ეპისტოლე კირიონ II ის, ჰრომთა პაპის მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეპისტოლე კირიონ II ის, ჰრომთა პაპის მიმართ |
დავით ივერიელი |
Jan 7 2008, 03:47 PM
პოსტი
#1
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
უწმიდესო და უნეტარესო მამაო!
უძველესსა საყდარსა საქართველოისა საკათალიკოზოისასა, რმელსა 1811 წლითგან ვიდრე მოაქამომდე განაგებდეს ექსარხოსნი რუსეთის ეკლეიისანი, ათშვიდმეტსა სეკტენბერსა მიმდინარის წლისასსა, აღრჩევითა მორწმუნისა ერისა და სამღვდელოისა დასისაითა, აღყვანილ იქნა უღირსებაი ჩემი. აღსრული საყდარსა ამას ზედა "მოვიხსენებ დღეთა პირველთა და ვიწურთი ყოველთა მიმართ საქმეთა" (ფსლ.14,25) უნეტარესთა მწყემს მთავართა ჰრომისათა. განგებამ ღმრთისამან არა უცხო ჰქმნა ეკლესიაი ჩვენი ჰრომისათვის დიდისა. პეტრე და ანდრია, პირველწოდებულთა მათ მოწაფეთა ქრისტესთა, რომელთა თესლი უბიწოი განაბნიეს მართლისა სარწმუნოებისაი ორნატთა ჰრომ-ქართველთა გულისათა, ძმობითა თვისითა წინაისწარ მოასწავეს სიყვარული და თვისობაი ორთა ამათ ეკლესიათაი. ჟამთა მოციქულთა სწორის ნინოისა და მეფისა მირიანისათა წიგმნმან წმიდისა სილიბისტრო ჰრომისამან, ვითარცა ვარდი, აღაყვავილა ნაყოფი მართლწმორწმუნეობისაი ქუეყანასა ქართლისასა, ხოლო წვალებითა უსჯულოისა ნესტორისაითა შიწრებულმან ახალნერგმან ამან ქრისტესმან ლხინებაი პოვა ეპისტოლესა შინა გრიგოლ დიოლოღონისასა, რომელი მან ჰრომით წარუძღვანა უწმიდესსა და უნეტარესსა სეხნასა ჩემსა, კირიონ მცხეთის კათალიკოსსა. შემდგომითი შემდგომად მოღვაწებამან წმიდისა ილარიონ ქართველისამან, რომლი წელ ორ სხემობდა ქალაქსა შინა შენის უწმიდესობისასა, კვლავ აუწყა მკვიდრთა ჰრომისათა დიდებაი საქართველოის ეკლესიისაი და განამტკიცა ერთობაი ჰრომთა და ქართველთაი. გარდახდეს წელნი მრავალნი და შურიტა ეშმაკისაითა განიხეთქა ძოწეული შვენიერი ერთმორწმუნეობისაი, რომელი ემოსა უბიწოსა მას სძალსა ქრისტეისსა, ეკლესიასა აღმოსავალისა და დასავალისასა. გარნდა საქმითა ამით არა გულარძნილ იქმნა ეკლესიაი ჩვენი: მოციქულნი და ქადაგნი ჰრომის საყდრისანი, რომელნი მეათსამმეტე საუკუნითგან მოევლინნეს ქვეყანასა ჩვენსა, შეუორგულებლად იღწოდეს საფარველსა ქვეშე ქართლისა მეფეთასა, ვითარცა მწყემსნი კეთილნი, მკურნალნი ხორცთანი დამომფენელნი ჩუენდა სწავლა-განათლებისანი. მათ აღეშენეს ქვეყანასა ჩვენსა ეკლესიანი თვისნი და დაუმოწაფეს საყდარსა შენსა არა მცირედნი ქართველნი, რომელნი მოაქამომდე ადიდებენ ღმერთსა წესისაებრ ჰრომთა ეკლესიისა და პატივსა სცემენ სახელსა შენისა უწმიდესობისასა. დღეს ამას აღდგენისა ქართველთა ეკლესიისა და სიხარულისა მათისასა, გულისხმისმყოფელი წარსულისა ჩვენისა, მოწლედ მოვიკითხავ უნეტარესობასა შენსა და აღთქმასა ვსდებ, ვითარმედ მიმდგომნი შენისა საყდრისანი "არა შეიწრებულ იქნებიან გულსა შინა" ჩემსა და ქართველთა ერისასა. ვსასოებ, ვითარმედ უწმიდესობაი შენი არა უგულებელს ჰყოფს ქართველთა კათოლიკეთა და მრავალფერთა მათთა სარწმუნოებრივ-ეროვნულ სახმართა. "მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, სიყვარული ღმრთისა მამისაი და ზიარებაი სულისა წმიდისაი იყვან ჩვენ შორის" უმდაბლესი და უღირისკირიონ II მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და სრულიად საქართველოს კთალიკოს-პატრიარქი 2ნოემბერი 1917 წ. ვფიქრობ საინტერესო წერილია... თქვენი აზრი მაინტერესებს და საპასუხო წერილი ნეტა მოსწერეს P.S. ნამდვილად არ ვიცოდი ილარიონ ქართველი რომშიც თუ მოღვაწეობდა -------------------- მერე რა რომ . . .
|
ალექსანდრე |
Jan 7 2008, 05:00 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ვერაფერიც ვერ გავიგე
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მნათე |
Jan 7 2008, 05:05 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
რა შესანიშნავი წერილია...!
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
Jan 9 2008, 09:06 PM
პოსტი
#4
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა გარდახდეს წელნი მრავალნი და შურიტა ეშმაკისაითა განიხეთქა ძოწეული შვენიერი ერთმორწმუნეობისაი, რომელი ემოსა უბიწოსა მას სძალსა ქრისტეისსა, ეკლესიასა აღმოსავალისა და დასავალისასა. როცა წმიდანიც ამას ამბობს... პ.ს. იხარეთ, კაიროსი (მსხემი...) -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Feb 15 2008, 01:53 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
რატომ დუმს ეს თემა?!
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
guest |
Feb 15 2008, 02:03 AM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძალიან უნდა შემრცხვეს, რომ ვთქვა და ვითხოვო, ამ წერილის ტანამედროვე ენაზე გადაწერა? არ განმსაჯოთ რა, ზუსტად ვერ გავიგე.
|
KAIROS |
Feb 15 2008, 04:09 AM
პოსტი
#7
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რატომ დუმს ეს თემა?! საუხერხულოა staywhite დაწერე რა ვერ გაიგე, ან ცქნაფოს მიმართე -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
Feb 15 2008, 04:22 AM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მაშინ თამარ, შენ გადაწერე რა ახალ ქართულ ენაზე მთლიანი
|
athos |
Feb 15 2008, 11:03 AM
პოსტი
#9
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
რა არის ამ წერილში საუხერხულო და გამოსაკვლევი, ვერ ვხედავ.
საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენა რთულ პერიოდში მოუწია. თავიდან ის არ ცნო არც ერთმა ადგილობრივმა ეკლესიამ (რუსეთმა ჩვენი ავტოკეფალია 40-იან წლებში ცნო, ხოლო კონსტანტინეპოლმა 90-იანში). პატრიარქები ხშირ შემთხვევაში იძულებულები არიან გარკვეული პოლიტიკაც აწარმოონ. პატრიარქი ეძებდა მოკავშირეებს ამ რთულ სიტუაციაში ახლა ბართლომეც კი მიმართავს ზოგჯერ პაპს დათაფლული სიტყვებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ განსხვავებები ჩვენსა და რომის ეკლესიას შორის სადღაც ორთქლდება -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 06:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი