![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
guest |
![]()
პოსტი
#341
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
გასაგებია, დესპერანტი,
აქ საუბარია ხალხზე და მათ განცდებზე, მათ მიერ მიყენებულ ტკივილზე. თუმცა გარედან ბევრი რამე სხვანაირად სჩანს, იმიტომ რომ ვიმეორებ, ჩვენზე "დიდს" ასე აწყობს. თორემ ახლოდან რომ იცნობდეთ ამ ხალხს, ან აქ გეცხოვრათ, მიხვდებოდით, რამდენი ეროვნება, რასა და მწირე ხალხი ცხოვრობს ამათ გვერდით ყოველგვარი ინციდენტის გარეშე. ესაა საწყენი, რომ ხალხს უწევს კატოკის ატანა და არა მათ, ვინც პოლიტიკას ქმნიდა . გუშინ კი ნატოს მიერ სერბიის დაბომბვის 9 წლისთავი იყო და კიდევ ერთხელ აჩვენეს უდანაშაულო ხალხის დაღუპვის ამბები. მაგალითად, როგორ ჩახოცეს ჟურნალისტები RTS ტელევიზიის შEნობა დაბომბეს რა, ასევე 99 მოსწავლე, გუშინ 99 ვარდი დადეს მათ ობელისკთან. თუმცა რა, მედლებს ართვამენ სერბებს და ამაზე მეტი დაცინვა რაღა უნდა ქნან. ყველამ თქვენი საქმე აკეთეთ და ისე გამოადექით ქვეყანას რა. და სხვის საქმეში ნუ ჩავყოფთ ცხვირს ადამიანებო. მე ექიმი ვარ და ჩემ პაციენტებზე ვფიქრობ და არა სამხედრო გეგმაზე. ამაზე არის ხალხი ვინც უნდა იფიქროს. ყველამ არა. მე მაგაზე რო ვიფიქრო ვეღარ გადავარჩენ ავადმყოფებს და ის სახელი არ მექნება ეხლა როგორიც მაქვს.ვერ გავხსნი გულმკერდს ისე როგორც საჭიროა და ვერ ვმობილიზდები ისე როგორც უნდა ვიყო მობილიზებული და მოტივირებული. იმედი მაქვს მეთანხმებით. მე მგონი არავის უთხოვია "ჩარევა" ![]() ![]() |
Freethought |
![]()
პოსტი
#342
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 216 რეგისტრ.: 14-August 07 წევრი № 2,603 ![]() |
staywhite და პირველად გესმის რომ ქართველების სერბებისადმი თანაგრძნობის მიზეზი ისაა რომ ისინი მართლმადიდებლები არიან? თორემ სერბეთი სად მდებარეობს უმრავლესობამ მიახლოებითაც არ იცის. საიდან ავიღე და ეს დოკუმენტალურად დაიდო გაეროს დასკვნაში, მთელმა მსოფლიომ აღიარა ალბანელების ეთნიკური წმენდა რუსეთის გარდა და შენ ეჭვი შეგაქვს, ნუ რავიცი მე რა თქმა უნდა შენ უფრო გენდობი ვიდრე თუნდაც გაეროს მაგრამ რავიცი აბა...იქნებ ისინიც მართლები არიან, მაინც ეჭვი მღრღნის. არავინ დაობს რომ კოსოვო სერბების ისტორიული კუთხეა, მაგრამ დაკარგეს თავისი სისულელის გამო, არც ევროპას და არც ამერიკას არ უყვარს ალბანელი ხალხი დამიჯერე, დამოუკიდებლობა იმიტომ მისცეს რომ სხვა გზა არ ქონდათ, ეთნიკური წმენდა უნდა დაისაჯოს მნიშვნელობა არააქვს ვინ ჩაიდენს მას სერბი თუ აბხაზი ან თუნდაც რუსი! ქართველების სერბებისადმი თანაგრძნობა მე მგონი დიდი ბლეფია. სერბებს "თანაუგრძნობენ" გარკვეული წრეები, რომლებიც 20-30 წლის წინ ანტისაბჭოთა ელემენტების მხილებით იყვნენ დაკავებულნი. კაგებური ქსელები დღესაც მუშაობენ ჩვენს დიდ "ერთმორწმუნე" ქვეყანაში და ალბათ თავიანთ ძველ პარტნიორებსაც არ ივიწყებენ ყოფილ მოძმე რესპუბლიკებში. |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#343
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ცოტა ხანი ამ თემას დავხურავ.
მართლაც საომარ ველს ჰგავს. კეცბის გასაგონად, ცოტა დავთმოთ და ტაქტით ვესაუბროთ ერთმანეთს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
guest |
![]()
პოსტი
#344
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ქართველების სერბებისადმი თანაგრძნობა მე მგონი დიდი ბლეფია. სერბებს "თანაუგრძნობენ" გარკვეული წრეები, რომლებიც 20-30 წლის წინ ანტისაბჭოთა ელემენტების მხილებით იყვნენ დაკავებულნი. კაგებური ქსელები დღესაც მუშაობენ ჩვენს დიდ "ერთმორწმუნე" ქვეყანაში და ალბათ თავიანთ ძველ პარტნიორებსაც არ ივიწყებენ ყოფილ მოძმე რესპუბლიკებში. ფრი, საინტერესო საკითხი წამოწიე მაინც რაღაცით. რამდენადაც მე გავიგე და რაც გავიგე, იმაზე დავწერ ვრცლად, მარა რაც შენ აქ გამოტოვე, მაგას მე "შეგახსენებ" : მე თვითონ ძალიან აღშფოთებული დავრჩი, რომ კოსოვოში ქართული ჯარის ასეულია, ეს უკვე მართლაც რაღაც ბლეფთან მიდის, რამდენადაც გაუგებრობას იწვევს: არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და ჯარი შეყავს სეპარატისტების "დასაცავად". მაშინ არ უნდა ჰყვედრიდეს რუსეთსაც ბევრ რამეს. აქედან გამომდინარე ვეჭვობ, რომ საქართველო აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას მაინც. ეს ქართველ ხალხს და სარწმუნოებას არ ეხება ცხადია, უფრო პოლიტიკაა, თუმცა მაინც აშკარად გაუგებარი. შენი პოსტებიდან და ასაკიდან გამომდინარე კი დაციტატებული პოსტის ირგვლივ იმას გეტყვი, რომ პირადი გამოცდილებით მაგას ვერ იტყოდი, გაგონილით ამბობ და იდეა მართალია, ოღონდ აქაც ხალხი უნდა გაიმიჯნოს. იუგოსლავია ერთადერთი სოცქვეყანა იყო აღმოსავლეთ ევროპის ბლოკში, რომელიც საბჭოეთს ფეხქვეშ არ ეგებოდა, ამიტომ შენი მოსაზრება მაგ მხრივ მეტნაკლებად გამართლებულია (თუმცა ვიმეორებ, ხალხი არაფერ შუაშია). ადრე , სანამ ტიტოს აწყობდა და სანამ პარტიზანი იყო, სტალინის კულტი დანერგა იუგოსლავიაში, შემდეგ კი როცა გაინაღდა პოსტი, მის წინააღმდეგაც წავიდა (არ დავკონკრეტდები დეტალებით, მხოლოდ სურვილის მიხედვით და ისიც აქ არა). და რა ხდებოდა ახლა: ადრე თუ ასწავლიდნენ საწყალ გლეხებს, რომ უსტაშები და ჩეტნიკები ძირს, და უსტაშობა-ჩეტნიკობისათვის ხალხს აპატიმრებდნენ, მოხდა კურიოზული შეცვლა ფირფიტის მხრის: ტიტომ დაიწყო ხალხის რეპრესიები სტალინის (ზოგადად რუსეთის და საბჭოეთის) განდიდების გამო, ანუ , ადრე ვისაც ასწავლა, რომ სტალინი მათი იდეალია, იგივე ხალხს ეკითხებოდა სტალინზე აზრს და მერე კი აპატიმრებდა. საპატიმროები კი სტალინისეული გულაგების მსგავსი კი არა გულაგებზე უარესი იყო: სოფელში ვიცნობ რამდენიმე ოჯახს, ვისი ბაბუებიც (გლეხები თან!) ამის გამო, რომ თავზე დაადგებოდნენ ტიტოს УДБА (საიდუმლო სამსახური)-ს თანამშრომლები და მძინარეს ეკიტხებოდნენ სტალინზე რა აზრის ხართო. ქვის კარიერებზე აგზავნიდნენ, გადაჯაჭვულებს ამუშავებდნენ ფეხშიშველებს, უკან არავინ დაბრუნებულა... ანუ, ის რომ იუგო ოდესღაც საბჭოეთის "მტერი" იყო, ეს ცხადია დაფარული მოვლენა არ არის, და ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ანტისაბჭოთა იდეებით მოაზროვნე ქართველებს ან სხვა რესპუბლიკების ხალხებს ამის გამოც რაღაც სიმპატიები ქონოდათ იუგოსლავიელების მიმართ, თორემ სერბებს რაც შეეხება, დესპერანტისაც არ იყოს, ისიც ადრე, ხალხმა იცოდა მხოლოდ იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ და არა იქაური ეთნიკურ-რელიგიური სიტუაციის შესახებ, ისევე როგორც პირიქით : იქაურებმა სსრკ-ს შესახებ. კგბ-ს კი ამის გამო , სიმპატიები კი არა, დაუძინებელი ღამეები ქონდა იუგოსლავიასთან მიმართებაში. შენ რაც დაწერე, იქ კგბ პირიქით როლს თამაშობდა და ის ორგანიზაცია, რომელიც ამას "ასიმპატიურებდა", იმას სხვა სახელი ქვია, რისი დაწერა და განხილვა აქ მართებულად არ მიმაჩნია. ელემენტარული მაგალითი: როცა ყველა სოცქვეყანაში აკრძალული იყო კერძო საკუთრება, იფრ-ში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ანუ კოოპერატივები, ფირმები კერძო და ა.შ., გარდა ამისა, როცა სხვა სოცქვეყნებიდან თიტქმის შეუძლებელი იყო ჩვეულებრივი ხალხისთვის საზღვარგარეთ თუნდაც სამოგზაუროდ წასვლა, იუგოები უვიზოდ მოძრაობდნენ მთელს ევროპაში და წინა აზიაში, ამერიკის გარდა ყველგან, მუშაობის უფლებაც ქონდათ და არსებობდა სპეციალური ფირმები, ვინც ოფიციალურად სამსახურს შოულობდა იუგოებისთვის თვით იფრ-დან. ჩვენ რამდენიმე წელია რაც "გარეთ" ვართ, ისინი კი 50 წელზე მეტია დასახლებული არიან საზღვარგარეთ, ყოველგვარი "გამოქცევების" გარეშე. აღმოსავლეთ ევროპის აგენტთა უმრავლესობას ამის გამო იუგოსლავიური პასპორტი ქონდა! ერთი ამბავი კიდევ, რაც ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელმა მომითხრო ადრე: 70-იან წლებში საბჭოთა ფიზიკოსთა დელეგაცია მიწვეული იყო ბელგრადში მაღალმუხტიანი იონების ფიზიკის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც ჩემი ხელმძღვანელიც მონაწილეობდა, მისი თქმით, სულ იყო 10 კაცი,აქედან 4 ფიზიკოსი, რომლებიც ერთმანეთს სუფრის დონეზე იცნობდა (1 სომეხი ბიურაკანიდან ,1 ეს ქართველი და ორი რუსი, იასნია პიანკა და ამბები პა ხოდუ), მარა დანარჩენ 6 "ფიზიკოსს" არცერთი მათგანი არ იცნობდა და გაგონილიც არ ქონდათ მათ შესახებ. მოკლედ, პრეზენტაციის შემდეგ, ეს ათეული "დასასველებლად" შევიდა რესტორანში, კარგად მოილხინეს და ჩემმა პროფესორმა იქნია რა კოსტიუმი შალახოს ცეკვის დროს,დაკარგა პასპორტი ![]() ![]() რაც შეეხება ხალხის სიმპათიებს, სერბებისგან ჩვენს მხრივ ბლეფი ნამდვილად არ არის, ამის მოწმე ვარ წლების განმავლობაში, საპირისპიროდ კი აქაური ქართველი მრევლისგან ვიცი, რომ ასეა ჩვენი მხრიდანაც, გარდა ამისა, ქართველი სას.პირები რომ იყვნენ ამ ბოლოს სერბიაში , როგორც ბელგრადელმა ქართველებმა მიტხრეს, ისინიც ძალიან დიდი სიმპატიებით იყვნენო და ცხადიცაა: მართლმადიდებლობა არ არის ეროვნება, არამედ ძმობა ქრისტეში! თუმცა, ჩვენი მხრიდან მე გული დამწვეტია ხანდახან სერბების არასწორ შეფასებაზე ანუ იმის მტკიცებაზე, რაც არ არიან და რაც არიან, ის მე ვიცი და არც ვმალავ ![]() |
m16 |
![]()
პოსტი
#345
|
![]() .......... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 ![]() |
პირველ რიგში რა პოლიტიკური რეფორმები უნდა გატარდეს რომ აფხაზეთი და ოსეთი უსისხლოდ დავიბრუნოთ?
-------------------- :)
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#346
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოსა და უკრაინისათვის "გაწევრების სამოქმედო გეგმაზე" გადასვლის საკითხი დეკემბრისათვის გადადო
-------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
m16 |
![]()
პოსტი
#347
|
![]() .......... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 ![]() |
ციტატა ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოსა და უკრაინისათვის "გაწევრების სამოქმედო გეგმაზე" გადასვლის საკითხი დეკემბრისათვის გადადო მათ სულ ფეხებზე კიდიათ საქართველო, ჩრდილო ატლანტიკური ალიანზი სიმბოლურად არსეობს, ამერიკა განაგებს ყველაფერს, როცა უნდა ომობს როცა უნდა სიმშვიდეს და დიპლომატიას გვასწავლის მაშინ როცა ამერიკის ჯარები უმოწყალოდ ხოცავენ ერაყელ ხალხს..... მე პირადათ რუსეთთან მირჩევნია დავამყაროთ მეგობრული კავშირი ვიდრე ამერიკასთან -------------------- :)
|
პატრიოტი |
![]()
პოსტი
#348
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,147 რეგისტრ.: 21-January 07 მდებარ.: N/A წევრი № 892 ![]() |
m16
ძალიან ცვალებადი ხასიათი გაქვს და ეს არ გამოგადგება ცხოვრებაში. ამერიკის ნება რომ იყოს დღესვე ნატოში ვიქნებოდი. რუსეთთან მეგობრულ კავშირს ვერასოდეს დაამაყრებ ეს გამორიცხულია. ისე რომ იცოდე კაცი რომ აირჩევს ერთ გზას ბოლომდე უნდა მიყვეს. -------------------- [size=7]ფფყ[/size]
|
Ismail |
![]()
პოსტი
#349
|
![]() სტუმარი ცოტა ხანისა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 ![]() |
სულ 8 ქვეყანამ დაგვადო ვეტო: გემრანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა. დანარჩენი ოთხი ხო არ იცით? ეგ რუსეთის გოშიები!!!
![]() (თუმცა შეიძლება მართლა იმიტომ დაგვბლოკეს რომ ვერ ვართ საჭირო დონეზე, არ ვიცი რა ვიფიქრო)... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
jariskaci |
![]()
პოსტი
#350
|
![]() jariskaci ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,034 რეგისტრ.: 2-October 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,878 ![]() |
staywhite
მომანტრეეეეეეეეეეეეეე კოსოვოდან ჯარები გამოჰყავთო,ჩემი ძმა ვადაზე ადრე ბრუნდება ![]() -------------------- ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
|
შოთაძე |
![]()
პოსტი
#351
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
ამერიკას ჯერ კიდევ არ ვიცნობთ ისე როგორც საჭიროა თორე ეგრე ტაშს არ დავუკრავდით
![]() -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
შაკო |
![]()
პოსტი
#352
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 ![]() |
ამერიკას ჯერ კიდევ არ ვიცნობთ ისე როგორც საჭიროა თორე ეგრე ტაშს არ დავუკრავდით ![]() აშკარად შოთ ![]() ![]() -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#353
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
შოთაძე ციტატა ამერიკას ჯერ კიდევ არ ვიცნობთ ისე როგორც საჭიროა თორე ეგრე ტაშს არ დავუკრავდით როგორ გეთანხმები რომ იცოდე ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
შოთაძე |
![]()
პოსტი
#354
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
nini_1
ციტატა როგორ გეთანხმები რომ იცოდე ![]() მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკამ ისეთი რამ გააკეთა, ჰიტლერიც კი არ გააკეთებდა საკუთარი მეგობრების გამო ![]() -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
nana_007 |
![]()
პოსტი
#355
|
![]() I need a hero... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 ![]() |
staywhite მომანტრეეეეეეეეეეეეეე კოსოვოდან ჯარები გამოჰყავთო,ჩემი ძმა ვადაზე ადრე ბრუნდება ![]() ძალიან გამიხარდა ![]() ![]() პ.ს. ხელმეორედ ვპოსტავ ჩემი სიხარულის შესახებ jariskaci და besik(თუმცა ბესიკის პოსტი არ წამიკითხავს), ჩემზე ნურაფერს ნუ დაწერთ აქ ,მესინჯერში ვისაუბროთ ხოლმე ![]() პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ქეთუ: Apr 15 2008, 01:28 AM -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
nana_007 |
![]()
პოსტი
#356
|
![]() I need a hero... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 ![]() |
ციტატა ამერიკამ არ დაბობმა, გაზის კამერები რომ იყო ის ტერიტორია შოთაძე, ამერიკამ არ დაბომბა ასევე რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ჰაიდელბერგი,იმ მოტივით თუნდაც, რომ აქ ნასტუდენტარი ქონდა ბევრ ამერიკელ ოფიცერს და სიმპატიები გააჩნდათ გარკვეული ამ ქალაქის მიმართ,ასევე მოგონებები.არსებობს სხვა ვერსიაც, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო აქ არ დავწერ. ბანაკების არდაბომბვა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ როგორ დაბომბავდა, თუ იქ პატიმრები იყვნენ? თუ უკვე "ცარიელს" გულისხმობ? ცარიელის დაბომბვის სტრატეგიულ აუცილებლობას მეც ვერ ვხედავ. თუ მანამდე ამბობ,სანამ ბანაკებს "გაავსებდნენ" ? მოკავშირეებისგან კი ბევრი ბანაკი გათავისუფლდა. მშვენიერი ფილმია, ძალიან მძიმე ამავე დროს, "პიანისტი", სადაც კარგად ჩანს ბევრი ისტორიული მოვლენა რეალური სახით. -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
nana_007 |
![]()
პოსტი
#357
|
![]() I need a hero... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 ![]() |
ეკლესია ასეთი ომის წინ ჯარსაც ლოცავს. გავიხსენოთ თუნდაც მეფე თამარი ჯვრით ხელში მიუძღვოდა ჯარს, ლოცავდა მათ. მაგრამ როგორც მე გამიგია ასეთ ომში მონაწილეებს ძველად 3 წლით ზიარებისაგან თავის შეკავებას მაინც ურჩევდა ეკლსია. ![]() ![]() ![]() ![]() "ჩემი ღირსება ჩემი ერთგულებაა"... -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
nana_007 |
![]()
პოსტი
#358
|
![]() I need a hero... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 ![]() |
"ერაყში სამხედრო ბაზაზე მოულოდნელი შეტევის დროს ქართული არმიის I ბრიგადის მე-11 ბატალიონის მებრძოლებმა ათამდე ტერორისტი დაჭრეს და მოკლეს.
ელ-კუთის სამხედრო ბაზას (* ირანის საზღვართან ახლოს) და ქართველი სამხედროების მობილურ პატრულებს აქამდეც ესხმოდნენ თავს (ქართველი სამხედროების «ჰამერებს» ორჯერ დაესხნენ), მაგრამ ტერორისტების ბოლო გამოხდომა, ჩანს, მეტად მძაფრი იყო.1-ელი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის მებრძოლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ დააბნია უეცარმა თავდასხმამ, დროულად დაიკავეს თავდაცვითი პოზიციები და მომხდურებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. საბედნიეროდ, ქართულ მხარეს მსხვერპლი არ არის, დაიჭრა ერთი მებრძოლი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება.ეს საბრძოლო ეპიზოდი მეტყველებს, რომ ერაყში მყოფი 1-ელი ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა კარგადაა მომზადებული და აქვს ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების, აგრეთვე შეიარაღებული თავდასხმების მარჯვედ მოგერიების გამოცდილება.მეორე მხრივ, სამწუხაროდ, იკვეთება ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება - ერაყში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების თავდასხმის სამიზნე უფრო ხშირად ხდება ხუთჯვრიანი «ჰამერები» და ქართველი სამხედროების დისლოკაციის ადგილები..." ეს ინციდენტი არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა,ბუქარესტის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ერაყში, ვასიტის პროვინციაში, ელ-კუთის სამხედრო ბაზას ტერორისტები მოულოდნელად დაესხნენ თავს. ჩვენი ფორუმელი ბესიკი იმყოფება ერაყში . მის და მისი თანამებრძოლი ბიჭების სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი გულადი ვაჟკაცები ![]() ძალიან განვიცდიდი ბესიკ, მაქაურ ამბავს, ვერანაირად ვერ გიკავშირდებოდი,ერთადერთი ურთიერთობის საშუალება PM იყო, და ჩემს ნიკს რახან ბანი ადევს, ვერ ვნახულობდი, მიუხედავად შესაბამის ინსტანციებში თხოვნისა, რომ იქნება PM-ების ნახვის საშუალება მაინც მქონდეს. ძალიან მიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ჩვენს მხარეს მსხვერპლი არ არის, იმ დაჭრილ ბიჭს კი ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და მისი ოჯახის წევრების გახარებას ![]() ძალიან მიხარია, რომ საქრთველოში არსებობენ თქვენნაირები და არც ისეა საქმე, რაც ბევრგან მინახავს საპირისპირო. გაიხარეთ და მუდამ მშვიდობით დაბრუნებულიყავით სახლში და სამშობლოში ![]() დაილოცოს თქვენი გამზრდელი დედის მარჯვენა, იცოცხლეთ, მიყვარხართ პირველ რიგში ამ ფორუმის ჯარისკაცები და მერე ყველა ღირსეული ვაჟკაცით ვამაყობ, რომ თანამემამულეები მყავს ასეთი! -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
soso5 |
![]()
პოსტი
#359
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 264 რეგისტრ.: 31-March 08 წევრი № 4,381 ![]() |
როდესაც გადავწყვიტე საკონტრაქტო ჯარში სამსახური 4წლი
ტ,ერთმა ადამიანმა სცადა აზრი შეეცვალა ჩემთვის,მან მითხრა რომ ამ მთავრობას მასონები მართავენ და არ ღირს ამათ ჯარში შეესვლაო,მე ცოტა არ იყოს დამაფიქრა მისმა სიტყვებმა,რჩევისათვის ავედი ჩემს მოზღვართან მამა იპოანესთან,რომელიც მსახურობს ზემო ბეთლემში.ღმერთმა გააძლიეროს მამა იოანე.მან მირჩია,დამეწყო ჯარში მუშაობა და მითხრა : - შვილო იოსებ ქრისტეს მხედარი ყველა სფეროში არის საჭირო,როგორც ღმერთს ჰყავს თავის ნების აღმსრულებელიყველგან,ასევე სატანას ჰყავს თავის ნების აღმსრულებელი ამ ქვეყნად.მადლობა უფალს ყველაფრისათვის. ჩემს ასეულში თავიდან მარტო მე ვიყავ ეკლესიური,არ იცოდნენ აღსარება,ზიარება ,პირველ ბრიგადაში მაშინ სწირავდა მამა დავითი,წირვაზე თავიდან მთელ ბრიგადიდან სამი თუ ოთხი ჯარისკაცი თუ დაესწრებოდა ხოლმე,ეს ძალიან მწყინდა .ბევრჯერ სასადილოს კარებთან დავმდგარვარ და თითქმის ყველა ჯარისკაცისთვის მითქვამს ხვალ ეკლესიაში წირვაა და დაესწარითქო.ზოგი მეუბნებოდა შემეწყვიტა ეს ყველაფერი,რომ ჯარში ეკლესიურად ვერ იცხოვრებდა ადამიანი,მაგრამ მე მაინც განვაგრძობდი იგივეს,ღმერთის ნებით მოხდა საოცრება ,ერთხელაც გადავედი ეკლესიაში და დიდება უფალს რას ვხედავ,ეკლესიაში უამრავი ჯარისკაცი სანთლებით ხელსი წირვაზე თვალებში და გულში ნათელჩამდგარი უსმენდნენ მამა დავითს.ამის მხილველმა უდიდესი ენით აღუწერელი სიხარული გამოვცადე. ამის შემდეგ პირველ ბრიგადაში გვეწვია უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე,აკურთხა ჩვენი ეკლესია დალოცა ქართული ჯარი,იმ დღეს უმრავლესობა აჭარლების მოინათლა,პირადად მე მყავს 5 ნათლული ,პატარა მარიამი და ოთხი ჯარისკაცი,სვანი,გურული და ორი აჭარელი,მეხუთე აჭარელი ჯარისკაცი მოვნათლე სამსობლოდან შორს,სადაც ეხლა ვიმყოფებით,ერაყში, ჩვენს პატარა სამლოცველოში.ნათლობა ჩაატარა მამა ისააკმა. ყოველთვის იმას ვეუბნებოდი ჩემს თანამებრძოლებს,რომ ჩვენ ვართ მხედრები,მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ ქრისტეს მხედრები.უნდა ვეცადოთ ყოველთვის ვიყოთ მაგარი ქრისტიანები ისევე,როგორც ჩვენი დიდი წინაპრები.უნდა ოჯახებიც ეკლესიური გავხადოთ და ბოროტი დემონი ჩვენს სიახლოვესაც ვეღარ გაჩერდება,ღმერთი დაგვიფარავს ყოველთვის.ჩვენ უნდა გადავარჩინოთ საქართველო არა მარტო ფიზიკური განადგურებისაგან,არამედ სულიერისაგანაც. ხიბლში არ ჩამითვალოთ ერთხელ ტელევიზორი ჩავრთე და ვხედავ ფეხბურთელ კალაძეს რომელიღაც უპატრონო ბავშვთა სახლში მისულს მისულს საჩუქრებით და იმ წამსვე ძალიან მომინდა მეც დავხმარებოდი ამ ბავშვებს.ეს იდეა გავუზიარე ჩემს თანამებრძოლებს,და მათაც მოიწონეს.ავკრიფეთ ასეულში ფული,ვიყიდეთ ტკბილეულობა,სათამაშოები და ვეწვიეთ აფრიკის ბავშვთა სახლს.ისეთი სიხარული განვიცადეთ ბავშვებმაც და ჩვენც,რომ შეუძლებელია ამის აღწერა. ერაყში წამოსვლის წინ საახალწლოდ პირველ იანვარსაც ვეწვიეთ ბავშვებს, ბევრი ვეთამაშეთ,ბევრი მოვეფერეთ და დავემშვიდობეთ.დავპირდით,რომ ერთ წელში ისევ ვეწვეოდით,იმედი გვაქვს ღმერთი აგვასრულებინებს დანაპირებს. უფალო იესო ქრისტე,ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი. |
შოთაძე |
![]()
პოსტი
#360
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
nana_007
ციტატა ბანაკების არდაბომბვა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ როგორ დაბომბავდა, თუ იქ პატიმრები იყვნენ? თუ უკვე "ცარიელს" გულისხმობ? ცარიელის დაბომბვის სტრატეგიულ აუცილებლობას მეც ვერ ვხედავ. თუ მანამდე ამბობ,სანამ ბანაკებს "გაავსებდნენ" ? მოკავშირეებისგან კი ბევრი ბანაკი გათავისუფლდა. მშვენიერი ფილმია, ძალიან მძიმე ამავე დროს, "პიანისტი", სადაც კარგად ჩანს ბევრი ისტორიული მოვლენა რეალური სახით. არც ამერიკამ და არც სხვა ქვეყნებმა ვინც გერმანიას ებრძოდა არ იცოდა ამ ტერიტორიის ზუსტი მდებარეობა, რამოდენიმე ტყვე გაიქცა და წერილი გაუგზავნეს ამერიკას, ყველაფერი უთხრეს რაც ხდებოდა და დაბომბეთო, აჟანყებაც იყო რამოდენიმეჯერ და გაქცევებებიც და ერთერთი აჯანყების დროს უნდოდათ რო დაებომბათ მაგრამ შეგნებულად არ დაბომბეს რა, ეს არის დადასტურებული ფაქტი და დოკუმენტური ფილმიც არის BBC ის ამ საკითხზე. ცოტახანში ვაპირებ სერიოზულად შევისწავლო მეორე მსოფლიო ომის ფაქტები და მასში მონაწილე ქვეყნები რას წარმოადგენდნენ და შემდეგ უფრო კონკრეტულ ფაქტებზეც ვისაუბრებთ ![]() -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 07:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი