IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!''
ზარნაშო
პოსტი Dec 16 2007, 08:05 PM
პოსტი #261


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Dec 15 2007, 05:21 PM) *

უკაცრავად, მაგრამ რა სისულელეა ეს ამ შემთხვევაში!
ეს სიტყვა მშვენივრად ემორჩილება წესს, ისევე როგორც ყველა ა ხმოვანზე დასრულებული სიტყვები კვეცისა და ებიან მრავლობითში დასმისას.... dry.gif

ისე ცნობისათვის შეგახსენებთ: ე-სა და ა-ზე დასრულებული სიტყვები (თუ ეს არ არის ტოროლას, თაგუნიას ტიპის ან უცხოური სიტყვები) იკვეცება, ხოლო ებ მრავლობითის დართვისას, ა ხმოვანი იკვეცება, ე კი არა და ამიტომ ვიღებთ ორ ეს (ერთი ფუძისეულია, მეორე _ მრავლობითის). 2 ე-ს ანალოგიით მეტად გავრცელებულია იმ ტიპის შეცდომები, როცა იმ სიტყვის ფუძეს, რომელიც ა-ზე სრულდება, ე-დ გადააკეთებენ ხოლმე და იღებენ დამახინჯებულ ფორმებს. როგორიცაა: რეები, რაღაცეები, ვიღაცეები. ამ სიტყვების ფუძეა: რაღაც (ა), ვიღაცა(ა), რა. და არა: რაღაცე, ვიღაცე, რე... ამიტომ ასეთ დროს ორი ე სრულებით უადგილოა!

ხოლო ის რომ ზოგიერთი სიტყვა წესს არ ემორჩილება, ესეც არასწორია, გამონაკლისები არსებობს, მაგრამ ეს გამონაკლისებიც ახსნილია ხოლმე. თუმცა მოცემული მაგალითები არავითარ გამონაკლისს არ წარმოადგენს.
პ.ს. გრამატიკა ისევე ზუსტი მეცნიერებაა, როგორც მათემატიკა და ნუ მოვირგებთ მას ჩვენს ჭკუაზე, აქ ყველაფერი კანონზომიერია. smile.gif

მანახე სადმე ვინმეს "რაღაცები" ეწეროს (კორექტულ შეცდომებს არ ვგულისხმობ smile.gif )!
მთლად ზუსტი მეცნიერება მათემატიკაც არაა, წარმოიდგინე. გრამატიკაზე ხომ ლაპარაკიც არაა.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 16 2007, 10:36 PM
პოსტი #262


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



M.M.
კი, ვნახე, მისაღებ გამოცდებზე, თემებში tongue.gif

გადახედე ბუმბერაზ გრამატიკოსებს tongue.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Dec 17 2007, 01:22 AM
პოსტი #263


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
სადავო

დავა

ვახ.. მე ყოველთვის "სადაო"-ს ვწერდი sad.gif იყო ასეთი წიგნი: ქართული სალიტერატურო ნორმები (თუ მაგდაგვარი), იქიდან ვისწავლეთ და.. ნუთუ არასწორად მახსოვს?.. წავალ შევამოწმებ.. თქვენის ნებართვით... unsure.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 17 2007, 08:05 AM
პოსტი #264


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ხშირად არის , განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისიც არ ჩამოუვარდება, ასეთი სახის გამოთქმები:

"ვიზავ ", "სვავ", "მე უთხარი ", "მე ულოცავ"... რაც მგონი დიალექტს არ მიეკუთვნება და მხოლოდ არასწორი გამოთქმაა, უბრალოდ ზმნის ფორმების დამახინჯება,თან უხეშად ხვდება ყურს რა ვიცი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 17 2007, 11:21 AM
პოსტი #265


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Dec 16 2007, 10:36 PM) *

M.M.
კი, ვნახე, მისაღებ გამოცდებზე, თემებში tongue.gif

გადახედე ბუმბერაზ გრამატიკოსებს tongue.gif

გრამატიკოსებისა რა გითხრა, საერთოდ კი რაღაცები, რამები და მისთანები არსად მინახავს. ძველ მწერლობაში ეს სიტყვა საერთოდ არ იყო, როგორღაც უმისოდაც იოლად გადიოდნენ, ახლებში კი...
მაინც დამისახელე ერთი ნაწარმოები

ციტატა(staywhite @ Dec 17 2007, 08:05 AM) *

ხშირად არის , განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისიც არ ჩამოუვარდება, ასეთი სახის გამოთქმები:

"ვიზავ ", "სვავ", "მე უთხარი ", "მე ულოცავ"... რაც მგონი დიალექტს არ მიეკუთვნება და მხოლოდ არასწორი გამოთქმაა, უბრალოდ ზმნის ფორმების დამახინჯება,თან უხეშად ხვდება ყურს რა ვიცი...

აღმოსავლეთში? იქ მგონი პირიქითაა, მაგ. "მოვკლავ" კი არა, "მოვკლამ"-ო ამბობენ. თავში და ზოგჯერ შუაშიც ვ-ს დაკლება კი იციან აღმოსავლეთში. "მათხოე ბარი, ნიჩაბი, სამარე ამოვითხარო" ხომ იცი?


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 17 2007, 11:34 AM
პოსტი #266


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



თბილისლებისგანაც მსმენია M.M., ამ ფორუმზეც ხშირად ხმარობენ მაგ "ვიზა-ვ", "ვსვა-ვ" და ასე შემდეგ, არ ვიცი, კუთხის მითითებაში ალბათ ვცდები,მაგრამ დასავლეთში არ მომისმენია მასეთი რამ. ხო, ახლა გამახსენდა შენ რომ დაწერე "მოვკლა-მ" , მეც გამიგონია. ეგ უფრო დიალექტია რასაც შენ ამბობ მგონი, ჩემი დასახელებული პრობლემა კი რამდენჯერმე საინფორმაციო გადაცემა-სტატიებშიც შემხვედრია, თორემ დიალექტს რა უჭირს, პირიქით, კოლორიტია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 17 2007, 11:45 AM
პოსტი #267


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(staywhite @ Dec 17 2007, 11:34 AM) *

თბილისლებისგანაც მსმენია M.M., ამ ფორუმზეც ხშირად ხმარობენ მაგ "ვიზა-ვ", "ვსვა-ვ" და ასე შემდეგ, არ ვიცი, კუთხის მითითებაში ალბათ ვცდები,მაგრამ დასავლეთში არ მომისმენია მასეთი რამ. ხო, ახლა გამახსენდა შენ რომ დაწერე "მოვკლა-მ" , მეც გამიგონია. ეგ უფრო დიალექტია რასაც შენ ამბობ მგონი, ჩემი დასახელებული პრობლემა კი რამდენჯერმე საინფორმაციო გადაცემა-სტატიებშიც შემხვედრია, თორემ დიალექტს რა უჭირს, პირიქით, კოლორიტია.

პრესა და ტელევიზია ქართული ენის პირველი გამრყვნელებია დღეს.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Dec 18 2007, 03:23 AM
პოსტი #268


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
"ვიზავ ", "სვავ", "მე უთხარი ", "მე ულოცავ"...

სწორი ფორმებია: ვიზამ; ვსვამ; მე ვუთხარი; მე ვულოცავ.




პ.ს. ველოსიპედი მოვიგონე თავიდან biggrin.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Dec 18 2007, 04:00 AM
პოსტი #269


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



თამარი_ცქნაფო
ციტატა
პ.ს. გრამატიკა ისევე ზუსტი მეცნიერებაა, როგორც მათემატიკა და ნუ მოვირგებთ მას ჩვენს ჭკუაზე, აქ ყველაფერი კანონზომიერია.smile.gif


თამარ, მართლა მასეა ვითომ? g.gif
მეცნიერება კი ნამდვილადაა და დიდად პატივსაცემიც, მაგრამ მათემატიკასთან მაინც სიზუსტით ვერ მივა, ალბათ.
მათემატიკა იმ კანონზომიერებებს სწავლობს და იმ წესებით მოქმედებს, რომელიც უცლელია დროში.
გრამატიკაშიც არის კანონების ნაწილი უცვლელი, მაგრამ უმეტესად მაინც იმ წესების ნაკრებს მაგონებს, პარლამენტი რომ იღებს დადგენილებებს, ან უფრო კონსტიტუციას, რომლის ცვლილება საჭიროებისას ყოველთვის ხდება. მათემატიკაში მსგავსი რამ არ არსებობს.
გრამატიკა თუ ადრე გვეტყოდა, რომ "თავყანისცემაა" სწორი, რადგან თავის ყანაზე (მიწაზე) ცემას გულისხმობსო, ახლა აღიარებს, რომ "თაყვანისცემაა" სწორი და მომდინარეობს "თავყანისცემისგან". მერე ლათინური ტერმინებით გვეუბნება როგორ გაუცვალა ამ ორმა ბგერა ერთმანეთს ადგილები (რა უფლებით გაუცვალა? mad.gif ), ან სხვა სიყტვებში როგორ ჩაყლაპა ერთმა ბგერამ მეორე, ან კიდევ, როგორ გადააქცია ამა თუ იმ გარემოებამ "რ" "ლ"-დ ან პირიქით.
ჩვენ იძულებულნი ვართ, რომ დავიცვათ ამჟამინდელი ნორმები, რადგან ახლა ენისთვის არაა ის გარემო, სადაც შეიძლება სრულყოფისკენ წავიდეს მისი ცვლილება. ამიტომაც უნდა ვეცადოთ შესაძლებლობის ფარგლებში შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს და როგორც გვაქვს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია, ცოცხალი და შესაბამისად ცვალებადი სისტემაა და მისი ბუნებრივი ცვლილების გრამატიკულ ნორმებში ვერასახვა და ამიტომ გარკვეული გრამატიკული ფორმების კანონგარეშე გამოცხადება თვით გრამატიკის არასრულყოფილებაზე მეტყველბს და არა თავად ენაში ყველანაირი ცვლილების უკანონობაზე და არაბუნენრივობაზე.


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 18 2007, 11:28 AM
პოსტი #270


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გიხაროდეთ თუ გიხაროდენ?

მე ვხმარობ : გიხაროდეთ, მსმენია რომ უნდა იყოს გიხაროდენ, რატომ? უღლების დროს უფრო სწორად მეჩვენება ->გიხაროდეთ. როგორ არის საინამდვილეში სწორი გამოთქმა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Dec 18 2007, 01:30 PM
პოსტი #271


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(staywhite @ Dec 18 2007, 11:28 AM) *

გიხაროდეთ თუ გიხაროდენ?

მე ვხმარობ : გიხაროდეთ, მსმენია რომ უნდა იყოს გიხაროდენ, რატომ? უღლების დროს უფრო სწორად მეჩვენება ->გიხაროდეთ. როგორ არის საინამდვილეში სწორი გამოთქმა?

გიხაროდენ ძველი ფორმაა, ახლა გიხაროდეთ იხმარება (თუ მოქკავშირის კლიპს არ ჩავთვლით biggrin.gif )


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Dec 18 2007, 02:47 PM
პოსტი #272


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



განახვებ თუ განახებ?


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Dec 31 2007, 01:29 AM
პოსტი #273


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ამას წინათ გავიგე, რომ სიტყვა "გვფცქვნის" გინესის წიგნშია შესული, როგორც სიტყვა, რომელშიც მიყოლებით არის თავმოყრილი ყველაზე მეტი (7) თანხმოვანი ბგერა, ვიდრე მსოფლიოს სხვა ენების ნებისმიერ სიტყვაში... მაინტერესებს, მართალია თუ არა ეს.

მაგრამ იგივე ქართულ ენაში კიდევ გვხვდება სხვა მსგავსი სიტყვა: "გვწვრთნის". მასშიც ასევე 7 თანხმოვანია ერთად...


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Dec 31 2007, 03:17 AM
პოსტი #274


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



რომელია სწორი გრამატიული თუ გრამატიკული?


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 31 2007, 04:19 PM
პოსტი #275


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



Ismail
9 თანხმოვნიანიცაა, მაგრამ სკლეროზი მაქვს ბოლო დროს, ვერ ვიხსენებ. (აფხაზი დაადასტურებს ჩემს სკლეროზს biggrin.gif)

Маиа
გრამატიკულია სწორი


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 31 2007, 05:57 PM
პოსტი #276


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



არა ნუ, მაინც რამდენჯერ უნდა ვთქვა, რომ ქრისტანული არაა სწორი


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 1 2008, 08:22 AM
პოსტი #277


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



თამარ,

ისიც დაუსაბუთე რა, არა "ფანტასტიური" არამედ "ფანტასტიკური" , თან ისეთი ხალხისგან ვისმენ ამ სიტყვას ასე არასწორად, რომ მიკვირს და შესწორებაც ვერ ვაკადრე, მათი მდგომარეობა-პროფესიის გამო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 2 2008, 04:32 PM
პოსტი #278


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(staywhite @ Jan 1 2008, 08:22 AM) *

თამარ,

ისიც დაუსაბუთე რა, არა "ფანტასტიური" არამედ "ფანტასტიკური" , თან ისეთი ხალხისგან ვისმენ ამ სიტყვას ასე არასწორად, რომ მიკვირს და შესწორებაც ვერ ვაკადრე, მათი მდგომარეობა-პროფესიის გამო.

ასე ''ფაქტიურადსაც'' ამბობენ, მაგრამ სწორია - ფაქტობრივად smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 2 2008, 10:09 PM
პოსტი #279


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 2 2008, 01:32 PM) *

ასე ''ფაქტიურადსაც'' ამბობენ, მაგრამ სწორია - ფაქტობრივად smile.gif


ეგ არ ვიცოდი, მადლობა თამუნა რომ გავიგე smile.gif მე სულ ორი სხვადასხვა შინაარსის სიტყვა მეგონა huh.gif ორივეს ვხმარობდი სხვადასხვა კონტექსტში... მდა... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jan 4 2008, 02:22 AM
პოსტი #280


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



პატრიარქს კურთხევა აქვს მიცემული მეუფე ანანიაზე,სწორედ ის მუშაობს ამ პრობლემაზე რაც შემაშფოთებელია ჩემი აზრით.ასე უბრალო საუბარი კიდე არაფერი ,მაგრამ იქ სადაც ნამდვილად გამართულად უნდა საუბრობდნენ აი იქაა ყველაზე დიდი პრობლემა,ვგულისხმობ მასმედიას! ესაა ამაზრზენი,როცა ქართული სიტყვები გესმის ინგლისური აქცენტით,აღარ ვლაპარაკობ დაუხვეწავი და დაულაგებული, გრამატიკულად აბსოლიტურად გაუმართავი ქართულით ,მოსაუბრე ჟურნალისტებზე!ღმერთმა დაეხმაროს მეუფეს ამ პრობლემის დაძლევაში!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2025 - 04:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი