IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი", თანამედროვე ქართული პოეზია და პროზა
kato_Bato
პოსტი May 2 2008, 05:30 PM
პოსტი #141


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



შოთაძე
ციტატა
ჩემ დადებულს კი ჩემი შეფასება აღარც ჭირდება, იმიტომ რაც არ მომწონს იმას არ დავდებ.

ბოდიში რო ვრ მივხვდი, რაც არ მოსწონთ იმას რომ არ დებენ tongue.gif

სჭირდება სჭირდებააააააააააა
თუ შენი დაწერილი არაა, რასაკვირველია.
მაშინ სხვამ უნდა შეგაფასოს.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კელა
პოსტი May 2 2008, 05:50 PM
პოსტი #142


mari
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 73
რეგისტრ.: 18-April 08
წევრი № 4,588



ციტატა
რა შენი ბრალია,
მეოთხე ჯგუფის უარყოფითი სისხლი თუ გამოგყვა.
ასეთი მარტოსისხლობაა, ვერავის გადაესხმები, ძნელად შეგერევიან.
და მითუმეტეს,
რა შენი ბრალია შობის ღამეს მოულოდნელად გახეთქილი ნაღველი.
რა შენი, მაინცდამაინც ახალ წელს თუ დამუნჯდი და სულ შემთხვევით აებლანდე მეკვლეს ფეხებში, წააქციე შემოსასვლელში.
თუ, სულაც შენი!


huh.gif huh.gif huh.gif



ეს სტროფი კიდე სხვა სტილია და:


მე მაპატიოს ყველა თანამოდროვე პოეტებისა და ეროპოეტების ტრფიალებმა, მაგრამ ჩემი აზრით ისე ცდილობენ რაღაც ახალი თქვან, არაადეკვატურად წერენ სიტყვებს ერთმანეთის გვერდით და სპლაშნოი რახა-რუხი გამოდის.

dry.gif


--------------------
"არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი May 2 2008, 05:56 PM
პოსტი #143


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



კელა
ციტატა
მე მაპატიოს ყველა თანამოდროვე პოეტებისა და ეროპოეტების ტრფიალებმა, მაგრამ ჩემი აზრით ისე ცდილობენ რაღაც ახალი თქვან, არაადეკვატურად წერენ სიტყვებს ერთმანეთის გვერდით და სპლაშნოი რახა-რუხი გამოდის.

უმრავლესობამ მეც მაპტიოს biggrin.gif

თუმცა სულ არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ.....


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი May 2 2008, 06:43 PM
პოსტი #144


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



kato_Bato
ციტატა
დაწერეთ ხალხო რატომ გიყვართ, რა გიყვართ რა დაინახეთ.
მასე ეგ ლექსები კი ვიცით სადაც დევს...

ბოდიში პირდაპირობისთვის.

ალბათ ყველას დაწერილი ლექსები,იმიტომ მოგვწონს,რომ ჩვენს გულებთან არის ახლოს smile.gif
ჩემი დაწერილი ლექსები ჩემეულია,წერია ის,რასაც განვიცდი


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kh@tia
პოსტი May 6 2008, 11:50 AM
პოსტი #145


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 123
რეგისტრ.: 28-March 08
წევრი № 4,349



ზვიად გამსახურდია

...
ღიმილი და მილოცვები,
თუმცა ბევრი გავეცით,
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად,
ხოლო ჩვენ კი დავეცით...
ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს,
უცნაური რამეა,
ქრისტეშობა მუდამ თითქმის საოცარი ღამეა
დეკემბერი დააბჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,
ამ ღამით, ხომ წამებული,ქრისტე იშვა ბეთლემსა.
მერე ზეცად აღევლინე,არ გიგუეს მიწაზედ,
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე.
ზეცად წასულს უკან მოგყვა,ლოცვა -ცრემლის დამდენი,
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩა და იუდა რამდენი.
ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა ,
ფეხზე დგომა არის ძნელი,ადვილია დაცემა.
მეც დავრწმუნდი,არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა,
მეც მომიწევს ლეონარდოს საიდულო სერობა.
და წარსული სიზმრად მექცა,მომავალი-ოცნებად,
მეგობარი ვეღარ მიცნობს,მნახავს და გაოცდება.
ქრისტეშობას სხვა ჩემს გარდა,სევდას ვინ დაიბდებს,
ძველი წელი ხსოვნას მართმევს,ახალი კი იმედებს!
ქრისტე აღსდგა!ქრისტე აღსდგა! ჩემი სული ცას უხმობს
ჭეშმარიტად!-კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს.
თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,
ჯვარს ვერ ვკადრებ,ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა.

შერცხვენილი,წარწყმედილი,ეგდო
ს ქვეყნად,ეთრიოს,
ხოლო შენზე მრავალ მლოცველს,კვლავაც ღამე ეთიოს.
რწმენა ძნელად გადარჩება,ხატი უფრო ადვილად.
ქრისტე აღსდგა!ჭეშმარიტად! ქრისტე აღსდგა! ნამდვილად!


--------------------
აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო,
აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და
მაცხოვნე მე,რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jun 20 2008, 01:56 PM
პოსტი #146


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



…ხედვები
May 16, 2008
გარდაუვალია მზერა რომელის სიღმეში შენი კეფა მეგრძნობინება…

თხემწე გაკრული მრწამსი

გველეშაპის ფრთებივით გაშლილი ქუთუთოები

დაორთქლილი ტუჩები… სუნთქვის შემკავებელი მოძრაობები

თითების ნეკნებში მესობი

შხამი შხამიან წამწამებზე

შემოდგომის ფერი გამოხედვები

გველეშაპი ფრთებს არხევს რომ გაფრინდეს

ჩემი ტკივილი ღრუბლებზე მძიმეა

ჩემი ტკივილი მას ვერ გაყვება


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jun 20 2008, 02:09 PM
პოსტი #147


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



ახალი ზამთრის ფიფქები:

გამჭირვალე გამჭოლ ფიფქთა ცვენა

სამოთხის დამსხვრეული შუშაბანდები

სერავენ და ჭრიან ყოველივეს რასაც ეხებიან

მე გავედი სახლიდან და თვალები ავუშვირე ცას

მე ცა მიყვარს

ჩემი მარცხენა თავლის გუგა წითლად ჟღინთავს

მე თვალიც კი არ დამიხამხამებია

ჩემს ათლილ გუგებს დედამიწა იზიდავს მიწისკენ

მაგრამ გუგები სისხლიან ლოყებზე სისხლმა მიიწება

სისხლი ვლავ წებოა სამოთხის დებოშის მიუხედავად

biggrin.gif


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jun 24 2008, 10:34 PM
პოსტი #148


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



გადმომატრიალე


მოდი, შენ უნდა ამომაბრუნო,
ასე გადაბრუნებული
გამკიდეს თოკზე_
და რა ხანია უკვე მშრალი ვარ.
სისხლი ამიშრა ტანიდან და
მზემ გამახუნა.
მოდი როგორმე
ყელთან თოკი გადამიჭერი_
მკვდარი ნერვები
საყელოსავით ჩამომისწორე.
დაჭმუჭნული და
ტანზე შემხმარი_სიცოცხლე
ხელებით დამიუთოვე.
მერე ჩამიცვი,
სხეულზე მომირგე
და არასდროს არ გამიხადო.
დაგეტოლები
და ვეცდები, სულ ყველგან გეყო
შემოგეხვიო.
უნდა გაგათბო!
მოდი ხელები ჩამიყავი
ჯიბეებივით _ მახსოვრობაში
და შენი სუნი შეანახინე.

მოდი შენ უნდა ამომაბრუნო,
ეს მე ვარ! - უბრალოდ,
გადაბრუნებულს მხედავ
და ვერ მცნობ...
biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jun 28 2008, 08:40 PM
პოსტი #149


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650





ალექს ჩიღვინაძე
იორიკი
შოთა გაგარინი
ხვიარა
ზაზა კოშკაძე

ანუ ვარდისფერი ავტობუსი.

მანიფესტი
------------------------------------------------


ჩვენ ვართ იდუმალი პლეადა უკვდავი ხალხის
ჩვენ ვართ ვარდისფერი ავტობუსის პოეტები
ავტობუსისა, რომელიც ვარდისფერ თავისუფლებაში მიდის
ჩვენ ვმოგზაურობთ ავტობუსებით და ოცნებებით ძველი ქალაქის ბინძურ ქუჩებში და საზრისის გზებზე, ვკითხულობთ ლექსებს ავტობუსში, თქვენთვის
ჩვენ ვართ კონტრყოველდღიურები
ჩვენ მოგვბეზრდა ერთფეროვნება და გაცნობიერებული უსამართლობა
ჩვენ ვგრძნობთ, რომ შევქმნით რაღაც ახალს, მშვენიერს, გიჟურს
ჩვენ ვართ თქვენში და თქვენს გარეთ
ჩვენ ვქსოვთ ალტერნატიული პოეზიის ვარდისფერ ქსელს, რომელშიც გავაბამთ სამყაროს და თქვენს გულებს
ჩვენ ვწერთ იმპერატიულ, რევოლუციურ, ფსიქოტროპულ, სურეალისტურ, ვარდისფერ, ტრადიციულ, ირეალურ, ემპირიულ ლექსებს
ჩვენ ვიბრძვით ყოველდღიურად ცხოვრების თავისუფალი ფორმირების შესაძლებლობისთვის
ჩვენ უარს ვამბობთ კულტურულ სტანდარტებსა და სტერეოტიპებზე
ჩვენ ვაზროვნებთ, ვგრძნობთ, ვურთიერთობთ – ექსტრავაგანტულად
ჩვენ ვაქცევთ ადამიანური ურთიერთობებს -- ეროტიკულ ურთიერთობებად
ჩვენ ვაქცევთ ადამიანური ცხოვრებას _ სპონტანურ შემოქმედებით აქტად, გარეშემო სივრცეს კი მხატვრულ ფაქტად
ჩვენ ვუარყოფთ გონების კულტს, ვცვლით მას სულის მისტიური ექსტაზის კულტით
ჩვენ ვერ ვიტანთ პურიტანულ მორალს და ვთვლით, რომ სამყაროს სჭირდება დიონისე და მასობრივი ორგიები
ჩვენ გვიყვარს ყვითელი ვაშლი ასფალტზე და უცნობი ქალის თითები
ჩვენ ვცხოვრობთ დროსა და განზომილებებს მიღმა
ჩვენ ვცხოვრობთ სისტემებსა და სხეულებს მიღმა
ჩვენსა და თქვენს შორის არაა ზღვარი
ჩვენ განვიცდით ყოფიერებას და გვტკივა სამყაროში, გულში, თავში
ჩვენ ვერ (არ) ვმკურნალობთ მანიაკალურ ფსიქოზს. ჩვენთვის ეს არცაა საჭირო. . .
ჩვენ ვხედავთ ვარდისფერ პლანეტას. . .
ჩვენ ვოცნებობთ, რაღაც უცნაურსა და გამანადგურებელზე
არა, არა! სინათლეზე და სიკეთეზე. წითელზე, წითელზე, წითელზე, ვარდისფერზე, ცისფერზე, შავზე, მწვანეზე. . . ვარდისფერზე. . . ვარდისფერზე. . . იმაზე რაც გაგხვდის ბედნიერს
ჩვენ ვცხოვრობთ, იმის მაგივრად რომ ვისხდეთ და ვუყუროთ ან ვუსმინოთ
რევოლუციაა ჩვენი ცხოვრების აქტი
ჩვენ ვცხოვრობთ თქვენში
ჩვენ შევძლებთ გაუცხოებულ სამყაროში შევიჭრათ არაგაუცხოებული კოლექტიური განცდით
ჩვენ ვოცნებობთ მსოფლიო რევოლუციაზე
რევოლუცია ჩვენი ხელოვნებაა
ჩვენ ჩაფლულები ვართ წინააღმდეგობის, ურთიერთდახმარების, გულწრფელობის და “უხელისუფლებობის” , არაგაუცხოებული ყოფის ატმოსფეროში
ჩვენ აქედან ვიღებთ ენერგიას
ჩვენ აქედან ვგრძნობთ, რომ რაღაცის შეცვლა - შესაძლებელია, უტოპია - რეალურია, ბრძოლას - სიხარული მოაქვს.
ჩვენ ვართ ანარქისტები!
ჩვენ ვართ რომანტიკული კომუნისტები!
ჩვენ გენიალურნი ვართ ყოველთვის!!!
მაშინ, როცა ჩვენს ქვეცნობიერში დაიწყებენ ქექვას ლიტ-ანალი-ტიკოსები,
ჩვენ ვიქნებით სადმე მთვრალი, ნატყვიარი ან გადახსნილი ვენებით
ჩვენ ვიფართოვებთ ცნობიერებას
ჩვენ დავხოხავთ საკუთარ და თქვენს ქვეცნობიერში, სულში
ჩვენ ვიცით რომ შეიძლება!!!
ჩვენ ვიცით. . .
ჩვენ ვართ. . .





--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Jun 28 2008, 08:54 PM
პოსტი #150


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ბიჭო, ვერ გავიგე რა მჭირს...

ასეთი სახელის თემა მახსოვს უკვე, მაგრამ იმას მგონი სულ სხვა ავტორი ჰყავდა... unsure.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Jun 28 2008, 11:47 PM
პოსტი #151


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა
ვარდისფერი ავტობუსი.

ვერ ვწვდები ამ ავტობუსის მგზავრთა პოეზიას mellow.gif



ციტატა(likka @ Jun 28 2008, 08:54 PM) *

ბიჭო, ვერ გავიგე რა მჭირს...

ასეთი სახელის თემა მახსოვს უკვე, მაგრამ იმას მგონი სულ სხვა ავტორი ჰყავდა... unsure.gif

ჰო, აქ თემები შეაერთეს და ავტორები შეიცვალა biggrin.gif


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Aug 22 2008, 12:07 AM
პოსტი #152


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



"ვიცი, რაც არ ვიცი.

არ ვიცი, რაც ვიცი რაც არ ვიცი იმის ნაცვლად უნდა ვიცოდე თუ დავივიწყო.

არ ვიცი, რატომ არიან ანგელოზები და ჩემი ოთახის ნათურა ყვითლები.

ვერ ვხსნი, რატომ არის ჩუმად ჩემი მაგიდა, როდესაც მე ამდენს ვესაუბრები.

არ ვიცი, რატომ ჰგონიათ ახალ გაცნობილ ადამიანებს, რომ ჩემს სახეზე დაკვირვებით რაც კი მანამდე იყო ყველაფერს მიხვდებიან.

არ ვიცი, ინტელექტუალურობა, სნობობა და სულელობა რატომ გახდა ხალხისთვის პოზა;

რატომ ჰგონიათ, რომ არსებობენ მარტივი ადამიანები;

რატომ ვარ შენხელა, როდესაც ვიღაც მემატიანემ სხვადასხვანაირად გამოგვთვალა;

რატომ დადგინდა, რომ ცისარტყელის ყურება არის ბანალურობა;

ფეხით სიარული – წანწალი;

თმის დავარცხნის დავიწყება, როდესაც რამე უფრო მნიშვნელოვანზე ფიქრობ – ბომჟობა;

საკუთარი აზრის ქონა – პროტესტი;

სახლიდან წასვლა – გაქცევა;

გაღიმება - კარგად ყოფნა.

არ ვიცი, რატომ უნდა მოიშუშო ყველა ჭრილობა;

რატომ არ უნდა იტირო, რახან კაცი ხარ;

რატომ არ ესმით რომ შეიძლება იყო იღბლიანი და უბედური.

ვერ ვხვდები, რატომ არის სიყვარული და ბოზობა ორივე წითელი და რატომ მოსწონთ ქალებს, როცა მათზე მბრძანებლობ.

არ ვიცი, მე და შენი სარკე რატომ ვუგებთ ასე ერთმანეთს და რატომ ვგავართ სანამ შენ მოხვალ.

არ ვიცი, რატომ ვფიქრობ ამდენს და, მით უმეტეს, ეს ყველაფერი რატომ მაწუხებს.

ვიცი, რომ ერთხელაც ჩემი ოთახის ყვითელი განათებით მოვიტყუებ ღია აივნიდან ყვითელ ანგელოზებს და ერთი წუთით დავივიწყებ რომ ვარ კეთილი...

... და გავიხსენებ როგორ ვაცლიდი მტრედებს ფრთიდან ბუმბულს, რომ ისევ დაბრუნებულიყვნენ…

© დათო ყანჩაშვილი"
"ვარდისფერი ავტობუსელი" smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Aug 25 2008, 07:45 PM
პოსტი #153


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



მთელი წლის ნატვრა

არაფერს ვნატრობ, ოღონდ მოთოვოს,
მანდაც მოთოვოს და გაგახსენდე.
თოვლმა ჩემს წილად ფიქრი მოგთხოვოს
და გაგახსენდე სულ არაფერზე...
არაფერს ვნატრობ,ახლა მოგაკლდე,
დღეს აგტკივდე და დღეს მოგენატრო,
ყველა ოცნება, რაც შენ მოგანდე,
ჩემეულ ფიფქად შემოგემატოს.
მანდაც მოთოვოს, როგორც თბილისში,
როგორც ჩემსობას ანდა ჩემამდე,
დღეს გაგახსენდე სწორედ ძილის წინ,
მერე გესიზმრო და გაგეხარდე...


სანათა


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Aug 25 2008, 08:04 PM
პოსტი #154


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



** სადაა მამა **

ჩემთან მოვიდა პეპელა, რომელსაც არ ჰქონდა ფრთები..
და მკითხა პეპელამ: სადაა მამა?
თვალების არევით, მექანიკური სუნთქვით და გაოცებით
მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე ლამპიონზე,
რომელიც ჩაქრა..
ჩემთან მოვიდა უცხოპლანეტელი, ნამდვილი ყურებით..
და მკითხა უცხოპლანეტელმა: სადაა მამა?
ტვინის გაჩხრეკით, დასუსტებული ნერვებით და ბოდვით
მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე მთვარეზე,
როცა გათენდა..
ჩემთან მოვიდა ქვა, რომელიც არ იყო ძვირფასი..
და მკითხა ქვამ: სადაა მამა?
თითების მტვრევით, გულის ფეთქვის შეკავებებით
მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე ასფალტზე,
რომელიც აყარეს..
ჩემთან მოვიდა თოვლის გუნდა, რომელიც იყო მიწიანი..
და მკითხა თოვლის გუნდამ: სადაა მამა?
ტუჩების მოყინვით, ოდნავი კანკალით და უპირობოდ
მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე ნაძვის ხეებზე,
როცა გაზაფხულდა..
მაგრამ ვერასოდეს ვუხსნი ჩემს ძმისშვილებს,
როცა მეკითხებიან: სადაა მამა?
ცრემლების შეკავებით, სულის ამოვარდნით და ფიქრების დანაწევრებით
მე მხოლოდ ვჩუმდები და ვუთითებ ცაზე, უცისარტყელოდ..
მათ კი რახანია არ სჯერათ ჩემი,
რადგან უკვე წამოიზარდნენ და მიხვდნენ,
რომ ჩემი ძმა ცაში კი არა,
სადღაც იქაა,
სადაც პეპლების, ქვების, თოვლის და უცხოპლანეტელების მამები ცხოვრობენ..

ხვიარა













დუმილი მიხეთქავს დანაცრულ ბაგეებს,
პირიდან მასკდება მაგმური ცხელება,
მალე თქვენ დალეწავთ ჩემს თვალებს - სარკეებს,
მალე თქვენი თმები შემომეთელება,
ოქროს ვულკანები დახრავენ კიდურებს,
დაანაკუწებენ თვალების უპეებს,
მე თქვენი ცრემლები ვერ გამაბითურებს,
მე უკვე ვუყურებ ცრუ სისხლის გუბეებს..


ხვიარა


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Nov 19 2008, 06:14 PM
პოსტი #155


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



ზოგჯერ უნდა წაიკითხო რომ გაიგო არსებობს თუ არა თანამედროვე პოეზია და პოეტები... წიგნის შეძენას შევეშვათ რამდენიმე ქართული ინტერნეტ პორტალი არსებობს და ბევრ ნორმალურს აღმოაჩენთ, რამდენიმეს კი ძალიან ძლიერსაც.


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 19 2008, 06:15 PM
პოსტი #156


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ჰმ... თანამედროვე პოეზიას როგორც კი ახსენებენ ეგრევე ვარდისფერი ავტობუსის ასოციაცია უჩნდება ხალხს.

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 19 2008, 06:31 PM
პოსტი #157


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ციტატა
ვარდისფერი ავტობუსი.



უი ლა საკალლები ალიან smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Nov 19 2008, 06:41 PM
პოსტი #158


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



syd
პოსტი ცოტა რო მოარბილო, არ გინდა? a075.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 19 2008, 06:44 PM
პოსტი #159


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



kato_Bato
აჰა მარა რა შეიცვლება მაგით?


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Nov 19 2008, 09:08 PM
პოსტი #160


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



ციტატა(syd @ Nov 19 2008, 06:15 PM) *

ჰმ... თანამედროვე პოეზიას როგორც კი ახსენებენ ეგრევე ვარდისფერი ავტობუსის ასოციაცია უჩნდება ხალხს.

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!


ორი რაღაც უნდა აღინიშნოს:

1. მართლა ძალიან ცუდია რომ ხალხს მარტო ვარდისფერი ავტობუსი ახსენდება, არა იმიტომ რომ ცუდად წერენ ან კარგად (ეს ცალკე კამათის და გემოვნების ამბავია), ეს ნიშნავს რომ ხალხი არ კითხულობს და ესმის მხოლოდ ტელევიზორში მოხვედრილი რამდენიმე სახელი


2. ვერ გავიგე რატომ თვლი რომ სასაცილოა (შეიძლება დაგეთანხმო კიდეც) ისე კი გემოვნების ამბავია


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 06:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი