IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებელი ეკლესია და სამოციქულო სწავლება, ..."არცა გნგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო"...
Geogeorgia
პოსტი Feb 9 2008, 05:45 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 6-February 08
წევრი № 3,879



მართლმადიდებელი ეკლესია - ღმერთთან მისასვლელი ერთადერთი გზა!


" ვინაითგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარ-გვიყოფიეს, და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკლ არს ნათესავი ჩუენი, და ყოველთა უარისმყოფელთა და მწვალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებთა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ".


წმიდა გიორგი მთაწმიდელი


--------------------
საქართველო - წმიდა ივერია ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
..." გარნა არათუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაიმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესე! არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ - მოწამე არს ჭეშმარიტებაი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 12 2008, 04:02 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



martin__luteri
შენი აზრით, ქუთაისში რომ გინდოდეს ჩასვლა, ძალიან ძალიან, და კახეთისკენ წახვიდე, ჩახვალ?

და უნდა გეწყინოს, ვინც ქუთაისში მიდის, იმან რომ გითხრას, მასე ვერ ჩახვალო?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 12 2008, 08:39 PM
პოსტი #3


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



martin__luteri
ციტატა
რა შედარებაა ვერ ვხვდები. სად ქუთაისი და სად ღმერთი? ნუთუ სულიერი და მატერიალური სამყარო ასე უნდა შეადარო ერთმანეთს? ეს სულელური არგუმენტი მოიყვანე მგონი

უკაცრავად და უფლის ყველა იგავი სულიერი სამყაროს მატერიალურ სამყაროსთან შედარება არ არის?

"რას ვამსგავსო ცათა სასუფეველი? მსგავს არს ცომსა, რომელი დედაკაცმა შერთო ფქვილს".... ალბათ რა მწარე შენიშვნას მისცემდი მაცხოვარს! laugh.gif laugh.gif ცომს როგორ ადარებ სასუფეველსო!... wink.gif

ცოტა დაუფიქრდი ხოლმე დაპოსტვის წინ, კარგი? smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 12 2008, 08:58 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



martin__luteri
ციტატა
შენ იესო ხარ იგავებით რომ საუბრობ?

ვაჰ, ლოგიკა კაცო, ლოგიკა

განა მე ვთქვი ვარ მეთქი? შენ დამიწუნე შედარება, მე გაგახსენე

ახლა გისმენ, რა გინდა?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 12 2008, 09:13 PM
პოსტი #5


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,888
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



martin__luteri
ციტატა
იესო ადარებდა და თანაც არგუმენტირებულად, და გასაგებად. შენ იესო ხარ იგავებით რომ საუბრობ? ისე გამოგივიდა, თითქოს არამართლმადიდებლები ღმერთთან ვერ მიდიოდნენ, და მხოლოდ მართლმადიდებლებს აქვთ იესოსთან მისასვლელი გზა


sad.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 13 2008, 01:00 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მარტინ,

თუ შეიძლება ავატარი შეცვალე, შეუძლებელია რაიმეს წაკითხვა, რომ პარპალებს ნერვებს თავი დავანებოთ, თვალების და თავის ტკივილი მეწყება.მადლობთ, იმედია მაგ ავატარის მიზანი სწორედ ეს არ არის, რომ ხელი შეგვიშალოს.

და ბოდიში ოფისთვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Feb 13 2008, 01:23 AM
პოსტი #7


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა
რა საინტერესოა. არამართლმადიდებელი ქრისტიანები რომლებსაც ღმერთთან უნდათ მისვლა ისინი ვერ მივლენ ღმერთთან?


ერთი ძალიან საინტერესო პარალელი იყო გავლებული სსხვა თემაში რომელიღაც ფორუმელის მიერ და ზუსტ ციტატას ვერ მოვიყვან მაგრამ შინაარს გადმოგცემ,
სულ უბრალო მაგალითზე ვთქვათ: მშვენიერი კუნძულის პატრონმა ორი ძმა მიიწვია თავისთან და თან რუკა დაუტოვა, რომ ადვილად მიეგნოთ მისთვის.( რადგან , მათ რთული და საშიში გზა უნდა გაევლოთ) თავიდან ერთად მიდიოდნენ , მაგრამ გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ერთმა ძმამ გვერდზე გადაუხვია და მარტომ განაგრძო გზა, ისე რომ რუკის წაღება ვერ შეძლო და ამის გამო იმ კუნძულამდე ვერასდროს მივა თუ რუკით მითითებულ გზას არ დაადგა. მეორე ძმა კი თუმცა მიატოვა მან , და გაჭირვებით მიდის წინ , აუცილებლად მივა იმ კუნძულძე და დატკბება და გაიხარებს იმ ბატონის მასპინძლობით და სამუდამოდ დარჩება მასთან. მაგრამ ის წუხს დაზე, რომელიც მას ჩამოშორდა და სიყვარულით ელის მისი ხმის გაგონებას, რომ დახმარების ხელი გაუწოდოს და ერთად დაასრულონ ეს სახიფათო გზა და მივიდნენ იმ კუნძულზე.

ორივენი ერთად მიდიოდნენ უფლისაკენ და რუკად უფლის მიერ დატოვებული უცვლელი სწავლება ჰქონდათ. მაგრამ როგორც იმ ძმამ, ამ ნაწილმაც , რომელსაც შემდეგ კათოლიკე ეწოდა, გადაუხვია გზიდან და დარჩა რუკის გარეშე ანუ ჩამოშორდა იმ სწავლებას რაც უფალმა მასთან მისასვლელად მოგვცა.

მაგრამ მაინც არ მიმაჩნია მართებულად ვიმსჯელოთ იმაზე, ვინ ცხონდება და ვინ არა. ეს პირიქით ცოდვაში ჩაგვაგდებს, რადგან ცხონება არ ცხონება ჩვენ არ გვეხება, ეს უფლის გადასაწყვეტია და ჩვენ ამაზე არ უნდა ვკამათობდეთ. ჩვენ ვიცით რომ ვართ სწორი სარწმუნოების მადიდებლები და მაცხონებელი სარწმუნოების მსახურნი ვართ, ვინც ამ სარწმუნოებას განუდგა ჩვენ დიდი მოთმინებით ველოდებით რომ რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდნენ ისინი რადგან ერთად მივაღწიოთ კუნძულს, დანიშნულების წერტილს სადაც თავიდან ერთად მივდიოდით. მართლმადიდებელი ეკლესია ყოველითვის გაუწვდის ხელს მას ვინც მოინანიებს და მოისურვებს სხვა სარწმუნოებიდან მართალ სარწმუნოებაში დაბრუნებას...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Geogeorgia
პოსტი Feb 14 2008, 04:23 AM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 6-February 08
წევრი № 3,879



ციტატა(martin__luteri @ Feb 12 2008, 03:28 PM) *

რა საინტერესოა. არამართლმადიდებელი ქრისტიანები რომლებსაც ღმერთთან უნდათ მისვლა ისინი ვერ მივლენ ღმერთთან?


"სიძენი ეკლესიისა არ არიან მრავალ, არამედ ერთ, რომელი მოვალს შუაღამესა განსჯად ცხოველთა და მკვდართა: ცხოველთა-მართლმადიდებელთა, მკვდართა-მწვალებელთა, ყოველთა საქმეთა მათთაებრ. არამედ გევედრებით, მოყვასნო, შეიმეცნეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რომელ არს ცხოვრება და განათლება სულთა ჩვენთა, და მისდევდეთ მას მსგავსად წმიდათა მამათა და საღმრთო კრებათა, რომელთაც ეს რწმენა მოციქულთაგან მიიღეს, ჩვენ გადმოგვცეს და წმიდასა სიმბოლოსა შინა სჯულდებულქმნეს, თანაც დაურთეს: "უკეთუ ვინმემ მოაკლოს ან მიუმატოს , შეჩვენებულ იყოს". ( ათონური პათერიკი) "

"მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება მწვალებლების შესახებ ამბობს: წვალებანი არ წარმოადგენენ ეკლესიას და შეუძლებელიცაა, რომ წარმოადგენდნენ. ამიტომ მწვალებლებს ვერ ექნებათ წმიდა საიდუმლოებები, ვერ ექნებათ წმ. ევქარისტია - საიდუმლოთა საიდუმლოება, რამეთუ იგია თავი და თავი ეკლესიაში: თვით ღმერთკაცი იესო ქრისტე, თვით ეკლესია, როგორც სხეული ქრისტესი".

"ჩვენმა ნათელღებულმა ძმებმა , რომლებიც შეცდნენ და კათოლიკურ და ლუთერანულ მწვალებლებს გაჰყვნენ, საკუთარი სიბრძნით ვერ შეიცნეს და დაკარგეს ქრისტე, უგულვებელყვეს მარტლმადიდებელი ქრისტიანენი, როგორც უმეცარნი და უკულტურონი. მაგრამ სწორედ მათზე ახდა პავლე მოციქულის სიტყვები: " იტყოდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს" (რომ.1,22), რამეთუ უარყვეს სულიერი, ქრისტესმიერი სიბრძნე, რომელიც მშვიდობასა და სიყვარულშია დამარხული, და წარმართ ფილოსოფოსთა მსგავსად შეიმოსეს ამსოფლიური, ხორციელი სიბრძნე, რომელიც მთლიანად სიამაყისა და უკეთურების ნაყოფია. "და ცვალეს დიდება იგი უხრწნელისა ღმრთისა მსგავსად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა... და პატივსცემდეს ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა" (რომ.23-25),..." არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი


--------------------
საქართველო - წმიდა ივერია ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
..." გარნა არათუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაიმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესე! არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ - მოწამე არს ჭეშმარიტებაი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Geogeorgia
პოსტი Apr 30 2008, 06:51 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 6-February 08
წევრი № 3,879




ეძღვნება საქართველოს ერთიან სახელმწიფოებრიობას!


[b]წმინდა მეფემ – დავით აღმაშენებელმა, დიდგორის ომის წინ, მიმართა თავის ლაშქარს: „ ეჰა მეომარნო ქრისტესნო! თუ ღმერთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ. ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით; ვიდრე გავიქცევით...“. მეფე დავითის ასეთმა რწმენამ და გასაოცარმა საბრძოლო შემართებამ დიდი გავლენა იქონია მეომრებზე, უკან დახევა არავის უფიქრია და აღსრულდა „ ძლევაჲ საკჳირველი — ქართველთა მცირერიცხოვანმა ჯარმა, უფლის წყალობით, სძლია მტრის ნახევარმილიონიან ლაშქარს. საქართველოს და მის ღვთივკურთხეულ მეფეს ღმერთი შეეწია ამ უთანასწორო ომში. ისტორია ასე მოგვითხრობს ამ ომის შესახებ: „ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმინდა დიდმოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა“.

ლოცვანი, წინასიტყვაობა, მეექვსე შევსებული გამოცემა, გვ. 11-12; გამომცემლობა „გორგასალი“ რუსთავი, 2003 წ.



---------------------------------------------------------------------------
http://pics.livejournal.com/geoiveria/pic/00002hp5


„საჩინო ვითარცა მზე ვარსკვლავთა შორის;
ნათლის-ფერ ვითარცა ელვა ღრუბელთა შორის;
ცისკროვან, ვითარცა აღმოსავალი კერძოთა შორის“







ისტორია ერისა ღვთის რისხვისა და ღვთის წყალობის ისტორიაა, მხოლოდ ამის მიხედვით აწყობდნენ ჩვენი მემატიანეები „ქართლის ცხოვრებას“. მხოლოდ ერთადერთი გასაღები ერგება დავითის თანამედროვე ისტორიკოსის თხზულებას - უნდა იყო მართლმადიდებელი.... მხოლოდ მაშინ არ გაუჩუმდები იმ ფაქტს, რომ დიდგორის ომში ყველაზე დიდი მეომარი წმიდა გიორგი იყო, რომ იმ დღეს სწორედ მისი დახმარებით მოთავდა ბრძოლა სამ საათში, რომ იმ დღეს ძალიან ბევრმა მუსულმანმა ისეთი ზაფრა მიიღო, რომ სიცოცხლის ბოლომდე ბრძოლის ველისკენ აღარ გაუხედავს.

სწორედ ამიტომ დაექრვა ამ ომს „ძლევაჲ საკვირველი“.

--------------------------------------------------------------------------------
ჩვენში შექმნილია მითი მასზედ, რომ ქართველთა დიდი მეფე დავით აღმაშენებელი, ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხილი, თითქოსდა მეჩეთში დადიოდა და იქ ლოცულობდა საეკლესიო კანონების საწინააღმდეგოდ. მითოლოგიურმა ფანტაზიამ თბილისის მეჩეთში სამეფო ტახტიც კი შეიტანა, რომელზეც, თითქოსდა, იჯდა ხოლმე ჩვენი კეთილმსახური მეფე ისლამური ლოცვისა და ყურანის კითხვის დროს. ამით მითის ავტრები წმიდა დავით მეფეს მიაწერენ მონაწილეობას ნამაზში, რიტუალურ თაყვანისცემებში, მუჰამედის განდიდებაში, რომლებითაც იწყება და მთავრდება მუსლიმთა ლოცვა. მათ მიერ შექმნილი მითოლოგიური სურათის მიხედვით წმიდა დავით აღამშენებელი თითქოს, მოწიწებით ისმენდა ყურანის სურებს, სადაც უარყოფილია წმიდა სამება, სადაც ქრისტე წინასწარმეტყველად იწოდება, და არა ძედ ღმრთისა და სადაც თვით ქრისტეს ბაგეთ მიაწერენ სიტყვებს, თითქოს იგი არასდროს არ უწოდებდა თავს ღმერთს; ასევე ისმენდა სურებს იმის შესახებაც, თითქოს ქრისტეს მიერ აღთქმული ნუგეშინისმცემელი თავად მუჰამედია. აქ აღარ მოვიყვანთ იმ სურებს, რომლებშიც მუსულმანთა დამოკიდებულებაა აღწერილი არამუსლიმებისადმი - ეს ყოველივე კარგადაა ცნობილი და თუკი წმიდა დავით მეფე მეჩეთში დადიოდა სალოცავად, მაშინ, გამოდის, რომ იგი ეთანხმებოდა ამ სურებს. საზოგადოებრივი ლოცვა ხომ ერთიანობის, თანაზიარობიბს გამომხატველია.

მაგრამ წმიდა დავით აღმაშენებლის ცხოვრებიდან ჩვენ სრულიად სხვა სურათს ვხედავთ: იგი ეკამათებოდა თბილისელ მუფთიებს (სჯულის მეცნიერთ) სარწმუნოების შესახებ, ამასთან, აოცებდა მათ ყურანის ცოდნით. ხსენებული მითის გამავრცელებლები გულახდილად აცხადებენ, რომ წმიდა დავით აღმაშენებელი, თითქოს ეკუმენისტი და სჯულთშემწყნარებელი იყო, ანუ მათ სურთ ჩაგვაგონონ აზრი იმის შესახებ, რომ თავად ისინი იმ ძველი ეკუმენისტური ტრადიციების მემკვიდრეები არიან, რომლებიც დამკვიდრებული და განმტკიცებული იყო კეთილმსახური ქართველი მეფის მაგალითითაც.

თუკი წმიდა დავით აღმაშენებელი იმდენად კეთილგანწყობილი იყო მუსლიმების მიმართ, რომ მხარს უჭერდა მათ თავისი ავტორიტეტით, როცა მეჩეთში ლოცულობდა, მაშინ იბადება კითხვა: რატომ განახორციელა მან ესოდენ ენერგიული ქმედებანი ქრისტიანობის განსამტკიცებლად საინგილოში? თუკი დავით მეფე ეკუმენისტი იყო, მაშინ როგორღა უნდა შევუთანხმოთ ეს მისი ინიციატივით მოწვეული რუის-ურბნისის კრების დადგენილებებს, სადაც განწესებული იყო მართლმადიდებლობაში დაბრუნებული მონოფიზიტების ხელახალი მონათვლა, მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული ეკლესიები არ მოითხოვდნენ ამას და მხოლოდ სინანულისა და მირონცხების გზით მიიღებდნენ მოქცეულ მწვალებლებს? თუკი წმიდა დავით აღმაშენებელი ეკუმენისტი იყო, მაშინ რატომ ამოირჩია მან თავის სულიერ მოძღვრად ცნობილი მართლმადიდებელი ტრადიციონალისტი არსენ იყალთოელი, რომელმაც დიდი სჯულისკანონი თარგმნა (საეკლესიო კანონთა, მოციქულთა დადგენილებათა, მსოფლიო და ადგილობრივი კრებების განსაზღვრებათა, წმიდა მამათა კანონთა კრებული), სადაც სხვათა შორის, აკრძალულია მართლმადიდებელთა ლოცვა სხვაგვარადმადიდებლებთან, სხვა რჯულის წარმომადგენლებთან და ამგვარი ქმედებისათვის ეკლესიიდან განკვეთაა დაწესებული?!

არსენ იყალთოელი ცნობილია როგორც „დოგმატიკონის“ (წმიდა მამაების ქმნილებათა ვრცელი ანთოლოგია) შემდგენელი, რომელიც ასევე, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესიტყვება ეკუმენიზმის პრინციპებს.

თავის შესანიშნავ ქმნილებაში - „გალობანი სინანულისანი“ წმიდა დავით მეფე ყველა ადამიანურ ცოდვას ინანიებს და ამავე დროს, ამტკიცებს, რომ ერთში კი არასდროს არ შეუცოდავს - თაყვანი არ უცია უცხო „ღმერთისათვის“ და ყოველთვის წმიდად იმარხავდა მართლმადიდებელ სარწმუნოებას. როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს წმიდა დავით აღმაშენებელს კონტაქტები ჰქონდა მუსლიმთა თემების ლიდერებთან; საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს იგი უფრო ნაკლებ გადასახადს აწერდა, ვიდრე თვით მუსლიმი მმართველები; მან სასახლე აუშენა მუსლიმ პოეტებს და მუსლიმ სასულირო პირებსაც იწვევდა ხოლმე შუამავლებად სასამართლო ცილობებში ქრისტიანთა შორის. მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ იმ შემთხვევებში ხდებოდა, როცა გაირჩეოდა არა რელიგიურ-ზნეობრივი, არამედ იურიდიული, სამართლებრივი საკითხები და სხვა რჯულის წარმომადგენელთა დასწრება უფრო ობიექტურ ხასიათს ანიჭებდა სამსჯავრო სხდომას.

წმიდა დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში პირდაპირ არის ნათქვამი ყურანის გამო გამართული პოლემიკის შესახებ, რომელშიც მეფეც მონაწილეობდა. განა შეიძლება, რომ დავით მეფე მეჩეთში სოლიდარული ყოფილიყო ისლამთან, მეჩეთს გარეთ კი უარეყო იგი?! მის დროსვე მოეწყო დისპუტი მართლმადიდებლებსა და მონოფიზიტებს შორის, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი არსისმიერ განსხვავებას კონფესიებს შორის, რაც სულაც არ ეთანხმება ეკუმენისტურ სულისკვეთებას. ამ კამათში თვით წმიდა მეფე დავით აღმაშენებელიც მონაწილეობდა, მაგრამ იგი სულაც არ მოითხოვდა მართლმადიდებელთა და მონოფიზიტთა გაერთიანებას, როგორც ეს ეკუმენისტი მეფისგან იქნებოდა მოსალოდნელი. ეს კამათი არ ყოფილა შედეგიანი საღვთისმეტყველო თვალსაზრისით (ანუ მართლმადიდებლებმა ვერ შესძლეს მწვალებელი მონოფოზიტების დარწმუნება-მოქცევა), მაგრამ თვით ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოში მაშინ აღმსარებლობა თავისუფალი იყო. გარდა ამისა, თანამედროვე ეკუმენისტები მიუთითებენ იმაზე, რომ წმიდა დავით აღმაშენებლის ლაშქარში ჯვაროსან ფრანკთა რაზმიც იყო, მაგრამ ეს ფაქტი სულაც არ ამტკიცებს მეფის სიმპათიებს კათოლიკური აღმსარებლობისადმი. ცნობილია, რომ ჯვაროსანთა ცალკეული რაზმები ბიზანტიის ჯარშიც იბრძოდნენ და უნგრეთის მეფის სამსახურშიც იდგნენ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მუსლიმ ემირატთა ურთიერთბრძოლებშიც მონაწილეობდნენ.

მაშ, საიდან მოვიდა ეს მითი? მისი ავტორი მე-13 საუკუნის მეორე ნახევრის თურქი ისტორიკოსი იბნ ალ-ჯაუზ დიფრემერია. ალ-ჯაუზი წერდა, რომ დავით მეფე „პარასკევობით სამლოცველოში, ჯამეში შედიოდა, ლოცვას, ყურანის კითხვას და ქადაგებას ისმენდა, მათ სამღვდელოებას ბევრ ოქროს უწყალობებდა ხოლმეო“, ე.ი. ამ ცნობის თანახმად გამოდის, რომ მეფეს პარასკევი დღე მეჩეთში სასიარულოდ ჰქონია გამოყოფილი...

საგულისხმოა, რომ ალ-ჯაუზამდე ერთი საუკუნის წინ, თბილისის აღებიდან ოცდაათი წლის შემდეგ, მაჰმადიანმა ისტორიკოსმა ალ-ფარაკმა იმოგზაურა თბილისში. ის უფლისწულ დემეტრესაც ეწვია და თბილისელ მაჰმადიანებსაც. ალ-ფარაკი დაწვრილებით აღწერს მუსლიმთა მდგომარეობას საქართველოში. დავით მეფეს მათთვის აზანის (ლოცვაზე მოწოდების), თავისუფალი ლოცვის, მარტო ბანაობის, პარსკევ დღეს მანბარიდან ხალიფასა და სულთანისათვის ლოცვის უფლება მიუცია, გარდა ამისა მაჰმადიანთა უბანში ქართველებისთვის ღორის დაკვლა აუკრძალავს. ალ-ფარაკი წერს, რომ ყოველივე ეს 1153 წელს კიდევ სრულდებოდა, რაც საკუთარი თვალით უხილავს, მაგრამ ერთი სიტყვაც არსადაა ნახსენები დავით მეფის მეჩეთში საირულსა და ლოცვაზე. აბანო არ გამორჩენია ალ-ფარაკს და ღორი, მანბარი და სულთანი და რაღა ის გამორჩებოდა, ვინმეს რომ მოეთხრო, ქართველთა უძლეველი მეფე მეჩეთში დადიოდა და ლოცულობდაო. ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, განა თბილისელი მუსლიმები პირველ ამბად არ მოუყვებოდნენ ქალაქში ჩასულ მუსლიმ ისტორიკოსს? დავითის მემატინეს ხომ არ გაუგია და არ გაუგია მსგავსი რამ! საინტერესოა, ის რაც შუაგულ თბილისში სულ რაღაც ოცდაათი წლის შემდეგ არავის უთქვამს ალ-ფარაკისათვის, არ დაუწერია დავითის მემატიანეს, როგორ მისწვდა ალ-ჯაუზ დიფრემერის ყურს ერთი საუკუნის შემდეგ?!

ყველაზე სავალალო მაინც ის არის, რომ ამ ტყუილს დღემდე ქართველ ერს ცხვირწინ უფრიალებენ. ის, რაც თურქ-სელჩუკთა გაერთიანებულმა ლაშქარმა ვერ უყო მეფეს, ალ-ჯაუზის ამ წრიპინა ცნობამ მოუხერხა - დაამარცხა იგი ქართველი კაცის ცნობიერებაში, რადგან დააჯერა, რომ მისი სახელოვანი მეფე მართლაც დადიოდა მეჩეთში სალოცავად, რითაც ცილი დააწამებინა მისთვის...

შიო მღვიმის მონასტრისადმი ანდერძში ვკითხულობთ: „წმიდათა დიდთა მარხვათა ყოველთა პარასკევთა ეკლესიას ტფილსა სეფისკვერსა განუყოფდენ სახსენებელად ჩემდა. და პირველისა შვიდეულისა პარასკევდა თითო კარასეული მიეცეს, სეფისკვერსა და თესლსა თანა შესვან ყოველთა და მილოცონ ესრეთ: „უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომისანი!“ - აი, რა ძალასა და მნიშნველობას ანიჭებდა წმიდა მეფე საკუთარი სულის საოხად პარასკევ დღეს, უფლის ჯვარცმის დღეს, ყველა ქრისტიანისათვის მარხვის დღეს მოხსენიებას და ბოროტმაც სწორედ პარასკევი დღე ამოიღო მიზანში - დავითის ნაანდერძევი პარასკევი დაგვავიწყა და ალ-ჯაუზის დანაბარები „პარასკევი“ დაგვამახსოვრა გულდაგულ.

„დაღაცათუ ესრეთ განვხრწნენ ყოველნი გრძნობანი და ყოვლად ხრწნილება ვიქმენ, გარნა არავე არვიხუენ ხელნი, არცა დავდევ სასოებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ უცხოისა, არცა უცხო თესლი რაიმე სარწმუონებაჲ საწურთელ ვყავ სულისა, გარეშე მისსა, რომელი მასწავლეს ღმრთისმეტყველთა შენთა“- ამბობს წმიდა მეფე თავის სინანულის საგალობელში. და განა ქრისტიანი მეფის მეჩეთში ლოცვაზე დგომა უცხო სარწმუნოების „თესლით“ სულის წვრთნა არ იქნებოდა?!

ერთხელ კი ნამდვილად შევიდა მეფე მიზგითში, ოღონდ გადაკეთებულში, ადრე ეკლესია ყოფილა, სახელოვანი და ცნობილი. შევიდა, რათა ისევ გადმოეკეთებინა.

ეს ანისში მოხდა, როდესაც მეფემ იგი მაჰმადიანთა სამოცწლიანი ტყვეობისაგან გაათავისუფლა. ქალაქის მხდალ და ლაჩარ მფლობელს, აბსოლვარს, ამ ეკლესიისთვის ჯვარი მოუხსნია და მის ნაცვლად საგანგებოდ შეკვეთილი „ძვირფასი“ და „საუცხოვო ნალი“ (მთავარის სახე) აღუმართავს, ეს დიდი საყდარი ანისისა მიგზითად მოუკაზმავს და ქრისტიანთა სისხლით მთელი საყდარი და ქალაქი მოურწყავს. „იმუქაფა ღმრთის მოყვარემან დავით აღმაშენებელმა, მოლათა და დარიმანთა სისხლითა ახლავემან მორწყო, საყდარი იყო ახლად მონათლა, რომელიც აღეშენა ბერძენთა ასულს დედოფალ კატრონიკეს და იქვე ესაფლავა... მოვიდეს მეფე და კათალიკოზი, ეპისკოპოსნი და ერთობილნი ლაშქარნი დედოფლისა საფლავსა, ახლად წესი აუგეს და თვითონ მეფემან სამჯერ საფლავთა ჩასძახა: „გიხაროდენ შენ დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან“...



დავით აღმაშენებლის ერთ-ერთ უდიდეს ღვაწლად რუის-ურბნისის საეკლეკსიო კრების მოწვევას მიიჩნევენ. ზოგი ამაში მხოლოდ პილოტიკურ და სოციალურ წარმატებას ხედავს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მეფემ „ყო საქმე, რომლითა მოიმადლებდა ღმერთსა“, რადგან უკეთურ მღვდელთა გამოისობით ზეცაში სასჯელი უკვე გამზადებული იყო. მემატიანის თქმით - „თვალი ღმრთისაჲ, მხედველი ყოველთა, რისხვად აღძრულ იყო“. დავითმა იმ დროისათვის სულიერებითა და განსწავლულობით ცნობილ სასულიერო პირთა მიერ დროზე მოიწვია „დიდთა წყლულთა“ საკურნებელი ეს ცნობილი კრება, რომელმაც დროზე გაასწორა საქართველოს მართლმადიდებელი ეკელსიის გეზი, რითაც დააცხრო კიდეც ღვთის რისხვა; სწორი ლოცვა დააყენა მიწაზე, ღირსეულ მღვდლებს მისცა საჭე ხომალდისა, რადგან იცოდნენ დავითმაც და სასულიერო იერარქებმაც, რომ ღირსეულ მოძღვარს მრევლიც ღირსეული ეყოლებოდა და რომ ყველა ერთად სწორ ლოცვას აღავლენდა მიწიდან ზეცისკენ და წყალობაც ღვთისა არ დაახანებდა. აღსანიშნავია, რომ თვითონ მეფე კრებას ესწრებოდა როგორც ერთი რიგითი და მორჩილი სასულიერო პირებისა, რომლებიც წარმართავდნენ საეკლესიო კრებას.

ეს იყო თავი და თავი ამ უდიდესი რეფორმისა. ეს სულისკვეთება ამოძრავებდა მორწმუნე მეფეს და ამიტომაც ბრწყინვალედ გასრულდა ეს საქმე. სწორედ რუის-ურბნისის კრებამ მოამზადა „ძლევაჲ საკვირველი“.
რუის-ურბნისის კრების დაგვირვინებად მიიჩნევენ ისტორიკოსები მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობათა ერთი პირის ხელში გაერთიანებას. ჭყონდიდელის მწიგნობართუხუცესობით მეფემ ეკლესია თავის ძალაუფლებას დაუქვემდებარაო.

გიორგი ჭყონდიდელი დავითის სულიერი მოძღვარი, მრჩეველი და თავზე მდგომი იყო, სწორედ ის გაზრდიდა მეფეს „მოძღვრებითა უფლისაჲთა“. მისი სახით მეფემ ეკლესიაში თავისი მომხრე კაცი კი არ შეუშვა, არამედ სამეფო ტახტი ღვთის სიტყვით გაბრძნობილს დაუქვემდებარა; იგი მხოლოდ მეფის მომხრე კაცი კი არ იყო, არამედ ეკლესიის პატიოსანი მსახური იყო სასახლის კარზე. მეფეს მხოლოდ თავისი მომხრე ჭყონდიდელი კი არ ჰყავდა მწიგნობართუხუცესად, არამედ სჯულის საუკეთესო მცოდნე ეყენა გვერდში. ამიტომ ირჩეოდა მისი ყოველი მოქმედება გიორგი ჭყონდიდელთან, მეფის ყოველ ნაბიჯს ღვთისთვის სათნო მოძღვრის კურთხევა ახლდა.

ამ თანამდებობათა გაერთიანება დავითმა ტახტის მომავალ მემკვიდრეებსაც დაუდგინა, რათა ისინიც ამავე წესს დასდგომოდნენ - თავიანთ სამეფო საქმიანობაში ღვთივგანბრძნობილი მოძღვრების ლოცვა-კურთხევით ევლოთ. უპირველეს მრჩევლად სჯულის საუკეთესო მცოდნენი ჰყოლოდათ.

დავითმა იცოდა, რომ ყოველი საქმე ღვთის სადიდებლად უნდა აღესრულებინა. ამიტომაც პოლიტიკური მიზნებით არასდროს გადაუხვევია ღვთის მაამებლობის გზიდან. რადგან ყველა გზას ღმერთთან მიჰყავდა, ამიტომ ყველა გზა სუფთა იყო და მწიგნობართუხუცესიც ამ გზების მეთვალყურედ ჰყავდა დანიშნული, ამ გზების სისუფთავეზე ზრუნავდა.

ორმოცი დღე შავად შემოსილმა იგლოვა დავით მეფემ გიორგი ჭყონდიდელი, ვითარაცა მამა და მამაზე უფრო მეტი. იცოდა მორწმუნე მეფემ სულიერი მოძღვრის ფასი და უდიდესი ტკივილით გამოეთხოვა მასა და ღმერთს შორის მდგომ სათნო კაცს.

დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი ისტორიკოსი წერს, აღმაშენებელი, როგორც მისი საკუთარი სიტყვებიდან ჩანს, თურმე ვარსკვლავთმრიცხველობის მცოდნე ყოფილა, ერთ თავის თხზულებაში დიდგვაროვანი გვირგვინოსანი ამბობს, ვარსკვლავთმრიცხველობის ყველაფერი ვიცოდიო.

ოღონდ იმას, რასაც ისტორიკოსი თხზულებას უწოდებს, აღსარება ჰქვია, უფლის წინაშე ხმამაღლა ნათქვამი ყველაზე ძლიერი და ყველაზე მართალი აღსარება, რომელშიც ჩვენი მკვლევარები ცნობისმოყვარეობით იჭვრიტებიან და ზოგს აზრადაც არ მოსდის, რომ აღსარების საიდუმლოში იჭრება. ვარსკვლავთმრიცხველობას ამ აღსარებაში პოეტი მეფე, როგორც ერთ-ერთ მძიმე ცოდვას, ისე უყურებს.

ეს საყოველთაო აღსარება დავით აღმაშენებელმა მთელ ქართველ ერს დაუტოვა, დაუტოვა არა საჩხრეკად, არამედ მდუმარედ წასაკითხად, ერთი მონანული სულის ღვთაებრივი ნათლის შუქზე დასანახად, სამაგალითოდ იმისა, თუ როგორ უნდა ჩაიბრუნოს საკუთარ არსებაში სულიერი მზერა ყოველმა ქრისტიანმა ისევ საკუთარი თავის შესაცნობად.
რაც უფრო ახლოა ადამიანი ღმერთთან, მით უფრო მეტი ნათელი ადგება მისი სულის ჯურღმულებს, მით უფრო წარმოუჩინდება საკუთარი დაცემული არსის მთელი სიმახინჯე, მით უფრო დიდია სინანული და მით უფრო მდუღარეა ცრემლი საკუთარი უღირსების შეგრძნებისა.

კითხულობს მორწმუნე ადამიანი დავითის აღსარებას და არაფერი უცხო არაა მისთვის. მგლოვიარე სულის კიდევ ერთ ნიმუშს ეცნობა და კიდევ ერთხელ რწმუნდება მართლმადიდებლობის ძალაში, როდესაც სინანულის სიღრმით არნახულ სიმაღლეს შეიძლება მისწვდე.

საგანგებოდ აღნიშნავენ მკვლევარები დავით აღმაშენებლის კითხვისმოყვარეობას. ყველგან კითხულობდა მეფე. განცვიფრებული იყო ხალხი მისი ესოდენ მოუწყინებელი კითხვით. თავად მემატიანესაც უკვირდა და როგორც სასწაულს, ისე უყურებდა მეფის ამ ჩვევას. ერთხელ კითხვაში გართულს ბრძოლა კინაღამ გამოეპარა, მეომრებს უსაყვედურიათ თურმე...

დავით მეფის ცხოვრების აღმწერი ამბობს: „წინდაიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარსათხავად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასუის ბოლოსა წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მით ნიშნითა აღვთუალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა“. მხოლოდ ერთი წლის ათვლით სამოციქულო ოცდაოთხჯერ წაეკითხა და სულ რამდენჯერ ექნებოდა წაკითხული?! მხოლოდ ასეთ ღმრთისმეტყველ ადამიანს შეეძლო ეთქვა:

„ზარი მეფობისაჲ წარხდეს და დიდებაჲ დაშრტეს,
შუებაჲ უქმ იქმნნენ,
ყუავილოვნებაჲ დაჭნეს,
სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ,
სხუასა შეუდგენ სპანი,
მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!“

იცოდა მორწმუნე მეფემ, სად უნდა შეეფარებინა თავი. სხვა მიიღებდა სკიპტრას, სხვა გაუჩნდებოდა ქვეყანას პატრონად, მისი დიდებაც შეიძლება წაშლილიყო, ჩაიგრიალებდა წუთისოფელში მისი მეფობის ზარიც, ამაოების სუსხი მოზრავდა ყველაფერს, მხოლოდ ეკლესიის ფრთებქვეშ, მხოლოდ ტაძრის ეზოში იპოვიდა მისი ძვლები განსვენებას, სული კი ზეცაში დაივანებდა ღმერთთან... რაც ღმერთს მიაბარა და ღვთისა იყო, მხოლოდ ის შემორჩა ხილულად მის შთამომავლობას - გელათი, ფრესკა, საფლავი და საწინამძღოლო ჯვრები; არც ტახტი შემონახულა მისი, არც გვირგვინი, არც სკიპტრა და არც სასახლე.

მაშ რისი მემკვიდრეები ვართ ჩვენ? „არ გეცრუვებით შენ, ჩვენო სიწმიდით მშობელო კათოლიკე („კათოლიკე“ - საყოველთაოს ნიშნავს - საიტის ავტორი) ეკლესიაო, არ გაგცემთ შენ, ჩვენო სიქადულო - მართლმადიდებლობაო!“ - დაბეჭდა რუის-ურბნისის კრებამ და დაიბეჭდა წმიდა მეფემაც თავის სულში და ჩვენც ამ ძალისხმევის მემკვიდრენი უნდა ვიყოთ!

როცა სულიერი მემკვიდრეობა დაკარგულია, ხორციელ მემკვიდრეობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია! ხორციელი მემკვიდრეობიოთ ჩვენ მხოლოდ ის მოვახერხეთ, რომ ძეგლი დავუდგით წმიდანს.... და დგას დღეს ჩამონგრეული „ივერია“ და უდგას წინ აფხაზთა, რანთა და კახთა მეფე - დავით აღმაშენებელი. მართლაცდა „ძლევაჲ საკვირველი“ უნდა ამ ფასადის გასწორებას, მაგრამ „ძლევას საკვირველს“ ხომ მხოლოდ ღმერთი იძლევა!

გამოყენებული ლიტერატურა:
„მრევლის“ ბიბლიოთეკა:
მარიამ ყიფიანი „როდის დაკარგა ქართველმა კაცმა დავით აღმაშენებელი“,
თბილისი, 2002 წ.
ჟურნალი „ივერიის გაბრწყინება“:
არიქმანდრიტი რაფაელი „ეკუმენისტური სიცრუე დავით აღმაშენებელზე“,
№2 (30), 1999 წ.


--------------------
საქართველო - წმიდა ივერია ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
..." გარნა არათუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაიმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესე! არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ - მოწამე არს ჭეშმარიტებაი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th April 2021 - 06:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი