IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

28 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით
გიორგი
პოსტი Feb 26 2008, 09:39 PM
პოსტი #261


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
მე ძალიან არ მომწონს რუსეთის ეს ვითომ დაინტერესება სერბების მიმართ

ჩვენ უკვე ვილაპრაკეთ კოსოვოს კონფლიქტის ეთნიკურ და რელიგიურ მხარეებზე. ახლა მინდა მოკლედ აღვწერო ამ კონფლიქტის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. რეალურად რატომ ცნო აშშ-მ კოსოვოს დამოუკიდებლობა და რეალურად ასე რამ გააღიზიანა რუსეთის ფედერაცია?!

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კოსოვოს ტერიტორიაზე, პრიშტინას სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქ უროშევაცთან პენტაგონმა ააშენა უზარმაზარი სამხედრო ბაზა, რომელსაც 36 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს და პერიმეტრი 11 კმ-ს აღემატება. ბაზის სახელწოდებაა Camp Bond-steel.

IPB-ს სურათი
Camp Bond-steel-ის ბაზის კოსმოსური ფოტოსურათი.
(სავარაუდოდ გადაღებულია რუსეთის ფედერაციის კუთვნილი საჯაშუშო-თანამგზავრებიდან)

თანამგზავრულ (კოსმოსურ) ფოტოსურათზე დაფიქსირებულია 60-მდე პატარა მოედანი, სადაც ბაზირებულია ამერიკული დამრტყმელი ვერტმფრენები. კრემლს სასტიკად აღიზიანებს ამგვარი ბაზის არსებობა ცენტრალურ ევროპაში და ცდილობს მოახდინოს რაიმე პროვოკაცია, რათა დაიწყოს ომი და განადგურდეს ბაზის ინფრასტრუქტურა... დაიბომბოს ტერიტორია. ერთი ვერსიით მოსკოვის მიერ NATO-სთან ანულირებული ხელშეკრულება საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოუყენებლობის და დასავლეთისკენ დამიზნების გათიშვის შესახებ ამას უკავშირდება.

გარდა ზემოთ თქმულისა ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს კოსოვოს ტერიტორია გამოიყენოს მოძველებული იარაღის უტილიზაციის, დაჭრისა და განმუხტვისათვის... სამხედრო ნარჩენების დასამარხად. საშინლად სამწუხაროა, რომ ეს უძველესი მართლმადიდებლური კუთხე, რომელიც ადრეულ ჩანაწერებში მეტოქიის სახელწოდებით მოიხსენიება (უამრავი მონასტრის მეტოქიონის არსებობის გამო), აშშ-ს სამხედრო ნაგვის შესანახად იქცეს...

აშშ-ს მიზანია შეინარჩუნოს სამხედრო ბაზა კოსოვოში და მყარად მოიკიდოს ფეხი რეგიონში, რუსეთის ფედერაციას კი აშშ-ს ევროპიდან გაძევება აქვს გეგმაში... გასაყარზე კი ისევ ბალკანეთი აღმოჩნდა... რუსეთის მიზანია დაიწყოს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები სერბეთის ტერიტორიაზე, რათა მაქსიმალური ზარალი ნახოს აშშ-მ, განადგურდეს ზემოთ ხსენებული სამხედრო ბაზა, აშშ-ს იმიჯი მიწასთან გასწორდეს სერბეთში და გლობალური არასტაბილურობის გამო აწეული ნახშირწყალბადების და ნავთობპროდუქტების გაყიდვით კოლოსალური მოგება ნახოს.

სიტუაციის ძალიან დაძაბვის შემთხვევაში გამორიცხული არაა კოსოვოს საჰაერო სივრცეში თანამედროვე რუსული ვერტმფრენები Камов-52-ები გამოჩნდნენ სერბეთის მხარდასაჭერად და პროვოკაციული საჰაეროდარტყმების ინსპირირებისათვის.

IPB-ს სურათი
Камов-52 სამხედრო ბაზაზე დაფრენისას.

სამწუხაროდ სერბეთი ძალიან ცუდი არჩევანის წინაშე დგას, ან რუსეთის სასარგებლო ომი და სისხლისღვრა ან სერბეთის უძველესი მართლმადიდებლური კუთხის აშშ-ს სამხედრო ნაგვად და მუსულმანი ექსტრემისტებისათვის გადალოცვა. სიტუაცია ძალიან შემაშფოთებელია...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 26 2008, 10:43 PM
პოსტი #262


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



სწორედ მაგას ვამბობ, გიორგი sad.gif მთლად ისეც არაა, რომ რუსეთი ვითომ მაგრად განიცდის სხვისას (მთავრობაზე ვამბობ, თორემ ხალხს ეგება ეცოდება კიდეც).
განუცხადა ამერიკას: "მუშტს ორი მხარე აქვსო" და ვნახოთ.

პ.ს. გიორგი,აბა შეხედე, ამ ვერტფრენის მოდელი თუ გახსოვს, მე ვერ ვიხსენებ, არადა და "პრივატნი" სურათია. ვერანაირად ვერ გავიხსენე, რუსული მოდელია რამდენადაც ვიცი.

IPB-ს სურათი


პ.სს. აქ ჩემს მეზობლად ცხოვრობს ერთი კოსოვო ალბანელი, მოკლედ, თავიდანვე ხომ არ მოვწონდით ცხადი იყო, სულ რაცხა იდიოტური პრეტენზიები ქონდა,მაგალითად,ბალკონზე რატომ ეწევიან ბიჭების ამხანაგები სიგარეტს და ა.შ. ახლა ვაბშე გაბეზპრედელდა და ათას სისულეებს გვაბრალის, მაგალითად უახლესი 5 წუთის წინანდელი ამბავია -> შენი ბიჭებიო სადრბაზოში სილას ყრიანო biggrin.gif და ჩემი ბიჭების ასაკია 20 და 19 წელი, ალბათ ეზოში სადღაც სილაში რომ თამაშობდნენ იქიდან მოიტანეს და დაყარეს biggrin.gif biggrin.gif მეცინება,მარა მაგრად ავღელდი ისე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 26 2008, 11:03 PM
პოსტი #263


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
რუსული მოდელია რამდენადაც ვიცი.

ნამდვილად.... ეგ არის რუსული დამრტყმელი ვერტმფრენი Ми-24 ან შეიძლება ზეთანამედროვე Ми-35 რომელსაც ბევრად უფრო კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ გარედან გარჩევა თითქმის შეუძლებელია, ფუზელაჟები ძალიან გავს ერთმანეთს.

აი, ძალიან საინტერესო პატარა სამხედრო გადაცემა (რუსულ ენაზე)
Topol-M

მაგის მსგავსი კომპლექსი სერბებს რომ ჰქონოდათ ამერიკა ვერაფერს გაბედავდა...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 26 2008, 11:19 PM
პოსტი #264


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მგონი MI-24-ა, რაღაც 24 მახსოვდა.

იუგოსლავიას დაწყებული ქონდა სამხედრო სისტემების ახალი მოდელების გამოცემა-დახვეწა,მაგრამ რომ დაიშალა აღარ დასცალდა, ქარხნები მიმოფანტული იყო მთელი ფედერაციის ტერიტორიაზე და გასაგებია, რომ შეუძლებელი გახდა მერე. ბოლო იყო ტანკი VIHOR, ჯერ კიდევ დაუსრულებელია ეს ვერსია.მათ მოდელებს შორის კი M-84 ძალიან მაგარია, ამერიკულ აბრამსებს ბევრად ჯობია, შემოწმებულია კაი ხანია უკვე smile.gif

აქვთ მათიც რაღაცეები,ცხადია, მაგრამ ბევრი აქვთ რუსული და დასავლურიც, უახლოესს მოდელებს კი დიდი ფული უნდა და სახელმწიფოს არ დასცალდა. ისევე როგორც ჩვენ.

პ.ს. ვნახე ვიდეო, ძალიან მაგარი სისტემაა, ზვერ იმენა sad.gif ასე ვიდეო არ მქონდა ნანახი,მარა ისე დახასიათება ვიცოდი, სხვათაშორის აქ ხშირად აჩვენებ მაგათ უპირატესობას...მაგათ რაფერ შევედრებით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 26 2008, 11:25 PM
პოსტი #265


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
ვნახე ვიდეო, ძალიან მაგარი სისტემაა

არადა საბაზო მოდელი მაგ სისტემის ნადირაძის შექმნილია...
ციტატა
მგონი MI-24

Ми-24 უკვე ჩვენებმაც იყიდეს რამოდენიმე ცალი, მაგას სერიოზული ჯავშანი აქვს და ტყვიაგაუმტარი ფუზელაჟი...
ციტატა
ამერიკულ აბრამსებს

ამერიკული აბრამსების საწინააღმდეგო სისტემა ახლა იხვეწება... მაგას წინ 1 მეტრის ექვივალენტის დამცავი ჯავშანი აქვს, რომელიც გაღარიბებული ურანის ფარს წარმოადგენს, მაგრამ ახალი რუსული რაკეტები ხვრიტავს მაგას.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 26 2008, 11:29 PM
პოსტი #266


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გამძლეობით M-84 ჯობია აბრამს yes.gif

ციტატა
არადა საბაზო მოდელი მაგ სისტემის ნადირაძის შექმნილია...


sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Feb 26 2008, 11:32 PM
პოსტი #267


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ეგ მი-24
რამოდენიმე ერთეული ჩვენც გვყავს


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 26 2008, 11:33 PM
პოსტი #268


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



აგერ აბრამსი ააფეთქეს ერაყელმა ტერორისტებმა რუსეთში ნაყიდი სარაკეტო კომპლექსით, მსხვერპლი გასაიდუმლოებულია.
IPB-ს სურათი


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Feb 26 2008, 11:35 PM
პოსტი #269


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



4 კაცი მოკვდებოდა,ეკიპაჟის წევრები


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Feb 27 2008, 12:37 AM
პოსტი #270


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა( გიორგი @ Feb 26 2008, 10:33 PM) *

აგერ აბრამსი ააფეთქეს ერაყელმა ტერორისტებმა

ისე კარგი იქნება და შენთვისაც ცნობილი იქნება ალბათ,ამერიკელების მიერ აფეთქებები ერაყში და შემდეგ ტერორისტებზე გადაბრალება რომ ხდება მასზე რას იტყვი smile.gif და საერთოდ ერაყის ომზე.


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Feb 27 2008, 01:01 AM
პოსტი #271


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



ციტატა(შოთაძე @ Feb 27 2008, 12:37 AM) *

ისე კარგი იქნება და შენთვისაც ცნობილი იქნება ალბათ,ამერიკელების მიერ აფეთქებები ერაყში და შემდეგ ტერორისტებზე გადაბრალება რომ ხდება მასზე რას იტყვი smile.gif და საერთოდ ერაყის ომზე.

ეგრეა ძმაო აბა როგორ გინდა. ვიღაცას უნდა დააბრალო. პროვოცირება მოახდინო და მერე დედა უტირო გაანადგურო.


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Feb 27 2008, 01:04 AM
პოსტი #272


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



პატრიოტი

ციტატა
დედა უტირო გაანადგურო.

შეგახსენებ მართლმადიდებლურ ფორუმზე ბრძანდებით!!!


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 27 2008, 01:09 AM
პოსტი #273


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



პროვოკაცია და აფერისტობები სამხედრო ეთიკაში არ მოსულა, გირსეული ჯარი მასეთ რამეს არ იზამს, ანუ ოფიცერი არ გასცემს პროვოკაციის ბრძანებას. ეგ ეწინააღმდეგება სამხედრო მორალს! ვინ როგორ ემორჩილება ეგ სხვა საქმეა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Feb 27 2008, 01:33 AM
პოსტი #274


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



ციტატა(staywhite @ Feb 27 2008, 01:09 AM) *

პროვოკაცია და აფერისტობები სამხედრო ეთიკაში არ მოსულა, გირსეული ჯარი მასეთ რამეს არ იზამს, ანუ ოფიცერი არ გასცემს პროვოკაციის ბრძანებას. ეგ ეწინააღმდეგება სამხედრო მორალს! ვინ როგორ ემორჩილება ეგ სხვა საქმეა.

ჩემო ძვირფასო ნანიკო ხო იცი რომ ჯარისკაცებს და ოფიცრებს ამნაირ საქმეს არ ავალებენ. მათ მხოლოდ ბრძანებას აძლევენ. დაგეგმვას ის სტრუქტურა გეგმავს ვისთვისაც მორალი დიდი ვერაფერი პრინციპია. მათი ცხოვრების დევიზია "მიზანი ამართლებს საშუალებებს"



--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 27 2008, 01:43 AM
პოსტი #275


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გასაგებია, ლევან, მე მხოლოდ მივუთითე, რომ არსებობს სამხედრო ეთიკაsmile.gif თორემ ჯარისკაცი ასრულებს ბრძანებას (რა შემთხვევაში შეუძლია არშესრულება,მაგაზე ადრე ვილაპარაკეთ და როგორ მთავრდება არშესრულება, იმაზეც). მხოლოდ იმიტომ, რომ ვინც არ იცის, არ შეექმნას არასწორი წარმოდგენა ნორმებზე smile.gif მოკლედ, შენ იცი და სხვამ არა, აი, იმ სხვისთვის დავწერე.

შენი ზემოთ დაწერილი პოსტი კი აქ არასწორად გაიგეს.ამიტომ უნდა განმარტება ყველაფერსsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Soldier
პოსტი Feb 28 2008, 02:32 AM
პოსტი #276


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 82
რეგისტრ.: 20-December 07
წევრი № 3,449



zdrastvujte, dorogije smile.gif

ja zamoljal Nane perevodit odin tekst. privet svem i schastlivo ostavatsja. do vsrechi.


--------------------
Само слога Србина спасава...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 28 2008, 03:11 AM
პოსტი #277


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



(* ზემოთ ხსენებული ტექსტის თარგმანი, როგორც შევძელი ცხადია, თუ რამეა გადავავლებ თვალს მეც და ჩავასწორებ)

წაგვართვეს ჩვენ კოსოვო,მაგრამ მათ ეს არ ყოფნით. ახლა ჩვენი სულების წართმევასაც ლამობენ.ისიც კი უნდათ,რომ მადლიერები ვიყოთ მათი ძალადობისთვის. მსოფლიო მოძალადეები დარწმუნებული არიან, რომ მომხდარით წარმატებულად მოხდება სერბების ტრანსფორმირება. დეზორიენტერიბულ მასას კი მართავენ ისე, რომ გაჩუმდნენ და მოითმინონ.
ისინი არ მოელოდნენ სერბების ასეთ ერთიანობას,ასეთ წინააღმდეგობას, ეს კი ურყევია, ერთმანეთში შეთანხმებული : კოსმეტის (*კოსოვო და მეტოხია) დაცვა ჩვენი უძლიერესი იარაღია!

ეს კოსოვოს, სერბთა ერთობა კი ბუშისა და სოლანასათვის ამოუხსნელი ენიგმაა.მათ ხომ ყველაფერი შეუძლიათ, შეუძლიათ ჩვენ მოგვკლან, დაგვბომბონ, გაგვანადგურონ,მაგრამ ვერ შეძლებენ ჩვენ გვაიძულონ კოსმეტის ძალადობრივი წართმევა - სუვენერულად გამოცხადება ვუღიაროთ. ვერ შეძლებენ წაგვაგლიჯონ მამაპაპის სისხლით მორწყული საკუთარი მიწა - ეს იციან, ვაშინგტონისა და ბრიუსელის მოძალადეებმა კარგად უწყიან ეს! სწორედაც ამის გამო აქ დაიწყეს ეს უხილავი მედიურ-პოლიტიკური ომი, მათი მიზანია გარეცხონ სერბების ტვინები და გონება, და დაგვარწმუნონ, რომ კოსოვოზე ხელის აღებით მივაღწევთ უკეთეს ცხოვრებას, გარანტიასაც იძლევიან თითქოს ამით!

ნამდვილად სულელი უნდა იყო, ან დებილი ან დებილურად გადახდილი და მოსყიდული, რომ ვერ გაიგო, რომ ეს არ არის შემთხვევითი. ბრმა უნდა იყო კაცი, რომ ვერ დაინახო ის რაც ნათლად ჩანს, ჩემო ძვირფასო ხალხო, არ იყო ეს შემთხვევითი რაც ბელგრადში რამდენიმე დღის წინ მოხდა. მასმედიამ კი დამრტყმელ ინფორმაციად საინფორმაციებში პირველად (და მხოლოდ) აჩვენა
როგორ დაწვეს ხულიგნებმა ამერიკის საელჩო და არა ის გიგანტური მიტინგი, სადაც ნახევარ მილიონზე მეტმა სერბმა დადო კოსოვოს აღთქმა და ფიცი (*გულისხმობს 1389 წელს თავადი ლაზარეს მიერ შედგენილ ფიცს კოსოვოს ბრძოლის წინ დასდეს რა მეომრებმა) და შემდეგ კი წმინდა საბას ტაძარში შჶგროვდნენ სალოცავად!

არ იყო შემთხვევითობა, რომ "გაშიფრული" მასმედია ბელგრადში მომხდარ ამბებს CNN- ზე ტენდენციურად აცხადებდა. არც ისაა სრულიად შემტხვევითი ამბავი, რომ ქუჩებში მოგროვდა კარგად გაწვრთნილი ხულიგანთა ჯგუფი, რომლებსაც ბარბარიზმი დაევალათ. საბოლოოდ კი არა შემტხვევითად რიჩარდ ჰოლბრუკმა მეორე დილას რუსებს ბრალი დასდო ამერიკის საელჩოს დაწვის ბრალდებით!

სადამდე გაგრძელდება ეს რაღაც თამაში,არავინ უწყის, საშიში თამაში, რომლის ბოლოს ჩვენ ვერ ვუწყით, მაგრამ ცხადია რომ ამ თამაშის სასიკვდილოდ დარტყმული ჯოხი ჩვენს ზურგებზე გადატყდება!!

მადლობა ყველას ამ ტექსტის წაკითხვისათვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 28 2008, 11:28 AM
პოსტი #278


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
წაგვართვეს ჩვენ კოსოვო

სამწუხაროა... კოსოვო სერბეთის სუვერენიტეტის შემადგენლობაში უნდა დარჩეს.
ციტატა
მათი მიზანია გარეცხონ სერბების ტვინები და გონება, და დაგვარწმუნონ, რომ კოსოვოზე ხელის აღებით მივაღწევთ უკეთეს ცხოვრებას, გარანტიასაც იძლევიან თითქოს ამით!

საინტერესოა რეალურად საზოგადოების რამდენი პროცენტი იჯერებს ამას? უცხო თვალისთვის ძნელია დანახვა საზოგადოების რა რაოდენობის ნაწილი იბრძოლებს კოსოვოსათვის (მორალურად მაინც) და რა ნაწილი შეგუებულია კოსოვოს დამოუკიდებლობას და უკეთესი ცხოვრების მოლოდინში პრო-ქმერიკული ორიენტაციის გახდა...
ციტატა
საბოლოოდ კი არა შემთხვევითად რიჩარდ ჰოლბრუკმა მეორე დილას რუსებს ბრალი დასდო ამერიკის საელჩოს დაწვის ბრალდებით!

ეს ალბათ მართალიც არის, ამჟამად სერბეთში ძალიან ბევრი FSB-ს აგენტი მოქმედებს და სავარაუდოდ აშშ-ს საელჩოს დაწვაც მაგათი ორგანიზებულია.
ციტატა
სადამდე გაგრძელდება ეს რაღაც თამაში, არავინ უწყის, საშიში თამაში, რომლის ბოლოს ჩვენ ვერ ვუწყით

ერთადერთი გამოსავალი არის აჯანყება კოსოვოს ტერიტორიაზე, სადაც შედარებით ბევრი სერბი ცხოვრებს, ამ ყველაფერს კოსოვოს მიტროვიცამ უნდა უხელმძღვანელოს და შემდეგ ოფიციალურად მოითხოვოს სერბეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერალური ჯარების კონტიგენტის შეყვანა ტერიტორიაზე.

ავია თუ კარგია და განურჩევლად იმისა რა გეგმები აქვს, ერთადერთი გამოსავალი რუსეთის ფედერაციაა, მას უნდა მიმართოს სერბეთმა რომ კონფლიქტში ჩაერთოს, (უკვე ითქვა კიდეც ზოგიერთ სააგენტოზე) წინააღმდეგ შემთხვევაში კოსოვოს სერბეთი დაკარგავს...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 28 2008, 12:48 PM
პოსტი #279


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მოკლედ, ჩემს თარგმანში მინდოდა ჩასწორება : დეზორენტირებული წერია და მინდოდა გასწორება -> დეზორიენტირებული. მაგრამ ზუსტად 15 წუთია ვეცდები ამას და ვერ შევძელი,საშინლად მუშაობს ფორუმის გვერდი, თქვენ როგორ პოსტავთ მიკვირსsad.gif გუშინდელზე უარესი გახდა დღეს.იქნება ვინმემ მიაწოდოს ადმინისტრაციას ხმა რეალში და გადახედონ ტქნიკურ მხარეს.მე კი დავწერე იქ,მარა წამკიტხავი თუა ვინმე? თქვენთანაც ასეა?

ბოდიში ოფისთვის,მარა სხვანაირად ალბათ ვერ გაგაებინებთ, PM-ის გახსნას მირჩევნია 40 აჟიმანია, შანსი არაა რომ გაიხსნას sad.gif

მოკლედ, იმ აკრეფის დროს დაშვებულ შეცდომებს მერე, ოდესრაც ალბათ, ჩავასწორებ.

ვა, დაიპოსტა,არ მჯერავს smile.gif

გიორგი,

მე რამდენადაც ვიცი,ხალხი ძალიან აღელვებულია და ითხოვს რაღაც საპასუხო ქმედებას, უმრავლესობა წავა ომშიც,მორალურად კი თითქმის ყველა. უწერია მასაც, არ მოელოდნენ ასეთ ერთობასო. თუმცა ომი იქნება დიდი მსხვერპლის მომტანი sad.gif ამბობს, რომ იქნება, დღეს თუ არა ხვალ, მე რათქმაუნდა საერთოდ არ მინდა რომ იყოს, ჩემი პოზიცია კი ამ საკითხთან სხვაა და სერბების პოზიცია კი სხვა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 28 2008, 01:07 PM
პოსტი #280


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
სამწუხაროა...

ისე ალბათ იცი, რომ გუშინდელის მერე ჩვენთანაც დაიძაბა ვითარება, აფხაზმა სეპარატისტებმა ენგურის ხიდიდან გაიტაცეს დამოუკიდებელი ტელეკომპანია "მზე"-ს ჟურნალისტი, რაც თავისუფალ მედიაზე თავდასხმას ნიშნავს. ჟურნალისტს საშინლად სცემეს და ე.წ. აფხაზურმა "პარამილიციამ" სოხუმის იზოლოტაროში გადაიყვანა, სადაც ამ წუთებშიც აწამებენ. yes.gif

მცირე მიტინგი მიმდინარეობდა ენგურის ხიდთან ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით სეპარატისტების ლიდერი ბაღაფში ან მისცემს თავის უკანონო ე.წ. მილიციას ბრძანებას, რომ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი ან მე მივცემ ბრძანებას ქართული პოლიციის ქვედანაყოფებს, რომ გაათავისუფლონ სოხუმის ციხიდან უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტიო.

არავინ არ იცის რა მოხდება, ყველანი სპეც. ოპერაციის მოლოდინში არიან...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

28 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th June 2024 - 03:15 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი