IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> ყოვლისშემძლეობის პარადოქსი (?), შეგიძლიათ ვინმეს არგუმენტირებული პასუხის გაცემა?
კანონისტი
პოსტი Nov 22 2006, 12:17 PM
პოსტი #21


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ამ კითხვის პასუხი არის მგონი იოანე დამასკელის ზემოთმოყვანილი ციტატა, რომ ყოვლადწმინდა სამება არის ყოვლის მიღმიერი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევიმეცნებთ მის არსებას, ხოლო მის შესახებ წარმოდგენა გვაქვს იმდენად, რამდენადაც თავად გამოგვიცხადებს მას ჩვენ "ძალისაებრ ჩვენისა".

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანებს გვწამს უხილავი ღმერთი, გვწამს, რომ იგი არის ყოვლად უსხეულო, ჩვენ მაინც ვამბობთ ისეთ ადამიანურ გამოთქმებს მის მიმართ, როგორიცაა: "ყურთა შენთა გესმა უფალო...", "მიმოიხილე თვალითა შენითა...", "პირსა შენსა ლიტანიობდნენ მდიდარნი ერისანი..." და ა.შ. ანუ ვიყენებთ მის შესახებ ყოვლად შეუსაბამო, ადამიანურ და სხეულებრივ გამოთქმებს. მიზეზი ამისა კი არის ჩვენი გონებრივი უძლურება და შეზღუდული თვალსაწიერი.

იქამდე, სანამ მათემატიკოსები დაადგენდნენ, რომ ნებიესმიერი მათემატიკური მოქმედება უსასრულობის (∞) გარშემო ისევ უსასრულობას უდრის (ანუ უსასრულობა გამრავლებული უსასრულობაზე არის ისევ უსასრულობა ∞X∞=∞, უსასრულობას მიმატებული 4 არის ისევ უსასრულობა ∞+4=∞ და ა.შ.), მორწმუნეებს ხშირად აშფოთებდათ გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, როგორ არის სამი ერთი, ერთი კი სამი, როგორ არის თითოეული ჰიპოსტასი უსასრულო და ერთობაში, ვითარცა ღმერთი - აგრეთვე უსასრულო.

აქედან გამომდინარე, ღვთის ყოვლისშემძლეობის (ე.წ. "პანტოკრატია" ან "ომნიპოტენცია") შესახებ ჩვენი წარმოდგენა მაინც ადამიანურად განისჯება და განიხილება. დიახაც, ღმერთს შეუძლია შექმნას ისეთი ქვა რასაც ვერ ასწევს და მერე ასწიოს კიდევაც (იმავე მყისიერ წამს ბუნების შეუსვლელად) და მაინც ყოვლისშემძლე იქნება უკუნისამდე, რამეთუ იგია სრული სისავსე და მოიცავს ყველაფერს და ყოველივეს. ეს ჩვენ ვიგებთ ადამიანურად, შეზღუდულ სამყაროში, რომ თუ ვთქვათ ძალოსანი სწევს 200 კგ-იან შტანგას და ეს მისი მაქსიმუმია, იგი ვერ შეძლებს ასწიოს თუნდაც 220 კგ.

ჩვენი აზროვნებისათვის კი მიუწვდომელია საერთოდ როგორია ყოვლისშემძლეობა, ისევე როგორც როგორია ყველგანმყოფობა და როგორ შეიძლება ყველგანმყოფი არ იყოს ჯოჯოხეთში...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 22 2006, 12:20 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

ვაიმე წეღან გავხსენი ეს თემა და ვხედავ მარტო ორი ფოსტია შენი პირველი და ვალერის და ვიფიქრე გუჯამ წამიშალა ფოსტები მეთქი ისეთი შემართების დავიწყე გუჯას "ლანძღვა " მაგრამ მივხვდი რო კომპი მაიმუნობდა

;

გზავნილი გუჯას laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Nov 22 2006, 12:26 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



"დიახაც, ღმერთს შეუძლია შექმნას ისეთი ქვა რასაც ვერ ასწევს და მერე ასწიოს კიდევაც "

ამას ათეისტი ვერ აღიარებს რამდენაც ის მსჯელობს იმისთვის რო არგუმენტირებული იყოს მისი მოსაზრება სხვისთვის თორე მას დასაწყისშივე არ სწამს უფლის ყოვლისშმეძლეობის ზომავს და საზღვრავ რა თავისი თვალისაწიერიდან










მნათე შემოუძახე ერთი ამათ yterusyrmp, shadowhorse რა იცი როგორი ცხელსისხლა ათეისტები აღმოჩდნენ laugh.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 22 2006, 12:27 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ჩვენი აზროვნებისათვის კი მიუწვდომელია


მაგრამ იცი, ჩვენ მისი ანარეკლი ვართ და რაღაც მაინც შეგვიძლია ვთქვათ, შეუძლებელია ნაყოფი შემოქმედზე არ მეტყველებდეს. . . მაგრამ მხოლოდ იმის მყკიცება-ღმერთი ტრანსცენდენტულია და აქაურ ლოგიკას არ ექვემდებარებაო, სუსტი არგუმენტია სხვისთვის.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 22 2006, 12:31 PM
პოსტი #25


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



mnate
რაც შეეხება იმას, სხვისთვის რაა არგუმენტი, ამაზე სახარებაშია პასუხი: "არა არიენ ამის ეზოსაგანი"

ათეისტს ისიც არ წამს, რომ ლიტურგიის დროს პური და ღვინო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად იქცევა, რომ განიტეხება და არ განიყოფა და თითოეულ ნაწილში სრულად არის ქრისტე

მერე რა ვქნათ ამიტომ? wink.gif

ციტატა
ჩვენ მისი ანარეკლი ვართ და რაღაც მაინც შეგვიძლია ვთქვათ,

მხოლოდ ის, რასაც თავად გამოგვიცხადებს. ამას ნიშნავს სწორედ "ყოვლის მიღმიერი", ის მიღმაა ჩვენი აზროვნებიდან


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 22 2006, 12:37 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
mnate
რაც შეეხება იმას, სხვისთვის რაა არგუმენტი, ამაზე სახარებაშია პასუხი: "არა არიენ ამის ეზოსაგანი"

ათეისტს ისიც არ წამს, რომ ლიტურგიის დროს პური და ღვინო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად იქცევა, რომ განიტეხება და არ განიყოფა და თითოეულ ნაწილში სრულად არის ქრისტე

მერე რა ვქნათ ამიტომ?


ეს საკრალიზმია, ის ლოგიკა. შეიძლება ერთი შეხედვით სწორი წიაღსვლა იყოს მაგრამ. . . . არის რაღაც ისეთი laugh.gif უფრო სწორედ ასეთი laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 22 2006, 01:06 PM
პოსტი #27


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



mnate
ციტატა
ეს საკრალიზმია, ის ლოგიკა.

თვითონ ეს გამოთქმა არ არის ლოგიკური. smile.gif

სწორედ იმიტომ უხმობს ეკლესია ზოგიერთ ღვთისმსახურებას "საიდუმლო"-ს, რომ ის კაცთაგან დაფარულია

რაც შეეხება ლოგიკას, იმას, ვისაც არ ესმის ზემოთთქმული, ჯერ უნდა ვკითხოთ, საერთოდ რას ნიშნავს მისი აზრით "ყოვლისშემძლეობა"?

მე იმის თქმა მინდოდა, რომ ყოვლივე სახელწოდება ღმრთისა ჩვენთვის პირობითია, რამეთუ მიუწვდომელია. რაც შეეხება ათეისტების საწინააღმდეგო არგუმენტს, ვფიქრობ, მათ უმეტეს შემთხვევაში სურთ ხოლმე არა მსჯელობა ჭეშმარიტების დასადგენად, არამედ მსჯელობა მსჯელობისათვის, შესაბამისად ყოველი ადამიანური ლოგიკა უძლურია...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 22 2006, 01:44 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მაგალითად პეტრე იბერის "გამორიცხვის მეთოდით" ღმერთამდე ასამაღლებლად, საჭიროა დადებითი თვისებების გამორიცხვა biggrin.gif რადგან უარყოფითი მას არ აქვს. ა.გ ადამიანი რაღაცამდე დავა. . . .

ყველა ათეისტზე ვერ ვიტყვით რომ მას სურს, კამათი და თვითმიზნად ექცა ეს წადილი, ზოგი მართლაც ეძიებს. ხოდა ასე დიალოგის არ სურვილით მის კითხვებს პასუხი ვერ გაეცემა. კითხვა კი ოხერი რამაა. .


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 22 2006, 05:07 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მნათეს დიდიმადლობა ამ თემისთვის, იბნ რუშდი, ჩემი უსაყვარლესი მოაზროვნეა.
სამწუხაროდ დროის დეფიციტი ისევ... მოკლედ ვიტყვი

საქმე ისაა, რომ ომნიპოტენცია არის ის "ატრიბუტი", რომელიც ერთერთია მის ატრიბუტთა (სახელთა) შორის. ადამიანი მოიაზრებს ყოველივეს ატომიზირებულ-დისკრეტიზირებულ ენაზე: ომნიპოტენტი, დაუსაბამო დ.ა.შ. მაგრამ ღმერთის თვისებების ჩამონათვალი უკვე არის მცირე ანარეკლი და დამახინჯება, ვინაიდან ყველა თვისება ერთად არის-მას ჩვენ ვაცალკევებთ. ამიტომ ერთი რომელიმე თვისების განხილვისას ყოვლად მიუღებელლია ყველა დანარჩენის "გადაგდება".

ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმას ვიტყოდი, რომ ომნიპოტენცია პირდაპირ კავშირშია ყველა დანარჩენ სახელთან ღვთისა, მათ შორის-სახელთან: დაუსაბამო. და კითხვა: შეუძლია თუ არა ღმერთს საკუთარი ყოვლისშემძლეობის შეზღუდვა გვაკავშირებს ავტომატურ კითხვასთან: შეუძლია დაუსაბამოს, რომ გახდეს დასაბამის მქონე?

ახლა არ მცალია...მოგვიანებით შემოგიერთდებით...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 22 2006, 05:15 PM
პოსტი #30


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
ღმერთის თვისებების ჩამონათვალი უკვე არის მცირე ანარეკლი და დამახინჯება, ვინაიდან ყველა თვისება ერთად არის-მას ჩვენ ვაცალკევებთ. ამიტომ ერთი რომელიმე თვისების განხილვისას ყოვლად მიუღებელლია ყველა დანარჩენის "გადაგდება".


სწორი მიმართულებაა მსჯელობის. გავაგრძელებდი, რომ ამის გათვალისწინებით ღმერთი არის ყოვლადბრძენიც, ამიტომ ის გამოუსადეგარს და უფუნქციოს არაფერს ქმნის, ღმერთი არის ყოვლადსამართლიანი, ანუ ყველა მის მიერ შექმნილს თავისი მოქმედების კანონი აქვს და მას ემორჩილება. აღნიშნულის ჭრილშიც გასააზრებელია ამგვარი "ქვის" შექმნა...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 22 2006, 05:23 PM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



არა ჩემი მიდგომა ოდნავ განსხვავდება:მე იქით მიმყავს საუბარი, რომ საკითხი დასმულია ალოგიკურად, ანუ კითხვა ალოგიკურია, ვინაიდან მას ლოგიკურად მივყავართ ისეთ კითხვამდე, როგორიცაა დაუსაბამოს დასაბამის მქონედ გახდომა, რაც მათემატიკურ-ლინგვისტური ლოგიკის კანონებს ეწინააღმდეგება.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 22 2006, 05:28 PM
პოსტი #32


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ცხადია. ეგეც მართალია და უფრო სისავსით გამოხატავს ღვთის არსებას


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Nov 22 2006, 05:30 PM
პოსტი #33


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



mnate

აი პროფესორა...
ისე რა ნიჭი დაბოდიალობს ფორუმის ორღობეებში...
მაშ პრეზიდენტმა არ უნდა იცოდეს რომ საქართველოში ასეთი ყმაწვილი არსებობს!? laugh.gif laugh.gif laugh.gif

ღმერთს მხოლოდ ერთი რამ არ შეუძლია:

იგი ვერ გადავა თავის ნათქვამ სიტყვას...
smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 22 2006, 05:47 PM
პოსტი #34


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



glaxa
ციტატა
მაშ პრეზიდენტმა არ უნდა იცოდეს რომ საქართველოში ასეთი ყმაწვილი არსებობს!?

ჩემს ხელთ არსებულ ყველა დასაშვებ ხერხს გამოვიყენებ, რომ პრეზიდენტამდე მისი არსებობის შესახებ ცნობამ მიაღწიოს... როცა მე დამაწინაურებს! laugh.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 22 2006, 05:53 PM
პოსტი #35


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



glaxa
ციტატა
ღმერთს მხოლოდ ერთი რამ არ შეუძლია:

იგი ვერ გადავა თავის ნათქვამ სიტყვას...

ღმერთი არ იტყვის ისეთ რამეს რისი გადათქმაც შეიძლება დაჭირდეს wink.gif
ეგ დაახლოებით ისეთ კითხვას გავს შეძლებს თუ არა ღმეღრთი თავის მოკლვლასო biggrin.gif

მოკლედ იმისთანა თემაა ძალიან შორს შეიძლება წაიყვანოს კაცი biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Nov 22 2006, 06:03 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა(დათიკო @ Nov 22 2006, 05:53 PM) *

glaxa

ღმერთი არ იტყვის ისეთ რამეს რისი გადათქმაც შეიძლება დაჭირდეს wink.gif
ეგ დაახლოებით ისეთ კითხვას გავს შეძლებს თუ არა ღმეღრთი თავის მოკლვლასო biggrin.gif

მოკლედ იმისთანა თემაა ძალიან შორს შეიძლება წაიყვანოს კაცი biggrin.gif

და გვინდა ეხლა ჩვენ შორს სიარული ცხრა მთას იქით biggrin.gif მე პირადათ ასეთ საკითხზე მსჯელობა აზარტულ თამაშს მაგონებს biggrin.gif აზარტში ვარდებით ვიკმაყოფილებთ გონს და ა.შ.


თუმცაღა თეორიული ცოდნა ერთობ საჭიროა რა ჯობია ათეისტან კამათს biggrin.gif აი მაგალითად მნათე დაეძებს ათეისტებს biggrin.gif ( მოწყენილობის ჟამს ) laugh.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 22 2006, 06:17 PM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ლილიანა @ Nov 22 2006, 07:03 PM) *

აი მაგალითად მნათე დაეძებს ათეისტებს biggrin.gif ( მოწყენილობის ჟამს ) laugh.gif



და როდესაც ათეისტები არ ჩანან, იმ სვანისა არ იყოს biggrin.gif, დღიურში აკეთებს ჩანაწერს: "მოწყენილი ვაარ" laugh.gif

ციტატა(ლილიანა @ Nov 22 2006, 07:03 PM) *

თუმცაღა თეორიული ცოდნა ერთობ საჭიროა


ტვინის ბოდიბილდინგი-ფილოსოფიის ჩემეული განმარტება biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Nov 22 2006, 07:34 PM
პოსტი #38


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



დათიკო

გახსოვს დაბადების წიგნში..ღმერთმა ადამიანის შექმნა ინანა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 22 2006, 07:50 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



აქ რა ფუსფუსია? biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 22 2006, 08:04 PM
პოსტი #40


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



glaxa
ციტატა
გახსოვს დაბადების წიგნში..ღმერთმა ადამიანის შექმნა ინანა...

blink.gif
გამახსენე ერთი რომელ ადგილს გულისხმობ?
უფალმა მშვენივრად უწყოდა რომ ადამიანი დაეცემოდა.

პირიქით: "და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ..." (დაბ. 1,31)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 01:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი