IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V « < 26 27 28 29 30 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!''
მარიამი
პოსტი Aug 16 2010, 02:06 PM
პოსტი #541


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



"ყარაული", "საყარაულო" ქართული სიტყვებია? "დარაჯი" და "სადარაჯო" ხომ არ უნდა იყოს ამათ ნაცვლად?

პ.ს.
ზემოთა პოსტის კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებს.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Aug 16 2010, 02:19 PM
პოსტი #542


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



მარიამი
გუშაგი და საგუშაგო?


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 16 2010, 02:27 PM
პოსტი #543


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(lingvo @ Aug 16 2010, 02:19 PM) *

მარიამი
გუშაგი და საგუშაგო?

ეგ მგონი ორივეს ჯობია. მაგრამ "ყარაული" რამდენად დასაშვებია ქართულ ენაში ეგ მაინც მაინტერესებს. ბარბარიზმად ითვლება თუ შეიძლება გამოყენება?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 16 2010, 02:29 PM
პოსტი #544


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



+ვახტანგი+
ციტატა
თუ იცით ძველი ქართულის თავისებურება "სამეს" როდის იხმარებოდა?

= სადმე

მარიამი
ყარაული ქართული არ არის ეტიმოლოგია არ მახსენდება. დარაჯი არის სუფთა სპარსული, "დარე" - კარი (შდრ. დარიალი <-- დარე ალან <-- ოვსთა კარი), "-ჯი" - პროფესიის მაწარმოებელი სუფიქსი (სუფრაჯი...)

გუშაგი არის უფრო ძველი, მაგრამ სომხური წარმოშობის - "გუშ" - კარი, გუშაკ - მეკარე

ქართული არის კარი, მეკარე....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Aug 16 2010, 02:29 PM
პოსტი #545


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა
ეგ მგონი ორივეს ჯობია. მაგრამ "ყარაული" რამდენად დასაშვებია ქართულ ენაში ეგ მაინც მაინტერესებს. ბარბარიზმად ითვლება თუ შეიძლება გამოყენება?

რუსულშიც ხომ არის караул! smile.gif
მემგონი რუსული ფესვები უნდა ქონდეს...


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 16 2010, 02:36 PM
პოსტი #546


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



კანონისტი
კონტექსტი ასეთია: ვენახებში საყარაულო გოდოლებსაც აგებდნენ, რომელზეც ვენახის მცველი იყო ხოლმე... ვენახის დაცვა-ყარაულობა ადვილი საქმე არ არის. ორიგინალში (უფრო სწორად, თარგმანში) ასე წერია.
აქ "კარი" და "მეკარე" მგონი არ წავა. "გუშაგი" და "დარაჯი" შეიძლება არა-ქართული წარმოშობის სიტყვებია, მაგრამ უკვე დამკვიდრებულია სალიტერატურო ენაში. აი "ყარაულზე" კი ეჭვი მეპარება ასე იყოს. ბარბარიზმი უფრო მგონია.

ციტატა(lingvo @ Aug 16 2010, 02:29 PM) *

რუსულშიც ხომ არის караул! smile.gif
მემგონი რუსული ფესვები უნდა ქონდეს...

მეც მასე ვფიქრობ.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 16 2010, 02:48 PM
პოსტი #547


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მარიამი
ყარაული არ ითვლება ბარბარიზმად. ისე კი, გუშაგი სჯობს ყველას.

lingvo
ციტატა
რუსულშიც ხომ არის караул!

არა ვახო. ეგრე რუსულშიც არის чай მაგრამ თურქულიდან არის შესული იქაც და ჩვენშიც smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Sep 10 2010, 02:34 PM
პოსტი #548


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



მარიამი
კანონისტი

თქვენი ბოლო პოსტები გადატანილია "კითხვების და თხოვნების" თემაში http://church.ge/index.php?showtopic=4448&st=40


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გუდაგუდა
პოსტი Oct 21 2010, 10:57 PM
პოსტი #549


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 155
რეგისტრ.: 15-October 10
წევრი № 9,642



ციტატა(თამარი @ Nov 18 2006, 10:22 PM) *

ამ თემის გახსნა კარგა ხანია მინდოდა. დიდი არც არაფერი, მაგრამ ეს ცოტათი მაინც დაგვეხმარება, ვწეროთ ასე თუ ისე გამართულად. დავსვათ კითხვები, ვუპასუხოთ, რატომ არის ერთი ფორმა მართებული და მეორე - გაუმართავი.... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვისაუბროთ გამართული ქართულით, თუნდაც სულ მცირედით შევეცადოთ....
და რადგანაც თემა მე გავხსენი, თავს უფელბას მივცემ, აქ შემჩნეული რამდენიმე მაგალითი გავასწორო smile.gif
1. ხშირად იწერება რამოდენიმე, სინამდვილეში აქ არაფერ შუაშია: ფუძეა რამდენი+მე ნაწილაკი. ასე რომ, სწორი ფორმაა: რამდენიმე.
2. არასწორია: საქმე იმაშია. ეს რუსულის კალკია. ნუთუ შეიძლება, რომ საქმე რამე-ში იყოს? თუ საქმის არსის გაგება გვსურს, უნდა ვთქვათ: საქმე ისაა, რომ...
3. თითოეული ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, მათთაგანი. ეს ნაცვალსახელები გან თანდებულის დართვისას აღარ ინარჩუნებს ბრუნვის ნიშანს და ვიღებთ მართებულ ფორმებს: ჩვენგანი, თქვენგანი, მათგანი. ადრე მათთაგანი და მათგანი პარალელურ ფორმებად მიიჩნეოდა, დღეს ეს ფორმაც თა-ს გარეშე იხმარება.
4. საპატრიარქოში და სამღვდელოებაში გავრცელებულია ფორმა: მონოზონი და მიიჩნევენ, რომ ეს მოდის სიტყვა მონო-დან. თუმცა როგორც ძველი ტექსტების საკმაოდ ნორმალურმა მცოდნემ, შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რამ არსად გვხდება, არც ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის ძველი და ახალი გამოცემები იზიარებენ ამ სიტყვის მართებულობას, ენათმეცნიერთა ვარაუდით, შეცდომა დიალექტური ფორმის აღრევით არის გამოწვეული. დიალექტური ფორმაა მოლოზონი, მოლაზონი. მოკლედ, მართებულია მონაზონი. თუ არ გჯერათ, სულ ცოტა, ხანძთელის ტექსტს ჩახედეთ.
5. ბერ-მონაზონი იწერება ერთად, დეფისის გარეშე: ბერმონაზონი, ბერმონაზვნური, ბერმონაზვნები. დეფისით იწერება მღვდელ-მონაზონი.
დანარჩენს შემდეგ გავაგრძელებ. თქვენც დამეხმარეთ, დაწერეთ მართებული და გაუმართავი ფორმები. ან დავსავთ კითხვები და თუ ვიცით, ვუპასუხოთ.

მეც დავამატებ თუ შეიძლება smile.gif
შეცდომაა განთავისუფლება, განთავისუფლდა, სწორეა გათავისუფლება,გათავისუფლდა
შეცდომაა ქორწილზე, ნათლობაში. სწორეა ქორწილში, ნათლობაზე
შეცდომაა აღარაფერი აღარ არის სწორეა აღარაფერია (რადგან ორი უარყოფითი სიტყვა ერთ წინადადებაში არ შეიძლება) biggrin.gif
შეცდომაა ავღნიშნო, სწორეა აღვნიშნო
ეს ისე, გამახსენდა 5 წლის წინ ნასწავლი biggrin.gif


--------------------
WwW.sarwmunoeba.Ucoz.Ru

----------------------------------------
"გულგრილად შეხვდი ყოველ ქებას, ყოველ ძაგებას,
და სულელს ნუღარ ეკამათები!"

----------------------------------------
"ერთმანეთს სიყვარულში უნდა შევეჯიბროთ" -ილია მეორე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Oct 27 2010, 06:57 PM
პოსტი #550


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



გუდაგუდა
მაგრამ ის კი აღარ გაგახსენდა,რომ სწორია (და არა: სწორეა) smile.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გუდაგუდა
პოსტი Oct 31 2010, 06:48 PM
პოსტი #551


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 155
რეგისტრ.: 15-October 10
წევრი № 9,642



ციტატა(სოფი @ Oct 27 2010, 07:57 PM) *

გუდაგუდა
მაგრამ ის კი აღარ გაგახსენდა,რომ სწორია (და არა: სწორეა) smile.gif

huh.gif ეგ არ გამხსენებია ნამდვილად rolleyes.gif smile.gif


--------------------
WwW.sarwmunoeba.Ucoz.Ru

----------------------------------------
"გულგრილად შეხვდი ყოველ ქებას, ყოველ ძაგებას,
და სულელს ნუღარ ეკამათები!"

----------------------------------------
"ერთმანეთს სიყვარულში უნდა შევეჯიბროთ" -ილია მეორე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Oct 31 2010, 09:50 PM
პოსტი #552


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



მჯერავს თუ მჯერა biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 31 2010, 11:23 PM
პოსტი #553


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ikanosi
მჯერა


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 1 2010, 10:24 AM
პოსტი #554


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ჩავიცვ-ამ და არა ჩავიცმევ

ჩაც-მა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Nov 1 2010, 02:43 PM
პოსტი #555


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



კანონისტი

"მე ვსთქუ, ღმერთი სამე ხართ."

აქ როგორ არის? სამე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 1 2010, 03:43 PM
პოსტი #556


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



აკაკი
ღმერთნი სამე ხართ... და არა ღმერთი.

სამე = სადმე (როგორც ვიცი)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Nov 1 2010, 04:04 PM
პოსტი #557


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



აი ეხლა ვნახე...

სამე – მართლაც, ნამდვილად

http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/leksikoni_dz.htm#s
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი May 11 2011, 12:59 PM
პოსტი #558


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ბარბარიზმი უცხო სიტყვების საჭიროების გარეშე გამოყენებაა. თანამედროვე მეტყველებაში მრავლადაა შემორჩენილი რუსული ბარბარიზმები, რაც ჩვენი საბჭოური წარსულის დამსახურებაა. ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში ხშირად ვხვდებით ”აჯიმანიას”, ”კაშნს”, ”ბუკეტს” და ა.შ. ყველა მათგანს აქვს ქართული შესატყვისი: ”აზიდვა”,”შარფი”, ”თაიგული” და ა.შ. მაგრამ ”რუსულ გადმონაშთებზე” უარესი სხვა რამაა. ”ბარბარიზმების პრობლემა უფრო მძაფრად აღიქმება ”დამპყრობელი ერის” მიმართ, ვიდრე ენათა კულტურული ურთიერთქმედებების დროს.” სწორედ ასეთი ურთიერთობა ინგლისურთან მნიშვნელოვნად აზიანებს ქართულ ენას. არავინ დაობდა იმაზე, რომ რუსულიდან შემოსული ”ტრენერი” და ”ტრენიროვკა” ბარბარიზმი იყო. დღეს კი ინგლისურის გზით შემოსული იგივე სიტყვები (ტრენერი და ტრენინგი) უმტკივნეულოდ იმკვიდრებს ადგილს. ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ამჟამად ქართული ენა ყველაზე მეტად სწორედ ინგლისური ბარბარიზმებით ბინძურდება. ამ მხრივ კი ყველაზე მეტს სწორედ ჟურნალისტები და ის პოლიტიკოსები სცოდავენ, რომლებიც მუდმივად ჩანან ეკრანზე… ინგლისური სიტყვების აუცილებლობის გარეშე გამოყენებით ცდილობენ ხაზი გაუსვან თავიანთ განათლებულობას. რუსული ბარბარიზმები ახლა ყურს ჭრის და ადვილად ხვდებიან, რომ მისი გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ ინგლისურიდან შემოსული სიტყვები არ აღიქმება ბარბარიზმებად, პირიქით, თითქოს აუცილებლობაც კი გახდა მათი გამოყენება. ასეთი დამოკიდებულება შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს ქართული ენისათვის, რადგან უცხოური სიტყვები შეუმჩნევლად ანაცვლებს ქართულს. აქ საუბარი არაა ინტერნაციონალურ სიტყვებზე (კომპიუტერი, პროცესორი და სხვ.), რომელთა შემოსვლა და დამკვიდრება ტექნოლოგიურმა თუ სხვა სახის ცვლილებებმა გამოიწვია. საქმე ეხება ისეთ სიტყვებს, როგორიცაა, მაგალითად, პრიორიტეტული (უპირატესი), კრეატიული (შემოქმედებითი), რეზულტატი (შედეგი), ივენთი (ღონისძიება), ექსპერიმენტი (ცდა), აუთლაინი (მონახაზი), მესიჯი (შეტყობინება, გზავნილი), რიმეიქი (გადამუშავება), მეილი (ფოსტა), ფეშენვიქი (მოდის კვირეული), უიქენდი (შაბათ-კვირა) და ა.შ. ქართველი ჟურნალისტები, როგორც წესი, უპირატესობას უცხოურ სიტყვებს ანიჭებენ. ამიტომ რიგითი მაყურებლისთვის, რომელსაც ხელში არ უჭირავს განმარტებითი ლექსიკონი, გაუგებარი რჩება, რის შესახებ საუბრობს ჟურნალისტი.

უცხოური სიტყვების შემოტანის, მათი ქართულ ენასთან შესაბამისობაში მოქცევისა და დამკვიდრების საკითხების გადასაჭრელად სხვადასხვა ორგანოები არსებობდა. ბოლოს იყო ენის სახელმწიფო პალატა, რომელიც 1998 წელს ჩამოყალიბდა და 2004 წელს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმეს. ის თვალყურს ადევნებდა სალიტერატურო ენის ნორმათა დამკვიდრებას, აკონტროლებდა ყველა უწყებაში სახელწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას. მსგავსი ორგანოები საქართველოში 1921 წლიდან ფუნქციონირებდა: ტერმინოლოგიათა შემმუშავებელი სამეცნიერო საბჭო (1921 წ. ხელმძღვანელი ივ. ჯავახიშვილი), სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია (1934 წ.), ნორმათა დამდგენი კომისია (1946 წ. ხელმძღვანელობდნენ ჯერ ს. ჯანაშია, შემდეგ – ა. შანიძე), სალიტერატურო ნორმათა დამდგენი მუდმივი კომისია (1953 წ). დღევანდელი ხელისუფლება კი რატომღაც არ მიიჩნევს საჭიროდ მსგავსი კომისიის არსებობას. არადა ყველაზე მეტად სწორედ ახლაა საჭირო მსგავსი ორგანოს არსებობა, რათა გაკონტროლდეს, თუ რა ისმის ყოველდღიურად ტელე ეთერიდან, რა იწერება ბეჭდვით მედიაში… მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს უცხო ენების სწავლება და მსოფლიო მასშტაბითაც ერთეული ენები იწყებენ გაბატონებას.

თავის მხრივ, ჟურნალისტებმაც უნდა გაიაზრონ, რომ ქართული ენის ნორმების დაცვა აუცილებელია. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მათი საუბარი მაგალითი ხდება მაყურებლისა თუ მკითხველისათვის.


მოამზადა სალომე ლილუაშვილმა

http://www.ambioni.ge/qartuli-ena-da-tanamedrove-media/


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მანანა
პოსტი Nov 22 2011, 12:51 AM
პოსტი #559


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 16-November 06
წევრი № 483



ვინმეს ხომ არ მოეპოვება ნეიმანის სინონიმთა ლექსიკონის ელექტრონული ვერსია? წინასწარ მადლობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Mar 23 2012, 12:42 AM
პოსტი #560


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



მანანა

იქნებ ამათ დაუკავშირდეთ smile.gif)

http://mmi.ge/index.php?newsid=471
წიგნის ელექტრონული ვერსიის მისაღებად მოგვმართედ ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას ელ-ფოსტაზე: library@mml.ge


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V « < 26 27 28 29 30 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 03:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი