![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#21
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
staywhite
სერბულიდან თარგმნი? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
guest |
![]()
პოსტი
#22
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
თამარ,
კი,სერბულიდან ვთარგმნი. აი,ალფეევი კი რუსია,მაგრამ მისი სტატია სერბულად მაქვს და სერბულიდან ვთარგმნე. მაქვს პოპოვიჩის გერმანულენოვანი ნაშრომებიც და იმასაც ვაპირებ ![]() |
F3niX |
![]() ![]()
პოსტი
#23
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 11-February 08 წევრი № 3,904 ![]() |
F3niX რაღაც ფინთად გადაეკიდე შენ ნინოს ![]() ![]() არანაირად ჩემო კარგო ![]() ![]() უბრალოდ სადაც დავპოსტე, სადაც შევედი და ვნახე ნინო ყველას უსამართლოდ ეჩხუბება ![]() -------------------- არ შემიძლია შევიძულო კაცი რომელ იქნება მტერი ჩემი, ან ძმა იგი მტრისაი რადგან ვარ მოყვარეი მათი და მასაცვე გვარქუს უფალი ღმერთი ჩვენი (NiKa)
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#24
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
თამარ, კი,სერბულიდან ვთარგმნი. აი,ალფეევი კი რუსია,მაგრამ მისი სტატია სერბულად მაქვს და სერბულიდან ვთარგმნე. მაქვს პოპოვიჩის გერმანულენოვანი ნაშრომებიც და იმასაც ვაპირებ ![]() ორიგინალი გერმანულად აქვს? თუ რუსულიდანაა ნათარგმნი, ისევ დედანიდან ჯობს თარგმნა. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
guest |
![]()
პოსტი
#25
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ორიგინალურია ის გერმანული სტატია პოპოვიჩისა, რამეთუ ფლობდა უამრავ ენას და გერმანიის ერთერთ უნიში წაკიტხული ლექციაა. ისე ყველა ორიგინალურია, სერბი ავტორები ვინც არიან. ისე, წმ.ნიკოლოზ სერბს აქვს ასევე რუსული და ინგლისური სტატიები,ასევე სტუდენტებთან წაკითხული რუსეთში და ამერიკაში.
ვიცი რასაც გულისხმობ და მასეც უნდა იყოს, მოკლედ, ორიგინალურია ყველა ალფეევის გარდა, რამდენადაც მარტივი "ტექსტია" ალფეევისა და დიდი თეოლოგიურ სწავლებას არ შეეხება,არა მხოლოდ საუბრებს,ამიტომაც ვთარგმნე სერბულიდან რუსი ავტორი. სხვა შემთხვევები სრული ორიგინალებია. |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#26
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ორიგინალურია ის გერმანული სტატია პოპოვიჩისა, რამეთუ ფლობდა უამრავ ენას და გერმანიის ერთერთ უნიში წაკიტხული ლექციაა. ისე ყველა ორიგინალურია, სერბი ავტორები ვინც არიან. ისე, წმ.ნიკოლოზ სერბს აქვს ასევე რუსული და ინგლისური სტატიები,ასევე სტუდენტებთან წაკითხული რუსეთში და ამერიკაში. ვიცი რასაც გულისხმობ და მასეც უნდა იყოს, მოკლედ, ორიგინალურია ყველა ალფეევის გარდა, რამდენადაც მარტივი "ტექსტია" ალფეევისა და დიდი თეოლოგიურ სწავლებას არ შეეხება,არა მხოლოდ საუბრებს,ამიტომაც ვთარგმნე სერბულიდან რუსი ავტორი. სხვა შემთხვევები სრული ორიგინალებია. წმინდა ნიკოლოზ სერბი უკვე იმდენმა და ზოგმა ისე უგერგილოდ თარგმნა, უკვე მობეზრდა მკითხველს რა ![]() ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
guest |
![]()
პოსტი
#27
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
მე ვნახე ნიკოლოზ სერბის ნაშრომთა თარგმანი ორთოდოქსი-ზე, მხოლოდ ისეთები ვთარგმნე, რაც არც რუსულადაა და არც ქართულად. გარდა ამისა, შეცდომებია ნიკოლოზ სერბის ბიოგრაფიაში, ამ ფორუმზეც დევს იქიდან სტატია ,ცხოვრების შესახებ და შევეცადე შეცწორებები შემეტანა და დავწერე კიდეც,სად იყო შეცდომა.
ორიგინალს არც რუსული შეედრება და არც ქართული, ჩემთვის უკეთესი წასაკითხი სერბულია, პოპოვიჩიც და ველიმიროვიჩიც. გარდა ამისა, უამრავი სასულიერო ლიტერატურაა იქაური ავტორების, მეტად საინტერესო,როცა მოვახერხებ იმათ მივხედავ,მანამდე კი კაიროსტან დამჭირდება კონსულტაცია, არჩევის მიზნით. |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#28
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
მე ვნახე ნიკოლოზ სერბის ნაშრომთა თარგმანი ორთოდოქსი-ზე, მხოლოდ ისეთები ვთარგმნე, რაც არც რუსულადაა და არც ქართულად. გარდა ამისა, შეცდომებია ნიკოლოზ სერბის ბიოგრაფიაში, ამ ფორუმზეც დევს იქიდან სტატია ,ცხოვრების შესახებ და შევეცადე შეცწორებები შემეტანა და დავწერე კიდეც,სად იყო შეცდომა. ორიგინალს არც რუსული შეედრება და არც ქართული, ჩემთვის უკეთესი წასაკითხი სერბულია, პოპოვიჩიჩ და ველიმიროვიჩიც. ''მისიონერული წერილებიც'' ნათარგმნია უკვე -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
guest |
![]()
პოსტი
#29
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
წიგნიც ყოფილა "მისიონერული წერილები" ქართულად. ვიცი,ვნახე დაახლოებით რაც არის, მე საუბრების გარდა სხვა ფილოსოფიურ ნამუშევრებს ვერ გავწვდები, რამეთუ საჭიროა თეოლოგიის კაი ცოდნა და აგრეთვე ქართულად ზუსტი ცოდნა ამა თუ იმ "კლასიკური" ნაწარმოებისა, საიდანაც ავტორს ციტატები მოყავს. მხოლოდ საუბრებს თუ გავბედავ ამიტომ, ჯერჯერობით მაინც
![]() პ.ს. ჩემი ნათარგმნის "ღიმღამობაში" პრეტენზია არც არასოდეს მქონია და ამიტომაც ვითხოვ თქვენგან შეწევნას, რომ გადახედოთ და შეასწოროთ ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#30
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ეს არის ღირსი მამა იუსტინე ჩელიელის (პოპოვიჩი) საუბრის თარგმანი ,კარლოვაცში 1924 წელს წითელ პარასკევს.
ორიგინალურ ტექსტს გააჩნია მეტი 2 აბზაცი, მაგრამ რადგან მასში ძირითადად სახარებიდან აქვს ციტატები მოყვანილი, ვერ ვრთარგმნე , აქ არ მაქვს სახარება ქართულ ენაზე და როცა სახლში დავბრუნდები, იქ ჩავამატებ. გთხოვთ გადახედოთ და ფილოლოგებმა კი იქნებ დრო ნახოთ და "გადაუაროთ" ნათარგმნებს :D :მპუა: თამარ, კოლეგა გყოლია სერაფიტა, იქნებ წაგაშველოს ხელი და კვირაში 1 საათიც რომ დაუთმოთ ყველას მოილევთ. მადლობთ :) საშინელი სამსჯავრო უფლის მიმართ ( ღირსი მამა იუსტინე ჩელიელის (პოპოვიჩი) საუბარი წითელ პარასკევს, 1924 წ. კარლოვაცის საპატრიარქო ტაძარში ) ძმებო,არასოდეს არ ყოფილა უფალი ადამიანში ისე მცირედ, როგორც დღეს. არასოდეს არ ყოფილა უფალი მიწაზე ისე მცირედ, როგორც დღეს.ყველაზე მეტად დღეს არის ადამიანში ეშმაკი განსხეულებული, რათა გადააჯიშოს ადამიანის მოდგმა. დღეს ყველა სახის ბოროტება ჩასახლებულა ადამიანის სხეულში, რათა ღმერთი განდევნოს მისგან . დღეს მთლიანი ჯოჯოხეთი მიწაზე გადმოსახლებულა. განა ახსოვს ვინმეს, რომ მიწაზე ოდესღაც სამოთხე იყო? ადამიანის დღევანდელი დაცემა უსაზღვროდ აღემატება ადამიანის პირველყოფილ დაცემას : მაშინ ადამიანი გამოვარდა ღმერთისგან, დღეს კი მან ჯვარს აცვა ღმერთი, მოკლა ღმერთი. ადამიანო, რა არის შენი სახელი თუ არა ეშმაკი? აჰა, ანუ რაებს ვლაპარაკობ? ვიცი!... ეს ეშმაკის შეურაცხყოფაა. ეშმაკს არასოდეს უცემია ისე უმოწყალოდ, როგორც დღეს ადამიანმა ეს ხელოვნების დონეზე აღასრულა. უფალი იესო ქრისტე ჯოჯოხეთშიც შევიდა, მაგრამ ის იქ არავის ჯვარზე არ გაუკრია, ჩვენ კი ეს ვქენით. განა ამით ადამიანი ეშმაკზე ცუდი არ არის? განა ამით დედამიწა ჯოჯოხეთზე უარესი ჯოჯოხეთი არ გახდა? ჯოჯოხეთიდან ქრისტე არ გამოუგდიათ, დღეს კი ადამიანებმა ის განდევნეს მიწიდან, საკუთარი სხეულიდან, საკუთარი სულიდან, საკუთარი ადგილსამყოფელიდან... ძმებო, სულში გველივით შემიძვრა ერთი კითხვა და ამპარტავნულად მეკითხება: ნუთუ ადამიანი ოდესმე შეიძლება სათნო ყოფილიყო, შეძლო რა მან ქრისტეს ჯვარცმა? შენ გჯერავს ადამიანის, აქებ მას, ოპტიმისტი ხარ? ოჰ, შეხედე ადამიანს, შეხედე კაცობრიობას წითელი პარასკევის "გადმოსახედიდან", შეხედე როგორ კლავს კაცი ღმერთკაცს და მითხარი : ახლაც ოპტიმისტი ხარ? ნუთუ არ გრცხვენია, რომ კაცი ხარ? ვერ ხედავ, რომ ადამიანი ეშმაკზე უარესია? ნუთუ არ არის თვით ადამიანი ყოველგვარი ბოროტების თესლი, ყოველგვარი სისაძაგლის წყარო? ნუთუ დღეს ადამიანმა მოკლა რა ღმერთი , არ დაამტკიცა, რომ თვით ადამიანია მიწის სიგიჟე? თვით საშინელი განკითხვის დღეც კი, ძმებო, არ იქნება ბევრად საშინელი, როგორიც წითელი პარასკევია. რამეთუ მაშინ უფალი იქნება მსაჯული და დღეს კი ადამიანია ამის მოქმედი. დღეს არის საშინელი სამსჯავრო ღმერთის მიმართ, მას კაცობრიობა ასამართლებს. დღეს კაცი აფასებს უფალს 30 ვერცხლად! ნუთუ ეს ბოლო ფასია? ნუთუ იუდა ჩვენი უკანასკნელი სიტყვაა ? დღეს კაცობრიობამ უფალს სიკვდილი მიუსაჯა. ეს არის უდიდესი ამბოხება და ცოდვა ცისა და მიწის ისტორიაში.დაცემულ ანგელოზებსაც არ უქნიათ ეს. დღეს აღსრულებაში მოვიდა უფლის მიმართ საშინელი სასამართლოს განაჩენი : დროს და ჟამს არ ახსოვს ასეთი უდანაშაულო ბრალდებული და ასეთი უგუნური მოსამართლე ! დაცინეს ღმერთს, ისე როგორც არც არავის და არასოდეს. შეარცხვინეს ის, ვინც ჩვენს სადიდებლად მოვიდა, აწამეს ის, რომელიც ჩვენ ტანჯვისგან გასათავისუფლებლად მოვიდა, გადასცეს სასიკვდილოდ ის, რომელმაც ჩვენ სამუდამო სიცოცხლე მოგვიტანა... ადამიანო, აქვს შენს უგნურებას საზღვარი? აქვს შენს დაცემას ძირი? ჯვარცმა, ყველაზე დამამცირებელი სასჯელი - და ეს სასჯელი მას, რომელმაც ჩვენ მუდმივი დიდება გვიბოძა. უძლურო ! მან შენ გაგკურნა უძლურებისგან და შენ მას ჯვარცმას ჩუქნი? ბრმავ ! მან შენ თვალი აგიხილა განა იმისთვის, რომ დაინახო როგორ გააკრავ ჯვარზე? მკვდარო! მან შენ აგღადგინა სიკვდილისაგან და შენ ის შენს საფლავში დამარხე? ძმებო, წითელი პარასკევი ჩვენი უდიდესი სირცხვილი და დამარცხებაა. იუდა ისკარიოტელში ყოველი ჩვენგანის სულის რაღაც ნაწილი იყო.ასე რომ არ ყოფილიყო, უცოდველნი ვიქნებოდით. იუდას სახით ჩვენ ყველანი დავეცით. ყოველმა გავყიდეთ ქრისტე და ვეზიარეთ ეშმაკს : წმინდა სახარების მიხედვით იუდაში სატანა ჩასახლდა, გაუცვალა რა ეშმაკს თვით მაცხოვარი. აჰ, განა არსებობს ამაზე დიდი ცოდვა,ამაზე დიდი საშინელება? ვერცხლთმოყვარეობავ, შენ გაყიდე უფალი! ვერცხლთმოყვარეობავ, შენ დღესაც ჰყიდი ქრისტეს! იუდა, რომელიც სამი წელი ქრისტეს მოწაფე იყო, რომელიც თვალთმხილველი იყო ქრისტეს სასწაულების, რომელიც ქრისტეს სახელით ავადმყოფთ კურნავდა, ვერცხლმოყვარეობის გამო გამყიდველი გახდა და მაშინ მე, შენ და სხვას განა ვერ გაგხვდის გამყიდველად , გამცემად და ქრისტეს მკვლელად? იუდა დიდ ხანს იყო მასთან ერთად, ვისაც თავის მისადები არ გააჩნდა, რომელიც საქმით და სიტყვით ასწავლიდა, რომ არ არის აუცილებელი ვერცხლის და ოროს ქონება და მე? და შენ? ძმაო, თუ არ შეგიძლია იყო ბედნიერი უქონლობაში, თუ არ შეგიძლია იყო მხიარული სიღარიბეში, მაშინ შენც იუდასნაირი კანდიდატი ხარ! არ იკითხო : "ნუთუ მე უფალო?", რამეთუ პასუხად მიიღებ: "თვითვე ამბობ"! ძმაო და მეგობარო,სამუდამოდ დაიმახსოვრე: ვერცხლთმოყვარეობამ ჯვარს აცვა ქრისტე, მოკლა ღმერთი. ვერცხლთმოყვარეობამ ქრისტეს მოციქულისგან უფლის მტერი და უფლის მკვლელი შექმნა. მაგრამ არა მხოლოდ ეს, არამედ ამანვე მოკლა თვით იუდაც... ვერცხლმოყვარეობა დაწყევლილი თვისებაა, უპირველესად კლავს ადამიანში ღმერთს, შემდეგ კი სამუდამოდ კლავს თვით ადამიანს. ღმერთის წამებით ადამიანი ეშმაკზე უმოწყალოა. არ გჯერავთ? გაიგონეთ რას ამბობს თვალთმხილველი: მას აფურთხებდნენ სახეში... ახ, მის ლამაზ სახეში...მას, შემოქმედს და მაცხოვარს, აფურთხებენ და სცემენ, ის კი მოთმინებით და უხმოდ იტანდა ამას. გაქვს შენ გამართლება , როცა შურაცხყოფას შეურაცხყოფითვე პასუხობ? როცა სიავეს სიავითვე უბრუნებ? როცა წყევლი მაწყევარს? როცა გძულს შენი მოძულე? ბოროტების ბოროტებითვე დამბრუნებელი შენ აფურთხებ ქრისტეს. მოძულის მომძულებელი შენ სცემ ქრისტეს, შეურაცხყოფის არ დამთმენი შენ დასცინი და არცხვენ ქრისტეს, რამეთუ ეს თვით მაცხოვარს ამ დღესაც არ უქნია... ჯვარს ვაცვით ღმერთი.. ადამიანო, რა გინდა კიდევ? ნათელგონიერი ავაზაკი ყაჩაღი რომ არა, შენ ვერ გამართლდებოდი. ეს ყაჩაღი რომ არ ყოფილიყო, დედამიწა მუდმივ ჯოჯოხეთად დარჩებოდა: მან ჯვარცმული იესო უფლად აღიარა! ეს ავაზაკია ჩვენი იმედი, რამეთუ მან იწამა ქრისტე ღმრთად სწორედ მაშინ, როდესაც ის იყო შეურაცხყოფილი, შეგინებული, ნაწამები ყველაზე სასირცხვილო სასჯელმისჯილი - ჯვარზე გაკრული. ჯვარცმულმა ქრისტემ აჩვენა მათ მისი ღვთაებრიობა, რით ? რით? უპასუხა რა ავაზაკს ? კიდევ რით? -მზისდაბნელებით და მიწისძვრით? კიდევ რითი? - თავისი ლოცვით : "მიუტევე უფალო, რამეთუ არ უწყიან რას სჩადიან". თავმდაბლობით და სიმშვიდით მოევლინა უფალი იესო ქვეყნიერებას. ნუთუ უსაზღვრო თავმდაბლობა არ არის, როცა ღმერთი განკაცდება და შეისხამს ადამიანის ცოდვილ სხეულს? ასევე სიმშვიდით და თავმდაბლობით გავიდა უფალი იესო ქრისტე ამ ქვეყნიდან. ხალხმა არ იცის , ვინ არის ქრისტე,ამიტომაც სდევნიან. არ იციან რამხელა სიყვარული, რაოდენი თავმდაბლობა, დათმენაა, დაუშვა რა ღმერთმა, რომ ადამიანმა ის გაასამართლოს, რომ კაცმა მას აფურთხოს, რომ კაცმა ის სცემოს და მოკლას... დღესაც ბევრი საშინელება ხდება ქრისტეს მიმართ ,ძმებო . ყოველი ჩემი ცოდვა - ქრისტესთვის წითელი პარასკევია. ოთხი ჩემი ცოდვა და ამით ქრისტეს გავაკრავ ჯვარზე. ყოველი შენი ცოდვა, ძმაო, აწამებს ქრისტეს, მას და არა მე და შენ. ცოდვების დაგროვებით შენ ჯვარს აცვამ მას. ნებისმიერი არასუფთა აზრი შენი, არასწორი და უგნური სიტყვა : ჯვარი მას, ჯვარი ! ყოველი ჩემი ცოდვა ეკლის გვირგვინს ადგამს ქრისტეს, ყველა ჩემი ვნება მის მხრებზე ჯვარს სიმძიმეს უმატებს. ჩვენი შემგინებლობა ქრისტეს მიმართ ბევრად უარესია იმაზე, რაც ებრაელებმა ქნეს. ებრაელებს მანამდე არ ენახათ აღდგომილი ქრისტე ! ჩვენ კი ოცი საუკუნეა უკვე, რაც აღდგომილი ქრისტე ვიხილეთ. ჩვენ დავცინით აღდგომილ ქრისტეს... განა არ აცვამს ჯვარს აღდგომილ უფალს ის მოძღვარი, ვინც თავისი ცხოვრებით თავის მრევლს აბრკოლებს და ქრისტესგან აშორებს ? განა არ დასცინის აღდგომილ უფალს ის პროფესორი , რომელიც ღმერთმოძულეობის თეორიას ასწავლის თავის მოწაფეებს? განა არ აფურთხებს აღდგომილ უფალს ის ქრისტიანი, რომელიც მხოლოდ სახელადაა ქრისტიანი? განა ის ქალაქი, ის ნაქები სიონი, რომლის ტაძარიც მუდამ ცარიელია, არ აგინებს აღდგომილ ქრისტეს? განა ხელმეორედ არ ასამართლებს უდანაშაულოს? ღმერთო ! ჩვენ შეუწყვეტლივ ვდევნით აღდგომილ ქრისტეს! ვიღაც იკითხავს: როგორ ვდევნით ჩვენ ქრისტეს, როცა ის ჩვენთან სხეულებრივად არც არის? როცა ჩვენ მას და მის სხეულს ვერც კი ვხედავთ? ოხ ! ვდევნით ჩვენ უფალს, ძმებო, ვდევნით, როცა ვდევნით მის სწავლებას, როცა მის წმინდანებს ვდევნით, როცა მის ეკლესიას ვდევნით... ჩვენ ქრისტეს განვაგდებთ, როცა განვაგდებთ მათხოვარს...ჩვენ ქრისტეს ვდევნით, როცა შიშველს არ ვმოსავთ... ვდევნით უფალს, როდესაც ავადმყოფს არ ვკითხულობთ... რამეთუ თვით ქრისტე სხეულდება ყოველ მშიერში, შიშველში, მწყურვალში, სევდიანში, ავადმყოფში თუ დევნილში, ის მათ ერთად განიცდის განსაცდელს, მათ ერთად ეწამება და მათ ერთად ნაღვლობს... არამხოლოდ უფალი იესო ქრისტესთვის , ძმებო, არამედ ჩვენთვის, ვინც მას ვატარებთ აღევლინება მიწაზე დღეს წითელი პარასკევი. რაც უფრო მეტად გყავს ქრისტე გულში, მით უფრო დევნილი ხარ. თუ შენ ქრისტესი ხარ, ჩათვალე და ნუ გაგიკვირდება, რომ მუდამ ფეხს დაგაბიჯებენ, ისევე როგორც თვით ქრისტეს. როცა გწყევლიან - დალოცე, როცა გირტყამენ - აპატიე, როცა ძულხარ - შეიყვარე. მოთმინებით დაძლიე მტერი და მწამებელი, ისევე როგორც თვით ქრისტემ. ავი კარგით გადაიხადე, იბრძოლე ისე როგორც თვით უფალი იბრძოდა : ამპარტავნებას ებრძოლე - სიმდაბლით, უხეშობას ებრძოლე - მოკრძალებით, სიძულვილს ებრძოლე - სიყვარულით, დამცირებას ებრძოლე - პატიებით, წყევლას ებრძოლე - დალოცვით . ეს არის გამარჯვებისკენ მიმავალი გზა. გზა, რომელიც გვიჩვენა უფალმა იესო ქრისტემ. წამებით მივიდა ის აღდგომამდე. ჩვენც ამ გზაზე უნდა ვიაროთ, გზაზე, რომელიც აღდგომით მთავრდება.თუ ამ გზას არ ავცდებით, სიკვდილის ტრიუმფალურ დათრგუნვამდე მივალთ. და თუ მაშინაც კი, თუ ჩვენ ჯვარს გვაცვამენ, ვილოცოთ ჩვენი მწამებლებისთვის ისე, როგორც თვით უფალი : "მამაო, შეუნდე მათ, რამეთუ არ უწყიან რას სჩადიან"... ამინ. |
მეხელი |
![]()
პოსტი
#31
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 25-April 07 წევრი № 1,751 ![]() |
staywhite, ახალხანს ვნახე სერბი ფსიქოლოგის და სამოძღვრო ღვთისმეტყველების პროფესორის ვლადეტა ეროტიჩის ნაშრომი 'ადამიანის რელიგიური და ფსიქოლოგიური ბუნება' და ძალიან მომეწონა.
როგორც წიგნის შესავალში წერია ეს ფსიქოლოგი სერბეთის სინოდმა დააჯილდოვა მის მიერ გაწეული სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, წიგნს ასევე დართული აქვს ერთ-ერთი სერბი ეპისკოპოსის ძალიან კარგი წინასიტყვაობა. კარგი იქნებოდა ქართულად რომ თAრგმნილიყო ეს წიგნი. |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#32
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
staywhite, ახალხანს ვნახე სერბი ფსიქოლოგის და სამოძღვრო ღვთისმეტყველების პროფესორის ვლადეტა ეროტიჩის ნაშრომი 'ადამიანის რელიგიური და ფსიქოლოგიური ბუნება' და ძალიან მომეწონა. როგორც წიგნის შესავალში წერია ეს ფსიქოლოგი სერბეთის სინოდმა დააჯილდოვა მის მიერ გაწეული სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, წიგნს ასევე დართული აქვს ერთ-ერთი სერბი ეპისკოპოსის ძალიან კარგი წინასიტყვაობა. კარგი იქნებოდა ქართულად რომ თAრგმნილიყო ეს წიგნი. სერბულად ნახე, თუ რუსულად? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
aia |
![]()
პოსტი
#33
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 385 რეგისტრ.: 23-January 08 წევრი № 3,725 ![]() |
staywhite
ძალიან დიდი მადლობა ყვალაფრისვის და ამდენი საინტერესო ინფორმაციისთვის. ![]() ღმერთმა გაგახაროთ! -------------------- აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნილნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა;
აკურთხევს სული ჩემი უფალსა დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის |
guest |
![]()
პოსტი
#34
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
staywhite ძალიან დიდი მადლობა ყვალაფრისვის და ამდენი საინტერესო ინფორმაციისთვის. ![]() ღმერთმა გაგახაროთ! დიდი მადლობა, გენაცვალე ![]() ![]() ![]() ეს არის წმინდა ნიკოლოზ სერბის "ჭეშმარიტების ანბანი", ორიგინალში ეს ხდება ანბანური თანმიმდევრობით, მაგრამ ცხადია თარგმნისას ეს თანმიმდევრობა ირღვევა, ამიტომ მცნებების მიხევდით დავწერე, თუმცა სათაური იგივე რჩება. შესაბამისი თემიდან აქ გადმოვიტანე, როგორც ნათარგმნების "საცავში". დიდი მადლობა ყველას, ვინც თვალს გადაავლებს. ჭეშმარიტების ანბანი ნეტარია ყოველი, რომელსაც ისე სწამს ღმერთის, როგორც ეს უფალმა იესო ქრისტემ ქვეყნიერებას დაანახა. თუ გინდა იცოდე, როგორია ღმერთი, შეხედე ქრისტეს და პასუხსაც მიიღებ : ის ისეთივეა, როგორც იესო ქრისტე. ეს კი ნიშნავს, რომ ღმერთი არის ყოვლისშემძლე, ყოვლადბრძენი და ყოვლად მადლიანი. მის შემძლეობას ვერ უპირისპირდება ვერაფერი, მისი მადლი თრგუნავს ყოველგვარ ბოროტებას. თუ გინდა იყო ძლიერი - გაიქეცი უფლისკენ, თუ გინდა იყო ბრძენი - დადექი უფლთან, თუ გსურს მადლი ან მოწყალება ან სიკეთე და სიყვარული, მიეკარი უფალს... იცოდე და გახსოვდეს, რომ მხოლოდ უძლურება, უგნურება და ბოროტება ეწინააღმდეგება ღმერთს... და ყოველი კი, რაც უფლის მოწინააღმდეგეა,საბოლოოდ განსჯილი და განწირულია დამარცხებისა და წარწყმენდისათვის. ხოლო ყოველი, რომელიც უფლის გვერდით დგას, გაიხარებს მარადიული სიცოცხლით. ყველაფერი ეს ჩანს უფალი იესო ქრისტეს სახით. ამიტომაც ვამბობთ : ნეტარია ყოველი, რომელსაც ისე სწამს ღმერთის, როგორც ეს უფალმა იესო ქრისტემ ქვეყნიერებას დაანახა. რა არის ცოდვა? ცოდვაა გწამდეს რაღაც სხვა და არა უფალი იესო ქრისტე. ცოდვაა გაჰყვე სხვას და არა უფალ იესო ქრისტეს. ყველა სახის ცოდვა და ბოროტება შეიძლება განისაზღვროს ორად-ორი განმარტებით : არ გწამს ქრისტე და არ მიყვები ქრისტეს! გწამდეს ქრისტე და ფლობდე ქრისტეში საკუთარ თავს - ეს არის ღვთისშვილთა ამქვეყნიური ჯანმრთელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი იფერფლება ადამიანის გონება და გული , ავადდება რა ცეცხლითა და კვამლით. სული სამშვინელშია, სამშვინელი კი სხეულში, სხეული კი ამ ქვეყნად იმყოფება. სული სამშვინელის მამოძრავებელია, სამშვინელი კი სხეულის, სხეული კი სხვა სხეულთა მამოძრავებელია. კაცო და ღვთისშვილო, შენ შემოქმედმა ხომ იმისთვის შეგქმნა, რომ მისი სულით აღვსილიყავი, ამიტომაც იცოდე და გახსოვდეს, ვისი სულითაც აღვსილი ხარ, მისნაირი ხარ შენც: თუ ღვთიური სულით, მაშინ მსგავსი ხარ შენ მისი, თუ ბოროტი სულით - მაშინ შენ ემსგავსები ღვთის და შენი მამის ჯოჯოხეთურ მტერს. მოწაფევ, შენ რას სწავლობ? შენს შესასწავლ მასალას სიკვდილის სუნი ასდის, ამიტომაც გხედავ შენ ნაღვლიანს და უსასოოს. არ სწავლობ შენ მეცნიერებას სიცოცხლის და სიცოცხლის მომცემის შესახებ? ვინ მოგცა შენ თვალები, რომლითაც შენი სული იხედება? ვინ მოგცა შენ ყური, რომლითაც შენი სული ისმენს? ვინ მოგცა შენ გონება, რომლის საშუალებითაც შეგიძლია ისწავლო? თუ შენ შენს მიერ შესასწავლი მეცნიერება გასწავლის, რომ ბუნებამ მოგანიჭა თვალიც, ყურიც და გონებაც, მაშინ კითხე მაგ მეცნიერების მომგონებს : ვისგან "ისესხა" ეს ყველაფერი ბუნებამ, რომ შენთვის ებოძებინა? ადამიანის შვილო, ნუთუ შენს გულს ცეცხლი არ ეკიდება, როცა შენი მამის და შენი შემოქმედის სახელი გესმის? დააწყნარე შენი გული - უპირველესად დაამშვიდე ის, შემდეგ კი ჩაიხედე მასში, როგორც წყნარ ტბაში, შემდეგ მას მიაყურადე და საბოლოოდ კი ეზიარე მის მეცნიერებას. მხოლოდ ასე შეგეძლება გაიცნო შემქნელი და ყოვლის მბოძებელი, მხოლოდ ასე შეგეძლება იგრძნო სიცოცხლის და სიცოცხლის მომცემის არსებობა. ამის მერე კი შენს ლექტურებს არ ექნება სიკვდილის სუნი, არამედ სიცოცხლის არომატს შეიგრძნობ მისგან. შენი ნაღველი და სასოწარკვეთა კი აღფრთოვანებით და სიხარულით შეიცვლება. ებრაელები ყველა ხალხთა შორის პირველი ავადმყოფები იყვნენ, რომლებიც ღმერთმა მკურნალობისთვის ამოარჩია. ებრაელთა გამორჩეულობა მხოლოდ ამას ნიშნავს და სხვა არაფერს. როდესაც ებრაელები შეეწინააღმდგნენ უფალს, როგორც მკურნალს და აღთქმა დაარღვიეს, ღმერთმა ყველას "მკურნალობა" დაიწყო , რამეთუ ყოველი მათგანი,ვისაც მკურნალობა სურდა, გამორჩეულად მიიჩნიაა. გამორჩეულ ებრაელთა შორის კი აღმოჩნდნენ მართალნი, წინასწარმეტყველნი და ღვთისთვის სათნონი, რომლებიც თავის დროზე მისდევდნენ ძველი აღქმის დებულებებს და ასევე ისინი, ვინაც თავისუფალი კეთილი ნებით მიიღო ახალი აღთქმაც. დანარჩენი ებრაელები კი ორივე აღთქმის გარეთ დარჩნენ. კაცო და ადამიანის შვილო, გაფრთხილდი, რომ არ ითვლებოდე მოწინააღმდეგეთა რიგში. ყველას, ვისაც განკურნება სურს, მის სხეულში უპირველესად ჯანმრთელი სისხლი უნდა იყოს. ერთადერთი ჯანმრთელი და მკურნალი სისხლი კი ძე კაცის, ჩვენი მაცხოვრის - უფალი იესო ქრისტეს სისხლია. მარადიული დიდება და მადლიერება ჩვენს მაცხოვარს.ამინ. სლავურ ენებში სახიერებას ხატსაც უწოდებენ. ხატთმებრძოლეობის ეპოქაში ხშირად აღესრულებოდა ხატების თავისთავადი განახლების სასწაულები: ძველი ხატები, რომლებზეც ძლივს შეიმჩნეოდა წმინდანთა გამოსახულებანი, ახლდებოდნენ ისე, რომ თითქოს ახლად დაეხატა ვინმეს - მკვეთრი და ცოცხალი ფერებით. ნუთუ ადამიანი არ არის ღვთის ხატება? ღერთმა ხომ ადამიანი თავის ხატად შექმნა. ჩვენთვის წარმოუდგენელია პირველქმნილი ადამიანის, ადამის ღვთაებრივი ბრწყინვალება, როგორც უფლის სახიერების, ხატების სიდიადე. მაგრამ ისევე როგორც ჩვეულებრივი ხატი, დაწერილი ხეზე, ჟამთასვლის შედეგად უფერულდება ან შავდება, ასევე ღვთის ხატებაც ადამში და მის შრთამომავალნში ცოდვების მომეტების გამო "გაუფერულდა". მაცხოვარმა იესო ქრისტემ კი ადამიანში უფლის ხატი განაახლა. როგორც ხატმებრძოლეობის ჟამს ხატები თავისთავად ახლდებოდნენ, მსგავსად უფრო და უფრო ახლდება უფლის ხატება ადამიანში, როდესაც ის რწმენისთვის მოწამე ხდება. ზოგიერთი სექტანტი ამტკიცებს, რომ ბავშვების მონათვლა უნდა ხდებოდეს მაშინ, როცა ისინი გაიზრდებიან და გაიგებენ რა არის რწმენა. ადამიანის შვილო, როცა ასეთ გიჟურ სიტყვებს გაიგებ, დაიგუბე ყურები, რომ არ ისმინო! შენი შვილი რომ უნათლავი მოკვდეს, განა არ იცი როგორი წარსდგება ის უფლის წინაშე? ნუთუ შენ ელოდები შვილის გაზრდას, რომ მაინ გაიგოს რა არის რძე ან წყალი და მაშინ აჭამო და ასვა მას? შენ ყრმა შვილს აწვდი საკვებს, თუმცა მან არ იცის რა არის რძე, წყალი, თაფლი თუ პური.შენ იცი, რა არის მისთვის აუცილებელი, მას კი აკვანში ეს არ ესმის. შენს პატარას რომ შარლახი დაემართოს, უმკურნალებ მას თუ დაელოდები როდის გაიზრდება და გაიგებს რა არის შარლახი და თავად გადაწყვეტს მიიღოს წამალი თუ არა? ადამიანთა მოდგმისთვის კი ადამის ცოდვა უფრო საშიში ავადმყოფობაა, ვიდრე შარლახი. და თუ შენ შენს ავადმყოფ შვილს ავადმყოფობის გამო მკურნალობ, განკურნე ის უფრო მძიმე ავადმყოფობისაგან, რომლის წამალი მხოლოდ ნათლობაა. უფრთხილდი არ მოგიკვდეს უნათლავი შვილი, რადგანაც მას ვეღარასოდეს შეხვდები ვერცერთ სოფელში. ცა, რომელსაც ჩვენ ჩვენს ზემოთ ვხედავთ,მხოლოდ ჭეშმარიტი უხილავი ცის სიმბოლოა - ლამაზი და მშვენიერი სიმბოლო და არა თვით სინამდვილე. მზე და ვარსკვლავები მნათობენ ცაზე, ღმერთი, ანგელოზები და წმინდანები კი ქმნიან ჩვენთვის უხილავ ცას. ხილული მზე უხილავი ღმერთის სიმბოლოა, ვარსკვლავები კი ანგელოზთა და წმინდანთა სიმბოლო. ისევე როგორც მზე ანათებს, ათბობს სამყაროს, ასევე სიმართლის მუდმივი მზე - უზენაესი ღმერთი ანათებს და ათბობს ყოველს, მის სიკაშკაშეში ამყოფებს ანგელოზებს და ნეტართ. წმინდანნი არიან დიდებულნი უფლის დიდებით, ღმერთი კი მშვენიერებაა თავის წმინდანებში. ეს არის ნამდვილი, გაუგონარი, ბრწყინვალე ცა - რომელიც ჩვენი ნამდვილი სამშობლოა. კაცთა მოდგმას ყავდა ერთი წინაპარი - ადამი. ადამიანთა მოდგმა წარმოადგენს ერთ მრავალტოტიან ხეს, რომელსაც ერთი ფესვი აქვს - ადამი. ამის მიხედვით ადამიანნი თავისი ერთადერთი წინაპრის გამო მოძმეები იყვნენ. მაგრამ მიუხედავად სხეულებრივი ძმობისა, ჯერ კიდევ ადამის შვილებში სულიერი "არაძმობის" პირველი შემთხვევები გამოჩნდა. სხეულებრივმა ძმამ მოკლა მისი სხეულებრივი ძმა, რამეთუ მათ შორის არ არსებობდა სულიერი ერთობა, სულიერი ძმობა. ქრისტე კი "ახალ ადამად" იწოდა, უფალი იესო ქრისტე ახალი კაცობრიობის, ახალი მრავალტოტიანი ხის ფესვია. მან გაგვიცხადა ღმერთი ჩვენი - ჩვენი ნამდვილი მამა, გვასწავლა და გვიჩვენა ადამიანთა შორის ნამდვილი ძმობა - სულიერი ძმობა, სულიერი ერთობა, რწმენის ერთობა, მიზნის ერთობა და სიცოცხლის ერთობა. შვილო კაცისავ, ადამის მიხედვით ძმობას ნუ მიანიჭებ უმთავრეს მნიშვნელობას, რამდენადაც თვით ძველმა ადამმაც ხსნა ქრისტეში იპოვა, ქრისტეში, როგორც ახალ ადამში. ამით მან განუდგა ყველა მის შრთამომავალს, ვინაც ქრისტეს გარეთ დარჩენა ირჩია. ვინც არ ისურვა შეზრდოდა ახალ ფესვს - ქრისტეს, დარჩნენ უპატრონო ობლებად , ორივე მამის გარეშე :ადამის - სხეულებრივი წინაპრის გარეშე, და ციური მამის გარეშე, რომელიც ადამიანთათვის უფალ ქრისტეში გაცხადდა და რომელთანაც მისვლა მხოლოდ იესო ქრისტეს საშუალებით ხდება შესაძლებელი. სულის ცხონება - ადამიანის ამქვეყნიური ყოველგვარი ღვაწლის ერთადერთ არსს წარმოადგენს. მათ კი, ვინაც არ იცის სულის ცხონების შესახებ, არც ის იცის რისთვის იღწვიან და რისთვის ეცდებიან ამ ქვეყნად. მაგრამ როდესაც ცხონებაზე ვსაუბრობთ, ნიშნავს ვისაუბროთ თვით მაცხოვარზე. რამდენადაც ცხონება მაცხოვარის გარეშე არ ხდება. ხალხი ათასობით წლის მანძილზე ელოდა ციური მხსნელის მოვლინებას, ყველამ იცოდა, რომ ის არ შეიძლება ყოფილიყო მიწიერი , რამეთუ მაცხოვარი მხოლოდ უფალი შეიძლება იყოს. ჩვენ, ქრისტიანებმა ვიცით, რომ გაგვეცხადა უფალი-მაცხოვარი და ხსნა მოუტანა ყველა ადამიანის სულს, ვისაც ცხონება სურს. საეკლესიო ლოცვები თუ გალობები მუდამ მთავრდება ჩვენი მისდამი თხოვნით : "აცხონე , უფალო, სული ჩვენი"... სხეული სულის გარეშე მკვდარია. როგორც წმინდა წერილი გვამცნობს, ღმერთმა ადამიანი მიწისგან შექმნა, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ სხეულს და არა სულს, რამდენადაც ადამიანის სხეულს უფალმა ცოცხალი სული მიანიჭა. საბოლოოდ კი ყველაფერი იქ ბრუნდება, საიდანაც საწყისს ღებულობს: სხეული უბრუნდება მიწას, სული კი ღმერთან ბრუნდება. თუ ჩვენ გადავირჩენთ ჩვენს სულებს და ვცხონდებით,აღდგომისას გადავარჩენთ ჩვენივე სხეულსაც. მოციქულთა დამოწმებებიდან ვიცით, რომ არსებობს სხეული მიწიერი და სხეული ზეციური. ახლა ჩვენი სულები მიწიერი სხეულით არის შემოსილი, და თუ ვცხონდებით, აღდგომის დღეს შეიმოსებიან ზეციური სხეულით - შეუცვლელითა და უხრწნელით. |
მეხელი |
![]()
პოსტი
#35
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 25-April 07 წევრი № 1,751 ![]() |
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#36
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
guest |
![]()
პოსტი
#37
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
staywhite, ახალხანს ვნახე სერბი ფსიქოლოგის და სამოძღვრო ღვთისმეტყველების პროფესორის ვლადეტა ეროტიჩის ნაშრომი 'ადამიანის რელიგიური და ფსიქოლოგიური ბუნება' და ძალიან მომეწონა. როგორც წიგნის შესავალში წერია ეს ფსიქოლოგი სერბეთის სინოდმა დააჯილდოვა მის მიერ გაწეული სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, წიგნს ასევე დართული აქვს ერთ-ერთი სერბი ეპისკოპოსის ძალიან კარგი წინასიტყვაობა. კარგი იქნებოდა ქართულად რომ თAრგმნილიყო ეს წიგნი. ეგ სტატია მეც მაქვს, მეხელი ![]() ![]() ![]() |
დავით ივერიელი |
![]()
პოსტი
#38
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
ახლახანს ვთარგმნე ინგლისურიდან
![]() “თბილი სიტყვა ლაკონურია და მარტივად სათქმელი, მაგრამ მისი ექო დაუსრულებლად ისმის.” “მშვიდობა იწყება ღიმილით.” “დაე, ყოველთვის ღიმილით შევხვდეთ ერთმანეთს, რადგან ღიმილი სიყვარულის დასაწყისია” “ამ ქვეყნად ჩვენ არ შეგვიძლია დიდებული საქმეების კეთება. ჩვენ მხოლოდ მცირედის კეთება შეგვიძლია, მაგრამ დიდი სიყვარულით.” “მთავარი ის კი არ არის თუ რამდენს გავაკეთებთ, არამედ რამდენ სიყვარულს ჩავდებთ საქმეში.” “წარმატება სიყვარულში და არა სიყვარულით მიღებულ შედეგში.” “მე მხოლოდ ფანქარი ვარ ღვთის ხელში, რომელიც სასიყვარულო წერილებს სწერს კაცობრიობას.” “როგორ იესო ჩვენ ვეკუთვნით ამ ქვეყანას და ვცოვრობთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვათათვის. ღვთისმიერი ბედნიერება ჩვენს ძალაშია.” “სანამ იტყვი უნდა მოუსმინო, რადგან ღმერთი გულის სიჩუმეში საუბრობს.” “რწმენით აკეთეთ უწვრილმანესი საქმეებიც კი, რადგან მათში დევს თქვენი სიძლიერე.” “თუ ჭეშმარიტი სიყვარული გვინდა, მიტევება უნდა ვისწავლოთ.” “ღმერთი არ ითხოვს შენგან წარმატებას, ის ითხოვს მცდელობას.” “ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენი საქმე მხოლოდ წვეთია ზღვაში, მაგრამ ეს წეთი ხომ ეკლდა ამ ზღვას?” “ვიცი უფალი არასდროს მომცემს იმას რასაც ვერ გავწვდები. უბრალოდ მინდა რომ ძალიან არ მენდოს.” “სიხარული ბადეა სიყვარულისა, რომლითაც შეგიძლია დაიჭირო სულები.” “თუ ადამიანებს განიკითხავ, დრო აღარ გრჩება მათი სიყვარულისთვის.” “თუ არ შეგიძლია ასობით ადამიანის დაპურეას, მაშ დააპურე ერთი.” “საოცრება ის კი არ არის რომ ჩვენ ამ საქმეს ვაკეთებთ, არამედ ის რომ ბედნიერნი ვართ ამ საქმიანობით.” “ნუ დაელოდები ლიდერს, გააკეთე ის თავად – პიროვნება პიროვნებისთვის.” “როდესაც უღიმი ადამიანს სიყვარულს ავლენ და თითქოს რაღაცას სჩუქნი. დიდებული საქციელია.” “თუ სიტყვები არ გვაძლევს ქრისტეს ნათელს, ზრდის სიბენელეს.” “მე არ ვარ დარწმუნებული თუ როგორი არის სასუფეველი. მაგრამ ვიცი, რომ როცა მოვკვდებით და ღვითის წინაშე წარვსდგებით, არ გვკითხავს რამდენი სათნოება გაგვიკეთებია ცხოვრების მანძილზე. ის გვკითხავს თუ რამდენი სიყვარული ჩაგვიდია იმაში რაც გაგვიკეთებია.” დედა ტერეზა -------------------- მერე რა რომ . . .
|
guest |
![]()
პოსტი
#39
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
დავით
![]() ![]() |
დავით ივერიელი |
![]()
პოსტი
#40
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
staywhite
კი ![]() -------------------- მერე რა რომ . . .
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 09:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი