![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#201
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს, მუხრან-ბატონთა ციხე-გალავნის ეზოში მდგარი მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში დაიწერა ჯვარი ქართლის მეფეთა შთამომავალმა, აშოთან ბაგრატიონის 15 წლის მშვენიერმა ასულმა კახეთის მეფე ალექსანდრე მეორის ვაჟზე, უფლისწულ დავითზე"
/"კარიბჭე", ზაფხულის ნომერი 2024, გვ.11/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#202
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წმინდანად მალევე შერაცხა ჩვენმა ეკლესიამ, დიდ სახალხო დღესასწაულად "ქეთევანობა" 1990 წლის 26 სექტემბრიდან იქცა.
2017 წელს დიდმოწამის მშობლიურ მუხრანში დაწესდა "გაზაფხულის ქეთევანობა",რომელსაც მარტის ბოლო კვირა დღეს აღნიშნავს მისი ღვაწლის დამფასებელი საზოგადოება" /"კარიბჭე", ზაფხულის ნომერი 2024, გვ.11/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#203
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"საზოგადოების ლოგოს შექმნაში მონაწილეობდნენ შოთა იასაშვილი და ანა გოგოშვილი. ლოგოზე გამოსახული ოქროსფრად დაფერილი დედამიწის ცენტრი გამშვენებულია დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხელრთვით. ვარსკვლავებით აღნიშნულია ევრაზიის ის ქართული და უცხოური ქალაქები, სადაც ინახება დედოფლის წმინდა ნაწილები და სიწმინდეები: თბილისი, გოა, შირაზი, ადის-აბება, ერევანი, რომი, ათენი, ლვოვი, ბრატისლავა, ვარშავა, ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ამსტერდამი, ედინბურგი, მადრიდი და ლისაბონი"
/"კარიბჭე", ზაფხულის ნომერი 2024, გვ.12/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#204
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"2023 წლის 4 ნოემბერს, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტის, დავითის ლოცვა-კურთხევით, ქეთევან დედოფლის საზოგადოების კარტოგრაფთა და ალპინისტთა ჯგუფმა, გომობირის უღელტეხილზე მონიშნა სამი მწვერვალი, სახელწოდებით "ქეთევან დედოფლის სანახები". მათ შორის ერთის სიმაღლე 1625 მეტრია.
საზოგადოების გამგეობის წევრის, ცნობილი ჟურნალისტის, გვანჯი მანიას თაოსნობით, დიდგორის უღელტეხილზე ქეთევან დედოფლის სახელი ეწოდა მწვერვალს" /"კარიბჭე", ზაფხულის ნომერი 2024, გვ.12/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#205
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"კვლევების შედეგად გამოირკვა, რომ ქეთევან წამებულის საკითხზე ორ ამერიკელ მეცნიერს აქვს ნამუშევარი"
/"კარიბჭე", ზაფხულის ნომერი 2024, გვ.12/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#206
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"1990 წლის 26 სექტემბერს, წმინდანის მოწამეობრივი აღსასრულის დღეს, მუხრანში პირველად აღინიშნა სახალხო "ქეთევანობა". იმხანად, გამოიცა, ხელნაწერი გაზეთი "სატევარი", მოეწყო კონცერტი სოფლის სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების ძალებით; მუხრანიდან გრემისკენ მოეწყო ფეხით მსვლელობა იმ გზით, რომლითაც ოთხი საუკუნის წინ მექორწინეთა მაყრიონს შეიძლებოდა გაევლო... მაშინ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ სამი ათეული წლის მერე ამ დღესასწაულს "ანალოგი" გამოუჩნდებოდა და 26 სექტემბრის წამების დღისაგან განსხვავებით, ეს იქნებოდა ხალისიანი, ბუნების განახლების ახალი დღესასწაული.
"გაზაფხულის ქეთევანობა" - ასე უწოდა მარტში დაბადებული, უფრო ზუსტად, საქართველოს მეობის გადასარჩენად მარტის თვეში შობილი ქეთევან დედოფლის დაბადების დღის ყოველწლიურ აღნიშვნას პოეტმა და ისტორიის დოქტორმა, "ქეთევან დედოფლის საზოგადოების" დამფუძნებელმა, ქალბატონმა თამარმა. იგი შვილია ზემოთ ხსენებული გაზეთის მხატვრული რედაქტორის, - ახლო წარსულის პირველი მუხრანელი ხატმწერის, ლოტბარისა და პედაგოგის, თენგიზ ფარჩუკიძისა, ვინც გასული საუკუნის მეორე ნახევარში, ოჯახთან ერთად არა მხოლოდ მუხრანის, არამედ, მთელი მცხეთის რაიონის სახეს წარმოადგენდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ფესტივალებზე" /"ქაროზი", გაზაფხული 2024, N81, გვ.12/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#207
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ქეთევან დოლიძე, პოეტი: - მუხრან-ბატონის სასახლის ეზოში განთავსებულ პორტუგალიური პანოს ასლზე დედოფლის ცხოვრების სამი მნიშვნელოვანი ეპიზოდია ასახული: ქეთევანის შეხვედრა კათოლიკე ბერებთან, წამების სცენა და მეფე თეიმურაზისათვის სახელოვანი დედის წმინდა ნაწილების გადაცემა. დედოფლის სიმტკიცით აღფრთოვანებულ პორტუგალიელ კათოლიკე ბერებს შეუქმნიათ იგი"
/"კარიბჭე", ზაფხულის ნომერი 2024, გვ.12/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#208
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ზაალ ბოტკოველი, მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი: - წმინდა ქეთევანის თავგანწირვა, დედოფლობასა და წამებით სიკვდილს შორის არჩევანი, სწორი სახელმწიფოებრივი და მტკიცე რელიგიური აზროვნების შედეგი იყო. მისი გმირობის ამბავმა ყველა სარწმუნოების ადამიანი ერთნაირად აღაფრთოვანა. პირველი წიგნი დედოფლის წამებიდან სულ მალე, 1633 წელს გამოიცა ლონდონში. ის ყველასთვის რწმენისა და სიმტკიცის მაგალითად იქცა. ქეთევანის მოწამეობრივმა აღსასრულმა სათავე დაუდო საქართველოსა და ქრისტიანობის უდიდესი მტრის, შაჰ-აბასის დროინდელი ირანის ძლიერების დასასრულს, მარტყოფისა და მარაბდის ომებში მისი სასტიკი დამარცხებით რომ დააგვირგვინა ერთ მუჭად შეკრულმა ქართველმა ხალხმა"
/"კარიბჭე", ზაფხულის ნომერი 2024, გვ.13/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#209
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ეპილოგის მაგიერ: გიორგი ლეონიძის ლექსს, "ქეთევანის წიგნი", ეპიგრაფი უძღვის: "საქართველოს მუზეუმში ინახება ხელნაწერი ლოცვანი, ქეთევან დედოფლის ტყვეობაში ნაქონი. წიგნის ფურცლებს დღესაც ატყვია ცრემლის ლაქები და ერთგან სისხლის ნაწვეთალი."
გულის შემძვრელი ისტორიის მიუხედავად, ღვთის უდიდეს წყალობად მიმაჩნია, რომ ასეთი ძვირფასი განძი, დედოფლის ხელით დაწერილი ლოცვანი შემოგვრჩა. საინტერესო ინფორმაცია ამოვიკითხე კალენდარშიც: ზნეკეთილ, განსწავლულ წმინდა ქეთევანს ჰქონია პორტუგალიურ და ლათინურ ენებზე შედგენილი ლოცვანიც, რომელიც თავად ჩაუსწორებია და იტალიელი მოგზაურის, ქართველთა სიძის, პიეტრო დელა ვალესთვის გაუგზავნია. "მუხრანი ციცინათელად", "შირაზის ვარდად", "ივერიის მნათობად" წოდებულმა, "მამებრ ახოვანმა" დიდმა წმინდა დედამ გვიწინაძღვროს, გაგვინათოს გონება, მოგვმადლოს ერთსულოვნება, რომ აღდგეს, გაბრწყინდეს დაქუცმაცებული და რწმენადაკარგული ჩვენი საქართველო". /"კარიბჭე", ზაფხულის ნომერი 2024, გვ.13/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#210
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წმიდა ქეთევანისადმი სასოება, მისი მნიშვნელობისა და პიროვნული ღირსებების უკვდავყოფისათვის ზრუნვის ოჯახური ტრადიციები ქალბატონმა თამარმა გააგრძელა, ახლა უკვე, საზოგადოებრივ მოძრაობად აქცია. რვა წლის წამოწყებული "გაზაფხულის ქეთევანობის" საქმე ნელ-ნელა ძალას იკრებს: დაიწერა ამავე სახელწოდების ხატი, დაარსდა "ქეთევან დედოფლის საზოგადოება", შეიქმნა საზოგადოების ლოგო, თანდათან მატულობს სხვადასხვა სახის სამეცნიერო, კულტურული, შემეცნებითი სახიათის აქტივობები, რომლებიც ასახულია საზოგადოების სამოქმედო გეგმებში.
ამავე საზოგადოების გამგეობის წევრის, ცნობილი ჟურნალისტისა და მოგზაურის გვანჯი მანიას ინიციატივით, კარტოგრაფთა და ალპინისტებისგან შემდგარმა ჯგუფმა დიდგორის უღელტეხილზე ჩაატარა დაზვერვითი სამუშაოები დიდმოწამის სახელობის მწვერვალის დასაარსებლად. მოინიშნა სამი მწვერვალი (ერთ-ერთი მათგანი დედოფლის არსასრულის თარიღის შესაბამისად, 1625 მ. სიმაღლის) სახელწოდებით "ქეთევან დედოფლის სანახები", საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ხელმძღვანელობასთან (დირექტორი რევაზ ჭანიშვილი, თანამშრომლები, ბიძინა ჩარგეიშვილი, შალვა საბაშვილი) მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ერთ-ერთ ციურ სხეულს ეწოდოს "ქეთევან დედოფალი". გამოიცა სამეცნიერო-შემეცნებითი შინაარსის მაგიდის კალენდარი, რომელშიც მოკლედაა ასახული ქეთევანის გზა დაბადებიდან ამაღლებამდე, მისი ცხოვრების თანამდევი მოვლენები, "ქეთევან დედოფლის საზოგადოების" საქმიანობა, მომავლის მიზნები" /"ქაროზი", გაზაფხული 2024, N81, გვ.12/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#211
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის დაბადებიდან 400 წლისთავის აღსანიშნავად
"24 მარტს მუხრანის მაცხოვრის აღდგომის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსმა ზოსიმემ, წირვის შემდეგ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის დარბაზში შედგა ლიტერატურული საღამო, რომელიც წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის დაბადებიდან 400 წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა. ღონისძიების წარმმართველი და ორგანიზატორი ბრძანდებოდა ქალბატონი ქეთევან სურმავა, შესავალი სიტყვა წარმოთქვა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), რომელმაც ისაუბრა წმინდა დედოფლის ღვაწლის მნიშვნელობაზე, არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად საქრისტიანოს გათვალისწინებით. აქ თავმოყრილი საზოგადოება მონუსხული ისმენდა გამომსვლელთა ცოცხალ და ღრმა დაკვირვებებს წმინდა დიდმოწამე დედოფლის ცხოვრებაზე, მისი შემწეობის სხვადასხვა ასპექტებზე. აღინიშნა, რომ ეს საღამო ერთგვარი შესავალია სამომავლოდ ჩასატარებელი საიუბილეო ღონისძიებებისა, რომელიც ამ მნიშვნელოვან თარიღს მეტ მასშტაბურობას შესძენს" /"საპატრიარქოს უწყებანი" N7, 2024, გვ.15/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#212
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაშიც ასეთი მოწამოებრივი ხვედრის ქრისტიანი დედოფალი უაღრესად იშვიათია.
მისი ცხოვრება სიყრმიდანვე განსაცდელებით იყო სავსე, რაც შემდეგში კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. თუმცა, ყველაზე მტკივნეული მაინც შაჰ-აბასის მიერ ქეთევან დედოფლისგან რჯულის დატევების კატეგორიული მოთხოვნა და მისი შვილიშვილების მოწამეობრივი აღსასრული იყო; მაგრამ უფლისა და სამშობლოს სიყვარული დედოფალში ვერც ოჯახურმა ტრაგედიამ და ვერც საშინელი ტანჯვით სიკვდილის მუქარამ შეარყია. დედოფლის წამება სპარსეთში, შირაზში, საჯაროდ მოხდა. მისი დასჯის ამბავი დიდად გახმაურდა; თვითმხილველმა კათოლიკე ბერებმა კი ინდოეთსა და ევროპის ქვეყნებს ამცნეს ენითგამოუთქმელი საშინიელი დასჯისა და ქრისტესთვის თავდადების საოცარი მაგალითი, რის საფუძველზეც შემდეგში არაერთი ნაწარმოები შეიქმნა. მთელმა საქართველომ, განსაკუთრებით კი ჩვენმა ახალგაზრდობამ, კარგად უნდა გააცნობიეროს წმ. ქეთევან დედოფლის პიროვნების სიდიადე და ღვაწლი ღვთისა და სამშობლოს წინაშე" /კათოლიკოს-პატრიარქი ილია II "საპატრიარქოს უწყებანი" N17, 2024წ, გვ.2/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2025 - 08:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი