![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
თამარ |
![]()
პოსტი
#241
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 ![]() |
მარიამი
მარიამ, გაიხარე. გადავათვალიერე შენი წერილები, მართალია, ყველა არ წამიკითხავს, მაგრამ ვხედავ, რომ ნათელი წარმოდგენები გაქვს ბევრ საკითხზე, მათ შორის, სალოსობის ღვაწლზე. მე დიდი ცოდნით ამ საკითხებში ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ერთი კია: თუ გონებას გული არ მისდევს, ანუ, ადამიანი როცა ძალიან ბევრს შეისწავლის და ამ სწავლას ცოცხალი რწმენა არ ახლავს თან, ხდება ხიბლისმაგვარ მდგომარეობაში გადასვლა, როცა კაცი ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი შეუსწავლია, მაგრამ მთავარისთვის - ჭეშმარიტებისათვის ვერ მიუღწევია. სამწუხაროდ, ესაა ზუსტად მორწმუნეობის გარსით შემოსილი ამპარტავნება. ამისაგან არავინ ვართ დაცული - ცოდნის მიღებასთან ერთად გვიჩნდება ეს გრძნობა და ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ მთავარი არ დაგვეკარგოს წარმოსახვითი იდეალების ძებნაში. ჭეშმარიტება კი ღმერთია, ასევე სიყვარულიც - ღმერთია. თუ მარტივ არითმეტიკულ მეთოდს გამოვიყენებთ, მივხვდებით, რომ ჭეშმარიტება სიყვარულია. სქოლასტიკურ დებატებში გადასვლას ახლავს საფრთხე - სიყვარულის დაკარგვა. ხოლო ეს ღვთის დაკარგვის ტოლფასია... სახარებაში წერია, რომ "განხმეს სიყვარული მრავალთა" - ესაა ბოლო ჟამის ადამიანების მთავარი პრობლემა. ქართველი სალოსებიდან მე მხოლოდ მამა გაბრიელს ვიცნობ. შეიძლება, კიდევ არიან, მაგრამ არ არიან გამოკვეთილნი. ალბათ, დრო გამოაჩენს მათაც - ვიცი, არიან ადამიანები, რომლებიც გვაგონებენ ქრისტესთვის სალოსებს. თავის დროზე, 80-იანი, 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის მონაწილეებისგან გამიგია - დღეს ენანებათ, რომ ვერ იცნეს - მამა გაბრიელი და ალბათ კიდევ 4 სასულიერო პირი მოდიოდაო ჩვენთან. მაშინ მამა გაბრიელი მხოლოდ ცოტა უცნაურ ბერად მიაჩნდათ და მის სიმაღლეს ვერ ხვდებოდნენ. ერთეულები იყვნენ მის გარშემო, ვისაც მეტ-ნაკლებად ესმოდა მისი. ხოლო ყველაზე უკეთ მისი ესმოდა მის გამოზრდილ ბერ-მონაზონს, მის სულიერ შვილს, რომელიც მან საკუთარი ღვაწლის გამგრძელებლად დატოვა. ეს ადამიანი დღეს ბევრისათვის უსაყვარლესი პიროვნებაა, ბევრსაც ვერ გაუგია, თუ რატომ იტვირთა მან ასე მძიმე ხვედრი. რადგანაც მას ყველაფერი ჰქონდა მოხვეჭილი, რაც ამქვეყნიური დიდებისა და პატივისცემისთვის იყო საჭირო - მას ამზადებდნენ ეპისკოპოსობისათვის და წინ ჰქონდა სერიოზული საეკლესიო კარიერა, თუ შეიძლება, ამ სფეროში წინსვლას კარიერა დაერქვას. დღეს ის მდუმარებაში მყოფი სალოსი მამაა. ესაა ჩემთვის ცნობილი მეორე სალოსი საქართველოში. სალოსები რუსეთს ბევრი ჰყავდა - ერთერთმა მათგანმა, მაგალითად, ივანე მრისხანის საშინელი განაჩენისაგან მთელი ქალაქი - ფსკოვი იხსნა, არ იკითხავთ, როგორ? მეფე ივანე სასტიკად გაუსწორდა თავისუფალ ქალაქ ნოვგოროდს, რადგანაც ნოვგოროდი დამოუკიდებლობას იჩემებდა. 30000-მდე კაცი დახოცა. ფსკოვთან მას დახვდნენ ამ ქალაქის წარმომადგენლები, რომელთა შორისაც ერია ის სალოსი მამა (სახელი აღარ მახსოვს, ჩემდა სამარცხვინოდ). მან შესთავაზა ივანეს ხორცით გამასპინძლება. მეფემ იუკადრისა - მარხვაში ხორცს როგორ მთავაზობო (არადა უამრავი ადამიანი ჰყავდა გაწყვეტილი ცოტა ხნით ადრე). სალოსმა მას უმი ხორცის ნაჭერი მიუგდო და მიაძახა: ალბათ, ვერ გაძეხიო, ხელმწიფევ, ადამიანის ხორცითაო და აჰა, ესეც მიაყოლეო. შეძრწუნებული ივანე მრისხანე ქალაქს გაეცალა. წარმოიდგინეთ, როგორ შეძლო სალოსმა, დახეულ სამოსში ჩაცმულმა სალოსმა ბერმა განრისხებული მმართველის შეჩერება, რასაც ვერცერთი დიდგვაროვანი ვერ გაბედავდა? და თუ არა ღვთისაგან მინიჭებული განსაკუთრებული ძალა, როგორ გაბედავდა ამას? და რომც გაებედა, იმოქმედებდა კი? აი, ძირითადად ის, რაც შემიძლია, მოგიყვეთ სალოსურ ღვაწლზე. უამრავი მათი საქმე კი ჯერ კიდევ შეუცნობელია. |
Iona |
![]()
პოსტი
#242
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
გადავიკითხე ეს თემა (თუმცა მთლიანად არა ) მარა მიანც ვერ ვხვდები რატომ არის ასეთი საშინელი ცოდვა გინება რომელსაც არანაირი გამართლება არ შეიძლება ქონდეს.?
სხვა თუ არაფერი უფლის სიტყვები ფარისეველთა მიმართ როგორიც არის იქედნეთა ნაშობნო დღევანდელი საზოგადოების ზრდილობის ფარგლებში ნამდვილად არ ჯდება კაცის შეგინება კი არა კაცის მოკვლაა გამართლებული - შესაბამის გარემოებებში. (მაგ. ომში) რა უფრო საშინელებაა კაცს შენაგინო თუ მოკალა? მეორეს თუ შეიძლება ქონდეს გამართლება რატომ არ შეიძლება ქონდეს პირველს ? -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
qato |
![]()
პოსტი
#243
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 21-September 10 წევრი № 9,492 ![]() |
სალოსობა რას ნიშნავს? ესე ეწერა წიგნში (მან სალოსობა დაიწყო). და კიდე მოსაგრე რას ნიშნავს?
|
Otherguy |
![]()
პოსტი
#244
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Iona
ჩემი აზრით გამართლება არც კაცის მოკვლას არ აქვს ცოდვის თვალსაზრისით... უბრალოდ როცა თავს(ან საყვარელ ადამიანს) იცავს(ომში ან პირადად) ადამიანი, არ ეთვლება სასიკვდილო ცოდვად... ანუ მიეტევება რა... მაგრამ IV საუკუნემდელი ეკლესიის მამებიდან ზოგიერთი თავდაცვაზეც უარს ამბობდა... გინებით თავდაცვა მე არ გამიგია... ესეგი სახლში თუ მკვლელი შემოგივარდა უნდა შეაგინო და თავს დაიცავ? ![]() წაიკითხე რას ამბობს პავლე მოციქული: "ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილიშესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ." (ეფესელთა 4:29) "რადგან ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და იხილოს კეთილდღეობა, ნუ მისცემს ენას ბოროტის თქმის ნებას და ნურც მისი ბაგენი იტყვიან ზაკვას; "(1 პეტრე 3:10) და იაკობის ეპისტოლე 3 თავი: 9. ენით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და ენითვე შევაჩვენებთ ღვთის ხატად შექმნილ კაცთაც. 10. ერთსა და იმავე ბაგეთაგან გამოვა კურთხევაცა და წყევლაც; არ უნდა იყოს ეს, ძმანო ჩემნო, ასე. 11. განა ერთი და იმავე წყაროს თვალიდან მოჩუხჩუხებს ტკბილი და მწარე წყალი? 12. განა შეიძლება, ძმანო ჩემნო, ლეღვის ხემ ზეთისხილი მოისხას, ვაზმა კი - ლეღვი? ასევე შეუძლებელია ერთი წყაროდან დიოდეს მლაშე და მტკნარი წყალი. პ.ს. წავიკითხე ამ თემის პოსტები, კაიროსს და კანუდოსელს ვეთანხმები... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
cxz |
![]()
პოსტი
#245
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 234 რეგისტრ.: 23-April 08 წევრი № 4,634 ![]() |
-------------------- HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
----------------------------------------------------------------------------------------------- ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან. ---------------------- წინ წინაპრებისაკენ. ---------------------- ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ. |
თამარ |
![]()
პოსტი
#246
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 ![]() |
qato
სალოსობა, რამდენადაც მე გამიგია, არის ღვაწლის ერთერთი უმძიმესი სახე, როდესაც ადამიანი, სრულ გონებაზე მყოფი, იმდენად იმცირებს თავს საზოგადოების წინაშე, რომ ხანდახან გიჟადაც აჩვენებს მას თავს, საუბრობს ზოგჯერ გაუგებრად, და ა.შ., შეგნებულად უარს ამბობს რაიმე პატივზე. ეს საკმაოდ რთული თემაა. |
თამარ |
![]()
პოსტი
#247
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 ![]() |
cxz
ძალიან საინტერესოა, მაგრამ სალოსობასთან არის რაიმე კავშირში? ჩემზე სალოსის შთაბეჭდილება არ მოახდინა თითქოს ამ ბერმა. ყოველ შემთხვევაში, ამ საუბრის დროს. რასაც კიდევ დავაკვირდი, პირჯვარს როგორ იწერს - ძალიან ბევრი არასწორად იწერს პირჯვარს, და ბერი იოაკიმეს მიერ გადაწერილი პირჯვარი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გააკეთო ეს სწორად. |
A.V.M |
![]()
პოსტი
#248
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
კიდე კაი გურამაზე არაფერი წერია...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Laitmani |
![]()
პოსტი
#249
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 23-June 12 წევრი № 12,442 ![]() |
თამარ
ციტატა სალოსობა, რამდენადაც მე გამიგია, არის ღვაწლის ერთერთი უმძიმესი სახე, როდესაც ადამიანი, სრულ გონებაზე მყოფი, იმდენად იმცირებს თავს საზოგადოების წინაშე, რომ ხანდახან გიჟადაც აჩვენებს მას თავს, საუბრობს ზოგჯერ გაუგებრად, და ა.შ., შეგნებულად უარს ამბობს რაიმე პატივზე. ეს საკმაოდ რთული თემაა. ეს რამდენადაც შენ გაგიგია, სინამდვილეში კი სალოსობა არის სულიერი ამპარტავნობის ერთ ერთი სახე, როდესაც გადამეტებული თავმდაბლობა მოჩვენებითი ხდება ხიბლში გადაიზრდება და ადამიანს აფანატებს, დღევანდელ სალოსებს რაც შეეხება ისინი მართლა გიჟები არიან, ფსიქიატრიულის პაციენტები, მაგრამ ეს სიშლეგე, ეს მათი უტიფრობა და უბირობა თვალსაჩინო რომ არ გახდეს სალოსის სახელს ეფარებიან, სალოსები კი არა თეთრი ბილეთის არ მქონე გიჟები არიან, უკლებლივ ყველა ვინც დღეს ამ სახელს ატარებს და სალოსობაც გარკვეულწილად სწორედ ამ მიზნისთვის არის შეთითხნილი, იესოს სულელები და ძალადსულელები არ ჭირდებოდა, არც გადამეტებულ მსხვერპლს მოითხოვდა ვინმესაგან და არც ფეხშიშველა სირბილებსა და დუმილის აღთქმებით თვითგვემებს, ეს ძალიან საშიში რაღაცაა, ადამიანი სალოსი ვერ გახდება, ის ბუნებით უნდა იყოს სალოსი, ადამიანს შეუძლია გახდეს მღვდელი, ბერი, ეპისკოპოსი და ა.შ აი სალოსი ვერანაირად ვერ გახდება, სალოსი უნდა იყოს ადამიანი ბუნებით, ეს მის ბუნებაში უნდა იდოს, ის ვინც სალოსი ვარო იძახის არის ჩვეულებრივი გიჟი, სალოსის სალოსობაზე ადამიანის ბუნება მეტყველებს და არა სპეციალურად რაღაც მოჩვენებითი თავის მოგიჟიანებიდან დაწყებული ამპარტავნობაში გადახლართული ძალად თავმდაბლობები, სალოსი იყო ბერი გაბრიელი, ბუნებით იყო ესეთი ტიპი და არა მეცადინეობების შედეგად შეცვლილ გამოცვლილი და სალოსად გამხდარი, ის ბუნებით იყო თავმდაბალი, მშვიდი, კეთილის მოსურნე კაცთათვის, ბუნებით სიკეთისაკენ მიდრეკილი და სულიწმინდის მსგავსი, ხატი და მსგავსი იმ ღვთისა რომელიც წმინდა სულია. აი ასეთ მდგომარეობას დაარქვეს ძველებმა სალოსობა და თანამედროვეებმა კი საკუთარი სიგიჟეები შეტენეს ამ სიტყვის ცნებაში, შედეგად მივიღეთ ამპარტავანი ოროსნების დოღი და დეზერტირების ბაზარში ფეხშიშველი მოშლიგინე ნაგიჟარი რომელსაც თავი ბერი და სალოსი გონია, თვალთმაქცობაა ყველაფერი ის რაც ხელოვნურია, რას ნიშნავს ხელოვნური თავმდაბლობა? როგორ ბუნებით თუ ამაყი ხარ როგორ იქნები ამავდროულად თავმდაბალი? რა საკუთარ ბუნებას ჩაახშობ? ვერ ჩაახშობ და რაც გამოგივა იმას თავმდაბლობა კი არა მოჩვენებითი, ხელოვნური, თავმდაბლობა ერქმევა, ამიტომ ადამიანმა ახალი ველოსიპედი კი არ უნდა გამოიგონოს და სალოსობას ან სხვა მსგავს ძალადაღმოცენებულ ცნებებს კი არ უნდა შეაფაროს თავი, უნდა ადგეს აღიაროს რომ ეგოისტია, ბოროტია, მერე იმას უნდა მიხვდეს რატომ არის ეგოისტი და ბოროტი, იმასაც უნდა მიხვდეს რომ ასეთ ეგოისტ ბოროტად შექმნა დიდმა იაჰვემ (მამა აბრაამის ბატკნად რომ მოაქვს ხოლმე თავი) მერე იმას უნდა მიხვდეს რატომ შექმნა ეგოისტად და ბოროტად და უნდა შეეცადოს გამოსწორება, რომელიც არ გამოუვა და ბოლო პასადკა მაინც იეღოვასთან დარჩება მისასვლელი, მერე ისიც გულს მოიფხანს ხომ მაინც გაიძულე რომ ჩემთან მოღოღებულიყავიო და არხეინად შეუნდობს ე.წ ცოდვებს. ღმერთი ერთობა ადამიანებით ადამიანი კი სალოსობით, ძალადსტიქაროსნობით, ძალადდიაკვნობით ძალადმღვდლობითა და ა.შ და ეს თამაში არც ერთს ბეზრდება და არც მეორეს |
ხახაბოელი |
![]()
პოსტი
#250
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 ![]() |
თამარ ეს რამდენადაც შენ გაგიგია, სინამდვილეში კი სალოსობა არის სულიერი ამპარტავნობის ერთ ერთი სახე, როდესაც გადამეტებული თავმდაბლობა მოჩვენებითი ხდება ხიბლში გადაიზრდება და ადამიანს აფანატებს, დღევანდელ სალოსებს რაც შეეხება ისინი მართლა გიჟები არიან, ფსიქიატრიულის პაციენტები, მაგრამ ეს სიშლეგე, ეს მათი უტიფრობა და უბირობა თვალსაჩინო რომ არ გახდეს სალოსის სახელს ეფარებიან, სალოსები კი არა თეთრი ბილეთის არ მქონე გიჟები არიან, უკლებლივ ყველა ვინც დღეს ამ სახელს ატარებს და სალოსობაც გარკვეულწილად სწორედ ამ მიზნისთვის არის შეთითხნილი, იესოს სულელები და ძალადსულელები არ ჭირდებოდა, არც გადამეტებულ მსხვერპლს მოითხოვდა ვინმესაგან და არც ფეხშიშველა სირბილებსა და დუმილის აღთქმებით თვითგვემებს, ეს ძალიან საშიში რაღაცაა, ადამიანი სალოსი ვერ გახდება, ის ბუნებით უნდა იყოს სალოსი, ადამიანს შეუძლია გახდეს მღვდელი, ბერი, ეპისკოპოსი და ა.შ აი სალოსი ვერანაირად ვერ გახდება, სალოსი უნდა იყოს ადამიანი ბუნებით, ეს მის ბუნებაში უნდა იდოს, ის ვინც სალოსი ვარო იძახის არის ჩვეულებრივი გიჟი, სალოსის სალოსობაზე ადამიანის ბუნება მეტყველებს და არა სპეციალურად რაღაც მოჩვენებითი თავის მოგიჟიანებიდან დაწყებული ამპარტავნობაში გადახლართული ძალად თავმდაბლობები, სალოსი იყო ბერი გაბრიელი, ბუნებით იყო ესეთი ტიპი და არა მეცადინეობების შედეგად შეცვლილ გამოცვლილი და სალოსად გამხდარი, ის ბუნებით იყო თავმდაბალი, მშვიდი, კეთილის მოსურნე კაცთათვის, ბუნებით სიკეთისაკენ მიდრეკილი და სულიწმინდის მსგავსი, ხატი და მსგავსი იმ ღვთისა რომელიც წმინდა სულია. აი ასეთ მდგომარეობას დაარქვეს ძველებმა სალოსობა და თანამედროვეებმა კი საკუთარი სიგიჟეები შეტენეს ამ სიტყვის ცნებაში, შედეგად მივიღეთ ამპარტავანი ოროსნების დოღი და დეზერტირების ბაზარში ფეხშიშველი მოშლიგინე ნაგიჟარი რომელსაც თავი ბერი და სალოსი გონია, თვალთმაქცობაა ყველაფერი ის რაც ხელოვნურია, რას ნიშნავს ხელოვნური თავმდაბლობა? როგორ ბუნებით თუ ამაყი ხარ როგორ იქნები ამავდროულად თავმდაბალი? რა საკუთარ ბუნებას ჩაახშობ? ვერ ჩაახშობ და რაც გამოგივა იმას თავმდაბლობა კი არა მოჩვენებითი, ხელოვნური, თავმდაბლობა ერქმევა, ამიტომ ადამიანმა ახალი ველოსიპედი კი არ უნდა გამოიგონოს და სალოსობას ან სხვა მსგავს ძალადაღმოცენებულ ცნებებს კი არ უნდა შეაფაროს თავი, უნდა ადგეს აღიაროს რომ ეგოისტია, ბოროტია, მერე იმას უნდა მიხვდეს რატომ არის ეგოისტი და ბოროტი, იმასაც უნდა მიხვდეს რომ ასეთ ეგოისტ ბოროტად შექმნა დიდმა იაჰვემ (მამა აბრაამის ბატკნად რომ მოაქვს ხოლმე თავი) მერე იმას უნდა მიხვდეს რატომ შექმნა ეგოისტად და ბოროტად და უნდა შეეცადოს გამოსწორება, რომელიც არ გამოუვა და ბოლო პასადკა მაინც იეღოვასთან დარჩება მისასვლელი, მერე ისიც გულს მოიფხანს ხომ მაინც გაიძულე რომ ჩემთან მოღოღებულიყავიო და არხეინად შეუნდობს ე.წ ცოდვებს. ღმერთი ერთობა ადამიანებით ადამიანი კი სალოსობით, ძალადსტიქაროსნობით, ძალადდიაკვნობით ძალადმღვდლობითა და ა.შ და ეს თამაში არც ერთს ბეზრდება და არც მეორეს |
აკაკი |
![]()
პოსტი
#251
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ციტატა სინამდვილეში კი სალოსობა არის სულიერი ამპარტავნობის ერთ ერთი სახე ამის შემდეგ აღარ გავაგრძელე კითხვა... თუკი სადმე ვინმე გვინახავს სალოსობას იბრალებდეს (ან აბრალებდნენ), არ უნდა დაგვიმახინჯდეს წარმოდგენა სალოსობის შესახებ, რაც ასე რთული და საოცარი ფენომენია. |
qetevano |
![]()
პოსტი
#252
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
მეც ეგ უნდა დამეწერა ახლა, დარწმუნებული ვარ ამას ბოლომდე არავინ ჩაიკითხავს და წეროს და იკითხოს თვითონმეთქი...
-------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
Atm@n |
![]()
პოსტი
#253
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 ![]() |
მე ბოლომდე წავიკითხე და რაც სალოსობას ეხებოდა ძირითადად ვეთანხმები
![]() -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
აკაკი |
![]()
პოსტი
#254
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ახლა დავაკრვირდი შუა ნაწილს და იგივე უთქვამს.. მე შემეშალა რაღაც.
|
marine |
![]()
პოსტი
#255
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მისი [მამა კონსტანტინე სალოსი] შინაგანი კაცი კი ბერობის მადლით შემოსილიყო, რომელიც სახეზე აირეკლებოდა. მავანთ შორიდან ერთი საცოდავი გლახაკი ანდა ჭკუიდან გადასული ეგონათ, მაგრამ თუ შეხედავდნენ მის წმინდა სახეს, ნათელი ხდებოდა, რომ ეს დალოცვილი ადამიანი რაღაც საიდუმლოს ფარავდა და გიჟიც არ იყო".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#256
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წმინდა უცნაურობა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#257
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ნეტარ არს იგი, რომელი იქმნეს სალოს, რამეთუ ფრიად ბრძენი არს იგი".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#258
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სალოსი ბერი [წმ. გაბრიელი] ადამიანებს შინაგანად გრძნობდა, რაც მათი სულისთვის იყო საკურნებელი, ისე ექცეოდა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#259
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ერთხელ ის წმინდა ანას სკიტისა და მეზობელი კელიების ბერებთან საუბრობდა მამა იაკობზე, რომელსაც ზოგი ქრისტესთვის სალოსად თვლიდა, სხვები კი - გონებაშერყეულად. მამა ნიფონტმა ბრძანა: - არა, მამებო, ქრისტესთვის სალოსმა შეიძლება სისულელე ჩაიდინოს, უაზროდ ილაპარაკოს, მაგრამ ღმერთს არ ჰგმობსო. ეს საწყალი მამა კი ღმერთს გმობდა, ვინაიდან ვერც გონზე იყო და ეშმაკიც აწვალებდა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#260
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ადამიანები, ვისაც ვნებათა თავდასხმებიდან განთავისუფლება სურდათ, ამ მონაზონს რჩევას ეკითხებოდნენ, ის კი სულელურად პასუხობდა. თუმცა ვინც გაითვალისწინებდა მის რჩევას - ვნებათაგან თავისუფლდებოდა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი