![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ochokochi |
![]()
პოსტი
#181
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 ![]() |
სასტიკი პასუხი)
მაია სარიშვილი თქვენ მეუბნებოდით, რომ ამ ოთხიდან ორი ბავშვი მაინც უნდა ჩამეძაღლებინა, მაგრამ ვერ ამოვარჩიე-რომელი... და ამასობაში დაიზარდნენ. თავის დაცვა უკვე კარგად შეუძლიათ. ისე ადვილად ვეღარ დახოცავ... ერთი რომ მყოლოდა, ოთხივეჯერ მას ვაკოცებდი და არავინ ეტყოდა, რომ დანარჩენები იმ სამი კოცნისთვის დაიხოცნენ. ვერ მოვიქეცი გონივრულად, ვერ ამოვითხარე სტერილური თოხებით შვილები-როგორც გლანდები- და საქმე საბოდიშოდ გავიხადე, რადგან სულ მეგონა, რომ თუ დაგიჯერებდით, მუცელი მაინც გამომეზრდებოდა და მთელი ცხოვრება ზუსტად იმდენი ბორცვი უნდა მეტარებინა, რამდენ ბავშვსაც ტანში ჩავიკლავდი. და ესენი კი იქნებოდნენ ბევრად უფრო საშიშნი და მარადიულნი- ჩემივე შვილების საფლავების ბორცვები. თქვენ მეუბნებოდით, რომ ამ ოთხიდან ორი ბავშვი მაინც უნდა ჩამეძაღლებინა, მაგრამ ვერ ამოვარჩიე - რომელი, და ამასობაში დაიზარდნენ, ლოყებზე თითები მომაფინეს, ალაპარაკდნენ... |
ochokochi |
![]()
პოსტი
#182
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 ![]() |
ნეგატივი. 20 წლის შემდეგ
ზვიად რატიანი ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს, არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს. საკუთარ წვენში ვინც ვიხარშებით, და ხანდახან თუკი ხმამაღლა რამე დაგვცდება – მხოლოდ ვიწრო, შინაურ წრეში, და ისიც მაშინ, თუ სასმელმა გაგვაამაყა. – ჩვენ, ვინც არასდროს ავტუზულვართ ჩარაზულ კართან და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ. ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას, როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ. ვინც დიდხანს არვის ვუჩერდებით სალაპარაკოდ, განსაკუთრებით – თუკი სურვილს თვითონ იჩენენ. ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს, ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ. – ჩვენ, ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს. არც სხვას დავიხმართ; მითუმეტეს – თუა ნაცნობი. ვინც მუდამ ვცდილობთ, არავისგან გავირჩეოდეთ არც სისუსტით და, მთავარია, არც ვაჟკაცობით. – ვინც ახალ ამბებს დაბალ ხმაზე ვუსმენთ ყოველთვის, რომ მეზობელმა არ გაიგოს, ქვეყნის ავ-კარგი ჩვენც რომ გვადარდებს. და როდესაც იქ უცხოეთის სიახლეებზე გადადიან და დასაკარგი, უფრო სწორად კი – დასამალი, არაფერია, ტელევიზორებს ბოლო ხმაზე ავაგუგუნებთ და ვაღებთ ფანჯრებს. ვინც ვიცინით, როცა მღერიან, და მაშინ ვმღერით, როცა ირგვლივ ყველა სლუკუნებს. --------------------- – შვილო, განა ჩვენ გაჩენიდან ასე ვიყავით! დედის მუცლიდან, აკვნიდანვე კი არ შეგვახმა შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი; შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა – ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით: ენა, მამული, სარწმუნოება... შავლეგ, შენი... სულ შენი, შენი, შენი ბრალია ყველაფერი! ჩვენს ცას, მხიარულს, შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები და გაგვახედე უფსკრულისკენ, სამოთხეაო; ჩვენ ვიწამეთ და გვიხაროდა, როგორ ვმრავლდებით, როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ ვსისინებთ, დარწმუნებულნი, რომ ვლოცულობთ. ჩვენი ლოცვები არ დარჩენილან უპასუხოდ – მალე ისმინეს, ანუ მალევე დავაჩერდით ტყვიით მოცელილ ჭაბუკს, რომელიც იცინოდა... პირველს... მეასეს... და ჯერ ვინატრეთ მათი ბედი, მერე შევცვივდით ბუჩქებში, სადარბაზოებში, სადაც შევასწრეთ, და რადგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლიდით, ამოვაყოლეთ გულისრევას ყველა იმედი, ყველა ოცნება. საკუთარ თავს სიტყვა მივეცით, რომ საქართველოს უსათუოდ ვაზღვევინებდით ამ დაცინვისთვის: ისარგებლა ჩვენი სიბეცით და ჩვენი ხელით მოინდომა გამოსაშვები, მოჭარბებული სისხლისაგან დაცლა-განტვირთვა; გადახალისდა მისი მიწა მკვდარი ბავშვებით, ცრემლით განელდა მისი წყლები, რადგან ატირდა ყველა, – ჩვენს გარდა, – ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა, რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით ვუწვებით და ასე ვხდებით უკვდავები. ნუ გეცინება, ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი და საზეპირო სიყვარულით. როგორ ვუმზერდით, როგორი რწმენით, რამდენიმე წამებულ შეშლილს, რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები, ხოლო წვერებით – თითო წყვილი ელვარე ეშვი. ისინი მოკვდნენ. საზეიმოდ. თითმის ელოდნენ და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი___ უცებ იფეთქეს და აალდნენ, ჩვენ კი ვმღეროდით. ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი, და დავიშალეთ. ----------------------- – და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ, ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს, მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ. ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე, სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში, თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს, ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს; უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის გაუმააარ... ჩვენ კი ჩუმად ვართ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე. -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
ochokochi |
![]()
პოსტი
#183
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 ![]() |
მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა[u]
ზვიად რატიანი მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა, მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა - ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს. ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრე ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა; და ვინც მზის პირველ სხივებს, როგორც ფილმის მოსაწყენ ტიტრებს, ისე აჰყურებს. ვისაც სძულს და ვერა თმობს მაინც თუნდაც ერთ წარსულს, უმაჯინჯესს. ჰოდა მიმღერე შენი ხმამწარე იავნანა - მათთვის, ვინც ღმერთზე მხოლოდ ის იცის, რომ ახლოა, და ვერ იყენებს მისკენ მიმავალ ვერცერთ რწმენას, არადა ეძებს. მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენი კანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლა ღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენით ცივი სახლისაკენ; იმისაკენ, რასაც ჯერ სახლად ნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო, რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს ჭირდება ჯერაც; სჯერა, რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ, მით უფრო მშვიდად დაიძინებ. რატომღაც სჯერა. (იმღერე მისთვის, ვინც თავისი ნახა საფლავი და თითქმის გული აუჩუყა წარწერამ ნიშში. სახლებს ანგრევენ, ზღვებს აშრობენ, ტყეებს კაფავენ, მან კი ვერაფრით მოიკვეთა სიკვდილის შიში.) მიმღერე შენი იავნანა, შვების სიმღერა მისთვის, ვინც ლიფტის წითელ ღილაკს დილითღა აჭერს და მერე სამჯერ წარმოიდგენს, როგორ იღება ლიფტის კარი დ ვიღაც როგორ დაახლის სამჯერ სახეში ტყვიას. ვინც საკუთარ გასისხლულ სახეს და აყმუვლებულ ჭირისუფალ ძაღლებსღა ფიქრობს, როცა კანკალით დილისპირზე სახლის კარს აღებს და გაუხდელად მიეგდება; და რათა იკლოს ძილგამძლე ფიქრმა, ყვავილს ხატავს ბალიშზე თითით ან წარმოიდგენს, რომ დალია აბი საძილე, ან თავზე საბანს წაიფარებს, ან კიდევ ითვლის, ან ცდილობს, თავი მოუყაროს ლექსის ნაწილებს და გრძნობს, რომ სისხლი თვალებიდან აღარ იღვრება. აღარც ცრემლები. მხოლოდ შიში, დაღლა და შიში. მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ეფლობა ძილში. დაბრუნებამდე ლელა სამნიაშვილი ”შენს მუჭში ხელი დამეღალა” – უცაბედი ღალატივით ფიქრია, როგორც – ”სამშობლოში ვერ ვიკეტები”. ფილიპინელი გოგო რომ ვიყო, ვილოცებდი დაძინებისას, რომ ჩემი სოფლის ახლოს ვულკანს გაღვიძებოდა და მეცეკვა საკუთარ ფერფლში. ირანელი გოგო რომ ვიყო, შუა ქუჩაში მოვიხსნიდი ამ წუთს - თავსაფარს და თვალებზე შემოვიხვევდი. როგორც სადგურზე გადამსკდარი ჩემოდანი, ნივთები და ტანსაცმელი რომ სცვივა, - უნდა ჩავაპირქვავო, ჩავკეტო წუთი; გამახსენდეს, რომ ვდგავარ სადღაც – გალერეაში; უზარმაზარი ნატურმორტი მათვალიერებს, - ტკბილეული ლამისაა სათითაოდ ამომაცალოს; გამახსენდეს, რომ ჯერ კიდევ შემიძლია დაბრუნება, რომ ჯერ კიდევ შეგიძლია დაბრუნება; გამიცოცხლდეს შენს მუჭში – ხელი. რეზო გეთიაშვილი გოქსუ ------------------------------------------------ სადაც ყვავილები მთავრდებიან და შენი თითები იწყებიან, შენი თითებიდან დაწყებული, ჩემი დაკარგული მიწებია. არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი, სულით ობლობასაც ნუვინ ტირის, საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ, ერთი უცხოელი ტურისტივით, თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს, ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს. უკან ურდოები მომყვებიან და მიტოვებული მეფეები, როცა ყველაფერი წესრიგშია, როცა ყოჩივარდებს ეფერები. სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ, ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს: მთელი უშენობის მფლობელი ვარ, დიდი დანაკარგის მესაკუთრე. შალვა ბაკურაძე[u] საშობაო კვარტეტი კორპუსებს შორის ჩაწოლილი ნისლის თანახმად ღამემ ქალაქი მისი მოსვლის შიშით დანაღმა, არ გამოხვიდეთ სახლებიდან ამაღამ! ჩააქრეთ შუქი ოთახებში, ჩააქრეთ ლამპა, ნუ მოუყვებით დღეს ძილის წინ შვილიშვილს ამბავს გასულ ზამთარზე, იატაკზე ჩაის რომ სვამდით, როცა უეცრად ცვლილებები დაეტყო ამინდს და ჩვენ შევძელით ფანჯრის მიღმა იმის დანახვა, ვინც ათი წლის წინ სწორედ ასე, გასულმა ღამით ბედნიერება მეგობრებთან ერთად დამარხა. არ გამოხვიდეთ სახლებიდან ამაღამ! ის არის თხელი, უფრო ჯმუხი, ვიდრე დაბალი. ზამთარში დღისით ქურქი ათბობს - ღამით საბანი. ზამთრის ცივ ქარში აშრობს ხელებს ახალდაბანილს. ქოთნის ყვავილებს უფრთხილდება, უვლის შვილივით და ყოველ დილით პლანს ეწევა მამის ჩილიმით. არ გამოხვიდეთ სახლებიდსან ამაღამ! ის, როგორც წესი, ამ დილითაც ძილისგან აღსდგა, მოფსა, ჩარეცხა, მიესალმა ოჯახის წევრებს. მიუალერსა, ჩაეხუტა, თითეულ მათგანს. თითოჯერ, ორჯერ, სამჯერ, ექვსჯერ და უკვე მერვე წრეზე რომ უნდა წასულიყო გახედა ზამთარს, მოიხედა და დედა უკვე კაკაოს სვამდა. არ გამოხვიდეთ სახლებიდან ამაღამ! დავარცხნა წვერი, შემოიცვა, ტერფები ჩაყო თბილ ფეხსაცმელში, შემოიჭდო, შეიკრა თასმა. სარკესთან სახე მიიტანა ძალიან ახლოს, ვერ შეამჩნია ცვლილება და გავიდა გარეთ, არ გაუჩერა აჩქარებულს არცერთმა ტაქსმა და კორპუსებზე მიბჯენილი ღრუბლის თანახმად დღეს ამ ქალაქში არავინ არ გაუღებს კარებს, მას ოცდაათი უსრულდება ამაღამ! ხალხი კი მწყობრად, ძველებურად ხელში ნაძვებით შობა ღამეში მიაბიჯებს მაინც თავხედად და ჩვენ მათსავით თბილ ლოგინში სანამ ჩავწვებით, სანამ ძილის წინ ფანჯრებსა და კარებს დავკეტავთ, ლოცვასავით ვთქვათ თეთრი თოვლი, რომლის თანახმად მას ოცდაათი უსრულდება ამაღამ! გუშინ ბოლოჯერ იწვა ქალთან, რომელიც უყვარს, რომლის სხეულსაც ათი წელი მორჩილად უძლებს. იწვნენ უსიტყვოდ, უყურებდნენ გამურულ ბუხარს. საათი, ორი, მერე ქალმა ფეხმიმე მუცელს ხელისგულები მოუსვა და მამაკაცს უთხრა: ექიმმა ზუსტად გამოთვალა, ივლისში უწევს დაბადება და მომავალი შვილის მამა ხარ. არ გამოხვიდეთ სახლებიდან ამაღამ! ის ახლა ქუჩის ბოლოში დგას მწვანე ფარდულთან, მშვიდად უწოდებს ათლარიანს თევზის გამყიდველს, თითით ანიშნებს შუქანთებულ მეცხრე სართულს და ხმაჩახლეჩილი იმეორებს მშვიდი სახითვე, რომ კორპუსებზე მიბჯენილი ღრუბლის თანახმად იმ სახლში აღარ დაბრუნდება, მორჩა, დასრულდა, რომ ოცდაათი უსრულდება ამაღამ. ჩვენ კი ოთხივე, წლების შემდეგ დავსხდებით სადმე უფრო ცალ-ცალკე _ ვიდრე ერთად და ამღამიდან ავთვლით ცაში ცას, მიწაზე ღმერთს და გულებში სათქმელს. დავწერთ, რომ ყველა უღმერთოდ შეცდა, თუ მასში ეჭვი შეეპარა, თუნდაც წამითაც. დავწერთ, რომ მოკვდა ყველასათვის იმ საღამოს და საკუთარ თავზე მხოლობითში ღმერთი წამოცდა. არ გამოხვიდეთ სახლებიდან ამაღამ! დავწერთ, რომ მოკვდა ყველასათვის და მერე შაშვი დიდხანს მტრედის ხმით ღუღუნებდა მის ფანჯარასთან, სანამ დედა არ წამოდგა და მსუბუქი ტაშით დააფრთხო ჩიტი, ფანჯარა კი მტკიცედ ჩარაზა, თმა ყურის უკან გადიწია და სუფთად გაშლილ ლოგინს ქოშინით დაუბრუნდა ჩამოჯდა, დაწვა, ერთიც ჩაკბიჩა ტუმბოს თავზე ნადები ვაშლი, მკლავი ბალიშზე დაასვენა და მხოლოდ მაშინ, შეამჩნია, რომ მის საწოლზე მეუღლის ნაცვლად იწვა შიშველი ახლადშობილი ბავშვი, ბედნიერია, ვინც არ შეცდება მასში! ბედნიერია, ვინც არ შეცდება მასში! ბედნიერია, ვინც არ შეცდება მასში! მარტო ოდა გიორგი კეკელიძე ფესტოსის დისკო A აჰა, აღსრულდა – ჩემი კბილიდან თქვენს კბილებზე ენის თოკით ბრმა სიტყვები მოირწევიან, ხვალ შუბის ტარზე მზის წასმისას, ფილტვის ხრამები სუნთქვით გასცემენ მათ საშინელ, დიდებულ სიკვდილს. შეისხით ფრთები ამბის სმენად, ვისაც ფრთები გაქვთ და ნუ გაშინებთ, რომ მზე თითქმის საღამოვდება. გატეხეთ ღამე – გამოიღეთ მთვარის ქილა და გატეხეთ ქილა – მოისვარეთ თეთრი მურაბით, რომ სიზმრები კანზე გასხდნენ ჭიანჭველებად და აღარასდროს გაახსენდეთ ფერადი სახლი. ანუ იფხიზლეთ, ანუ ფრთები შეისხით სმენად – ენის თოკზე ბრმა სიტყვები ხმას აცეცებენ და უფსკრულების შესაჭმელად ემზადებიან. B სანამ ისმენდეთ, იგალობეთ ფესტოსის დისკოს ორი მცირე საგალობელი აია-ჭაბუკნო, დაფარული ტაძრის ამბავი მოგვითხრეთ, დედათქვენის საშვილოს ამბავი, რადგან დედათქვენი მუცლითმეზღაპრეა და როცა დაიბადეთ, პირიდან ოქროს წყალი წაგცდათ და მერე იტირეთ. ქვეყნის სიმაღლისანო, სიცოცხლის ძალნო, მარადმავალნო ანგელოზნო, მოდით ხელახლა ააშენეთ თქვენი ქალაქი, ოჯახის ფუძის განწმენდელნო და შენ დედაო, მოდგმის ნანინავ, რომელმაც შობე ხუთი ვაჟი და თმების ნაცვლად მუზარადი გამოაყოლე, და ძვლების ნაცვლად ხმლების კონა გამოაყოლე და ქარქაში გარღვეული გამოაყოლე. მრავლისმნახველო ნანაღმერთო, ხანგრძელ ჰყავ შენივ ტაძარი, ნუ დაამადლი კანდელში ზღაპრებს და სარკმელი შენივ ვაჟებისთვის ღია დატოვე. დაიფარე ჩვენი მიწა, ჩვენო მჭედელო, ჩვენო მჭედელო აადუღე ახალი წყალი. C რიუოკვანის უღრან სახლში ისე ბნელოდა, რომ შემეშინდა და უმალვე დავხუჭე თვალი _ გამოვიქეცი იმ საშინელ, უთქმელ ჩეროდან, ხახვის ნაფცქვენი დაგიყრიათ და არ ვიწვალე. თუმცა ამინდი არ მინდობდა - ერთხელ, როცა შემეჭიდა, ქარი გამომდო, დავეცი, ჩვილმა ქვებმა ხერხემალი გადაიტყავეს და მუხლზე, როგორც ნანიშნევი, სისხლი დამაჩნდა. თუმცა სტომაქიც არ მინდობდა და ყველა სიტყვა თქვენთვის აბგაში შენახული, გზაზე შევჭამე, მერე ხახვის ნაფცქვენებიც მივაყოლე და ნიშნავს, რომ გზებიც უნებლიედ შემომეჭამა. რადგან მამა ვარ, სხვა რა შარაა, ისევ ხორცი უნდა მოვიქნა: -არაფერია მზეზე მეტი და მზეზე ცოტა, შეისხით ფრთები და მიწაში ფრთები გაიდგით. (სავსე მაქვს ჯიბეები...) ნათია ნაცვლიშვილი სავსე მაქვს ჯიბეები დაბზარული აგურის კედლებით. ისე გავრბივარ ჯინსის ტოტებაკეცილი, თითქოს სხვისთვის მღეროდეს ეს ხმაჩახლეჩილი კაცი. გავრბივარ, და მამაჩემის თითებიდან, და ტანსაცმლიდან გამოწოვილი თამბაქოს სუნით ვაფერადებ ველის გვირილებს. აქ უფრო მტკივა! აქ ყველაზე სევდიანი მინდორია. მერე არ თქვა,რომ არ გინახავს ყვითელი გვირილები! სავსე მაქვს ჯიბეები დაბზარული აგურის კედლებით, დროდადრო მათში სარკესავით ვიხედები, და პოლიტიკური რუკის ფერებით ვიღებავ სახეს. დღეს ანტარქტიდა მომიხდება საერთო ფონად. თვალის კუთხეში-ინდოეთის ოკეანე. და მარცხენა საფეთქელთან-არაბეთის ნახევარკუნძული. მერე არ თქვა,რომ არ დამკარგე! ვარ უსაყვარლეს აგურის კედელს მიყრდნობილი, ზღვის ნიჟარაში,ზღვისას კი არა, ჩემს ხმას ვუსმენ და, მერე შენ არ თქვა, რომ შენთან ყოფნა არ მინატრია! მერე შენ არ თქვა,რომ ეძებე და ვერ წააწყდი საკუთარ თავს ჩემს რუკაზე! მერე შენ არ თქვა,რომ ხელს გიშლიდნენ ეს დაბზარული აგურის კედლები! ჩემი ფრჩხილების,და სურვილების, და მინდვრების სითეთრე ხომ იმაზე უფრო შორს წაგიყვანდა, ვიდრე მიყვარხარ. ჰითროუ. ივლისი. მიყვარხარ ეკა ქევანიშვილი ცა - აქ უფრო აბლაბუდაა, ყოველ ორ წუთში- ბოინგს ბოინგზე ხლართავს ღრუბლებში. თავბრუ. მგონია - ზურგჩანთის ნაცვლად ვდგავარ ხურჯინით. მის სიჭრელეს უგრძელეს რიგში ჩამდგარ სახეებს ვუხამებ: ზანგი! ყვითელი! იაპონელი.. რითი გინდა გამოგარჩიონ? კავკასია მადგას მხრებზე - თითქოს მთლიანად გამოვიყოლე იალბუზი კი, ჩემთვის მწვერვალი, აქ მხოლოდ მთაა. პაწაწინა გორაკი, ბორცვი. მე კი ჯიუტად ვამაგრებ დროშას, მინდა ვჩანდე. მაპატიეთ.. შემთხვევით ფეხი დაგადგით სარზე.. ესპანელი ხართ? თავს ვაქნევ - არა. ღირს თუ არა რუკა გავშალო - წერტილ სამშობლოს საჩვენებლად თითი დავადო? რიგი გრძელია - ჩემს ზურგს უკან ვიღაცას ლოცვის უდგება წამი. ბუტბუტია - ვხედავ, შუბლით მიწას შეეხო. მე კი პირჯვრამდე რიგს დავზვერავდი. ჰითროუ. ცხელა. ჩემთან შენი ხმა ზანზარებს ისევ: „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“, რა არის დედა? „არამედ გვიხსენ“? გაფრენის წინ გიხსნი, როგორც მინდა გჯეროდეს: ესაა ჩვენი სიყვარული, ჩაუძირავი სასწაული - კაცი წყალზე დგას. ჩაცუცქულმა თითქოს ბრტყელი ქვა გაასრიალე ზედაპირზე, ისეთი სრულყოფილია. თითქმის ისეთი - როგორც ჩვენ ორნი, როცა ქუჩას ვჭრით, მოძრაობა კი წამით ჩერდება. ჰითროუ. ლამის თითები დავიმტვრიო - კი თუ არა, მოგწერო თუ გადავიფიქრო. დავიწყებ ასე: გწერ ნისლიანი ალბიონიდან... ბანალურია. გლანძღავ: რა დროს ფარდის უკან სუნთქვის შეკვრაა, თუ ჩემს ნასუნთქ ჰაერს აგროვებ დედაქალაქში. თვეები რომ გამოიზოგო. ციდან გრგვინვას თუ გაიგონებ - ავარიული დაშვებაა ჰითროუში. შენ, სამშობლო და შვილი ისეთი მძიმეები ხართ, თვითმფრინავს ფრთები დავაწევინე. ................................................ და ის , რის გამოც ატყდა კამათი: ქალთევზას იავნანა დიანა ანფიმიადი (ძველგერმანული სიმღერის მოტივზე) ________ ჩუმად პატარავ სხვებმა თვალონ ღრუბლის ციკნები უფლის ღობეს რომ ახტებიან და ცისფერს ძოვენ თვალო ჟანგბადის ბუშტუკები - მხოლოდ ეს დაგრჩა და დედის დამშრალ ძუძუსავით ზღვის წყალი წოვო. წყალი გაჩუმდა, ხმაში ძილის მინორს გაირევს დედას დაუწყდა მკერდში რძე და ფილტვში ჰაერი. ჩუმად პატარავ ღამით ვიღაც ტალღებს დაბარავს ან პურს დათესავს ან მოგაყრის ტალღების ბელტებს მე შეგირჩიე თბილზე თბილი - სიღრმის საბანი, წყალმცენარეებს და მედუზებს მატყლივით ვპენტავ. წყალი გაჩუმდა, ხმაში ძილის მინორს გაირევს დედას დაუწყდა მკერდში რძე და ფილტვში ჰაერი. ჩუმად პატარა, რადგან იყო მხოლოდ სიზმარი სიკვდილის შიში სიღრმის შიშთან როცა დავობდა (ახალგამომცხვარ პურისავით იყო ფაფუკი შენი მუცელი დამენანა როცა დაობდა.) ნანა პატარავ ვინმე ეტყვის დედას სამძიმარს, ახლა გაკოცებ, ქვას მოგაბამ ფეხზე, დაგძირავ..... წყალი გაჩუმდა, ხმაში ძილის მინორს გაირევს დედას დაუწყდა მკერდში რძე და ფილტვში ჰაერი. .............................................................................................................. მორჩა, წავედი, იმედია ჩემი შრომა უკვალოდ არ ჩაივლის და ცოტა აზრი შეგეცვლებათ. ყოველ შემთხვევაში, ტექსტებიდან გამომდინარე იმსჯელებთ და არა ზეპირად, თორემ იხილეთ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია, ბატონებო, თუ არ გინდათ, რომ მოგეწონოთ, არც მოგეწონებათ. ![]() -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#184
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
აკი აქ ბჭობა შეიძლებაო, მე როგორც ვხედავ, მმხოლოდ იჩოკოჩის აქვს უფლება, რაღაც ლექსები დადოს, მეტი არაფერი.
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ochokochi |
![]()
პოსტი
#185
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 ![]() |
აკი აქ ბჭობა შეიძლებაო, მე როგორც ვხედავ, მმხოლოდ იჩოკოჩის აქვს უფლება, რაღაც ლექსები დადოს, მეტი არაფერი. ვერ მივხვდი რატომ ბრაზდებით, მშვენიერო ქალბატონო, ვინმემ რამის თქმა დაგიშალათ? ეგებ თქვენი წილი ჩაი მოვსვი თქვენი კუთვნილი ფაიფურის ჭიქიდან? ![]() -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#186
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ვიღაცამ ახსენა და ინებეთ
დიანა გრამატიკის გაკვეთილები ------------------------------------------------ ''მოვლენის ჩავლა სიტყვასა და სათქმელს მიღმა” სოჰრაბ სეფეჰრი I - პირის ნიშნები ერთხელ ვიყავი მამაშენი, შემეძლო მხარზე ნაჯახივით შენი გადება, ძირში მოსხეპილ შენს მომდევნო და-ძმას ვბადებდი, ერთხელ ვიყავი დედაშენი, სუპში ჩემს თითებს პურთან ერთად უხვად გიფშვნიდი და სახლობანას სათამაშოდ ომში გიშვებდი. ერთხელ ვიყავი შენი ცოლი, ლოგინში სითბოს ნაკვერცხალივით ვაღვივებდი, ვუდარაჯებდი, იტალიური მაკარონის მაკრამეს ვქსოვდი, პურზე კარაქის, როგორც ხელზე ხელის გადასმას, გიზოგავდი და ისე გაჩვევდი. ერთხელ ვიყავი სინათლის ხე შენი ფანჯრიდან, კრეფდი ღამურებს – უმწიფარი შიშის ნაყოფებს, ერთხელ ვიყავი მაცივარი და მხოლოდ შენთვის საყინულეში მიფეთქავდა მარწყვის ნაყინი, ] ერთხელ ვიყავი შენი კაბა და სულ შემთხვევით შენს ქმართან ერთად კარადაში შემომისწარი, სიტყვის მორგება კაბის ნაცვლად მაშინ ისწავლე. ერთხელ ვიყავი შენი ლურჯი ხავერდის ფარდა მრცხვენოდა, შენთვის გამემხილა ცუდი ამინდი, ერთხელ ვიყავი შენი ქმარი და ცვილის ფრთები, როცა ნათურას ვამაგრებდი, მაშინ დამიდნა. ერთხელ ვიყავი საწოლი და როცა გეძინა ფეხები ძირში გადამაჭრეს ზეწარი აფრად გამომაბეს, ბალიში წყალში დაახრჩვეს და გამდინარე წყალს დამაყოლეს, მაშინ ისწავლე სიზმრის სუნი,სიზმრის შეხება: (შუბლზე – გლობუსის აზიაზე ძმრიანი ტილოს დაფარება, ცივ მდინარეში გაგრილება საბნიდან ფეხის გაპარებით......) ერთხელ ვიყავი ხელთათმანი და შენ მაგივრად ბასრი ყინულის კლავესინზე სიზმრებს ვარჩევდი, ერთხელ ვიყავი უბრალოდ კიბე, უბრალოდ კიბე სხვის კარამდე, შენ ვერც მამჩნევდი, ერთხელ ვიყავი ჭერი შენი საწოლის ზემოთ, მზერით ამხადე , მეცხრე ცამდე გამაფართოვე, ერთ დღეს, ორივემ გავიგონეთ ფრთხილი კაკუნი – დასჭედეს კუბოს სახურავი და მიგვატოვეს.... თოვლის პაპას რომ საჩუქრები ჩვენგან მიჰქონდა, მაშინ ვიყავი შენ და მფიქრობდი. ერთხელ. II – ადგილის გარემოება იყო ქალაქი, სადაც შენ იყავი ოთახის შუაგულში მდგარი მაგიდა და შენზე ზურგით მიყრდნობილი სკამის ნეკნებს ითვლიდი ( შენი მალები – ამბობ – ლიფტის ღილაკებია, ყველა სართულის ნეტარებას გამოვიძახებ) იყო ქალაქი, სადაც ასფალტს ყოველდღე რწყავდი შადრევნიანი სკვერები რომ ამოსულიყვნენ ( რადიოტალღები – ამბობ, - და ჩვენც – რადიოთევზები) იყო ქალაქი და საბანი და მთვარე შიშველ ცერებს ითბობდა (შენ ამბობ – არასდროს არ წერო მთვარეზე, სკამი ფანჯარასთან დადგი ზურგშექცევით) იყო ქალაქი და ჩვენც ვიყავით. გიყვები როგორ, როგორ არ და როგორ ძალიან, და ყველაფერი გასაოცრად მარტივი ხდება, აღმნიშვნელებმა გაიხადეს აღსანიშნები სიტყვაში “სახლი” ჩვენ ორს გვიწევს გადასახლება, დავსახლდით, ახლა გამოვაღებ ხმოვნების ფანჯრებს რომ მერე სუნთქვა გავასწორო მათზე – ფარდები, სიტყვებმა, როგორც ყვავილებმა დაკარგეს ღერო და ორდღიანი პეპლებივით დაფარფატებენ, იყო ქალაქი, როგორც ქმარი სამსახურიდან, მისი ფეხსაცმლის ძირებიდან, ჩემი თმის სარჭით ვჩიჩქნიდი ტალახს და ხიდისქვეშ მიმჭკნარ მეძავებს და ვერცხლის ბურთებს გატეხილი თერმომეტრიდან ვღეჭავდი, როგორც მენთოლიან საღეჭ რეზინას..... მოვკვდი, ან იქნებ გადამიჭრეს კედებზე თასმა – ფეხის თითებმაც აიშვეს და - ნამი, ბალახი.... გაქრა ქალაქი და ასფალტი და წუთი სადაც არ შემიძლია არსებობა, თუ შენ არა ხარ! და ერთადერთი ერთად ყოფნას რაც გვიადვილებს – სიტყვებს ვუნაცვლებ მნიშვნელობებს, ნივთებს - ადგილებს. III - სასვენი ნიშნები ნაბიჯი ჩვენ ვსუნთქავთ ქალაქი წყალშია, მივდივართ, ნაბიჯი წყალშია ქალაქი, დღეს ცხრასართულიან მწვერვალზე მივცოცავთ ნურც წყალს და ნურც საგზალს ნუ მოიმარაგებ. აქ ძაფგამობმული ფერადი ფილტვებით გულს უნდა გაფრენა – ყელთან გვებჯინება, ფრთხილად დააბიჯე აივნის მოაჯირს მცდარად ირეკლავენ გზას – ფანჯრის მინები, აქ ნისლი არ არის, აქ წვიმის წყალია, სახურავებიდან ბზარებში ნადენი, ქალაქი სარეცხის თოკებით გვამაგრებს, ავედით, მწვერვალზე ვაყენებთ ანტენას! -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
nino84 |
![]()
პოსტი
#187
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
უცნაური ზამთარი
უცნაურია, ჩუმად მიდის შენი ზამთარი, ვიღაც ამთქნარებს ბიბლიასთან - უცნაურ წიგნთან; უცნაურია, ცხოვრებას რომ ისე ამთავრებ, სულ ყველაფერის ხელახალი დაწყება გინდა. უცნაურია, რატომ კვდება თავად ავდარიც და ვერა ხვდები, რას დაარქვეს იმედი ყოვლის. უცნაურია, ისე მიდის შენი ზამთარი, ერთხელაც კი ვერ შეიგრძენი სიწმინდე თოვლის. გაგა ნახუცრიშვილი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#188
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ochokochi
ზვიად რატიანი თანამედროვე პოეზია არ არის. ეხლაც რომ ცოცხალია და ლექსებს წერს ეს არ ნიშნავს რომ მხოლოდ ახლა დაიწყო პოეტობა ![]() და საერთოდ, ხო არის პოეზიის თემა? ამ თემის არსებობის აზრს ვერ ვხვდები... -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#189
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
იცით ვინ გამახსენდა? ერთი ბიჭი, მგონი რატი ნინუა ერქვა, ჩემი სტუდენტობის დროს 110-ე აუდიტორიაში თოფით მოიკლა თავი. ნეტა მისი ლექსები დევს სადმე? რა შემზარავი იყო მაშინ ეს ამბავი...
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ochokochi |
![]()
პოსტი
#190
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 ![]() |
ochokochi ზვიად რატიანი თანამედროვე პოეზია არ არის. ეხლაც რომ ცოცხალია და ლექსებს წერს ეს არ ნიშნავს რომ მხოლოდ ახლა დაიწყო პოეტობა ![]() და საერთოდ, ხო არის პოეზიის თემა? ამ თემის არსებობის აზრს ვერ ვხვდები... ძვირფასო, თანამედროვე მარტო გუშინწინდაწერილი ლექსები არ არის, აბა თუ თანამედროვე არ არის, რატომ დადიან ის და იათაშვილი თანამედროვე პოეზიის ფესტივალებზე? ფუფუნებაა, გეგონის რომ მხოლოდ ბოლო ხუთწლეულის ლექსებია თანამედროვე დრო გავა და ყველა ეს პოეტი ერთ თაობად შევა ლიტერატურის ისტორიაში. ![]() -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#191
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
დღეს სულ მიცვალებულები მახსენდება. გოგიტა არაბული, მტკვარში რომ იპოვეს...
![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ochokochi |
![]()
პოსტი
#192
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 ![]() |
დღეს სულ მიცვალებულები მახსენდება. გოგიტა არაბული, მტკვარში რომ იპოვეს... ![]() მეც გოგიტა გამახსენდა ![]() რა ცუდია ასეთი ნიჭიერი ხალხი რომ ადრე მიდის.... ![]() -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#193
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
მეც გოგიტა გამახსენდა ![]() რა ცუდია ასეთი ნიჭიერი ხალხი რომ ადრე მიდის.... ![]() და იმ ბიჭზე არაფერი გსმენია, თავი რომ მოიკლა? რატომღაც გაქრა მისი სახელი, არად კარგად წერდა. სამწუხაროდ, ვერსად ვიპოვე მისი ლექსები. რუსუდანის ნათლული იქყო (გვარი დამავიწყდა), თარგმანის კათედრაეზ რომ გამხდარი, ძალიან უბრალო და კეთილშობილი ლექტორია ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ochokochi |
![]()
პოსტი
#194
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 ![]() |
და იმ ბიჭზე არაფერი გსმენია, თავი რომ მოიკლა? რატომღაც გაქრა მისი სახელი, არად კარგად წერდა. სამწუხაროდ, ვერსად ვიპოვე მისი ლექსები. რუსუდანის ნათლული იქყო (გვარი დამავიწყდა), თარგმანის კათედრაეზ რომ გამხდარი, ძალიან უბრალო და კეთილშობილი ლექტორია ![]() რატიზე ამბობ? კიდევ დათაც ეგრე ტრაკულად არ დაიღუპა? დათა ჩემთან სწავლობდა, იურიდიულზე, ბევრი ცუდი ამბავი წაეწყო მაგ პერიოდში. სადღაც მაქვს რატის ლექსები, დავძებნი. -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#195
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
რატიზე ამბობ? კიდევ დათაც ეგრე ტრაკულად არ დაიღუპა? დათა ჩემთან სწავლობდა, იურიდიულზე, ბევრი ცუდი ამბავი წაეწყო მაგ პერიოდში. სადღაც მაქვს რატის ლექსები, დავძებნი. ჰო... გელი ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ochokochi |
![]()
პოსტი
#196
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 ![]() |
ავად ვარ შენით
ავად ვარ შენით,ავად ვარ შენით, ჩემს სნებას ქვია შენი თვალები. სულში ჩამოდგნენ უხმო მოწყენით გაფითრებული თებერვალები... მე შენ მიყვარხარ ისეთი ძალით, რომ ჩემი თავი ვიცოდე-არ მსურს. გავზავდე შენში მშვენიერ წამით შევერთო შენი თვალების ლაზურს. გეტყვი,არ მინდა ყოფნა სხვა არსად მაგ დაღალული სინაზის თმენა. მე მინდა ვიყო შენში და არსად, ჩურჩულის შენის თაფლივით დენა... ავად ვარ შენით... ( რატი ნინუა) -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#197
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ერთი კლასელი მყავდა, ლექსებს წერდა, ზარმაცი და ყურწაგდებული რომ არ ყოფილიყო, კარგი პოეტი დადგებოდა. ახლა გამახსენდა ეს სტრიქონები:
უაზრო კითხვებს დამისვამს ხალხი: ნეტავ რა არის გარდაცვალება? აბა, რა ვიცი. _ გარდავიცვალე, მე მხოლოდ შენით დღე მენატრება... ავად ვარ შენით ავად ვარ შენით,ავად ვარ შენით, ჩემს სნებას ქვია შენი თვალები. სულში ჩამოდგნენ უხმო მოწყენით გაფითრებული თებერვალები... მე შენ მიყვარხარ ისეთი ძალით, რომ ჩემი თავი ვიცოდე-არ მსურს. გავზავდე შენში მშვენიერ წამით შევერთო შენი თვალების ლაზულს. გეტყვი,არ მინდა ყოფნა სხვა არსად მაგ დაღალული სინაზის თმენა. მე მინდა ვიყო შენში და არსად, ჩურჩულის შენის თაფლივით დენა... ავად ვარ შენით... ( რატი ნინუა) მე მომწონს. აი, ამას ვგულისხმობ ხოლმე, როცა სულს ვამბობ. ეს ბიჭი, როგორც ვიცი, საოცრად განათლებული იყო, მაგრამ თავის განათლებას არ აგხვევს პოეზიით თავს. სული მოდის პირველ რიგში და სულს ეხება. ამიტომ მომწონს ![]() ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ochokochi |
![]()
პოსტი
#198
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 ![]() |
გუგლში რომ მოვძებნე, სამი წიგნი ყოფილა რატისი გამოცემული და კიდევ რაღაც გამოკვლევა ნიცშეზე.
კაცია და გუნება, მე უბრალოდ ვერ ვიტან აგრესიულ მსჯელობას რომ ეს ვარგა, ის არ ვარგა. ყველანაირ პოეზიას აქვს თავისი ადგილი და ჰყავს თავისი მკითხველი. ეს არის და ეს ![]() -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#199
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
უი, მოიცა,ა ხლა მე რატი იონათამიშვილის ერთ ლექსს დავდებ. ისიც მიყვარს ზალიან. ირუბაქიძის ხედვა აქვს ხანდახან
![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ochokochi |
![]()
პოსტი
#200
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 ![]() |
ფრაგმენტი
ქარის ფრთებით,ქარის ფრთებით გავფრინდებით მე და შენ, ვიფრენთ,სანამ დავიმსხვრევით,გავქარდებით ფრენაში. დღეს სხვა დროა და სატანა თელავს გულებს წყეული ეგ მტევნები მოვიცილოთ ეკლებს გადახეული. მე ვეწამე უსასრულოდ,შენ გელოდი ტანჯვაში,- ქარის ფრთებით,ქარის ფრთებით,ქარის ფრთებზე თამაშით... შენ იცოდი...ხომ იცოდი შემხვდებოდი ოდესმე მე ვიცოდი-ვერ გაგვყრიდა სული უბოროტესი. შენ სახე გაქვს ცრემლიანი და ეს ტკივილს ჩემში შობს, მაგრამ ნუღა გეშინია,ცრემლებს ქარი შეგვიშრობს. ოჰ,გავფრინდეთ ახლა უტყვად,სადაც ის არ იქნება სული ყელში მებჯინება,დღეს ვეღარ მოითქმება. ქარო,ქარო,დღეს ორივეს ფრენა გაგვაბედინე, ქარო ზრუნვით მოიქროლე,სიგიჟედ დაგვეფინე.. . ჩვენ სამანებს გადავევლოთ,მივაღწიოთ ვარსკვლავებს, იმ უშორეს ვარსკვლავებთან ქარი დაგვასაფლავებს ესეც რატია. ![]() -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 06:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი