IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი", თანამედროვე ქართული პოეზია და პროზა
likka
პოსტი Apr 19 2008, 11:11 PM
პოსტი #101


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



იყოს ცალ-ცალკე რას აშავებს....a075.gif

ლილი, ეს შენ

თუ არ ვცდები რატი ამაღლობელი ლექსი უნდა იყოს smile.gif იმედია, ლელა არ მიწყებს, რომ ასე საჯარო გავხადე მისი შემოქმედება smile.gif

ბინდი ბუნდოვანი
http://www.files.ge/file/226029/bindibundovani-mp3.html




--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Apr 19 2008, 11:12 PM
პოსტი #102


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა
გიო იოსელიანის ხსოვნას

sad.gif sad.gif sad.gif
მენატრება...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Apr 19 2008, 11:12 PM
პოსტი #103


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(likka @ Apr 20 2008, 12:11 AM) *

იყოს ცალ-ცალკე რას აშავებს....a075.gif

ლილი, ეს შენ

თუ არ ვცდები რატი ამაღლობელი ლექსი უნდა იყოს smile.gif იმედია, ლელა არ მიწყებს, რომ ასე საჯარო გავხადე მისი შემოქმედება smile.gif

ბინდი ბუნდოვანი
http://www.files.ge/file/226029/bindibundovani-mp3.html

უჰ, მაშინ გავაერთიოანოთ, ერთნაირი გამოდის... სად გაქრა ლილიანა? huh.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Apr 19 2008, 11:58 PM
პოსტი #104


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



გაგას "შუქნიშანი" მიყვარს smile.gif თუ ვნახე დავდებ smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Apr 20 2008, 12:13 AM
პოსტი #105


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



მომწონს ეს პოეტი smile.gif რაღაცნაირი... ტკივილიანი და ემოციური ლექსები აქვს

თვითონ კი ძალიან თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს

ეს ერთ-ერთი საყვარელი ლექსია:


აღსარებასავით


დროს ნუ აბრალებ შენს შეცდომებს, დროს ნუ აბრალებ,

შენ გამოჭედე გულმოდგინედ შენი გალია,

ნუ შეგაშინებს თუკი ბოლოს არის საფლავი,

რადგან საფლავიც ბოლო-ბოლო წარმავალია.


დროს ნუ აბრალებ, ნურც ხალხს და ნურც ქვეყნიერებას,

შენივე ხელით მეათასედ დაიგე მახე,

დროს ნუ აბრალებ თუ არ მოდის ბედნიერება,

ის ხომ მოვიდა, მაგრამ ბეცმა ვერ დაინახე.


დროს ნუ აბრალებ თუ გაგიქრა აზრი და სიბრძნე,

თუკი გასნობდი, გაირიყე ან გახდი ხელი,

ნუ დაიჩივლებ, რომ არა დგას შენს გვერდით ვინმე,

რადგანაც ბევრჯერ შეუმჩნევლად ჩაგჭიდეს ხელი.


არ დაიჩემო, რომ გაწვალებს ვიღაცა ქალი,

შენ უკვე ძალით საკუთარი თავი აწვალე.

და როცა ღამით მშვენიერი გამოვა დარი,

დატკბი... შეშლილი ნუ დაითვლი ცაზე ვარსკვლავებს.



ციტატა(_Matasi_ @ Apr 19 2008, 10:58 PM) *

გაგას "შუქნიშანი" მიყვარს smile.gif თუ ვნახე დავდებ smile.gif

თუ ვერ იპოვი, მე მაქვს და დავდებ smile.gif


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Apr 20 2008, 12:12 AM
პოსტი #106


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



იორიკი... ჩემი უსაყვარლესი ლექსით smile.gif

თოვლი

როცა ცას მართმევ,
ასე მგონი გჭირდება და
ამიტომ გატან

ან ცას რა მართებს ჩემი,
ხანდახან სახეს ჭორფლიან ღამედ მოხატავს
წვივები ისევ დაგიწვრილდება ნაწვიმარ გზაზე,
ორი გუბეც და აღარ გაგიჭირდება მისვლა საზღვარზე

ზამთრამდე, რჩება ისე ცოტა დრო
ძამთრამდე უნდა,
უნდა მოასწრო,
მთEლი სხეულით ზეცა მოხატო
და სიზმრებიდან დახეული მზე მომაწოდო,
გულზე მომაწვა და ფეხაკრეფით უკან ახვიდე

დამესიზმრები,
ფარდის ჩახეულ ქვედაბოლოს გადავწევ და ცას მოგცემ
ისევ მოილოგინებ,
მერე თოვა
თოვლთან ერთAდ შენი თვალის ფერიც მოვა
შენ გროვდები და სახეს იხატავ, მე კიშენში ვარ
როცა ცას მართმევ
როცა ცას მართმევ
და როცა გატან....




--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Apr 20 2008, 12:15 AM
პოსტი #107


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



tiko282
თუ გაქვს დადე smile.gif




--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Apr 20 2008, 12:39 AM
პოსტი #108


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



_Matasi_
ოკ, ახლავე smile.gif



შუქნიშანი

უკვე მოგონება მივეც ანათემას,

უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი.

ღამის მარტოობას ისევ ანათებდა

ქუჩის მოწყენილი,სველი შუქნიშანი.


დავთმე სიყვარული,მაინც არ მეძინა,

თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები,

მერე ჩემს გრძნობებზე ცივად გამეცინა,

მივხვდი,აღარასდროს აღარ გავლოთდები.


ქუჩა სიბნელეში,თითქოს ნახაზია,

როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები,

ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია,

შენსკენ,დამიჯერე,აღარ ვიყურები.


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Apr 20 2008, 12:23 AM
პოსტი #109


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



_Matasi_
ადრეც წამიკითხავს ეს ლექსი....მაპატიეთ გოიმობა, ვინ არის იორკი??


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Apr 20 2008, 12:43 AM
პოსტი #110


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



likka
ციტატა
ჩემი უსაყვარლესი ლექსით


ჩვენი wub.gif

აუ როგორ მიყვარს დათოს ლექსები, მითუმეტეს ასეთ ხასიათზე ასეთ ამინდში smile.gif

likka
ციტატა
ვინ არის იორკი??

დათო ყანჩაშვილი, ლიკ...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Apr 20 2008, 12:47 AM
პოსტი #111


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ქეთუ

ციტატა
დათო ყანჩაშვილი, ლიკ...


ეტყობა მართლა ძალიააააააან გოიმი ვარ biggrin.gif ვერც ეგ სახელი მეუბნება რამეს ... blink.gif




ქეთ, არსებობს რამე რაც არ იცი??? huh.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Apr 20 2008, 12:57 AM
პოსტი #112


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



კიდევ ერთი კარგი ლექსი smile.gif


უძლური სინათლის ქალაქი

ქუჩები უფერო ფერის,

სულ ყველა სულ ყველას ძმაკაცი,

სულ ყველა სულ ყველას მტერი.


იქ, სადაც არ ხდება სიახლე,

არავის არა აქვს ბედი,

იქ სადაც იციან სიმართლე,

მაგრამ არ იციან მეტი.


იქ, სადაც ცვლილების სურვილი,

არავინ გაივლო თავში,

არა აქვთ სიცოცხლის წყურვილი,

მაგრამ აქვთ სამოთხის საშვი.


და თითქოს ჩრდილები დადიან,

უაზრო წრეწირებს ჰკრავენ,

იქ, სადაც არაფერს სჩადიან,

უბრალოდ ცხოვრებას ჰკლავენ.


იქ, სადაც თენდება არასდროს,

ღამეში ეძებენ გროშებს,

ჰაერი მაინც არ ჩარაზოთ,

ჰაერი, ჰაერი დროზე!


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Apr 20 2008, 01:09 AM
პოსტი #113


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



likka
ციტატა
ეტყობა მართლა ძალიააააააან გოიმი ვარ biggrin.gif ვერც ეგ სახელი მეუბნება რამეს ...

აბა რაებს ამბობ biggrin.gif
ახალია გოგო და შეიძლება ამიტომ ვერ იხსენებ a025.gif
ციტატა
ქეთ, არსებობს რამე რაც არ იცი???

გავწითლდეეეეე?
biggrin.gif
wub.gif

კიიიი უამრავი რამ არ ვიცი, მაგალითად აი ახლა ამოცანას ვერ ვხსნი, იმიტომ რომ არ ვიცი biggrin.gif დ.პ. კი სწორედ ახლა არ ბრძანდება აქ sad.gif biggrin.gif


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Apr 20 2008, 01:30 AM
პოსტი #114


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



შენ მოკვდავი ხარ, ალბათ ეს არის
სხვა ლაქებს შორის ლაქა ყველაზე
ჩვენ რომ არა გვყავს, იმ ბავშვის ნაცვლად
ქანაობს ქარი საქანელაზე

თვალებში თითქმის აღარ გიყურებ
გადავეჩვიე რაღაცნაირად
და სიყვარულიც ყოველდღე გვგუდავს
გადაქცეული რაღაც აირად

ხელებში უკვე აღარაფერი
მიწა ფეხებში გვაკვდება თითქოს
ირგვლივ ხეებზე სხედან სვავები
და უკვე გრძნობენ გვამების სიტკბოს

და ამ კინოფირს მე და შენ ვუცქერთ
ყოველდღიურ და ფართო ეკრანზე
და ვცდილობთ, ორი სხვადასხვა რჯულის
რაღაცნაირად ვისხდეთ ერთ სკამზე

ჩვენ მოკვდავნი ვართ, ალბათ ეს გვშველის
განსაკუთრებულს არაფერს არ ვფლობთ
და მზერებისგან შეციებული
ხანდახან შენთან ჩურჩულით ვამბობ

რომ სხვებთან ერთად შეშას მეც ვჩეხავ,
და ვინც გარბის, და სხვა სივრცეს ითხოვს -
ჩვენ ვწვავთ ასეთებს, რადგან დანარჩენ...
ამდენ ცივ სხეულს გვჭირდება სითბო .

დათო ყანჩაშვილი...
ნიყვარს ეს ლექსი... ძალიან ძალიან...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Apr 20 2008, 07:34 AM
პოსტი #115


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



თამარი_ცქნაფო
ქეთუ
გააერთიანეთ smile.gif
likka
ციტატა
ლილი, ეს შენ

დიდი მადლობა მპუაააააააააააააააააა

ციტატა
იქ, სადაც არაფერს სჩადიან,

უბრალოდ ცხოვრებას ჰკლავენ

აი ეს ლექსი , ეს მართლაც ესეა smile.gif
ქართველებს ინერტულობა სისხლში გვიჯდება და ხმას ერთეულზე უფრო ცოტა ადამიანი იღებს : )



ლიკ ლელავინ არის smile.gif ? ვოკალზე ვინ არის ?

ნუ
გაგა ნახუცრიშვილი
ნუ მეკითხები,
საიდუმლო გაუხსნელია,
ბევრი ლექსი — დაუწერელი,
ცხოვრების გზა — გაუწელელი,
სიკვდილი კი აუხსნელია.

ნუ მეკითხები,
ვარსკვლავები დაუთვლელია,
მონატრება — გახუნებული,
იმედი კი — დაბრუნებული,
ბედისწერა გაუთვლელია,
სიყვარული — მხოლოდ სიტყვები.
ნუ მეკითხები...
2004


კუღმა
გაგა ნახუცრიშვილი
როცა უკუღმა მიწა ტრიალებს,
დრო აღარ რჩება მაშინ სიბრძნისთვის,
სიცარიელეს ვერ აღიარებ
და ცარიელი ხდება სინდისი.

როცა უკუღმა ფეხსაცმელს იცმევ,
როცა ყინვაში დაგრჩება ქუდი,
ქალის სურნელი აუდის სიტყვებს,
შეხვედრა გინდა და კათხა ლუდი.

როცა უკუღმა იწყებ სიარულს,
უკუღმა ბრუნავს ტვინი, აზრები,
უკუღმართობას არქმევ სიყვარულს
და, ალბათ, მხოლოდ მაშინ არ ცდები


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Apr 20 2008, 07:41 AM
პოსტი #116


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



(ღმერთო, მაპატიე აპათია...)
რატი ამაღლობელი
ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია - მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი.

რატი ამაღლობელი


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Apr 20 2008, 12:35 PM
პოსტი #117


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



თანამედროვე პოეტებიდან ერთ-ერთი, რომლის ლექსებიც მომწონს, არის გიო საჯაია smile.gif



სვანური მოტივებიდან

(გია მეშველიანს)


სადღაც მწვერვალებს აუტეხავთ დავა ერთ-ურთში,

სადღაც სისველით დანაბინდებ ნისლებს ელიან

და რომ შევცურო თარაშივით ახლა ენგურში,

ნეტავ ღმერთები ჩემს სიგიჟეს რას უშველიან?!


სადღაც სასმისებს გადადიან ხელიდან ხელში,

სადღაც ირაო შემოხაზა არწივმა ცაზე,

მოსწყდნენ ზვავები, მყინვარიდან დაეშვნენ ხევში,

სვანური ეშხით დანაჭექებ "ლილეოს" ხმაზე.


სადღაც ვაჟკაცი ისე უცქერს, თითქოს ემდურის,

ქალიშვილს ვინმეს, მზეთუნახავს, ბროლის ყელიანს,

სადღაც დაჭრილი ცხოველივით ბღავის ენგური,

მთებში ტყეები საუცხოო ჰანგებს მღერიან.


და ვდგავარ ასე, მოზღვავებულ გრძნობებით გულში -

მთელი სვანეთის სათქმელს ვეტყვი ლექსს მეშველიანს -

და რომ შევცურო თარაშივით ახლა ენგურში,

აბა ღმერთები მე უბედურს რას მიშველიან?!



--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Apr 20 2008, 01:25 PM
პოსტი #118


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ლილიანა
ლელა ჩემი ჯგუფელია მაგისტრზე, კარგი გოგოა ძაან ვმეგობრობთ...ვოკალზე თვითონაა და სიმღერაც მისი დაწერილი თუ ზუსტად ვიცი. ამას წინათ დილანის საღამოზე იმღერა, ეხლა ბითლების საღამო იგეგმება და გაგაგებინებ თუ დაგაინტერესოს smile.gif

ამ ლექსებმა კიდე ძააან გამახარა, არ ვიცნობ კარგად თანამედროვე ქართულ პოეზიას. ყოჩაღუნა ხარ smile.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Apr 20 2008, 04:20 PM
პოსტი #119


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



თამარი_ცქნაფო
ციტატა
სიყალბე? ნახუცრიშვილთან ნაკლებად დამინახავს, მომწონდა ყოველთვის, თავიდან, რამდნეიმე წლის წინ რომ დავნახე, არასრულფასოვანი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა, მაგრამ მერე ლექსების კითხვა რომ დაიწყო, სულ სხვა პიროვნება დავინახე და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ მეც მის ლექსებს

მე დავწერე, ნახუცრიშვილთან დავინახე სიყალბე თქო, ცქნაფო? huh.gif
ზოგადად ვიგულისხმე თანამედროვე პოეზია, ასე იყო დაწყებული მსჯელობა ამ საკითხზე და ასე გავაგრძელე.

ძალიან მომწონს.
სული მოვითქვი,შეიძლება ასე ითქვას, ბევრი სისულელის წამკითხავმა, მის ლექსებში სული მოვითქვი.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Apr 20 2008, 06:22 PM
პოსტი #120


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



დაუთმეთ ამ ლექს წუთები და ბოლომდე წაიკითხეთ



რექვიემი




დათა გულუა
მე გუშინ ისევ დავეკიდე ოთახის ჭაღებს,
ეს სიკვდილია, მახსენებდა ოდნავი რხევა.
სარკის მინაზე აორთქლებულს ვუმზერდი სახეს,
ჩემს პროცესიას, მეგობრებო, მოჰყევით ნელა!

ჩვენს ქვიშის საათს ამოუშრა მუცელი ლუწი
და ჟამი _ ხვლიკი გადაიქცა მარადისობად.
მთვარეს მოუკვდა მზის შობისას თენება უწინ
და ალიონი ჰორიზონტზე ფრენას შიშობდა.

ოცი ავაზა აფრენილი მოჰყვება კუბოს,
დღე ფარშევანგის ბუმბულივით ამიპრიალდა,
მაშ, ბოლო ვალსი, ბოლო ალტის სიმები უხმო?
თუ, მეუფეო, ევერესტზე დამაგვიანდა?!

ბაირაღები _ სისხლისფერი თქვენი კალთები,
ამ მოკვეთილი ბაგეებით რომ მიკოცნია,
მე ვიცინოდი? ეს ცრუობდნენ ჩემი ნაკვთები,
ნუთუ, ერთხელაც ჩემს სახელზე არ გილოციათ?

და თუ ასეა, მოილოცეთ ბოლოჯერ სული,
ჰიმალაებზე რომ მიანდო სხეული ხრამებს.
მაგრამ ცეცხლივით მზის ბუდეში შხიოდა გული
და კვლავ ლესავდა საბოგინოდ ღრუბელი ქარებს.

როცა გეძინათ სასთუმალზე სიზმრის ბეღლებში,
მე მაშინ ვწერდი `ევასა” და “ადამს~, `ზარების დონებს~,
ვიღაც ბაყაყი რომ ყნაოდა წუხელ ღელეში,
ოქროს გვირგვინით დღეს მიგათრევთ, ვით მორჩილ მონებს.

და ის საფანტი, ჩემს გულზე რომ მოსულა ნუშად,
იყო გარდასვლა შემოდგომის თეთრი ღამესი
დალეწილი მაქვს თვალის ჭრილში საცქერი შუშა
და, სიყვარულო, შენ ყოფილხარ ჩემი დანტესი.

ღმერთო ძლიერო, არ ვყოფილვარ მე ბასტილია,
არც მეგობრობა არ ყოფილა ჩემი ღალატი.
მოდით დამხედეთ, ეს მაჯები გადახსნილია,
თბილი `კინჟალით~ განვისვენებ, როგორც მარატი.

ამ რექვიემზე იზეიმებს, ალბათ, სიკვდილი
და ეს იქნება ნელი ვარდნა, კვლავ წამიერი.
არ გამაგონოთ პარტიტურა ბოლო ტირილის
თქვენში უჩუმრად ცოცხალია ჰერ სალიერი.

მოდით, დამხედეთ, გარდაცვლილმა როგორ ვიბრძოლე,
ნუ შეგაშინებთ თალხისფერი ჩემი სხეულის.
მე არ მოვმკვდარვარ,

არ მოვმკვდარვარ, მხოლოდ ვიცოცხლე,
ამაოებით არ მივსია სულის რვეული.

ერთი ლეგატო, მაესტრო წამის,
ერთიც დამითმე ხნიერი ნოტი,
ერთიც ვიცეკვოთ ჟიზელი ღამის,
შენ, შემოდგომავ, ვიცეკვოთ, მოდი!

და მე დამკრძალეს შაბათის დილას,
მზის ნიჟარიდან დღე მოძვრებოდა
და იქვე, ხესთან ეძინა მოცარტს,
გაიღვიძეო? _ მეკითხებოდა.

ჩემს გვერდზე უკვე არავინ იდგა,
მხოლოდ ნაღველი მითბობდა მუხლებს.
აქ ტიციანი მომიჯდა დინჯად
და მაჩვენებდა უფეხო ღრუბელს.

კვლავ აფრენილა ავაზა ოცი, ფრინავენ არსად.
ლამპიონები წყვდიადისაკენ ილტვიან ჯარით.
მე გავიღვიძებ, გპირდები, დედა, აუცილებლად,
ღია დატოვე ჩემი სარკმლის მტვრიანი კარი.

მე წუხელ მოველ ვერცხლის წვიმად,
მე მოველ თოვლით,
თქვენ ისევ ყოფის ბორბლებს დასდევთ ლურჯ ბილიკებზე.
კვლავ დაგავიწყდათ `მოდერატო, ტკივილი შორი,
ისევ ალლეგრო თქვენს სისხლშია და თქვენს ღიმილზე.

სარკის მინაზე აორთქლებულს ვუმზერდი სახეს,
ჩემს პროცესიას, მეგობრებო, მოჰყევით ნელა,
მე გუშინ ისევ დავეკიდე ოთახის ჭაღებს,
შენ გაცოცხლდები, მახსენებდა ოდნავი რხევა.

25.09.2003
20.
ავტორი 20 წლის ასაკში გარდაიცვალა და თუ არ ვცდები ეს მისი ბოლო ლექსი იყო

შენამდე....
დათა გულუა
გამოვექეცი ოხერ ტაიგას,
გამოვექეცი ქარით მოცული,
უთხარით წვიმას, მხარი ამიბას
და დამიჟანგოს სულის ურდული

აქ გრძნობა ჩაწვა ნაზად სტროფებში
და გადიხურა რითმები საბნად,
ტყვია მიფრინავს უკან თოფებში
და მოლოდინი გადიქცა საკნად.

მე ველოდები შენს სამრეკლოდან,
ზარით მოფრენილ დამწვარ ბარათებს,
მთაწმინდის ეულ საბაგიროდან,
ვუმზერ შენს თვალებს, როგორ ანათებს

ტივებს აცეკვებს თავის ტალღებზე,
მტკვარი მოკული და კეთროვანი,
არ მძინებია ხორბლის მკლავებზე,
მე მიჯნურობით თითქოს მხცოვანი

იმ დღეს მზიურში ისხდნენ მტრედები,
ჩვენ ერთმანეთი მოგვქონდა მხრებით,
იმ Dდღეს ვერესთან თითქოს ედემი,
ამოიშალა ვარდის წყლის ტბებით.

ათას ოხვრაში ამონაწები
ვესტუმრე შენს კარს, ჯერ არ გაღებულს,
ჩემი ოცნება დარდით ნაცხები,
ჰგავდა დანგრეულ ჟღერას კამერულს

შენამდე ჩემთვის არ არსებულა
ბროლის ფილები სპეტაკი, გულთა,
გუშინ კანდელი აფეთქებულა,
თოვლის ცრემლები შეკრულა გუნდად

შეკრულან გუნდად იარაღები,
ათიათასჯერ დამცხრილეს თურმე,
შენი თვალების ბორდო ვარდები,
გზიდან ჩაჩეხავს სიკვდილის ურემს

შენი თვალიდან ავაზები გამოფრენილან,
გამოფრენილა ბულბული და გულს მიმჯდარა,
ჩემს სარეცელზე ის გალობდა გამთენიისას
და თითქოს იქვე იჯდა ნირვანაც

იჯდა სპეტაკი, თოვლიანი თეთრი წვერებით,
სიკვდილი თეთრი ხელთათმანებით,
იქვე სიცოცხლე იწვა გემებით
და ირეოდა სულთა ქანები.

და ედემიდან ჩამოგიტანე
ბზებით დაწნული დედოფლის ტახტი,
შენს დღიურებში გადავიღვარე,
საძინებელში შენს ფიქრებს ვახლდი

ძილის დროს ღამე ქსოვდა განედებს,
ამ სიყვარულის მბრუნავ გლობუსზე
და მუდამ სიზმრად, სიზმრად გამეფებ,
როგორც სიმები მეფობს ჩონგურზე.

გთხოვ, არ წახვიდე, ხიდი არ დატოვო,
გულიდან ამოიღე ნისლის სატევარი,
ფარდით არ დაფარო უდაბნო, ვარდო,
ღმერთო, არ გამიპო ჩემი ნახევარი

მე გრძნობა ჩამიწვა ნაზად კუპლეტებში,
გადაიხურა პლანეტა საბნად,
ღრუბლები ჩაცვენილან წვიმად გუბეებში,
გარდაისახა ცხოვრება ისევ,
ლანდების ჩვეულ ნისლიან საკნად.


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 01:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი