ნათლისმცემლის სიტყვებით ვერ გაამართლებ, ესე არ არის.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 15 2008, 11:53 AM
პოსტი #193


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
ციტატა
ზუსტადაც რომ იგინებოდა

ბერი გაბრიელი იგინებოდა იმ ფორმებით, რაც იმ პერიოდის მის ერში (ანუ XX საუკუნის II ნახევრის ქართველებში) იყო მიღებული

ახლა მე გეკითხებით, რა იცით რა სიმძიმის გინება და შეურაცხყოფა იყო I საუკუნის იუდეველებში "იქედნეს ნაშობო" მიმართვა?

ან, იქნებ სულაც არ იყო და ჩვენ გვეჩვენება ასეთად? ამას ვკითხულობ....

P.S. იქედნე ხომ იცით რა არის?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 15 2008, 11:58 AM
პოსტი #194


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
P.S. იქედნე ხომ იცით რა არის?



ნწუ, მაგრამ ეხლა იცი სადამდე მივდივართ, რომ იოანე ნათლისმცემელი იგინებოდა.... აი, ამას ჰქვია გავუბერეთ, რომ გინება ცოდვა არ არის თუ იგინები იმისთვის რომ სეაგონო. ხოდა რა გინდა ცვენი ტანამედროვე ახალგაზრდობისგან ,,იქედნეს,, laugh.gif დედაჩემი მე თუ ასე გავეკეთეო თუ იტყვიან


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი May 15 2008, 12:05 PM
პოსტი #195


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



კანონისტი
ციტატა
ბერი გაბრიელი იგინებოდა იმ ფორმებით, რაც იმ პერიოდის მის ერში (ანუ XX საუკუნის II ნახევრის ქართველებში) იყო მიღებული


მე მგონი გაბრიელის გინებას ქრისტესთვის სალოსობასთან არანაირი საერთო არ აქვს....ეს ცოტა მძიმე შემთხვევაა ..უბრალოდ სახალხოდ ყველა ერიდება ამაზე საუბარს a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 15 2008, 12:09 PM
პოსტი #196


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(sergi_glaxa @ May 15 2008, 12:05 PM) *

კანონისტი
მე მგონი გაბრიელის გინებას ქრისტესთვის სალოსობასთან არანაირი საერთო არ აქვს....ეს ცოტა მძიმე შემთხვევაა ..უბრალოდ სახალხოდ ყველა ერიდება ამაზე საუბარს a075.gif

ეს თემა წაიკითხე და მერე იმსჯელე: http://church.ge/index.php?showtopic=4310&st=0

პ.ს. შენ იცნობდი მამა გაბრიელს?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი May 15 2008, 12:11 PM
პოსტი #197


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



აქ კაიროსმა სალოსების ცხოვრების ლინქი დადო.
ჩვენც გავცნობივართ მათ ცხოვრებას და ვიცით რომ პირდაპირ არსად სწერია რომ ესა და ეს სალოსი გამოვიდა და ამა და ამის დედა ყველა ბრუნვაში მოიხსენაო.
განა გასაგები არაა რომ ჰაგიოგრაფები ძალზე კრძალული ბერები იყვნენ და ამას თუნდაც იმიტომ არ დაწერდნენ რომ "სალოსობის" მიმბაძველობით შეპყრობილ ადამიანებს, ცოდვა არ ჩაედინათ.
და ადრეც ავღნიშნე, რომ სალოსობის ფენომენი გადამდები იყო, მიბაძვის და არა რეალური სალოსობის გაგებით და მასიურ ხასიათსაც ღებულობდა, რომლის წინაარმდეგ ეკლესიას ადგილ-ადგილ, გარკვეული ზომების მიღება სჭირდებოდა.
ან როგორ უნდა მოსთხოვო გიჟს რომ არ შეიგინოს, როცა გიჟი თავისუფალია.
და სალოსები წმინდა გიჟები არიან საზოგადოებრივი ნორმების თვალსაზრისით.
ისინი ყველა მსგავს"ცოდვას " ჩადიოდნენ, დაგინებას რატო მოერიდებოდნენ?


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 15 2008, 12:13 PM
პოსტი #198


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
ან როგორ უნდა მოსთხოვო გიჟს რომ არ შეიგინოს, როცა გიჟი თავისუფალია.
და სალოსები წმინდა გიჟები არიან საზოგადოებრივი ნორმების თვალსაზრისით.

ესაა მთავარი სალოსობის ფენომენში და არა მათი საქმეების ღვთისმეტყველებითი განხილვა.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი May 15 2008, 12:13 PM
პოსტი #199


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



მარიამი
მე და შენ არ ვლაპარაკობთ რელიგიაზე ოკ? საქართველოში დაბეჭდილი და კარგად შემოსავლიანი ლიტერატურის გარდა სხვა წიგნებს რომ წავიკითხავთ მერე დავცხოთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 15 2008, 12:14 PM
პოსტი #200


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(sergi_glaxa @ May 15 2008, 12:13 PM) *

მარიამი
მე და შენ არ ვლაპარაკობთ რელიგიაზე ოკ? საქართველოში დაბეჭდილი და კარგად შემოსავლიანი ლიტერატურის გარდა სხვა წიგნებს რომ წავიკითხავთ მერე დავცხოთ smile.gif

აქ რაც წერია, ბევრი მათგანი თვითმხილველისგან და პირველი პირისგან მაქვს მოსმენილი. ასე რომ, შორიდან განკითხვას მორჩი. ჯერ კარგად გაარკვიე, ან თუ არ გინდა გაარკვიო, გაატარე და ნუ ჩაერევი ისეთ საუბარში, რაც არ გესმის.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th July 2025 - 09:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი