IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი", თანამედროვე ქართული პოეზია და პროზა
nino_ni
პოსტი Apr 20 2008, 08:32 PM
პოსტი #121


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



ეს ლექსი ძალიან მიყავრს.ჩემს ბავშვობას მახსენებს.
გიორგი ზანგური

მტკაველზე მარხავდნენ ბავსვები მერცხალს,
ფოთლის სუდარა ტანზე ესვენა,
ეზოსი ქალი თეთრეულს რეცხავს
ტვალები მასაც სევდით ევსება,
საფლავზე ეწყოტ ფერადი ქვები
და ჩამომჭკნარი ორი გვირილა,
ბავსვები-მერცხლის ჭირისუფლები
თამაშ-თამაშში იქცნენ ტირილად.
პატარა გოგომ გაბერა ტუჩი
მისი ფანჯრის ქვეშ ქონია ბუდე,
იწვა ხალისი ფეხსაცმლის ყუთში
როგორც კუბოში ყველანი დუმდნენ.
უმგერეს ერთად "ჟუჟუნა წვიმა"
მეტი გალობა ჯერ არ იციან,
კაცტან მივიდნენ და უთხრეს ცივად
-ჩიტი მოგვიკვდა ლადო ბიძია!

ბავშვობაში მეც დამიმარხავს ჩიტები და სულ ჩემი თავი მახსენდება sad.gif


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი Apr 20 2008, 10:35 PM
პოსტი #122


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



მაგარი თაობა მოდის ჩემი აზრით! 2 მეგობარი მარტო მე მყავს რომლებიც მართლა ლამაზ ლექსებს წერენ! ხელოვნების შემოქმედი ადამიანია და ამ ხელოვნებაში ზუსტად ის აისახება რაც ადამიანს ცხოვრებაში ხვდება.....არც აგრესია და არც იმედგაცრუება არ არის გამონაკლისი.......


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Apr 21 2008, 08:43 AM
პოსტი #123


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ქეთუ
ციტატა

ჩვენი

აუ როგორ მიყვარს დათოს ლექსები, მითუმეტეს ასეთ ხასიათზე ასეთ ამინდში

2kiss.gif ჩვენი smile.gif

likka
აი შენთვის smile.gif
ისევ იორიკი

სახლი

როცა გისოსები შუაშია,
ძნელია მიხვდე რომელი მხარეა სატუსაღო,
გისოსებს აქეთ, თუ გისოსებს იქით.

არასდროს ყოფილხარ სულერთი,
სულ ერთი იყავი.
შენ კი ამ სიცარიელეს, სიტყვებს შორის ვერც კი ხედავდი.

ჩემი საათი, რომელიც ყველას ჩემი სურათი ჰგონია,
მუდამ ერთ დროს მიჩვენებს_
შენ მე მაკლიხარ.


თვალები_ჩემი სახლის ფანჯრები,
წამდაუწუმ იხსნებიან და იხურებიან.
კარი არ მაქვს, და შემოსასვლელად,
ფანჯრებს გთავაზობ_
დახურვამდე თუ შემოასწრებ...

ჩემი სახლი კი_უფრო სწორად ერთი ოთახი,
ფიქრების არქივით,
ოცნებების სასაფლაოთი,
და სიზმრების დამტვერილი თაროებით_ჩემში ეტევა.
თუ კი სხვები სახლში ცხოვრობენ,
ჩემი სახლი ჩემში ცხოვრობს და,
ამ ხნის მანძილზე ისე გაზრდილა
რომ ვეღარც გადის...

შემოდი რა,
შემოდი და ერთად ვიცხოვროთ.
თორემ გისოსები შუაშია და
ძნელია მიხვდე, რომელი მხარეა სატუსაღო,
თორემ მანძილს სიტყვებს შორის ვეღარ ხედავ და
ჩემი საათიც დროს აღარ მიცვლის.

იქნებ ფანჯრიდან გადმოიპარო,
თორემ...
სახლიდან ვერ გამოვდივარ.


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Apr 21 2008, 06:04 PM
პოსტი #124


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(ლილიანა @ Apr 20 2008, 05:22 PM) *

დაუთმეთ ამ ლექს წუთები და ბოლომდე წაიკითხეთ
რექვიემი
დათა გულუა
მე გუშინ ისევ დავეკიდე ოთახის ჭაღებს,
ეს სიკვდილია, მახსენებდა ოდნავი რხევა.
სარკის მინაზე აორთქლებულს ვუმზერდი სახეს,
ჩემს პროცესიას, მეგობრებო, მოჰყევით ნელა!
.....................................................

რამდენიმე თვის წინ წავიკითხე ეს ლექსი და ცრემლები ვერ შევიკავე
რა სამწუხაროა, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი ასე ახალგაზრდა გარდაიცვალა



მე ეს პოეტიც მომწონს smile.gif

რეზო გეთიაშვილი


დამბაჩები

ერთ მშვენიერ დღეს... კარგად მახსოვს, სექტემბრის ბოლოს,

მანდ, ბაისიკლში, მშვენიერი დღეებიც იცის

და შეღამება, სიგიჟეა ბულბულის სოლო,

ოქროს გალიით რომ მოგართვით და რკინის ფიცით.


ო, დამიჯერეთ, აზრებსა და სტრიქონებს შორის

ამ მცირე წერილს უზარმაზარ სინანულს ვურთავ,

ჰოდა, მისტერ შ, თუ დარჩებით ქალაქში, მგონი,

ერთ მშვენიერ დღეს გააბოლებთ დამბაჩას გულთან.


რაც შემეხება, შეერია ღამეებს ქერტლი,

მე ვწერ ჩვეული სიდინჯით და ნაცნობი კოდით

და უძილობით ვიტანჯები, უარესს გეტყვით,

სიბერემ უკვე ჩაიარა, სიგლახე მოდის


და რა თქმა უნდა, ძლიერ მიჭირს და ძლიერ მიჭერს

პროსპექტი, როგორც ბავშვობაში ნაქონი ჩექმა.

ამ გულჩვილობას ნუ გაანდობთ ადოლფს და ბიჭებს

აქტრისა `ზეტის~ შაბისფერი თვალების ლექმა


წუხელ კინაღამ გადამრია, ლირიულ ჩანართს

თქვენც მიმართავდით ცხოვრებაში და ჩვენში მოკვდეს,

ხან უსათვალოდ ვარსკვლავებიც რომ აღარ ჩანან

წუხელის... ღმერთი კეთილია, ხანდახან, მოკლედ.


მაგრამ მისტერ შ, კარგად გახსოვს სექტემბრის ფარჩა,

აქ, ბაისიკლში, თუ დავრჩები, ნამდვილად ვიცი,

ერთ მშვენიერ დღეს გაგიჟდება ჩემი დამბაჩა

და შემომაყრის შემონახულ დორბლსა და სიცილს.



--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Apr 21 2008, 11:33 PM
პოსტი #125


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



_Matasi_

კარგი იყო, დიდი მადლობა smile.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Apr 22 2008, 03:48 AM
პოსტი #126


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif
ზვიად გამსახურდიას

ხარ შეწირული
უწმიდეს კრავად,
წმინდა გიორგის
გიფარავს ძალი,
ქართველი შენზე
ვერ იტყვის ავად,
ვის ბედზეც ფხიზლობ
არწივის თვალით.

მეუფე თადეოზი (იორამაშვილი)


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Apr 22 2008, 07:25 PM
პოსტი #127


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



რეზო გეთიაშვილი

გოქსუ


სადაც ყვავილები მთავრდებიან

და შენი თითები იწყებიან,

შენი თითებიდან დაწყებული,

ჩემი დაკარგული მიწებია.


არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,

სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,

საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,

ერთი უცხოელი ტურისტივით,

თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,

ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.


უკან ურდოები მომყვებიან

და მიტოვებული მეფეები,

როცა ყველაფერი წესრიგშია,

როცა ყოჩივარდებს ეფერები.


სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,

ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:

მთელი უშენობის მფლობელი ვარ,

დიდი დანაკარგის მესაკუთრე.


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Apr 23 2008, 10:00 PM
პოსტი #128


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



გაგა ნახუცრიშვილი


მორიგი დღის ელეგია

«Сочинил же какойто бездельник»
ახმატოვა


უკვე გავიზარდე და ცრემლის არ მჯერა,

დამთავრდა უნიჭოდ ფერადი რომანი,

არ ვიცი, ვიღაცა უსაქმომ დაწერა,

ვერ მიხვდა, ცხოვრება შავ-თეთრი რომ არი.


მე უკვე დავბრუნდი ჩემს მყუდრო ბინაში,

რადგანაც მომწყინდა ხალხი და პოზები,

აღარ მსურს გავიდე იმედით წვიმაში,

აღარ მსურს ვიცხოვრო ბავშვური ოცნებით.


მე ხომ არ ვიცხოვრე ჭუჭყებში ღორივით,

დღეს ასე მგონია და გარეთ დარია,

დღე არის უბრალო, დავარქვი მორიგი

და მე ვინც მიყვარდნენ აქ აღარ არიან.


უკვე გავიზარდე და ცრემლის არ მჯერა,

დამთავრდა უნიჭოდ ფერადი რომანი.

არ ვიცი, ვიღაცა უსაქმომ დაწერა,

ვერ მიხვდა, ცხოვრება შავ-თეთრი რომ არი.



--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Apr 24 2008, 02:59 PM
პოსტი #129


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



გიო საჯაია


მთებში გათოვდა... თებერვლამდე... მერე მარტიდან,

მოსარკევდება ფერდობები, ნისლების ნამით...

შენ, გინახია სვანეთის ცა, შხელდას კალთიდან,

რა ბუმბერაზი ვარსკვლავებით ინთება ღამით?!


მოგისმენია ენგურისთვის: ან როცა მდორედ

მოედინება და ნაკვალევს კლდეში ნიშებად

ტოვებს ან დაჭრილ ცხოველივით ბორგავს და ტორით,

მთიდან ანაგლეჯ ბელტებს ლეწავს და ფქვავს ქვიშებად?!


დაგსიზმრებია დადიაში, უშბა ან შხარა -

ქართული გენის უკვდავ ძეგლად აჭრილი ცაში -

ან თოვლის თეთრი დედოფალი თეთნულდი?! არა?

არ გიცხოვრია! არ შობილხარ საერთოდ მაშინ!


მთებში გათოვდა... თებერვლამდე... მერე მარტიდან,

მოსარკევდება ფერდობები, ნისლების ნამით...

შენ, გინახია სვანეთის ცა, შხელდას კალთიდან,

რაოდენ დიდი ვარსკვლავებით ანთია ღამით?!


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Apr 29 2008, 02:33 AM
პოსტი #130


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



რატი (ტატო) ნინუა

ი ე ს ო ს ა დ მ ი
( ლ ო ც ვ ი ს მ ა გ ი ე რ )

რა ტკბილი არის შენი სასჯელი,
მართალი გულის რისხვა და წყრომა,
მე ეგ-ღა დამრჩა სულის სახსნელად,
ალბათ ფუჭია ახლა სხვა შრომა.
არ გამიცრუო ბოლო იმედი,
თუ გზას გადავცდი შენსკენ მომავალს,
მრუდე გზის გავლა მაინც ბოლომდე
არ დამაცალო, რამეთუ ბრმა ვარ.
მყის დამატეხე თავს შენი რისხვა,
თუნდ არ კმაროდეს გამოფხიზლებად,
დაე, ნუ ჩათვლი ზედმეტად კიცხვას,
ნურც გამწარებას, ტანჯვით მხილებას.
არ დამაცალო სვლა მცდარ ბილიკზე,
გზაზე, რომელიც შენსას შორდება,
მე თუ ჯიუტად ვალ დაღუპვისკენ,
თუ ბილწს არ მინდა გამოსწორება.
იმ ბავშვის სული მაინც დაინდე,
ვინც უგნურებამ თვისმა იმსხვერპლა,
გენიის ცეცხლად თავში აინთე,
კვნესის, ვაების უქრობელ ცეცხლად.
შენ გევედრები, იესო ქრისტე,
ბილწი-გულმართალს, სულმყრალი-კეთილს,
ოჰ, დროზე ადრე შენ შემიზიზღე,
მომეცი ტანჯვა მე ძველზე მეტი.
ნუ ამარიდებ თვალს, თუნდ მწყრომარეს,
და ნუ მიმიშვებ მრუდე ნებაზე,
სჯობია მომკლა მარად მცთომარე,
ვიდრე შევბღალო ტატოს ემბაზი.
სჯობს გამათავო ერთი სიკვდილით,
ვიდრე აღსრულდეს, რაც შენ არა გსურს,
ოჰ, სინდისი-ღა ზეცისკენ ყვირის,
რწმენით მოელის სასჯელს — შენს პასუხს.
როცა შენ მსჯიდი, თუმცა ვწვალობდი,
მაგრამ ეგ მზერა მე არ მტოვებდა,
მე ზეცის მიმართ უხმოდ ვგალობდი,
მსჯიდი, ესე იგი მაინც მწყალობდი,
სული გეძახდა და სასოებდა.
და ნუ იყოფინ, შეჩერდეს ტანჯვა,
ოჰ, გევედრები, ღმერთო, მხურვალედ,
ბოლომდე მექმენ ჯალათად, დასჯად,
მე გეაჯები კეთილმწყურვალე.
შენ განმიკითხე ყოველი ბიჯი,
რადგან დიდია ცთუნება ჩემში,
ეს ყოველივე ხომ კარგად იცი,
ვზივარ სხეულში, როგორც მყრალ გემში.
ჰოი, უფალო, მომეცი ძალა,
მივხვდე რა არის ამჟამად სწორი,
გთხოვ, არ გამწირო, არა და არა,
იქნებ გზა შენსკენ აღმოჩნდეს შორი.
გთხოვ, რომ არ მიმცე მაცთურს არასგზით,
თუნდ ამას კიდეც ვიმსახურებდე,
სჯობია მომკლა ცეცხლით ანაგზით,
ვიდრე სხვა თვალით ღმერთს გიყურებდე.
ოჰ, ნუ იყოფინ, ღმერთო, უფალო,
რომ სიყვარული მომიკლას ვინმემ,
არ მიმატოვო მტერთან უფაროდ,
მაცთურს სასჯელის ცეცხლი აწვიმე.
ჩემზე ზრუნავდი, მრავალმოწყალევ,
მადლით, მხილებით, მკაცრი სასჯელით,
კვლავაც იზრუნე, თუ გსურს მაწამე,
დაე, წამება გახდეს ასწილი.
ოღონდ არ მიმცე მე ჩემს გულისთქმებს,
არ მიმატოვო მათთან ბრძოლაში,
თუკი მივნებდე ამ ცოდვილ ფიქრებს,
მარად მამყოფე სულის ძრწოლაში,
ნუ გაიხარებს ჩემზე მაცთური,
ნუ გავებმები კრული მახეში,
არ დამავიწყო შავი წარსული,
არ დამთმო კრავი ჩემს სიცოცხლეში.
მექმენ მფარველად, მექმენ დამხმარედ,
მექმენ დამსჯელად და შემბორკველად,
თუ არ აღმადგენ, როგორც ლაზარეს,
ნუ გამხდი ავის კარზე მროკველად.
უმალ დამფალი, დამასამარე,
ჰა, ჩემი სიტყვა, როგორც დასტური,
ან დამაბრმავე, ან მასაპყარე,
არ მიმატოვო სული ქართული.
ზვიადს და მერაბს ნუ წაშლის ჩემში,
გულისთქმა მყრალი და შესაზარი.
დაე, გაწვიმდეს კვლავ თავში თქეში,
წამლად ვსვა ტანჯვა უზარმაზარი.
ზვიადს და მერაბს ნუ წაშლის ჩემში,
გულისთქმა მყრალი და შესაზარი.
აპრილის სუნთქვას და სულიწმინდას,
დე, ნუ დაწნეხავს უხსენებელი,
იესო, ღმერთო, ო, როგორ მინდა,
ჩემივ სინდისით ვიქმნა ვნებული.
აპრილის სუნთქვას და სულიწმინდას,
მართალი ბიჭის წყრომას და ცრემლებს,
შენ შეგავედრებ, თუ ვერ დასდინდა
ასეთი ცრემლი დილეგის კედლებს.
ამ დილეგიდან ნუ გამომიშვებ,
ჰა, ჩემი სიტყვა, როგორც დასტური,
ნუ გამხდი ბოროტს, ღმერთო, და შიშველს,
შენ დამითრგუნე ესე მაცდური.
აპრილის ცრემლი წრფელი და სუფთა,
მე ისე მახსოვს, როგორც ედემი,
ან ქუჩის ბოლოს რხეული თუთა
და საფეხბურთე ლაღი კედელი.
ან მეზობლების წყრომა ფეხბურთზე,
და სიკეთეში ბრწყინვა ასგვარი,
ამ მოგონებებს ყრუ ტანჯვით ვუმზერ,
ისიც ბოროტმა სულმა წამგვარა.
თუ არ ეღირსა განმეორება
ჩემს ლაღ ბავშვობას, ჩემს ლამაზ ედემს,
მფარველი ჩემი ნუ გამშორდება,
ვინაც მჩუქნიდა ბავშვობის გედებს.
შენ დამიფარე, ღმერთო მაღალო,
და შემაწიე მფარველი სული,
ძველო დღეთაო მარად ახალო,
შენ შემოგცქერი გაოგნებული.
მამაო, ვცოდე, მამაო, ვცოდე,
არა ვარ ღირსი შენი ძეობის,
მე ახლა უნდა ცრემლებში ვთრთოდე,
მე-დამკარგავი ჩემი მეობის.
შენ არ გამწირო, თუ ჩემი თავი,
აწ საბოლოოდ მე გამიწირავს,
მომე სამარე და მიწა შავი,
სად თვით უცოდველ ბავშვებსაც სძინავთ.
ოღონდ არ მხადო კერძი ეშმასი,
ოღონდ მომეცი მადლი ხშულ გულში,
თუნდ ხსნა მომეცი გონის შეშლაში,
როგორც მალამო სინდისის წყლულში.
არ დამცე, აღარ, არ დამაწიო,
ის რაიც უკან უნდა რჩებოდეს,
დაე, სირცხვილში ყველამ დამცინოს,
ბილწი გულისთქმა ოღონდ დნებოდეს.
არ მითხრა, არა, რომ გვიანია,
რომ ჩემი შრომა არის ამაო,
მე ვინანიებ, მე ვინანიებ,
მე ვინანიებ — ტკბილო მამაო.
1999 წ. 11 აგვისტო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ამ ლექსის
წაკითხვის შემდეგ ტატოსთვის წესის აგების ნება დართო.


პ.ს
ჰო, ეს კი იყო, ჩვენი ჩამოქცეული ცის თავანზე მეტეორის ჩამოვარდნასავით გადაიქურუხა
ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტდამთავრებულმა, უნივერსიტეტის კედლებში თოფი
პაოლო იაშვილივით დააქუხა. ტყვია თვითონ იკრა, მაგრამ დახოცა ისინი, ვინც პოეტი
თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

"ოტია იოსელიანი"


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kh@tia
პოსტი Apr 29 2008, 10:00 AM
პოსტი #131


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 123
რეგისტრ.: 28-March 08
წევრი № 4,349



გიორგი ზანგური

ჩემს თანადედამიწელებს

არგძნობის ქალაქში
სიყვარულს არ ცნობენ,
არ ცნობენ იმ ნაცნობ ხეივანს,
სადაც გაზაფხულზე კოცნები ანცობენ
და ნუში კვირტობას ზეიმობს.
წყვილები პაემანს
მოწყენით ნიშნავენ
საათის ისრებმა დროება გაცვითა,
ლურჯ ღამის ლარნაკში
ყვავილებს მოსწყდებით,
ცრემლებად ღაწვიან.
აღარ მაქვს ქალაქის განწყობის ატანა
ატმებით ვეფერე, დახორკლილ ატმებით,
ყანწივით ქვეყანა რომ შემომატარა!...
ზოგჯერ რა უაზრო სურვილით ატყდები
მე მინდა გაჩუქო სამყაროს ნაწილი,
მე რომ არ მეკუთვნის არც ერთი მტკაველი.
არც მინდა მეყოფა სამშობლოს მანძილი,
ყანწები, სიბრძნისგან დახრილი თავებით!
მე სუნთქვა შეკრული დავაკვდი ბასიანს,
აჯანყდა სისხლი ძარღვებში ომია.
ვენახის დალალებს თმა ლერწამ ვაზიანს
ვენაცვალე, რა ტკბილი მტევანი ჰქონია!
ო, ერთხელ მე თქვენი ქეიფი მანახა
რითი სვამთ- ჭიქით თუ კრამიტზე მდინარით.


--------------------
აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო,
აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და
მაცხოვნე მე,რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Apr 29 2008, 03:45 PM
პოსტი #132


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



kh@tia
ვგიჟდები ამ ლექსზე
a025.gif


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Apr 29 2008, 04:02 PM
პოსტი #133


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



გიორგი ზანგური
კოსმიური პირამიდა

მაქვს უცისფრესი ნაღველი,უიშვიათეს ღამიდან,
მყავს ნაგოდები ოცნებით აზრში მოკლული საცოლე
და მე არ ვიცი ამხელა მარტოობაში რა მინდა
გაჟრენთილია ცრემლებით მთვარენალეწი საწოლი.

გამიწყდა ყველა ფერადი ურთიერთობის ძაფები,
არის მტანჯველი სიჩუმე და მე არსაით მელიან,
საფლავში გამოღვიძებულ კაცივით დავიძაბები
როცა ოთახში სხეულებს ჩრდილები ემალებიან.

დავიმეგობრე ვარდები-ჩემი გამხმარი ტრაური,
ყველა სურვილი დამეწვა,ყველა სურვილი ალშია.
სევდის აღლუმზე გაისმის შეძრწუნებული ხმაური
უკანასკნელი აკორდი ჩემი ნერვების მარშია...

ნისლის ზღვიდან რიფებივით ამოყრილან სოფლები,
სადაფისფერ ღრუბლებსია მზის ბაჯაღლოს მონეტა.
ანგელოზი ემუქრება ზეცას წვიმის მოკრეფით
გახსენება ამტკივდება გასულ სიმარტოვეთა.

ბამბის ტეთრი კლავიშებით გაღიმებულ როიალს
ტუჩებს ძილში დავუკოცნი მკრთალ თითების კლავიშით,
ტვინის ნაოჭ ლაბირინთებს როცა ფიქრი მოიარს
სურვილები ამიტაცებს შენთან ყოფნის გარეშე.

ჩემი გულის ფეეთქვის ხაზი კავკასიის ქედებია
უშგულიდან ჯიხვის რქები,როცა მთვარეს ენაცვლება,
ღრუბელს ჭმუჭნის ვიწრო ზეცამზე რომ გაუმეტებია
შენი კოპის დაბღვერად და ემოციის შენაცრებად.

გადის,გადის უსასრულო წუთის,წამის საუკუნე,
საათობით ბაგეებზე უკოცნობა იფარება,
ვარსკვლავების დათვლილსიას შუა გამესდავუბრუნებ
რომ მიყვარდა სიჭაბუკისმოწყვეტილი მიბარება

ავახლიჩე დედამიწას მელნიფერი ოკეანე
და ნიღაბი დავამზადე გამჭვირვალე ტრაგედია,
მერე შენი სიზმარეთი ფეხშიშველმა მოვიარე
თითქოს ჩემი წარმოდგენისუცნაური მაკეტია,

ავიზვირთე,ავიტალღე,ნაპირები დავარბიე
ოქროს ქვიშა დაგისველე-ცხელი მკერდი პირამიდა
ატმოსფერო კოსმოსამდეთითის აკვრით გავარღვიე;
ახლა შენი სიახლოვე ატმისფერი დილა მინდა.


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
severus snape
პოსტი May 2 2008, 04:12 PM
პოსტი #134


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 6-April 08
წევრი № 4,461



Heureka

ევრიკა! ღმერთი! - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი...
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ რა ხანია ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა.

და რახანიავადაგასულ ვენებში, მეჩხერ,
თერთმეტი ათას ხუთას ოცჯერ ნახმარი შპრიცით,
ყოველდღე ათ ხაზ სისხლში აჭრილ რეგოლიტს იჩხერ,
რომ რამდენადმე საკუთარ თავს საშველი მისცე

და ტვინში თითი მიაჭირო ღილაკს - "რესეტი",
რომ წუთით მაინც დაივიწყო, ყველა ის ბავშვი,
რომელიც მოკლეს... მიაფურთხო: სულელ პრეზიდენტს,
მართლმადიდებელ მშობელთა და ყველა მისთ. კავშირს,

გასასხვისებლად გამზადებულ მაჩაბლის ცამეტს,
დიდი რვიანის, (შვიდიანის, თუ პლიუს-მინუს),
ყველა რიგით და რიგგარეშე სხდომას თუ სამიტს,
ატიპიური ეიჩ ხუთი ენ ერთის ვირუსს

და მასთან ბრძოლის პრევენციულ ზომას – კარანტინს...
ოჯახს, რომელსაც უყვარხარ და ყოველთვის გიგებს,
ოთახს, რომელშიც: ჭერს, იატაკს, კედლებს, კარადებს
სკამებს, მაგიდებს, დანა-ჩანგლებს, თეფშებს და ჭიქებს,

ტელევიზორებს, რადიოებს, ჟურნალ-გაზეთებს,
წიგნებს, რვეულებს, ხელნაწერებს - დედაბუდიან-
ყველაფრიანად, სტაცო ხელი, როგორც ასეთი,
და ჩაუძახო - თავის ფეხით სადაც დადიან!

და ყველაფერი დაიკიდო, გარდა კუსტარულ
წესით ჩაკემსილ ნატყვიარის, სამყაროს ტორსში,
რომელაც თორმეტ კალიბრიან თვალებს უშტერებ
და რომლის იქით არის რაღაც, სახელად - "მორჩა"...

და რა ხანია გაუვიდა შენახვის ვადა
სამყაროს! მეტიც: ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ ღმერთი... ღმერთი - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი!





გიო საჯაია







____________________________________________





შეხედე დაო,
ესაა ჩემი როიალი,
პირწამტვრეული კლავიშებით, უპიუპიტროდ.
ეს ჩემი ძაღლია, რომ ყეფს ასე ხმატკბილად.
შეხედე დაო,
ესაა ჩემი მეზობელი,
უძირო ფეხსაცმელებითა და ყურში გოგირდით,
მას ყოველ დილით პური ამოაქვს მაღაზიიდან.
ეს ჩემი ქუჩაა, ტალახიანი,
უემოციო.
შეხედე დაო,
ესაა ჩემი ავტომობილი,
საჭის გარეშე, თითისტოლა მაგნიტოფონით.
ეს ჩემი დარგული ხეა,
წელში მოხრილი, შენობისთვის საყრდენად შეყენებული.
უყურე დაო,
აქაა ჩვენი ძმის საფლავი, შემორაგული,
რატომ არა ჰგავს სურათის გმირი
კუბოში მყოფ უხორცო სხეულს?
აქ ჩემი გზაა, ორმოებით,
მიწაჩაწეულ, ასფალტაცვენილ ადგილებით გამოკვეთილი.
უყურე დაო,
ესაა ერნესტო გევარა,
ფოტოშოპში გადაკეთებული და სამზეჭაბუკე,
არადა მიწით ამოსვრილი და ღიპიანი.
ეს კი ტატოა,
მისი სიკოჭლე არ ეტყობა ნაცრისფერ სურათს.
დაო, ნუ ხუჭავ თვალებს,
უყურე დაისს,
ეს ჩემი ქალაქის მზეა,
ყოველ საღამოს იჩხერს ჰაერის უკმარისობას
და დილაობით თავის ლომკებს გადაგვაყოლა.
ეს კი მტკვარია,
თევზის მაგივრად განავლითაა გავსებული და უხარია.
შეხედე დაო,
ეს არ არის სულ არაფერი,
მხოლოდ ოფლის ორიოდ წვეთი თვალში ჩამდგარი,
ეს კი შენი და ჩემი ქომაგი, პოლიციაა,
ლურჯ პერანგებში, წითელ ტრუსებში გამოწყობილი..
უყურე დაო,
ეს კარლოა კაჭარავა, სახეშეცვლილი,
ანაც უბრალოდ საუკუნოდ დავიწყებული..
ეს კი მეფეა, ჩარკვიანი, გაღმიდან ყვირის,
ისევ ჰგონია, რომ გადმოცურავს მაზუთიან ზღვას..
ნუ უმზერ დაო
საკუთარ ფეხებს თავჩაღუნული,
ეს სულ არაა ჯოჯოხეთი რომ შეგეშინდეს,
უბრალოდ ხალხს აქ თვალები აქვს ჯოჯოხეთური..
შეხედე დაო,
ეს დავითია, აღმაშენებელი,
თავის ცხენზე სამჯერ დიდი, უპროპორციო,
ეს კი დაო,
აი რომ ჩანს და თან ვერ ხედავ,
ეს თვითონ ჩვენი ქალაქია, კასტრირებული,
ის ტრუსჩახდილი დგას მსოფლიოს გზაჯვარედინზე
და ყოველ გამვლელს და გამომვლელს უფასოდ აძლევს..
უყურე დაო,
ნუ გრცხვენია თვალების გახსნის,
ეს ისტორია ჩვენამდე ბევრად ადრე დაიწყო
და არც ჩვენს შემდეგ დააპირებს თავის მოკვლას,
უბრალოდ ყოველ დილა-საღამოს,
“კურიერამდე”, ტელევიზორში, უნდა უყურო
როგორ უყვარს მდიდარს ღარიბი
და როგორ ჯობნის სიყვარული გაბოროტებას,
უნდა უყურო, გულდასმით და თვალდაწვრილებით
და ბოლოს წყნარად შეაფურთხო ნაბიჭვარ ეკრანს,
თორემ იქიდან გამოხტება ფარისევლობა
და გეტყვის:
შეხედე დაო, ესაა ჩემი ურყევი კრედო,
მღვრიე და მრუში,
გახდი სექტანტი ბუნებრიობის რელიგიის
და შენ მიიღებ ორ კილო ფქვილს, შაქარს, პურს
და მოწყენილობას..



ხვიარა


--------------------
sectumsempra!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი May 2 2008, 04:37 PM
პოსტი #135


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ნუ, რასაკვირველია, იმდენი მოახერხეს ჩვენმა საყვარელმა იუზერებმა რომ ამთემაში შემოხედვა მეზარება.

დაწერეთ ხალხო რატომ გიყვართ, რა გიყვართ რა დაინახეთ.
მასე ეგ ლექსები კი ვიცით სადაც დევს...

ბოდიში პირდაპირობისთვის.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი May 2 2008, 04:58 PM
პოსტი #136


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(kato_Bato @ May 2 2008, 03:37 PM) *


მასე ეგ ლექსები კი ვიცით სადაც დევს...



არამგონია ჩემი დადებული ლექსი ინტერნეტში სადმე იცოდეთ tongue.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი May 2 2008, 05:06 PM
პოსტი #137


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



შოთაძე
ციტატა
არამგონია ჩემი დადებული ლექსი ინტერნეტში სადმე იცოდეთ

კაი ,აწი პირადად შენს დადებულებს დავედევნები tongue.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი May 2 2008, 05:10 PM
პოსტი #138


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(kato_Bato @ May 2 2008, 04:06 PM) *

შოთაძე

კაი ,აწი პირადად შენს დადებულებს დავედევნები tongue.gif

სხვას რომ თხოვთ შეაფასეთო თქვენ რატო არ აფასებთ? biggrin.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი May 2 2008, 05:14 PM
პოსტი #139


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა
სხვას რომ თხოვთ შეაფასეთო თქვენ რატო არ აფასებთ?

მე რომ დავდებ იმას შევაფასებ.

ამდენის წამკითხავს, ძალა აღარ მაქვს კიდევ ვწერო რა ვიგრძენი. tongue.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი May 2 2008, 05:19 PM
პოსტი #140


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(kato_Bato @ May 2 2008, 04:14 PM) *

მე რომ დავდებ იმას შევაფასებ.

ამდენის წამკითხავს, ძალა აღარ მაქვს კიდევ ვწერო რა ვიგრძენი. tongue.gif

ჩემ დადებულს კი ჩემი შეფასება აღარც ჭირდება, იმიტომ რაც არ მომწონს იმას არ დავდებ. tongue.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 01:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი