IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 18 19 20 21 22 > »   
Reply to this topicStart new topic
> აფხაზეთი, ახალი საიტი
ნიანია
პოსტი May 1 2008, 05:28 PM
პოსტი #381


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ციტატა
ომი კი რუსეთის რეგიონიდან გაძევებას ემსახურება, ამიტომ ხელი-ხელს ბანსო ეგრეა საქმე...


ანუ ეს ომი მიშას და ბაღაფშის კი არა, პუტინი/მედვედევის და ბუშის ომი იქნება და ჩვენც "ვისარგებლებთ". მე ძალიან მეშინია ამ ომით, ვითომდა მარტო აფხაზეთის გასათავისუფლებლად რომ დაიწყება მესამე მსოფლიო ომს არ გამოვკრათ ხელი და ისიც ჩვენი მიზეზით დაწყებულს.

მერე ნახე ქართველების სიძულვილი მთელს მსოფლიოში. აღარაფერი გვიშველის არც აფხაზეთის ლამაზი კურორტები და არც ოსური ხაბიზგინები. სერბეთის მაგალითიც კმარა როგორ სძულთ მსოფლიოში ის ერი ვისი მიზეზითაც ომი დაიწყო. კოსოვოც კი არ შეარჩინეს. რა ღირსები ხართო-პრინციპით.

მოკლედ არ ვიცი. ვირაცას მოწონს ეს სიტუაცია მარა მე სერიოზულად მეშინია დიდ ხათაბალაში არ გავეხვეთ.

ძალიან ცუდია რომ ასეთი პატარა ერი ვართ და სულ ვირაცის დახმარება გვჭირდება მაგრამ არიან სხვა პატარა ერები რომლებსაც საკუთარი ინტერესებისთვის არ იყენებენ ძლიერნი ამა მსოფლიოსანი; მაგალითად ჰოლანდია. ჩვენ როდის გვეშველება ხალხო?


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი May 1 2008, 06:03 PM
პოსტი #382


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



მესამე მსოფლიო ომი ფაქტიურად მიმდინარეობს, ესაა, ომი ენერგორესურსებისთვის.
ჩვენ ამ ომში ჩაბმული ვართ, ერაყში.
მალე ეს ომი რუსეთის მიმართულებით გადაინაცვლებს.
აქაც მოგვიწევს" ხელის გასვრა".


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 1 2008, 06:11 PM
პოსტი #383


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მალე ეს ომი რუსეთის მიმართულებით გადაინაცვლებს.
აქაც მოგვიწევს" ხელის გასვრა".

დააზუსტე smile.gif
საერთოდ ასეთ პროგნოზებს უნდა ვერიდოთ, ხელის გასვრა რასა ქვია? ომი ხომ არ გინდა დაუწყო რუსეთს? ხომ იცი "სამშობლოს არვის წავართმევთ, ნურც ნურვის შეგვეცილება"...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი May 1 2008, 11:00 PM
პოსტი #384


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



KAIROS
სწორი შენიშვნაა.
ეს ხუმრობა შეიძლება არაადექვატურად აღიქვას მავანმა.
ზოგადად ხელის გასვრა არის ომი, რომელშიც კაცის კვლა ხდება.
მაგრამ სამშობლოსათვის ომი წმინდაა.
ამიტომ შენიშვნას ვღებულობ.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Geogeorgia
პოსტი May 3 2008, 02:30 AM
პოსტი #385


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 6-February 08
წევრი № 3,879



ციტატა(.nino @ May 1 2008, 12:04 AM) *

მაგას ვამტკიცებ ამ თემაში რამდენი ხანია, და ვერავის დავაჯერე... მიხარია რომ შენც ასე ფიქრობ smile.gif


აფხაზეთი საქართველოა!


ეს ხედვა მიმაჩნია სახელმწიფოებრივ ხედვად, რადგან აფხაზეთი საქართველოს კუთხეა, შესაბამისად აფხაზები არიან საქართველოს მოქალაქენი, აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რათა ეს ტერიტორია განთავისუფლდეს ტერორისტ-სამშობლოს მოღალატე ბაგაფშისგან და მის დაჯგუფებისგან, და მიეცეს ამ მოვლენებს სამართლებრივი შეფასება! cool.gif

სხვა, იმის თქმა შემიძლია რომ აფხაზები ქართველები არიან, შერვაშიძეები ხომ აფხაზი ქართველები არიან, ასევე აფსუებიც საქართველოს მოქალაქეები არიან!

გვახსოვდეს, რომ 300.000 ქართველი აფხაზეთიდან ელის დაბრუნებას მშობლიურ მიწა-წყალზე!


ამ კამათს მიადევნეთ თვალყური ქართველებო: http://forum.rosbalt.ru/index.php?showtopic=480166&st=50


ვუძღვნი ყველა კავკასიელს ამ სიმღერებს:


http://mamuli.net/music/bpg/publication_vi...ob=vdocid,11579



--------------------
საქართველო - წმიდა ივერია ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
..." გარნა არათუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაიმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესე! არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ - მოწამე არს ჭეშმარიტებაი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Geogeorgia
პოსტი May 3 2008, 02:49 AM
პოსტი #386


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 6-February 08
წევრი № 3,879



ციტატა(Geogeorgia @ Apr 30 2008, 07:57 PM) *

აფხაზეთი კი არ უნდა დავიბრუნოდ, არასწორი მიდგომაა, არამედ დამნაშავეები უნდა დავიჭიროთ (ბაგაფში და კოკოევთ ბიჭი) და მივუჩინოთ მათთვის შესაფერისი ადგილი, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, რათა ვიხსნათ აფხაზეთის მოსახლეობა (300.000) მოთარეშე ტერრორისტებისგან!

ხოლო ეს საბრძოლო ამოცანა უნდა შეასრულოს ჩვენმა სახელოვანმა უშიშროების სამსახურმა, თუ მას მართლა უნდა საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, იმიტომ რომ მხდალი ხალხი NATO-ში არ სჭირდებათ!

ომი კი დიდი სისულელეა, მისი დაწყება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თუ იქნება გარანტია 90% გამარჯვებისა...



მე ვამბობ, რომ აფხაზეთს დაბრუნება ჯერ-ჯერობით არ სჭირდება, იმიტომ რომ დე-იურე საქართველოსია, ამიტომ არის არასწორი მიდგომა! ამიტომ საჭიროა მხოლოდ ჭკვიანური ხერხის გამოყენება, რათა არეულობის დამნაშავეები ფრთხილად მოვაყუჩოთ მათთვის შესაფერის ადგილას....

ანუ დასაჭერები არიან დამნაშავეები და დასაბრუნებელია 300.000 მკვიდრი მშობლიურ მიწა-წყალზე, ხოლო შემდეგ არჩევნები გადაწყვეტენ დანარჩენ პრობლემებს....

ხოლო დასაბრუნებელია ქალაქი ნიკოფსია, რომელიც საქართველოს ტკივილია! cool.gif





--------------------
საქართველო - წმიდა ივერია ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
..." გარნა არათუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაიმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესე! არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ - მოწამე არს ჭეშმარიტებაი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი May 6 2008, 05:53 PM
პოსტი #387


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



მე აფხაზების პოსტებში, დავინახე მართალი კაცის პოზიცია.



ასე მგონია ისინი არც შეიგნებენ, თუ რამხელა დანაშაული მიუძღვით იმ დაპირისპირებაში.
დამნაშავედ მარტო ქართულ მხარეს აღიქვამენ თითქოს.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 6 2008, 06:09 PM
პოსტი #388


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



ნიანია

ციტატა
სერბეთის მაგალითიც კმარა როგორ სძულთ მსოფლიოში ის ერი ვისი მიზეზითაც ომი დაიწყო. კოსოვოც კი არ შეარჩინეს. რა ღირსები ხართო-პრინციპით.


სერბები მხოლოდ ღირსები კი არა, ვალდებულიც არიან კოსოვო დაიბრუნონ და სამუდამოდ ალაგმონ ალბანელ ველურთა პარპაში სერბული ისტორიული სისხლჩაქცეული მიწიდან. დადგება ამის დროც, ადრე თუ გვიან. თვით სერბები არავისაც არ სზულს, ეგ მხოლოდ ერთეულების პროპაგანდაა, თორემ თვით სერბები ძლიერ უშუალო ხალხია და სხვა ხალხებთან არასოდეს პრობლემებს არ იწვევენ ან ანტიპათიას: სტუმართმოყვარე, პატრიოტი ვაჟკაცი ხალხია წესით და ბუნებით. რამდენიმე მილიონი საზღვარგარეთ ცხოვრობს და პირადი ურთიერთობები უცხოეთის მაცხოვრებლებთან თითქმმის არასოდეს ყოფილა. ეს რაც მათ ხასიათს შეეხება...


თუ არ ვცდები შაბათს ვუყურეთ რუსთავი2-ის გადაცემას და იქ საშინელებები ვიხილე, აღვლენილი ქართველებზე აფხაზთა მიერ ამ დგეებში. ბავშვების და ქალების გაუპატიურება და ყაჩაღობები, დაშინებები sad.gif რა ცოდვაა ის ხალხი, გახსენებაც ცრემლს მგვრის sad.gif


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი May 6 2008, 06:14 PM
პოსტი #389


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ადრე რაც იყო იმას ნუღარ მივუბრუნდებით. დღეს არანაკლებს სჩადიან. ოჩამჩირიდან გოგო გამოარიდეს, რომ ამ აფხაზებს ნამუსი არ აეხადათ, მაგრამ რა? გალში მაინც გააუპატიურეს.
აღარაფერზე ვამბობ მე-8-ე კლასელი გოგოს გაუპატიურებაზე.

და ჩვენ გვინდა ბოდიშებიტ გამოვასწოროთ სიტუაცია?

წყლის ნაყვას გავს!!!

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია კანონისტი: May 6 2008, 06:21 PM


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი May 7 2008, 09:55 AM
პოსტი #390


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ციტატა
თუ არ ვცდები შაბათს ვუყურეთ რუსთავი2-ის გადაცემას და იქ საშინელებები ვიხილე, აღვლენილი ქართველებზე აფხაზთა მიერ ამ დგეებში. ბავშვების და ქალების გაუპატიურება და ყაჩაღობები, დაშინებები რა ცოდვაა ის ხალხი, გახსენებაც ცრემლს მგვრის


ციტატა
ადრე რაც იყო იმას ნუღარ მივუბრუნდებით. დღეს არანაკლებს სჩადიან. ოჩამჩირიდან გოგო გამოარიდეს, რომ ამ აფხაზებს ნამუსი არ აეხადათ, მაგრამ რა? გალში მაინც გააუპატიურეს.
აღარაფერზე ვამბობ მე-8-ე კლასელი გოგოს გაუპატიურებაზე.

და ჩვენ გვინდა ბოდიშებიტ გამოვასწოროთ სიტუაცია?



cool.gif dry.gif
მე ცოტა მაფიქრებს ის ფაქტი რომ ასეთი ამბები მაინცდამაინც არჩევნების წინა პერიოდს ემთხვევა ხოლმე. გაიხსენეთ 5 იანვრამდე განმუხურის ამბავი, მზის ორი ჟურნალისტის გატაცება. რა ვიცი რა ვიცი


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 8 2008, 07:43 PM
პოსტი #391


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



ციტატა(ნიანია @ May 7 2008, 09:55 AM) *

cool.gif dry.gif
მე ცოტა მაფიქრებს ის ფაქტი რომ ასეთი ამბები მაინცდამაინც არჩევნების წინა პერიოდს ემთხვევა ხოლმე. გაიხსენეთ 5 იანვრამდე განმუხურის ამბავი, მზის ორი ჟურნალისტის გატაცება. რა ვიცი რა ვიცი


არ ვიცი, ნინო, ვერაფერს გეტყვი მაგ თემაზე. მაგრამ აფხაზებმა რომ ასეთ ქმედებებში, რაც გაუპატიურებებია ისიც მცირეწლოვნების, მაგით "ევაჭრათ" რაცხა ნამეტარი არასარწმუნოა. ისე რა დაგიმალო და , იმ გადაცემაში გაუპატიურებული ქალი ისე უემოციოდ ლაპარაკობდა მის გაუპატიურებაზე, რომ ჩემი მეგობარი კაცების პუბლიკამ რაღაც არაბუნებრივად მიიღო... რა ვიცი აბა, მე ხშირად ვუყურებ აქ გადაცემებს დანაშაულებებზე, რომლებიც გერმანიაში ხდება და რამდენიმე წლის წინათ მომხდარ გაუპატიურებებზეც კი ტირიან და განიცდიან ქალები, ვისაც საუბედუროდ ეს შეემთხვა... თუმცა, ეს არაფერს არ ნიშნავს, კაცია და ხასიათი და ვინ როგორი ემოციურია.

ამ ფაქტების საჩორტაოდ გამოყენება მაინც მეეჭვება ნინო, ჟურნალისტების გატაცებას და რუსი სამხედროების ქართველებზე თავდასხმას კიდევ იქნება რაღაც ეჭვის თვალით შევხედოთ, მაგრამ გაუპატიურება-ყაცაღობის ფაქტებს რა ვიცი აბა... unsure.gif


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 9 2008, 02:11 PM
პოსტი #392


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნიანია
ციტატა
მე ძალიან მეშინია ამ ომით, ვითომდა მარტო აფხაზეთის გასათავისუფლებლად რომ დაიწყება მესამე მსოფლიო ომს არ გამოვკრათ ხელი და ისიც ჩვენი მიზეზით დაწყებულს.

ნუ, მესამე მსოფლიო ომი ალბათ მეტისმეტია, მაგრამ თუ ომი დაიწყო ეს იქნება გაცილებით დიდი მასშტაბების კონფლიქტი ვიდრე აფხაზეთის პირველი ომი იყო. ვისურვებ, რომ ასე არ მოხდეს, მაგრამ ჩვენ (ქართველები) არ დავთმობთ ჩვენს მიწას სისხლის ფასადაც კი, ასე ხდებოდა საქართველოს ისტორიაში, ასე იყო მუდამ და ასე იქნება დღესაც. yes.gif
ციტატა
მერე ნახე ქართველების სიძულვილი მთელს მსოფლიოში.

ჯერ ერთი მთელი ერის შეძულება ასე არ ხდება, აფხაზეთის ომი კი არა გერმანელებმა მართლა დაიწყეს II მსოფლიო ომი და მაგათი ავადმყოფური ფაშიზმის გულისთვის 60 მილიონი ადამიანი დაიღუპა, თითქმის ქვეყანა არ დარჩა გერმანელების "ხელი" რომ არ მიწვდომოდა, მაგრამ ვერ იტყვი რომ გერმანელები საშინლად სძულთ მსოფლიოში. ეს ერთი... მერეც მეორე, ქართველები რომ უმოწყალოდ ხოცეს აფხაზეთში, ერის "გენოციდი" და "ეთნოწმმენდა" რომ მოგვიწყვეს, რაღაც არავის არავინ შეძულებია, მათ შორის არც რუსეთი; ე.ი. ეს კარგი იყო და ახლა ომი თუ ჩვენს სასარგებლოდ დაიწყო NATO-ს მხარდაჭერით, ქართველები შევძულდებით ვინმეს, არა?! არ მგონია, რომ ვინმეს შევძულდეთ, მაგრამ თუ შევძულდებით ცივი წყალი დალიონ, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ამას ჩვენს მაგივრად ვერავინ გააკეთებს.
ციტატა
სერბეთის მაგალითიც კმარა როგორ სძულთ მსოფლიოში ის ერი ვისი მიზეზითაც ომი დაიწყო.

არ არის ეგრე, მე ვერ ვხედავ სერბების როგორც ერის სიძულვილს, სძულთ მილოშევიჩის ტოტალიტარული რეჟიმი და არა სერბები. სერბები საკმაოდ წარმატებულად გამოდიან ევროპის სპორტულ და კულტურულ ასპარეზზე, არავითარი პრობლემა არაა არც სერბეთში ჩასვლა - გამარტივებული სავიზო რეჟიმი აქვთ ევროკავშირთან და ზოგმა არც იცის, რომ ეს ასე იყო ადრეც, იუგოსლავია, სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოებიდან ყველაზე ნაკლებად თუ იყო საბჭოთა იმპერიის უღელქვეშ და მაშინვე თანამშრომლობდა ევროპასთან (დასავლეთ ევროპის კავშირი, რომ ერქვა) და იუგოსლავიიდან ევროპაში მოხვედრა გაცილებით მარტივი იყო.
ციტატა
კოსოვოც კი არ შეარჩინეს.

ჰოო, ჩვენთან სულ სხვა სიტუაციაა... ჯერ ერთი მილოშევიჩის ან თუნდაც სერბეთის დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით მიშა სააკაშვილს ბევრად უფრო სერიოზული მხარდაჭერა აქვს აშშ-სგან და NATO-სგან, ეს სიახლე სულაც არაა, რადგან ყველამ იცის რომ მიშა "ამერიკის კაცია". ახლო ურთიერთობა აქვს (პირად დონემდე) ბევრ ამერიკელ სენატორთან, მინისტრთან (მდივანთან), რომლებთანაც მუდმივი სატელეფონო ზარები აქვს გამართული, პრეზიდენტობის უმთავრესი კანდიდატი მაკკეინი კი სულაც მიშას სტუდენტობის მეგობარია, მისი მასწავლებელი იყო. საქართველო ასევე ჩართულია NATO-ს საჰაერო თავდაცვის სისტემაში და "ლაივში" ხდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა დასავლეთთან. თუ ომი დაიწყება ზუსტად იმიტომ, რომ პენტაგონის აგენტურული ქსელი და მიშა აფხაზეთს სწორედ რომ რუსეთს არ შეარჩენენ და არა პირიქით.

გარდა ამისა, მიუხედავად სერბი ხალხის პატივისცემისა, რადგან ისინიც სერიოზული მებრძოლები და უშიშარი ხალხია, საქართველო მაინც სულ სხვაა. აქ ვერავინ ვერ გაბედავს იგივე სცენარის გათამაშებას, რაც კოსოვოში მოხდა, ქართული მიწის თითოეული კვადრატული მეტრი გაცილებით "ძვირი ღირს" ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ ქართველები ერთმანეთს ვექიშპებით, შიდა პოლიტიკური ბრძოლებით ვართ დაკავებული, მაგრამ როდესაც გადამწყვეტი დღე დგება ვერთიანდებით, გონებაც გვიჭრის საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად და საბრძოლო რესსურსსაც ვნახულობთ, ასე იყო მუდამ და ასე იქნება მომავალშიც. რუსეთის იმპერიას ჩვენ გავუღეთ კავკასიის კარები დაახლოებით ორნახევარი საუკუნის წინ და თუ ასე მოსისხლედ გადაგვეკიდა ჩვენვე დავუხურავთ. მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა დამერწმუნე, რომ რუსეთმა თუ ასე გააგრძელა, ღმერთმა ნუ ქნას და ძალიან, ძალიან ცუდ რაღაცას "გაიჩალიჩებს" საქართველოსგან, როგორც საბჭოთა იმპერიის რღვევაში უმნიშვნელოვანესი როლი საქართველომ ითამაშა, იგივე მოხდება რუსეთის ფედერაციის შემთხვევაშიც და "კოსოვოს პრეცენდენტი" აფხაზეთში კი არა ჩრდილო-კავკასიაში იმუშავებს. ამ გეგმის კონტურები მიშა-პენტაგონის აგენტურას უკვე ალბათ დაწერილიც აქვს (ყოველ შემთხვევაში რუსებმა უკვე ამაზეც დაიწყეს ლაპარაკი). ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსეთი თუ გაბედავს სერიოზული ომის დაწყებას საქართველოსთან, ჩვენ კი არ დავკარგავთ აფხაზეთს, თვითონ აუფეთქდება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები და საშინელ შიდა ომში აღმოჩნდება გახვეული. იარაღს კი აჯანყებულები "ჩერეზ" საქართველო მიიღებენ და გუდაუთის ბაზის ინსპექტირება კი არა მაიკოპში გაუხდება მისახედი თავისი სამხედრო შენაერთები.

ომი არავის არ უნდა, მითუმეტეს საქართველოს, მაგრამ მთელი ამ დაძაბულობის მიზეზი ისაა, რომ სეპარატისტები ვერ აკონტროლებენ ზემო აფხაზეთის კოდორის ხეობის ნაწილს, რუსეთი ხვდებ, რომ ძალიან სტრატეგიული პლაცდარმი დაკარგა კოდორის სახით, რადგან იქ ოფიციალურად 1500-2000 და არა ოფიციალურად გაცილებით მეტი ქართველი სამხედროა დისლოცირებული, აღჭურვილი დაწყებული "ღამის ხედვის" მოწყობილობებით და ПВО-ს სისტემებით, ქვემეხები თავისუფლად მიწვდება სოხუმსაც, ჰოდა აღარ იცის რუსეთმა რა ქნას, ისე უნდა ომში ჩაითრიოს საქართველო, მაგრამ ეს ასე რუსეთის გასახარად არ მოხდება. მოხდება მაშინ და იმ საერთაშორისო პირობებში, როცა ეს საქართველოს მისცემს ხელს. yes.gif
ციტატა
მე სერიოზულად მეშინია დიდ ხათაბალაში არ გავეხვეთ.

ამის ყველას ეშინია, თუნდაც იმიტომ რაც ზემოთ დავწერე, მაგრამ ეს გარდაუვალია, თუ "იმპერიამ" საქართველოს დაშლა დაისახა მიზნად, მართალია დიდი სისხლის ფასად, მაგრამ თვითონ დაიშლება. იმედია ეყოფა კეთილგონიერება და ნელ-ნელა გაიყვანს ჯარს აფხაზეთიდან.
ციტატა
მე ცოტა მაფიქრებს ის ფაქტი რომ ასეთი ამბები მაინცდამაინც არჩევნების წინა პერიოდს ემთხვევა ხოლმე. გაიხსენეთ 5 იანვრამდე განმუხურის ამბავი, მზის ორი ჟურნალისტის გატაცება. რა ვიცი რა ვიცი

არა, ასეთი რაიმეები სულ ხდება, ყოველთვის, უბრალოდ არჩევნების პერიოდში როცა ხდება ამას იყენებს ხელისუფლება საარჩევნოდაც. ჯერ ერთი განმუხურის ამბავი ადრე მოხდა, მაშინ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები არც იყო დანიშნული, (ეგ ოქტომბრის ბოლოს მოხდა, "დაჟე" 2 ნოემბრის მიტინგების დაწყებამდე) მერეც მეორე სააკაშვილი ვერაფრით ვერ მოაწყობდა "განმუხურს" ძალიანაც რომ სდომებოდა, რადგან ამით ლაფი შეესხა რუსეთს მთელი მსოფლიოს წინაშე და ეგ კადრები კომპრომატებად გააქანეს მაშინვე აშშ-ში ინგლისურად გადათარგმნილი.

კაი, "განმუხურს" თავი დავანებოთ და სად იყო არჩევნები 6-მა რუსულმა დამრტყმელმა Ми-24-მა რომ დაბომბა და დაცხრილა კოდორის ხეობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების შენობები?! სად იყო არჩევნები წითელუბანში რუსულმა ბომბდამშენმა Cy-24-მა ორი ავიაბომბი, რომ ჩამოაგდო?!

მაინცდამაინც არჩევნებს არც ჩვენი უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდება დამთხვევია, განსაკუთრებით პირველის...

რუსეთი მტერია... მტერი, სულ ერთია იქნება თუ არ იქნება არჩევნები, მიშა იქნება თუ გრიშა პრეზიდენტი, რესპუბლიკა გვექნება თუ მონარქია, ასე იყო ერეკლე მეფის დროიდან და ახლა რა არის გასაკვირი ამაში.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 9 2008, 02:36 PM
პოსტი #393


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



nana_007
ციტატა
იმ გადაცემაში გაუპატიურებული ქალი ისე უემოციოდ ლაპარაკობდა მის გაუპატიურებაზე, რომ ჩემი მეგობარი კაცების პუბლიკამ რაღაც არაბუნებრივად მიიღო... რა ვიცი აბა, მე ხშირად ვუყურებ აქ გადაცემებს დანაშაულებებზე, რომლებიც გერმანიაში ხდება და რამდენიმე წლის წინათ მომხდარ გაუპატიურებებზეც კი ტირიან და განიცდიან ქალები

ეეეჰ, მანდ მშვიდობაა, ხალხი ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს და კრიმინალების მიერ გაუპატიურება საშინელი ტრაგედიაა, აფხაზეთის ქართულ სოფლებში კი ხალხს ისეთი საშინელი ტრაგედიები უნახავს, რომ გაუპატიურება აღარაფრად ეჩვენებათ, ზოგს შვილი დაუცხრილეს თვალწინ და და სხეულის სისხლიანი ნაწილების შეჭმა უბრძანეს, ზოგი ცხელ წყალში მოხარშეს ცოცხლად და ა.შ. აი , მაგალითად ტურნანბა, რომ "დააბრედია" შსს მინისტრის მერაბიშვილის ხალხმა, (გალის მილიციის უფროსი იყო) ის ცოცხალდ აღრჩობდა განყოფილებაში იმ ქართველ ბიჭებს ვინც სეპატარისტების ჯარში სამსახურზე უარს იტყოდა, 4 ქართველი ბიჭი მოკლა ეგრე დედამისის თვალწინ და ასეთი სიტუაციის ფონზე არაა გასაკვირი, რომ ის ქალი ისტერიკებში არ ჩავარდა გაუპატიურების გამო.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 9 2008, 08:42 PM
პოსტი #394


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



ციტატა
მიშა სააკაშვილს ბევრად უფრო სერიოზული მხარდაჭერა აქვს აშშ-სგან და NATO-სგან, ეს სიახლე სულაც არაა, რადგან ყველამ იცის რომ მიშა "ამერიკის კაცია".


გიორგი,

"შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე კიდია...."

sad.gif

პ.ს. გალელ ქალებზე კომენტარი კაცებმა გააკეთეს , გიო, თორემ მე არც შემიმჩნევია, კაცებმა იციან ასეთი "ჭორიკნობები"... მე გულით მეცოდება ყველა, ვისაც ასეთი უბედურება შეემთხვევა და რომელიც ალბათ ფსიქოლოგიას სამუდამოდ დადაღავს sad.gif


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი May 9 2008, 09:23 PM
პოსტი #395


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II განცხადება

საუკუნეების მანძილზე ქართველი, აფხაზი, ოსი და სხვა ხალხები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, 17 წლის წინ მომხდარმა კონფლიქტმა და შემდგომმა მოვლენებმა საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ძმობა. ბოლო პერიოდში განვითარებულმა საერთაშორისო პროცესებმაც უარყოფითი გავლენა იქონია ჩვენს ურთიერთობაზე და დღეს ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ცდილობდა და კვლავაც ცდილობს ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებით ნდობის აღდგენას, რათა შესაძლებელი გახდეს ჩვენი ძმური თანაარსებობა ერთიან სამართლებრივ და ტერიტორიულ სივრცეში.

ჩვენ ვთვლით, რომ ნებისმიერი დაპირისპირება, შეიარაღებული კონფლიქტი თუ საომარი მოქმედება ყოვლად დაუშვებელია და იგი გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანს.

ამიტომაც მიგვაჩნია: რაც არ უნდა რთული იყოს ამჟამინდელი კრიზისის მოლაპარაკების საშუალებით განმუხტვა, მშვიდობიანი დიალოგი მაინც ერთადერთი გზა და გამოსავალია.


ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხები; მკვდრეთით აღმდგარმა მაცხოვარმა თავისი მადლით აღადგინოს ჩვენი ძმობა და ერთობა.

"უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით". (ფს.28. 11.)

ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
4.05.2008


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი May 13 2008, 09:57 AM
პოსტი #396


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ციტატა
ჯერ ერთი განმუხურის ამბავი ადრე მოხდა, მაშინ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები არც იყო დანიშნული, (ეგ ოქტომბრის ბოლოს მოხდა, "დაჟე


რას ამბობ გიორგი, რა ოქტომბერში გინდა თქვა რომ 7 ნოემბრამდე იყო? რას ამბობ, ეს მოხდა იანვარში ზუსტად არჩევნების წინ. მერე საარჩევნო ვიდეო კლიპადაც უშვებდნენ


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი May 13 2008, 10:13 AM
პოსტი #397


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



Amuza
მაგათ მეტი რა შეუძლიათ რომ მხოლოდ ლაჩრული პარაზიტული ქმედებები მშვიდობიან მოქალაქებზე, თორე ომში და იარაღიანი კაცის წინაშე ეგენი არ ვარგიან რუსეთსა და კავკასიელი ხალხს ამოფარებულები ჩვენ გვებლატავებიან , და იმას კი ვერ ხვდებიან რომ თავს სასაცილოდ იგდებენ თვითვფრინავის არ იყოს ვიღაც კუზიანი პილოტი რომ გამოიყვანეს და ჩამოგდებას იბრალებდა როც ამთელ მსფოლიომ მიგ-29 დაინახა საერთოდ მე თუ მკიტხავ ისე ომში წაგება ჯობდა ვიდრე ეგრეთი სამარცხვინო ქმედებით გამარჯვება როგორც მაგათმა მოიპოვეს და თავი რუსების მარიოტებად გაიხადესე!


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი May 13 2008, 01:23 PM
პოსტი #398


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ციტატა
რას ამბობ გიორგი, რა ოქტომბერში გინდა თქვა რომ 7 ნოემბრამდე იყო? რას ამბობ, ეს მოხდა იანვარში ზუსტად არჩევნების წინ. მერე საარჩევნო ვიდეო კლიპადაც უშვებდნენ


ჰო არა, გადავამოწმე და ვნახე რომ 31 ოქტომბერს მოხდა.


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 13 2008, 01:41 PM
პოსტი #399


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ნიანია
ციტატა
ჰო არა, გადავამოწმე და ვნახე რომ 31 ოქტომბერს მოხდა

smile.gif

გიო რამეს რომ წერს, 100-ჯერ მაინც აქვს გადამოწმებული! a075.gif

:ძმის დაცვა: e025.gif

:მიშასიც: laugh.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი May 13 2008, 01:57 PM
პოსტი #400


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(ნიანია @ May 1 2008, 05:28 PM) *

ანუ ეს ომი მიშას და ბაღაფშის კი არა, პუტინი/მედვედევის და ბუშის ომი იქნება და ჩვენც "ვისარგებლებთ". მე ძალიან მეშინია ამ ომით, ვითომდა მარტო აფხაზეთის გასათავისუფლებლად რომ დაიწყება მესამე მსოფლიო ომს არ გამოვკრათ ხელი და ისიც ჩვენი მიზეზით დაწყებულს.


როგორ ფიქრობ, აფხაზეთის გამო დაანგრევენ აწყობილ სახელმწიფოებს რუსეთი და ამერიკა? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 18 19 20 21 22 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 11:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი