IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წმინდანთა ცხოვრება
benediqt
პოსტი Mar 6 2008, 11:01 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



წინასწარმეტყველი ესაია (VIII ს. ქრისტემდე) სამეფო გვარის შთამომავალი იყო. მისი მამა, ამოსი შვილს ღვთისმოშიშებით და სჯულის ერთგულებით ზრდიდა. სრულწლოვანებას მიღწეული ესაია დაქორწინდა ღვთისმოსავ ქალზე და ეყოლა ვაჟი.
წინასწარმეტყველური მოღვაწეობა ესაიამ ქრისტეს შობამდე 759 წელს, ოზიას მეფობის ხანაში დაიწყო. უფალმა ესაიას განსაკუთრებული სასწაულებრივი ხილვით მოუწოდა. ესაიამ იხილა უფალი "მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა". უფლის გარშემო იდგნენ ექვს-ექვს ფრთიანი სერაფიმნი, რომელნიც გალობდნენ: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ; სავსე არიან ცანი და ქუეყანაი დიდებითა მისითა!" ამ დიდებულმა სანახაობამ მას ათქმევინა: "ჰოი, უბადრუკსა მე, რამეთუ შეკდემული ვარ, რამეთუ კაცად მყოფი და არაწმიდა ბაგეთა მქონებელი საშუალ ერისა, არაწმიდათა ბაგეთა მქონებელსა, მკვიდრვარ მე და მეუფე უფალი საბაოთ ვიხილე თვალითა ჩემითა". მაშინ ერთმა სერაფიმმა ზეციური საკურთხევლიდან მარწუხით ნაკვერცხალი აიღო, მის ბაგეებს შეახო და უთხრა: "აჰა, შევახე ესე ბაგეთა შენთა და მოგესპნეს უსჯულოებაი შენნი და ცოდვანი შენნი განწმინდნეს". ამის შემდეგ მოესმა ხმა ღვთისა: "ვინ მივავლინო ანუ ვინ მივიდეს ერისა მის?" ესაიამ მიუგო: "აჰა, ესერა ვარ, და მიმავლინე მე". უფალმა წარავლინა წინასწარმეტყველი მხილებად და მოწოდებად იუდეველთა, რათა კერპთაყვანისმცემლობა და ბიწიერება დაეტოვებინათ. მონანულთ უფალი წყალობას და ცოდვათა მიტევებას ჰპირდებოდა, ურჩებს _ სასჯელი და ღვთის რისხვა ელოდებოდა. კერპთმსახურ მეფე აქაზს არ მოსწონდა ესაია, როგორც მისი უსჯულოების მამხილებელი. მეფე ეზეკია კი სიყვარულით ეპყრობოდა წმიდა წინასწარმეტყველს და პატივს სცემდა მას. მეფე ეზეკია ესაიას ლოცვით განიკურნა სენისაგან და მისივე ლოცვით მოსრა ანგელოზმა იერუსალიმის კედლებთან მომდგარი მტრის ჯარი.
ესაიამ იწინასწარმეტყველა იუდეველთა ტყვედ წასხმა ბაბილონში და დაბრუნება კიროს მეფის მიერ, იერუსალიმისა და სოლომონის ტაძრის დარბევა და აღდგენა. გარდა ამისა, მან იწინასწარმეტყველა იუდეველთა მეზობელი ხალხების მომავალი.
განსაკუთრებით საინტერესოა ესაიას წინასწარმეტყველება მესიის შესახებ: "აჰა, ქალწულმა მუცლად იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მის ემანუელ"; რომ იგი იქნება სრული ღმერთი და კაცი; "ყრმა იშვა ჩვენდა ძე მოგუეცა ჩუენ. . . და ჰრქვიან სახელი მისი. . . ღმერთი ძლიერი და ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა", რომ მასზე განისვენებს სული ღვთისა: "გამოვიდეს კვერთხი ძირისაგან იესესა და ყუავილი ძირისაგან აღმოხდეს, და განისვენოს მის ზედა სულმა ღვთისამან", რომ ის იქმს სასწაულებს: "განძლიერდით ხელნი დახსნილნი და მუხლნი განრღვეულნი. ნუგეშინისეცით, ნუ გეშინინ, აჰა, ღმერთი ჩვენი. . . თვით მოვიდეს და მაცხოვნნეს ჩვენ, მაშინ ხლდებოდის კოჭლი. . . და ცხად იყოს ენა ძლით მზრახველი" "აღდგენ მკვიდრნი და აღემართენ საფლავთაშინანი და იშვებდენ შორის ქვეყანასა", რომ ის ეწამება და მოკვდება კაცთა ცოდვათათვის და აღდგება მკვდრეთით: "ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგვარა და, ვითარცა კრავი წინაშე მრისველისა თვისისა უხმოი, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა. . ." "და უსჯულოთა თანა შეირაცხა და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა და ცოდვათა მათთათვის მიეცა". წინასწარმეტყველებათა სიზუსტისა და სიცხადის გამო ესაიას ძველი აღთქმის მახარებელს უწოდებენ.
ესაია წინასწარმეტყველს სასწაულთქმედების ნიჭიც ჰქონდა; იერუსალიმის ალყის დროს მისი ლოცვით სიონის მთიდან აღმოვიდა წყარო, რომელსაც სილოამი, ანუ "ღვთისგან გამოგზავნილი" ეწოდა. ამ წყაროს წყლით განკურნა მაცხოვარმა ბრმადშობილი.
გადმოცემის თანახმად, კერპთმსახურმა მეფე მანასემ მისი მოკვლა ბრძანა. ესაია ხის ფუღუროში დაიმალა, მაგრამ მტანჯველებმა იპოვეს, დაუწყეს ხეს ხერხვა და ხესთან ერთად წინასწარმეტყველიც გადახერხეს შუაზე. ესაია დაასაფლავეს სილოამის აუზთან. შემდგომ იმპერატორმა თეოდოსი მცირემ (408-450) მისი ნეშტი კონსტანტინოპოლში გადაასვენა. ამჟამად წმიდა ესაიას თავის ნაწილი დაცულია ათონზე, ხილენდარის მონასტერში.
კიდევ დავამატებ


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Mar 6 2008, 04:22 PM
პოსტი #2


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816






ისე ეს თემა შესაბამის განყოფელებაში ჯობია გადაიტანოთ


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Mar 6 2008, 05:54 PM
პოსტი #3


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



ეკატერინე
ციტატა
ისე ეს თემა შესაბამის განყოფელებაში ჯობია გადაიტანოთ

მართალი ხარ.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Mar 6 2008, 06:07 PM
პოსტი #4


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



benediqt16
ციტატა


OK გავითვალისწინებ თქვენ რჩევას მაგრამ ინგლისურად უფრო მიადვილდება წერა და მაგიტომ დავწერე

ამ საიტზე შედი www.convert.ge და ლათინურ დაწერილს გადაიყვან ქართულ შრიფტზე smile.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Mar 6 2008, 06:23 PM
პოსტი #5


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



benediqt16
შოთაძე
http://bin.ge/file/144074/converter.chm.html


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Mar 6 2008, 06:25 PM
პოსტი #6


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



'mariami-k'
გაიხარე ისე მე მაქვს ეგ პროგი smile.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Mar 6 2008, 10:27 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ვინაიდან ეს თემა არ შეესაბამება ეკლესია მონასტრების განყოფილებას ამიტომ გადამაქვს შესაბამის განყოფილებაში


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Mar 6 2008, 11:43 PM
პოსტი #8


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა(ალექსანდრე @ Mar 6 2008, 07:27 PM) *

ვინაიდან ეს თემა არ შეესაბამება ეკლესია მონასტრების განყოფილებას ამიტომ გადამაქვს შესაბამის განყოფილებაში

ზუსატად აქ არის ამ თემის ადგილი smile.gif




--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th April 2021 - 08:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი