IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> უდაბნოში განმარტოვებული ბერები, ვისაუბროთ...
თათარაშვილი
პოსტი Feb 22 2008, 04:33 PM
პოსტი #1


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ჩემთვის ძალიან საინტერესოა უდაბნოში განმარტოებული ბერების ცხოვრება და ღვაწლი. მოდით ამ თემაში დავწეროთ განმარტოებულ ბერებზე, მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ძნელია წარმოიდგინო თუ რაოდენ დიდი განსაცდელის გადატანა უწევთ მათ და რამხელა წვლილი მიუძღვის მათ ლოცვას კაცობრიობისათვის. და თემის მთავარი მიზანი, ანუ რისთვისაც მინდოდა თემა გამეხსნა არის კითხვა: ახლაც არიან უდაბნოებში განმარტოებით მოღვაწე ბერები? ძალიან მაინტერესებს...

მინდა დავიწყო საუბარი ჩემთვის ერთ ერთ საყვარელ წმინდანზე, დავით გარეჯელზე და მის საოცარ ცხოვრებაზე...

ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელი შუამდინარეთის ასურეთიდან იყო. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და მშობელთა ვინაობა უცნობია. იგი, ჯერ კიდევ ყრმა, სულიერი შვილი გახდა თანამემამულის, წმიდა მამა იოანე ზედაზნელისა. განერიდა რა კაცთა დიდებას საკვირველმოქმედი ღირსი მამა იოანე, თავის მოწაფეებიანად მცხეთას წამოვიდა და პატიოსანი სვეტის თაყვანისცემის შემდეგ დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე მთაზე შეჩერდა. აქედან მასწავლებლის კურთხევით მოწაფეთაგან ზოგმა კახეთის საზღვრებს მიაშურა, ზოგმა კი დვალეთს.

მამა დავითმა თავიდან სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. ბერ ლუკიანესთან, თავის მოწაფესთან და სულიერ შვილთან, ერთად ქალაქის დასავლეთით მდგარი მთის ფერდობზე, გამოქვებულში დასახლდა და იქვე პატარა სამლოცველო მოაწყო. ბერები მხოლოდ მთის მცენარეებით იკვებებოდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.

წმინდა მამათა საცხოვრისი ანდამატივით იზიდავდა თბილისისა და მისი შემოგარენის მკვიდრთ. ბერებთან უამრავი ხალხი მიდიოდა აღსარებისთვის. მამა დავითი უსმენდა მათ, სინანულისა და შენდობისაკენ მოუწოდებდა, ხუთშაბათობით კი ქალაქში ჩადიოდა, ქადაგებით ამხნევებდა ხალხს და რწმენას განუმტკიცებდა.

მამა დავითის ლოცვით მისი გამოქვებულის ახლოს სასწაულმოქმედმა წყალმა ამოხეთქა. ამ წყაროს წყალობით მრავალი მართლმორწმუნე განიკურნა უშვილობისაგან.

იმდროინდელი თბილისი ცეცხლმსახურებს ეპყრათ. დაუღალავი სწავლებით და ანგელოზებრივი ცხოვრების მოშურნეობით მამა დავითმა ბევრი ცეცხლმსახური მოაქცია ქრისტეს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რჯულზე.

მოგვები ხედავდნენ, რომ დავითი უფრო და უფრო დიდ სიყვარულს იხვეჭდა ხალხში და ყოველნაირად ცდილობდნენ, შეებღალათ მისი სახელი. ერთ კვირა დღეს საქადაგებლად ქალაქში ჩამოსულ წმიდა მამას მასზე წინასწარ შეთხზული ცილისწამების მოწმედ მეძავი ქალი მოუყვანეს. მეძავმა შეკრებილი ხალხის წინაშე მამა დავითს მრუშობა დააბრალა. უფლის მსასოებელმა მოძღვარმა ქალის მუცელს ჯვრის ნიშნიანი რკინის კვერთხი შეახო და ნაყოფს უბრძანა. ეთქვა ნამდვილი მშობლის ვინაობა. მანაც სასწაულებრივად თავის მამად ვინმე მჭედელი აღიარა. ამბის მოთავე შერცხვენილმა მოგვებმა ქალს ქვები დაუშინეს. მათ ხალხიც აყვა. ღირსმა დავითა ვერ შესძლო მათი შეჩერება და ცილისმწამებელი ქვებით ჩაქოლეს. ამ ამბის შემდეგ გულგატეხილმა ბერ ლუკიანესთან ერთად დატოვა ქალაქი. იმ ადგილზე, სადაც წმიდა მამას უყვარდა ქადაგება, ამჟამად აღმართულია ქუაშვეთად წოდებული წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ღირსმა მამამ, განდეგილთა წესისამებრ, ხალხისგან მოშორებით ისურვა დამკვიდრება. ამისთვის მან კახეთში, ყარაიას ველზე, გადაშლილი გარეჯის უდაბნო ამოირჩია, მზისგან გამაწვარი, ქვეწარმავლებით სავსე, კლდოვანი ადგილი, და ლუკიანესთან ერთად კლდეში გამოკვეთილ პატარა ქვაბულში მოაწყო სენაკი. მზის შემწველ სიცხეში უწყლობით შეწუხებული ლუკიანე მამა დავითმა ღვთის სასოებით ანუგეშა. ღირს მამებს საკვებად იქვე ამოსული მწვანილეულობა ჰქონდათ. ზაფხულში მათი საკვები გადახმა და ლუკიანეც შეშფოთდა. წმიდა მოძღვარმა კვლავ ანუგეშა იგი ღვთის შემწეობის იმედით და მართლაც მალე მათ წინ ორი ირემი გაჩნდა ნუკრთან ერთად. ლუკიანემ ირმები მოწველა და რძიანი ჯამი მამა დავითს გაუწოდა. მან ზედ ჯვარი გამოსახა და რძე ყველად იქცა. წმინდა ბერში მოქმედ ღმერთს ლუკიანემ მადლობა შესწირა და აღუთქვა მას, რომ „უკეთუ განილინნენ ხორცნი ჩემნი სიყმილითა და მოაკლდეს სული ჩემი წყურვილითა, არღარა სად ვზრუნვიდე, რომელსავე მოკუდავთა ამათ და დაუდგრომელთა ხორცთათვის. ამაოსა ამის და წარმავალსა საწუთოსათვის, არც ვდრტჳნვიდე მე საზრდელთათვის, ვითარცა ურჩი და ურწმუნო ისრაელი, მომხსენებელი ხორცთა და სიავეთა ეგჳპტეთა“.

ოთხშაბათს და პარასკევს ისინი საზრდელს სულ არ იღებდნენ და მხოლოდ ლოცულობდნენ, ირმებიც კვირის ამ დღეებში მათთან არ მოდიოდნენ. იმ სენაკის ქვემოთ, სადაც მოღვაწენი ცხოვრობდნენ, ერთი გამოქვაბული იყო. ამ გამოქვაბულში აჯაგრული, უზარმაზარრქიანი საზარელი მხეცი მკვიდრობდა ცეცხლივით მობრიალე თვალებით. ერთ დღეს ირმებმა, რომლებიც ჩვეულებისამებრ მოდიოდნენ მამებთან სამსახურის გასაწევად, მცეხის გამოქვაბულის წინ გაიარეს, რომელმაც მათ ნუკრი მოსტაცა და შეჭამა. შეშინებულმა ირმებმა მამა დავითთან მიირბინეს. წმიდა მამამ ქრისტეს ჯვრის ნიშნიანი რკინის კვერთხი აიღო და საზარელი მხეცის საპოვნელად ირემთა კვალს გაჰყვა. მხეცის არად შემრაცხველმა კვერთხი ზე აღაპყრო და მხეცს იმ ადგილიდან შორს გადახვეწა უბრძანა. მხეცი წმინდანის ბრძანებას დაემორჩილა, მაგრამ ის-ის იყო მტკვარში უნდა ჩასულიყო, რომ ის ციდან ჩამოტყორცნილმა მეხმა მეყსეულად დაწვა. ანგელოსმა აუწყა დავითს, რომ მხეცი მდინარიდან ზღვაში შესვლას აპირებდა, სადაც იგი ხალხს დიდ ზიანს მოუტანდა, ამიტომაც მასზე მოწეული რისხვა ღვთის განგება იყო.

უდაბნოში, სადაც წმიდა მამა დამკვიდრდა, ბევრი სხვადასხვა ნადირი იყო. ერთხელ კახელი მონადირეები ირმებს დაედევნენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იხილეს წმინდა ბერის წინ მცხვრებივით მშვიდად მდგომი ირმები. ირმებს ამჟამადაც ლუკიანე წველავდა. ისინი ფერხთით ჩაუვარდნენ მამა დავითს და შეევედრნენ, ნება მიეცა, რომ მასთან დარჩენილიყვნენ. წმინდანმა, როგორც შვილებსა და ძმებს სთხოვა: „უკუნ იქეცით ადგილადვე და დაბათა თქუენთა და მუნ შინა მსახურებდით ღმერთსა, ბოროტთაგან განყენებულნი, გლახაკთა და უღონოთა ნაკლულოვანებისა აღმსვებელნი, რამეთუ მოწყალებისა მოქმედი გლახაკთა ზედა ღმერთსა ავასხებს“.

წინ დაბრუნებულმა მონადირეებმა მამა დავითის ამბავი ხალხში გაავრცელეს. ასე გაემართნენ ქრისტეს ტკბილი უღელის ტვირთვას მოწადინებული ადამიანები მოღვაწეთა უდაბნოსაკენ. წმინდა ბერმა ისინი აკურთხა, რათა სასმელი წყლის შესაგროვებლად კლდეში დიდი ქვევრები ამოეჭრათ და სუსხიანი ზამთრისაგან თავდასაცავად სენაკები გამოეკვეთათ.

გარეჯელ მამებს შეუერთდა სათნოებით ცნობილი ბერი დოდო, ერისკაცობაში - კახელი თავადი, გვარად ანდრონიკაშვილი, რომელიც ბერად შედგომის შემდეგ ნინოწმინდაში განმარტოებით მოღვაწეობდა. როცა მამა დავითმა დაინახა „სიმახვილე დოდოს გონებისა საღმრთოსა შინა“, შესთავაზა, მოპირდაპირე კლდის წვერზე სენაკები გაეშენებინა და თან წაეყვანა მეუდაბნოეთა ნაწილი.

ღირსმა დოდომ კლდის წვერზე ორასზე მეტი სენაკი ააგო, მოგვიანებით კი ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა. ასე ჩამოყალიბდა გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი განშტოება - დოდოს რქა.

დავით გარეჯელს უყვარდა განმარტოებული ლოცვა. ამისთვის წმიდანი კლდის ნაპრალში შევიდოდა ხოლმე და მიწის ცრემლით დამლტობი, ზეციერი მამისადმი აღავლენდა ლოცვებს. ერთხელ როდესაც იგი განმარტოებით ლოცულობდა, მასთან მონადირის ქორისაგან ლტოლვილი კაკაბი მოფრინდა. კაკაბს ქორი მოჰყვა და სულ მალე ნადირობის აზარტში შესული ბარბაროსიც მოჯირითდა. წმინდა მამამ უცნობ მხედარს აუწყა, რომ კაკაბი მფარველობას ითხოვდა და მას უარი უნდა ეთქვა მის მოკვლაზე. ბარბაროსმა არა მარტო ყურად არ იღო ნათქვამი, არამედ ხმალიც აღმართა წმიდანის მოსაკლავად. მაშინ მას ხელი ჰაერში გაუშეშდა. უცებ გამოერკვა და სინანულის ცრემლისღვრით სთხოვა მამა დავითს, რათა იგი სულიერად და ხორციელად განეკურნა. წმინდა მამის ლოცვით ასეც მოხდა. ბუბაქარი, ასე ერქვა იმ ბარბაროსს, ამჯერად წმიდანს შეევედრა, რათა მისი დავრდომილი შვილიც განეკურნა. მართლაც, შინდაბრუნებულ ბუბაქარს გახარებული ბავშვი ხტუნვა-ხტუნვით მიეგება. იგი სრულიად განკურნებულიყო, მაშინ როდესაც მამა დავითი მასზე უდაბნოში ლოცულობდა.

ბუბაქარმა სახედრებზე პური და ფხალი აჰკიდა და სამივე ვაჟიშვილის თანხლებით დაუბრუნდა მეუდაბნოეთ. სურსათ-სანოვაგის ნაწილი მამა დავითს დაუტოვეს, დანარჩენი კი, წმიდანის სიტყვით, ღირს მამა დოდოს წაუღეს, რათა მისგანაც მიეღოთ ლოცვა-კურთხევა. ბუბაქარიცა და ყველა მისი თანმხლებიც მოინათლა. ახლადნათელღებულებმა მოღვაწე ბერებისათვის კლდეში ეკლესია გამოკვეთეს. შემდეგში ეს ეკლესია განასრულა ღირსმა ბერმა ილარიონმა.

მამა დავითმა წესად შემოიღო, მათთან დასახლების მსურველს კლდეში სენაკი გამოეკვეთა და სამი წელი განმარტოებით ეცხოვრა. ეს ერთგვარი გამოცდაც იყო მათთვის და უფლისაკენ სავალი გზაც. ბევრი გამოსაცდელი ვადის შემდეგ მონასტერში აღარ ბრუნდებოდა, გადეგილობას ირჩევდა და სიცოცხლის ბოლომდე თავის სენაკში რჩებოდა.

ასე იზრდებოდა მეუდაბნოე ბერთა რიცხვი. ამის გამო ლუკიანემ კიდევ ერთი სამონასტრო განშტოება, ნათლისმცემელი, გააშენა გარეჯის უდაბნოში.

რამდენიმე ხნის შემდეგ დავით გარეჯელმა წმიდა ადგილთა მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. მან ლუკიანე მოიხმო და მისი წასვლის შემდეგ სამწყსოზე ზრუნვა დაავალა. მამა დავითმა კეთილ სარბიელზე მხნედ ყოფნისათვის დამოძღვრა იგი და რამდენიმე ძმის თანხლებით წმინდა ქალაქისაკენ გაემართა. როდესაც მადლის ქედად წოდებულ მთას მიეახლნენ, წმინდა ქალაქიც გამოჩნდა. იხილა რა მამა დავითმა იერუსალიმი, მადლობის შემწირველმა ჯერ ხელნი ზეცად აღაპყრო, შემდეგ კი ქვითინით მიწაზე დავარდა. წმიდა მამამ თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია და სანამ მისი მხლებლები იერუსალიმის სიწმინდეებს მოილოცავდნენ, ქალაქის კარიბჭესთან მხურვალედ ლოცულობდა. წმიდანმა მადლის ქედიდან დიდი რწმენით სამი ქვა წამოიღო.

იმ ღამით იერუსალიმის პატრიარქ ილიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „მოიწია ვიდრე სახლად ჩემამდე საკუთარი მონა ჩემი დავით და სარწმუნოებითა მისითა წარიღო სრულიად მადლი იერუსალიმისა“. ილიამ მალემსრბოლი დაადევნა წმინდა დავითს და მათი პირით ამცნო უფლის ნება - ერთი ქვა წაეღო, ორი კი დაებრუნებინა, რათა სრულად არ მოჰკლებოდა მადლი ქრისტეს ქალაქს.

მამა დავითმა მართლაც დაუბრუნა იერუსალიმს ორი ქვა, ხოლო მესამე გარეჯში დაბრუნებულმა ეკლესიაში დაასვენა. სიწმინდის თაყვანსაცემად უდაბნოში უამრავი ხალხი მიდიოდა. ღვთის ნებით ქვა სასწაულმოქმედი ძალით აღივსო - მისი შეხება უკურნებელი სენისაგან არჩენდა მლოცველებს. მადლის ის ქვა, რომელიც მამა დავითმა გარეჯის უდაბნოში მოიტანა, დღესაც კურნავს სარწმუნოებით მვედრებელთ. მას შემდეგ, რაც წმიდანმა უდაბნოში მადლის ქვა ჩამოიტანა, საძმო რიცხვობრივად გაიზარდა.

ნუგეშისცემისა და გამხნევების მიზნით მამა დავითი დრო და დრო განმარტოებულ სენაკებში მცხოვრებ ბერებსაც მოინახულებდა ხოლმე. ერთ-ერთი მათგანის სენაკში მწარე წყალი მოწვეთავდა. ამ წყლით მორწყული ფხალიც საჭმელად თითქმის უვარგისი იყო. იქ მყოფი ბერი თავს იმით ინუგეშებდა, რომ სამაგიეროდ საუკუნო სატანჯველს აიცილებდა თავიდან. ერთ დღეს მასთან წმიდანს ბერი თავის გასაჭირს მოუყვა. დიდად გამხიარულდა მამა დავითი ბერის სიმშვიდითა და მორჩილებით და მისმა შემწყალებელმა უფლისადმი ლოცვით წყალი დაატკბო, ფხალიც გემრიელი საჭმლი გახდა.

გავიდა რამდენიმე ხანი. ღირსსა და სანატრელ დავითს უფლის მიერ ეუწყა, რომ მალე ზეციურ სავანეში განისვენებდა. კეთილმა მწყემსმა მოიხმო უდაბნოში მცხოვრები ძმები და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი: „ნუ შეძრწუნდებით და ნუცა აღშფოთდებით, არამედ უფროსღა განმტკიცდით და განმძლავრდით და სცანით ამაოებაჲ ესე საწუთოსა დაუდგრომლისა, რამეთუ ყოველნივე წარმავალ ვართ წერილისაებრ და არა რაჲ სოფლისა პირს მდგომად შერაცხილთაგანი დადგრების, ხოლო სული ვითარ უკვდავისა მიმღებელი, ღვთისაგან საუკუნოდ დაადგრების და გუეგულვების მიღება კეთილთა გინა ბოროტთა, რომელიც ასევე ვიმოქმედეთ ცხოვრებასა ამას შინა“.

იგი ეზიარა უფლის წმინდა ხორცსა და პატიოსან სისხლს, ღვთის მიმართ ხელნი აღაპყრო და მადლობის შემწირველმა დაუტევა მრავალმოღვაწე გვამი.

გარდაცვლილი წმიდანის სხეულიდან მადლი გამოკრთოდა. მათ შორის, ვინც ცხედარს ემთხვია, ერთი დაბადებიდან ბრმა იყო. უფალმა იესო ქრისტემ სიკვდილის შემდეგაც ადიდა მისი მსახური. წმინდანის გვამმა ბრმას თვალის ჩინი დაუბრუნა.

წმინდა დავით გარეჯელი მოწაფეებმა იმავე სენაკში დაკრძალეს, სადაც მრავალი წელი გაატარა. მის საფლავზე დიდხანს იდო იერუსალიმიდან ჩამოტანილი ქვა და სასწაულთმოქმედი მადლით კურნავდა რწმენით მიახლებული.

ვინც ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელის საფლავს სარწმუნოებით თაყვანს სცემს, დღესაც იკურნება სულიერი და ხორციელი ტკივილებისაგან.

http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/mama_daviti.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 22 2008, 07:08 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გიორგი,

მე ვფიქრობ რომ არიან. სადღაც ამოვიკითხე ამასწინათ და აღარ მახსოვს, თუ რამე ვნახე დავწერ. ისე, რატომ არ უნდა იყვნენ? unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Feb 22 2008, 07:23 PM
პოსტი #3


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა
მე ვფიქრობ რომ არიან. სადღაც ამოვიკითხე ამასწინათ და აღარ მახსოვს, თუ რამე ვნახე დავწერ.

2kiss.gif

თუ რაიმე ინფორმაციას დაგვიწერ ძალიან გამახარებ smile.gif

ციტატა
ისე, რატომ არ უნდა იყვნენ?

არა, მე არ ვამბობ რომ არ არიან, უბრალოდ არაფერი მსმენია და არც წამიკითხავს და ამიტომ ვიკითხე და ამიტომ გავხსენი თემა, შეიძლება ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 22 2008, 07:34 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



შევეცდები მარკოს ვკითხო, ან ხვალ ეკლესიაში ვიკითხავ. იქნება მანამდე უკეთ ვიყო და წავიდე.

ეცოდინებათ სხვებსაც აქ იმედია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 22 2008, 09:03 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



თავს მშვიდად ვერ ვიგრძნობ უდაბნოში, როდესაც ქვეყანა მოსამოწაფებელია...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 22 2008, 09:08 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მნათე,

მე მგონი მუდამ იყო ეგ ფაქტორი,მაგრამ მაინც იყვნენ მეუდაბნოვე ბერები.შენ რას ფიქრობ? თუ "უფრო"-ს ეფექტია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Feb 22 2008, 09:12 PM
პოსტი #7


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(მნათე @ Feb 22 2008, 09:03 PM) *

თავს მშვიდად ვერ ვიგრძნობ უდაბნოში, როდესაც ქვეყანა მოსამოწაფებელია...


შენ აპირებ ქვეყნის მოწაფვას? user.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 22 2008, 09:16 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მე მგონი მუდამ იყო ეგ ფაქტორი,მაგრამ მაინც იყვნენ მეუდაბნოვე ბერები.შენ რას ფიქრობ? თუ "უფრო"-ს ეფექტია?


არ ვიცი... ვერ გეტყვი smile.gif ახლა გაცილებით დიდი შესაძლებლობები არსებობს ამისთვის, თუმცა გაცილებით პატარა სულისკვეთება smile.gif

ციტატა

შენ აპირებ ქვეყნის მოწაფვას?


რავიცი, სახარებაში ასე წერია და ღვთის სიტყვაა ისევ, თუ ჩაანაცვლა საუდაბნოე წეს-განგებამ? user.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Feb 22 2008, 09:33 PM
პოსტი #9


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(მნათე @ Feb 22 2008, 09:16 PM) *

რავიცი, სახარებაში ასე წერია და ღვთის სიტყვაა ისევ, თუ ჩაანაცვლა საუდაბნოე წეს-განგებამ? user.gif


არაფერს არაფერი არ ჩაუნაცვლებია ლევან. smile.gif ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და ყველა ადამიანს თავისი მისია აკისრია პირობითად. smile.gif უდაბნოში განმარტოებული ბერების ლოცვასა და მოღვაწეობას არანაკლები წვლილი შექვს კაცობრიობისათვის, ლოცვას რომ უდიდესი ძალა აქვს ეგეც კარგად მოგეხსენება შენ.

უდაბნოში განმარტოვების ერთ ერთი მიზეზი ალბათ არის თანამედროვე ცხოვრებისეული ზნეობიდან გაქცევა, რადგან დღევანდელობაში თითქმის შეუძლებელია იცხოვრო წმინდა და მართალი ცხოვრებით. თანამედროვე ცხოვრება ხელს უშლის ადამიანს ნაკლები ცოდვა ჩაიდინოს. ამიტომ მე სავსებით მესმის ბერების რომლებიც განმარტოვებით მიდიან უდაბნოებში და იწყებენ მართალ ცხოვრებას, ლოცულობენ ჩვენთვის და თავიანთი სულებისთვის.

პ.ს და შენ თუ ფორუმ ფორუმ სიარულით აპირებ კაცობრიობის მოწაფვას კარგად გქონია საქმე biggrin.gif IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 22 2008, 09:43 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მნათე,

რაცხა გამახსენდა ახლა თქვენს პოსტებზე, ერთმანეთს რომ მიმართავთ smile.gif

მოკლედ მამა იოვანე იყო ხულოში ადრე მოძღვრად, სასულიეროსთან ასევე არსებობდა საცხოვრებელი შერეული მონაზვნების და მორჩილების. ხოდა, მოსავლელად აიყვანეს ბათუმელი უპატრონო ბავშვები, იქ დედები უვლიდნენ,ძალიან ცელქი ბაღნები, პრიუტისა კი იცი რაფერი ეშმაკის ფეხებიც არიან. მოკლედ, ბოსტანი ქონდა დედა მარიამს გაკეთებული, ზაფხული იყო, გადაძვრებოდა ერთი რუსის ბაღანა ამ ბოსტანში და გოგრის ლერწმის ღეროებს ტეხავდა სალამურების გასაკეთებლად, გაწამებული ყავდა დედა მარიამი. ერთ დღესაც დაიჭირა დედა მარიამმა ეს რუსი გიორგი და მიათრია გასასაჩივრებლად მამა იოვანესთან და ეუბნება: მამაო, ყური აუწიე, სულ იპარება ბოსტანში, გოგრის ღეროებს ტეხავს,სალამურს აკეთებს და უკრავსო. მამა იოვანემ კი მიუგო : "დეაო, მოდი მაგ ბავშმა მის სალამურზე უკრას და შენ კი შენსაზეო" smile.gif მორალი ამის მიმიხვდით იმედია: ყველას მისი მოწოდება აქვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Feb 23 2008, 01:53 AM
პოსტი #11


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



kitxva.gif საინტერესოა

რა ძნელია ისე mellow.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Feb 25 2008, 06:01 PM
პოსტი #12


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
თავს მშვიდად ვერ ვიგრძნობ უდაბნოში, როდესაც ქვეყანა მოსამოწაფებელია...


ამ ლოგიკით დავით გარეჯელს უნდა ევლო კარდაკარ და ქრისტე ექადაგა, მაგრამ იმედია იცი, რამდენი მოიმოწაფა და რამხელა მონასტერი გააშენა...

პ.ს. იგი დღესაც იმოწაფებს ხალხს სწორედ იმით, რომ ოდესღაც უდაბნოში დაემკვიდრა...

პ.პ.ს როცა სკოლაში ილიას "განდეგილი" ვისწავლე, მეც მეგონა რომ იგიც ეწინააღმდეგებოდა მეუდაბნოე ცხოვრებას, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე არა...

თათარაშვილი

სადღაც წავიკითხე XX საუკუნის მეუდაბნოე მამებზე, და თუ ვიპოვე მოგაწვდი... სავარაუდოდ დღესაც იქნებიან ალბათ...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadi407
პოსტი Feb 26 2008, 01:52 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 26-February 08
წევრი № 4,030



მშვიდობა...კონკრეტული პიროვნებები არ ვიცი მარა ნამდვილად ვიცი რო არსებობენ დგესაც დაყუდებული ბერები...მათ შორის საქართველოშიც.....გმერთმა გაგვაზლიეროს მათი ლოცვით....


--------------------
ზვიად ოთარაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 20 2009, 03:45 PM
პოსტი #14


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



სიამოვნებით გავემიჯნებოდი ამ ქვეყანას sad.gif რომ არ მქონდეს ვალდებულებანი ოჯახისა და ქვეყნის წინაშე, მეგობრების წინაშე...



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Oct 30 2009, 08:24 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(ქევანა @ Oct 20 2009, 03:45 PM) *

სიამოვნებით გავემიჯნებოდი ამ ქვეყანას sad.gif რომ არ მქონდეს ვალდებულებანი ოჯახისა და ქვეყნის წინაშე, მეგობრების წინაშე...


და გგონია საკუთარ თავს სადმე გაექცევი? smile.gif მე ვფიქრობ შეუძლია ადამიანს ერშიც გაემიჯნოს ქვეყნიერებას, იცხოვროს წყნარ სოფელში და ამავ დროულად ემსახუროს ხალხს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი