![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
guest |
![]()
პოსტი
#401
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ბესიკ
![]() თემა "აფხაზეთი" იქაც შეიხედე ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#402
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
|
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#403
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
ამ თემას შეგნებულად არ ვკითხულობ, ხომ ვიცი, ძალიან უნდ აგადავეშვა. სად მაქვს მაგდენი დრო.
გენაცვალეთ სამხედროებო! -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
Amuza |
![]()
პოსტი
#404
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
მოხვდა, მოხვდა... ახალი ზალპი! 100-მდე ტანკი და ჯავშანმანქანა, 70-მდე სატვირთო ავტომობილი, ასობით დაჭრილი და დახოცილი - რუსი აგრესორების ზარალის 80% ქართველი არტილერისტების ზუსტი სროლების შედეგია რუსი აგრესორების საქართველოს გულიდან, ქართლიდან გასვლის შემდეგ უკვე შეიძლება ერთ საიდუმლოებას ავხადოთ ფარდა - ქართლის ოკუპაციის დღეებში რუსი სამხედრო ბარბაროსები, გგონიათ, ტყუილად წვავდნენ ჩვენს ტყეებს ან მათი შვეულმფრენები და ჯავშანჯგუფები უაზროდ დაეხეტებოდნენ? სულაც არა - რუსი დამპყრობლები ქართლის ტყეებსა და ხეობებში გაშმაგებით ეძებდნენ ქართულ არტილერიას, რომელიც ჩვენმა არტილერისტებმა უკან დახევის შემდეგ გადამალეს! ხელში ჩაიგდეთ ქართველი არტილერისტები, გაანადგურეთ მათი ტექნიკა! - ასეთი ბრძანებები ისმოდა რუსი დამპყრობლების რადიოეთერში და იცით, რატომ? - საქართველოში შემოჭრილმა რუსმა აგრესორებმა უზარმაზარი და უზუსტესი საარტილერიო დარტყმები მიიღეს და დიდი მსხვერპლიც ნახეს. «როგორც 1992-93 წლებში - აფხაზეთში, ისე 2008 წლის აგვისტოში ცხინვალთან, ქართულმა არტილერიამ თავისი სიტყვა თქვა და მტერს ძლიერი დარტყმა მიაყენა. რამდენიმე რუსული კოლონა ცხინვალის გზაზე დავადუღეთ, რუსებს დიდი მსხვერპლი აქვთ, რასაც მალავენ», - განაცხადა ჩვენთან საუბარში საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ, რომელსაც აფხაზეთის ომის დიდი გამოცდილება აქვს. «100-მდე ტანკი და ჯავშანმანქანა, 70-მდე სატვირთო ავტომობილი, ასობით დაჭრილი და დახოცილი - აი, ასეთი ზიანი მივაყენეთ ჩვენი არტილერიით რუსულ სამხედრო კოლონებს, - ამბობს საარტილერიო ბრიგადის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი, - ეს თითიდან გამოწოვილი ციფრები არ გეგონოთ, ჩვენ ოთხი სათვალთვალო პუნქტი გვქონდა განთავსებული ცხინვალისა და ჯავის რაიონების სიახლოვეს, სტრატეგიულ წერტილებში, სადაც საარტილერიო ცეცხლის მაკორექტირებლები ისხდნენ. ისინი ძლიერი ოპტიკური ხელსაწყოებითა და ლაზერული მანძილმზომებით აკვირდებოდნენ ჩვენ მიერ ნასროლი ჭურვებისა და რაკეტების დაცემის ადგილებს და საცეცხლე პოზიციაზე გადმოგვცემდნენ მიზნების ზუსტ კოორდინატებს. სწორედ მათ დაითვალეს მტრის კოლონების ზიანი და ამიტომაც ეს ციფრები სინამდვილესთან ყველაზე ახლოსაა», - ამატებს პოლკოვნიკი ცუხიშვილი. ქართულმა არტილერიამ პირველი ცეცხლი 7 აგვისტოს საღამოს გახსნა, მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ახლომდებარე ქართულ სოფლებს სროლა კვლავ აუტეხეს და იერიშზე გადასვლაც სცადეს. მტერს ერთდროულად ქართული არტილერიის 300 ლულა მაინც ესროდა! მათ შორის საარტილერიო ბრიგადის შეიარაღებაში არსებული 203 მმ-იანი «პიონები», 160 მმ-იანი ებრაული «გრად-ლარები», 152 მმ-იანი «აკაციები», «გიაცინტები» და «დანები», 122 მმ-იანი «გრადები» და RM-70-ები, აგრეთვე ქვეითი ბრიგადების Д-30-ები და «მსტები»... ლეიტენანტი გიორგი დალაქიშვილი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარების - «პიონების» ბატარეის 1-ელი ოცეულის მეთაური იხსენებს: - გორთან, სატელევიზიო ანძასთან საუკეთესო პოზიცია გვეკავა. ეს მაშინ ვირწმუნეთ, როდესაც რუსული მოიერიშეები ერთმანეთის მიყოლებით გვბომბავდნენ, მაგრამ ერთი ბომბიც ვერ მოგვარტყეს! სამაგიეროდ, მტერს 600 ცალი 203 მმ-იანი ჭურვი მაინც ვესროლეთ. წარმოიდგინეთ, რას უზამდა რუსულ ჯავშანკოლონას 110 კგ-იანი ფუგასური ჭურვები. სერჟანტმა თემურ კეკოშვილმა როგორც კი გაიგო, რომ ოსებმა და რუსებმა დიდი ლიახვის ხეობაში მისი მშობლიური სოფელი გადაწვეს, მტერს თავისი «პიონიდან» 200-მდე ჭურვი ესროლა! მიზანს ერთიც არ ასცდენია, რადგან მის «პიონში» ჩვენი ყველაზე სწრაფი და საუკეთესო მემიზნე, კაპრალი არჩილ ტუღუჩი იჯდა... - ძალზე ეფექტიანად იმუშავეს «გრად-ლარის» დანადგარებმა, 300-მდე რაკეტა მაინც გაუშვეს. საარტილერიო ბრიგადის მეთაურთან ერთად ოპერატიული მართვის ცენტრში ვიმყოფებოდი, სადაც მოდიოდა ყველა ინფორმაცია მტრის კოლონების გადაადგილების შესახებ. ძარის შემოვლით გზაზე, დიდ გუფთასთან და ცენტრალურ გზაზე მოწინააღმდეგის კოლონები ერთმანეთის მიყოლებით მოდიოდნენ. ჩვენმა მეთვალთვალემ ოპერატიული მართვის ცენტრში ერთ-ერთი ასეთი კოლონის კოორდინატები მოგვცა და ჩვენი «გრად-ლარებიც» ამუშავდნენ. საარტილერიო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ჩვენმა მეთვალთვალემ გადმოგვცა, რომ რუსული ჯავშანკოლონიდან უვნებლად მხოლოდ ორი მანქანაღა გადარჩა, - იხსენებს არტილერიის ბრიგადის პოლკოვნიკი ოთარ ვაჩეიშვილი. ჩვენ საარტილერიო ორთაბრძოლა პირწმინდად მოვუგეთ რუსულ არტილერიას. მათი კონტრსაარტილერიო ბრძოლა არც კი გვიგრძნია, ერთადერთი - რუსული ავიაცია გვიტევდა, რომელიც გამუდმებით გვბომბავდა, მაგრამ ჩვენ მიერ კარგად შერჩეული პოზიციების გამო (და იმიტომაც, რომ საცეცხლე პოზიციებს ხშირად ვიცვლიდით) საარტილერიო ბრიგადის საცეცხლე პოზიციებზე არც ერთი საარტილერიო დანადგარი არ დაზიანებულა (შეიძლება რუს პილოტებსაც ეშინოდათ საზენიტო არტილერიისა და ბომბებს დაუმიზნებლად ყრიდნენ), მხოლოდ ორი ჯარისკაცი დაგვეჭრა, - ერთხმად ამბობენ საარტილერიო ბრიგადის არტილერისტები. სამწუხაროდ, დანაკლისი ჰქონდათ მე-4 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის არტილერისტებს, რომლებიც უშუალოდ ცხინვალთან გმირულად იბრძოდნენ და მათი საცეცხლე პოზიცია რუსული მოიერიშე თვითმფრინავების პირდაპირ დაბომბვაში მოყვა... ქართულმა არტილერიამ ამ სამდღიან, მაგრამ ჩვენთვის ძალზე რთულ ბრძოლებში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მართლაც «ომის ღმერთია», რომ არა მტრის ავიაციის სრული საჰაერო გაბატონება, ქართველი არტილერისტები საცეცხლე პოზიციებს ცხინვალთან ახლოს გადაიტანდნენ, საიდანაც მარჯვედ მისწვდებოდნენ როკის გვირაბს და გზას... საარტილერიო ბრიგადა დღეს გორში დაბრუნდა, სადაც სამხედრო ბაზა რუსმა აგრესორებმა გაანადგურეს. ბრიგადას აქვს რამდენიმე ერთეული «პიონისა» და «დანას» დანაკლისი, რომლებიც მტერმა საცეცხლე პოზიციაზე ვერ გაანადგურა, მაგრამ ტყეში გადამალული იპოვა და ააფეთქა. მიუხედავად ამისა, ქართველმა არტილერისტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ბრძოლა და თანაც მარჯვედ! ბევრმა საბრძოლო ნათლობა მიიღო, შესაბამისად, მათი პროფესიონალიზმი და გამოცდილება ამაღლდა. ყველაფრის მიუხედავად, ქართველ არტილერისტებს შეუძლიათ ამაყად თავაწეულებმა თქვან, რომ ბრძოლა მტრის ურდოებთან არ წაუგიათ! -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
Amuza |
![]()
პოსტი
#405
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
რითი ვიბრძოდით, რითი გვებრძოდნენ...
ნაქები ამერიკული M4-ებით თითქმის არ უბრძოლიათ, სამაგიეროდ, ებრაულმა «გრად-ლარმა» ასობით რუსი აგრესორი იმსხვერპლა აქტიური საბრძოლო მოქმედების დამთავრებიდან არც ისე დიდი დროა გასული და ამიტომაც სრული, ამომწურავი სამხედრო ანალიზის გაკეთება ძალზე ძნელია, მით უმეტეს, რომ რეალური ინფორმაცია ძალზე ცოტა გვაქვს. მკითხველთა დიდ ნაწილს აინტერესებს, როგორ გამოიჩინა თავი ახალშეძენილმა M4 ტიპის ამერიკულმა კარაბინმა ცხინვალთან ბრძოლაში. არანაირად, რადგან ამერიკული M4-ებით ქართველ ჯარისკაცებს არ უომიათ (ერთი-ორი სპეცდანიშნულების რაზმის გარდა). ბრძოლის დაწყების წინ გაიცა ბრძანება და ქვეითი ბრიგადები ბრძოლაში მხოლოდ 5,45 მმ კალიბრიანი AK-74 ტიპის ავტომატებით ჩაერთვნენ, რეზერვისტები კი 7,62 მმ კალიბრიანი AKM ტიპის ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი. ასეთი ბრძანების გაცემა, ეტყობა, გამართლებული იყო, რადგან M4-ები ბრიგადებში მხოლოდ ნახევარი წლის წინ გამოჩნდა და პირად შემადგენლობას კარგად არ ჰქონდა ათვისებული (ერაყში მყოფი პირველი ქვეითი ბრიგადა M4-ებს მხოლოდ ამერიკელების ხელში ხედავდა), ამასთან, შეიძლება არც იყო M4-ისთვის საჭირო 5,56 მმ კალიბრიანი ვაზნების მარაგი. ძალზე გულსატკენია, რომ რუსმა დამპყრობლებმა სენაკის სამხედრო ბაზიდან, სხვა იარაღთან ერთად, ხელს 764 ცალი M4 გააყოლეს, არადა თითოეულ M4-ში 800 დოლარზე მეტი იყო გადახდილი... ქართული მოდერნიზებული ტანკები - T-72 შIM-1 ცხინვალში ქუჩის ბრძოლებში მონაწილეობდნენ. ამ ბრძოლების შედეგებზე ჯერჯერობით ძნელია საუბარი, თუმცა რუსი აგრესორები აცხადებენ, რომ მათ ხელში 65 ქართული ტანკი ჩაიგდეს, მათგან 21 ააფეთქეს, ხოლო 44 რუსეთში გაიტანეს, მათ შორის ქართულ-ებრაული მოდერნიზებული T-72 შIM-1-ები. რუსებმა შეიძლება ეს ტანკები თავის შეიარაღებაშიც დაიტოვონ, რადგან ისინი ბევრად სჯობს რუსულ T-72-ებს. ისე კი, რუსმა აგრესორებმა საქართველოში მოძველებული T-62-ებიც კი შემოიყვანეს, რომლებსაც კუმულაციურქობინიანი რაკეტების საწინააღმდეგო რკინის გისოსები ეყენათ. მათ გარდა, გორის გზაზე გამოჩნდნენ «ტიგრის» ტიპის ჯავშანმანქანები (სწორედ «ტიგრებმა» ჩაიარეს 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე) და მოდერნიზებული, ახალკოშკურებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-ები. ქართველმა არტილერისტებმა ძალზე ეფექტიანად გამოიყენეს გლობალური ნავიგაციის სისტემა GPშ, რომლებიც ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე - RM-70-სა და «გრად-ლარზე» ეყენათ. რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა გაამწარა და განაცვიფრა ქართული არტილერიის ზუსტმა ცეცხლმა, რომელმაც მათ სამხედრო კოლონებს სერიოზული ზიანი მიაყენა. ჰაერში ბრძოლა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა წააგეს, რამაც, სამწუხაროდ, უდიდესი გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე. ქართული საბრძოლო ავიაციის - მოიერიშე Cy-25-ებისა და დამრტყმელი Mи-24-ების მოქმედება ეპიზოდური ხასიათისა იყო და 8 აგვისტოს შუადღის შემდეგ საერთოდ შეწყდა. ალბათ ასეც ჯობდა, რადგან მათ რუსული გამანადგურებლები აუცილებლად ჩამოაგდებდნენ. საბედნიეროდ, არც ერთი ქართული საფრენი აპარატი რუსებს ჰაერში არ გაუნადგურებიათ, ამიტომაც სიცრუეა რუსული მასმედიის ინფორმაცია ორი ქართული Cy-25-ის ჩამოგდების შესახებ. მარნეულის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე რუსულმა საბრძოლო ავიაციამ (სავარაუდოდ,Сy-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენებმა) მართვადი რაკეტებით ააფეთქეს და დაწვეს სამი ქართული სატრანსპორტო ბიპლანი Ah-2. საერთოდ, ამ «კუკურუზნიკებს», რომლებსაც სანიტარიული მიზნებისთვისაც იყენებენ, არც ერთი ქვეყნის თავისი თავის პატივისმცემელი სამხედრო პილოტი არ ესვრის, რუსმა «არწივებმა» კი აეროდრომზე მდგარ ქართულ «კუკურუზნიკებს» ძვირად ღირებული მართვადი რაკეტები დაუშინეს (თითოეული ასეთი რაკეტის ფასი სამი «კუკურუზნიკის» ღირებულებას აღემატება). ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ დროს რამდენიმე ქართველი სამხედრო დაიღუპა. ქართული მხარის მტკიცებით, ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ 19 თვითმფრინავი და ორი შვეულმფრენი ჩამოაგდო. თუმცა რუსები მხოლოდ სამი Cy-25-ისა და ერთი Ty-24М-ის დაკარგვას აღიარებენ. ერთი შეხედვით სამ დღეში მტრის 21 საფრენი აპარატის ჩამოგდება საუცხოო შედეგია (თუკი მართლაც ასეა), თუმცა დასათვლელია, საერთო ჯამში რამდენი საბრძოლო თვითმფრინავ-გაფრენა განახორციელა რუსულმა ავიაციამ მთლიანად საქართველოს ცაში. ამის შემდეგ შეიძლება განისაზღვროს, რამდენად მარჯვედ იგერიებდნენ ქართველი მეზენიტეები რუს საჰაერო აგრესორებს. ისე კი, ფაქტია, რომ თბილისი, ფოთი, სენაკი და სხვა სტრატეგიული ობიექტები ჰაერიდან თითქმის მთლიანად დაუცველი იყო (რატომ არ იმუშავა C-125 ტიპის სტაციონარულმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა, რომელთა ბატარეები თბილისისა და ფოთის შემოგარენშია განთავსებული, სხვა საკითხია), რასაც დაემატა ქართული რადიოლოკატორების აფეთქება მართვადი საავიაციო რაკეტებით შავშვებში, თბილისის ზღვაზე, მახათას მთაზე, სენაკში, ფოთში, რამაც «დააბრმავა» ქართული საჰაერო თავდაცვის სისტემა. საზღვაო ბრძოლებზე კი ლაპარაკიც არ ღირს. მთელი ქართული სამხედრო ფლოტი ნავსაყუდელთან გაანადგურეს. კიდევ კარგი, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვამ მაინც მოახერხა რამდენიმე კატარღის სამხედრო პორტიდან გაყვანა და გადამალვა, მათ შორის ახალნაყიდი «სოხუმისა», რომელშიც 10 მლნ ევრო იყო გადახდილი. რამდენიმედღიანმა ბრძოლებმა ქართველი სამხედროები დაარწმუნა, რომ არმიის გადაიარაღება ამიერიდან ძირითადად მხოლოდ თანამედროვე დასავლური შეიარაღებით უნდა გაგრძელდეს და მთავარი აქცენტი სწორედ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვან გაძლიერებაზე უნდა გაკეთდეს. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
m16 |
![]()
პოსტი
#406
|
![]() .......... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 ![]() |
აუ რაც მართალი მართალია მაგარი ჩავხადეთ რუსებს, არა იმათაც ჩაგვხადეს აბა რა გვეგონა მილიონიან არმიას 30 ათასი კაცით ვერ მოვუგებდით მაგრამ საკადრისი პასუხი მაინც გავეცით...
არტილერიამ მაგრად იმუშავა ნაკუწებათ აქცია ქებული კაზაკები, ისე ჩეჩნების მაგარი მეწყინა ჩვენ წინააღმდეგ რომ წამოვიდნენ, უკვე მეორედ თუ მესამედ, არ შერჩება არც მაგათ... მხოლოდ რეზერვმა გაგვიტეხა სახელი, სპეცნაზმა და რეგულარულმა ჯარმა იყოჩაღა მხოლოდ.. მიყვარს ჩემი ქვეყნის არმია, კეზერაშვილი კიდევ დასახვრეტია ბიუჯეტი სულ რომ გამოწოვა და თავის ანგარიშზე გადარიცხა, ქართველ ვაჟკაცებს ვაჟკაცი მთავარსარდალი სჭირდებათ... კეზერაშვილი რა კაცია სამხედრო ფორმით არ მინახავს მთელი ამ ომის განმავლობაში და ერთი პრესკომფერენცია არ ჩაუტარებია, ერთი არ უთქვამს ხალხისთვის "დედას ვუტირებთ რუსებსო" იგივეს ვამბობ მერაბიშვილზეც... მოკლედ პეტუხები გვყავს მთავრობაშო რაა.. აი ოქრუაშვილი იყო კაცი, ხოდა მიშას რო არ მიექარა ცხინვალი ჩვენი იქნებოდა... მაგრამ არაუშავს, ყველაფერი წინაა, ახალ თაობები მეტი სიყვარული ძმობა და პატრიოტიზმია, ხოდა ჩვენ გავიმარჯვებთ!!!!! -------------------- :)
|
guest |
![]()
პოსტი
#407
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
თუ სურვილი გექნებათ, ამ თემაში ვისაუბრობდით ექსტრემალურ პირობებში თავგადარჩენის შესაძლო მეთოდებზე. თუ დაინტერესდებით, გავაგრძელოთ.ასევე თუ რაიმე სხვა მასგავსი გაინტერესებთ,დასვით კიტხვა და გიპასუხებთ, ჯერჯერობით მე და გიორგი ვართ ამ თემიდან, ჯარისკაცები გასაგები მიზეზების გამო ჯერჯერობით ვერ ახერხებენ აქტიურობას.
|
.ნინო |
![]()
პოსტი
#408
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
staywhite
კი, რა ნან. ძალიან საინტერესოა, როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა ომის დროს ![]() -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
guest |
![]()
პოსტი
#409
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
.ნინო
ციტატა კი, რა ნან. ძალიან საინტერესოა, როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა ომის დროს smile.gif მაგაზეც შევჩერდეთ, თუმცა მე პერსონალური ვიგულისხმე. მაგ საკითხს ჩამოვაყალიბებ და დავწერ,თქვენც იაქტიურეთ, მიამატეთ. მე ვფიქრობდი ექსტრემალურ პირობებს მაგალითად ბუნებრივ პირობებში თავის გადარჩენა, გზის გაკვლევა, წყლის მოპოვება,საკვების და ასე. თუმცა მოვამზადებ შენს მიერ შემოტავაზებულსაც. |
guest |
![]()
პოსტი
#410
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ნინო, დავიწყე წერა და დილამდე დავდებ , მოფიქრება და დალაგება უნდა,ამიტომ კაი რომ გამოვიდეს,ასე სპონტანურად არ გამოვა, დავამზადებ და დავწერ
![]() |
.ნინო |
![]()
პოსტი
#411
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
staywhite
მადლობა რომ ჩვენტვის ცდილობ ![]() -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
ქევანა |
![]()
პოსტი
#412
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
მე ვერავითარ დანას ვერ ვიყიდი სატარებლად, იმიტომ რომ
1) არ ვიცი ეს კანონით განსაზღვრულ ცივ იარაღებში ჩამეთვლება თუ არა,სადღაც იყო, სტატია ვნახე გაზეთში.. მგონი ტარება დასჯადიაო და.. მერე გარკვევაც დამეზარა, ან სად უნდა გამეგო ნეტა.. ![]() 2) ჯიბეში რომ მქონდეს, ხმარებაც უნდა ვიცოდე წესიერად ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
guest |
![]()
პოსტი
#413
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ქეთინო
ციტატა ) არ ვიცი ეს კანონით განსაზღვრულ ცივ იარაღებში ჩამეთვლება თუ არა,სადღაც იყო, სტატია ვნახე გაზეთში.. მგონი ტარება დასჯადიაო და.. მერე გარკვევაც დამეზარა, ან სად უნდა გამეგო ნეტა.. sad.gif 2) ჯიბეში რომ მქონდეს, ხმარებაც უნდა ვიცოდე წესიერად user.gif ორივე მართალია, და მე-2 ამავე დროს უფრო საშიში, ვიდრე პირველი. გერმანიაში შეიძლება ატარო ისეთი დანა, რომელიც შენი ხელის მტევნის ზომაა, იმაზე დიდი დასჯადია ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#414
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ჯერ დავიწყებ საჰაერო თავდასხმის საშიშროების დროს მოქცევის წესებით. მერე გავაგრძელოთ ხანძრის და სხვადასხვა საშიში სიტუაციების დროს, ასევე სრული მობილიზაცია განვიხილოთ და სხვებზე დახმარების აღმოჩენაც:
საჰაერო თავდასხმის საშიშროება ცხადდება გასაგონი 60 წამიანი სიგნალებით და შეიძლება გაგრძელდეს 5 წუთი. ამ სირენის გაგონებისას უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად> სანამ დავტოვებთ სახლს ან ბინას: * ჩავაქროთ სინათლეები,შუქი, *გადავკეტოთ წყალგამყვანი და გაზგამყვანი მილები, *გამოვრთოთ თერმული და ელექტრონული ხელსაწყო-დანადგარები, *ჩავაქროთ ნებისმიერი სახის ცეცხლი, *გავაღოთ ფანჯრები, *გადავწიოთ ფარდები, *ჩამოვწიოთ შტორები და სხვა მსგავსი დამცავი მოწყობილობები გასვლისას თან უნდა წავიღოთ წინასწარ მომზადებული: * საკვები, *წყალი ან რაიმე უალკოჰოლო სასმელი,რომელიც თავდაცულ ჭურჭელშია, *ქრონიკული ავადმყოფობის დროს წამლები, *პირადი ჰიგიენის ნივთები, განსაკუთრებით კი რამდენიმე პირსახოცი ან ხელსახოცი, *ფული *პირადი საბუთები, *პირადი დაცვისთვის გამოსადეგი საშუალებები,კომპლეკტი ან იმპროვიზირებული საშუალებები (მინიმუმ - სუფთა ნაჭერი, ტილო, სასუნთქი ორგანოების დასაცავად),იოდი ან სადეზინფექციო რაიმე საშუალება, *ტრანზისტორი, რადიო ხელის, *ბატარეიანი ხელის ლამპა,ფანარი, *"ადეალი" დასაჯდომად და ასევე გასათბობად. ბინის ან სახლის დატოვებისას , დაიცავით სიმშვიდე, პანიკის გარეშე მიდით თავშესაფარში, ბუნკერში. იქ ყოფნის დროს კი მკაცრად უნდა დავიცვათ არსებული წესები, რომელსაც ან გაგვაცნობენ ან უნდა ეწეროს, თავშესაფარში ძირითადად აკრძალულია: არასაჭირო სიარული იქეთ-აქეთ, შინაური ცხოველების ჩაყვანა, სიგარეტის წევა, ალკოჰოლის გამოყენება და ხმაური. სამუშაო ადგილზე ყოფნისას: *სამუშაოს მყისიერი შეწყვეტა და ამ ფირმის,დაწესებულების მიერ წინასწარ დადგენილი წესის მიხედვით მოქცევა, *პირადი დაცვის ნივთების კომპლექტის წამოღება და თავშესაფარში უპანიკოდ მისვლა, *შესაბამისი ორგანოების მიერ დადგენილი წესის დაცვა. საზოგადოებრივ ადგილებში, ქუჩაში : *პანიკის გარეშე გავეშუროთ უახლოესი თავშესაფარის ან შენობების მიწისქვეშა ადგილებისკენ, *თუ მანქანაში იმყოფებით, გადააყენეთ მანქანა ისე, რომ ხელი არ შეუშალოს მოძრაობას , ასევე სახანჱროებს და სასწრაფოდ გაეშურეთ უახლოესი თავშესაფრისაკენ, *მიჰყევით თავშესაფრის საერთო წესებს და ნუ დაარღვევთ ამ წესებს, *სკოლებში კი მასწავლებლები პრიორიტეტულად ზრუნავენ ჯერ მოსწავლეების უსაფრთხოებაზე და შემდეგ მიდიან ისინი თავშესაფარში,ანუ ბოლოს. მთავარია საჰაერო საშიშროების სირენის გამოცხადების შემდეგ შეინარჩუნოთ აზროვნება, არ იფორიაქოთ, არ იპანიკოთ, თქვენი ასეთი საქციელით ხელი არ შეუშალოთ და საფრთხეში არ ჩააგდოთ სხვები და ასევე შესაბამისი ორგანოები, რომლებსაც ევალებათ ორგანიზება გაუწიონ მოსახლეობის უსაფრთხოებას. თავშესაფარი დატოვეთ მხოლოდ საშიშროების შეწყვეტის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო თავდასხმამ გამოიწვია ნგრევები, მონაწილეობა მიიღეთ ჩახეგილების გასათავისუფლებელ საქმიანობაში, ომის დროს ნებისმიერის მობილიზაცია მეტად მნიშვნელოვანია. მოკლედ, პირადად რაც გვევალება ყველაზე მეტად არის ეს: *შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ დაკარგავთ ორიენტაციის შესაჱლებლობას, *დაიფარეთ სასუნთქი გზები ხელსახოცით ან ტილოთი,ასევე თვალები საჭიროების შემთხვევაში, *თუ აუცილებელია საკუთარ თავს თქვენ თვითონ აღმოუჩინეთ პირველადი დახმარება,ნუ დაელოდებით სხვას, თუ ფიზიკურად ამმის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გაქვთ, *გამოსასვლელის ჩახერგვის შემთხვევაში რაიმე მყარი სხეულით წყვეტილი დარტყმებით კანალიზაციის ან სხვა საინსტალაციო მილებზე შეეცადეთ მიიპყროთ მშველელთა ყურადღება, გაიმეორეთ ეს კაკუნი ხშირად და დაელოდეთ შველას, *თუ ჩახერგვა უშუალოდ თქვენს სიახლოვეში მოხდა, მოიკრიბეთ ძალები და შეეცადეთ მათ (ნამხსვრევები,ქვები,ფიცრები) მოცილებას, გაითვალისწინეთ, რომ ერთდროულად ნუ გამოილევთ ძალას, არამედ მოთმინებით და ნელნელა. ამ დროს აუცილებელია დაკვირვება, რომ ამათი მოცილებით სხვა საგნების ჩამოვარდნა არ მოხდეს და არ დაზიანდეთ ან უარესად არ ჩაიხერგოთ. |
guest |
![]()
პოსტი
#415
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ბოლო საკითხები გადავიტანე ცალკე თემაში აი აქ:
http://church.ge/index.php?showtopic=5074&...=0&#entry404940 ამიტომ ამ საკითხზე ინფორმაციები იხილეთ მანდ. |
შოთაძე |
![]()
პოსტი
#416
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
რატომ ხდება როდესაც ომის შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა რაოდენობას მოსახლეობას უმალავს ქვეყანა?
ყოველტვის მალავდნენ ზუსტ რაოდენობას და ყველა ქვეყანა მალავს მაგრამ საქართველოში ჩემის აზრით დაუშვებლად მიმაჩნია როდესად გარდაცვლილთა რაოდენობას საკუთარ მოსახლეობას უმალვს ხელისუფლება -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
guest |
![]()
პოსტი
#417
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
შოთაძე
ციტატა რატომ ხდება როდესაც ომის შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა რაოდენობას მოსახლეობას უმალავს ქვეყანა? ყოველტვის მალავდნენ ზუსტ რაოდენობას და ყველა ქვეყანა მალავს მაგრამ საქართველოში ჩემის აზრით დაუშვებლად მიმაჩნია როდესად გარდაცვლილთა რაოდენობას საკუთარ მოსახლეობას უმალვს ხელისუფლება და საიდან გაქვს ეგ ეჭვი , რომ დამალულია მეომართა მსხვერპლის რეალური რაოდენობა? მე არა მგონია საქართველოში მოხერხდეს მაგის დამალვა. ისე კი სხვა ქვეყნებში უფრო აქტუალურია მსხვერპლის რაოდენობის არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება,გააჩნია ვის როგორ აწყობს: მეტის თქმა თუ ნაკლების. ანუ რა იცი, რომ არასწორია დღეისათვის არსებული ინფორმაცია დაცემულებზე? |
.ნინო |
![]()
პოსტი
#418
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ციტატა და საიდან გაქვს ეგ ეჭვი , რომ დამალულია მეომართა მსხვერპლის რეალური რაოდენობა? მე არა მგონია საქართველოში მოხერხდეს მაგის დამალვა. არ ვიცი, დავიბენი. ოფიციალურად აცხადებენ 170 გარდაცვლილს და 1500-ზე მეტ დაჭრილს. არადა ხალხში გავრცელდა ჭორი, თითქოს 2000 კაცამდეა გარდაცვლილიო. ვირაცა სულელმა საერთოდ 10 000 კაცია მკვდარიო "დაასკვნა". არადა წარმოუდგენლად მიმაჩნია ამხელა მსხვერპლის დამალვა ასეთ პატარა საქართველოში.... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
guest |
![]()
პოსტი
#419
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
.ნინო
ციტატა ვიღაცა სულელმა საერთოდ 10 000 კაცია მკვდარიო "დაასკვნა". სულელებს რა გამოლევს, შოთაძე კიდევ ამას ოფიციალურად "ქვეყანას" აწერს და ამიტომ ვიკითხე: საიდან ეს ეჭვი,საიდან მოიტანა? ციტატა არადა წარმოუდგენლად მიმაჩნია ამხელა მსხვერპლის დამალვა ასეთ პატარა საქართველოში.... ნამდვილად. |
შოთაძე |
![]()
პოსტი
#420
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
შოთაძე და საიდან გაქვს ეგ ეჭვი , რომ დამალულია მეომართა მსხვერპლის რეალური რაოდენობა? მე არა მგონია საქართველოში მოხერხდეს მაგის დამალვა. ისე კი სხვა ქვეყნებში უფრო აქტუალურია მსხვერპლის რაოდენობის არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება,გააჩნია ვის როგორ აწყობს: მეტის თქმა თუ ნაკლების. ანუ რა იცი, რომ არასწორია დღეისათვის არსებული ინფორმაცია დაცემულებზე? ჩემი ახლობელი იყო ომში და მან თქვა რომ იმაზე მეტია რაც სახელმწიფო აცხადებსო, ზუსტი არ უთქვამს და არც 2000 და უფრო მეტი მარა თქვა ჩემი თვალით მაქვს ნანახი რომ უფრო მეტი არისო. დამალვით დიდხანს შეილება ვერ დაიმალოს მაგრამ რეალობაა რო გარდაცვლილთა რაოდენობა არ სახელდება რეალობასთან რაც არის ის რიცხვი ![]() -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 06:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი