IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
marine
პოსტი Mar 10 2008, 05:14 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,108
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მინდა, რომ ამ თემაში ყველა მასალას, რაც დიდებულ მეფესა და წმინდანს, დავით აღმაშენებელს ეხება, ერთად მოვუყაროთ თავი და განვადიდოთ ჩვენი სახელოვანი წინაპარი smile.gif

IPB-ს სურათი

მეფესა დავითს


სიბრძნის მოყუარებ შენ, უფროჲსად ბრწყინვალეო, თუალო ყოვლისა სოფლისა მეფეთა ერთგუამობისაო, რომელი-ეგე ჰაეროვან ხარ, ვითარცა სამყარო ხილულსა სოფელსა შორის;

საჩინო, ვითარცა მზე, ვარსკულავთა შორის;

ბრწყინუალე, ვითარცა ეთერი ნივთთა შორის;

ნათლისფერ, ვითარცა ელვა ღრუბელთა შორის;

ცის-კროვან, ვითარცა აღმოსავალი კერძოთა შორის;

ტკბილ, ვითარცა არე ჟამთა შორის;

ღმრთის სახე, ვითარცა საყუარელი სათნოებათა შორის;

გულისათქუმელ, ვითარცა ოქროჲ მიწათა შორის;

ელვარე, ვითარცა იაკინთი ქვათა შორის;

მაღალ, ვითარცა ფინიკი ნერგთა შორის;

შუენიერ, ვითარცა ვარდი ყუავილთა შორის;

აღმატებულ, ვითარცა სამოთხე ქუეყანასა შორის;

ძლიერ, ვითარცა ლომი მჴეცთა შორის;

მტკიცე, ვითარცა ანდამატი განუკუეთელთა შორის;

სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის;

ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის;

მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღვდელთა შორის;

მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის;

უბრძოლველ, ვითარცა აქილლევ ელლენთა შორის;

ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის;

მშჳდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის;

შურისმეძიებელ, ვითარცა იოსია შარავანდედთა შორის;

უზარო, ვითარცა მაკედონელი მფლობელთა შორის;

განმადიდებელ ფლობისა, ვითარცა ავღჳსტოს კეისართა შორის;

კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთქმნულთა შორის;

მჴურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის;

საყუარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის;

მკჳრცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის;

სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტიანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თჳთმპყრობელთა შორის;

სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევიდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის...

ყოველთა ვედრებაჲ, ყოველთა ლიტანიობაჲ, ყოველთა ერთჴმობაჲ, ვითარმედ დავით კეთილად მსახურისა და ღმრთივდაცვულისა მეფისა, ჩუენისა მრავალმცა არიან წელიწადნი!..


მონაზონი არსენი



წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელი (+1125)

ტროპარი

საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

კონდაკი

ზესთა მბრძოლისა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილ-მსახურებისასა, ვითარცა მის მიერ განათლებულნი სამწყსოისა მისისა ერნი და ქალაქნი, შორის ხმისა, გვირგვინსა შეუთხზვიდეთ, განმათავისუფლებელსა მას ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვიტყოდეთ მისდამი სიხარულით: გიხაროდენ, კმაო, მფარველო ჩუენო.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   მახვილი მესიისა   Mar 10 2008, 05:14 PM
marine   "მესამე პერიოდი მ...   Mar 11 2026, 04:16 PM
marine   "1904 წელს ავაზაკებ...   Mar 13 2026, 01:59 PM
marine   "საუკუნეების გან...   Mar 14 2026, 02:20 PM
marine   "ქართველებს მძლა...   Mar 15 2026, 05:32 PM
marine   "2025 წლის 27 ნოემბერ...   Mar 17 2026, 09:09 PM
marine   "ქართველ ბაგრატი...   Mar 19 2026, 04:08 PM
marine   "სვიმონ მესვეტეს ...   Mar 21 2026, 05:14 PM
marine   "სულიერ მამას გან...   Mar 22 2026, 11:56 AM
marine   "გელათის მოხატულ...   Mar 25 2026, 03:24 PM
marine   "გელათში დავით აღ...   Mar 26 2026, 03:02 PM
marine   "დავით აღმაშენებ...   Mar 27 2026, 11:14 AM
marine   „გელათის მონასტერ...   Mar 28 2026, 02:43 PM
marine   "...აღნიშნული საფლ...   Mar 29 2026, 05:48 PM
marine   "დავით აღმაშენებ...   Mar 30 2026, 02:48 PM
marine   "მეფეს განსაკუთრ...   Mar 31 2026, 03:06 PM
marine   "გელათში დაარსებ...   Apr 3 2026, 12:55 PM
marine   "წოდება "მესიის ...   Apr 5 2026, 06:54 PM
marine   "დავითის მემატია...   Apr 5 2026, 07:24 PM
marine   "დავით მეფეს არამ...   Apr 6 2026, 02:32 PM
marine   "ი. ანთელავამ გამ...   Apr 6 2026, 07:54 PM
marine   "წმინდა მეფე დავი...   Apr 7 2026, 02:16 PM
marine   "დავით მეფე გაზაფ...   Apr 7 2026, 02:54 PM
marine   "მეფე არ მისდევდა...   Apr 7 2026, 08:38 PM
marine   "გელათში აკადემი...   Apr 8 2026, 10:07 AM
marine   "უნდა ითქვას, რომ ...   Apr 8 2026, 10:27 AM
marine   "დავით აღმაშენებ...   Apr 8 2026, 08:32 PM
marine   "დავით აღმაშენებ...   Apr 9 2026, 12:40 PM
marine   "მესიის მახვილს...   Apr 9 2026, 09:32 PM
marine   "დავით მეფის მიერ...   Apr 10 2026, 02:16 PM
marine   "ყოვლადწმინდა ღვ...   Apr 10 2026, 03:29 PM
marine   "დავით აღმაშენებ...   Apr 10 2026, 03:54 PM
marine   "დავით IV ერთიანი ს...   Apr 10 2026, 04:27 PM
marine   "ქართული მიწა-წყლ...   Apr 10 2026, 05:05 PM
marine   "დავით აღმაშენებ...   Apr 11 2026, 02:11 PM
marine   "დეკანოზი დავით ღ...   Apr 11 2026, 02:32 PM
marine   "...[დავითის] ბეჭედ...   Apr 11 2026, 02:49 PM
marine   "ანდერძიდან ვიგე...   Apr 11 2026, 03:30 PM
marine   "რით უნდა გარდაცვ...   Apr 11 2026, 04:01 PM
marine   "1894 წელს ნიკოლოზ უ...   Apr 13 2026, 03:47 PM
marine   "დავით აღმაშენებ...   Apr 21 2026, 04:54 PM
3 გვერდი V < 1 2 3


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th July 2026 - 05:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი