![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
როცა ეკლესიაში მოვედი, ჩემს ადამიანურ ნაკლოვანებაში ეს გამოუთქმელი სურვილი ცოცხლობდა და დღემდე ცოცხლობს...
ხატება ღვთაებრივი ადამიანისა, რომელმაც თავი გაწირა... მახსოვს მასზე რომ მიამბეს, ძალიან გამიკვირდა, შემდეგ მომინდა შევხებოდი, მასთან ერთად მესაუბრა, ყოფილიყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ყოფილიყო ჩემი ტკივილისა და სიხარულის თანაზიარი... ის ხომ გმირი იყო? რა ქვია ამ სურვილს, სწრაფვა? ალბათ სახელს ვერასდროს დავარქმევ... უბრალოდ ჩემში წინააღმდეგობები ცოცხლობს, მე მასთან მინდა და თან არც მინდა ![]() გამათავისუფლე უფალო! გული კი: ოღონდ ჯერ არა!!! როგორ გავაკეთებ ამას თუ ის არ მოვა? მე ვიცი, რომ ის უნდა მოვიდეს, მაგრამ მე ვერ ვითხოვ ამას, რადგან სურვილი, ნება და ყველაფერი მისია, მე მის გარეშე არაფერი შემიძლია! ჩემი ნების აღძვრამდე! მე ისიც კი არ შემიძლია თავისუფლება ვითხოვო გულით რადგან ჩემს გულს არ შეუძლია ამის თხოვნა, მე მინდა მოვიდეს, მაგრამ ის არ ჩანს, სად არის? მაგრამ ის ხომ აქ არის ღმერთო ჩემო, ის ხომ აქ არის! ![]() ![]() მე ხშირად ვსაუბრობ აბსტრაქტულ ქრისტეზე, რომელმაც ამდენი და ამდენი ადამიანი გადაარჩინა, ამდენი და ამდენი სისხლი გაიღო, ამხელა ცხოვრება მოგვცა, მაგრამ ის არ არის ჩემს განცდებში.. ის ისევ ეკლესიის ფრესკებსა და ხატებზეა.. ის არ არის ჩემში, რადგან მე არ მიყვარს ის ![]() სად არის ის? როდის მოვა? მოვა კი? ვუნდივარ კი? რა ხდება როდესაც ღმერთი უბრალოდ არ არის? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
![]() |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
მნათე
ლევან ვფიქრობ ეს უკვე ძალიან კარგია... კარგი ის არის რომ უფლის ძიებას იწყებ, და ცდილობ წარმოიდგინო და გაიაზრო ქრისტე, ეს ამ ასაკში ჩემის აზრით უკვე დიდი რამეა ![]() ეს პრობლემა მხოლოდ შენ არ გაქვს ლევან, ეს ძალიან, ძალიან ბევრის პრობლემაა, მხოლოდ რჩეულებმა და სწორი ცხოვრებით მცხოვრებმა ხალხმა შეიმეცნა ქრისტე და და აღიქვა ის როგორც ცოცხალი, უკვდავი, სამარადისო და ყოვლად დიდებული ძე. ძე სიცოცხლისა, ძე საწყისისა და სასრულისა ამა სოფლისა. ძე ყოვლად ნათელი და ბრწყინვალე... მთავარია ლევან უიმედობაში და ცუდ ფიქრებში არ გადავიდეთ. ეს მისწრაფება, ეს ლტოლვა ძალიან კარგია, ამ დროს ცდილობ ადამიანი დაუახლოვდე უფალს და შეიყვარო იგი მთელი სულით, გულითა და გონებით. მთავარია მივენდოთ ლევან უფალს, და გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ნაცარი, მტვერი, 0. მივენდოთ უფალს ყოველივეში, ვეძიოთ მას და ვიპოვნით. აბსოლიტურად მესმის შენი განცდები და ფიქრები, რადგან თითქოს იგივეს ვგრძნობ, ხანდახან. ეს რწმენის გაღრმავებასაც ემგვანება. ბიბლიიდან ძალიან ხშირად გვესმის უფლის სიტყვები: "შენმა რწმენამ გადაგარჩინა". სწორედ ეს არის მთავარი. რწმენა, რწმენა იმისა რომ გადავრჩებით, უფალი მოწყალეა. ის ხომ ჩვენი საყვარელი მამაა. მიენდე მას. ის განუგეშებს. |
guest |
![]()
პოსტი
#4
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
მე ეჭვი არ მეპარება, რომ ლევანი ძალიანაც დაახლოებულია უფალთან, თუნდაც თავისი სათნოებით.არც იმაში შემაქვს ეჭვი, რომ ის ძლიერი პიროვნებაა. ლევან, არის პერიოდი, "კოგდა ოპუსტიშ რუკი, ი ნეტ სლოვ,ნე მუზიკი , ნი სილ..." , მეტნაკლებად ყველას აქვს ასეთი პერიოდი, განსაკუთრებით კი კეთილ და მრძნობიარეებს. როცა სხვას და არა ერთეულებს თან გონიხარ, რომ ძლიერი ხარ, რაც არ უნდა ფიქრობდე შენ საკუთარ თავზე ამ სკითხის ირგვლივ, მაინც ძლიერი ხარ, იმიტომ რომ ამას თუ გარეშე ატყობს, შეუძლებელია ეს სიმართლე არ იყოს. მე ვიცი, შენ რასაც გულისხმობ, გიმეორებ, სწორედ ეგ არის დასაფასებელი საკუთარ თავში, რომ შენ მაგას გრძნობ. თავის ყვედრება კი ზედმეტად არ ვარგა, გააგრძელე ისეთივე სათნოდ ყოფნა, როგორიც ხარ და შენ რა კითხვასაც უსვამ საკუთარ თავს, უეჭველად თვითონვე გასცემ პასუხს... ამას შენზე კარგად კი ვერავინ იზამს...
იხარე, იბედნიერე და სულ სიკეთე გქონდეს შენი ცხოვრების გზაზე ![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#5
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მე მგინი ღმერთის მიღება ასე ადვილი არ არის. ის რაც ლევანიმ დაწერა ძალიან ნაცნობია... მარტო მისი პრობლემა არ არის..
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
![]()
პოსტი
#6
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მარტო მისი პრობლემა არ არის.. მე კი ვფიქრობ ეს უკვე აღარაა პრობლემა, არამედ პრობლემის მოგვარება, რომელიც აქ იწყება და "იქ" მთავრდება, ეს ძახილია უძღები შვილისა, როცა იგრძნობს ღორებთან თანამყოფობს, იმ ღორებზე მეტად მცირე და გრძნობს, რომ მის გვერდით მამა არ არის, კითხვაა ვუნდივარ კი, ძალიან გავს უძღების "მიმიღებს კი"-ს; და უმამოობის საშინელებას როცა იგრძნობ და ამას იტყვი: ციტატა სად არის ის? როდის მოვა? მოვა კი? ვუნდივარ კი? რა ხდება როდესაც ღმერთი უბრალოდ არ არის? უკვე ნიშნავს, რომ გზა წინაა, რომელიც ტაძარში მიდის, მამასთან მიდის, სახლში მიდის და ჯერ კიდევ არ შესული იგრძნობ მამის თბილ ხელებს და მის მიერ შენზე სულის სიღრმეში ჩამწვდომი უდიდესი სიყვარულით ნათქვამ სიტყვებს : "მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა"... ვილოცოთ რათა ყველას გვეგრძნოს ეს ; იხარე ქრისტეში მნათეუს ![]() კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#7
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
გოდება ხორცისა მდაბიოთათვის
ხორცმა რა მიყო, ვაიმე: სულობა მომაძულაო, ამაო ბილწებისათვის მარადის მომაწყურაო, შავი, ბოროტი მაყვარა, ანგელოზთ მომამდურაო,- ბოლოს მარცხვინა კრებაში, სუდარა დამაბურაო. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: პირველად მომეფერაო; ოდეს იძლია ცოდვითა, არცა რა დამიჯერაო, სული ნათლისა განაგდო, სრულიად დაემტვერაო, ბოლოს მარცხვინა, კუბოცა თავზედა დამახურაო. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: ნდომითა გამახურაო, გემოთ სურვილი ჩამაცვა, შემკრა და შემაჭურაო, ბილწი ნაღველი მიმზადა, უფლებით ჩამაწურაო, ბოლოს მარცხვინა საწყალი, მატლები დამაცურაო... ხორცმა რა მიყო, ვაიმე: შვა ზღვაში შემაცურაო, ღელვა ატეხა ფიცხელი, ჰაერსაც არ მაყურაო, მლაშე წყალითა მახრჩობდა, ცვარიცა არ მასხურაო, ბოლოს მარცხვინა, აყროლდა, ოჯახმაც მომიძულაო... ხორცმა რა მიყო, ვაიმე: იმძლავრა სახის შვენითა; შური მტერობით მამყოფა, ურთი ერთისა კბენითა, აღთქმა ნათლისა მავიწყა, ცოდვას მაჩვია ფრენითა, ბოლოს მარცხვინა, საფლავში მარტო დამტოვა ბნელითა. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: მარად მატარა ლხენითა, ტურფად მიჩვენა ბილწება, შეამკო მიწა მწველითა, წირვაშიც არ მომასვენა, მაოცნა ევა მშვენითა, ბოლოს მარცხვინა, საფლავში გველი მეხვევა კბენითა. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: წუთი არ მომცა თმენითა, გასუქდა, გამპარტავანდა, ცოდვა არ უჩნდა რცხვენითა, ავსაქმობითა დაღალდა, იძინდა ხვრენითა, ბოლოს მარცხვინა, დამტანჯა სატანჯველითა ძნელითა. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: ტკბილად მაამა ავზედა; “ვის შერჩენია სოფელი” – ხშირად მაძახა თავზედა, ამპარტავნობით ძლეული, ჩაცმა ძვირფასად ტანზედა, ბოლოს მარცხვინა შიშველი, ყოველი დამრჩა წამზედა. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: არ მომცა ფიქრი სხვაზედა, ქორწინებისთვის გავჩნდიო, ცეკვა თამაშით სმაზედა, ვით რა უკვდავი ჰფიქრობდა, არა სთქვა ბოლო ჟამზედა, ბოლოს მარცხვინა კრებაშიდ, ვაი მაძახეს ხმაზედა. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: ძვირი მახარა ძმაზედა, სხვის ბრალი უფრო მანახვა, ჩემი მიფარა თვალზედა, დღესა ბოროტი ჰქმენიო, კეთილი მიგდო განზედა, ბოლოს მიმუხთლა, უეცრად სიკვდილი გაჩნდა კარზედა. ხორცმა რა მიყო ვაიმე სატყეპი მარად თავზედა, არც სინანული ისურვა, არ მომყვა კეთილ გზაზედა, არ მოიგონა, მისთვის თუ ვინ დაემსჭვალა ჯვარზედა, ბოლოს მარცხვინა უკვდავად ცეცხლის გეენი ტბაზედა. სულის ნეტარება სულმან რა მიყო ნეტარმა? მამის ზეცისა მცნობელი წირვა ლოცვაში მატარა, მარად გალობით მხმობელი, ხორცთა გემონი დაშრიტა, ნათლით იმოსა მკობელი, ქრისტეს შეუდგა უფალსა, ქალწულებისა მდობელი. სულმან რა მიყო ნეტარმა? ტკბილსა იესოს მოველი, მამა მოწყალეს მიმგვარა, ცხვარი წყმედული, პოვნილი, დიდება ზეცის მომაგო, არსად თვალ-ნახვი რომელი, ქრისტეს შეუდგა უფალსა, თავის ვარისა მყოფელი. სულმან რა მიყო ნეტარმან? იცნა უფალი მპყრობელი, ხორცის პატივი, შვენობა ქრისტეს შესწირა ყოველი, სახარებისგან მახარა, მაცნობა წუთი სოფელი, ქრისტეს შეუდგა, უფალსა ჯვარის აღების მთხოველი. სულმან რა მიყო ნეტარმა? ქრისტე მაყვარა ცხოველი, აღმინთო გული ნათლითა, ღვაწლისა არა მყოვნელი, გლახაკ, მდებარე იბრალა, ობოლი საწყალობელი, ქრისტეს შეუდგა, უფალსა, სოფლისა მიუნდობელი. სულმან რა მიყო ნეტარმა? საქმეცა მიუწთომელი, ზეცის ბუნება მინათა, ენისა მიუთხრობელი, ნათლის ლამპარი მიმზადა, არ ვისგან მიუქრობელი, ქრისტეს მაგება, სიძესა, სავსე ლამპრითა მდგომელი. სულმან რა მიყო ნეტარმა? ვინ იყო შეუცთომელი, სინანულითა გამბანა, სიწმიდისა იგი მშობელი, ცის კარი ზეცით განმიღო, მამისგან ნათლის მთოველი, ქრისტეს შეუდგა, ცხოვრებას საწუთროსა მთმობელი. სულმან რა მიყო ნეტარმა? უძღები მპოვა მძოველი, პირველ საუნჯე განმიღო, კვალად შემმოსა ყოველი, საღვთო ბეჭდითა შემჭურა, ძლევა ჯვარითა მშრომელი, ქრისტესთან აღსდგა უკვდავად, სული ძლიერი ცხოველი წმინდა ბერი ალექსი შუშანია |
დათიკო |
![]()
პოსტი
#8
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მნათეს უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემის მიუხედავად, თემა გადამაქვს შესაბამის განყოფილებაში.
![]() იმედია არ მიწყენ, ლევან ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#9
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მნათე
ეს ნახე აბა: http://www.orthodoxy.ge/tserilebi/surojeli...sva/locva_1.htm მგონი გარკვეულწილად ეხება ამ პრობლემას მცირე ამონარიდი: "მრავალი წლის წინ ჩემთან ერთი კაცი მოვიდა, იგი მთხოვდა: „მაჩვენეთ ღმერთი!“ ვუპასუხე, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო და დავამატე, რომ რომც შემძლებოდა, ის ღმერთს მაინც ვერ დაინახავდა. იმიტომ, რომ მე მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ: იმისათვის, რომ შევხვდეთ ღმერთს და ვიხილოთ იგი, რაღაც საერთო უნდა გვქონდეს მასთან, რაღაც, რაც მოგვცემს თვალებს, - რომ დავინახოთ, აღქმის უნარს, - რომ მოვიხელთოთ და შევიგრძნოთ. " ![]() ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
![]()
პოსტი
#10
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა "მრავალი წლის წინ ჩემთან ერთი კაცი მოვიდა, იგი მთხოვდა: „მაჩვენეთ ღმერთი!“ ვუპასუხე, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო და დავამატე, რომ რომც შემძლებოდა, ის ღმერთს მაინც ვერ დაინახავდა. იმიტომ, რომ მე მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ: იმისათვის, რომ შევხვდეთ ღმერთს და ვიხილოთ იგი, რაღაც საერთო უნდა გვქონდეს მასთან, რაღაც, რაც მოგვცემს თვალებს, - რომ დავინახოთ, აღქმის უნარს, - რომ მოვიხელთოთ და შევიგრძნოთ. " მე არ შემიძლია მისნაირი ვიყო, მე ვერ შემიძლია ეს... მე, მე, მე.... მე მის გარეშე ისიც კი არ შემიძლია ნება აღვძრა, მოვიდეს ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
tinka |
![]()
პოსტი
#11
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,549 რეგისტრ.: 20-December 06 მდებარ.: უკვე თბილისი :)) წევრი № 718 ![]() |
ციტატა უბრალოდ ჩემში წინააღმდეგობები ცოცხლობს, მე მასთან მინდა და თან არც მინდა როგორ მინდა, როცა არ მინდა? მაგრამ რომ მინდა? მაგრამ რომ არ მინდა? ცოდვას ვემონები... ხანდახან შეუძლებლად მიმაჩნია ჩემი სურვილების მართვა, ხანდახან ვფიქრობ რომ ჩემი ტყუილი, სიყალბე თუ სხვა ნაკლოვანება არასდროს გაქრება, რადგან მე მასზე ვერასდროს ვიტყვი უარს... მაგრამ განა მე ვამბობ უარს? განა ყველაფერი მისით არ ხორციელდება? მაგრამ როგორ ვითხოვო ის, რაც არ მინდა? უფრო სწორედ მინდა, მაგრამ იმდენად შეუძლებელია რომ არ მინდა, როგორ, როცა ბაგე ამბობს: გამათავისუფლე უფალო! გული კი: ოღონდ ჯერ არა!!! რა ნაცნობია ![]() ![]() |
q-e-T-i |
![]()
პოსტი
#12
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 ![]() |
ციტატა უბრალოდ ჩემში წინააღმდეგობები ცოცხლობს, მე მასთან მინდა და თან არც მინდა როგორ მინდა, როცა არ მინდა? მაგრამ რომ მინდა? მაგრამ რომ არ მინდა? ცოდვას ვემონები... ხანდახან შეუძლებლად მიმაჩნია ჩემი სურვილების მართვა, ხანდახან ვფიქრობ რომ ჩემი ტყუილი, სიყალბე თუ სხვა ნაკლოვანება არასდროს გაქრება, რადგან მე მასზე ვერასდროს ვიტყვი უარს... მაგრამ განა მე ვამბობ უარს? განა ყველაფერი მისით არ ხორციელდება? მაგრამ როგორ ვითხოვო ის, რაც არ მინდა? უფრო სწორედ მინდა, მაგრამ იმდენად შეუძლებელია რომ არ მინდა, როგორ, როცა ბაგე ამბობს: გამათავისუფლე უფალო! გული კი: ოღონდ ჯერ არა!!! რა ნაცნობია დღეს ეკლესიიდან რომ მოვდიოდით, თითქმის იმავე ვუთხარი დედაჩემს ![]() -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#13
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
მნათე
მართალი ხარ ![]() ჩვენი ლევანი ![]() ![]() ![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
tako@tako |
![]()
პოსტი
#14
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 237 რეგისტრ.: 4-June 07 წევრი № 2,096 ![]() |
მნათე ,შენ იცი მე როგორაც მიჭირდა და ისიც მახსოვს გვერდით როგორ დამიდექი,იმ დღეს ბევრი რამ მოხდა შენ ჩემში მიძინებული რწმენა გააღვიძე ,რწმენა იმისა რომ ვიწამოთ უფალი და შემოვუშვათ ის ჩვენში.მე შენ იმის ნახევარსაც ვერ მოგწერ და გირჩევ,რადგან შენ უფალი ეძებე იპოვე და ახლა მასთან გინდა მე კი ჯერ საკუთარი თავი ვერ მიპოვია,მაგრამ მწამს ,მაწამს რომ ვიპოვი , შენც გწამდეს რომ მიხვალ და მიგიღებს უფალი.
|
მნათე |
![]()
პოსტი
#15
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა მნათე ,შენ იცი მე როგორაც მიჭირდა და ისიც მახსოვს გვერდით როგორ დამიდექი,იმ დღეს ბევრი რამ მოხდა შენ ჩემში მიძინებული რწმენა გააღვიძე ,რწმენა იმისა რომ ვიწამოთ უფალი და შემოვუშვათ ის ჩვენში.მე შენ იმის ნახევარსაც ვერ მოგწერ და გირჩევ,რადგან შენ უფალი ეძებე იპოვე და ახლა მასთან გინდა მე კი ჯერ საკუთარი თავი ვერ მიპოვია,მაგრამ მწამს ,მაწამს რომ ვიპოვი , შენც გწამდეს რომ მიხვალ და მიგიღებს უფალი. მე ძალაგამოცლილი ვარ... ჩემი გული გაქვავდა, თუმცა ბაგეებს ვერ დავადუმებ... ისინი თავისით ლოცულობენ... ![]() ![]() ![]() ![]() ცნობიერი გახლეცილია, მე დაზიანებული ვარ... რთულია ![]() შემოგევლე ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
athos |
![]()
პოსტი
#16
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
ციტატა და ამ დროს ლოცვაც კი არ შემიძლია... როცა ლოცვაც კი არ შეგიძლია, ამ დროს ერთადერთი ლოცვა რჩება: - ღმერთო, ამომიყვანე ამ უფსკრულიდან ![]() -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
m16 |
![]()
პოსტი
#17
|
![]() .......... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 ![]() |
ციტატა ღმერთო, ამომიყვანე ამ უფსკრულიდან რა უფსკრულზეა საუბარი? -------------------- :)
|
Nanio |
![]()
პოსტი
#18
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 ![]() |
მნათე
ციტატა მე ხშირად ვსაუბრობ აბსტრაქტულ ქრისტეზე, რომელმაც ამდენი და ამდენი ადამიანი გადაარჩინა, ამდენი და ამდენი სისხლი გაიღო, ამხელა ცხოვრება მოგვცა, მაგრამ ის არ არის ჩემს განცდებში.. ის ისევ ეკლესიის ფრესკებსა და ხატებზეა.. ესე მგონია ეს სიტყვები მე დავწერე ![]() მარიამი ციტატა რაღაც, რაც მოგვცემს თვალებს, - რომ დავინახოთ, აღქმის უნარს, - რომ მოვიხელთოთ და შევიგრძნოთ. " ეს არის ჭეშმარიტება ჩემი აზრით -------------------- მეკენდარია? |
zviadi407 |
![]()
პოსტი
#19
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 26-February 08 წევრი № 4,030 ![]() |
ყოველი მარცხი უპლის დარიგებაა.........
ყოველი ვინც აქ იტანჯება,იტანჯება ან ცოდვათა განწმენდის ან გვირგვინის გამრავლების მიზნით........ -------------------- ზვიად ოთარაშვილი
|
fsevdopodia |
![]()
პოსტი
#20
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 60 რეგისტრ.: 3-March 08 წევრი № 4,068 ![]() |
ქრისტე ჩემთანაა ძალიან ახლოს ყოველთვის ვგრძნობ ამას და არ მიჭირს ეს ხმამაღლა ვთქვა... ვინმეს თუ დამატებითი კითხვა გაუჩნდება ამასთან მიმართებაში მკითხოს და უპასუხებ. მაგრამ ყველაფრის საფუძველი ერთია: მე მე ვარ და არ მეშინია ვთქვა რომ მე მე ვარ.დისემინირებული განკიცხვა მოაქცევს სიმართლის ნამცეცებს ჩვენს დესქვამაციურ სულებში.ეს უმარტივესია
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი