IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სიხარულიო, სინანულიო, მწუხარებაო და ნათელი სევდა?
მნათე
პოსტი Mar 10 2008, 03:08 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოკლედ ხალხო, ქრისტიანთა ერთი ნაწილი ამბობს რომ ქრისტეს შემდეგ უნდა გვიხაროდეს, მეორე ნაწილი ამბობს, რომ სინანული უნდა გვქონდეს, მესამე სინანულს მწუხარებას არქმევს და მარხვას ნათელ სევდას...

ახლა დაჯდეს რომელიმე კაი დედმამიშვილი და ამიხსნას, უნდა მიხაროდეს თუ ვწუხდე - ან რაფერ უნდა ენაცვლებოდეს აინი ერთურთს user.gif

აღწერეთ ემოციური პროცესიანად...



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 10 2008, 03:46 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ქრისტიანთა ერთი ნაწილი ამბობს რომ ქრისტეს შემდეგ უნდა გვიხაროდეს, მეორე ნაწილი ამბობს, რომ სინანული უნდა გვქონდეს, მესამე სინანულს მწუხარებას არქმევს და მარხვას ნათელ სევდას...

smile.gif მნათე, მოკლედ...
ქრისტეს შემდეგ გვიხარია, რადგან გამოხსნა მოვიდა ჩვენთვის, ვნანობთ, იმ ცოდვებს, რაც ამ გამოხსნას გვაშორებს, ვწუხვართ, რადგან ეს ცოდვები ბევრია და ვერ ვერევით, ვმარხულობ და ვლოცულობთ რადგან იმედი გვაქვს უფლის წყალობისა, რათა გამოხსნას გვიწყალობებს...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Mar 10 2008, 11:14 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053




ციტატა
ვნანობთ, იმ ცოდვებს, რაც ამ გამოხსნას გვაშორებს

ალბათ გულისხმობ რომ დროებით გვაშორებს ჰო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 10 2008, 12:17 PM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დროებით გვაშორებს

ცოდვები, რომლებსაც არ შევინანებთ, სამუდამად დაგვაშორებს გამოხსნის მადლს...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Mar 10 2008, 12:25 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა(KAIROS @ Mar 10 2008, 10:17 AM) *

ცოდვები, რომლებსაც არ შევინანებთ, სამუდამად დაგვაშორებს გამოხსნის მადლს...



თუ არ შევინანებთ, რათქმაუნდა.
ღმერთმა დაგვიფაროს შეუნანებლად და უაღსარებოდ ამასოფლიდან გასვლისაგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 10 2008, 01:20 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ქრისტეს შემდეგ გვიხარია, რადგან გამოხსნა მოვიდა ჩვენთვის, ვნანობთ, იმ ცოდვებს, რაც ამ გამოხსნას გვაშორებს, ვწუხვართ, რადგან ეს ცოდვები ბევრია და ვერ ვერევით, ვმარხულობ და ვლოცულობთ რადგან იმედი გვაქვს უფლის წყალობისა, რათა გამოხსნას გვიწყალობებს...


და აი ყოლიფერი რაფერ უნდა ენაცვლებოდეს ერთმანეთს?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 10 2008, 01:54 PM
პოსტი #7


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
და აი ყოლიფერი რაფერ უნდა ენაცვლებოდეს ერთმანეთს?


აი ასე, ცოდვილი ბუნება გვაქვს, და ცოდვებში ვართ, ჰოდა ჩვენი ქრისტიანული გრძნობები ქრისტეს სიყვარულში შესვლის სიხარულში იშვება, ცოდვების გამო სინანულით უნდა გრძელდებოდეს და ხსნით იმედით უნდა ახლდეს თან, ვიდრე ცხონების მარადიულ სიხარულამდის!
ანუ სარწმუნოება, სასოება და სიყვარული...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 10 2008, 07:49 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა


აი ასე, ცოდვილი ბუნება გვაქვს, და ცოდვებში ვართ, ჰოდა ჩვენი ქრისტიანული გრძნობები ქრისტეს სიყვარულში შესვლის სიხარულში იშვება, ცოდვების გამო სინანულით უნდა გრძელდებოდეს და ხსნით იმედით უნდა ახლდეს თან, ვიდრე ცხონების მარადიულ სიხარულამდის!
ანუ სარწმუნოება, სასოება და სიყვარული...


ანუ, ერთმანეთის გარეშე, ქრისტიანის წონასწორობას საფრთხე ექმნება არა?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Mar 10 2008, 08:03 PM
პოსტი #9


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ერთმა მღვდელმა (რესპონდენტმა) ინტერვიუზე მითხრა...

"ქრისტიანი ყველაფერში ზომიერი უნდა იყოს, სიხარულშიც და მწუხარებაშიც, რადგან არაფერია ჯვარცმაზე სამწუხარო და აღდგომაზე საბედნიერო"

smile.gif ვფიქრობ, არაა აუცილებელი რომელიმე უკიდურესობაში გავავარდეთ, ვიყოთ ან მხიარულნი ან მგლოვიარენი... ზომიერებას ვემხრობი smile.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 10 2008, 08:08 PM
პოსტი #10


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ერთმანეთის გარეშე, ქრისტიანის წონასწორობას საფრთხე ექმნება არა

არა, საფრთხე კი არ ექმნება, არამედ არც არსებობს ქრისტიანობა ასეთი, ან მარად მწუხარე ან მარად მოხარული, არც სიზედმეტე ვარგა, ემოციები გონივრად შეზავებული უნდა იყოს, სინანული იმედით სავსე და სიხარულზე დაყრდნობილი ისევ სიხარულისაკენ მიმსწრაფი...
ერთერთმა თქვა:"უფალო, ჯოჯოხეთშიც რომ წავიდე, არ მეშინია, რადგან შენ იქაც იქნებიო", ანუ ესაა სინანული, რადგან უშვებს რომ ცოდვათა გამო ჯოჯოხეთში წავიდეს, იმედი,რწმენა რომ უფალი იქაცაა, და უშიშარობა და სიხარული ამ ფაქტით...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Mar 10 2008, 08:09 PM
პოსტი #11


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა
"ქრისტიანი ყველაფერში ზომიერი უნდა იყოს, სიხარულშიც და მწუხარებაშიც, რადგან არაფერია ჯვარცმაზე სამწუხარო და აღდგომაზე საბედნიერო"

რა დიდებული სიტყვებია smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mahatma-gandhi
პოსტი Mar 10 2008, 11:52 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 10-March 08
წევრი № 4,129



მნათე


ციტატა
მოკლედ ხალხო, ქრისტიანთა ერთი ნაწილი ამბობს რომ ქრისტეს შემდეგ უნდა გვიხაროდეს, მეორე ნაწილი ამბობს, რომ სინანული უნდა გვქონდეს, მესამე სინანულს მწუხარებას არქმევს და მარხვას ნათელ სევდას...



მაინც სიხარულით დავიწყებ, რადგან თუ გადავხედავთ ჩვენს წინა საუკუნეებს, ქრისტეს შობანდელ პერიოდს, რამხელა მოლოდინი იყო ჩასახული ებრაელებში, როდესაც წმინდა წერილი ამბობდა მესია მოევლინებოდა ამ ქვეყანას ჩვენი სულების სახსნელად. სამწუხაროდ ვერ იცნო ბევრმა ნამდვილი მესია, მაგრამ რა კურთხეულია საქართველო , ქვეყანა რომელიც მოხვდა იმ ჩამონათვალში სახელმწიფოებისა რომლებმაც გულში ჩაიხუტეს ქრისტიანობა და თავისი ცხოვრების წესად აქციეს. სიხარული გეუფლება ამ დროს მხოლოდ, რომ გაქვს მომავალი ცხოვრება უზრუნველი, რადგან შენზე თვით უფალი იესუ ქრისტე ზრუნავს.

მწუხარება იმიტომ უნდა გვქონდეს, რომ როგორც ქრისტე ამბობს ყოველ დღე ჩვენ უნდა მზად ვიყოთ ქრისტეს წარვუდგეთ წინ და ვაი რომ იმ მომენტისთვის მზად არ ვიყოთ მასთან შესახვედრად?! ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, საქმიანობა, გაჯერებულია უამრავი საცდურით, და როდესაც თვით გაბრიელ ბერი ამბობს რომ ის ყველაზე ცოდვილია , ჩვენ რამხელაზე მეტი ცუდვილები ვართ ხომ ყველა ვხვდებით და რა დაგვემართება? ასევე მწუხარე უნდა ვიყოთ ჩვენი დებისა და ძმების ცოდვების გამო, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ეშვებიან ცოდვის მორევში, საიდანაც უკან გამოსვლა უფრო და უფრო რთული ხდება. მწუხარებას საკუთარი ცოდვებისა და ასევე მოყვასის ცოდვების გამო მივყავართ სინანულთან, რაც ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას ნიშნავს, მაშ როდესაც იესუ ქრისტეს ეკითხებიან თუ რამდენჯერ შეიძლება ადამიანმა ადამიანს მიუტევოს ცოდვა, იგი პასუხობს , რომ შვიდასგზის შვიდჯერო (მომიტევეთ თუ არასწორად ვუკეთებ ინტერპრეტაციას უფლის სიტყვებს) , ჰოდა, თუ ადამიანს შესწევს უნარი მეორე ადამიანს მრავალ ჯერ მიუტევოს ცოდვანი, თვით უფალი ხომ სულ იმის ცდაშია და ჩვენს დახმარებაშია რომ როგორმე სწორ გზას დავადგეთ და ჩვენი თითოეული დალოცვა ჩვენი მოყვასისა, თითოეული ცოდვის გააზრება, აღიარება მონანიება როგორი ბავშვული სიხარულით იქნება მიღებული ჩვენი ღმერთის მიერ?!

ყველას გვაქვს იმის განცდა როდესაც წირვის მერე რაღაც სიმსუბუქეს , თავისუფლებას გრძნობ, მადლი გადმოდის ჩვენზე, სიხარულიც სწორედ ეს მადლია, მაგრამ საკმარისია ცოდვა იქნას ჩადენილი, მერე მოდის შიში, სინანული ეგრევე არ მოდის, ცოდვის გააზრების შემდეგ მივდივართ სინანულამდე რომელიც გვამსუბუქებს და ისევ სიხარული გვეუფლება. ეს არის უწყვეტი პროცესი , მუდმივად ბობოქარი, მოძრავი, და ალბათ დამეთანხმებით რომ, სულ სიხარულში, ანდა სულ სინანულში ვერ იქნებით.

ივერია გაბრწყინდება!!






--------------------

ივერია გაბრწყინდება!!

დავით აღმაშენებლის, ილია მართალის და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს!!!

ქალის ჭეშმარიტი სილამაზე მისი შინაგანი ბუნებაა.
მაჰათმა განდი.

Do not Give UP!!!
Nothing is Impossible, Everything is Possible!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი