IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 10 11 12  
Reply to this topicStart new topic
> მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
marine
პოსტი Apr 7 2026, 02:16 PM
პოსტი #221


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ იყო აშენებული "ტრაპეზონტს პირისპირ ქალაქისა მის მაღალსა მთასა ზედა მონასტერი დიდი ლავრა სახელსა ზედა ყოვლად წმინდისა ღვთისმშობლის მიცვალებისასა და სახელს ძევს სუმელის მონასტერი. ამა მონასტერსაცა შინა ქართველთა მონაზონნი ყოფილან. მამულნი და შემოსავალნი მონასტერსა მას დავით მეფისა აღმაშენებლისა მიერ აქვს შეძინებულნი."

დავით აღმაშენებლის მიერ იყო აგებული ქვათახევის მონასტერიც, რომელიც დაარსებულა წმინდა შიოს მოწაფეთა მიერ. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა ყოფილა. ქვათახევი ჯვარგუმბათოვანი ტიპის ტაძარია, რომლის საძირკველში, გადმოცემით, ღვთისმშობლის სამოსელის მცირე ნაწილია ჩატანებული. დავით მეფეს აღუდგენია ასევე მარტყოფის წმინდა ანტონის სავანეც. ამავე საკითხზე საუბრობს ზ. ჭიჭინაძე.

ზ. ჭიჭინაძის მიხედვით, დავით აღმაშენებელს აუგია "გელათის მონასტერი, ნათლისმცემლის უდაბნო ყარიაზე, მარტყოფის უდაბნო, ქალაქი გორი, კავთისხევის მონასტერი, ალევის ეკლესია, დუშეთის ახლო ლომისისა, სომხეთის ქალაქ ანში საკრებო ეკლესია და მრავალნი სხვანი". ზ. ჭიჭინაძე თავის რვაგვერდიან წიგნში არ ასახელებს წყაროებს, საიდანაც სარგებლობდა, თუმცა ზემომოტანილი ცნობები ფრიად საინტერესოა.

დავით აღმაშენებლის ბრძანებით აუგიათ ასევე ჩუქურთმებით შემკული ერთნავიანი ეკლესია საორბისში. დავით მეფის ასულს, თამარს (შემდგომში მონაზვნად შემდგარს) აუგია თიღვის (შიდა ქართლი, ყორნისის რაიონი) გუმბათოვანი ეკლესია".

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.117/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2026, 02:54 PM
პოსტი #222


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით მეფე გაზაფხულიდან იწყებდა ომისთვის მზადებას, რადგან მემატიანე გვაუწყებს, რომ "ბზობად წარმოემართა მეფე ხანუხით წარსვლად რახსის პირსა, და ზატიკი გარდაიხადა ნახიდურს". ამ კონკრეტულ შემთხვევაში მეფე ორი თვის განმავლობაში ყოფილა ლაშქრობაში, ბზობიდან აღდგომამდე ერთი კვირა და აღდგომიდან ზატიკის ჩათვლით - 50 დღე. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მეფეს, როგორც ჩანს, თან დაჰქონდა მოძრავი ეკლესიები, სადაც სასულიერო პირები აღასრულებდნენ მსახურებას. ზატიკის აღსრულების შემდეგ დავითს მტერი დაუმარცხებია და "წამოიღო ტყუე და ალაფი ურიცხვი".

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.22/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2026, 08:38 PM
პოსტი #223


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეფე არ მისდევდა პირის გემოს, ხორციელ მოთხოვნილებებს, გართობებს, მისი ყურადღება მხოლოდ სულიერებისკენ იყო მიდრეკილი"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.23/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2026, 10:07 AM
პოსტი #224


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გელათში აკადემიის დაარსებას სამომავლოდ დიდი მიზნები ჰქონდა. დავით აღმაშენებელი, როგორც საერთოკავკასიური მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწე და მძლავრი რეგიონალური მონარქიის შექმნელი, სხვა კულტურისა და რელიგიისადმი შემწყნარებლურ დამოკიდებულებას არ ერიდებოდა.

მართლმორწმუნე ქრისტიანი მეფე არამარტო შესანიშნავად ფლობდა მონოფიზიტი სომხებისა და თავისი მუსულმანი ქვეშევრდომების სასულიერო ლიტერატურას, ღრმად განსწავლული მეფე აუცილებლად იფიქრებდა, თავის სამეფოში ჰქონოდა უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც ერის განათლებაზე უნდა ეზრუნა.

დავით მეფე ამ შემთხვევაშიც არ შემცდარა, მან შექმნა ქართველთა სულიერებისა და მეცნიერების ცენტრი, რომელმაც უმაღლეს საფეხურს მიაღწია"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.106/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2026, 10:27 AM
პოსტი #225


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უნდა ითქვას, რომ ერწუხის ბრძოლაში აჩვენა დავით მეფემ თავდადების საოცარი მაგალითი: იგი ბრძოლის წინა ხაზზე იბრძვის და თავს არ ზოგავს წარმატების მისაღწევად. ამ ბრძლაში მოხდა მისი პირველი საბრძოლო ნათლობა - გამარჯვება.

ეს წარმატებების გარანტი უნდა გამხდარიყო, ალბათ ამით უნდა აეხსნათ მეფის მიერ ბრძოლაში სამი ცხენის დაღუპვა და სარტყლის გახსნის შემდეგ "ქვეყნად დათხეული" შედედებული სისხლი.

ეს ფაქტი გვაფირებინებს, რომ მეფე თავდაუზოგავად იბრძოდა. ბრძოლისას მან უამრავი მოწნააღმდეგე გაანადგურა და ამისათვის მიანიჭა ღმერთმან "იგი დიდი ძლევა".

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.124/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2026, 08:32 PM
პოსტი #226


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით აღმაშენებელს არ წაუგია არც ერთი ბრძოლა, არ შეუწყვეტია შუა გზაზე არც ერთი თავისი სამხედრო კამპანია, მიუღწეველი არ დარჩენია არც ერთი სტრატეგიული მიზანი"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.122/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 9 2026, 12:40 PM
პოსტი #227


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით აღმაშენებელის წმინდანთა დასში შერაცხვა უნდა მომხდარიყო XVI საუკუნის 50-იანი წლებიდან, მას შემდეგ რაც გელათში დამკვიდრდა აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი.

დავით აღმაშენებელის წმინდანად შერაცხვის ინიციატორი აფხაზეთის (დასავლეთ საქართვლოს) კათალიკოსი ევდემონ ჩხეტიძე უნდა იყოს. ასეთი პატივის გამო კათალიკოსი გამოსახეს მეფის ფრესკის გვერდით, რაც მის დამსახურებაზე მეტყველებს"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.269/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 9 2026, 09:32 PM
პოსტი #228


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მესიის მახვილს" უწოდებს მას ცნობილი შირვანელი მაჰმადიანი პოეტი ხაკანი. ეს ტიტული მეფის მოღვაწეობას რეალურად გადმოსცემს და იგი მეფის სიცოცხლეშივე არსებობდა. აღმაშენებელი უფრო გვიანდელი ტიტულია და ხალხმა მეფეს იმ განსაკუთრებული ღვაწლისთვის უწოდა, რომელიც მან აღასრულა"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.297/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2026, 02:16 PM
პოსტი #229


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით მეფის მიერ მოჭრილ მონეტაზეც ნათლად ჩანს, რომ მეფე ქრისტე-მესიის მახვილია, რომ მისი მმართველობა ღვთისაგან მომდინარეობს: "მეფე მეფეთა დავით, ძე გიორგისი, მესიის მახვილი". ანუ ყველა აღიარებს იმ ფაქტს, რომ დავით აღმაშენებელი არ არის ჩვეულებრივი მმართველი, იგი მესიის - ცხებულის მახვილი და საქრისტიანოს მფარველია.

ეს ყველაფერი მან თავისი ცხოვრებით, ადამიანებთან დამოკიდებულებითა და აურაცხელი ბრძოლებით დაადასტურა. ამ უდიდესი ტიტულის მატარებელმა მეფემ დაიცვა საქრისტიანო და თურქ-სელჯუკთა ძლიერება დაამხო, ღვთის დახმარებით შეუძლებელი შეძლო, ამიტომ იწოდება "მესიის მახვილად". უბრალო მოკვდავი ვერ გაბედავდა ასეთ კადნიერებას, რომ ამგვარი ტიტულით მოეხსნიებინათ"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.134/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2026, 03:29 PM
პოსტი #230


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული პატივის ნიშნად დავითმა დიდებული სავანეები ააგო: გელათის ღვთისმშობლის შობის მთავარი ტაძარი (1106-1130), შიომღვიმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი (1121-1124), სინას მთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, ტრაპიზონის ახლოს სუმელას ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი, ქვათახევისა და შიომღვიმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრები.

ყველა ზემოდასახელებული ეკლესია ჯვარგუმბათოვანი ტიპის ბრწყინვალედ ნაგები ტაძარია. მათგან ჩვენამდე მხოლოდ გელათმა მოაღწია პირვანდელი სახით"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.113/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2026, 03:54 PM
პოსტი #231


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით აღმაშენებლის წმინდანად შერაცხვის შემდეგ მეფის წმინდა ნაწილები გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის მთავარ ტაძარშია დაკრძალული. სავარაუდოა, რომ საკურთხეველში არსებობდა წმინდანთა აკლდამა და სპეციალური ადგილი, ან შესაძლოა საკურთხეველში ან მის მახლობლად არის საძიებელი, როგორც დავით აღმაშენებლის, ისე თამარის (მეფის ორივე ისტორიკოსის ცნობით თამარ მეფე გელათში დაკრძალული) წმინდა ნაწილები"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.295/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2026, 04:27 PM
პოსტი #232


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით IV ერთიანი საქართვლეოს მეფეა, რომელმაც უარყო ბიზანტიური ტიტულები და დააწესა ახალი ქართული ტიტულატურა, რომლის მსგავსიც მანამდე არ არსებობდა, ამით მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იგი თვითმპყრობელი ხელმწიფეა"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.306/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2026, 05:05 PM
პოსტი #233


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართული მიწა-წყლის გათავისუფლების შემდეგ მეფე თურქ-სელჯუკებს აძევებს მეზობელი სამეფო-სამთავროებიდან, ამიტომაც არის გაკვირვებული მეფის ისტორიკოსი. იმას, რაც დავითმა შეძლო ქართული ჯარით, ალექსანდრე მაკედონელიც კი ვერ შეძლებდაო: "თუ არა ქართველთა სპითა ვერცარას ალექსანდრე იქმოდა კარგსა".

თუკი დავით მეფეს რომელიმე დიდი სახელმწიფოს (სპარსთა, ბერძენთა, ჰრომთა) "ჰქონებოდა მეფობა", "მაშინმცა გენახნეს ნაქმარნი მისნი". მემატიანე ჩამოთვლის მეფის მიღწევებს: "დასცნა წარმართნი, მოსრნა ბარბაროზნი, მრწმედ მოიყვანნა მეფენი, ხოლო მონად ხელმწიფენი, მეოტად წარაქცივნა არაბნი, იავარად ისმაიტელნი, მტუერად დასხნა სპარსნი"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.120/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2026, 02:11 PM
პოსტი #234


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით აღმაშენებელი თავად მაჰმადიანთა მხრიდან იყო განსაკუთრებით დაფასებული, დღესაც გაკვირვებას იწვევს მიმართვის ფორმა, რომლითაც დავთის მიმართავდნენ. ეს სიტყვები ნათელი დადასტურებაა მეფის უდიდესი ღვაწლისა ქრისტიანული სამყაროს მიმართ: "დიდებული ჯვრის დამცველისა; ქრისტიანთა თავშესაფარი მღვიმისა; ქრისტეს მოწაფეთა გვირგვინისა; აღმოსავლეთისა და დასავლეთის სტეფანოსისა; ქრისტეს სარწმუნოების მცველისა; აბხაზის, შაქის, ალანისა და რუსის მეფეთა მეფისა; მესიის თანაშემწისა".

მართლაც ჭეშმარიტი აღიარებაა, რადგან დავით მეფე არა მარტო ქრისტიანთა მხრიდან იწოდებოდა "მესიის მახვილად", არამედ თვით ისლამის მიმდევართა მიერაც. რთულია ასეთი აღიარების მოპოვება, მაგრამ ქართველმა გვირგვინოსანმა ეს შეძლო და თავისი ცხოვრებით დღესაც ღირსეულ მაგალითს გაძლევს. მეფის ცხოვრება, სულიერება, პოეტური მემკვიდრეობა, სიძლიერე, თავდადება, ღირსება საუკუნოდ იქნება ქართველი ერის ცხოვრების გამსაზღვრელი"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.304/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2026, 02:32 PM
პოსტი #235


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დეკანოზი დავით ღამბაშიძე ძალზე შთამბეჭდავად აღწერდა დავით მეფის ფრესკას:

"დავითი ყოფილა ძალიან ლამაზი კაცი, თვალები ჰქონებია დიდი და შავი და აზრიანი, წარბები სწორი და სქელი, რომელნიც ამშვენებდნენ თურმე დავითის ზომიერ თავს. მეფე დავითს თავზე ახურავს ოქროსგან გაკეთებული და ძვირფასი ქვებით მორთული დაბალი გვირგვინი"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.242/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2026, 02:49 PM
პოსტი #236


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...[დავითის] ბეჭედს ასევე ჰქონდა ხუფი წმინდა ნაწილებისთვის. ჩვენი აზრით, სანაწილეში, შესაძლოა, მეფე წმინდა ნაწილებს ინახავდა თვითზიარებისათვის.

გამუდმებულ საომარ ვითარებაში მყოფი მეფე, შესაძლოა, ბრძოლის დროს მძიმედ დაჭრილიყო და მას, როგორც ღრმადმორწმუნეს, მაშინვე ექნებოდა შესაძლებლობა, მიეღო წმ. ზიარება.

ცნობილია, რომ მირონცხებულ მეფე-დედოფლებს კრიტიკულ სიტუაციაში ჰქონდათ თვითზიარების უფლება. ისინი თან ატარებდნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, რომელიც დიდ ხუთშაბათს, ლიტურიგიისას შეიწირებოდა.

დეკანოზი დავით ღამბაშიძე 1893 წელს აღნიშნავდა: "ბეჭედი დღემდის ინახება ამ მონასტრის სალაროში. ამ ბეჭედს აქვს პატარა კიდობანი წმინდათა ნაწილების შესანახად და მას ზედა პირზე ამოჭრილია ხატი წმ. გიორგისა. ეს ბეჭედი, როგორც მოგვითხრობს ზეპირი გადმოცემა, ჰქონებია დავით აღმაშენებელს სახელმწიფო ბეჭდის ნაცულად.

კეთილმსახური მეფე, როცა ხელს აწერდა ხოლმე რომელიმე ქაღალდს, ან როცა რომელიმე საქმის გადაწყვეტა სურდა, აღებდა თურმე ბეჭდის კიდობანს და წმიდათა ნაწილებს სთხოვდა შემწეობას და ხელმძღვანელობას.

ნამდვილად საყურადღებოა ზეპირი გადმოცემა, რომელიც დავით ღამბაშიძემ შემოგვინახა. ჩვენთვის უცნობია, რომელ წმინდანთა ნაწილები უნდა ყოფილიყო ბეჭედში, თუმცა ვვარაუდობთ, რომ წმინდა გიორგის ნაწილი აუცილებლად იქნებოდა. ეს კონკრეტული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს წმინდა მეფის პატივისცემასა და სასოებას ზეციური წმინდანებისადმი"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.235/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2026, 03:30 PM
პოსტი #237


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ანდერძიდან ვიგებთ, რომ მეორე ქორწინებიდან ჰყოლია ქალიშვილები და ერთი ვაჟი. დედოფალსა და შვილებზე ზრუნვას უფროს ვაჟს - დიმიტრის ავალებს, თუმცა საკმაოდ უცნაურია, რომ იგი საუბრობს ვახტანგის (ცუატას) შესაძლო გამეფებაზე, რომელსაც ტახტი არ ერგებოდა, რადგან სამეფო ტახტის მემკვიდრე დემეტრეს უფროსი ვაჟი უნდა გამხდარიყო.

დემეტრემ მამის ანდრეძი არ (ან ვერ) შეასრულა, რადგან გაამეფა თავისი შვილი - გიორგი. როგორც დავით აღმაშენებლის, ასევე დემეტრეს სურვილში ერთი რამ არის ზოგადი, მემკვიდრე ავტომატურად აღარაა ნაგულისხმევი, არამედ მას ტახტის მპყრობელი მამა ნიშნავს.

ხელისუფალი განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავს ქალიშვილების მიმართ და მათ საყვარელ შვილებს უწოდებს. "ეს საანდერძო განკარგულება ძირეულად სცვლიდა მემკვიდრეობის წესს. ცხადია, რომ ცვატა გურანდუხტისაგან იშვა და მეფეს ჰსურდა ცვატას მემკვიდრეობა"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.203/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2026, 04:01 PM
პოსტი #238


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რით უნდა გარდაცვლილიყო ასეთ ახალგაზრდა ასაკში დავით მეფე? მემატიანე კონკრეტულად არ გადმოგვცემს გარდაცვალების მიზეზს, თუმცა, გარკვეულწილად, მიგვანიშნებს მეფის გარდაცვალების მიზეზზე.

დავით მეფე ზამთარში მშვიდ ვითარებაში გარდაცვლილა, "საშუალ თვისთა სამეფოთა ადგილთა". რადგან მემატიანე ბრძანებს, "თვით მის მიერვე წინათ განჩინებულთა განსასუენებელად და მისაძინებლად" მიიცვალაო, ასეთი წინასწარ განჩინებული ადგილი გელათის მონასტერია, ე.ი. დავით მეფემ გარდაცვალებამდე გაამზადა თავისი განსასვენებელი გელათის მონასტერში.

მეფე უნდა გარდაცვლილიყო ღამით, ძილში: "ვითარცა ჰრულითა რათამე შუენიერითა დაიძინა მამათა თვისთა თანა", ე.ი. მეფე მოულოდნელად, ავადმყოფობის გარეშე გარდაიცვალა. ძილში გარდაცვალება გულის დაავადებაზე უნდა მიგვანიშნებდეს.

შესაძლებელია, რომ მას გულის ინფარქტი განუვითარდა და ისე აღესრულა. ბოლო წლებში, შესაძლოა, მას გული აწუხებდა, რის გამოც იგი წერს თავის ცნობილ ანდერძს შიომღვიმის მონასტრისადმი.

აღნიშნული მოსაზრება უფრო ადრე გამოთქვა ისტორიკოსმა დერმიშა გოგოლაძემ, რომელმაც ივარაუდა, რომ 52 წლის მეფე უფრო ინფარქტით უნდა გარდაცვლილიყო.

შესაძლებელია მეფემ გულზე დაზიანება მუხნარში ცხენის წაქცევის დროს მიიღო, ან რომელიმე ბრძოლის მსვლელობისას. უნდა ითქვას ისიც, რომ ბაგრატიონ ხელმწიფეთა საკმაო ნაწილი მხცოვან ასაკამდე ვერ აღწერვდა. შეგვიძლია დავასახელოთ ზოგიერთი მათგანი: ბაგრატ III (978-1014), მისი ვაჟი, გიორგი I (1014-1027), თამარ მეფე (1184-1213) და სხვა"

/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.223-224/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2026, 03:47 PM
პოსტი #239


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1894 წელს ნიკოლოზ ურბნელი წერდა: "დავით აღმაშენებელი არ არის სათანადოდ დაფასებული, სამშობლოს უფრო თამარ მეფე ახსოვს და დავით აღმაშენებელი დავიწყებული ჰყავს"

/ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.4/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2026, 04:54 PM
პოსტი #240


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით აღმაშენებელს თანამედროვენი სიცოცხლეში წმინდანად არ თვლიდნენ და არ აღმერთებდნენ, დავითის კულტი მისი გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა"

/ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.158/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 10 11 12
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 12:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი