სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Jul 11 2024, 08:35 PM
პოსტი
#101
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,010 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ გარეჯი საქართველოა და ის ასეც დარჩება მომავალში!"
/დეკ. ანდრია ჯაღმაიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 19 2025, 04:11 PM
პოსტი
#102
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,010 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღირსმა მამამ [დავით გარეჯელმა] შემდგომში მოღვაწეობა გააგრძელა გარეჯის მკაცრ უდაბნოში და ეს უკაცრიელი და უსიცოცხლო ადგილი სიცოცხლის სავანედ აქცია დიდი გარჯითა და მოღვაწეობით. აქ იგი უფალმა უმეტესად განადიდა ბერული ღვაწლით, მრავალი ცხონების მაძიებელი შემოიკრიბა თავის გარშემო და მარადიულ სიხარულს აზიარა ისინი.
გარეჯის ლავრა შემდგომში ერთ-ერთ უდიდეს საგანმანათლებლო კერად იქცა საქართველოში. მრავალთა წინამძღვრობა მოუწია ღირს მამა დავითს და ბევრი სული განათლდა მისი წმიდა ლოცვითა და კურთხევით. თბილისში მოღვაწეობის შემდგომ, უმეტესი ღვაწლი შეიძინა წმიდა მამამ უდაბნოს მკაცრ პირობებში და სხვა სულიერ სიმაღლეებს ეზიარა მისი სული. გარეჯა დღესაც სათუთად ინახავს დავითისეულ მადლს, რაც მას მრავალი ცრემლითა და ვედრებით აქვს მოპოვებული" /მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 11 2026, 07:17 PM
პოსტი
#103
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,010 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დავით გარეჯის უდაბნო (გარეჯის ეპიგრაფიკული ძეგლების მიხედვით, დ. კლდიაშვილი, ზ. სხირტლაძე)
1. დავით გარეჯი - ლავრა 2. წმ. დოდოს მონასტერი 3. იოანე ნათლისმცემლის უდაბნო 4. ბერთუბანი 5. უდაბნო 6. წამებული 7. მრავალწყარო 8. თეთრი უდაბნო 9. ჩიჩხიტური 10. საბერეები 11. განსაშორი 12. წინწყარო 13. ქოლაგირი 14. პირუკუღმა 15. ქვაბები 16. პატარა ქვაბები 17. სატორგე 18. კოწახურა /ლევან ტყეშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 21 2026, 03:37 PM
პოსტი
#104
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,010 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გარეჯის სამონასტრო კომპლექსი VI საუკუნის შუახანებში დაარსდა წმინდა მამა დავით გარეჯელის მიერ. ღირსი მამა თავდაპირველად თბილისში მთაწმინდაზე მოღვაწეობდა, მაგრამ მის მიმართ განხორციელებული ცილისწამების შემდეგ მან დატოვა ქალაქი, კახეთში გაემართა და გარეჯის სერის ჩრდილოეთი კალთის ერთ-ერთ ღრმა უბეში დაემკვიდრა, ან მან დაუტევა წუთისოფელი და დაემკვიდრა უდაბურ ადგილას. გარე სჯა, გარე ღვაწლი - სწორედ აქედან წარმოდსდგა სიტყვა გარეჯი.
ეს სამონასტრო კომპლექსი ყველაზე დიდია საქართველოში (შესაძლოა მთელ აღმოსავლეთ ევროპაშიც), მოიცავს ასეულობით ჰექტარ ფართობს. გეოგრაფიულმა და გარემო პირობებმა შესაძლებელი გახადა ახალი მონასტრები ჩამოყალიბებულიყო. სამწუხაროდ, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ გარეჯის კომპლექსის რამდენიმე მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოექცა (ბერთუბანი და სხვა). გარეჯის მონასტრები ზოგჯერ მრავალმთის სახელწოდებითაც გვხვდება, რადგან მონასტრები არაერთ მთაზეა განლაგებული. სამონაზვნო ღვაწლისთვის მყუდრო გარემო არსებობდა, ამასთანავე კლდეში უამრავი სენაკი გამოკვეთეს, სადაც არაერთი მამა მოღვაწეობდა. აქ შესაძლებელი გახდა ასკეტური ღვაწლის ყველაზე მკაცრი წესების აღსრულებაც. დავით გარეჯელისა და ილარიონ ქართველის ცხოვრებიდან ვიგებთ, რომ ისინი მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებებოდნენ და მაქსიმალურად თრგუნავდნენ ხორცს" /ლევან ტყეშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 07:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი