IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი", თანამედროვე ქართული პოეზია და პროზა
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 19 2008, 09:25 PM
პოსტი #161


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ციტატა
ვერ გავიგე რატომ თვლი რომ სასაცილოა (შეიძლება დაგეთანხმო კიდეც) ისე კი გემოვნების ამბავია


რა თქმა უნდა, გემოვნებაზე არ დაობენ. მაგრამ უგემოვნობაზე ხომ დაობენ? ვარდისფერი ავტობუსის პოეტების ლექსები არ გინახავთ ალბათ ყველა. ისეთ საზიზღრობებს რასაც ეგენი წერენ ვერ დავწერ ამ ფორუმზე. ხალხმა მხოლოდ მათი რამდენიმე "რჩეული" ლექსი იცის და ამით აფასენებ მათ.


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Nov 19 2008, 09:29 PM
პოსტი #162


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



ციტატა(syd @ Nov 19 2008, 09:25 PM) *

რა თქმა უნდა, გემოვნებაზე არ დაობენ. მაგრამ უგემოვნობაზე ხომ დაობენ? ვარდისფერი ავტობუსის პოეტების ლექსები არ გინახავთ ალბათ ყველა. ისეთ საზიზღრობებს რასაც ეგენი წერენ ვერ დავწერ ამ ფორუმზე. ხალხმა მხოლოდ მათი რამდენიმე "რჩეული" ლექსი იცის და ამით აფასენებ მათ.


მე საკმაოდ კარგად ვიცნობ თანამედროვე ქართულ პოეზიას, ყველა მიმართულებით, ვერლიბრი იქნება ეს თუ რითმიანი, ავტობუსელებსაც ვიცნობ (შემოქმედებას) და თამამად ვამბობ რომ დავით ყანჩაშვილი და სანდრო ლორთქიფანიძე (ხვიარა) ძალიან ნიჭიერი და ძლიერი პოეტები არიან.


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Nov 19 2008, 09:40 PM
პოსტი #163


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



syd
იცი პრობლემა რაა? შენ ხედავ მაგ ლექსში მხოლოდ 3 უცენზურო სიტყვას...


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Nov 19 2008, 09:51 PM
პოსტი #164


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



ხვიარა


* * *

ჩააცვი ღრუბლებს სიმარტოვე და აცვი ჯვარზე,
რადგან ცოდოა მარტო იესო იყოს გაკრული
ჩვენს სახეებზე..
ღრუბლები კი მოუთმენლად ელიან ლურსმნებს
და ჩვენს სახეებს
უკუნითი - უკუნისამდე.
სისხლის წვეთები დაეტყობა მზეს ნაწვიმარზე
და ცა იქნება მლაშე სითხით ამოშაქრული
ჩვენს სახეებზე.
იესო ისევ ნათარეშალ სამყაროს უსმენს,
როცა მე და შენ კიდევ ერთხელ ვაკოცებთ სანთლებს
და დავიწვებით ღრუბლებივით სველი ტუჩებით..
ნასანთლარ გზებზე გავიხსენებთ ბავშვობის კადრებს,
მზეს გავუგზავნით იესოს სულს,
ნისლისფერი ავტობუსებით..
ჩააცვი ღრუბლებს სიმარტოვე და ჩამოხსენი,
ჩვენ უკვე აქ ვართ და ტაშს ვუკრავთ ამ ყველაფერზე,
რადგან ცოდოა მარტო იგი იყოს გაკრული
სახეებზე, რომლებიც დაუსრულებლად კოცნიან
სველი ტუჩებით
მტირალ სანთლებს
უკუნისამდე...


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Nov 19 2008, 10:04 PM
პოსტი #165


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



გიორგი ზანგურის ლექსები დადეთ,კაია smile.gif
მეც დავდებ როცა მეცლება


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Nov 19 2008, 10:25 PM
პოსტი #166


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



მოგკლავდი...
მაგრამ...
არა შენი სიკვდილით,
შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში
და მერე ყველაზე დამახიჯებული გულით
ახლიდან შეგიყვარებდი.
მეტკინე...
როგორც მოტეხილი მკლავი,
თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა
და შენი უმიზეზოდ მტირალა თვალების
ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე.
იმდენად მარტო ვარ,
ნივთებასც კი აღარ ვჭირდები,
არათუ ადამიანებს და ყველაფერი
ხელიდან მივარდება:
კალამი თუ შენი სუნი,
იები და შენი გაბუტვა.
ვის?!
ვის გავარდნია ხელიდან
ყველაზე მართალი ღიმილი,
ყველაზე გულწრფელი და ბავშვური?
მე გამივარდა.
არა!
ალბათ ძალით დავანარცხე მიწას
და ნამსხვრევებად ვაქციე
შენი ბროლის ტუჩები,
რომ არავის შეემჩნია რა ვნებით
მიყვარდა მათი კოცნა.
მოგკლავდი...მაგრამ...
არა სიკვდილით.
სიცოცხლით მოგკლავდი,
სიცილით მოგკლავდი და მერე
შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი
ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს
სიახლოვის მკვლელი.
და შენთან ერთად დავშორებოდი
ცაზე შეყვარებულ დედამიწას.
-მომკლავდი?
-ალბათ.

გ.ზანგური


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Nov 19 2008, 10:27 PM
პოსტი #167


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



* * *

ძვირფასო ხევსურზე აუგი არა თქვა,
თორემა სტრიქონთა დასით,
ყივჩაღი ყაჩაღი დაგხვდები არაგვთან,
ნისლივით დაგკარგავ მთაში.
თორღვაის ციხესთან მარჯვენის იმედად,
ვიქნები რად მინდა რაში.
მკრთალ სხივებს მთვარისას აგიგებ კიბედა
და ისე წაგიყვან ვაჟი.
წაგიყვან სხვანაირ სილაღეს გაჩვენებ,
სხვა ჩეროს, სხვა მზეს და გრილოს.
არც ეგრე ცუდი ვარ, თუ კი შენც გაუგებ
ამ ჩემ გულს დატანჯულს ტკბილო.
დალალებს დაფერავ მნათობის ალითა,
რაყიფად მომირეკ ჯიხვებს.
დობილად შუნ-ჯიხვი მოგივა კრძალვითა,
ძმობილად თორღვაის ციხე.
მუსიკად მოისმენ ჩანჩქერის ჩხრიალსა,
თუ გინდა შურთხის ხმას არჩევ.
საჩუქრად მოგიტან ბროლსა და იასა
და ქისტის მოკვეთილ მარჯვენს.
სტუმრად კი ნისლი და ნიავი გვექნება
და ქუში კოშკების რიგი.
ხან ბარსაც ვიხილავ და ისიც ნებნება
მომხიბლავს ათასი ხრიკით.
მერე კი სილაღე გაქრება ლურჯასი,
თმებში რომ იფეთქებს თოვლი,
შენ მაინც ამაყად გაივლი ქუჩაში
ხევსური პოეტის ცოლი!



მუცოს გოდება

სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენი იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია,
ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს.
მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მიხაპია,
იმედი რომ ერქვა მუცოს.
\"ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,
მტერი, მოყვარე მთავარია,
ჩემთან არც ერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო\".
ნეტა ეს ხმაა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო...
სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
\"წასული თავ-ბედ უწყევლელი,
ქართლს მტერი ეყოლება ნურცო\".
ასე ურყევი და ურღვეველი,
მტრისათვის ხარკის უძლეველი,
გაუტეხელი და უძლეველი,
ჟამისგან ძლეულა მუცო.
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო .


გელა დაიაური


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Nov 19 2008, 10:31 PM
პოსტი #168


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



გელა ჩემი სტუდენტობის მოგონებაა, წუხელ ვილაპარაკეთ და ბევრი ვიცინეთ, ეჰჰჰ... დავბერდი sad.gif



--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Nov 19 2008, 10:38 PM
პოსტი #169


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



smile.gif

საგაზაფხულო აღსარება

ჩემს უსაყვარლეს იღუმენია იოანას

მოვედი, დედაო,
მხდალი და ფერმკრთალი,
მიწის ღონიერმა მეწყერმა წამიღო...
ბავშვივით წრფელი ვარ და მაინც ვერაგი,
თქვენ უნდა გამიგოთ!

ვევნები... ღიმილს კი ვერაფრით ვივიწყებ,
მაგიჟებს აპრილის საღამოს სუნთქვა,
ტალანდოს რაკუნში მაცხოვარს ვუღიმი,
იქნებ, მიშველოთ და
გამიგოთ უნდა!

გაზაფხულს მოვყევი კაბების ფრიალით,
გზა და გზა დაღვრილი აპრილი ვაგროვე,
მინდვრის ყვავილებით ოცნება შევკონე
და ისიც მაცხოვრის ფეხებთან დავტოვე...

ჩემს სულს რა ვუთხარი,
დედაო, გული კი
საშინლად ლამაზი ცოდვისთვის მაქეზებს!
თქვენს ძაძებს ვემთხვევი
და ხელებს გიკოცნით!
უნდა მაპატიოთ, დედაო!
გაგენდეთ...


ნუციკო დეკანოზიშვილი


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Nov 20 2008, 12:15 PM
პოსტი #170


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



syd
ციტატა
kato_Bato
აჰა მარა რა შეიცვლება მაგით?

წესს არ დაარღვევ თორე, ბარემაც გეთანხმები.
პირვანდელ პოსტში რა თქმა უნდაbiggrin.gif
ციტატა
უი ლა საკალლები ალიან

laugh.gif ცუდად ვარ laugh.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 20 2008, 03:43 PM
პოსტი #171


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ციტატა(kato_Bato @ Nov 20 2008, 12:15 PM) *

syd

წესს არ დაარღვევ თორე, ბარემაც გეთანხმები.
პირვანდელ პოსტში რა თქმა უნდაbiggrin.gif

laugh.gif ცუდად ვარ laugh.gif



biggrin.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Nov 24 2008, 12:49 PM
პოსტი #172


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



###
ფეხზე მკიდია ყველა ეთიკა,
ჩემი ლექსებიც ნაკლებად გადის.
შენ ახლა ჩემთვის უფრო მეტი ხარ,
ვალოდიასთვის რომ იყო ვლადი.

ფეხზე მკიდია ყველა მოტივი,
შენი თვალები ჩანჩქერად მერთვის,
შენ ახლა ჩემთვის უფრო მეტი ხარ,
განდეგილისთვის რომ არის ღმერთი.

ჩემში დაცურავ როგორც მეტივე,
(ბინდი მიწასთან სარეცელს იყოფს).
შენ ახლა ჩემთვის უფრო მეტი ხარ,
ვიდრე შენ ხარ და არ გსურს რომ იყო.


###
გამვლელს სიგარეტს ვთხოვ მოწიწებით,
ვაბოლებ,კვამლი ცისკენ გაემა-
რთა.ოცნებაში კვლავ ვაკოწიწებ,
ქვიშის სახლივით ჩაშლილ პაემანს.

სახეს ღიმილის მოვხსენ მანდილი,
უშენობა ხომ დამრჩა ზიანად,
მზეც გაქართველდა მგონი ამ დილით
და გარიჟრაჟზე დააგვიანა.

ბექა ახალაია


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Dec 16 2008, 11:55 PM
პოსტი #173


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ის მოდის ჩუმად,
როგორც ქურდი ან საყვარელი,
ან ნამთვრალევი გრძნობების ჩქამი,
ის მოდის ჩუმად,
უფრო ხშირად ის მოდის ღამით,
და რომ იცოდეს,-
როგორ გავსვრით,
აქ არარ მოვა! და იქნება ცამდე მართალი...
ის _
მარტოობის თეთრი სარდალი,
სახელად თოვა!...

გაგა ნახუცრიშვილი


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 26 2009, 12:19 PM
პოსტი #174


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მარტოობის თეთრი სარდალი,
სახელად თოვა!...


მოკლედ აქ მინდა გავაგრძელოთ ის დავა, რაც მხატვრულ შედარებებში დაიწყო, რასაა რომ ერჩით თანამედროვე პოეტებს? smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 26 2009, 12:42 PM
პოსტი #175


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



პასუხი მხევალ ნინოს biggrin.gif

კაიროს, რა გწყინს, ის რომ შენს მოწონებულს ყველა ტაშს არ უკრავს? იქნებ, არაა მოსაწონი და ამიტომ.

ეგ ასე რომ არაა, იცი შენც, და იმანაც ვინც მიადევნა გვერდით არსებულ თემაში განვითარებულ კამათს, სადაც მე სუბიექტივიზმში დამდეს ბრალი, როცა ჩემი ყველა არგუმენტი იყო სწორედაც რომ არასუბიექტური, ასე რომ მე ნამდვილად არ ვითხოვ რომ ვინმემ რაიმეს ტაში დაუკრას, არც იმას რომ ჩვენი გემოვნებები უცილობლად თანხვდებოდეს, არამედ:
1. იმას რომ სადაც საკამათო ადგილი არაა იქ არ უნდა იყოს კამათი
2. ვისაუბროთ უნდა არა იმით "მომწონს-არ მომწონს" რადგან ასეთი საუბარი დიალოგისათვის მკვდრადშობილია, რადგან გემოვნება არის ძალიან პირობითი და ინდივიდუალური. ამიტომ უნდა ვისაუბროთ, რატომ და რისთვის.
3. შევეშვათ პიროვნულ შეხებებს
აი ამათი თქმა მინდა და აქ, იქ კი ის თემა მივუძღვნათ იმას, რაზეც წელზე მეტია მიძღვნილია smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 26 2009, 01:06 PM
პოსტი #176


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კაიროს, კარგი შედარებებია, მაგრამ უმჯობესი იქნება, ასეე სტროფებად კი არა, აბზაცად დაიწეროს, რადგან სტროფი ლექსისთვისაა დამახასიათებელი. ამაშინ ლექსისი არაფერია.

აუცილებელი არაა ლექსები წერო, პატარა მოთხრობები დაწერონ, ლამაზი შედარებებით, იმაზეც აგვბურძგლავს თუ ასაბურძლია აბა , ეს რა არის კაიროს? მე შენ ჭკვიანი კაცი მგონიხარ. ნოდარ დუმბაძე გამახსენდა ,,რად უნდა ლექსს შესავალი, ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანი პირადაპირ ასე იწყება, ,,მირბის მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანიო~. წერს კაცი ამას, და თიტქოს მთელ სურათს ხატავს შენ წინაშე, ზღაპრულკი მერანის და მერე რალამაზად, თიტქოს მღერის. არაა საკმარისი ლამაზი შედარებები კაიროს, იმისთვის, რომ ლესზე გქონდეს პრეტენზია. ლექსს რითმა უნდა, ეს პირველ რიგში და კიდევ რაღაც ნიჭი, გამორცეული, რომ მხოლოდ ტალახის და ბალახის გარითმით, პოეტი არ დაგერქვას. არც იმით გახდება მაგარი პოეტი, რაც მეტ და რთულ შედარებებს დაწერ, ხელოვნური ეგ თითქოს. იმიტომ, რომ ძალით პოეტები აიან. მომრავლდა ასეთი ადამიანები საოზგადოებაში, ძალიან ადვილად ვუწოდებთ ერთმანეთს ჭკვიანებს და მაგიტომ.


ეჰ, სადაა ბატონი შალვა ეხლა



ნინოს პოსტზე ვაგრძელებ თანამედროვე პოეზიის მიმართ მისი ბრალდება ასეთია ძირითადი სია:

1. ლექსს რითმა უნდა
2. ურითმო ლექსი უფრო პატარა მოთხრობაა
3. რთული შედარებები ხელოვნურივითაა

ნუ ახლა პირველი რომ აბსურდია, ამაზე მგონი დიდი წერა არცაა საჭირო და ვინც ჩემზე კარგად იცის ეს საკითხი ის დაწერს, იმდენად ელემენტალურია ახლა ის რომ ურითმო და რითმიანი ლექსები არის პოეზიის ორი ენა და ერთმანეთთან შეპირისპირება სრულიად მიუღებელია, რომ ამაში ალბათ ოპონენტებიც დამეთანხმებიან, როგორც იმაში, რომ ურითმო ლექსი სულაც არაა მოთხრობა, სხვაა პოეზიის ენა და მიზანი და სხვაა პროზის, რითმა კი არ აქცევს მოთხრობას ლექსად ან ურითმობა კი არ აკარგვინებს ლექსს ლექსობას, არამედ ის შინაგანი მუხტის არ ქონა.
შინაგანი მუხტი კი ნიჭია, ნიჭის განსაზღვრება ძალიან პიროვნულია, მაშინ უნდა ვთქვათ ესადაეს ავტორი უნიჭოაო, ხოლო ასევე სრულიად მიუღებელია ის რომ "რთული შედარებები ხელოვნურია" გალაქტიონზე მეტი რთული შედარებები რომელმა ახალმა პოეტმა გამოიყენა? smile.gif უბრალოდ მან გარითმა, ამათ არა, და ესაა მათი დანაშაული?
ანუ სამივე ბრალდება არაა სწორი თავიდანვე,, ჩვენ ვიცნობთ მსოფლიო პოეზიის გიგანტებს, რომლებიც ურითმოდ წერდნენ, მაგრამ შეუდარებელი პოეტებია, ვიცნობთ იმ ხალხს ვინც ურთულეს შედარებებს იყენებდნენ, მაგრამ განუმეორებელი ეპოქის შემქნელები არიან, მაშ დავდივართ ისევ ეროვნულ საკითხზე, უბრალოდ რახან ახალია ალბათ ამიტომ არ "გვექართულება", ამის მეტ მამოძრავებელს მე ვერ ვხედავ, თუმცა თავის დროზე ილიაც ასეთივე ინოვატორი იყო და ილიამდე რუსთაველი კიდე, ანუ პოეზია, ენა აზროვნება, იცვლება და რახან ახალია რამე არ ნიშნავს რომ ცუდია, და არც იმას ნიშნავს რომ ძველს და კლასიკურს ეწინააღმდეგება და უარყოფს....

მგონი გასაგებად ვწერ:

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ochokochi
პოსტი May 26 2009, 01:13 PM
პოსტი #177


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 26-March 09
წევრი № 6,729



მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ვწერ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ჩემ მიერ დაპოსტილს მოყვა, თუმცა ღმერთმანი, არ მინდოდა, იმიტომ რომ პატივს ვცემ ამ ავტორს და ის ნამდვილად ძალიან ნიჭიერია, და ამას ლიტერატურათმცოდნეები და ცნობილი პოეტებიც აღიარებენ.
შევეშვათ ამ გოგოს, რომელსაც თუნდაც მხოლოდ ქართული ენის დიდი სიყვარულისთვის უნდა ვცეთ პატივი.
მე სხვა რამ მეტკინა
კერძოდ თქვენი პოეზიისადმი დამოკიდებულება:

ჩემო ძვირფასებო, ის შეფასება ტექსტისა, რომ წაიკითხავ და უნდა დაგბურძგლოს, არასწორია და აი რატომ,
დაბურძგვლა - სრულიად სუბიექტურია,
თქვენ შეიძლება ბესიკ ხარანაულის რომელიმე გენიალურ ლექსზე არ დაგბურძგლოთ, მე კი ჯანსუღ ჩარკვიანის, ამ გადამღერლისა და პლაგიატორის რომელიმე ლექსზე დამბურძგლოს,
ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირველი გენიოსი არაა და მეორე კი პლაგიატორი და უნიჭო. ( თუჩემი არ გჯერათ, იხიეთ ზვიად გამსახუდიას წერილები და ესსეები)

მე არ მომწონს თქვენი დამოკიდებულება თანამედროვე პოეზიისადმი, იმიტომ რომ შეძახილი ხეს ახმობს საერთოდ, და თუ ასე იძახეთ რომ ბინდია და მეტი არაფერია და საერთოდ არაფრის დანახვა არ მოინდომეთ, მართლა გახმება ხე. ჩემო ძვირფასებო.

ქართული თანამედროვე პოეზია თუნდაც მხოლოდ იმიტომაა დასაფასებელი, რომ იგი ნელნელა გამოდის ჩვენი მეფის, გალაკტიონის გავლენისგან და აღარ გვაქვს( გამონაკლისებიც არის), გალაკტიონი1, გალაკტიონი2, გალაკტიონი 3 და ა.შ.
არამედ ლელა სამნიაშვილი, ზვიად რატიანი, დიანა ანფიმიადი, მაია სარიშვილი, შალვა ბაკურაძე, ამღლობელი და ა.შ.
პოეზია ნელ - ნელა გამოდის რაღაც გავლენებიდან, ფეხს იდგამს, თავისუფალ აზროვნებას სწავლოს, თქვენ კი, ჯერ ჩვილ ბავშვს გინდათ სასუნთქი წყარო გადაუკეტოთ და დაახრჩოთ, იმის შიშით რომ როცა გაიზრდება მრუდე ფეხები ექნება.


რაც შეეხება ფილოსოფიურობას,
მე სწორედ ინტელექტის ნაკლებობა მაწუხებს პოეზიაში და არტქვათ, რომ მე როგორც მკითხველს რაღაცის თქმის უფლება არ მაქვს და თქვენ კი გაქვთ,
ჩვენ აქ ყველანი მკითხველები ვართ და მე ვფიქრობ, რომ მაქვს უფლება რაღაც შევნიშნო იმიტომ რომ გაფაციცებული ვადევნებ ყურადღებას ქართულ ლიტერატურულ პროცესებს და ისე მიხარია, ყველა პატარა გამონათEბაც, რომ მეტი არ შეიძლება.
ხოდა ამ ავტორმა სწორედ ინტელექტით მომხიბლა, ისევე როგორ მრავალმა სხვამ.
დროა ჩვენც გვყავდეს ჩვენი ბროდსკი, რილკე, ცვეტაევა, უიტმენი, პლათი, ცელანი და ა.შ.
დროა ქართულმა პოეზიამ რაღარხალი გააკეთოს,ეპოქის, მიმდინარეობის და სხვა რამეების პერმანენტულად.
მე მინდა იქმნებოდეს ისეთი პოეზია, რომლითაც არამხოლოდ სუფრაზე მოვიწონებთ თავს,
ანდა რომელიმე რომანტიკოს გოგოს გული აუჩქროლდება,
არამედ რომელიც ითარგმნება და თუნდაც მნიშვნელოვან ლიტერატურულ პრემიებს დაისახურებს ლიტერატურის დარგში.
რატო არ უნდა გვყავდეს ჩვენი ნობელიანტი ან ბუკერის პრემიის ლაურეატი?



--------------------
"მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 26 2009, 01:14 PM
პოსტი #178


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მადლობა ოჩოკოჩ, კაი კაცი ხარ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ochokochi
პოსტი May 26 2009, 01:18 PM
პოსტი #179


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 26-March 09
წევრი № 6,729



კიდევ ერთი,
როდესაც რომელიმე ეტაპის პოეზიას აფასებ, უნდა იცოდე რა ეპოქის და მიმდინარეობის, რა ესთეტიკისაა,
ცოდნა უნდა ამ ყველაფერს.
ისე კი, ბევრი გენიალური ავტორი მახსენდება, თანამედროვეებს რომ არ მოსწონდათ, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ ესმოდათ.
smile.gif

ახლა წავიკითხოთ ლექსები:


--------------------
"მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 26 2009, 01:18 PM
პოსტი #180


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS


არ მინდა კაიროს კამათი, აღარ მინდა. ამ უბედურებით სავსე ქვეყანაში, ისედაც სული მაქვს დამძიმებული. არაჩვეულებრივი გამოფენის არ იყოს, მაინც არაა ეგ ჩემი სიმამრიო, ისე, არაა ეგ ლექსი კაიროს და არ უნდა მაგას ბჭობა. არ არის ეგ ლექსი და ვერ წავიკითხავ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალგაზრდა ადამინს მძიმე და რთული შედარებები მოჰყავს.


რითიანი თუ ურითმო, არ ვიცი მე, მაგრამ ლექსი რომ არაა, ფაქტია.

აქედანაც გავედი, მოგწონს იკიტხე.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 06:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი