IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V « < 13 14 15 16 17 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!''
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 4 2008, 01:28 PM
პოსტი #281


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(მართა @ Jan 4 2008, 03:22 AM) *

პატრიარქს კურთხევა აქვს მიცემული მეუფე ანანიაზე,სწორედ ის მუშაობს ამ პრობლემაზე რაც შემაშფოთებელია ჩემი აზრით.ასე უბრალო საუბარი კიდე არაფერი ,მაგრამ იქ სადაც ნამდვილად გამართულად უნდა საუბრობდნენ აი იქაა ყველაზე დიდი პრობლემა,ვგულისხმობ მასმედიას! ესაა ამაზრზენი,როცა ქართული სიტყვები გესმის ინგლისური აქცენტით,აღარ ვლაპარაკობ დაუხვეწავი და დაულაგებული, გრამატიკულად აბსოლიტურად გაუმართავი ქართულით ,მოსაუბრე ჟურნალისტებზე!ღმერთმა დაეხმაროს მეუფეს ამ პრობლემის დაძლევაში!

rolleyes.gif მეუფე შენ ფილოლოგი ან ენათმეცნიერი გგონია? უბრალოდ ის ხელმძღვანელობს კომისიას, თუმცა ამ კომისიაში შეწმავალ მეცნიერებს რომ ვუყურებ, აქ ენათმეცნიერთა მხოლოდ ერთი ფრთაა, ოპონენტები არ ჩანან და რა ვიცი, რა ვიცი...


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jan 4 2008, 03:33 PM
პოსტი #282


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



თამარი_ცქნაფო
ეგ რა თქმა უნდა ჩემო თამარ ფილოლოგი რომ არარის ცნობილია, მაგრამ კომისია ხომ მუშაობს და იმედი გამოვთქვი რომ უფრო რადიკალურ და ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ ,რადგან პრობლემა არის უდიდესი და სწორედ ამიტომაც დასახა საჭიროდ პატრიარქმა ამ კომისიის არსებობა... რიგით წევრებზე ვერაფერს გეტყვი მე კომპეტენტური არ ვარ მაგ საკითხში შენგან განსხვავებით,ექიმი გახლავარ,მაგრამ აშკარად არის ქართულ საზოგადოებაში ცნობილი ვინ არიან პროფესიონალები,იმედია დამშვიდებულ ქვეყანაში უფრო აქტუალური გახდება ეს თემა და ჩაებმება მთელი ერი!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 4 2008, 03:48 PM
პოსტი #283


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



თამარ,

მაგალითს გეტყვი ფაქტობრივობასა და ფაქტიურობაზე, უკეთ მიხვდები სად ვცდებოდიsmile.gif

მაგ.: "ფაქტიურად კი საქმე სულ სხვა რამეს ეხება" ანუ, სინამდვილეში საქმე სხვა რამეშია, ამას ვგულისხმობ-დი.

მაგრამ: "მოვლენები რომ ფაქტობრივად დავახასიათოთ" ანუ, ფაქტები გამოვიყენოთ მოვლენების შესაფასებლად ან მსგავსი.

მადლობა რომ მითხარი, თორემ ნამდვილად ორი სხვადასხვა სიტყვა მეგონა და არა ერთის არასწორი ფორმა.

კაი გოგო ხარ 2kiss.gif

პ.ს რაც შეეხება ქართულ მასმედიას, მართლაც რომ საშინელი სიტუაციაა, როცა ვუყურებ ინტერნეტით საინფორმაციოს (ადრე, ისიც იშვიათად ვუყურებდი), ყურს საშინლად ხვდება ეს რიკრიკი და უამრავი შEცდომა. მიჩვეული ვარ თან აქ გერმანელების დახვეწილ, სასიამოვნო, დაწყობილ საინფორმაციო გადაცემათა წამყვანების პროფესიონალურ გადმოცემებს და ეს მითუფრო მიკარგავდა სურვილს მომესმინა ბოლომდე, მაპატიეთ, მაგრამ ასე იყოsad.gif ისე , ადრე კაი დიქტორები იყვნენ smile.gif ჯულიეტა, სოკოლოვი და სხვები, ზოგიერთებს მაინც გემახსოვრებათ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 4 2008, 03:52 PM
პოსტი #284


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



staywhite
იცი რა, მეორე წინადადებაში მარტივად შეგიძლია თქვა: ფაქტებით რომ დავახასიათოთ, ან არგუმენტები რომ მოვიყვანოთ, ან მსგავსი რამ.... ფაქტიურად მართლა მცდარი ფორმაა smile.gif

არაფრის smile.gif


ვაიმე, 25-ში ერთ-ერთ არხზე მოვისმინე პატრიარქის აღსაყდრების ინტრონიზაციის დღეაო და გადავყირავდი სკამიდან. დედაჩემი მეჩხუბა, რა ყველაფერს აკრიტიკებ, ეგ შენი იცი, მაგათ კი არაო, მაგრამ კარგით რა, ელემენტარული განათლებაა რა biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Jan 9 2008, 01:23 PM
პოსტი #285


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(staywhite @ Jan 4 2008, 03:48 PM) *

ისე , ადრე კაი დიქტორები იყვნენ smile.gif ჯულიეტა, სოკოლოვი და სხვები, ზოგიერთებს მაინც გემახსოვრებათ.

დიქტორის შვილიშვილი მაინც არ ვიყო...

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 4 2008, 03:52 PM) *

ვაიმე, 25-ში ერთ-ერთ არხზე მოვისმინე პატრიარქის აღსაყდრების ინტრონიზაციის დღეაო და გადავყირავდი სკამიდან. დედაჩემი მეჩხუბა, რა ყველაფერს აკრიტიკებ, ეგ შენი იცი, მაგათ კი არაო, მაგრამ კარგით რა, ელემენტარული განათლებაა რა biggrin.gif

იქნებ ჩვენთვის უნდოდათ ცხდად აეხსნათ და შუაში მძიმე დააკლდათ? biggrin.gif
მე ეგეთებზე აღარ მეცინება. ჯერ პარაკლისის და პანაშვიდის გარჩევა ვერ ისწავლეს აგერ უკვე რამდენი წელია.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 9 2008, 10:52 PM
პოსტი #286


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(M.M. @ Jan 9 2008, 02:23 PM) *

დიქტორის შვილიშვილი მაინც არ ვიყო...
.

კონკრეტულად? rolleyes.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Jan 10 2008, 11:44 AM
პოსტი #287


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 9 2008, 10:52 PM) *

კონკრეტულად? rolleyes.gif

ა. ლელუაშვილი-მაჭავარიანისა.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 15 2008, 01:49 AM
პოსტი #288


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



თამარ smile.gif

ერთ ჩემს ცუდ ჩვევაზე მინდა მოგითხრო,მაგრამ ეგება "გამამართლო " რა ვიციsmile.gif

უკვე რამდენიმე წელია დამჩემდა წინადადებების წყობაში არაორდინალური ცვლილებები biggrin.gif მაგალითად, ჯერ ვწერ
არსებით სახელს და მერე ზედსართავს ან კუთვნილებით ნაცვალსახელს, მაგალითად: გრძნობა სიყვარულისა, სათნოებანი ჩვენი (ეს ბოლო რეციდივია, უახლეს პოსტში) და ასე შემდეგ. არ ვიცი, გერმანულიდან მაქვს ვითომ? არადა ცოტა მიდრეკილებანი ადრეც მქონდა, გერმანულში ასეა: das Gefühl der Liebe ანუ იგივე გრძნობა სიყვარულისა , მაგრამ ასეც ამბობენ, ოღონდ ამ შემთხვევაში სიტყვები ებმება ძირიტადად ერთმანეთს -> das Liebesgefühl - სიყვარულის გრძნობა (გერმანული ენა ცნობილია უმარავ სიტყვათა გადაბმით, ნებისმიერი შეიძლება გადაებას თითქმის და აზრიც ქონდეს, მაგალითად der Kernkraftwerkdampfmaschinenreiniger და ნიშნავს ბირთვული ელექტროსადგურის ორთქლის მანქანების საწმენდს , უარესიც არის der Stoffwechselendproduktsausscheidungsorgan და ნიშნავს -> ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტის გამომყოფ ორგანოს ). მოკლედ, ამ ჩემს ალბათ გაუკუღმართებულ მეთოდს (ამაზე შენ მითხარი არის თუ არა ნამდვილად გაუკუღმართებული ან სრულიად დაუშვებელი, რამეთუ რატომრაც მახსენდება ძველ ქართულში უნდა იყოს ასეთი ფორმების გამოყენება) უნებლიეთ ვიყენებ სერბულ ენაშიც , თუმცა დიდი კატასტროფა არც იქაა, მაგრამ "თანამედროვე ენით " მოსაუბრე ახლობლები უკვე "მთხოვენ" რომ "სტაროსლავიანსკი" ენას გადავეჩვიო.

იმედია გაიგე თამუნა, რა მაწუხებს, ხოდა ან დამტუქსე ან დამამშვიდე და თან მასწავლე, როგორ გადავეჩვიო, მოკლედ, ველოდები შენი დიდაქტიკური გამოცდილებების ძალას 2kiss.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Jan 15 2008, 10:34 PM
პოსტი #289


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



staywhite
ციტატა
Stoffwechselendproduktsausscheidungsorgan

აი ამის ბრალია რაც გჭირს laugh.gif


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jan 18 2008, 05:06 PM
პოსტი #290


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ძალიან დიდ და საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ქართულად სწორი მეტყველების ისტორიაში, ჟურნალისტიკა..რადგან, ადამიანები, როგორც წესი ხშირად ტელევიზორთან ვართ, შესაბამისად ვიღებთ ტერმინებს ტელევიზორიდან ანუ ჟურნალისტები უნდა იყვნენ კარგად გაწრთობილი ქართულ მეტყველებაში...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 20 2008, 12:25 AM
პოსტი #291


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



დაბრძანდი, ფრიადი biggrin.gif

აბა, ახლა სადაც ამდენი, ისიც გეცოდინება, თანდებულები და ბრუნვის ნიშნები როგორ დაიწერება ასეთ დროს და შევუერთებ ამ პოსტებს ენის თემას ბარემ smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Jan 20 2008, 09:18 PM
პოსტი #292


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



ისე მგონი ამ ბოლო დროს ძალიან გავრცელებული და უკვე დამკვიდრებული სიტყვა "გმადლობ" არაა სწორი.. უნდა იყოს მადლობა... აბა რას იტყვით? ასეა ?

და მაინტერესებს ვიპოვნე თუ ვიპოვე? მე "ვიპოვე"-ს ვხმარობ, მაგრამ ამ სიტყვის საწყისია "პოვნა" და "ნ" სად იკარგება? huh.gif unsure.gif

2kiss.gif


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 20 2008, 10:36 PM
პოსტი #293


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(q-e-T-i @ Jan 20 2008, 10:18 PM) *

ისე მგონი ამ ბოლო დროს ძალიან გავრცელებული და უკვე დამკვიდრებული სიტყვა "გმადლობ" არაა სწორი.. უნდა იყოს მადლობა... აბა რას იტყვით? ასეა ?

და მაინტერესებს ვიპოვნე თუ ვიპოვე? მე "ვიპოვე"-ს ვხმარობ, მაგრამ ამ სიტყვის საწყისია "პოვნა" და "ნ" სად იკარგება? huh.gif unsure.gif

2kiss.gif

blink.gif გ მანდ ობიექტური პირის ნიშანია

ისე ლენუსს მადლობა ეწერა და რახან მომმართავდა, უფრო გავუმართე, მიმართვის წინ მძიმე ჩავუმატე და ობიექტური პირის ნიშანიც ჩავუსვი smile.gif


პრინციპში, ზმნა ძველთაგანვე მაინც ''პოვაა'' და ნ მერე ჩაემატა და ისიც არა უშუალოდ ზმნაში, არამედ მისგან წარმოებულ სახელზმნებში და მიმღეობებში გვხდება. მაგალითად: პოვნა, მპოვნელი, პოვნილი. ზმნები: ვპოვე, მოვიპოვე, ვიპოვე, ჰპოვა და მისთ.

ციტატა(Lenus @ Jan 20 2008, 10:14 PM) *

9 თანხმოვნიანი არ ვიცი, მაგრამ 8-იანები კი:
გვფრცქვნის, და გვბრდღვნის! smile.gif

ოოო, ბრდღვნაა, ანუ თვლაში ამერია biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 21 2008, 10:10 PM
პოსტი #294


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(Lenus @ Jan 21 2008, 07:23 PM) *

ოო, მე მეგონა მადლობაც შეიძლებოდა, ანუ ზმნის გამოყენებას არ ვაპირებდი...
თან წავისკოლისმოსწავლე wink.gif

''პარდონ, მაგრამ არ ''მევასება'' მადლობა-ს ასე ხმარება და ''წავისვეცკე'' biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 25 2008, 05:09 PM
პოსტი #295


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ცქნაფო მასწ.
ტექსტში ციტატას რომ ვწერთ ბრჭყალებში, სასვენი ნიშანი ბრჭყალების მერე იწერება, თუ წინ?
მაგალითად აქ: ამიტომაც შეგვაგონებს ჩვენი დიდი წინაპარი შოთა რუსთაველი: „რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია“. - ჩემი აზრით სწორად წერია, მაგრამ მინახავს ხოლმე პირიქითაც, ასე: ამიტომაც შეგვაგონებს ჩვენი დიდი წინაპარი შოთა რუსთაველი: „რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია.“


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 25 2008, 05:19 PM
პოსტი #296


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(მარიამი @ Jan 25 2008, 06:09 PM) *

ცქნაფო მასწ.
ტექსტში ციტატას რომ ვწერთ ბრჭყალებში, სასვენი ნიშანი ბრჭყალების მერე იწერება, თუ წინ?
მაგალითად აქ: ამიტომაც შეგვაგონებს ჩვენი დიდი წინაპარი შოთა რუსთაველი: „რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია“. - ჩემი აზრით, სწორად წერია, მაგრამ მინახავს ხოლმე პირიქითაც, ასე: ამიტომაც შეგვაგონებს ჩვენი დიდი წინაპარი შოთა რუსთაველი: „რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია.“

თუ სასვენი ნიშანი, ციტატას ეკუთვნის, შიგნით უნდა. თუ ზოგადად წინადადებისაა, მაშინ - გარეთ. ეგ სწორია.

პ.ს. იქ მძიმე ჩაგიმატე tongue.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 25 2008, 05:27 PM
პოსტი #297


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
თუ სასვენი ნიშანი, ციტატას ეკუთვნის, შიგნით უნდა. თუ ზოგადად წინადადებისაა, მაშინ - გარეთ. ეგ სწორია.

და თუ ასეთი სიტუაციაა: ციტატა მთავრდება ძახილის ნიშნით - ეს ძახილის ნიშანი ციტატას ეკუთვნის. და ამ ციტატით მთავრდება აბზაციც. მაშინ ბრჭყალების გარეთ არაფერი აღარ უნდა ხომ? ანუ ასე: "ააა!" და არა "ააა!".
ციტატა
პ.ს. იქ მძიმე ჩაგიმატე tongue.gif

სწორად მოიქეცი wink.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 25 2008, 05:41 PM
პოსტი #298


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(მარიამი @ Jan 25 2008, 06:27 PM) *

და თუ ასეთი სიტუაციაა: ციტატა მთავრდება ძახილის ნიშნით - ეს ძახილის ნიშანი ციტატას ეკუთვნის. და ამ ციტატით მთავრდება აბზაციც. მაშინ ბრჭყალების გარეთ არაფერი აღარ უნდა ხომ? ანუ ასე: "ააა!" და არა "ააა!".



უნდა, ასე მახსოვს. wink.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 26 2008, 01:38 PM
პოსტი #299


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(Lenus @ Jan 26 2008, 11:08 AM) *

თამარი_ცქნაფო

თამარი მასწ, biggrin.gif biggrin.gif

წარჩინებული მასწავლებლის ასეთ წარჩნებულ მოსწავლეს, აბა ასეთები ეკადრება?? wink.gif
ცნობილი სერიიდან არის მაგრამ ამან დამაინტერესა, მეც არ ვიცი სწორი ფორმა smile.gif



მასწ? ჩემს პოსტებს რატომ უგულებელჰყოფთ (აუ რა სიტყვა დავწერე..smile.gif) ?
ხო კარგად ვიქცევი, არც ვლაპარკობ გაკვეთილზე, დავალებებსაც ვასრულებ. რა ვიცი რა, დღიურიც სულ დამაქვს...

huh.gif ვერ გავიგე, რა გინდა?

კაიროსმა დაწერა ასე და ამას ამბობ? unsure.gif laugh.gif

შემეშვით, ვაააჰ! დღეს ერთი ნაცნობი მომადგა, მომამზადე, დედას გაფიცებ და დიდი კაცი რომ გავხდები, გადაგიხდიო. წუხელ დაქალის ქმარმა მთხოვა, აუ, ცოტა დამეხმარე და მომამზადეო biggrin.gif

გავიპუტები ცოცხლად რა sad.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 26 2008, 01:49 PM
პოსტი #300


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(Lenus @ Jan 26 2008, 02:47 PM) *

ვხუმრობ ცქნაფო, რა უნდა მინდოდეს. smile.gif
თუ იცი სწორი ფორმა დაწერე, მაინტერესებდა, ვინ დაწერა რა მნიშვნელობა აქვს.

ხმას არ გაგცემ, შენ თუ ასე განიცდი wink.gif

ვიხუმრე blink.gif

ანი გაინტერესებს ''ბოდიში'' სწორია თუ არა?


არა, არაა სწორი. უნდა იყოს ბოდიში, გამარჯობა. თ-ს გარეშე smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V « < 13 14 15 16 17 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2025 - 04:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი