IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V « < 16 17 18  
Reply to this topicStart new topic
> სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები
marine
პოსტი Jun 22 2023, 04:01 PM
პოსტი #341

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მამა იოსები, რამდენადაც შეეძლო, თავს მალავდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ცოტათი ვსალოსობდით კიდეც, ამიტომ ბევრი ხიბლში მყოფებად გვთვლიდა. ერთხელ ერთ მონასტერში წავედით ხატობაზე. ლიტურგიის შემდეგ ხალხი სატრაპეზოში შევიდა. შევყევით ჩვენც. მეტრაპეზემ ფეხშიშველნი და ჩამოძონძილნი რომ დაგვინახა, დაგვიყვირა და გარეთ გამოგვყარა. ისე გამოვედით, სიტყვა არ გვითქვამს. მერე ვიღაც უცნობი დაგვეწია, ოთახში შეგვიყვანა და ყველაფერი ვიგემეთ, რაც მონასტრის ტრაპეზზე ჰქონდათ"

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 10 2023, 07:35 PM
პოსტი #342

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"[ღირსი კირილე, ბელოეზერელი იღუმენი] კაცთაგან დიდებას რომ გაქცეოდა, თავს მოისულელებდა ხოლმე, - ხუმრობდა და იცინოდა, რის გამოც სასჯელად იღუმენმა ხმიადისა და წყლის სამ დღეში ერთხელ მიღება უბრძანა"

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 21 2024, 09:42 PM
პოსტი #343

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ისააკი - რუსეთის პირველი სალოსი, ღირსი ისააკი, ერისკაცობაში მდიდარი ვაჭარი იყო, ცხოვრობდა ფსკოვის მახლობელ ქალაქ ტოროპეცკში. მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, პეჩორის მონასტერში ბერად აღიკვეცა და მკაცრი ასკეტური ღვაწლით ცხოვრობდა პატარა, 2მ სიგრძის მღვიმეში, სადაც დამჯდარს ეძინა, დღეგამოშვებით იხმევდა სეფისკვერს, რომელიც წმ. ანტონს მიჰქონდა მასთან, წყალსაც ძალიან ცოტას სვამდა. ღირსმა მამამ 7 წელი გაატარა დაყუდებაში. ერთ საღამოს ისააკის სენაკი უეცრად განათდა და ბერმა დაინახა ორი მშვენიერი ჭაბუკი, რომლებმაც უთხრეს: ისააკ, ჩვენ ანგელოზები ვართ, ახლა კი ქრისტეც მოვა შენთანო, ისააკს პირჯვრის გადაწერა დაავიწყდა და ვერც ეშმაკის მანქანება შეიცნო, რის გამოც ჭაბუკები არათუ არ გაქრნენ, არამედ თავიანთი ნამდვილი სახე მიიღეს, ხელი სტაცეს ბერს და აიძულეს მათთან ერთად ეცეკვა დემონური მუსიკის ჰანგებზე, ბოლოს თავი დაანებეს და ცოცხალ-მკვდარი იატაკზე დააგდეს. მეორე დღეს წმ. ანტონმა ისააკს სეფისკვერი მიუტანა, მაგრამ როდესაც მან ლოცვის საპასუხოდ არაფერი თქვა, იფიქრა, უკვე გარდაიცვალაო და ბერები გაგზავნა საფლავის გამოსაკვეთად. როდესაც ძმებმა მღვიმის კარი გააღეს. ისააკი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მან 2 წელი იავადმყოფა, ამ ხნის მანძილზე პური და წყალიც კი არ მიუღია, მაგრამ უფლის ნებით მაინც ცოცხლობდა, თეოდოსიმ ის თავის სენაკში გადაიყვანა, პატარა ბავშვივით უვლიდა და თაავისი ხელით ბანდა, გამოჯანმრთელების შემდეგ ისააკმა სალოსის ღვაწლი იტვირთა, ეშმაკები კიდევ 3 წელი ესხმოდნენ თავს, ამის შემდეგ ისააკი ისევ დაეყუდა და უფრო მკაცრ ასკეტურ ღვაწლში ცხოვრობდა და გამოჯანმრთელების შემდეგ მან კიდევ 20 წელი იცოცხლა, გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ დაახლ. 1090 წ. მისი წმინდა ნაწილები ანტონის მღვიმეებშია დასვენებული. ხსენება: 14(27)/02".

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 3 2024, 09:02 PM
პოსტი #344

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"სალოსთაგან ძალზე იშვიათია ისეთი, ხიბლში რომ არ იყოს"

/ღირსი სერაფიმე საროველი/

პოსტი #345

პოსტი Feb 11 2025, 04:22 PM
პოსტი #346

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"სავარაუდოდ, 1875 წელს, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსთან სტურმობის შემდეგ მალევე, ალექსი [შუშანია] განსაკუთრებული სახის მოსაგრეობას შეუდგა. მან თავისებური სალოსობის ღვაწლი იტვირთა. ამაზე ღვთის ნება რომ შეეტყო, ალექსიმ ერთი კვირა მარხვასა და ლოცვაში გაატარა. ამის შემდეგ, იგი მხოლოდ გარეგნულად შეიცვალა. საქმითა და ქცევით იგივე დარჩა, მოსაგრეობას აგრძელებდა და აძლიერებდა.

ამ მოვლენამ ასახვა ჰპოვა მის ლექსში "განწირულებისათვის". ღირსი მამა ღმერთს მადლობას სწირავდა მისი ოდინდელი ოცნების ასრულებისთვის, რომ ღირსი გახდა, მწირივით ეცხოვრა, ევლო ფეხშიშველს და ჯვალოთი მოსილს, ყველასგან გარიყულს, სრულ უპოვარებაში"

/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 26 2025, 08:30 PM
პოსტი #347

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ამონაწერი წმინდა ანდრიას, ქრისტესთვის სულელის, ცხოვრებიდან

"ერთხელ წმინდა ანდრია სავაჭრო მოედანზე მიმოდიოდა ხალხს შორის. მოედანი იყო კოშკთან, რომელიც წმინდა იმპერატორმა კონსტანტინემ ააშენა, მოციქულთა სწორმა. იქ იყო ქალი ვინმე, სახელად, ბარბარე. სულიწმიდის მოქმედებით, იგი გახელდა და ხედავს, რომ ნეტარი ანდრია ხალხმრავლობაში დადის, როგორც ცეცხლოვანი, ელვარე სვეტი. ერთნი პანღურებს ურტაყმდნენ, სხვანი სცემდნენ. მრავალნი, მისი შემხედვარენი, მასზე ამბობდნენ: ეს ადამიანი თავის თავს არ ეკუთვნის, ჭკუიდან შეიშალა! ასეთ მდგომარეობას ჩვენს მტრებსაც არ ვუსურვებთო. ანდრიას შავი ეთიოპელების სახით თან დაჰყვებოდნენ ეშმაკები და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ღმერთმა არ ქნას ასეთი მეორე იყოს დედამიწაზე: არავის დაუწვავს ჩვენი გულები ისე, როგორც ამას, თავი რომ მოიგიჟიანა, რადგან თავისი ბატონის სამსახური არ სურდა; ახლა იგი მთელ მსოფლიოს დასცინისო.

ბარბარე ხედავდა, რომ ეთიოპელები ნიშანს ადებდნენ მათ, ვინც წმინდანს სცემდა, და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ნუგეშად ის მაინც გვაქვს, რომ მას უმოწყალოდ ცემენ: ღვთის სათნოყოფილის მცემლები, თანაც სრულიად უმიზეზოდ, აღსასრულის ჟამს ამისათვის განიკითხებიან და მათთვის ხსნა არ არსებობსო.

ნეტარმა ეს რომ გაიგონა, ღვთის სულის მოქმედებით დაეღირა მათ, როგორც ცეცხლი, საშინელი ძალით გაფანტა დემონების დადებული ნიშნები და მათ რისხვით უთხრა: თქვენ არა გაქვთ უფლება ნიშნები დაადოთ მათ, ვინც მე მცემს, იმიტომ, რომ მე ვლოცულობ ჩემი მეუფის წინაშე, რათა ჩემი ცემა ჩემს მცემლებს ცოდვად არ ჩაუთვალოს. ისინი ასე უმეცრებით იქცევიან და თავიანთი უმეცრების გამო შენდობას მიიღებენო. როცა წმინდანმა ეს წარმოთქვა, ცა გაიხსნა, როგორც ბჭეები იხსნება, და იქიდან ღირსი მამისკენ მრავალი, მშვენიერი მერცხალი გამოფრინდა. მათ შორის იყო თოვლივით თეთრი მტრედი, რომელსაც ნისკარტით ზეთისხილის ოქროს ფოთოლი ეჭირა. მან წმინდანს ადამიანის ხმით უთხრა: მიიღე ეს ფოთოლი, რომელიც ყოვლისმპყრობელმა უფალმა სამოთხიდან გამოგიგზავნა ღვთის მადლის ნიშნად, იმისათვის, რომ შენ მოწყალე და კაცთმოყვარე ხარ, როგორც თავად უფალია მოწყალე და კაცთმოყვარე"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 23 2025, 07:13 PM
პოსტი #348

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"უბრალოება და სალოსობა გულს მზაკვრობისაგან წმენდს"

/აბბა ესაია/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 24 2025, 03:45 PM
პოსტი #349

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"სალოსობიდან გლოვა აღმოცენდება"

/აბბა ესაია/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 24 2025, 09:30 PM
პოსტი #350

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ღვთის შეწევნას სიჭაბუკეს შესძენს ოთხი სათნოება: განუწყვეტელი ზრახვა, გულის მტკივნეულობა, მღვიძარება და სალოსობა"

/აბბა ესაია/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 30 2025, 09:03 PM
პოსტი #351

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მე ვერ გამიგო ქართველმა ერმა, ანდრია სალოსიც ვერ მიგებს, გაკვირვებით მეკითხება, გაბრიელ, ვერ გავიგე რას აკეთებო"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 27 2025, 06:58 PM
პოსტი #352

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მიუხედავად იმისა, რომ მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] ყოველთვის ცდილობდა სალოსური ქმედებით დაეფარა სიბრძნე, იგრვლივმყოფნი მაინც გრძნობდნენ მასში ღვთისაგან ბოძებულ უდიდეს მადლს"

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 10 2025, 06:39 PM
პოსტი #353

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

სალოსი

„ერთხელ, ალექსანდრიაში ყოფნისას, მე და ჩემი მეგობარი სოფრონი წმინდა თეოდოსის ეკლესიაში წავედით. გზად ვიღაც კაცი შემოგვხვდა: მელოტი იყო, ტანთ ეცვა ძაძა, რომელიც მუხლამდე სწვდებოდა. ერთი შეხედვით სულელს ჰგავდა...

-მომეცი ფული და ამ კაცის სათნოებას დაგანახებ, - მითხრა აბბა სოფრონმა.

მივეცი ხუთი ფოლერი. მან ფული უცნობს გადასცა. უცნობმა უსიტყვოდ გამოართვა და წავიდა. ჩვენ ფრთხილად მივყევით უკან. ერთ-ერთი ქუჩის ჩასახვევში უცნობი შეჩერდა. მარჯვენა ხელი, რომელშიც ფული ეჭირა, მაღლა, ზეცისკენ აღაპყრო, შემდეგ ღმერთს თაყვანი სცა, ფული მიწაზე დადო და იქაურობას გაშორდა“.

/ამონარიდი „ლიმონარიდან“/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 16 17 18
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2025 - 08:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი