პოეზია - ვიქტორინა!, სიტყვა, ტაეპი, სტროფი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია - ვიქტორინა!, სიტყვა, ტაეპი, სტროფი... |
nuca_ge |
Mar 28 2008, 11:25 PM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
აბა ესეც ნახეთ ბავშვებოოო!!!!!
ისევ მოდის ჩემს გულიდან წყრომა, ოდეს წვიმა დაეცემა მინას. და მე რა ვქნა შეზღუდული რომ ვარ, რა ვქნა, მეტი გასაქანი მინდა! -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
T.L. |
Mar 28 2008, 11:27 PM
პოსტი
#42
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
marianitta
nuca_ge ერთი სიტყვა ბავშვებო რაა,ეს მთელი სტროფი რა ამბავია რაღა გამოვიცნოთ ლამის მთლიანად დადეთ ჰოდა სანამ ერტის პასუხი არ იქნება მორეს დადება არ შეიძლება(ო) პირველ პოსტს გადახედეთ -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
marianitta |
Mar 29 2008, 12:13 AM
პოსტი
#43
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 23-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,305 |
ციტატა ერთი სიტყვა ბავშვებო რაა,ეს მთელი სტროფი რა ამბავია რაღა გამოვიცნოთ ლამის მთლიანად დადეთ ჯერ ის მაინც მითხარი ავტორი ვინაა დარწმუნებული ვარ ერთი სიტყვა რომ დავწერო გამოცნობა ყველას გაუჭირდება, მაგრამ კაი დავწერ იმ "ერთ სიტყვას" ვარ ასე მოღლილი და სახედამწვარი... აბა ჰე!!! ის მაინც თუ შეიძლება მე რომ გავცე ხოლმე სხვების მაგივრად პასუხი? თუ დაველოდო ყველას და მერე ? ისე ჩემი პოსტში მოყვანილი ლექსის ნაწყვეტზე უფრო დიდი ნაწყვეტები აქ ბევრი ვნახე და რაღა ჩემმა გამოიწვია ირონია ვერ ვხვდები. |
თამარი_ცქნაფო |
Mar 29 2008, 12:18 AM
პოსტი
#44
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ვაჰ, აცალეთ ერთმანეთს. ზევით ჯერ ორი კითხვაა და იმაზე არ გაუციათ პასუხი... დაიცავით წესრიგი
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ქეთუ |
Mar 29 2008, 03:50 AM
პოსტი
#45
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
nuca_ge
ციტატა ისევ მოდის ჩემს გულიდან წყრომა, ოდეს წვიმა დაეცემა მინას. და მე რა ვქნა შეზღუდული რომ ვარ, რა ვქნა, მეტი გასაქანი მინდა! ტერენტიიი რა თქმა უნდა ღამის სტრიქონები მიყვარს ეს ლექსი ხოდა სულ რომ არ იცოდე მაინც ადვილია ტერენტის ხელწერაა , საერთოდ ასე ვხვდები ხოლმე ძალიან ხშირად რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ, ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა. მიხარია, რომ დამტოვეს მარტო ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც. ............. ასე იწყება და გავაგრძელებ საკმაოდ გრძელი ლექსია,დავბეჭდავ ბოლომდე მერე, ან სახლის კომპში მექნება და დავაკოპირებ. ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის, სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის, იქ მიშობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!.. არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვვდავებისა ხეზედა არ გავცვლი, მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!!!!!!!!!!!!!!!! ოოოო ამის არ ცოდნა არავის ეპატიება რაფიელ ერისთავი სამშობლო ხევსურისა სადაც ვშობილვარ გავზრდილვარ და მისროლია ისარი ............................................................................ როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა... არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!.. ციტატა როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა... ეს დიდხანს მქონდა ხელმოწერად ამ ფორუმზე , ვარ ასე მოღლილი და სახედამწვარი... და ყოველ ღამე ეს ჩემი ლოდია ისევ ტერენტი, თუ არ ვცდები გაზაფხული ქვია ამ ლექსს ამ ლექსიდან ერთი ფრაზა ძალიან მიყვარს "მე ბევრჯერ მქონია დარდი იშვიათი" -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
ქავთარაძე |
Mar 29 2008, 12:24 PM
პოსტი
#46
|
დაურეგისტრირებელი |
"მე თუ გავგიჟდი,
გავგიჟდები შენი ყურებით!..." |
T I K O |
Mar 29 2008, 03:01 PM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
მურმან ლებანიძე უნდა იყოს...
მე თუ გავგიჟდი, გავგიჟდები შენი ყურებით! გითვალიერებ ხორციელ მკლავებს. ეგ ბაგეები-ალუბლები შენიღბულები, ეგ ალუბლები-სიმწიფით მკლავენ. გიჭვრეტ ქვეყნიურ მშვენებით ბურვილს, მისმენ? ვედები ღობეს და ყორეს, ვცემ თაყვანს-ჩემსას შენდამი სურვილს, აღძრულს-შენდამი ძალსა და ღონეს. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
nuca_ge |
Mar 29 2008, 03:09 PM
პოსტი
#48
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
მესმის საკუთარი ფეხისხმა მხოლოდ...
-------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
T I K O |
Mar 29 2008, 03:20 PM
პოსტი
#49
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
nuca_ge
მუხრან მაჭავარიანია ...დავდივარ. მესმის საკუთარი ფეხისხმა მხოლოდ... მეტი არ მახსოვს "...კაცმა არ იცის,იცის ღრუბელმა.." აბა, ვისია? -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
ნათია |
Mar 29 2008, 03:58 PM
პოსტი
#50
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
tiko282
ციტატა "...კაცმა არ იცის,იცის ღრუბელმა.." აბა, ვისია? ციტატა მუხრან მაჭავარიანია კაცმა არ იცის,იცის ჭადარმა ხემ და პოეტმა იციან მარტო: ქალი ქუჩაზე როცა გადარბის- რატომ იცინის უმისამართოდ. კაცმა არ იცის,იცის ღრუბელმა ცამ და პოეტმა იციან მარტო: ქალი წვიმაში რომ ილუმპება,- რატომ იცინის უმისამართოდ. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
Genesis |
Mar 30 2008, 12:23 AM
პოსტი
#51
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
ვინაა ავტორი?
..გიმღერენ ჩემებ სწორები... პ.ს. ვაჟა არარის -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
თამარი_ცქნაფო |
Mar 30 2008, 12:24 AM
პოსტი
#52
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ნებისიერი ოFტოპიკი წაიშლება! ავტორი კი დაისჯება!
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
T I K O |
Mar 30 2008, 02:03 AM
პოსტი
#53
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ნათია
ვინაა ავტორი? ..გიმღერენ ჩემებ სწორები... პ.ს. ვაჟა არარის ვაჟა არაა, მაგრამ ფშაველია მიხა ხელაშვილი ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე, და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე, გიმღერდენ ჩემებრ სწორები ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე, ქვეყანა მხიარულობდეს, და მე საფლავში ვლპებოდე.... ბოლომდე არ ვიცი, ზეპირად და ხვალ დავდებ...ან შენ დაამთავრე პ.ს სხვათაშორის მაგ ლექსის ავტორი რომ ხელაშვილი იყო ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
Genesis |
Mar 30 2008, 11:58 AM
პოსტი
#54
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
ნათია ვაჟა არაა, მაგრამ ფშაველია მიხა ხელაშვილი ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე, და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე, გიმღერდენ ჩემებრ სწორები ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე, ქვეყანა მხიარულობდეს, და მე საფლავში ვლპებოდე.... ბოლომდე არ ვიცი, ზეპირად და ხვალ დავდებ...ან შენ დაამთავრე პ.ს სხვათაშორის მაგ ლექსის ავტორი რომ ხელაშვილი იყო ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე. ცოტხნისწინ გუგლში აღმოაჩინე ხომ? მიხა ხელაშვილმა ეგ სტროფები გამოიყენა და თავისი ლექსი დააშენა ზედ... გრიგოლ აბაშიძეს თუ დავუჯერებთ, შალვა ახალციხელის ლექსია... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
T I K O |
Mar 30 2008, 01:49 PM
პოსტი
#55
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ცოტხნისწინ გუგლში აღმოაჩინე ხომ? ეს ლექსი ხელაშვილის ლექსების კრებულშია შესული, კრებულსაც ”ლექსო, ამოგთქომ ოხერო” ქვია. მე არა მაქვს, მეგობრისგან ვიცი. (საერთოდ ყველაფერს წიგნებიდან, ადამიანებისგან ან ინტერნეტიდან ვგებულობ. სიზმარში ვნახულობ-თქო რომ გითხრა, არა მგონია დამიჯერო) ციტატა მიხა ხელაშვილმა ეგ სტროფები გამოიყენა და თავისი ლექსი დააშენა ან ზედ... ირაკლი აბაშიძეს თუ დავუჯერებთ, შალვა ახალციხელის ლექსია... საინტერესოა, იქნებ მიმითითო ლიტერატურა, სადაც ამის შესახებ წერს და აუცილებლად წავიკითხავ -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
ქეთუ |
Mar 30 2008, 08:45 PM
პოსტი
#56
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
აბა პოეზიის მოყვარულებო
"მთის კალთებს შვენის ცხვარ-ძროხა" გისმენთ -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
ნაინა |
Mar 30 2008, 11:40 PM
პოსტი
#57
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
Genesis
ციტატა მიხა ხელაშვილმა ეგ სტროფები გამოიყენა და თავისი ლექსი დააშენა ზედ... გრიგოლ აბაშიძეს თუ დავუჯერებთ, შალვა ახალციხელის ლექსია... კი გეთანხმები, ეგ შალვა ახალციხელის ლექსია და ამას არა მხოლოდ გრიგოლ აბაშიძე ამბობს, ადრე სხვა წყაროებიც მინახავს რომელშიც ახალციხელია ლექსის ავტორად დასახელებული. ეხლა ვკითხულობ ამ თემას და სანამ შენს პასუხს ვნახავდი მანამდე გავიფიქრე, რომ ლექსი შალვა ახალციხელისაა და არა ხელაშვილის. ისე ნამეტანი ჭკვიანი ხარ შენ -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ნაინა |
Mar 30 2008, 11:52 PM
პოსტი
#58
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
tiko282
ციტატა ეს ლექსი ხელაშვილის ლექსების კრებულშია შესული, კრებულსაც ”ლექსო, ამოგთქომ ოხერო” ქვია. მე არა მაქვს, მეგობრისგან ვიცი. (საერთოდ ყველაფერს წიგნებიდან, ადამიანებისგან ან ინტერნეტიდან ვგებულობ. სიზმარში ვნახულობ-თქო რომ გითხრა, არა მგონია დამიჯერო) შენ არავინ გამტყუნებს ჩემო კარგო, მსგავსი საკმაოდ ხშირია, პოეტები იყენებენ ხალხური შემოქმედებიდან, ან თითქმის გახალხურებული ლექსებიდან რაღაც რაღაც სტროფებს. ასე ვახუშტი კოტეტიშვილსაც აქვს თავის ლექსებში ხალხურიდან აღებული სტროფები. ასე რომ ეგ შენი შეცდომა არაა თიკო. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
ქეთუ |
Mar 30 2008, 11:56 PM
პოსტი
#59
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
Genesis
ციტატა შალვა ახალციხელის ლექსია... შალვა ახალციხელის ლექსია. ჩემს კითხვას პასუხობთ? -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
ქეთუ |
Mar 31 2008, 04:12 PM
პოსტი
#60
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ჩემს კითხვას პასუხობთ თქო თუ დავწერო პასუხი
არ იგუგლება და როგორ მიყუჩდნენ ნახეთ რაა D -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 01:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი