![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ნიანია |
![]()
პოსტი
#301
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 ![]() |
ციტატა ძალიან კარგი სიტყვა თქვა, თუ აფხაზი ხალხი რაიმეს წარმოადგენს საერთოდ მაშინ უნდა დაიწყონ ანტი-რუსული პროპაგანდა თუ არა, როგორც მიშამ თქვა ძალიან საშინელ გლობალურ კონფლიქტში ამოყოფენ თავს, რომელიც გაანადგურებთ მათ. სამშვიდობო მიმართვა მუქარით დაგვირგვინებული ![]() ციტატა კარგია, რომ არც ახსენა ბოდიში და არ შეირცხვინა თავი. ისე მე ველოდი რომ მათრახს გადმოგვკრავდა ამ კამპანიის ავტორებს მაგრამ არ ქნა. ისეთ ფორმატში ლაპარაკობდა რომ ჩვენი ლანზღვა დაარღვევდა მის გუშინდელ იმიჯს ციტატა ისე ეს კამპანია ბოდიში კაი ხვითოები არიან. ბოდიშის მოხდა თუ უნდოდათ, რატო არ ჩავიდნენ სოხუმში და რატომ იქ არ მოუხადეს ბოდიში.პასუხსაც მიიღებდნენ გრანტების აღება და საიტებზე ჯგაბნა ადვილია ხო? ამუზა არა კორექტული ხარ ძამია მაგრამ ეგ არაფერი. მე პირადად დიდი სიამოვნებით ჩავალ ფეხით სოხუმამდე თუ დარწმუნებული ვიქნები რომ ამით ომს ავაშორებ პირველ რიგში ქართველებს და მერე აფხაზებს ციტატა ხო, ამუზა, მაგრამ თემის ავტორი ძალიან კაი გოგონაა და ჩვენი კაი მეგობარი, ვაჟკაცი გოგოა ნიანია. უბრალოდ საინფორმაციოდ დაწერა, თორემ ძალიანაც პატრიოტული სულისკვეთებისაა დიდი მადლობა ასეთი კეთილი სიტყვებისათვის. ![]() -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
სარდიონ |
![]()
პოსტი
#302
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 ![]() |
საიტი დაბალი დონისაა არ მიწყინონ ავტორებმა, რადგან მათ დიდი შრომა გასწიეს.
მაგრამ ობიექტურობა საჭირო ყველანაირად. ტალღებიც კი უკუღმა მიდის, წარწერას ვგულისხმობ. ბოდისის მოსახდელი კი უბრალო ხალხს არაფერი აქვს, არც ერთი მხრიდან. ბოდიში ამ ქვეყნის ძლიერებმა და მათმა ხროვებმა მოიხადონ. ეს კამპანია არაფრის მომცემია გარდა 1 ისა, რომ დაამტკიცო საკუთარი დანაშაული. მაგრამ ეს ესე არაა. მლიქვნელობით საქმე არ გამოვა. -------------------- KILL YOUR TV !
|
ნიანია |
![]()
პოსტი
#303
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 ![]() |
[quote]საიტი დაბალი დონისაა არ მიწყინონ ავტორებმა, რადგან მათ დიდი შრომა გასწიეს.
ეს იმის დამტკიცებაა რომ ამ კამპანიას როგორც გვაბრალებენ ფინანსები არ მიუღია და რაც შეძლო ის გააკეთა საკუთარი სახსრებით -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
ილია |
![]()
პოსტი
#304
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 ![]() |
ციტატა ეს იმის დამტკიცებაა რომ ამ კამპანიას როგორც გვაბრალებენ ფინანსები არ მიუღია და რაც შეძლო ის გააკეთა საკუთარი სახსრებით არმჯერა რო არფინასდებოდეს ეს კამპანია.. მახსოვს კმარა რო შიქმენა არაო კაცო არვფინსდებითო ჩვენით ვარსებობთო იძახდენ..... რატო მალავენ ვინ აფინასებს და რო ფინანსდებიან ვერ ვხვდები. ![]() -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
ილია |
![]()
პოსტი
#305
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 ![]() |
ვა სააკაშვილისკომენტარი ვიპოვე იქ
![]() მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: ,,რისთვის უნდა ვიხადოთ ბოდიში, რომ თავები დაგვაჭრეს და გამოგვყარეს? რომ ქართული ძეგლები დაანგრიეს, რომ უღელტეხილზე ბავშვები გაგვიყინეს და თვითმფრინავები ჩამოგვიყარეს? ამ ყველაფრისთვის კიდევ ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში? ვინ არიან ეს ადამიანები, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციიდან? რა გრანტი მიიღეს, რომ ასეთ სისულეებს წერენ?” http://www.apsni.org/index.php?a=adpage&pageid=5&lang=ge -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
ნიანია |
![]()
პოსტი
#306
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 ![]() |
ციტატა სად დაიჭირეთ ნეტა ეს კაცი? მისი სატელევიზიო კომენტარი გავაკეთეთ. ეს მაშინ თქვა როცა მიტინგზე გამოვიდა სიტყვით. ეს მიტინგი მიეძღვნა ცნობილი "პატრიოტი" ბავშვების გათავისუფლებას რომლებმაც პრვოკაციულად რომ გადავიდნენ გალში და აფხაზებმა დაატყვევეს. მერე მიშამ ღირსების ორდენით რომ დააჯილდოვა 17-18 წლის ბავშვები. ![]() ისე გუშინდელი მისი გამოსვლისაგან რადიკალურად განსხვავდება ჩვენსადმი ეს მიმართვა -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
ილია |
![]()
პოსტი
#307
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 ![]() |
მისი სატელევიზიო კომენტარი გავაკეთეთ. ეს მაშინ თქვა როცა მიტინგზე გამოვიდა სიტყვით. ეს მიტინგი მიეძღვნა ცნობილი "პატრიოტი" ბავშვების გათავისუფლებას რომლებმაც პრვოკაციულად რომ გადავიდნენ გალში და აფხაზებმა დაატყვევეს. მერე მიშამ ღირსების ორდენით რომ დააჯილდოვა 17-18 წლის ბავშვები. ![]() ისე გუშინდელი მისი გამოსვლისაგან რადიკალურად განსხვავდება ჩვენსადმი ეს მიმართვა რუსეთის აგენტები ხართ ვსო ![]() ![]() გუშინ ბოდიშები არუხდია მარა შერბილებული კიიყო ტონი. საარჩევნო კამპანია და... ![]() -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
ნიანია |
![]()
პოსტი
#308
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 ![]() |
ციტატა გუშინ ბოდიშები არუხდია მარა შერბილებული კიიყო ტონი. საარჩევნო კამპანია და... ჰო, ვიცი ვიცი -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
გიორგი |
![]()
პოსტი
#309
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ნიანია
ციტატა გიორგი.... ცოტა კორექტულად, მასე მეც ბევრი რამ მიმაჩნია სისულელედ რასაც შენ პოსტავ მაგრამ ამას არ ვამბობ. არ მინდა, რომ რომელიმე კონკრეტული პიროვნება უკმაყოფილო დარჩეს ჩემი აზრის დაფიქსირებისას და ჩემი პოსტების ადრესატი არც ერთი პიროვნება არ ყოფილა, მაგრამ მთლიანობაში ამ "ბოდიშის კამპანიას" უბრალოდ სხვა სახელს ვერ ვუძებნი და არა მარტო მე, არამედ მოსახლეობის დიდი ნაწილი. ერთია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება და მეორე ბოდიშის მოხდა. "ბოდიში" კატეგორიულად მიუღებელია ყველანაირი მოსაზრებით და ზემოთ მიწერია თუ რატომ. ციტატა იცი რა მიკვირს თქვენი, ანუ ოპონენტების? რატომ ვეჯიბრებითაფხაზებს მხოლოდ ცუდში და არა კარგში. ეს მართლმადიდებლურია? ცუდში არავის არ ვეჯიბრებით. ქართველების მხრიდან ყველაზე პოზიტიური, რეალური და ქრისტეანული ის იქნებოდა, რომ დაგვევიწყებია ის ფაქტი, რომ აფხაზებმა 3-ჯერ მეტი ქართველი დახოცეს იმ ომში და დაგვევიწყებია ის სისასტიკე, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინეს და ამ ყველაფრისათვის სამშვიდობო გეგმით გვეპასუხა. ეს ყველაფერი მისაღებია, რადგან ომი წარსულია, ეს ამბავი დასრულდა, მაგრამ დღეს სტატუს-ქვო არაა აღდგენილი, ქართველებს აფხაზეთში არ უშვებენ, იქ ჩარჩენილებს კი პერიოდულად არბევენ, ზოგს მონებად ამუშავებენ და ხოცავენ კიდეც ანუ იმას ვამბობ, რომ დღეს ქართველებს გვამცირებენ და ჩვენ არავის არ ვამცირებთ, დღეს ქართველები გამოგდებულნი არიან და აფხაზები არა, დღეს ქათველები არიან მძიმე მდგომარეობაში აფხაზეთში და არა აფხაზები თბილისში. კარგი, წარსული დავივიწყოთ, (ისე ომის დროსაც ყველანაირი ზარალი და მსხვერპლი ქართველებს უფრო მეტი ჰყონდათ) აღარ გვინდა გახსენება, მაგრამ დღეს ჩვენ ვიხდით ბოდიშს? არ შემიძლია ამ ყველაფერს სისულელე არ ვუწოდო, რა მართლმადიდებლობა რის მართლმადიდებლობა... ბოდიშის და პატიების თხოვნა დიდი სათნოებაა, მაგრამ ამას აკეთებს ის ვინც ბოროტება ჩაიდინა და არა ამ ბოროტების მსხვერპლი და დაჩაგრული. ეს იგივეა, რომ ადამიანი სასტიკად ვცემო და ბოდიში იმან მომიხადოს... ეს არაა მართლმადიდებლობა, ეს არის უაზრობა. მე არ ვიცი რა მიზნით დაიწყო ეს კამპანია, მაგრამ ჩემს გარშემო ყველა აფხაზმა ეს გაიგო, როგორც საკუთარი დამოუკიდებლობის და იმის შედეგად დაპატრონებული ქონების ზნეობრივი დაკანონება და პირიქით კიდევ უფრო გაუმტკიცდათ ის აზრი, რომ სამართლიანად მოიგოს ომი და არა მარტო ომი, რომ დღევანდელი სიტუაციაც სამართლიანია და რომ ქართველები ბოდიშს იმიტომ უხდიან, რომ "გააცნობიერეს" თუ რაც გაუკეთეს "ალალ-მართალ" აფხაზ ერს. თუ იმას გულისხმობ, რომ საერთოდ ომში ჩვენი დანაშაულიც არის ამაში მართალი ხარ, მაგრამ ბრალეულობის მაჩვენებელი არც 50/50 და არც თუნდაც 60/40 აფხაზების მხრიდან, არამედ დაახლოებით 90% არის აფხაზების ბრალი და დღევანდელ სიტუაციას ხომ ახსნა არა აქვს საერთოდ... ასეთ პირობებში საკუთარი მცირე (პირობითად 10%-იანი) დანაშაულისთვის ბოდიშს მოხდა, თანაც იმ ფონზე, რომ დღესაც არაფერი სასიკეთო არ ხდება უპირველესად იმათი მხრიდან, უბრალოდ უაზრობაა. არა აქვს ამას მართლმადიდებლობასთან კავშირი... ციტატა ნანა, მართლა ძალიან მტკივა გული რომ ჩვენს კამპანიას იმ ვაჟკაცების დამცირებად თვლი. გინდა თუ არ გინდა ეს მაინც ასე გამოდის. კარგად დაუკვირდი და მიხვდები რატომ... ციტატა არ მეგონა თუ ყოველ წუთას მომიწევდა იმის მტკიცება რომ ეს ბოდიში იმ აფხაზი საზოგადოების მიმართ არის ნათქვამი რომლების უმეტესობას საქართველოს სიყვარული ჯერ კიდევ გულში აქვს შემორჩენილი "ბოდიში" არავის არ ჭირდება. თუ ვინმეს სიყვარული აქვს შემორჩენილი მაგას რა ჯობია, მშვენიერი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა პრეზიდენტმა და წამოვიდნენ ამ პროგრამაზე, გადადგან ნაბიჯი საკუთარი კრიმინალური ხელისუფლების წინააღმდეგ, თუ არა იმათ თუ ისევ იარაღი აიღეს ხელში ჩვენს წინააღმდეგ, თუნდაც საკუთარი ხელისუფლების შიშით მაშინ ფუჭია ყველაფერი. აზრზე ვერ მოვდივარ ეს "ბოდიში" რა უბედურებაა მართლაც და მართლაც... შენ, რომ ადამიანები გიყვარს იმათ ბოდიშს უხდი ხოლმე?! ციტატა გიორგი შენ არ მიგიცია, ეს ცეკას გენერალურმა მდივანმა მისცა საბჭოთა კავშირის დროს. ჩვენი ცეკას მდივანი კი გენერალური მდივნის ყურმოჭრილი მონა იყო და ამას ვერ გააპროტესტებდა. ვიცი, რომ ვერ გააპროტესტებდა და ძალიან კარგად ვიცი, რაც მოხდა, მაგრამ ეს იყო უაზრობა, ძალიან უსამართლო ავტონომია, არ შეიძლება ავტონომიის სტატუსი ჰქონდეს ეთნოსს, რომელიც რეგიონში მეოთხედიც არ არის. ავტონომია, რომ მივეცით დამოუკიდებლობა მოითხოვეს, გამოგვყარეს და ბოდიშს ჩვენ ვიხდით... ახლა რა ქვია ამ ყველაფერს? ამას სახელი არა აქვს. ციტატა რაც შეეხება შენს გულისტკივილს იმაზე რომ ამით შეურაცხყოფას ვაყენებთ იმ ქართველ ბიჭებს რომლებსაც ღმერთმა არ ქნას და იარაღის ხელში აღება მოუწევთ, ნამდვილად გული მტკივა ასე რომ ფიქრობ. რა არის აქ გულის სატკენი? ძალიან მარტივი ლოგიკაა, ბოდიში თუ ჩვენ გვაქვს მოსახდელი პირველი ომისთვის და მითუმეტეს დღევანდელი სიტუაციის ფონზე, მაშინ ის ვინც მეორედ იარაღს აიღებს ხელში სამარცხვინო გამოდის და მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდა სამხედროების. გინდა თუ არ გინდა, მიზანმიმართულად თუ შემთხვევით, კონკრეტული პიროვნების სურვილით თუ აბსტრაქტული იდეებით, ნებსით თუ უნებლიედ "ბოდიშის კამპანია" ძალიან ბევრ ადამიანს აყენებს შეურაცხყოფას. რაც შეეხება მშვიდობიან აფხაზ მოსახლეობას თუ მათ მართლაც არ უნდათ ომი უნდა დაგვეხმარონ საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო გეგმის განხორციელებაში და არა "ბოდიში" მიიღონ. დაგვეხმარონ, რომ შეწყდეს იმ გაუგონარი სისასტიკის დაკანონება, რასაც აფხაზეთის და რუსეთის ხელისუფლება ერთდროულად ცდილობენ თუ არა ყველაფერს აქვს საზღვარი, ომი არავის უნდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ომი სწორედ აფხაზეთის ხელისუფლების და კიდევ იმ ხალხის არჩევანი იქნება, რომელიც ქართული მიწების ანექსიას ხელს შეუწყობს ან არ შეუშლის, ამას კი მსოფლიოს არცერთი სუპერდემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს. საშიში კი ისაა, რომ მეორე ომი თუ იქნება ის გაცილებით მასშტაბური და გლობალური კონფრონტაციის ადგილად გადაიქცევა. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
nana_007 |
![]()
პოსტი
#310
|
![]() I need a hero... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 ![]() |
ციტატა ნანა, მართლა ძალიან მტკივა გული რომ ჩვენს კამპანიას იმ ვაჟკაცების დამცირებად თვლი. ეს საიდან მოიტანე , ნინო? ეს კამპანიის გამო არ დაწერილა, არამედ წაიკითხე მანამდე სხვისი პოსტებიც . -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
გიორგი |
![]()
პოსტი
#311
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ნიანია
ციტატა სამშვიდობო მიმართვა მუქარით დაგვირგვინებული ამპლუას არ იცვლის ჩვენი პრეზიდენტი. ძალიან კარგი, ძალიან კარგი... ![]() მთლად გათავხედდენ, უკვე ანუ რა გამოდის, რომ სამშვიდობო პროგრამა, რომელიც აფხაზებს გაცილებით მეტ უფლებას ანიჭებს, ვიდრე მათ რეალურად ეკუთვნით, იქით არის სახევეწნი?! კონტრ კითხვა შენ: ომი არავის არ უნდა, სასურველია ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს, მაგრამ რა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლებამ თუ აფხაზებმა ყველანაირ სამშვიდობო გეგმაზე უარი თქვეს და განაგრძეს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით, ქონების მითითება და მარტივად, რომ ვთქვათ უსასტიკესი სამხედრო დანაშაულის, ეთნოწმენდის და გენოციდის დაკანონება დროის გაწელვის ტექნიკით, მცოცავი ანექსიით? P.S. თუ თქვენი კამპანიის იდეა ასეთია ან მშვიდობით აფხაზეთის დაბრუნება და თუ ეს არ გამოვიდა მაშინ მშვიდობით ქართველთა "ეთნოწმენდის" დაკანონება...?! უბრალოდ მაინტერესებს, რას ფიქრობთ აფხაზთა (და არა ქართველთა) მხრიდან სამშვიდობო პროგრამაზე უარის შემთხვევაში? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ნიანია |
![]()
პოსტი
#312
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 ![]() |
ციტატა შენ, რომ ადამიანები გიყვარს იმათ ბოდიშს უხდი ხოლმე?! კი რა თქმა უნდა. სულ ახლახანს ერთ ადამიანს რომელმაც ძალიან მაწყენინა, ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა რომ დარწმუნებული ვარ მსგავს არც არავინ მაკადრებს ცხოვრებაში მივედი და ბოდიში პირველმა მოვუხადე იმიტომ რომ იმდენად შეურაცხყოფილი ვიყავი მეც ვაკადრე მას ის რაც არ უნდა მეკადრებინა მაგრამ არა იმაზე მეტი რაც თავად მან. ასე რომ მართალია ძალიან გამიჭირდა, სამი წელი ვებრძოდი საკუთარ სიამაყეს მაგრამ ეს გავაკეთე და ახლა უზომოდ ბედნიერი ვარ ამით. პ.ს. ეხლა ეს ცემი პირადი ცხოპვრებაც კამპანია "ბოდიშს" არ დააბრალოთ. ![]() ციტატა ეს საიდან მოიტანე , ნინო? ეს კამპანიის გამო არ დაწერილა, არამედ წაიკითხე მანამდე სხვისი პოსტებიც უბრალოდ რადგან ბოდიშს აფხაზებს ვუხდით შენ, როგორც მე მესმის, იმ ბიჭების შეურაცხყოფად თვლი ვინც იქ დაიღუ[პა გმირულად. არ ვიცი მე ასეთი აზრი გამოვიტანე და თუ ვცდები ამიხსენი ![]() ციტატა კონტრ კითხვა შენ: ომი არავის არ უნდა, სასურველია ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს, მაგრამ რა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლებამ თუ აფხაზებმა ყველანაირ სამშვიდობო გეგმაზე უარი თქვეს და განაგრძეს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით, ქონების მითითება და მარტივად, რომ ვთქვათ უსასტიკესი სამხედრო დანაშაულის, ეთნოწმენდის და გენოციდის დაკანონება დროის გაწელვის ტექნიკით, მცოცავი ანექსიით? ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა გულახდილად, თუმცა ეს აშკარად არაპატრიოტული ნათქვამი იქნება ჩემი მხრიდან, აფხაზეთის დაბრუნება არ მიღირს არც ჩემი ახლობლის და არცერთი ქართველის დაღვრილ სისხლად. აი ეს არის ჩემი აზრი და ჩემი სიმართლე. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
nana_007 |
![]()
პოსტი
#313
|
![]() I need a hero... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 ![]() |
ციტატა უბრალოდ რადგან ბოდიშს აფხაზებს ვუხდით შენ, როგორც მე მესმის, იმ ბიჭების შეურაცხყოფად თვლი ვინც იქ დაიღუ[პა გმირულად. არ ვიცი მე ასეთი აზრი გამოვიტანე და თუ ვცდები ამიხსენი ეს დაიპოსტა უკვე კაი ხნის მერე, როცა ბოდიშობაზე აღარ ვლაპარაკობდით, არამედ იმაზე, რომ დაახლოებით პირდაპირი გაგებით იპოსტებოდა, რომ ქართველების გამოდევნა არც მეტი არც ნაკლები ქართველი მეომრების დამსახურება იყო. სადღა იყო ბოდიში მაგ დროს, სულ სხვა გამაგიჟებელ საკითხზე იყო ბაასი ![]() -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
გიორგი |
![]()
პოსტი
#314
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ნიანია
ციტატა სულ ახლახანს ერთ ადამიანს რომელმაც ძალიან მაწყენინა ცალკეული ადამიანის შემთხვევაში კიდევ შეიძლება დაგეთანხმოს ადამიანი, მაგრამ სახელმწიფოთა დონეზე ეს კატეგორიულად მიუღებელია, უფრო მეტიც შეიძლება საქმე გაფუჭოს. თანაც: ციტატა მეც ვაკადრე მას ის რაც არ უნდა მეკადრებინა პოლიტიკურ დონეზე მსგავსი, რამ ძალიან ნეგატიურ შედეგს გამოიღებს და დავწერე ზემოთ თუ რატომ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ნიანია |
![]()
პოსტი
#315
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 ![]() |
ციტატა კიდევ შეიძლება დაგეთანხმოს ადამიანი გიორგი ძალიან არ მომწონს შენი თვითდაჯერებული ტონი პოსტებში. ციტატა მაგრამ სახელმწიფოთა დონეზე ეს კატეგორიულად მიუღებელია ამ ბოდიშს მიშა სააკაშვილი არ უხდის ბაღაფშს ან არძინბას და არც უნდა მოუხადოს. მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი უხდის საზოგადოებას ბოდიშს. აქ პოლიტიკა გამორიცხულია. ჩვენ პოლიტუკრ ლოზუნგებს არ ვავრცელებთ. ეს ჩვენი საქმე არაა -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
გიორგი |
![]()
პოსტი
#316
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ნიანია
ციტატა ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა გულახდილად ძალიან კარგი. მადლობა - გულახდილობისათვის. ![]() ციტატა თუმცა ეს აშკარად არაპატრიოტული ნათქვამი იქნება ძალიან კარგია, რომ თვითონვე ხვდები, რომ აშკარად არაპატრიოტულია ამგვარი დამოკიდებულება. ![]() ციტატა აფხაზეთის დაბრუნება არ მიღირს არც ჩემი ახლობლის და არცერთი ქართველის დაღვრილ სისხლად. დიახ, აი ამ ყველაფრის თქმას მე ღიად მოვერიდე, რომ არ გამეღიზიანებინე, მაგრამ სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ეს "ბოდიშის კამპანია" ბოლოს იდეოლოგიურად მიდის საკმაოდ არაპატრიოტულ დამოკიდებულებამდე და უფრო მეტად დაფუძნებულია ლოგიკაზე: "ოღონდ მე და ჩემი ახლობლები (თუნდაც ქართველების საკმაო ნაწილი) ვიყოთ კარგად და აფხაზეთის დაბრუნება და შესაბამისად 300 000 დევნილის, საქართველოს უძველესი ტერიტორიების ბედი არ მაინტერესებსო". ნუ, დაახლოებით ეს დგას ამ ყველაფრის უკან. ![]() ციტატა აი ეს არის ჩემი აზრი და ჩემი სიმართლე. შენი აზრი ნამდვილად არის, შეიძლება შენი სიმართლეც, მაგრამ არა საზოგადო სიმართლე და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს იდეაში ამგვარი დამოკიდებულება რაღაც მომენტში უფრო არაქრისტეანულია ვიდრე იმ გაურკვეველი ბოდიშის უარყოფა, რომელსაც რეალური საფუძველი ნაკლებად თუ აქვს. კარგია, რომ სიმართლე დაწერე... ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Amuza |
![]()
პოსტი
#317
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
კარგი ნიანია, მე შეიძლება არაკორექტული ვიყავი. შენ შეიძლება სასტიკი დამკვლელიც მიწოდო, თუ აფხაზეთში ვიომებ,ასევე მოძალადე და მანიაკი შეიძლება ვიყო შენთვის, მაგრამ ერთს შეგეკითხები, განა თქვენი კამპანიის მხრიდამ კორექტული იყო ბოდიშის მოხდა?
დარწმუნებული ხართ,რომ როგორც თქვენ ფიქრობთ ეს მიმართვა ადრესატამდე სწორედ მივიდა? მე რაღაც არ მგონია. მაგ თქვენი მიმართვით არძინბას დამქაშები და კრემლის ადმინისტრაცია ზეიმობს, ქართული სულისკვეთების მოკვდინებას! აფერუმ თქვენ! აფსუს რა ტყუილად შეასხეს ტვინები ჩვენმა მოწამეებმა! გიფიქრიათ ამაზე? მე კამპანია ბოდიშის ეს ნაბიჯი სხვა არაფერს მაგონებს, გარდა ერთისა ბეიბუთოვმა ტბილისის კარიბჭე, რომ გაუხსნა აღა-მაჰმად ხანს. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#318
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ნიანია
ციტატა ძალიან არ მომწონს შენი თვითდაჯერებული ტონი პოსტებში. ბოდიშს მე ვერ ვეგუები. ეს უსამართლობაა უბრალოდ. თვითდაჯერებული ვარ და ვწერ არგუმენტებს, თუ გინდა საპასუხო დაწერე, მაგრამ... ციტატა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი უხდის საზოგადოებას ბოდიშს. არ არის ბოდიში მოსახდელი. რაც არ უნდა საზოგადოებრივი საქმე იყოს, მაინც პოლიტიკურ ჭრილში გადადის და სხვანაირად გაიგება ეს ბოდიში.ისე საინტერესოა თუ გაქვს ინფორმაცია, ან გამოკითხვა თუ ჩაატარეთ სტატისტიკური, მოსახლეობის რამდენი პროცენტი არის "ბოდიშის კამპანიის" მხარდამჭერი? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Amuza |
![]()
პოსტი
#319
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
ქართული საზოგადოების მიმართვა არისო, ბრძანებთ;
მითუმეტეს აღმაშფოთებელია. მე რა ამ საზოგადოების ნაწილი არ ვარ? რა უფლებით უხდის საზოგადოების სულ რაღაც 5% ქართული საზოგადოების სახელით ბოდიშს, აფხაზ საზოგადოებას? -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#320
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
Amuza
ციტატა მე კამპანია ბოდიშის ეს ნაბიჯი სხვა არაფერს მაგონებს, გარდა ერთისა ბეიბუთოვმა ტბილისის კარიბჭე, რომ გაუხსნა აღა-მაჰმად ხანს. ![]() ![]() ![]() კარგი, ახლა ასეთი რადიკალური დამოკიდებულებაც არ გინდა, ნიანია ნამდვილად არაა საქართველოს მოღალატე, მაგრამ ეს კამპანია, რომ მრავალი მიზეზის გამო მიუღებელია ლაპარაკი არ უნდა. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 07:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი