![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
shota1 |
![]()
პოსტი
#41
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 ![]() |
ლოგიკა?
![]() 1. შეუძლია თუ არა ყოვლისშემძლე არსებას შექმნას ქვა რომელსაც ვერ აწევს? = > ეს კითხვა იგივია რაც - შეუძლია თუ არა ყოვლისშემძლე არსებას არ იყოს ყოვლისშემძლე (ერთიდაიმავე დროს) = > ეს კითხვა კი იგივეა რაც = > შეიძლება თუ არა თეთრი ფურცელი იყოს შავი ![]() 2. ყოვლისშემძლე არსებას შეუძლია გახდეს არაყოვლისშემძლე, მაგრამ ვინაიდან ეს მას არ ნებავს არ გახდება ![]() 3. ეგ ქვა შემთხვევით ადამიანი ხომ არ არის? ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#42
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა ლოგიკა? დიახ ლოგიკა ![]() ციტატა 1. შეუძლია თუ არა ყოვლისშემძლე არსებას შექმნას ქვა რომელსაც ვერ აწევს? = > ეს კითხვა იგივია რაც - შეუძლია თუ არა ყოვლისშემძლე არსებას არ იყოს ყოვლისშემძლე (ერთიდაიმავე დროს) = > ეს კითხვა კი იგივეა რაც = > შეიძლება თუ არა თეთრი ფურცელი იყოს შავი - ფილოსოფოსები ზოგჯერ იჭედებიან ხოლმე და რაც ძალიან მარტივია ძალიან რთულად უყურებენ... კითხვა რაც შენ დასვი ალოგიკურია და მაშასადამე არც მსჯელობას ექვემდებარება... შენი მსჯელობა ვერაა არგუმენტირებული ![]() ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
rock |
![]()
პოსტი
#43
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
ვალერი
ციტატა ღმერთი ყოვლისშემძლეა, ის კითხვა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია თუ არა ისეთი ქვის შექმნა რომელსაც თავადვე ვერ ასწევს, ჩემი აზრით ფილოსოფიური კი არა უფრო ბავშვურია. ჩემი აზრით ამ ფრაზაში დევს შეცდომაც და სიმართლის მარცვალიც. შეცდომაა:ღმერთი ყოვლისშემძლეა. ალბათ უფრო სემანტიკური პრობლემა დგება. რას ვგულისხმობთ სიტყვაში "ყოვლისშემძლე"? რატომ ვსაუბრობთ მხოლოდ შესაძლებლობებზე და არაფერს ვამბობთ ნებაზე? სწორია:შეკითხვა ბავშვურია. ოღონდ ბავშვურის ნაცვლად უფრო სწორი ტერმინის ხმარებაა საჭირო. მაგალითად ლოგიკურად გაუმართავია . . . |
მართა |
![]()
პოსტი
#44
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
გლახა
ციტატა ღმერთს მხოლოდ ერთი რამ არ შეუძლია: იგი ვერ გადავა თავის ნათქვამ სიტყვას. ჭირდება როო? ხანდახან დასაფიქრებელია რის დაწერას ვაპირებთ! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
kato_Bato |
![]()
პოსტი
#45
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ციტატა ღმერთს მხოლოდ ერთი რამ არ შეუძლია: იგი ვერ გადავა თავის ნათქვამ სიტყვას. ვერ გადავა არა ფორთოხალი. არ გადავა. თუ რამე არ შეუძლია, მაშინ ირღასი ღმერთია? და თუ ნათქვამი უარყო, ვიღასი ვირწმუნოთ? თუკი ის ჩვენნაირი სუსტია და ხან ერთს ამბობს და ხან მეორეს? მე მგონი, ასეთი რამის თქმის უფლლება არ გვაქვს. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
deli |
![]()
პოსტი
#46
|
![]() codvili ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 19-October 07 მდებარ.: tbilisi da sopeli წევრი № 2,998 ![]() |
მნათე ძმაო,საინტერესო ტემაა,მაგრამ როდესაც ვლაპარაკობტ უმაღლეს გონზე,არსებაზე რომელმაც შექმნა თვით ის არსება რომელმაც ოდესგაც ეს თემა წამოჭრა ცოტა არ იყოს უცნაურია.მე ვპიკრობ ეს თემა ეპრო დამახასიათებელი იქნება ბუდიზმისთვს და მისი მსგავსი მიმდინარეობებისთვის.
და მაინც შექმნის თუ არა ყოვლის შემძლე არსება ასეტ ქვას?! მე რომ მკითხოს კაცმა მას ეს არ სჭირდება,რატომ? რად სჭირდება რომ ვინმეს დაუმტკიცოს რამე??? მან ტავისი ყოვლის შემზლეობა უკვე დაამტკიცა როდესაც ეს სამყარო შექმნა.ეს სამყარო კი მე მგონი ნებისმიერ ქვაზე დიდიცაა და მძიმეც.ამასთან მან რომ ეს გააკეთოს ეს ისე გამოვა თითქოს იგი თავი თავს განეყო.,ამაზე კი მაცხოვრის სიყვები გავიხსენოთ. ყოვლისშემძლე არსება თავისი თავის წინააღმდეგ ვერ წავა. ეს თემა მარტმადიდებლური ფილოსოფიიდან და რელიგიიდან საკმაოდ შორსა.მ ასე ვფიქრობ. შენდობას ვითხოვ. da kidev,amas argumenti ar schirdeba. igi yovlisshemzlea. -------------------- მოვედით ჩემდა ყოველი ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ.
ღმერთო მილხინე მსასოებელსა შენსა. |
.ნინო |
![]()
პოსტი
#47
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
აქ იმდენს საუბრობთ ლოგიკასა და ფილოსოფიაზე, არ შემიძლია არ გავიხსენო "ლანჩანოს" (თუ სწორად მახსოვს სახელი) სასწაული:
ამ ტაძარში უკვე რამდენიმე საუკუნეა ინახება ქრისტეს სისხლის 5 ბურთულა, რომლებიდანაც თითოეული იწონის იმდენს, რამდენსაც ხუთივე ერთად... ეს ალოგიკური და დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
maZiebeli |
![]()
პოსტი
#48
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,094 რეგისტრ.: 16-August 06 მდებარ.: თქვენთან წევრი № 67 ![]() |
მნათე ბატონო, მოკლედ მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულს ჰაზრსა.
ჯერ უნდა შევთანხმდეთ "შეძლებაში" რას ვგულისხმობთ. ადამიანს თავისუფალი ნებით დაცემა თუ "შეუძლია", ეს შეძლებაა თუ ვერშეძლება, არასრულყოფილებიდან მომდინარე? ყოველდღიური საუბრისას შეძლებაში ვგულისხმობთ ნებისმიერი განზრახვის შესრულების უნარს, ძალას; უფლის ყოვლისშემძლეობასთან დაკავშირებით კი, ეს მიდგომა გაუმართლებელია, რადგან უფალი არის სრულყოფილი და მას აქვს უნარი, სრულად შეინარჩუნოს ეს სისრულე. ჭეშმარიტება არის ერთი. ღმერთი არის ერთი. უფლის ყოველი ნება და მოქმედება შეესაბამება მის ჭეშმარიტებასა და სისრულეს. ამიტომ შეუძლებელია მისი ნება იყოს ბოროტი (მათ შორის ზემოთაღნიშნული ქვის შექმნა და ასეთი არაფრისმომცემი, არაკეთილი, არაღვთისსათნო განზრახვები). მოკლედ, აქ პარადოქსი არ არის არსებითად. პარადოქსის ილუზიას ქმნის ჩვენი ადამიანური დამოკიდებულება სიტყვა "შეძლებისა" და "ყოვლისშემძლეობის" მიმართ. p. s. ვატყობ, საკმაოდ გაუგებრად გამომივიდა, მაგრამ ახლა ვჩქარობ, ცოტა ხნით შემოვირბინე სახლში და ვეცდები ღამით დალაგებულად დავწერო. -------------------- "...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33. "აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21. |
neo |
![]()
პოსტი
#49
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ღმერთი ყოვლისშემძლე აბსოლიტური გაგებით არ არის:
1. შეუძლია თუ არა ღმერთს იყოს ბოროტი ? 2. შეუძლია თუ არა ღმერთს იყოს მატყუარა ? 3. ადამიანი ხომ არ არის ის ქვა რომელიც ღმერთმა ვერ აწია ? ფილოსოფოსებს განსაკუთრებული უნარი აქვთ ძალიან მარტივი რაღაცეები გაართულონ ![]() ღმერთი სიყვარულია და მას არ შეუძლია არაფერი რაც სიყვარულის საწინააღმდეგოა... საბედნიეროდ ![]() -------------------- www.cordesign.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 12:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი