![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
guest |
![]()
პოსტი
#481
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
.nino
არაა ეგ პოსტი არგუმენტი ჩემი კითხვის პასუხად. იმას რატომ არ აკოპირებ, სად მიწერია აფხაზებოის გარეკვა? სირცხვილია ასეთი ცილისწამება , სხვა თუ არაფერი. შემოგემატა აგერ ჭკუის ეტალონი და აწი მრავლობითში ცხადია ადვილად ისაუბრებთ. |
.ნინო |
![]()
პოსტი
#482
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ციტატა ამის მერე რა უფლებით უნდა დაბრუნდეთ იმათ მიერ გათავისუფლებულ თქვენ (და არა მათ!) სახლებში! ამაზე რა გიპასუხო არ ვიცი... და ამის მერე შენ ამბობ, რომ შეურაცყოფას არ მაყენებ? ადამიანის შეურაცყოფა მარტო გინებაა? -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
guest |
![]()
პოსტი
#483
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
.nino
ციტატა დიახაც, ვეფერებით აფხაზებს, იმიტო რომ მათთან ერთად უნდა ვიცხოვროთ... და ის ბიჭებიც ვინც აფხაზეთში საბრძოლველად წავა, მარტო ჩვენ დასაბრუნებლად კი არა, იმათ გასანთავისუფლებადაც წავა! უკომენტაროდ! პ.ს. აღსდექ საქართველოვ! .nino ციტატა ამაზე რა გიპასუხო არ ვიცი... და ამის მერე შენ ამბობ, რომ შეურაცყოფას არ მაყენებ? ადამიანის შეურაცყოფა მარტო გინებაა? შეურაცხყოფას იმენა შენ აყენებ იმ დაცემულ და იმ დასაცემ ბიჭებს! ცოტა ტვინი რომ დაატანო, გაიგებ რასაც ვამბობ, თუ გინდა გაგება, თუ არა და, აქ ნერვის ხერხვის თავი არ მაქვს. სირცხვილია! |
.ნინო |
![]()
პოსტი
#484
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ციტატა შემოგემატა აგერ ჭკუის ეტალონი და აწი მრავლობითში ცხადია ადვილად ისაუბრებთ. ერთი კი არა, მილიონი შემომემატებოდა, ლტოლვილებს რომ ინტერნეტზე მიუწვდებოდეთ ხელი... სამწუხაროდ მათ ამის ფუფუნება არ აქვთ... ამიტომაც მიწევს მარტოს ერთი და იგივეს საუბარი ![]() ციტატა დაჩმორებულ ახლაგაზრდობას ეს კომპლიმენტია? და ამის მერე გაინტერესებს რატომ ვამბობ მრავლობითში, რომ შეურაცყოფას გვაყენებ? ციტატა .nino ციტატა დიახაც, ვეფერებით აფხაზებს, იმიტო რომ მათთან ერთად უნდა ვიცხოვროთ... და ის ბიჭებიც ვინც აფხაზეთში საბრძოლველად წავა, მარტო ჩვენ დასაბრუნებლად კი არა, იმათ გასანთავისუფლებადაც წავა! უკომენტაროდ! პ.ს. აღსდექ საქართველოვ! თუ არ შეწუხდები გამიმარტე რა, რას გულისხმობ, მე ისევ "ცუდად" რომ არ გავიგო... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#485
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
staywhite
ფაქტია, ნანა, რომ ჩვენ სეპარატისტულ რეჟიმს არ ვეფერებით, ნინო მართალს ამბობს. ჩემთვის ძვირფასია ის აფხაზი, გარი წვიჟბა, რომელმაც სიყრმის უნახავი მეგობარი თბილისიდან სოხუმში ჩაიყვანა, 2 დღე ხმა ვერ დაძრა აფხაზეთის ომზე, და ორი დღის მერე, ზღვაში შეჭრილ სოხუმის რივიერაზე როცა გავიდა მისი ქართველი მეგობარი (მარტო იქიდან იჭერს თურმე მაგთი), კითხა, სად რეკავო, და თბილისშიო, როცა უპასუხა, ცრემლი წასკდა და აღრიალდა ამხელა კაცი, არ უნდა გვეომა და შეგვეშალა ძმებოოო.... ![]() ჩემთვის ის აფხაზია საფერებელი (გვარი არ მახსენდება), რომელიც ქართველ მეგობარ ქალბატონს მასპინძლობდა, თავს ბოევიკები დაესხნენ, რომ მისი სტუმრისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ და თავისი ქალიშვილი გაუყვანა მომხდურებს, თუ გინდათ ეს წაიყვანეთ და ჩემ ქართველ სტუმარს ცოცხალი თავით არ დაგითმობთო... ![]() იური ანუაა ჩემთვის საამაყო და სამაგალითო აფხაზი, უწმიდესზე ლოცვით რომ ათენ-აღამებდა და მის ქართველ მოძღვართან ერთად რომ მოკლეს კამანის ტაძარში, ქრისტეს და ქართველთა და აფხაზთა ძმობის ერთგულებისთვის... და მისი ვაჟი, მალხაზი, რომელიც ვაკის სამების მრევლია და ჩვენი ქრისტეს მიერი ძმა... ![]() ეს აფხაზებია საყვარელი და საფერებელი, თორემ ჩემთვის ეროვნული სხვაობის მიუხედავად, ერთია ყაჩაღი და სეპარატისტი ბაღაფში და აბაშიძე... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
guest |
![]()
პოსტი
#486
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
სწორედაც დაჩმორებულია მაგ იდეებით. სხვა სახელი მაგას არ ქვია და თქვენ მონაწილეობთ მაგ "იდეების" გავრცელებაში. შემოვიდნენ კაცო ათასობით და გვიგინონ ქართველობა, რა უშლით ხელს?
წავედი მე, ვიმეორებ, სირცხვილია. |
.ნინო |
![]()
პოსტი
#487
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
კანონისტი
![]() რატომ ესმით ჩემი დაწერილი სხვანაირად არ მესმის... იქნებ ასე უფრო მისაღები იყოს მისთვის -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
guest |
![]()
პოსტი
#488
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
.nino
არარაფერს არ ვმარტავ, ტრიბუნებიდან რომ ლაპარაკობთ ცხადია არ გინდათ გაიგოთ ან იგებთ, მარა ვითომ ვერ იგებთ. PVM! |
.ნინო |
![]()
პოსტი
#489
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ციტატა სწორედაც დაჩმორებულია მაგ იდეებით. სხვა სახელი მაგას არ ქვია და თქვენ მონაწილეობთ მაგ "იდეების" გავრცელებაში. შემოვიდნენ კაცო ათასობით და გვიგინონ ქართველობა, რა უშლით ხელს? წავედი მე, ვიმეორებ, სირცხვილია. სიყვარული არ არის სირცხვილი, პატიება კი მხოლოდ ძლიერის ნიჭია... მარტო იარაღის ენით ლაპარაკი არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ჯარის გარეშე ქვეყანა არც არის ქვეყანა... მაშინ ხარ ძლიერი, როცა ძალას სუსტის დასაცავად იყენებ და არა მის დასაჩაგრად, თორემ მჯობნის-მჯობი არასოდეს დალეულა.... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
შოთაძე |
![]()
პოსტი
#490
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 ![]() |
staywhite
ქართველის მთავარი იარაღი მტერთან საბრძოლველად ყოველთვის ჭეშმარიტი სიტყვა იყო, არის და იმედი მაქვს მომავალშიც იქნება ![]() სიტყვა რო აღარ ფასობს მაგიტომ არის ლამის ყოველდღე ჩემ თაობაში ერთანეთის დაჭრა და მკვლელობები რო ხდება ! და იარაღით ლაპააკი ლაჩრობააა! ლაჩრობა ვისაც უნდა იყოს ლაჩარი და ჩემთვის ყოველთვის მთავარი მართალი სიტყვა იქნება და თუ ეს სამშობლოს ღალატია მათი პროობლემაა და არა ჩემი! კულტურით და ეკლესიური ცხოვრებით უნდა დავუახლოვდეთ ერთმანეთს და არა ბოკერიას და მალაშხიას უაზრო ლაპარაკით და ა.შ -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
guest |
![]()
პოსტი
#491
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ვიმეორებ კანუდოსელის გამოთქმას: ჩამოდით ამბიონიდან .
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#492
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ვიმეორებ კანუდოსელის გამოთქმას: ჩამოდით ამბიონიდან . მერე სხვა რომ ავიდს? @კაიროსი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ნიანია |
![]()
პოსტი
#493
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 ![]() |
ნანა ძალიან დამგრუზა შენმა პოსტებმა. ძალიან მწყინს შენი პროფესიის გამო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხს მხოლოდ ერთი კუთხიდან რომ განიხილავ-მხოლოდ ომი.
ნინო, სამწუხაორდ გუშინ ვერ შემოვედი ფორუმზე რომ მეც შემეწია შენთვის ერთი-ორი სიტყვა. ეხლა წავიკითხე და გული დამიმძიმდა. მაგრამ იმედია ნანასი გესმის, ის სამხედრო პირია და ამ საკითხს ასე უყურებს. როგორც ჩვენთვის არის მისი შეხედულება ბიუღებელი ასევე მისთვის ჩვენი პაცეფიზმი სრულიად აღმაშფოტებელია. -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
guest |
![]()
პოსტი
#494
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა მერე სხვა რომ ავიდს? @კაიროსი biggrin.gif ნიანია იასნია ![]() ციტატა ძალიან მწყინს შენი პროფესიის გამო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხს მხოლოდ ერთი კუთხიდან რომ განიხილავ-მხოლოდ ომი. ნინო, როგორ ხარ? ![]() ![]() მაგაში ცდები: აბა სად მიწერია - ომი! ომი ვისაც არ უნდა, სწორედ სამხედროა ეს. გარდა ამისა, ჩემს პროფესიზე რომ ამახვილებთ ყურადღებას მოდი დავკონკრეტდები და აირჩიეთ რომელიც გინდათ და იმის შესაბამისად ვისაუბროთ მაშინ : ხარისხიანი ფიზიკოსი, პროგრამისტი, ინჟინერი, დივერსანტი მსროლელი, ტაქტიკური მასკირების სპეციალისტი (ინკლუზივ სტრატეგიულ-ოპერატიული მასკირება), საველე კავშირგაბმულობა (პოინტ თუ პოინტ ან მულტიპოინტ), რადარული და კონტრაელექტრონული დაზვერვა,3 ვაჟის დედა, ტრაქტორისტი ![]() ვიმეორებ: არ გესმით ჩემი, არსად არ მიწერია მე ომი . |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#495
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
staywhite
აბა რატომღა დაწერე "ამბიონიდან ჩამოდითო"? ე.ი. ძალიან მაღალფარდოვნად გეჩვენა ჩემი/ჩვენი სიტყვები.... ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
guest |
![]()
პოსტი
#496
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
კანონისტი
ციტატა აბა რატომღა დაწერე "ამბიონიდან ჩამოდითო"? ე.ი. ძალიან მაღალფარდოვნად გეჩვენა ჩემი/ჩვენი სიტყვები.... გიორგი გიპასუხებს მაგაზე სკუჩნ სიტუაციაში ![]() კანონისტი გავაიასნებ მაშინ ცოტას: ეს ამბიონი არაა და სხვის ქრისტიანობაზე შეხება? ყველამ საკუთარ უბეში მოიკითხოს სათნოება, და სუსტები ვინ არიან ნეტა ისიც ვიცოდე ![]() .nino ციტატა სიყვარული არ არის სირცხვილი, პატიება კი მხოლოდ ძლიერის ნიჭია... მარტო იარაღის ენით ლაპარაკი არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ჯარის გარეშე ქვეყანა არც არის ქვეყანა... მაშინ ხარ ძლიერი, როცა ძალას სუსტის დასაცავად იყენებ და არა მის დასაჩაგრად, თორემ მჯობნის-მჯობი არასოდეს დალეულა.... ისე, რატომ არ ჩაალაგებ შენს ორ კაბას ნინო და არ გაემგზავრები აფხაზეთში, იქ ხომ მოსიყვარულე ხალხი გელოდება? რას უცდი, აკი მხოლოდ ქართველები არიან ზლოჩინები, რაღა გაფერხებს, იქ ხომ სიყვარულით მიგიღებენ? |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#497
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
staywhite
ნანა, ციტატა ისე, რატომ არ ჩაალაგებ შენს ორ კაბას ნინო და არ გაემგზავრები აფხაზეთში, იქ ხომ მოსიყვარულე ხალხი გელოდება? რას უცდი, აკი მხოლოდ ქართველები არიან ზლოჩინები, რაღა გაფერხებს, იქ ხომ სიყვარულით მიგიღებენ? ეს არ არის სხვაზე შეხება? მე ვთქვი (ნინომაც) რომ აფხაზების დიდ ნაწილში არის ისევ ქართველების სიყვარული. ჰოდა რომ მელოდებიან ძალიან და რომ გადავალ (დამპატიჟა ჩემმა აფხაზმა ძმაკაცმა) და რუსი ცისფერჩაფხუტიანი რომ მიმცხრილავს ან აფხაზი ბოევიკი, ეგ იმ კარგი აფხაზის ბრალი არ არის, რადგან ხვალ იმასაც მიცხრილავს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
guest |
![]()
პოსტი
#498
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
კანონისტი
ციტატა ეს არ არის სხვაზე შეხება? დავით, დავიჯერო ვერ ხვდები რას ვამბობ? რას ქვია შეხება, ქართველების დაკნინებაზეა მტელი მათი პოსტები აგებული და აფხაზთა ქება-დიდება-ლოკვა-ძვრომაზე, რას ქვია შეხება არ მესმის! ჯერ ერთი, ნინოს გასარჩევი არაა ჩემი სიყვარული, პატიების გრძნობის ქონება თუ ნებისმიერი სხვა, "შევეხე" მას მერე, რაც ასეთები იკადრა პირადად ჩემს მიმართებაში, ან რაა მაგაში დამამცირებელი, რაც მე ბოლოს დავუწერე? აკი უსაყვარლესები არიან, რატომ არ მიდის? ისინი ხომ მოსიყვარულე ხალხია, რისი ეშინია? შეეგებებიან სიყვარულით. ჭკუის დარიგებას კი ნებისმიერმა თავი დაანებოს, მაგის არც მორალური , არც გამოცდილებითი და არც ადამიანური უფლება არ გაქვთ არცერთს ჩემს მიმართებაში. ასევე რაღაც იდიოტიზმის წერას და ცილისწამებას. მომწყინდა რა ეს დრებედენი... |
.ნინო |
![]()
პოსტი
#499
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ციტატა ჭკუის დარიგებას კი ნებისმიერმა თავი დაანებოს, მაგის არც მორალური , არც გამოცდილებითი და არც ადამიანური უფლება არ გაქვთ არცერთს ჩემს მიმართებაში ჭკუას არავინ არავის არიგებს, აი გამოცდილება კი ამ კონფლიქტთან მიმართებაში იმათ გაცილებით მეტი აქვთ, ვინც სვანეთის მთებში იარა, რომ გადარჩენილიყო.... და დღეს ისინიც კი არ ამბობენ, რომ აფხაზები იქიდან უნდა გავდევნოთ... მათ ენატრებათ თავიანთ აფხაზ მეზობლებთან და მეგობრებთან შეხვედრა, მათი ამბის გაგება... მე ეს მსოფლმხედველობა ჰაერიდან ნამდვილად არ მომიტანია... ვამბობ იმას, რა სულისკვეტებითაც გამზარდეს ჩემმა მშობლებმა, და რაც მესმის ჩემს გარშემო ადამიანებისგან, რომელთაგან არაერთია აფხაზეთის ომის ვეტერანი! -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
ado-mari |
![]()
პოსტი
#500
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 6-July 08 წევრი № 5,278 ![]() |
რა ქნას იმ პიროვნებამ,რომელსაც აფხაზი ქმარი ყავს,შესაბამისად აფხაზი შვილები, და დედა კი ქართველი.როგორი აფხაზეთი ინატროს? აფხაზებით თუ აფხაზების გარეშე?
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი