IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V « < 25 26 27 28 29 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!''
თამარი_ცქნაფო
პოსტი Apr 16 2010, 05:31 PM
პოსტი #521


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



Atman
მაგ ასოებს რომ დიდი დატვირტვა დ ამნიშვნელობა ჰქონოდა, დღესაც დააბრუნებდნენ.

ისე ჯერ ქართული ანბანის წარმომავლობით დაგეწყო. კარგი წიგნი აქვს თამაზ გამყრელიძეს. განსაკუთრებით მაგ ხუთი ასოს არსებობისა და ანბანში ადგილის წარმომავლობის შესახებ დაგაინტერესებს. ნუ მიაკსდები მხოლოდ ქაფიანიძის და მავანთა მესიანისტურ იდეებს biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 16 2010, 05:41 PM
პოსტი #522


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



თამარი_ცქნაფო

ციტატა
ისე ჯერ ქართული ანბანის წარმომავლობით დაგეწყო. კარგი წიგნი აქვს თამაზ გამყრელიძეს. განსაკუთრებით მაგ ხუთი ასოს არსებობისა და ანბანში ადგილის წარმომავლობის შესახებ დაგაინტერესებს. ნუ მიაკსდები მხოლოდ ქაფიანიძის და მავანთა მესიანისტურ იდეებს


ეგ კაი გამახსენე, ქაფიანიძეც უნდა წავიკითხო biggrin.gif

IPB-ს სურათი

ა(1)+თ(9)=ი(10)

აქ არის რომელიმე ასო ზედმეტი? ყველას თავისი ფუნქცია და ციფრული მნიშვნელობა აქვს. როგორ შეიძლება ანბანს რამე მოაკლო? ენა ცოცხალი ორგანიზმია და შემთხვევით მასში არაფერია. მითუმეტეს ციფრების მაგივრად ასოები იხმარებოდა ადრე, სანამ არაბული ციფრები შემოვიდოდა და ყველა ასოს თავისი ციფრული მნიშვნელობა ჰქონდა.

არ მომწონს რაღაც ეს ამბავი. ილიასგანაც მიკვირს sad.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Apr 16 2010, 05:44 PM
პოსტი #523


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(Atman @ Apr 16 2010, 05:41 PM) *

თამარი_ცქნაფო
ეგ კაი გამახსენე, ქაფიანიძეც უნდა წავიკითხო biggrin.gif

IPB-ს სურათი

ა(1)+თ(9)=ი(10)

აქ არის რომელიმე ასო ზედმეტი? ყველას თავისი ფუნქცია და ციფრული მნიშვნელობა აქვს. როგორ შეიძლება ანბანს რამე მოაკლო? ენა ცოცხალი ორგანიზმია და შემთხვევით მასში არაფერია. მითუმეტეს ციფრების მაგივრად ასოები იხმარებოდა ადრე, სანამ არაბული ციფრები შემოვიდოდა და ყველა ასოს თავისი ციფრული მნიშვნელობა ჰქონდა.

არ მომწონს რაღაც ეს ამბავი. ილიასგანაც მიკვირს sad.gif

ეგ რიგი იმის დასტურია, რომ ჩვენი ანბანი ბერძნულის რიგის მსგავსადაა და ამის გამო ზოგიერთი ასო, მაგალითად ე.წ. ე მერვე მერვე ადგილას ზის. ბერძნულში მაგ ადგილას H ეს ასოა, ე-დ იკითხება, ქართულს კი ამ ე მერვის საჭიროება არ ჰქონდა, ნელ-ნელა განიდევნა ხმარებიდან. ქართულში ორი ე რად გვინდა, გაფიცებ, მითხარი? biggrin.gif

მოკლედ რა, ჯერ ენის ისტორიას ჩაუჯექი და ეგეთი კითხვებიც გაგიქრება biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 16 2010, 05:48 PM
პოსტი #524


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



თამარი_ცქნაფო
ციტატა
ეგ რიგი იმის დასტურია, რომ ჩვენი ანბანი ბერძნულის რიგის მსგავსადაა და ამის გამო ზოგიერთი ასო, მაგალითად ე.წ. ე მერვე მერვე ადგილას ზის. ბერძნულში მაგ ადგილას H ეს ასოა, ე-დ იკითხება, ქართულს კი ამ ე მერვის საჭიროება არ ჰქონდა, ნელ-ნელა განიდევნა ხმარებიდან. ქართულში ორი ე რად გვინდა, გაფიცებ, მითხარი?


და მაინც... ქართველები 1 საუკუნეში გაცილებით უფრო ბრძენები იყვნენ ვიდრე 20-ში. თან არის ერთი ასო ამოღებულ ასოთაგან, რომელიც ღმერთის სახელს აღნიშნავს სანსკრიტზე და მის ფორმასაც უდიდესი დატვირთვა აქვს...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Apr 16 2010, 06:03 PM
პოსტი #525


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



Atman

კაი ახლა გეხვეწები, ე მერვეთი და იოტათი რომ მქონდე სსაწერი ხო გადავდგებოდი ჭკუიდან biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Apr 16 2010, 06:07 PM
პოსტი #526


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(Atman @ Apr 16 2010, 05:48 PM) *

თამარი_ცქნაფო
და მაინც... ქართველები 1 საუკუნეში გაცილებით უფრო ბრძენები იყვნენ ვიდრე 20-ში. თან არის ერთი ასო ამოღებულ ასოთაგან, რომელიც ღმერთის სახელს აღნიშნავს სანსკრიტზე და მის ფორმასაც უდიდესი დატვირთვა აქვს...

ასეც ვიცოდი, რომ იქითკენ უმიზნებდი.

biggrin.gif

რა ტყუილად ვილაყბე dry.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 16 2010, 06:13 PM
პოსტი #527


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ნანინა

ახლა ფიქრობ ეგრე თორე მიჩვეული როცა ხარ არაფერი არაა ძნელი

ბგერას ძალიან დიდი დანიშნულება აქვს. ბოლოს და ბოლოს პირველად ბგერა იყო (სიტყვა)....

"ჰ" ასოც ამოვიღოთ, რა საჭიროა? რუსულივით "ხ" ვიხმაროთ მარტო.]

ეს ნანახი გაქვს?
http://www.myvideo.ge/?video_id=680004
http://www.myvideo.ge/?video_id=680006
http://www.myvideo.ge/?video_id=680010
http://www.myvideo.ge/?video_id=680012

ნახე და მიხვდები რამხელა მნიშვნელობა აქვს ძველქართულ ანბანს.

თამარი_ცქნაფო
ციტატა
ასეც ვიცოდი, რომ იქითკენ უმიზნებდი. რა ტყუილად ვილაყბე


აზრიანად ვლაყბობთ ვინმე აქ? biggrin.gif

აუ ვინმეს ხომ არ გაქვთ რაულ მამალაძის წიგნი რომ მათხოვოთ?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Apr 16 2010, 06:55 PM
პოსტი #528


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
"ჰ" ასოც ამოვიღოთ, რა საჭიროა? რუსულივით "ხ" ვიხმაროთ მარტო.]


"ჰ" აკაკიმ გადაარჩინა, ერთი ისტორია გამიგია ბავშვობაში:

აკაკის უთხრეს ილიამ "ჰ" ასო ზედმეტიაო, აკაკიმ უპასუხა, რომ "ილიას ჭკუა ქონია-ო" ("ჰ"-ს გარეშე).

ილიას ამის შემდეგ აღარ დაუსვამს "ჰ"-ს ამორების საკითხი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 16 2010, 06:58 PM
პოსტი #529


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



damiane80
ციტატა
"ჰ" აკაკიმ გადაარჩინა, ერთი ისტორია გამიგია ბავშვობაში:აკაკის უთხრეს ილიამ "ჰ" ასო ზედმეტიაო, აკაკიმ უპასუხა, რომ "ილიას ჭკუა ქონია-ო" ("ჰ"-ს გარეშე). ილიას ამის შემდეგ აღარ დაუსვამს "ჰ"-ს ამორების საკითხი


მაგრად მიყვარს აკაკი! biggrin.gif ილიას უაღრესად ვაფასებ, მაგრამ ყველაზე შესაფერისი სიტყვა რაც მასზე შემიძლია ვიხმარო არის "უაღრესად" biggrin.gif

აკაკიც წმინდანად უნდა შეერაცხათ ჩემი აზრით smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Apr 30 2010, 11:39 PM
პოსტი #530


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



სენსაცია ქართულ ენათმეცნიერებაში – იოანე ზოსიმეს წერილი გაშიფრულია!!!!

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=47180&Itemid=1

აბა ამას გადახედეთ.

დაშიფრვის შესახებ წერია და ეს დაშიფრვა ეყრდნობაო

ციტატა
რამაზ პატარიძემ თავის დროზე ქართულ ანბანში ამოიკითხა ე.წ. ქართული (უზუსტესი) კალენდარი, რომელიც ყოველ 128 წელიწადში თვითონ კორექტირდება და ტროპიკულ წელიწადთან მიმართებაში 1 წმ.-ის სხვაობას იძლევა, მას მხოლოდ 86400 წელში ერთხელ დასჭირდება კორექტირება (ჩვენი დღევანდელი კალენდარი, რომელსაც ვიყენებთ ყოველ 128 წელში ერთდღიან კორექტირებას ითხოვს)


საინტერესო რაღაცეები წერია...

ციტატა
- საქმე იმაშია, რომ იოანე-ზოსიმესეული “ქართული ენის სასწაული _ 94~, ზემოხსენებული კალენდრის შიფრია (რამაზ პატარიძის ანბანში და ჩვენგან სიტყვაში მიგნებული კალენდრის). ისევე, როგორც მთელი ხელნაწერის რიცხვ-ნიშნების მთლიანი ჯამია, ისევ იმ კალენდრის რიცხვული მტკიცება... თანაც დამტკიცდა, რომ ქართულ ლექსიკაში ეს ამოცანის ერთადერთი ამოხსნაა (!). გესმით, სხვა ამონახსნი არ არსებობს. მოკლედ ამ ვარიანტში “სასწაული~ ეს ქართული კალენდარია. ფიგურალურად თუ ვიტყვით, სამად გაჭრილი ნახატიდან, რომლიდანაც ერთს რამაზ პატარიძემ მიაგნო, მეორე იოანე-ზოსიმემ მოგვცა, მე ხელთ შემრჩა შუა ნაწილი, რომელიც ორგანულად მოერგო ორივეს და აღადგინა მთელი სურათი... აქ ყველაფერი ცხადია და სკეპტიკოსთა წინააღმდეგობა ამაო ხდება. ნახსენები სურათი იმდენად ლამაზი და მრავალწახნაგოვანი აღმოჩნდა, გაოცდებით... არ მიკვირს მისი ღვთიურობა. ამაზე მეტს საპატრიარქოს რეაქციამდე ვერაფერს მოგახსენებთ... რადგან ხელნაწერის სასწაულები აქ კი არ მთავრდება, პირიქით აქ იწყება...


ციტატა
- იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი იმდენად მრავალწახნაგოვანია, ძნელია ორიოდე სიტყვით თქმა. როგორც კი ვკონკრეტდები, უკმარისობის გრძნობა მიჩნდება. მაინც ვცდი. წიგნში დამტკიცებულია: იოანე-ზოსიმემ ქართულ სიტყვაში მიაგნო ქართულ კალენდარს, რომელსაც ბადალი არ მოეპოვება, ანუ ნახა სწავლულთა მიერ ხელოვნურად შექმნილი ქართული სიტყვები, სავარაუდოდ არაერთი (ქურუმთა საიდუმლო ენის ნაშთები?!) და დაწერა: “ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს.~ მან ქართულ ანბანსა და სახარებაში მიაკვლია ლაზარეს აღდგინების ანალოგიურ სიუჟეტებს და გვითხრა: “სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან.~ ანუ გააჩინა ლაზარესავით მისი გარდაუვალი აღდგინების იმედი. მისი ხელნაწერის შიფრის, ე.წ. ქართული ჰემატრიის შესაძლებლობები გაცილებით ფართოა და ქართული ლექსიკის გარკვეულ არეალს მოიცავს...


მე ძალიან დამაინტერესა, თქვენ რას იტყვით?

აუჰ არ მოვდე მთელ ფორუმს? biggrin.gif მარა სულ უკეთEს და უკეთეს თემებს ვნახულობ ამის დასადებად ხოლმე და. smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Apr 30 2010, 11:40 PM
პოსტი #531


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



უჩა
საბოლოოდ რას მიაკვლია იმ კაცმა მაინც ვერ გავიგე biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Apr 30 2010, 11:41 PM
პოსტი #532


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ikanosi
მეც ვერ გავიგე და მაგიტო ვკითხულობ, ინებ ვინმემ იცოდესთქო. smile.gif
ფატია რომ რაღაც აღმოაჩინა...

რიავიცი რავიცი აბა...


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 1 2010, 01:01 AM
პოსტი #533


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ჯე ერთი, ეს თემა ორთოგრაფიზეა, მეორეც - სხვა თემაა ამ საკითხებისთვის და მესამე, უმთავრესი _ ეგეთი ზღაპრების არ მჯერა! ბევრი ყოფილა ასეთი ''აღმოჩენით'' აღტკინებული...


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი May 1 2010, 01:09 AM
პოსტი #534


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ეგრე პავლე ინგოროყვასაც ეგონა თავის დროზე რომ ნევმები გაშიფრა მარა დღემდე თავს იმტვრევენ იმის გაშიფვრაზე biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 1 2010, 01:10 AM
პოსტი #535


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ნანინა @ May 1 2010, 01:09 AM) *

ეგრე პავლე ინგოროყვასაც ეგონა თავის დროზე რომ ნევმები გაშიფრა მარა დღემდე თავს იმტვრევენ იმის გაშიფვრაზე biggrin.gif

ნიკო მარს ეგონა ''ვეფხსიტყაოსნის'' წყაროს მიაგნო biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი May 1 2010, 01:11 AM
პოსტი #536


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



თამარი_ცქნაფო
"ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანებიო" ხო? biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 1 2010, 01:18 AM
პოსტი #537


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ნანინა @ May 1 2010, 01:11 AM) *

თამარი_ცქნაფო
"ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანებიო" ხო? biggrin.gif

''შარიარ ნამე'' ტი ჩტო biggrin.gif
ავთანდილი მიზგითში ლოცულობდა, ამაზე მეტი საბუთი რა გინდაო biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 14 2010, 09:53 AM
პოსტი #538


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ისევ მეზობელი ფორუმიდან a075.gif


"რატომ ვერავინ მიხვდა ვინ იყო იოანე ნათლისმცემელი? ელია? მესია? ქრისტემ მიანიშნა რომ ელია იყო იგი, რომელიც უნდა მოვიდესო... ახლა რას ამბობს იოანე თავსი თავზე: ", ...რასა იტყჳ შენთჳს? 23. და თქუა: მე – ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი"(სახარებაჲ იოვანეს თავი 1) ახლა თანამედროვე ქართულით დავწერ იგივე წერილს: " რას იტყვი შენზე?

23. მან თქვა: მე ვარ ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა..."(იოანეს სახარება თავი 1) რას ამბობს რომ იგი არის ხმა უდაბნოში მღაღადებლის... ვინ არის უდაბნოში მღაღადებელი? და რას ნიშნავს ჴმაჲ , ხმა?!
ეს არის ქართული ანბანი მისი სამი სამება დამწერლობით, ნახეთ პირ–ველი ასოები ამ სიტყვებისა. უცური, ხედრული, სომთავრული...
დაინახეთ?"


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი May 14 2010, 12:51 PM
პოსტი #539


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



Atman
ციტატა
ა(1)+თ(9)=ი(10)

ყველა ხომ არ ემთხვევა..


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+ვახტანგი+
პოსტი Jun 23 2010, 11:56 AM
პოსტი #540


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 25-March 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,721



თუ იცით ძველი ქართულის თავისებურება "სამეს" როდის იხმარებოდა?


"ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი; 5. დევნოს სამე მტერმან სული ჩემი" (ფს 7; 4)



გან-სამე-უკუე-ვვარდე - ახალ ქართულში განვვარდე.


--------------------
"ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V « < 25 26 27 28 29 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2025 - 06:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი