![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#21
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მნათე
ციტატა რა ხდება როდესაც ღმერთი უბრალოდ არ არის? http://www.orthodoxy.ge/tserilebi/surojeli...sva/locva_1.htm -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#22
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
მნათე
ციტატა მე ძალაგამოცლილი ვარ... ჩემი გული გაქვავდა, თუმცა ბაგეებს ვერ დავადუმებ... ისინი თავისით ლოცულობენ... ხუმრობასა და ღადაობაში გამყავს დრო, ფშვინვიერი განათლება ამპარტავნებასაც მმატებს და.. და მე მრცხვენია ჯვრის ტარების... ეს რეალობაა, ძალიან მარტივი რეალობა და არ სჭირდება თავის დამდაბლება, სარკე გვამდაბლებს! მე ხშირად ვყოფილვარ ფსევდო დამდაბლებულ მდგომარეობაში, როდესაც ტავი მომიხრია რიტუალიზმის ნიშნად, მაგრამ არა.. ეს რაღაც სხვანაირია... იმედის ნაპერწკალი ბჟუტავს, მხოლოდ და მხოლოდ ბჟუტავს... არ ვიცი მე ველოდები... ვიცდი... მე მინდა ავმოძრავდე, მინდა მოხმარება.. ნაბიჯს ვეღარ ვდგავ... და ამ დროს ლოცვაც კი არ შემიძლია... გული არ გაიტეხო ![]() ![]() |
GABAONI |
![]()
პოსტი
#23
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 110 რეგისტრ.: 13-November 07 წევრი № 3,167 ![]() |
მნათე
ციტატა სად არის ის? როდის მოვა? მოვა კი? ვუნდივარ კი? კი მარა იმაზე თუ ფიქრობთ რომ საერთოდ ვართ ღირსნი რომ ღმერთი მოვიდეს ჩვენთან?? ღმერთი ჩვენ არ გვტოვებს ეს ჩვენ ვტოვებთ მას ჩვენ განვეშორებით მას... ვერავინ ვერ გვასწავლის თუ როგორ უნდა გვწამდეს ღმერთი.... ერთი ის არის რომ გულით უნდა გინდოდეს და შენ მიხვალ მასთან შენ დაუბრუნდები .... ღმერთი არასდროს არ ტოვებს ადამიანს თუ ადამიანი არ დატოვებს ღმერთს -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!!!
|
Iona |
![]()
პოსტი
#24
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ძნელია ეს ყველაფერი.
ზოგჯერ კი ძაან. პერიოდები მაქვს თავში რაღაც ენით აღუწერელი უბედურება სუფევს ხოლმე ![]() ადრე მეგონა ხოლმე რომ ამაზე უბედური რა შეიძლება იყოს თქო მაგრამ, მერე ირკვეოდა რომ თურმე არა -- შეიძლება, მაგრამ მსგავს რაღეცეებს ალბათ ვერ გაექცევი. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
მნათე |
![]()
პოსტი
#25
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა კი მარა იმაზე თუ ფიქრობთ რომ საერთოდ ვართ ღირსნი რომ ღმერთი მოვიდეს ჩვენთან?? მე არ შემიძლია და ვერ შემიძლია ვიყო ღირსი ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
mahatma-gandhi |
![]()
პოსტი
#26
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 10-March 08 წევრი № 4,129 ![]() |
ციტატა როცა ეკლესიაში მოვედი, ჩემს ადამიანურ ნაკლოვანებაში ეს გამოუთქმელი სურვილი ცოცხლობდა და დღემდე ცოცხლობს... ხატება ღვთაებრივი ადამიანისა, რომელმაც თავი გაწირა... მახსოვს მასზე რომ მიამბეს, ძალიან გამიკვირდა, შემდეგ მომინდა შევხებოდი, მასთან ერთად მესაუბრა, ყოფილიყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ყოფილიყო ჩემი ტკივილისა და სიხარულის თანაზიარი... ის ხომ გმირი იყო? ციტატა სად არის ის? როდის მოვა? მოვა კი? ვუნდივარ კი? რა ხდება როდესაც ღმერთი უბრალოდ არ არის? ციტატა მე არ შემიძლია და ვერ შემიძლია ვიყო ღირსი მის გარეშე არაფერი შემიძლია... ადამიანი რომ ნაკლიანია ეს ყველასთვის ცნობილია. ეს თვითონ ღმერთის დაშვებით ხდება როდესაც ადამი და ევა გამოაძევა სამოთხიდან და მისცა ის გრძნობები, შეგრძნებები, ხანდისხან ურთიერთ გამომრიცხავი, რომლებიც ჩვენ დღეს გვაქვს. მაგრამ რატომ უნდა ვეძებოთ ღმერთი გარეთ როდესა ის ჩვენშია?! რატომ გვინდა რომ ჯერ დავინახოთ და მერე შევიგრძნოთ? რატომ ვეძებთ ხელშესაბ ფაქტებს ღმერთის მოღვაწეობაზე? პირველ რიგში, ამ კითხვებს ჩემს თავს ვუსვამ? რატომ? რატომ? ალბათ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს არჩევანი, ღმერთი არის უზომო თავისუფლება, და მან გვითხრა არის გზა ფართო, მრავალი სიამოვნებებით სავსე, მაგრამ ეს გზა არის დამღუპველი, ამავე დროს არის გზა ვიწრო, ეკლიანი რომელიც მრავალ განსაცდელში გადაგვატარებს მაგრამ თუ გავიმარჯვეთ მაშინ უნეტარეს ადგილას სამოთხეში მოგვიწევს დავანება. მე ჩემს თავზე ვიტყვი ამას რომ ყოფილა პერიოდები ჩემს ცხოვრებაში როდესაც სხვა გზა რომ აღარ დამრჩენოდა მაშინღა მახსენდებოდა უფალი და შევთხოვდი შეწევნას ცრემლიანი თვალებით. ამ პერიოდში ისეთ გულწრფელი იყო ჩემი გრძნობა დამოკიდებულება ღმერთის მიმართ რომ ვხვდებოდი ღმერთი ჩვენშია, ჩვენ სიყვარულშია, სულ ახლოს არის ჩვენთან და ჩვენ კიდევ გარეთ ვეძებთ მას?! რატომ არის რომ როდესაც საავადმყოფოში მოვხვდებით ავადმყოფის სანახავად, როდესაც ირგვლივ უამრავ უმწეო ადამიანს ვხედავთ, ზოგს უხელოს, ზოგს უსინათლოს, სმენის გარეშე, მაშინღა ვუღრმავდებით ცხოვრების არსს, რომ შესაძლებელი იყო რომ ჩვენც იგივე განსაცდელის ზღვარზე აღმოვჩენილიყავით და დღეს როდესაც საღსალამათი ადამიანი ჩივის უბედობას, ეს რამხელა განსაცდელია თავად? იმიტომაც არის რომ ასეთი ტიპის დაწესებულებები, საპატიმროები გვაახლოებს ჩვენს მოყვასთან ასევე ღრმად გვახედებს ჩვენს მამავალში რომ ყველაფერი ამოა გახდება და როდესა უფლის წინაშე წარვდგებით, მაშინ დადგება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. გრძელი წერილი რომ არ გამომივიდეს, აქვე დავამთავრებ და ბოლოსთვის მოვიყვან ერთ თქმულებას: გარდაიცვალა ადამიანი რომელის სული წარუდგა იესუ ქრისტეს. ღმერთმა ამ კაცს თავისი განვლილი ცხოვრებ ის გზა წინ გაუშალა ეკრანივით და უთხრა რომ ეს შენი ცხოვრების დეტალებიაო, დაბადებიდან გარდაცვალებამდეო. მაშინ კაცმა დაინახა რომ წყვილ-წყვილი ნაბიჯები მიყვებოდა ამ გზას. რა არისო ჰკითხა კაცმა ღმერთს ეს ნაბიჯებიო. ღმერთმა მიუგო რომ ერთი წყვილი ნაბიჯებისა ჩემიაო ხოლო მეორე წყვილი შენიო. მაშინ კაცმა გადახედა თავის გზას და დანანებით მიუგო ღმერთს: უფალო ეს როგორ ხდება როდესა ცხოვრებაში როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდაო მარტო მტოვებდიო რადგან მხოლოდ ერთი წყვილი ფეხის ნაბიჯები ჩანსო, ამაზე ღმერთმა მიუგო რომ : სწორედ მაგ დროს მე ხელში აყვანილი გატარებდიო და ამიტომ სჩანს ერთი წყვილი ნაბიჯებიო! ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვენ ხანდისხან ვერ ვგრძნობთ თუ რამხელა მადლია უფლისა ჩვენზე და ისეთი განსაცდელები გვაქვს აცილებული ღმერთის მფარველობით, ისე რომ ჩვენ არც კი გვიგრძვნია, რომ ეს რომ წინასწარ გვცოდნოდა ალბათ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდებოდით. ასეა თუ ისეა ჩავიხედოთ ჩვენს თავში ღრმად , იქნებ ვიპოვოთ ღმერთი? ვიპოვით, აუცილებლივ!! რაც შეეხება იმას, ჩვენ ვართ თუ არა ღირსები ღმერთისა, მოვუსმინოთ თვითომ ღმერთს რომელიც იძახის რომ ადამიანი შეიქმნა ხატად ხვთისა. ადამიანი შეიქმნა,,,, და არა ცხოველი, ანდა ფრინველი, აქედან გამომდინარე ჩვენია ეს ცხოვრება , ქვეყანა, ჩვენთვის არის ფრინველებიც და ცხოველებიც, მცენარეებიც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენ რა თქმა უნდა უნდა მივისწრაფოდეთ სრულყოფილებისკენ , მაგრამ უფალზე სრულყოფილი ვერასდროს ვერ გავხდებით. ამიტომ, მუდმივად გვჭირდება საკუთარ თავზე ზედამხედველობა. სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ ყველას!! -------------------- ივერია გაბრწყინდება!! დავით აღმაშენებლის, ილია მართალის და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს!!! ქალის ჭეშმარიტი სილამაზე მისი შინაგანი ბუნებაა. მაჰათმა განდი. Do not Give UP!!! Nothing is Impossible, Everything is Possible!! |
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#27
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
ციტატა ადამიანი რომ ნაკლიანია ეს ყველასთვის ცნობილია. ეს თვითონ ღმერთის დაშვებით ხდება როდესაც ადამი და ევა გამოაძევა სამოთხიდან და მისცა ის გრძნობები, შეგრძნებები, ხანდისხან ურთიერთ გამომრიცხავი, რომლებიც ჩვენ დღეს გვაქვს. მაგრამ რატომ უნდა ვეძებოთ ღმერთი გარეთ როდესა ის ჩვენშია?! რატომ გვინდა რომ ჯერ დავინახოთ და მერე შევიგრძნოთ? რატომ ვეძებთ ხელშესაბ ფაქტებს ღმერთის მოღვაწეობაზე? პირველ რიგში, ამ კითხვებს ჩემს თავს ვუსვამ? რატომ? რატომ? ალბათ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს არჩევანი, ღმერთი არის უზომო თავისუფლება, და მან გვითხრა არის გზა ფართო, მრავალი სიამოვნებებით სავსე, მაგრამ ეს გზა არის დამღუპველი, ამავე დროს არის გზა ვიწრო, ეკლიანი რომელიც მრავალ განსაცდელში გადაგვატარებს მაგრამ თუ გავიმარჯვეთ მაშინ უნეტარეს ადგილას სამოთხეში მოგვიწევს დავანება. მე ჩემს თავზე ვიტყვი ამას რომ ყოფილა პერიოდები ჩემს ცხოვრებაში როდესაც სხვა გზა რომ აღარ დამრჩენოდა მაშინღა მახსენდებოდა უფალი და შევთხოვდი შეწევნას ცრემლიანი თვალებით. ამ პერიოდში ისეთ გულწრფელი იყო ჩემი გრძნობა დამოკიდებულება ღმერთის მიმართ რომ ვხვდებოდი ღმერთი ჩვენშია, ჩვენ სიყვარულშია, სულ ახლოს არის ჩვენთან და ჩვენ კიდევ გარეთ ვეძებთ მას?! რატომ არის რომ როდესაც საავადმყოფოში მოვხვდებით ავადმყოფის სანახავად, როდესაც ირგვლივ უამრავ უმწეო ადამიანს ვხედავთ, ზოგს უხელოს, ზოგს უსინათლოს, სმენის გარეშე, მაშინღა ვუღრმავდებით ცხოვრების არსს, რომ შესაძლებელი იყო რომ ჩვენც იგივე განსაცდელის ზღვარზე აღმოვჩენილიყავით და დღეს როდესაც საღსალამათი ადამიანი ჩივის უბედობას, ეს რამხელა განსაცდელია თავად? იმიტომაც არის რომ ასეთი ტიპის დაწესებულებები, საპატიმროები გვაახლოებს ჩვენს მოყვასთან ასევე ღრმად გვახედებს ჩვენს მამავალში რომ ყველაფერი ამოა გახდება და როდესა უფლის წინაშე წარვდგებით, მაშინ დადგება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. გრძელი წერილი რომ არ გამომივიდეს, აქვე დავამთავრებ და ბოლოსთვის მოვიყვან ერთ თქმულებას: გარდაიცვალა ადამიანი რომელის სული წარუდგა იესუ ქრისტეს. ღმერთმა ამ კაცს თავისი განვლილი ცხოვრებ ის გზა წინ გაუშალა ეკრანივით და უთხრა რომ ეს შენი ცხოვრების დეტალებიაო, დაბადებიდან გარდაცვალებამდეო. მაშინ კაცმა დაინახა რომ წყვილ-წყვილი ნაბიჯები მიყვებოდა ამ გზას. რა არისო ჰკითხა კაცმა ღმერთს ეს ნაბიჯებიო. ღმერთმა მიუგო რომ ერთი წყვილი ნაბიჯებისა ჩემიაო ხოლო მეორე წყვილი შენიო. მაშინ კაცმა გადახედა თავის გზას და დანანებით მიუგო ღმერთს: უფალო ეს როგორ ხდება როდესა ცხოვრებაში როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდაო მარტო მტოვებდიო რადგან მხოლოდ ერთი წყვილი ფეხის ნაბიჯები ჩანსო, ამაზე ღმერთმა მიუგო რომ : სწორედ მაგ დროს მე ხელში აყვანილი გატარებდიო და ამიტომ სჩანს ერთი წყვილი ნაბიჯებიო! ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვენ ხანდისხან ვერ ვგრძნობთ თუ რამხელა მადლია უფლისა ჩვენზე და ისეთი განსაცდელები გვაქვს აცილებული ღმერთის მფარველობით, ისე რომ ჩვენ არც კი გვიგრძვნია, რომ ეს რომ წინასწარ გვცოდნოდა ალბათ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდებოდით. ასეა თუ ისეა ჩავიხედოთ ჩვენს თავში ღრმად , იქნებ ვიპოვოთ ღმერთი? ვიპოვით, აუცილებლივ!! რაც შეეხება იმას, ჩვენ ვართ თუ არა ღირსები ღმერთისა, მოვუსმინოთ თვითომ ღმერთს რომელიც იძახის რომ ადამიანი შეიქმნა ხატად ხვთისა. ადამიანი შეიქმნა,,,, და არა ცხოველი, ანდა ფრინველი, აქედან გამომდინარე ჩვენია ეს ცხოვრება , ქვეყანა, ჩვენთვის არის ფრინველებიც და ცხოველებიც, მცენარეებიც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენ რა თქმა უნდა უნდა მივისწრაფოდეთ სრულყოფილებისკენ , მაგრამ უფალზე სრულყოფილი ვერასდროს ვერ გავხდებით. ამიტომ, მუდმივად გვჭირდება საკუთარ თავზე ზედამხედველობა. სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ ყველას!! ![]() ![]() ![]() ![]() გეთანხმები ყველაფერში ![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
t a m a r i |
![]()
პოსტი
#28
|
![]() ადამიანი იმის ნიმუშია, თუ რაოდენ უმაგალითოა ბუნების მოთმინება ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 106 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,521 ![]() |
სად არის ის? როდის მოვა? მოვა კი? ვუნდივარ კი?
რა ხდება როდესაც ღმერთი უბრალოდ არ არის? " ....ზღვის პირას სველ სილას მიუყვება ხან ორი და ხანაც ერთი კაცის ნაკვალევი... _ეს ვისი ნაკვალევია უფალო? _იგი შენს მიერ განვლილი ცხოვრების გზაა შვილო ჩემო... _ეს მეორე ნაკვალევი ვიღასია? _ეს ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი შენი ცხოვრების მანძილზე შენტან ერთად ვიყავი... _და მაინც მიგიტოვებივარ უფალო, ზოგჯერ სილას მარტოდ მარტო მიუყვება კვალი ჩემი. _შენ ცდები შვილო ჩემო, მარტოდ მიმავალი კვალი ჩემია, შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში ხომ ხელში აყვანილი დამყავდი..." უფლის სიყვარული უსაზღვროა... ის მუდამ ჩვენთანაა... უბრალოდ ხანდახან ჩვენ ვშორდებით ხოლმე მას... უფალს მარტო იმიტომ ვერ ვხედავთ რომ ამაოებითაა დაკავებული ჩვენი გონება... დიდი მორწმუნე ადამიანები, რომელთაც დაძლიეს სოფელი, დაამარცხეს საკუთარი თავი და დაამხეს ბოროტი ძალი უფალთან განისვენებენ და მათი სასუფეველი აქ იწყება დედამიწაზე... უფალი სუფევს -------------------- ყველას უნდა ზეცაში მოხვედრა, მაგრამ არავის უნდა სიკვდილი...
ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სხვა მიზანი, გარდა ერთისა, იყოს ნამდვილი ადამიანი. შეუძლებელი ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის უნდა დარჩე ადამიანად. |
m16 |
![]()
პოსტი
#29
|
![]() .......... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 ![]() |
t a m a r i
ციტატა ....ზღვის პირას სველ სილას მიუყვება ხან ორი და ხანაც ერთი კაცის ნაკვალევი..._ეს ვისი ნაკვალევია უფალო?_იგი შენს მიერ განვლილი ცხოვრების გზაა შვილო ჩემო..._ეს მეორე ნაკვალევი ვიღასია?_ეს ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი შენი ცხოვრების მანძილზე შენტან ერთად ვიყავი..._და მაინც მიგიტოვებივარ უფალო, ზოგჯერ სილას მარტოდ მარტო მიუყვება კვალი ჩემი._შენ ცდები შვილო ჩემო, მარტოდ მიმავალი კვალი ჩემია, შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში ხომ ხელში აყვანილი დამყავდი..."უფლის სიყვარული უსაზღვროა... ის მუდამ ჩვენთანაა... უბრალოდ ხანდახან ჩვენ ვშორდებით ხოლმე მას... უფალს მარტო იმიტომ ვერ ვხედავთ რომ ამაოებითაა დაკავებული ჩვენი გონება... დიდი მორწმუნე ადამიანები, რომელთაც დაძლიეს სოფელი, დაამარცხეს საკუთარი თავი და დაამხეს ბოროტი ძალი უფალთან განისვენებენ და მათი სასუფეველი აქ იწყება დედამიწაზე... უფალი სუფევს დღევანდელი დღე ღირდა ამის წაკითხვად ![]() გაიხარე !:) -------------------- :)
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 03:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი