IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ღირსი იოანე სინელის ხსენება
xornabujeli
პოსტი Apr 5 2008, 09:53 PM
პოსტი #1


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif ყველას გილოცავთ ღირსი იოანე სინელის ხსენების დღეს,დასწარით მრავალს!
ღმერთის წყალობით, ერთი საფეხურით მაინც ავსულიყავით სათნოებათა კიბეზე ამ მარხვაში
.


ღირსი იოანე სინელი

კიბე ანუ კლემაქსი



შესავალიყველამ, ვინც ამ სიტყვას წაიკითხავს, ან მის გადაწერას მოისურვებს, უნდსა იცოდეს, რომ ამ სულთგანმანათლებელი წიგნის მთქმელის - ნეტარი მამის სახელი როდია „კლემაქსი“. არა! მას სახელად იოანე ჰქვია, ხოლო კლემაქსი წიგნის სახელწოდებაა, „კლემაქსი“ ბერძნულად „კიბეს“ ნიშნავს.

„კიბე“ იმიტომ ეწოდა, რომ ეს წიგნი სათნოებითა კიბის დარად შეიქმნა. იგი უდაბლეს საქმეთაგან იწყებს და თანდათანობით მაღლა მიიწევს, ისე რომ, წიგნის ბოლოს სათნოებათა დასრულებულ კიბეს იხილავთ.

პირველად ვინც წიგნის გამოკრებილი თავები თარგმნა, მან წმიდა მამას კლემაქსი უწოდა. ახლა კი, ვისაც სურს წიგნის სახელი მოიხსენოს, მან კლემაქსი თქვას, რაც „კიბეს“ ნიშნავს, ხოლო თუ ავტორის დასახელება სურს - მას იოანე ჰქვია.

რადგანაც პირველ თარგმანში ბევრი რამ არა სწორად იყო დაწერილი და ბევრიც - გამოტოვებული, მე გლახაკმან ექვთიმემ, ჩვენი წმიდა მამის - იოანეს ბრძანებით, ვთარგმნე ეს წიგნი ისე, როგორც მან, წმიდა მამამ (წმ. იოანე სინელმა), ბერძნულად ბრძანა, რადგანაც ტომით ბერძენი იყო.

ახლა, ვინც ამ წიგნს წაიკითხავთ, ლოცვაში მოიხსენეთ წმიდანი მამანი ჩვენნი იოანე და იოანე სვინკელი, აგრეთვე მე - ცოდვილი ექვთიმე. ვინც გადაწერას მოინდომებს, ისე გადაწერეთ, როგორც აქ წერია. თავებიც ისე გამოყავით, როგორც აქ ხედავთ, რადგანაც მე, როგორც დედანში ვნახე, ისე გადმოვიტანე - ყველა მათგანი წითლით; ნურც ამ წინასიტყვაობას გამოტოვებთ, არამედ დაწერეთ ღვთის სადიდებლად და ჩემი, ცოდვილის მოსახსენებლად.


სათნოებათა კიბე - ცად აღმყვანებელი,
რომელიც გამოთქვა რაითელმა მონაზონმა დანიელმა -
ამ სულთა განმანათლებელი წიგნისათვის -
კლემაქსი რომ ეწოდა, რაც „კიბეს“ ნიშნავს


ყველას, ვინც ესწრაფის, რომ მათი სახელები ზეცაში, ცხოვრების წიგნში ჩაიწეროს, წინამდებარე წიგნი საუკეთესო გზას უჩვენებს. ამ გზაზე სვლისას ვნახავთ, რომ იგი უცდომელი წინამძღვარია მათთვის, ვინც მის მითითებებს მიჰყვება. ყოველგვარი დაბრკოლებებისაგან უვნებლად დაიცავს მათ და ჩვენს წინაშე წარმოგვიდგენს განმტკიცებულ კიბეს, რომელიც მიწიდან წმიდათა წმიდისაკენ მიემართება და რომლის მწვერვალზეც დამყარებულია ღმერთი სიყვარულისა. ამიტომ გევედრებით, ძმებო, ჩვენც სარწმუნოებით და სიყვარულით ავუყვეთ ამ სულიერ, ზეცაში ამყვანებელ კიბეს, რომლის პირველი საფეხური კეთილად გვასწავლის.

ღირსმა მამამ ბრძნულად განსაჯა, რომ აღემართა ჩვენთვის ასასვლელი, რომელიც უფლის ხორციელი ასაკის (თანარიცხვედი) შესაბამისი იქნებოდა; რადგანაც უფლის 30 წლის სრული ასაკის შესაბამისად მჭვრეტელურად გამოგვისახა კიბე, რომელიც სულიერი სრულყოფის 30 საფეხურისაგან შედგება; მისი საშუალებით, როდესაც უფლის ასაკის სისრულეს მივაღწევთ, ჩვენ აღმოვჩნდებით ჭეშმარიტად მართალნი და დაცემისკენ მიდრეკილება აღარ გვექნება ხოლო იგი, ვინც ამ საზომს ვერ მიაღწევს ის ჯერაც ჩვილია და გულის ზუსტი მოწმობით სრულიად არა სრულყოფილია. ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ პირველ ყოვლისა ამ წიგნში ღირსი და ყოვლადბრძენი მამის ცხოვრება მოგვეთავსებინა, რათა მისი ღვაწლის მხილველთათვის უმეტესად სარწმუნო ყოფილიყო მისი სწავლება.

I. სოფლისაგან განშორებისათვის;

II. ამ სოფლისა და მის საქმეთა მოძულებისათვის;

III. უცხოობისათვის;

IV. მორჩილებისათვის;

V. სინანულისათვის;

VI. სიკვდილის მოხსენებისათვის;

VII. ცოდვათაგან განმწმედელი გლოვისათვის;

VIII. ურისხველობისათვის;

IX. მოშურნეობისათვის;

X. ბოროტმეტყველებისათვის;

XI. დუმილისათვის;

XII. ტყუილისათვის;

XIII. მოწყინებისათვის;

XIV. ნაყროვნებისათვის;

XV. სიძვისათვის;

XVI. ვერცხლისმოყვარეობისათვის;

XVII. უპოვარებისათვის;

XVIII. ულმობელობისათვის;

XIX. ძმათა შორის ფსალმუნებისათვის;

XX. მღვიძარებისათვის;

XXI. მოშიშობისათვის;

XXII. ზვიადობისათვის;

XXIII. ამპარტავნებისათვის და გმობისათვის;

XXIV. სიმშვიდისა და სიწრფელისათვის;

XXV. სიმდაბლისათვის;

XXVI. განსჯისა და გულისხმიერებისათვის;

XXVII. დაყუდების, განშორებისა და გონების დაცვისათვის;

XXVIII. გონიერი ლოცვისათვის;

XXIX. უვნებლობისათვის;

XXX. სიყვარულის, სარწმუნოებისა და სასოებისათვის.

გამოსაცემად მოამზადა თინათინ გოგოჩაშვილმა





--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Apr 5 2008, 10:03 PM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ლინკები აკლია. სრული სახით აქ ნახეთ: http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kibe/sarchevi.htm
smile.gif

შეგვეწიოს წმ. იოანე კიბისაღმწერელის ლოცვა


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Apr 5 2008, 10:05 PM
პოსტი #3


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



შეგეწიოთ! განსაკუთრებით იოანე-ებ-ს ვულოცავ smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 5 2008, 10:13 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ყველას გილოცავთ yvavilebi.gif მისი ლოცვის მადლი შეგწეოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Apr 5 2008, 10:48 PM
პოსტი #5


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



გილოცავთ


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Apr 5 2008, 10:59 PM
პოსტი #6


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



გილოცავთ ყველას smile.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th June 2024 - 09:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი