IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> კომანი
ზვარე
პოსტი Mar 19 2008, 03:50 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



სოხუმის რაიონში არის პატარა სოფელი კომანი. წმ. მოწამე ვასილისკოს წამების ადგილი, აქვე სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა წმ. იოანე ოქროპირმა. აქვე აღესრულნენ ახალმოწამენი იპოდიაკონი გიორგი და მღვდელმონაზონი ანდრია.

გთხოვთ, თუ გაქვთ ამ ადგილის ფოტომასალა, ან რაიმესაინტერესო ინფორმაციები ან ისტორიები გამოეხმაურეთ ამ თემას.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Mar 19 2008, 10:05 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა(ზვარე @ Mar 19 2008, 01:50 AM) *

სოხუმის რაიონში არის პატარა სოფელი კომანი. წმ. მოწამე ვასილისკოს წამების ადგილი, აქვე სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა წმ. იოანე ოქროპირმა. აქვე აღესრულნენ ახალმოწამენი იპოდიაკონი გიორგი და მღვდელმონაზონი ანდრია.

გთხოვთ, თუ გაქვთ ამ ადგილის ფოტომასალა, ან რაიმესაინტერესო ინფორმაციები ან ისტორიები გამოეხმაურეთ ამ თემას.


შეგიძლია ნახო http://www.orthodoxy.ge/biografiebi/mama_andria2.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Mar 19 2008, 11:52 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



ციტატა
შეგიძლია ნახო http://www.orthodoxy.ge/biografiebi/mama_andria2.htm

ეგ კარგია და საინტერესოა, მაგრამ შესაძლოა ფორუმელებს ბევრი სხვა საინტერესო მასალაც ჰქონდეთ. მე მართალია ფოტომასალა არა მაქვს, მაგრამ მთელი ბავშვობა იქა მაქვს გატარებული. 1.5 კმში ვცხოვრობდი ლინკში აღწერილი ადგილებიდან.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
expert:)
პოსტი Apr 4 2009, 02:28 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 20-March 09
წევრი № 6,686



კომანი. . . ჩემი უსაყვარლესი ადგილი. . . როცა დავიბრუნებთ მე იქ დედათა მონასტერს დავაარსებ !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Apr 4 2009, 02:34 PM
პოსტი #5


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ზვარე
იქნებ შენც მოგვიყვე რა ხდებოდა იქ, ნამყოფი იქნები ალბათ...კარგად გახსოვს?

იმედია დავბრუნდებით ოდესმე ...


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Apr 5 2009, 05:01 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



ციტატა
როცა დავიბრუნებთ მე იქ დედათა მონასტერს დავაარსებ !

უფალმა გისმინოთ...

მაგრამ ვილოცოთ, რომ მაგ "დაბრუნებას" შვილნი ჩვენთა შვილთანი მაინც მოესწრონ...


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kamanski
პოსტი May 9 2009, 01:37 AM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 9-May 09
წევრი № 6,967



ციტატა(ზვარე @ Mar 19 2008, 03:50 AM) *

სოხუმის რაიონში არის პატარა სოფელი კომანი. წმ. მოწამე ვასილისკოს წამების ადგილი, აქვე სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა წმ. იოანე ოქროპირმა. აქვე აღესრულნენ ახალმოწამენი იპოდიაკონი გიორგი და მღვდელმონაზონი ანდრია.

გთხოვთ, თუ გაქვთ ამ ადგილის ფოტომასალა, ან რაიმესაინტერესო ინფორმაციები ან ისტორიები გამოეხმაურეთ ამ თემას.


შემიძლია შემოგთავაზო, მაგრამ მე თვითონ ინტერნეტში მოძიებული მასალები მაქ მხოლოდ. ჯერ დასრულებული არ არი, მაგრამ თანდათან დავამატებ ხოლმე. აქ ნახე

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი May 24 2014, 03:09 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



(1-2 წლის წინ გავიგე მამა ანდრიას შესახებ ,რაღაცები წავიკიხე მის შესახებ ,რაღაცნაირად ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან...ძალიან მიყვრას და ასე რომ ცოტ-ცოტაც დავწერ კი არა და დავაკოპირებ მის შესახებ )
1966 წლის 3 აპრილს ელგუჯა ყურაშვილის ოჯახში ვაჟიშვილი დაიბადა. სახელად დაარქვეს პაატა - საქართველოს დიდი მხედართმთავრის გიორგი სააკაძის ვაჟიშვილის პაატას საპატივცემულოდ.
პაატა იყო კეთილი. უყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები. რვა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ტექნიკურ სასწავლებელში, და თან მუშაობა დაიწყო რადიო ქარხანაში . ქარხანა სახლიდან შორს იყო. იმისათვის, რომ სავალი გზა შეემოკლებინა, მან მდინარეზე ბაგირი გაჭიმა. თითქმის მთელი ხელფასი ოჯახში მოჰქონდა.
ბერი სიმონი:
მორჩილი გაბრიელი, რომელიც მოღვაწეობდა მამა ანდრიასთან ერთად სოხუმსა და კომანში. ამჟამად ბერია და მოღვაწეობს ზედაზნის მონასტერში.

მამა ანდრიამ მოგვიყვა, თუ როგორ შეიგრძნო პირველად საღმრთო წერილის სულიერი ძალა. წმიდა წერილმა ისე გაიტაცა, რომ მას მთელი კვირის განმავლობაში თავაუღებლივ კითხულობდა. ხოლო ღვთის სიტყვამ ისეთი ძალით იმოქმედა მასზე, რომ სულ მალე უარი თქვა ამსოფლის მოჩვენებით, ეფემერულ სიამოვნებაზე და თავი მთლიანად ღმერთს მიუძღვნა. ასე დაიწყო მამა ანდრიამ ასკეტური ცხოვრება.

იღუმენია, დედა თეოდორა:
ბოდბის დედათა მონასტერი

ამ არაჩვეულებრივ ადამიანს მე პირველად შევხვდი სხალთის მონასტერში. ამ დროს მამა ანდრია ჯერ კიდევ არ იყო მორჩილი, მისი სახელი იყო პაატა. ჩემი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ის იშვიათად საუბრობდა, და თუ რამეს იტყოდა, ისიც ძალიან ცოტას. მე დავინტერესდი და ვკითხე მამა ეფრემს, თუ ვინ იყო ეს ახალგაზრდა, რომლიც ყოველთვის დუმილს ამჯობინებდა. მამა ეფრემმა შეაქო პაატა და დასძინა, რომ ის დიდი მლოცველი იყო. მას შეეძლო ხანგრძლივად ელოცა ეკლესიაში წირვის დაწყებამდე. მე მახსენდება, როგორ გაემგზავრნენ ერთხელ მეუფე დანიელი და მამა ეფრემი სოხუმში. პაატამ განმარტოებით გაატარა აღდგომის მარხვა და დღესასწაულსაც მარტო შეხვდა.

მორჩილი ნანა:1992 წლის 3 აპრილს, მისი დაბადების დღეს ბერად აღკვეცეს. მას უწოდეს ანდრია (მოციქულ წმიდა ანდრია პირველწოდებულის საპატივცემულოდ, რომელმაც სახარება პირველად აჭარაში იქადაგა). იმავე წლის აგვისტოში იგი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. მისი ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ მონაზონი ქრისტინე იხსენებს, ერთხელ, ვთხოვე მამა ანდრიას ჩემთვის მოეთხრო, თუ როგორ დაიწყო მან ეკლესიური ცხოვრება. პირველად, მამა ანდრია მესაუბრა მამამისის შესახებ. მამა ძალიან უყვარდა. მათ ოჯახში რვა ბავშვი იზრდებოდა. მამამისს ძალიან ჰყვარებია ხატები. მას იმდენი ხატი შეუგროვებია, რომ მთავრობა იძულებული გახდა ხატებისათვის ორი ოთახი გამოეყო. მამა ანდრიამ მითხრა, რომ როდესაც დააპირა სხალთაში წასვლა, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი აირჩია წასაღებად.

მამა ანდრიას მიწის ნაკვეთი ჰქონდა, რომელსაც თვითონ ამუშავებდა. ამ ნაკვეთზე მოწეული მოსავალი მასაც ჰყოფნიდა და სხვებსაც. ის პურს და სეფისკვერს თვითონ აცხობდა. მამა ანდრია ფსალმუნებს ყოველდღე თავიდან ბოლომდე კითხულობდა. დღეში 200 მეტანიას აკეთებდა. შემდეგ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს დაუჯდომელს უკითხავდა და ჯანმრთელობის პარაკლისს წმიდა ანდრია პირველწოდებული ხატთან იხდიდა.

დიდთოვლობის გამო მამა ანდრია ხუთი თვის განმავლობაში სხალთის მონასტერში ჩაიკეტა. მან ეს თვეები ლოცვაში გაატარა. მოგვიანებით ის დასძენს: „რომ იცოდნენ თუ რას ნიშნავს, რა დიდი ბედნიერებაა მონასტერში განმარტოება, მიატოვებდნენ ყველაფერს, ყოველივე ამქვეყნიურს განერიდებოდნენ და ღვთისკენ მიმავალ გზას დაადგებოდნენ“.


--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი May 24 2014, 03:20 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



„ჩუმი გალობა, სავსე ნათელით“, თბილისი, 2003 წ. მამა ანდრიას ნათარგმინია,თუ იციტ არის გაყიდვაში?





--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი May 26 2014, 03:54 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



შეკითხვა: მამა ანდრია, სოფელი კომანი ყველაზე ახლოს ცხელი წერტილია ამ ომში. თქვენ რას ფიქრობთ?

მამა ანდრია: მე არავითარ შიშს არ გვრძნობ. შიშის უქონლობა ღვთისგანაა. მე ახლა არ მეშინია, რადგან ღვთის წყალობაა ჩემზე. ეკლესიაში ვარ. რა შეიძლება კიდევ ითქვას? სროლები აღარ ისმის. შეწყდა. თუმცა აქა-იქ კიდევ ისმის. ეს ღვთის წყალობაა და მე არ მეშინია.

შეკითხვა: ხალხი დადის ეკლესიაში? ყველა ჯარისკაცი ამ სოფლის მაცხოვრებელია. მათ გარდა, აქ კიდევ არიან ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. დადიან ისინი ეკლესიაში?

მამა ანდრია: დიახ, ჯარისკაცები დადიან. ისინი ვინც ახლოს არიან ეკლესიურ ცხოვრებასთან.

შეკითხვა: პოულობენ ისინი ეკლესიაში ნუგეშს?

მამა ანდრია: ღვთის შეწევნით ვაკეთებ, რაც ჩემს ძალებს აღემატება. ვესაუბრები მათ ღმერთზე. ვცდილობ ავუხსნა მათ, რამდენადაც შემწევს ამის უნარი... დიახ, ჯარისკაცები დადიან, მაგრამ მათ შორის არ არის მოსახლეობა. ერთი ან ორი კაცი თუ იქნება...

შეკითხვა: ქალები და ბავშვები თუ არიან? ბევრნი არიან?

მამა ანდრია: დადიან მხოლოდ ისინი, ვინც ეს ეკლესია აღადგინა. ასევე ერთი ან ორი სხვაც თუ იქნება...

შეკითხვა: მამა ანდრია, როგორია თქვენი შეხედულება, რას იტყოდით ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე? როგორ ფიქრობთ, რა გზით შეიძლება მისი გადაჭრა?

მამა ანდრია: ჩემი, როგორც მღვდლის თვალსაზრისი შემდეგია. ამ კონფლიქტის მიზეზი ჩვენი ღმერთთან დაშორებაა. ასევე, ჩვენი რუსეთთან ურთიერთობის შედეგია, მაგრამ კაცთაგან შეუძლებელი, ღმერთისთვის შესაძლებელია. თუ იქნება უზენაესის ნება, ყველაფერი შესაძლებელია. ნაწინასწარმეტყველებია, რომ უკანასკნელ ჟამს ქართული ეკლესია გაბრწყინდება, ნამდვილად, უკანასკნელი ჟამია. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ჟამი მოახლოვდა, რადგან ამის ნიშნები ნელ-ნელა იკვეთება. ჩვენ ასევე წმიდა მამებისგან და ჩვენი წინაპრებისგან ვიცით, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება და მსახურება ღვთისადმი არ დამთავრდება არც აფხაზეთით და არც ამ სოფლით. და იმისთვის, რომ ამ ყველაფერმა უკვალოდ არ ჩაიაროს, საჭიროა ქვეყანაზე მშვიდობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ღვთის ნებით მშვიდობა დამყარდება.

შეკითხვა: მაინც რა შეიძლება გაკეთდეს?

მამა ანდრია: მე ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ამ პრობლემის გადაჭრა. დღეს, რაც აფხაზეთში ხდება, ჩვენი განსაცდელია, რომელიც უფალმა ისევ ჩვენს სამკურნალოდ დაუშვა. ჩვენი სულის საცხოვნებლად მოგვეცა. ყველაფერი კარგად დამთავრდება. მაგრამ ეს მალე არ მოხდება. მე მხოლოდ ღმერთზე ვსასოებ და მის წმიდა ნებაზე, ჭეშმარიტად, ღმრთის წმიდა ნებას ვარ მინდობილი.



--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th April 2021 - 08:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი