IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 9 10 11 12 >  
Reply to this topicStart new topic
> მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
marine
პოსტი Mar 11 2026, 04:16 PM
პოსტი #201


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მესამე პერიოდი მოიცავს XII-XVIII საუკუნეებს. როდესაც უცხოეთის სავანეებიდან საქართველოში ჩამოდიან გამორჩეული ქართველი ბერ-მონაზვნები და ჩვენს ქვეყანაში იწყებენ ნაყოფიერ მოღვაწეობას.

განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ 1106 წელი, როდესაც წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა გელათის სამეფო მონასტერი დააფუძნა. როგორც წინა, ასევე ამ პერიოდშიც ქართულ მონასტრებზე მზრუნველობა იტვირთეს ქართველმა მონარქებმა, მათ შორის უნდა გამოვყოთ დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე, რომლებიც თავიანთი ცხოვრების სტილით ძალიან ჰგავდნენ მონაზვნებს.

XII საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებლის უშუალო ინიციატივით შეიქმნა სამეფო მონასტრები: გელათი, შიო-მღვიმე და დავით გარეჯი. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მონასტრები განსაკუთრებული პირობებით სარგებლობდნენ და მათ დიდი შეღავათები ჰქონდათ დაწესებული დავით მეფის მიერ.

აქვე უნდა გავუსვათ ხაზი დავით აღმაშენებლის მიერ გელათისა და იყალთოს მონასტრებში დაფუძნებლ უმაღლეს სასწავლებლებს - აკადემიებს, რომლებშიც კიდევ უფრო წარმატებულად გაიშალა სამეცნიერო მთარგმნელობითი საქმიანობა.

ქართულ მონასტრებს და მასში მოღვაწე ბერებს უნდა ეზრუნათ ერის განათლებაზე. ახალი სამონასტრო ცენტრების (გელათი, ვარძია, ბეთანია) გვერდით ძველად არსებულ მონასტრებს, განსაკუთრებულ სამხრეთ საქართველოში, თავიანთი მნიშვნელობა არ დაუკარგავთ"

/ლევან ტყეშელაშვილი, "ქართველი ბერ-მონაზვნები და სამონასტრო ცხოვრება" გვ. 36/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 13 2026, 01:59 PM
პოსტი #202


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1904 წელს ავაზაკები თავს დაესხნენ გელათის მონასტერს და გაიტაცეს არაერთი სიწმინდე, მათ შორის დავით აღმაშენებლის ბეჭედი"

/ლევან ტყეშელაშვილი, "ქართველი ბერ-მონაზვნები და სამონასტრო ცხოვრება", გვ.39/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 14 2026, 02:20 PM
პოსტი #203


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საუკუნეების განმავლობაში უდიდეს პატივს მიაგებდნენ წმინდა შიო მღვიმელს, მისდამი დიდი კრძალვა ჰქონდა წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს..."

/ლევან ტყეშელაშვილი, "ქართველი ბერ-მონაზვნები და სამონასტრო ცხოვრება", გვ.95/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 15 2026, 05:32 PM
პოსტი #204


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველებს მძლავრი სამონასტრო ცხოვრება ჰქონდათ სინას წმინდა მთაზე, სადაც უფალი ეჩვენა მოსე წინასწარმეტყველს და სჯული გადასცა. სინას მთის ქართული სავანეები: მაყვლოვანის მონასტერი, სინაწმინდა, მოსეს ეკლესია, მთასა სინას საყოფელი - წმინდა ღმრთისმშობელის, ქორების მთაზე წმინდა ილიას ეკლესიის მასხლობლად მდებარე ღვთისმშობლის ეკლესია (მეორენაირად ამ ეკლესიას დავითის ღვთისმშობელი ეწოდება, რადგან იგი დავით აღმაშენებელს აუგია)"

/ლევან ტყეშელაშვილი, "ქართველი ბერ-მონაზვნები და სამონასტრო ცხოვრება", გვ.58/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 17 2026, 09:09 PM
პოსტი #205


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"2025 წლის 27 ნოემბერს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ახალაგებული ტაძარი აკურთხა, რომლის წინამძღვრად დეკანოზი ბიქტორ გიორგაძე დაადგინა. მიტროპოლიტმა იოსებმა დეკანოზი ბიქტორი მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N14, 2025, გვ.6/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 19 2026, 04:08 PM
პოსტი #206


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველ ბაგრატიონთა მონარქია დაარსებულ მონასტრებზე საუბრისას უპირველეს ყოვლისა უნდა დავასახელოთ გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც უშუალოდ წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ინიციატივით დაარსდა.

დავითის მემატიანე ამ ფაქტის შესახებ ხაზგასმით აღნიშნავს: "მოიგონა აღშენება მონასტრისა". ადგილი არ იყო შემთხვევით შერჩეული: "რომელიცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან".

ქართველთა სახელოვანმა მეფემ გელათი ააგო და გაამშვენიერა ისე, რომ არამარტო საქართველოში, არამედ გახდა მთელ ქრისტიანულ სამყაროში გამორჩეული მონასტერი, სადაც ასევე დაფუძნდა აკადემია. მემატიანე გარკვევით გვაუწყებს: "აღმატებული ყოველთა წინანდელთა ქმნულთა".

ასეთ გამორჩეულ მონასტერში სამოღვაწეოდ დავით აღმაშენებელმა მოიწვია ღირსეული მონაზვნები თუ ერისკაცები, რომელთაც დიდი მისია დააკისრა, სამონასტრო ცენტრში ახლად დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებელში მათ განათლება უნდა მიეცათ მომავალი თაობებისთვის.

გელათში შეკრებილი სწავლულები საგანგებოდ იქნა ჩამოყვანილი: "მუნვე შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა". ქართულ მონასტრებში ხომ პატიოსნება იყო უმთავრესი წინაპირობა, რომ მონაზონს თავი დაემკვიდრებინა, ანუ პატიოსანი ცხოვრება არის ქრისტიანისთვის უმთავრესი, რომ ის მონასტერში მიიღონ. პატიოსნების მატარებელ პირს გააჩნია "სიწმიდე, სიკეთე, სისრულე" და "სულიერითა და ხორციელითა სათნოებითა აღსავსეობა", აი, ასეთმა სრულყოფილმა ადამიანებმა დაიწყეს მოღვაწეობა გელათის მონასტერში და შედეგიც წარმოუდგენლად დიდი იყო.

დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება ტრაპიზონის მახლობლად სუმელას მონასტრის დაარსება. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით: "მაღალსა მთასა ზედა მონასტერი დიდი ლავრა სახელსა ზედა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლის მიცვალებისასა და სახელს ძევს სუმელის მონასტერი. ამა მონასტერსაცა შინ ქართველთა მონაზონნი ყოფილან".

წმინდა მეფე დავითს აუგია ქვათახევის მონასტერი, რომელიც თავდაპირველად წმინდა შიოს მოწაფეებს დაუარსებიათ. მასვე დაუარსებია ნათლისმცემლის უდაბნო ყარაიაზე, აღუდგენია მარტყოფის უდაბნო, კავთისხევის მონასტერი და სხვა.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დავით აღმაშენებელმა დიდი ამაგი დასდო ქართულ სამონასტრო სავანეთა აღდგენა-დაარსებას.

იგი გელათში, შიომღვიმეში, იყალთოში აარსებს (ძველ მონასტერთა საფუძველზე) ახალ სამონასტრო ცენტრებს, რომლებსაც გამორჩეული დატვირთვა ჰქონდათ. თუკი ყურადღებით დავაკვირდებით, მეფემ უმეტესად აღადგინა ადრეულ პერიოდში დაარსებული სავანეები, რითაც ხელახალი სიცოცხლე შთაჰბერა მათ. დავით მეფემ ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო უცხოეთში არსებულ ქართულ მონასტრებს"

/ლევან ტყეშელაშვილი, "ქართველი ბერ-მონაზვნები და სამონასტრო ცხოვრება", გვ.69/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 21 2026, 05:14 PM
პოსტი #207


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სვიმონ მესვეტეს დიდ პატივს მიაგებდა წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი. მეფის ანდერძის მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ მან შიომღვიმის მონასტერში სვიმონწმინდის მონასტრის წესები დაადგინა: "მიბრძანა სასომან ჩემმან, ბერმან არსენი, და თვით სულიერმან ბერმან, მოძღუარმან ჩემმან, იოანე, რათამცა წესსა ზედა სვიმონ-წმიდისასა დავსხენ მონასტრისა მღვიმისსა წესნი"

/ლევან ტყეშელაშვილი, "ქართველი ბერ-მონაზვნები და სამონასტრო ცხოვრება", გვ.152/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 22 2026, 11:56 AM
პოსტი #208


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულიერ მამას განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ ქართველი მონარქები, მათ შორის წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი. იგი სულიერი მამის რჩევით შიომღვიმეში სვიმონწმინდის მონასტრის ტიპიკონს აწესებს, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში დავით მეფე ითვალისწინებს, როგორც სულიერი მამის, ასევე არსენ ბერის ბრძანებას: "მიბრძანა სასომან ჩემმან, ბერმან არსენი, და თვით სულიერმან ბერმან, მოძღუარმან ჩემმან, იოანე, რათამცა წესსა ზედა სვიმონ-წმიდსასა დავსხენ მონასტრისა მღვიმისსა წესნი"

/ლევან ტყეშელაშვილი, "ქართველი ბერ-მონაზვნები და სამონასტრო ცხოვრება", გვ.173/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 25 2026, 03:24 PM
პოსტი #209


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გელათის მოხატულობის პროგრამაში დომინირებს ქრისტეს დიდების, მსხვერპლისა და მეორედმოსვლის იდეები-განკითხვის დღის მსაჯული, ქრისტე ყოვლისმპყრობელი, რაც არაა გასაკვირი, გელათი ხომ სამეფო საძვალე იყო და აქ დაკრძალული მეფე-დედოფლები, კათალიკოსები, მღვდელმთავრები, როგორც ღვთისმოშიში ქრისტიანები, მოელოდნენ ქრისტეს მეორედმოსვლას და საყოველთაო განკითხვის დღეს.

ეს უდიდესი სულიერი პასუხისმგებლობა აღბეჭდილია გელათის კედლებზე. განა, თვით მონასტრის დაამარსებლის, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის პოეტურ ნააზრევში "გალობანი სინანულისანი" მთავარი ადგილი განკითხვის დღეზე ფიქრსა და წუხილს არა აქვს დათმობილი?!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გელათის სამეფო მონასტერი დავით აღმაშენებელმა გაუთანასწორა სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძარს, რომელშიც საქართველოს ეკლესიის მთავარი სიწმინდე - საუფლო კვართი და წმ. ილიას ხალენია დაფლული. იგი წარმოადგენს დედა ეკლესიას - "წმინდა კათოლიკე ეკლესია - სვეტიცხოველი".

გელათი, როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრი, აღმატებულიც კი გახდა. დავით აღმაშენებლის დაკრძალვის შემდეგ მონასტერმა, როგორც მეფეთა განსასვენებელმა, სრულიად უნიკალური სახე შეიძინა. სვეტიცხოველი და გელათი ქართველ მეფეთა და კათალიკოსთა საძვალე მონასტრები იყო"

/ლევან ტყეშელაშვილი, "გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე", გვ.7/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2026, 03:02 PM
პოსტი #210


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გელათში დავით აღმაშენებელმა 1114 წლის ახლო ხანებში დაარსა უმაღლესი სასწავლებელი - აკადემია, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართველთა სულიერ-კულტურულ ცხოვრებაში.

გელათში შეიქმნა, ითარგმნა და გადაიწერა მრავალი ხელნაწერი, რომელთა საკმაო ნაწილმა ჩვენამდე მოაღწია, მათი რიცხვი კი რამდენიმე ასეულია.

ამ თვალსაზრისითაც გელათი გამორჩეულია, რადგან ასეთი ანალოგი საქართველოში არ გვაქვს. გელათის საღვთისმეტყველო სკოლის ფუძემდებელია წმინდა მამა არსენ იყალთოელი, რომელიც დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვარიც იყო. არსენ იყალთოელი იყო ეფრემ მცირის სულიერი შვილი და უაღრესად განათლებული პიროვნება"

/ლევან ტყეშელაშვილი, "გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე", გვ.5/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2026, 11:14 AM
პოსტი #211


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით აღმაშენებელმა გელათის სამეფო მონასტერში დაარსა უმაღლესი სასწავლებელი - აკადემია, რომელიც უნდა გამხდარიყო როგორც სულიერების, ასევე საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მომავალი საერო თუ სასულიერო პირები მიიღებდნენ განათლებას. აკადემიის დაარსება მეფის უშუალო სურვილი ყოფილა, ამიტომ უწოდებდნენ ქართველი მეცნიერები დავით მეფეს "აკადემიის განათლებულ მფარველსა და მზრუნველს". სწორედ დავით აღმაშენებლის რანგის პიროვნებას შეეძლო გელათის აკადემიის დაფუძნება"

/ლევან ტყეშელაშვილი, "გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე", გვ.75/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2026, 02:43 PM
პოსტი #212


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გელათის მონასტერში დაცული დავით მეფის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ფრესკა, რომელსაც უდიდესი დატვირთვა აქვს. მისი მეშვეობით შეგვიძლია წარმოდგენა ვიქონიოთ მეფის ფიზიკურ მონაცემებზე, სამეფო სამოსელსა და საერთოდ მის პიროვნებაზე.

დავით აღმაშენებლის ფრესკა მთავარი ტაძრის ჩრდილოეთი კედლის ქვედა რეგისტრში XVI საუკუნის ისტორიულ პირთა გვერდითაა წარმოდგენილი. ქტიტორთა რიგის თავში დგას მონასტრის დამაარსებელი, მეფეთმეფე დავით აღმაშენებელი გელათის მთავარი ტაძრის მოდელით ხელში.

დავით მეფე აფხაზეთის ცნობილი კათალიკოსის, ევდემონ ჩხეტიძისა (1558-1578 წწ.) და იმერეთის სახელოვანი მეფის ბაგრატ მესამის (1510-2565 წწ.) გვერდით არის გამოსახული. 1510 წელს ოსმალთა თავდასხმის დროს ძლიერ დაზიანდა გელათის მონასტერი, 400 წლის განამვლობაში ეს იყო მტრის ერთ-ერთი შემოსვლა სამეფო სავანეში, რა დროსაც გელათმა თავდაპირველი მშვენიერება თითქოს დაკარგა, მაგრამ ბაგრატ მეფემ და კათალიკოსმა ევდემონმა შეუძლებელი შეძლეს და სამეფო მონასტერი აღადგინეს. იმ პერიოდში მოიხატა მთავარი ტაძრის საკურთხეველი და ჩრდილოეთის კედელი.

დავით მეფის ფრესკა საკურთხევლის შესასვლელთან ჩრდილოეთის კედელზეა, იქვე მის გვერდით კი გამოუსახავთ ბიზანტიის იმპერატორი, მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდი და ელენე დედოფალი უფლის ცხოველსმყოფელ ჯვართან ერთად. დავით მეფის გამოსახვა კონსტანტინე დიდთან შემთხვევითი არ უნდა იყოს. ყველამ იცის კონსტანტინესა და ელენე დედოფლის დამსახურება ქრისტიანული სარწმუნოების წინაშე, სწორედ მათი საქმის გამგრძელებელია დავით მეფე, რადგან აღმაშენებლის დროს ბიზანტია დასუსტებულია და ქრისტიანული საქართველოს უძლიერესი მმართველი იღწვის ქრისტეს სარწმუნოებისათვის.

ვფიქრობთ, რომ XVI საუკუნეში, ხელახალი მოხატვის დროს, კონსტანიტნეს და ელენე დედოფლის ფრესკა განმეორებით მოხატეს და აღნიშნული სცენა დავითისა და დემეტრეს პერიოდის მხატვრობიდან უნდა იყოს აღებული.

დავით აღმაშენებლის ფრესკა მეფის გარდაცვალებიდან ოთხასი წლის შემდეგ არის შესრულებული, მაგრამ, როგორც ფრესკის გამოკვლევით დადგინდა, XVI საუკუნის მხატვრობის ქვემოთ შეინიშნება უფრო ძველი შრე.

დავით მეფის გამოსახულება, როგორც ჩანს, ხელშეუხებელი დატოვეს. როგორც ვარაუდობენ, ფრესკის ასლი გადაიტანეს ახალ ბათქაშზე, ამის გამო ის არ არის სრულად ვერტიკალურ მდგომარეობაში, ფიგურა გადახრილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ.

ფრესკაზე კეთილმსახური მეფე აღმოსავლეთის ანუ საკურთხევლისკენ მიმართული გუმბათოვანი ეკლესიის გელათის მოდელით ხელშია გამოსახული. მეორე ხელში გრაგნილი უჭირავს. ზედა მარჯვენა კუთხეში ცის სეგმეტიდან მეფისკენ დაშვებულია ღვთის მაკურთხეველი მარჯვენა.

მეფის ფრესკას ახლავს განმარტებითი წარწერა: „დიდი მეფეა შორის წარჩინებული, აღმაშენებელი საუკუნომდცა არს ხსენებაი მისი, ამინ: დავით“. ფრესკაზე მეფე გამოსახულია ბიზანტიური მწვანე ფერის სამეფო ბისონით, თავზე ახურავს ძვირფასი თვლებით გაწყობილი სამეფო გვირგვინი, საფეთქლებს გასწვრივ ეშვება პენდილიები. ბისონის მწვანე ქსოვილზე მსხვილი სტილიზებული მცენარეული ორნამენტის სახეა დატანილი. ზოგი მოსაზრებით დავითის სამეფო სამოსელზე ლიბანის კედრის გირჩი უნდა იყოს გამოსახული, რომელიც იესო ქრისტეს სიმბოლოს წარმოადგენს.

მეფის შესამოსელი, სამღვდელო შესამოსლის დარად, უმთარესად ჯვრის სახეს ქმნის სარტყლისა და დიადიმას წინამხრის გადაკვეთით. მეფის შესამოსელი გადაწყვეტილია, ორი ძირითადი ფერის შეხამებით, ესენია ბაცი მწვანე და ოქროსფერი, რომლითაც მოხატულია ბისონი, გვირგვინი, შარავანდი, დიადიმა, ქობა, სამკლავე, ყოშები. ოქრო ღვთივგაბრწყინებულის, არამიწიერის აღმნიშვნელია.

ი. მამაიაშვილი მიუთითებს ასევე დავითის ფრესკის სხვა ფრესკებისგან განსხვავებასა და XIII საუკუნის სტილზე: იმერეთის მეფეებს ლორონი ზუსტად წელზე აქვთ შემოხვეული... დავითს, ისევე როგორც ადრინდელ საქტიტორო პორტრეტებზე გამოსახულ მეფეებს, ლორონი წელს ქვემოთ აქვს (ვარძია, ბეთანია, ყინწვისი, მეფე გიორგის სამეფო კაბა).

დავითის წელში გამოყვანილი კაბა ასახავს XIII საუკუნის შემდეგ გავრცელებულ მოდას. ეს ერთი შეხედვით მცირე დეტალი მთლიანობაში მეფე დავითის სილუეტს იმერეთის მეფეთა გამოსახულებისაგან განსვავებულ სახეს ანიჭებს.

ზემოთქმულის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავითის ფრესკა გელათში გამორჩეულია მეფეთა სხვა გამოსახულებათაგან და ეს ლოგიკურიცაა. მეფე დავითის ფიგურა გელათის ფრესკის პორტრეტზე დანარჩენი ქტიტორებისაგან გამოირჩევა, როგორც ძლიერი აღნაგობით, ასევე განსვავებული სახის ტიპითაც - სავსე ოვალი, სწორი, ლამაზი სახის ნაკვთები, ფართო ყვრიმალები, მოგრძო თვალის ჭრილი, სქელი წარბები, ჭაღარაშერეული წვერი.

გელათის მონასტერში არსებული დავით აღმაშენებლის ფრესკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ მეფე ფრესკაზე გამოსახულია უკვე ასაკოვანი, ჭაღარა წვერით, ანუ დაახლოებით ისე, როგორც ის გამოიყურებოდა გარდაცვალებისას, 52 წლის ასაკში. მისი გამოსახულება, სამეფო სამოსელი, გვირგვინი გვაძლევს საფუძველს, რომ ვთქვათ, ფრესკას აშკარად ეტყობა სიძველის ნიშნები, ანუ XII საუკუნის გავლენა“.

/ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.28-31/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 29 2026, 05:48 PM
პოსტი #213


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...აღნიშნული საფლავიდან მეფე ამოასვენეს კანონიზირების შემდეგ, ამის შესახებ ბრძანებს კათალიკოსი ანტონ პირველი (ბაგრატიონი), მან შეადგინა დავით მეფის საკითხავები, რომელიც გამოიყენებოდა ღვთისმსახურების დროს. ლიტიასა ზედა დასდებლებში ვკითხულობთ: "დღეს ხსენებასა ყოვლად უბრწყინვალესისა დავითისსა მცხივნარედ განბრწყინდების ეკლესია გაენათისა... რამეთუ გაენათისა ეკლესიამან სიმდიდრედ მოიგნა ნაწილნი მისნი წმიდანი".

ანტონ პირველი ბერად სწორედ გელათში აღიკვეცა 1738 წელს, მან იცოდა დავით მეფის გელათის მთავარი ტაძრის საკურთხეველში გადასვენების შესახებ. იმავეს იმეორებს მოგვიანებით ა. მურავიოვი, მ. საბინინი, მ. ჯანაშვილი და ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი).

2019 წელს ჩვენ გამოვთქვით მოსაზრება, რომ დავით აღმაშენებლის წმინდანად შერაცხვის ინიციატორი აფხაზეთის (დასავლეთ საქართვლეოს) კათალიკოსი ევდემონ ჩხეტიძე (1557-1578) უნდა იყოს. იმ პერიოდში მოხდა ასევე სამხრეთ კარიბჭის რესტავრაციაც"

/ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.34/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 30 2026, 02:48 PM
პოსტი #214


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული სამეფო მონასტერი გელათში, როგორც აღვნიშნეთ, უნიკალურია რამდენიმე თვალსაზრისით. დამაარსებელმა განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა მონასტერს. ღვთისმოშიში მეფე თავის ანდერძში ბრძანებს: "სამარხავი ჩემი", ანუ გელათი დავით აღმაშენებლის საუკუნო განსასვენებელი უნდა გახდეს, ეს თავად მეფის სურვილია.

იგივე აზრია გატარებული დავით აღმაშენებლის საფლავის ქვის წარწერაში: "ესე არს განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ესე მთნავს; აქა დავემკვიდრო მე".

წმინდა მეფე ბიბლიური დავით მეფის სიტყვებით გადმოგვცემს თავის სათქმელს, საფლავის ეპიტაფია თავად დავითის მიერ არის მოფიქრებული, ანუ მისი ანდერძისა "სამარხავი ჩემი" და საფლავის ქვის ტექსტის "განსასვენებელი ჩემი" პირდაპირი კავშირია.

ერთიც და მეორეც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენთვის, ანდერძში ნათქვამს მეფე ამყარებს საფლავის ქვაზე ამოკვეთილი დავით მეფსალმუნის სიტყვებით. ორივე მათგანით იგი მომავალ თაობებს აუწყებს, რომ გელათი მისი სამარხავი, მისი უკანასკნელი განსასვენებელია და ამას საჯაროდ აცხადებს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველამ გაიგოს და აღიქვას"

/ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.16/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 31 2026, 03:06 PM
პოსტი #215


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეფეს განსაკუთრებული სასოება გააჩნდა ღვთისმშობლის მიმართ, ეს ყოველივე კარგად ჩანს "გალობანი სინანულისანის" საგალობლის ბოლოს წინა მუხლში: "არა უხილავს მზესა ქალწული დედა თვინიერ შენსა".

დავითი იმედოვნებს, რომ ღვთისმშობლის დახმარებით იგი შეძლებს იხილოს იესო ქრისტეს ნათელი: "მეოხებითა შენითა, დედუფალო, ვესავ ხილუად ნათელსა ძისა შენისა, ნათელსა ზესთა საუკუნეთასა".

აი, რა არის მეფის უმთავრესი საზრუნავი - საუკუნო ცხოვრების დამკვიდრება!

მხოლოდ ღრმადმორწმუნე მეფეს შეეძლო მსგავსი შინაარსის საგალობლის დაწერა, აშკარაა, რომ დავითმა მთელი არსებით მიუძღვნა ეს ვედრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რადგან მან იცის, რომ ღვთისმშობლის მეშვეობით იშვა მესია და მას თავისი დედობრივი შეწევნით ძალუძს ყველა ცოდვილი გადაარჩინოს.

სწორედ ამის გამო გადმოაბრძანებს დავითი სამხრეთ საქართველოდან ხახულის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს გელათში. აქვე გამოვთქვამთ მოსაზრებას, რომ მეფის სურვილით გამოსახეს ღვთისმშობლის მოზაიკა გელათის ტაძრის საკურთხეველში, რომლის დასრულებასაც იგი ვერ მოესწრო"

/ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.19/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2026, 12:55 PM
პოსტი #216


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გელათში დაარსებულ უმაღლეს სასწავლებელს დავით მეფე რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა, ფაქტია, ამას ნათლად მოწმობს მის მიერ გელათის აკადემიის ხელმძღვანელად მოძღვართმოძღვარის დანიშვნა.

გელათის მოძღვართმოძღვარი მეფემ გამორჩეული უფლებებით აღჭურვა. "ხელმწიფის კარის გარიგების" 23-ე მუხლის მიხედვით, სამეფო დარბაზში მიწვეულ გელათის მოძღვართმოძღვარს მეფე განსაკუთრებულად ეგებებოდა:

"მოძღვართმოძღვარი შევიდეს და ეთაყვანოს მეფესა და მერმე მეფეცა ეთაყვანოს. ხელნი სრულიად დასხნეს ნატაკსა (ბალიში) ზედა და მომრგვალებით ეთაყვანოს, გინა დამრუდებით, მეფე ნოხთა პირსა მიეგებვის და მოესალმოს... მოიხსენე ბრძანოსო".

დარბაზობაზე მისულ მოძღვართმოძღვარს მეფე პირადად ხვდებოდა, იგი ჯერ მეფეს ეთაყვანებოდა, თავად მეფეც იმავეს იმეორებდა, შემდეგ მოძღვართმოძღვარი ნატაკზე ხელებს დააყრდნობდა და ხელმეორედ ეთაყვანებოდა (თავს დაუხრიდა).

ამგვარი პატივით მეფე ეთაყვანებოდა საქართველოს კათალიკოსსა და ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს, ანუ მოძღვართმოძღვარი იმ სამ უმაღლეს საეკლესიო პირს შორის იყო, რომელთაც მეფე უშუალოდ ეგებებოდა.

ყურადღება უნდა მიექცეს ერთ ფაქტს - მეფე ჯერ მოძღვართმოძღვარს იღებდა, ხოლო შემდეგ კათალიკოსსა და ჭყონდიდელს და მათგან განსხვავებით ტახტიდან წამომდგარი დარბაზში დაფენილ ნოხს მთლიანად გაივლიდა და ისე ესალმებოდა მოძღვართმოძღვარს, კათალიკოსსა და ჭყონდიდლის შემთხვევაში მხოლოდ "ნოხსა ზედა, მესამედი წამოიაროს".

აღნიშნული წესი სწორედ დავით აღმაშენებლის მიერ უნდა იყოს დადგენილი, ოქროს ხანის საქართველოში მოძღვართმოძღვარი გამორჩეული პატივით სარგებლობდა"

/ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.77/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2026, 06:54 PM
პოსტი #217


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წოდება "მესიის მახვილი" სრულად გადმოსცემს დავითის მრავალწლიან მოღვაწეობას - დავით აღმაშენებელი პირველი ქართველი მონარქია, ვინც ღირსი იყო ასეთი მაღალი ტიტულის ტარებისა. კეთილმსახური მეფე რომ ღვთის ნების აღმსრულებელია, კარგად ჩანს მისი ცხოვრებიდან, ამასთანავე, ანდერძშიც აშკარადაა მინიშნებული, რომ მისი მმართველობა ღვთისაგან იყო"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.13/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2026, 07:24 PM
პოსტი #218


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავითის მემატიანე ამბობს: "უწყი ჭეშმარიტებით, რამეთუ ყოველთა ათისა წლისა ჟამთა სამარადისოდ წმიდათა პირითა და განწმენდილითა გონებითა მიიღებდა უხრწნელთა ქრისტეს საიდუმლოთა, თანამოწმებითა სვინდისისათა და არა მხილებითა კონებისათა და რომლის მოწამე არს სარწმუნოება ცათა შინა".

ამ შემთხვევაში ისტორიკოსი გაგონილ ამბავს გვაუწყებს, იგი თავად არ შესწრებია ამ ამბავს, ამგრამ ზუსტად იცის, რომ მეფე ათი წლიდან ეზიარებოდა.

სარგის კაკაბაძემ მიიჩნია, რომ ამ სიტყვების დაწერა შეეძლო მხოლოდ დავით აღმაშენებლის მოძღვარს, რომელიც მეფისაგან აღსარებას ღებულობდა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, მემატიანე მეფის მოძღვრად ყოფილა 1115-1125 წლებში"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.16/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2026, 02:32 PM
პოსტი #219


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით მეფეს არამხოლოდ დავით მეფსალმუნესთან, არამედ ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დიდთანაც აიგივებდნენ"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.12/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2026, 07:54 PM
პოსტი #220


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ი. ანთელავამ გამოთქვა მოსაზრება, რომ დავითის მემატიანე მეფის საწოლის მწიგნობარი ანტონ გოდობრელი უნდა ყოფილიყო. საწოლის მწიგნობარი ინფორმირებული იყო სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, როგორც მეფის მდივანი. მოძრავ საწოლს (კარავს) ახლდა თავისი შტატი საწოლის მწიგნობარი, რომელიც სამსახურებრივად ვალდებული იყო ხლებოდა მეფეს ყველა სიტუაციაში, ნადირობაში მგზავრობისას"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.18/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 9 10 11 12 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 01:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი