IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, (მათ.11.29.)
ლილიანა
პოსტი Feb 12 2008, 10:30 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



"მზის ამოსვლას ცისკრის ნათელი უსწრებს , ხოლო ყოველგვარ სიმდაბლეს წინ სიმშვიდის სათნოება უძღვის , საჭიროა ჯერ მზის ნათელმა გაგვანათლოს და შემდეგ შევხედოთ ტავად მზეს , რადგან როგორც ნათლის გარეშე მზის ხილვაა შეუძლებელი , ასევე სიმშვიდის გარეშე სიმდაბლეს ვერ მოიპოვებ " ღირსი იოანე სინელი
მოდით აქ ვისაუბროთ სიმშვიდის სათნოებაზე როგორც ვხედავ სიმშვიდე მხოლოდ სიმშვიდისთვის არ გვეძლევა ის სიმდაბლის და სხვა სათნოებების მოპოვების საწინდარია . როგორ გვესმის სიმშვიდე და რა გვიშლის ხელს მის მოპოვებაში


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Feb 12 2008, 10:45 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ჩემი მოკრძალებული სიმშვიდეს რომ მიაღწიო ემოციები სწორედ უნდა ხარჯო... როცა გული თავისას უბერავს და გონება მას ჩარჩოებში ვერ აქცევს სიმშვიდე მიუღწევადია...

სიმშვიდე ჩემი აზრით დაღლას მოაქვს, ანუ ღვაწლს...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Feb 12 2008, 11:01 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



neo
გამოდის რო სიმშვიდე ემოციების შეზღუდვას და ფიქრის დროს გულისმიერი ემოციების მაქსიმალურ შემცირებას მოაქვს ?


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Feb 12 2008, 01:07 PM
პოსტი #4


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ციტატა
მოდით აქ ვისაუბროთ სიმშვიდის სათნოებაზე

სიმშვიდე ღვთის ხატების აღდგენის პირველი გარეგნული ნიშნაშია, რომელიც გულის სიმდაბლეს მოაქვს... და თუ გულია მდაბალი, მაშ როგორც გარეგნულად, სულშიც სიმშვიდეა გამეფებული.... smile.gif

ციტატა
გამოდის რო სიმშვიდე ემოციების შეზღუდვას და ფიქრის დროს გულისმიერი ემოციების მაქსიმალურ შემცირებას მოაქვს ?



ასე არ ვფიქრობ...

ადამიანი მაშინ არის მშვიდად, როდესაც ბედნიერია smile.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Feb 12 2008, 01:54 PM
პოსტი #5


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა

ადამიანი მაშინ არის მშვიდად, როდესაც ბედნიერია smile.gif

შენი ყველა გზა ბედნიერებისკენ მიდის? rolleyes.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Feb 12 2008, 02:23 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



მოიპოვო სიმშვიდე ნიშნავს დაამარცხო ყველა ის თვისება რაც შინაგან შფოთს იწვევს : მრისხანება , ამპარტავნება , განკითხვა , და ა.შ. ამ ყველა თვისებით შემკული ადამიანისთვის სიმშვიდე დროებითი განცდა რომელიც უმალ იკარგება თუ გულს მრისხანება შეეპარა ...
ციტატა
ადამიანი მაშინ არის მშვიდად, როდესაც ბედნიერია

გააჩნია რა მანიჭებს ბედნიერებას : ) " სიმშვიდე არის მოთმინების განმამტკიცებელი და სიყვარულის კარი ,ყოველგვარი განსაცდელის მადლობით და სიხარულით დათმენაა"


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Feb 12 2008, 04:10 PM
პოსტი #7


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ხშირად სიმშვიდე ღვთისადმი სრული მინდობის დროს ისადგურებს გულში.

როცა ღმერთს სრულად მიენდობი, აღარაფერი გაშფოთებს, არც განსაცდელი ან რამე დაბრკოლება, იმიტომ რომ იცი, უფალი შენს გვერდითაა

სამწუხაროა რომ ღვთისადმი ასეთი მინდობა ძნელი მისაღწევია


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Feb 12 2008, 08:06 PM
პოსტი #8


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



საოცრად მიყვარს მშვიდი ადამიანები,უყურებ,ან უსმენ მათ საუბარს და შენც ცოტათი გადმოგეცემა ხოლმე მათი ეს სათნო თვისება. და ეს ბედნიერების და რაღაც კმაყოფილების გრძნობას იწვევს ჩემში..
ზოგ ადამიანში ეს თვისება უფრო მეტადაა ჩადებული,ანუ ბუნებით სხვასთან შედარებით უფრო მშვიდ პიროვნებად იბადება(ეს ჩემი დაკვირვებით biggrin.gif ).. ზოგი კი დიდი შრომითა და ღმერთზე მინდობით(როგორც ეკატერინემ თქვა) მოიპოვებს მას..

უცებ გოეთეს სიტყვები გამახსენდა:

"თუ მძლე ნაკადად თვით სულიდან არ გადმოდინდა,
ძნელია სადმე მოიძიოთ სიმშვიდე სულის!"


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 12 2008, 09:53 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



როცა ადამიანი ყველას აპატიებს წყენას და არავისზე იქნება გაბრაზებული სიმსუბუქე და სიმშვიდე შემოდის ამ ადამიანში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xatuna
პოსტი Feb 13 2008, 12:20 AM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 269
რეგისტრ.: 3-September 06
წევრი № 139



ციტატა(დავით ივერიელი @ Feb 12 2008, 01:07 PM) *


ადამიანი მაშინ არის მშვიდად, როდესაც ბედნიერია smile.gif



გეთანხმები ადამიანი მაშინ არის მშვიდი როცა ბედნიერია...


ციტატა(ლილიანა @ Feb 12 2008, 02:23 PM) *

მოიპოვო სიმშვიდე ნიშნავს დაამარცხო ყველა ის თვისება რაც შინაგან შფოთს იწვევს : მრისხანება , ამპარტავნება , განკითხვა , და ა.შ. ამ ყველა თვისებით შემკული ადამიანისთვის სიმშვიდე დროებითი განცდა რომელიც უმალ იკარგება თუ გულს მრისხანება შეეპარა ...

გააჩნია რა მანიჭებს ბედნიერებას : ) " სიმშვიდე არის მოთმინების განმამტკიცებელი და სიყვარულის კარი ,ყოველგვარი განსაცდელის მადლობით და სიხარულით დათმენაა"



მართალია, მაგრამ ძალიან ძნელია მრისხანება დაამარცხო sad.gif მითუმეტეს თუ ემოციური და ადვილად ფეთქებადი ადამიანი ხარ sad.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 13 2008, 01:17 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



"მეტი რწმენა, ნაკლები წუხილი" - წმ. ნიკოლოზ სერბი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nuca_ge
პოსტი Feb 13 2008, 01:32 AM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 852
რეგისტრ.: 10-October 07
წევრი № 2,937




სიმშვიდე ჩემთვის ადამიანის სულიერ მდგომარეობასთან ასოცირდება რატომღაც!!!!! მე არ გამომდის სამწუხაროდ,რომ ყველა სიტუაციაში შევინარჩუნო სიმშვიდეეეეეე!!!!! sad.gif


--------------------
ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Feb 13 2008, 10:27 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ემოციების შეზღუდვა ? არამგონია, პირიქით, უბრალოდ ემოციების სწორედ მართვა... არ განიკითხო? არა შენი თავი განიკითხე smile.gif არ მრისხანებდე ? არამგონია პირიქით იყავი მრისხანე და ზიზღით სავსე ცოდვების მიმართ ?

სიმშვიდე სულიერი მდგომარეობაა... როცა ბედნიერი ხარ... ეს სიტყვები მომეწონა და ვეთანხმები...

ბედნიერი კი მაშინ ხარ როცა შენი ნება ღმერთისას ემთხვევა, როცა სინდისი რასაც გეუბნება იმას აკეტებ


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Feb 13 2008, 10:42 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



პროაქტიული უნდა აიყო და არა რეაქტიული, გარემო შენ უნდა ცვალო და გარემო არ უნდა მართვადეს შენს ემოციებს... გონებამ გული უნდა დაიმორჩილოს, მიმართულება მისცეს...

ემოციებს ვერ შეზღუდავ, ადამიანი არის როგორც რაციონალური ასევე ემოციონალური არსება და ეს ორი ჰარმონიულად უნდა ეწყობოდნენ...

კარგი ტერმინი ნგვაქვს ქრისტიანობაში - ,,გული გონიერი'' როცა გული იქნება გონიერი მაშინ მიიღწევა მშვიდობა... როცა ნება იქნება სინდისიმიერი, ღვთისმიერი...

რა თქმა უნდა ეს იდეალური მდგონარეობა...



ვერასოდეს დაამარცხებ მრისხანებას, უბრალოდ სწორად უნდა მართო...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 20 2008, 04:37 PM
პოსტი #15


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



"ჩვენ იმიტომ ვიტანჯებით,რომ არა გვაქვს სიმდაბლე. დამდაბლებულ სულში სული წმიდა ბინადრობს და ის აძლევს სულს თავისუფლებას,მშვიდობას,სიყვა
რულს,ნეტარებას." - წმიდა სილუან ათონელი


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Jun 28 2008, 08:50 PM
პოსტი #16


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ამ თემამ ეს გამახსენა smile.gif

"Come to me all who labour and are heavy laden, and I will give you rest. Take my yoke upon you, and learn from me, for I am gentle and lowly in heart, and you will find rest for your souls. For my yoke is esay and my burden is light!"

Mathew, 11:28:30


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Jun 28 2008, 09:04 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



likka
უავვვ რა ორიგინალურია.
და ფრანგულად რო დაგეწერა სტარამოდნი გამოჩნდებოდი?
laugh.gif


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Jun 28 2008, 09:09 PM
პოსტი #18


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



სარდიონ

ინგლისური აქვე მქონდა კომპში და დავაკოპირე. ქართულის საძებნელად კიდე მართალი გითხრათ დამეზარა ადგომა, ფრიად მნიშვნელოვან საკურსოს ვწერ და ვერ მოვცდი რა ვქნა.


სტარამოდნობა აქ არაფეშუაშია, ინგლისურად მიყვარს ძალიან ეგ ამონარიდი და იმიტომ დავწერე ეგრე. თარგმანსაც მოგაწვდით თუ თქვენ აეთი სტარამოდნი ხართ და მაგდენი ინგლისური არ გეხერხებათ a075.gif

და სხვათაშორის, სასაცილო მანდ არაფერი არ იყო!


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Jun 28 2008, 09:16 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



მოვედით, ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“; - „მოვედით“, მე გულსმოდგინედ გთხოვთ და არ მრცხვენია ვთხოვო და ვევედრო ჩემს მონებს, რათა იძულებული არ გავხდე დავსაჯო ისინი; მოვედით და ისწავეთ ჩემგან სიმშვიდე მანამ, ვიდრე ჩემგან საზარელს იხილავთ; „მოვედით“ აწ მე ვმკურნალობ, მალე კი გავასამართლებ. ახლა მე ვინდობ, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ კი განაჩენს გამოვიტან; ამჟამად მე მოწყალე ვარ, რამოდენიმე ხნის შემდეგ კი სამართლიან მსაჯულად წარმოვსდგები. „მოვედით, ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“. ან ჩემს სიმშვიდეს მიაგეთ პატივი, ან - ძლიერებასა ჩემსა შეუშინდით. „მოვედით“, წინ უსწრეთ ჩემს გამოჩენას თქვენი აღმსარებლობით: იმიტომ რომ თავმდაბლობა ჩემი გარკვეული დროითაა შეზღუდული. - მხოლოდ აწინდელი ცხოვრებაა, ამბობს უფალი, ჟამი ჩემი სულგრძელებისა; დადგება დრო, როცა დაიხურება კარი ჩემი ამგვარი სახიერებისა; მოვა დრო, როდესაც ცოდვილისაგან დაღვრილი ცრემლი სარგებლობას არ მოიტანს; დადგება ჟამი, როცა საყვირის ხმა ჩემს მეორე მოსვლას ამცნობს ყოველგან, როდესაც ანგელოსები მიმოიფრენენ რა მთელს დედამიწაზე, მილიარდობით გარდაცვლილს წარმოადგენენ სამსჯავროზე; როდესაც საყდარი დაიდგმევა და მე მოვალ ზეციურ ძალთა ზედა, ოდეს მე მომავალს მთავრობანი და ხელმწიფებანი თან მახლდებიან, როდესაც მნათობნი ჩემი სამეფოსი მთელს სამყაროს გაანათებენ, როცა თითოეულის წინაშე გადაიშლება წიგნი მიწიერთა საქმეთა, ოდეს დაჯილდოებულ იქნება სჯულის ზედმიწევნით აღსრულება და საშინელ მსჯავრს გამოუტანენ ეშმაკებს; როდესაც განსასჯელი იდგება და თან ერთი მხოლოდ საქმენი თვისნი იქნება, როცა აზრები ამხილებენ და სინდისი განიკითხავს თითოეულს; როდესაც ბოროტი სულები ყურს დაუგდებენ უფლის ნათქვამს, როდესაც ღუმელი დაელოდება ამ მსაჯულის განაჩენს, როცა სიტყვა „შემიწყალე“ უკვე აღარ უშველის მხმობელს. მაშ ასე, „მოვედით“, მანამდის ვიდრე მე დავხშავ კარს ჩემი მოწყალებისა, ვიდრე დასრულდება ზეიმი სიცოცხლისა, ვიდრე დამთავრდება სანახაობა ყოფითი; რამეთუ დანიშნული ვადა აღსასრულისა უკვე კართა ზედაა. „მოვედით“, უწინარეს ვიდრე მე შევუდგები მსჯავრს; რადგანაც თუკი მე დავჯდები სჯად უწინარეს ამისა, უკვე აღარავის შევიწყალებ. ამადაც მოვიყვანე მე მკაფიო მაგალითი სულელ ქალწულებზე, რომელთა ცხოვრების ლამპარიც, ზეთის უქონლობის გამო, დაიშრიტა, - რომელთათვისაც საქორწინო ნადიმის კარი დაეხშო და რომელთა რეკვაზეც შიგნიდან უპასუხეს: „არ გიცით თქუენ“ (მათე 25, 1),

ი.ოქროპირი


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი