სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Jun 3 2025, 09:44 PM
პოსტი
#801
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოწყალე ადამიანს არ შურს მდიდრისა, რადგან როგორ შეუძლია შეშურდეს, როდესაც თავად სიღარიბე სურს? იგი საკუთარი სულის თვალს განიწმენდს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jun 5 2025, 07:41 PM
პოსტი
#802
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არ არსებობს ცოდვა, რომელსაც ვერ გაანადგურებს მოწყალება; ყოველი ცოდვა მასზე მდაბალია. ის არის მალამო, რაც ყოველგვარ ჭრილობას რგებს. ვინ არის მებაჟეზე უარესი? ის ყოველგვარი უზნეობის ჩასადენად არის მზად, მაგრამ მებაჟე ზაქემ მოწყალებით განიწმიდა თავი" (წმ. იოანე ოქროპირი).
ექიმის გაწვდილი ხელი ისე ვერ განსწმენდს დაჩირქებულ ჭრილობებს, როგორც ღატაკი, რომელიც გაწვდილი ხელით მოწყალებას იღებს, ცოდვების წყლულებს აშუშებს და რაც განსაკუთრებით გასაოცარია, ტკივილისა და ტანჯვის გარეშე აღასრულებს თავის შესანიშნავ კურნებას. დიდებულია მოწყალების აღმაფრენა: იგი გაჰკვეთს ჰაერს, გადაივლის მთვარეს, მზის სხივებზე მაღლა აიჭრება, თავად ზეცამდეც კი აღწევს. მაგრამ აქაც არ ჩერდება, ცასაც გადაივლის, ანგელოზთა დასსაც და თავად სამეფო საყდართან წარსდგება. "ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს სახსენებელად შენდა წინაშე უფლისა" (საქმ. 10,4). ეს ნიშნავს, რომ თუნდაც ბევრი გქონდეს ცოდვა, რადგანაც შენ ქველმოქმედება გიცავს, ნუ გეშინია, მას ვერც ერთი უმაღლესი ძალა ვერ შეაჩერებს. იგი ვალს ითხოვს და ხელში ხელწერილი უჭირავს. ეს თავად ღვთის სიტყვებია: "ამინ გეტყვი თქუენ: რავდენი უყავით ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით"; ამგვარად, რაც არ უნდა ბევრი ცოდვა გქონდეს, შენი მოწყალება ყოველივეს აღემატეა მას" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jun 10 2025, 06:45 PM
პოსტი
#803
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კეთილისმყოფელებს არა მარტო მადლიერების სიტყვებითა და მათთვის ლოცვებით უნდა გადავუხადოთ ჩვენი ვალი, არამედ როდესაც შესაძლებელია და მოგვეცემა შემთხვევა, საქმითაც მივაგოთ"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jun 19 2025, 09:44 PM
პოსტი
#804
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იზრუნე ღატაკებზე, ობლებზე, ავადმყოფებზე და საერთოდ იმ ადამიანებზე, რომლებსაც სხვები ჩაგრავენ"
/ბერი გიორგი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jun 21 2025, 08:43 PM
პოსტი
#805
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბერი იაკობი ამბობდა: "უამრავმა ფულმა გაიარა ჩემს ხელში და ყველა მიზანმიმართულად გაეშურა განსაცდელებში მყოფებისკენ, ღატაკებისკენ და უკიდურესად გაჭირვებულებისკენ, პროდუქტებისა და თანხის სახით. მე ერთს გავცემ, ღმერთი კი ათმაგად მინაზღაურებს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jun 22 2025, 03:20 PM
პოსტი
#806
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ხშირად საუბრობდა მოწყალებაზე ბერი გიორგი: "თუ ლოცულობ, მაგრამ მოწყალებას არ გასცემ, მკვდარია შენი ლოცვა. მუდამ ხელგაშლილი უნდა იყო. მოწყალება გაეცით ქვრივებზე და ობლებზე. მოწყალება და ლოცვა ხელჩაჭიდებულნი დადიან"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jun 29 2025, 05:06 PM
პოსტი
#807
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოწყალება სიხარულით და უშურველობით უნდა გაიცეს და არა მწუხარებით"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jul 7 2025, 03:42 PM
პოსტი
#808
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა შიო [ხარძეიშვილი] მოწყალებას ყოველთვის უანგაროდ გასცემდა, ყინწვისის მონასტერს შემოწირულობის სახით შედარებით უკეთესი შემოსავალი აქვს. შემოსულ თანხას მამაო მთლიანად გაჭირვებულებს ურიგებდა. ერთხელ მაღაზიის გამყიდველმა უთხრა: უკვე 4000 ლარი გაქვს დახარჯულიო, მამა შიომ შემოიკრა თავში ხელიდა იხუმრა: მეუფე რომ გაიგოს, იცი, რას გვიზამსო? საერთოდ, მამაოს ასეთი თვისება ჰქონდა, ფულს გაჭირვებულს ყოველთვის დაუთვლელად აძლევდა..."
/მორჩილი ბასილი (აფციაური)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jul 7 2025, 07:43 PM
პოსტი
#809
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ ჩემთან სახლში მოვიდა [არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)]. ჩემი მეუღლე ხელით რეცხავდა სარეცხს. მეორე თუ მესამე დღეს ტრაპეზის დროს 300 დოლარი თეფშის ქვეშ დატოვა. რომ ვნახე, ვკითხე: - მამაო, რატომ მოიქეცით ასე-მეთქი? - ირინას სარეცხის მანქანა უყიდე და გაუფრთხილდი. ცოლს ასე არ უნდა უვლიდე, ქალი ნაზია და მოფთხილება სჭირდებაო. ამ სიტყვებსა და ქმედებაში ძალიან დიდი რაღაც იდო. ჩემთვის ბევრი რამ გასაგები გახდა...
მამა შიოს როდესაც ფულს შესწირავდნენ, მაშინვე გასცემდა: გიორგი, ბერს ფული რად უნდაო, - მეტყოდა ხოლმე. მართლაც, ყოველთვის ღარიბებს ეძებდა, რათა დახმარებოდა. ჩემს მეუღლეს ეკლესიაში რომ ევლო, კაბა არ ჰქონდა. ეს რომ გაიგო, კაბის საყიდლად ფული მომცა. ხშირად შემოწირულობის 70-80%-ს მე მაძლევდა, მაგრამ კიდევ ეძებდა სხვას, ვისაც დახმარება სჭირდებოდა" /გიორგი ელიაური (სულიერი შვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jul 8 2025, 05:40 PM
პოსტი
#810
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პირველი დამხმარე, პირველი ქომაგი, პირველი ჭირისუფალი გაჭირვებული ადამიანისა - პატრიარქია"
/პატრიარქის ბიძაშვილი, ქალბატონი ნელი შიოლაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jul 9 2025, 12:27 PM
პოსტი
#811
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ სიონის ტაძარში წირვის დროს ერთი გაჭირვებული ქალი შემოვიდა. მას სახეზე თავსაფარი ჰქონდა ჩამოფარებული. ერთ-ერთი მრევლთაგანი გამოელაპარაკა და მანაც უამბო, რომ კანის დაავადება სჭირდა, ამიტომ სახლში შვილებმა მოიძულეს და იგი თბილისში სამათხოვროდ ჩამოვიდა. ტაძარში ჩოჩქოლი შეიქნა. პატრიარქს რომ ხმაური მოესმა, სტიქაროსნებს დაავალა, გაიგეთ რა ხდებაო. მალე უწმიდესს ამ ქალის შესახებ მოახსენეს: წასასვლელი არსად აქვს და აქ ზისო.
მაშინ პატრიარქის რეზიდენცია სიონის ეზოში იყო. როგორც კი წირვა დამთავრდა, პატრიარქმა საჩქაროდ მალამოს მომზადება დაიწყო. ალბათ იცით, რომ უწმიდესი ფიტოთერაპიითაა გატაცებული. მალამოსთვის საჭირო კომპონენტები მოითხოვა და თავისი ხელით შეაზავა. შემდეგ დედები სიონის ტაძარში გააგზავნა, რომ ის ქალი მოეყვანათ. ავადმყოფი ქალი სიონში აღარ დახვდათ. პატრიარქი შეწუხდა და დაავალა, მოეძებნათ იგი. უწმიდესმა ზოგი ვაგზალზე გააგზავნა მის მოსაძებნად და ზოგიც - ავტოსადგურში. ქალი ვერსაც იპოვეს. უწმიდესი კი სადილს არ ეკარებოდა, იჯდა და ელოდა..." /პატრიარქის ბიძაშვილი, ქალბატონი ნელი შიოლაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 11 2025, 03:44 PM
პოსტი
#812
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მონაზონი ეგნატე, ფლობდა რა საღვთო სიყვარულსა და მის პირველ ასულს - წმინდა მოწყალებას, გახლდათ წყარო მოწყალებისა და ნუგეშისცემისა გაჭირვების ჟამს მისდამი შევრდომილთა, აძლევდა რა მათ რჩევებს მხიარული გულითა და განწყობით. იგი მოწყალებს გასცემდა გარკვეული დანამატისგან, რომელსაც იღებდა "ლავრიოსის" მადნის კომპანიიდან, სადაც ყმაწვილობის ჟამს მუშაობდა, შემდეგ კი ფეხზე მიღებული დაზიანების გამო წამოვიდა. მთელ ამ დანამატს ხარჯავდა ნაცნობ თუ უცნობ გაჭირვებულთათვის, ასევე, სხვადასხვა საეკლესიო ნივთების შესაძენად, რომლებითაც ამკობდა სავანის კათოლიკონსა და ეკვდერებს".
/მონაზონი ლაზარე დიონისელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 11 2025, 07:38 PM
პოსტი
#813
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამ წარმავალი ცხოვრების შენაძენსა და საფასეებს ყოველდღიურად გასცემდეთ გლახაკებსა და გაჭირვებულებზე, მორწმუნენო, რათა ცათა შინა წარუვალი საუნჯე გქონდეთ"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 27 2025, 08:30 PM
პოსტი
#814
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიკეთე სიკეთისათვის უნდა გვიყვარდეს. როცა მოწყალებას უანგაროდ გავცემთ, უფალი ყოველ კეთილზე ერთს - ათად და ათს - ასად, უკანვე გვიბრუნებს.
სიკეთე და მოწყალება იმ ქვეყანას გვაცხოვნებს, ამ ქვეყანად კი ჩვენ თვითონვე გვამდიდრებს და გვაძლიერებს. ფაქტიურად, როცა ვინმეს დახმარებას ვუწევთ, ამით, უპირველესად, ჩვენს საკუთარ თავს კიდევ უფრო მეტად ვეხმარებით. მთავარია, სიკეთისა და მოწყალების დროს არ ვფიქრობდეთ ჩვენს კეთილდღეობაზე, არამედ გაჭირვებულთა უანგარო დახმარებაზე და მათ ნუგეშზე. სიკეთის და მოწყალების უნარით წინწასული ადამიანები ამ ქვეყნადაც ყოველთვის დალოცვილნი და კურთხეულნი არიან და იმ ქვეყანადაც" /ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 29 2025, 07:28 PM
პოსტი
#815
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოწყალება - თავად უფლის საქმე"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Sep 26 2025, 08:31 PM
პოსტი
#816
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ხოლო რაჟამს იქმოდე ქველის საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა იგი ორგულთა, რაითა იდიდნენ კაცთაგან" (მთ. 6,2). კეთილი საქმის კეთებისას ნუ შეეცდები იმაზე სხვებთან საუბარს, სხვების ყურადღების მიქცევას, როგორც ამას აკეთებდნენ ორგული ადამიანები, რათა ხალხმა აქოს და ადიდოს ისინი. "მიუღებიეს სასყიდელი მათი" - სიკეთის ნამდვილ საფასურს ვერ მიიღებენ ისინი, რადგან მათ დავიწყებული აქვთ კეთილი საქმის მიზანი, რომ ამით უდნა მოეგოთ ღვთის მოწყალე გული.
იმისთვის, რომ ამ ვნებისგან კაცი იქნეს დაცული, ასეთ შეგონებას იძლევა უფალი: "ხოლო შენ რაჟამს ყოფდე ქველის საქმესა, ნუ სცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯვენე შენი" (მთ. 6.3). მარტო სხვებს კი არა, შენს თავსაც უნდა დაუმალო შენი სიკეთნი, შენც ნუ მოიწონებ თავს შენი კეთილი საქმეებით, რომ არ იძლიო პატივმოყვარეობის სენით. კეთილი საქმის კეთებისას კაცს ებრძვის პატივმოყვარეობისა და თავმომწონეობის ბოროტი, ამიტომ უნდა დაფარო შენი სიკეთენი, რომ ბოროტმა არ მოგტაცოს იგი. "მარცხენა ხელში" სახარებაში იგულისხმება თავმომწონეობა და პატივმოყვარეობა ადამიანისა, ხოლო "მარჯვენაში" - მოწყალება და კეთილი საქმენი" /მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Sep 29 2025, 09:33 PM
პოსტი
#817
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩემს ქონებას ღარიბებს თუ გავუნაწილებ, იქნებ უფალმა მომიგოს: "ზეთი ცოდვილისაი ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა". შესაწირავსა და საკმეველს თუ შევწირავ მას, ვშიშობ, ვაითუ მითხრას: შენი მსხვერპლი არ ეამება ჩემს სულს და შენი საკმეველი საძაგელია ჩემ წინაშე"
/წმ. ეფრემ ასური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 10 2025, 06:43 PM
პოსტი
#818
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ რამეს კარგს აკეთებ, იცოდე, რომ უპირველეს ყოვლისა შენთვის აკეთებ, რადგან, რასაც ადამიანები არ დაგიფასებენ, ის ღმერთს მისხალ-მისხალ აქვს აწონილი და შენს "პირად საქმეში" ასო-ასო ჩაწერილი. ტყუილად არ უთქვამს დიდებულ შოთა რუსთაველს: "რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Nov 15 2025, 08:06 PM
პოსტი
#819
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი!"
/მეუფე შიო მუჯირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Dec 7 2025, 06:50 PM
პოსტი
#820
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,370 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოწყალება ფარულად
"ფარისევლობა ისაა, როდესაც ვიღაც აშკარად გასცემს მოწყალებას, რომ ქება დაიმსახუროს. მახსოვს, როდესაც, 1957 წელს, ერთ ცალკეცხოვრებულთა მონასტერში თორმეტნი ვიყავით, ყოველ მორჩილებაზე - სირთულის შესაბამისად, ძმებს ფულად ანაზღაურებას აძლევდნენ; რამენადაც მონასტერში იმ დროისათვის ხალხი არ ჰყოფნიდათ, ზოგიერთი ძმა, ვისაც ამის ძალა შესწევდა, საკუთარ თავზე მეტ მორჩილებას იღებდა და შესაბამისად მეტ ფულსაც აძლევვდნენ. მაგრამ ისინი აღებულს ღარიბებს ურიგებდნენ. იყო ერთი ბერი, რომელსაც ძუნწს ეძახდნენ იმიტომ, რომ ფულს არ გასცემდა. როდესაც ეს ბერი გარდაიცვალა, მის დაკრძალვაზე ჩაოვიდნენ გლეხები. ამ გლეხებს ხარები ჰყავდათ და ხე-ტყე გადაჰქონდათ; და, აი, ნახეთ, რას აკეთებდა თურმე ეს ბერი: იგი აგროვებდა და აგროვებდა ფულს, რომელსაც სხვადასხვა მორჩილების შესრულებაში აძლევდნენ და როდესაც ნახავდა, რომ რომელიმე ოჯახის უფროსს მხოლოდ ერთი ხარი ჰყავდა, ანდა დაუცალდა, ბერი მისთვის ხარს ყიდულობდა. იმ დროში ხარის ყიდვა სახუმარო საქმე არ იყო. სხვა ბერები ხუთ დრაქმას ერთ ღატაკს აძლევდნენ, ათს - მეორეს, ოცს - მესამეს და მათი ქველმოქმედება ჩანდა. ხოლო გარდაცვლილი სრულიად შეუმჩნეველი იყო, იმიტომ, რომ მოწყალებას სხვათა მსგავსად არ გასცემდა, არამედ - ფულს აგროვებდა და თავისებურად ემხარებოდა ადამიანებს. სწორედ მათ უწოდეს ძუნწი და წუწურაქი. ხოლო, როდესაც იგი გარდაცვალა, ღარიბები შეგროვდნენ და ტიროდნენ: - "მან მე გადამარჩინა", ამბობდა ერთი, - "მან მე გადამარჩინა", ამბობდა მეორე. იმ წლებში, ხარი თუ გყავდა, შეგეძლო, ტყე გადაგეზიდა და ოჯახი გერჩინა. მონასტრის ძმები განცვიფრებულნი იყვნენ. საიდან ვიცით ჩვენ, რას აკეთებენ სხვები, ამიტომ არ უნდა განვიკითხოთ" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th February 2026 - 11:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი