IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი", თანამედროვე ქართული პოეზია და პროზა
k@the
პოსტი Jul 18 2007, 05:09 PM
პოსტი #21


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



კარგით, მაშინ ასე შევხედოთ, რა განსხვავებაა როცა ვიღაცას ან რაღაცას, გაბრაზებულ გულზე ალეგორიულად უწოდებ 'რჯულ-ძაღლო' ან 'ძაღლიშვილი'-ს ?
smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jul 18 2007, 05:11 PM
პოსტი #22


დაურეგისტრირებელი









k@the
ბოროტის სიტყვით - ასეთი ცოდვა არსებობს.
ცუდი სახელის გამორქმევით(დაძახებით,რაკა ე.ი მახინჯო , ცოფო,უგნურო და სხვა.). აი ასეთი ცოდვაც არსებობს smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 18 2007, 05:15 PM
პოსტი #23


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



k@the
ციტატა
კარგით, მაშინ ასე შევხედოთ, რა განსხვავებაა როცა ვიღაცას ან რაღაცას, გაბრაზებულ გულზე ალეგორიულად უწოდებ 'რჯულ-ძაღლო' ან 'ძაღლიშვილი'-ს ?

კონსტანტინემ იცის, მაგრამ რა კონტექსტშიც ის ასეთ სიტყვებს ახსენებს, მე არც მეტი არც ნაკლები გულს მფხანს და მომწონსbiggrin.gif
აი მაგალითად, გიორგი მეფე რომ ამბობს, დიდოსტატში:

"ძაღლთაპირი ბასილი კეისარიო..."


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jul 18 2007, 05:19 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



მარინე პმ ნახე რა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 18 2007, 05:23 PM
პოსტი #25


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(ქავთარაძე @ Jul 18 2007, 03:11 PM) *

k@the
ბოროტის სიტყვით - ასეთი ცოდვა არსებობს.
ცუდი სახელის გამორქმევით(დაძახებით,რაკა ე.ი მახინჯო , ცოფო,უგნურო და სხვა.). აი ასეთი ცოდვაც არსებობს smile.gif

ქავთარაძე ეხლა მე რაც ლექსები მიყვარს, ვაჟასი მაგალითად და სადაც ხშირადაა მსგავსი გამოთქმები, იმის მონანიებას არ ვაპირებ. საერთოდაც ეს ცოდვაა და უცბათ მოკეტინება ადამიანის რას გავს არ მესმის. მაშინ მითხარი ვაჟა-ფშაველას ალუდა ქეთელაურს არ წავიკითხავ, ხშირად წერია 'რჯულ-ძაღლო' და ეს ცოდვააო.

ციტატა(kato_Bato @ Jul 18 2007, 03:15 PM) *

k@the
კონსტანტინემ იცის, მაგრამ რა კონტექსტშიც ის ასეთ სიტყვებს ახსენებს, მე არც მეტი არც ნაკლები გულს მფხანს და მომწონსbiggrin.gif
აი მაგალითად, გიორგი მეფე რომ ამბობს, დიდოსტატში:

"ძაღლთაპირი ბასილი კეისარიო..."

მარტო კონსტანტინე არ იყენებს მასეთ გამოთქმას, 'რჯულ-ძაღლო' -არის ვაჟას პოეზიაშიც.
მე ცხადია ახალგაზრდა პოეტებს ვაჟას არ ვადარებ, მაგრამ ოდესღაც ვაჟაც იყო ახალგაზრდა და სხვა დიდი პოეტიც.
მომწონს ის პირველი ლექსი და უხდება იქ 'მთვარე - ძაღლიშვილი' . აი მხოლოდ ამ აზრს ვაფიქსირებ აქ. smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 18 2007, 05:26 PM
პოსტი #26


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მე ვამბობ, რომ ადრესატი შეიცვალაbiggrin.gif ადრე საგინებელი იყო ხოლმე ცუდი რამეები smile.gif
მაგალითად მტერი, ცუდი კაცი, ცუდი ზნე და საქციელი...

ახლა ყველაფერი საგინებელი გახდა.

იმიტომ რომ ირგვლივ არის ძალიან ბევრი აგრესია.

და ნაკლები სულიერება.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jul 18 2007, 05:29 PM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



kato_Bato

ადრე ვინმესთვის რომ შეგეგინებინა, ცოცხალს არ დაგტოვებდა, ახლა თვითონ აგინებენ საკუთარ დედებს და ეს არაფრად მიაჩნიათ....

საერთოდ რა საჭიროა ლექსში გინება?
მემგონი ეს მხოლოდ რეიტინგის ასაწევადაა wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 18 2007, 05:35 PM
პოსტი #28


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(kato_Bato @ Jul 18 2007, 03:26 PM) *

მე ვამბობ, რომ ადრესატი შეიცვალაbiggrin.gif ადრე საგინებელი იყო ხოლმე ცუდი რამეები smile.gif
მაგალითად მტერი, ცუდი კაცი, ცუდი ზნე და საქციელი...

ახლა ყველაფერი საგინებელი გახდა.

იმიტომ რომ ირგვლივ არის ძალიან ბევრი აგრესია.

და ნაკლები სულიერება.

უფ, მაგაში მართალი ხარ! biggrin.gif გეთანხმები კიდეც 100%-ით!

მე ისევ იქით ვუტევ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ადამიანისათვის, რომელიც როგორც მივხვდი 'არაგალანტურად' და 'არაპოეტურად' მიუტოვებიათ biggrin.gif , მთვარე არის ცუდი! ანუ მისთვის ღამე და მთვარე, ალბათ ნერვების ამშლელია და არა რომანტიკის აღმძვრელი (ღამე არის მთვარიანი, თოვლიანი, ქარიანი და ა.შ. laugh.gif )
ამიტომაც ამ მთავარეზე გაბრაზებული, უწოდებს მას 'ძაღლიშვილს' ... ხოდა არ მხვდება ეხლა მაგ მიმართებაში ეგ სიტყვა როგორც ბილწი საგინებელი სიტყვა ყურში და ძალაა rolleyes.gif
ციტატა
მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აფაჟარი
პოსტი Jul 19 2007, 09:13 AM
პოსტი #29


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 18-July 07
მდებარ.: pelevdikea..
წევრი № 2,481



საინტერესოა ძალიან თქვენი მოსაზრებები, ზოგი ჩემი სუბიექტური მოსაზრებით ყალბი, ზოგი ნამდვილი, ზოგი უმეცარი და ზოგი ბრძნული wink.gif

კიდევ რამდენიმე ლექსს დავდებ..

მანამდე კი ჩEმს აზრს გამოვხატავ.. ნუ აქ ლაპარაკი იყო თანამედროვე პოეზიაში რითმასა და ურითმობაზე, ამაზე ალბათ ვთანხმდებით და დილეტანტურად არ დავიწყებთ თქმას, რომ ურითმო ლექსი ლექსი არაა, რადგან როგორც ზემოთ აღვნიოშნე პირველი ლექსები და პოეტური ქმნილებები ურითმოები იყო და საოცრად გემრიელდა იკითხებოდა.. იგივე ფსალმუნები, იგივე იმდროინდელი საგალობლები, თუ პატარპტარა ლექსები.. სხვა რომ არაფერი შექსპირია ურითმოდ დაწერილი, მერწმუნეთ, ორიგინალში, შემდეგ ზოგი გარითმა მაჩაბელმა, თორემ ურითმოა..

ჰო ეს საკითხი არაა მგონი სადავო ჩემო კარგებო..

ახლა გადავიდეთ თანამედროვეობაში ხელოვნების ბილწსიტყვაობაზე, ასე ვიტყვი.. მოდით გავამ,ახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რისი თქმა სურს ამის ავტორს და არა იმაზე თუ რას ამბობს, და რატომ იცით? არის პოეტისათვის მომენტები და შესაძლებლობები, როცა რაღAც აზრის გადმოსაცემად ყველაზე ზუსტი სიტყვა შეიძლება ბილწი აღმოჩნდეს, აი როცა აღწერ ვინმე საშინელ ადამიანს, (იგივე კონსტანტინეს მაგალითი იყო აქ), შეუძლებელია ეს ადამიანი აღწერო სიტყვებით: ცუდი, ბოროტი, გაქნილი, ცბიერი და მხოლოდ ამ სიტყვებმა შექმნას ის ზუსტი სურათი რაც შეიძლება რომ ადამიანი იყოს.. ძალიან გთხოვთ ნუ დაიწყებთ ყალბ, მოჩვენებით გამოსვლებს, ვაჟA საფლავშI გადატრიალდა და ა.შ.. ვაჟA ჩემი საყვარელი პოეტია.. საწოლის თავზე დიდი სურათი მიკიდია, მაგრამ ზუსტად იმ სურათიდან მეუბნება ხოლმე, რომ ახალია შესაქმნელი.. რომ ვაჟაზე არ შეიძLება გაჩერება, რაღAცახალი ყოველთვის ებრძვის ძველს, ებრძვის ძველს, მაგრამ მთავარია არ დაკარგოს ჭეშმარიტი გზა.. ჭეშმარიტ გზაში კი ერთადერთ გზას ვგულისხმობ, გზას სიყვარულისკენ.. და ამ გზაზე შეიძLება მრავალი სხვა განშტოებები შეხვდეს.. თვით ღმერთიც ხომ სიყვარულია..

აი ჩემს პროფილში ინტერესს თუ დააკვირდებით, იქაც ეგ მიწერია.. სიყვარული..

შემდეგ

ნუ აქ ორი სიტყვით ანტიტყაოსანს ომ შევეხო, ვიტყვი რომ აბსოლუტურად არანაირი ღირებულების ლექსია და მხოლოდ და მხოლოდ იმისთვისაა შექმნილი რომ ავტორი გაპიარებულიყო.. და ეს ავტორმაც სპეციალურად გათვალა და ხალხიც ამ თავისი უეცარი რეაქციით და ხან ტელევიზორშI სჯა-ბაასით და ხან ერთMანეთსი, ხელს უწყობს მის სურვილს, აპიარებს მას wink.gif
არადა სამწუხაროა, რაგან იგივე ავტორს, პაატა შამუგიას, ბევრად უკეთესი ლექსებიც აქვს და იყო პერიოდი კიდეც, სანამ ანტიტყაოსანს დაწერდა, როცა ბევრი მოხუცი და ხნიერი ადამიანისაგან გამიგია, პაატა ჩვენი იმედიაო, მაგრამ ვერა და ვერ გახდა ამ იმდეობით ვერაფერს და პიარის უფრო იოლ გზას მიმართა, დაწერა სკანდალური, მაგრამ არაღირებული.. ესაა და ეს wink.gif

მე გამაკვირვა რომ გიორგი საჯაიამ გამოიწვია უარყოფითი რეაქცია, აბა სხვა რაღAს იზამს, ხალხნო ნუ იქნებით ასეთი ისტერიულები, კარგი გაგებით ვამბობ ამ სიტყვას.. გრიგოლ რობაქიძე, ალექსანდრე ყაზბეგი, ტერენტი გრანელი, გრიგოლ აბაშიძე და თუნდაც შოთა რუსთაველი.. რომელი ერთI სათაყვანებელი ლიტერატორი ჩAმოვთვალო, რომელთაც არაერთხელ ჰქონიათ თავის ნაწარმოებებში ისეთი მძაფრი გრძნობები აღწერა, რომ რა ვიცი.. ფატმანის მაგალითი რუსთაველთან, ლაშარელა, ცოტნე დადიანი აბაშიძესთან, რობაქიძის გველის პერანგი ხომ საერთოდ გადასარევია.. ჰოდა ყველაფერს ზუსტი ადგილის მიჩენა უნდა თორემ სექსის და ნებისმიერი გამოხატულების აღწერა ლიტერატურაში აუცილებელიცაა.. ეს ხელოვნებაა და ის ყოველთვის ქმნის სწორ სულიერ მდგომნარეობას ხალხშI.. თორემ გაუკუღმართდა უკვე ყველაფერი..

ახლა რადენიმე ლექსს დავდებ კიდევ.. ცოტა უფრო მძფრებსაც და მაინტერესებს თქვენი აზრი.. ეგრევე სიტყვებს და ფორმებს ნუ დაუფრთხებით, ეცადეთ აზრი გაიგოთ..



ცრემლების მორებს

ცრემლების მორებს მოვაგორებდი
მე შენს ლოყაზე,
მოვათრევდი ტკივილის ლოდებს.
დრო გამოშვებით ვისვენებდი შენს წამწამთ ჩრდილქვეშ.
დაფლეთილ ხელით, ნატკენ მკლავებით
გულს ვიხუტებდი მიბნედილ მზერას.
ქარიშხალივით მოვარდნილი შენივე სუნთქვა
ჩადგა ჩვენს შორის.
შენ თვალებიდან გადმოკიდე
ცრემლის ძაფები მდინარეებად.
მე მოვაპობდი სიცარიელეს,
თავაწყვეტილი მივქროდი სადღაც და დამაგვიანდა.
შენ ახლა ცისფერ კუბოში გძინავს.
მე შავი ფერი ვარ
და შენს სახეზე ვცეკვავ.
მე ახლა სისხლის წვეთი ვარ
და შენს კაბაზე ვცხოვრობ.
ამ შეშლილ და მილეულ ღამით
ფეხაკრეფით მივეპარები
შენს დაღლილ და მძინარე თვალებს.
მოგპარავ უცოდველ სიზმრებს,
ბალიშის ქვეშ რომ მალავ.
კართან დაგიტოვებ მარადისობას
და ყოველ დილით ოთახში დაგვხვდება
ჩემი დაწნული, ნატიფი დილა.
მკერდზე მიგიკრავ, როგორც სითეთრეს.
მეყვარები მაისის მსგავსად.
ჩემი იქნები?
დარჩები?
გეყვარები?
მე კი დავთვრები შენი თმების კოცნით,
გამუდმებით მეყვარები, როგორც მზე.

ზაზა კოშკაძე

_________________________________________


მატრიოშკები

ჩემში შენ,
შენში ბავშვი,
ბავშვში მარტივი სამყარო.

მარტივ სამყაროში
უშნოდ დახატული სახლები,
სახლებში ადამიანები,
ადამიანებში
გრძნობები და შეგრძნებები,
შეგრძნებებში და გრძნობებში
სხვა ადამიანები.
სხვა ადამიანებში ერთმანეთი და
ბავშვები.
ბავშვებში დიდები,
დიდებში მოხუცები,
მოხუცებში მკვდრები,
მკვდრებში
მოხუცები,
მოხუცებში დიდები,
დიდებში ბავშვები.
ბავშვებში მარტივი სამყარო
და უშნოდ დახატული სახლები.

მე და შენ რთულ სამყაროში,
რთული შეგრძნებებით.
ბავშვიც რთულ სამყაროში,
რომელიც ჯერ ემარტივება,
რომელიც მეც მემარტივებოდა, შენც,
დიდებსაც,
მოხუცებსაც,
მკვდრებსაც,
სანამ გადიდდებოდდნენ,
დაბერდებოდნენ,
მოკვდებოდნენ.

მატრიოშკები -
ერთმანეთში ჩალაგებული
მატრიოშკები.
უსასრულოდ,
გაუთავებლად
ჩალაგებული.
რაც უფრო მალე გახსნი
მით უფრო მეტი იქნება.
რაც უფრო ნელა,
მით უფრო მეტი დაგრჩება გასახსნელი.
უკანასკნელს ვერ მოესწრები.
ვერც ისე გადიდდები,
რომ პირველი მატრიოშკა იყო
და ვერც ისე დაპატარავდები,
რომ უკანასკნელი.
სხვადასხვა დროს სხვადასხვა ზომის იქნები
და სხვა ზომების გემოვნებას ვერ აითვისებ.

მოდი ჩავლაგდეთ ერთმანეთში.
ძალიან ავირიეთ
და ვეღარ ვხვდები ახლა რა ზომის ვარ.
გარშემო უშნოდ დახატული სახლები
და რთული სამყაროა.

მატრიოშკების სამყარო.


დათო ყანჩაშვილი (იორიკი)

______________________________________

უღელი

და მართლაც
რა საჭიროა გზა თუ იგი ტაძრამდე არ მიგვიყვანს?
გზა-ხიდი ცნობიერიდან ქვეცნობიერისკენ
ან პირიქით
ჩვენ ის ერთად გამოვძერწეთ
მაჟორ-მინორულ ემოციათა აკორდებისგან

გზა ტვინის სხვადასხვა უბნებში,
კითხვის ნიშანივით თავჩაქინდრულ
მოწყენილ ქუჩებზე.

ან შეიძლება ჩვენ ის უბრალოდ ვიპოვეთ
მიტოვებული ავტობანი შუაგულ უდაბნოში
ჩასვეტილი
გიტარის გრიფი, რომელშიც ისე სწრაფად
დავხტუნავ ლადიდან ლადზე
რომ კაცი სვინგს დაუკრავდა

ეს ჩემი ვარდისფერი ავტობუსის რეისია:
გაჩერებების გარეშე. ცალმხრივ მიმავალი
გულის დაწვრილებამდე
მელოდიის დაწვრილებამდე
ზევით და ზევით
აქ სიჩქარე უკვე კარგავს აზრს
რა ხანია სპიდომეტრი - საათად იქცა
ზევით და ზევით
მაგრამ მაინც წრეზე
ყოველ მომდევნო ჯერზე
უკვე სხვა განზომილებაში

როდის დამთავრდება ეს?
არ ვიცი
მე მხოლოდ ერთ რამეს მივხვდი:
და მართლაც
რა საჭიროა გზა თუ იგი ტაძრამდე არ მიგვიყვანს?

შოთა გაგარინი
_______________________________________

ორგანულ გარეუბნებში

ორგანულ გარეუბნებში, სადაც ვზრდიდით კალიებს
და ფრთებდაჭრილ მწერებს სადაც ვითვლიდით,
ორგანულ გარეუბნებში, სადაც დაქირავებული სულებიდან
მორიგეობით იყურებიან დავიწყების ტყვეების უფორმო თავები,
ორგანულ გარეუბნებში, გუშინ რომ გზა აგვებნა
და დილის ტერფებით რომ მივაგენით საწოლს ჩვენსას,
სწორედ იმ ორგანულ გარეუბნებში, სადაც ჩვენი უარყოფა დააკანონეს,
სადაც ჩვენი მზერები აკრძალეს და გადახაზეს მზის სხივებით,
ჩვენ ვიპოვეთ ჩვენი სიყვარულის ანომალია,
წერტილები, რომლებზეც კონტურად გაივლო გრძნობების ზიგზაგი
და შექმნა ერთი მთლიანი ფიგურა, სახელად წარსული..
ის კი, დროსთან ერთად რომ დაგვავიწყდა ჩვენს ზურგჩანთებში,
ჩაპრესილი და კარგად შენახული,
აი სწორედ ის, მიბრუნება რომ დაგვეზარა და აღარ ამოვარჩიეთ
მყრალი და სველი ჩანთებიდან,
ის დღეს კანონიერებაა და ყოველი ფეხის ნაბიჯზე მიბრძანებს,
რომ არ გაკოცო, როცა შენი ტუჩები წყლისგან სველდებიან
და როცა ვცდილობ წვეთ-წვეთად მივიღო სიყვარულის დოზა წყალი,
შენს ნიკაპზე ჩამონადენი და ყელზე არეკლილი..
მე შენ მენატრები..
მარტივი ბანალურობიდან უსაზღვრო სირთულემდე
და საზღვარსგადაღმა სირთულიდან უვიზოდ დარჩენილ ბანალურობამდე..
იქ კი, ფარდებს არასოდეს ჩამოუშვებენ და სცენაც,
მტვრისა და მსახიობებისგან მიტოვებული სცენა, მუდამ იტრიალებს
ერთი ღერძის გარშემო, სანამ არ მოარყევს და არ ჩაიყოლებს
საკუთარ კანონიერებას..
და არასოდეს დასრულდება ჩვენს მიერ ნათამაშები სპეკტაკლი,
რადგან ჩვენ გავიქეცით, მაყურებელი კი ისევ უიმედოდ ელოდება
სცენაზე გამოსვლას, რომ თავი დავუკრათ პირდაფჩენილ
და გაუმაძღარ ღირსებას..
ორგანულ გარეუბნებში, სადაც უკანასკნელ პაემანზე შევატოვეთ ერთმანეთს
მოლოდინი და დამჭკნარი გვირილები,
იმ ორგანულ გარეუბნებში, რომლებსაც ორგანულად ვერ იტანდნენ
ჩვენი ჩაკიდებული ხელები და თმები ერთმანეთის მხრებზე,
სწორედ იმ ორგანულ გარეუბნებში, სადაც ჩვენ აღარ გაგვახსენდა საათი
და დრო გაჩერდა
და წამი გაჩერდა
და წამწამებიც გაჩერდნენ,
ჩვენ ავამოძრავეთ ყველაზე დიდი მონატრების ქარხანა
და ფოლადისგან გამოჭედილ უზარმაზარ ღუმელებში
საკუთარი სხეულები შევყარეთ,
რომ ფერფლად ქცეულები ქარხნის კვამლთან ერთად გავყოლოდით ჰაერს,
გავყოლოდით ქარს იქ, სადაც მე აღარავინ ამიკრძალავდა შენს ყურებას
და უბრალოდ თქმას, რომ
ორგანულ გარეუბნებში, გუშინ რომ გზა აგვებნა და დილის ტერფებით
მივაგენით სახლებს ჩვენსას,
მე ისევე მენატრებოდი შენ, როგორც ახლა..

ალექსანდრე ლორთქიფანიძე (ხვიარა)


--------------------
მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jul 19 2007, 09:35 AM
პოსტი #30


დაურეგისტრირებელი









ციტატა(zviadauri @ Jul 18 2007, 05:17 PM) *

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
თანასწორობის ინსტიტუტის წევრი იყო ეგ,პოეტია

პოეტი კიარა იდიოტია...

k@the
მანდ 2 ადამიანი ერთმანეთს ეძახის და მგონია იმ ლექსის დამწერს მთვარესთან ქიშპი არ უნდა ქონდეს biggrin.gif სხვათაშორის ალუდაი ქისტს უწოდებს მაგას smile.gif და არა მთვარეს... biggrin.gif

აფაჟარი
მაგითი რისი თქმა უნდა ავტორს არ ვიცი მააგრამ 6 ვმა ქართველმა სტუდენტმა ერთმანეთს სახეში რომ შეაფურთხა ამითი ბაკალავრის წოდება მიანიჭეს, ხოლო გელა დაიაურს თბილისში ჩამოსვლა უიგივდება კანადაში გადაფრენას და 20 საათი ფეხით უწევს სიარული, იმ ხალხს კი რომლებმაც
ლექსით:
ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ერი
ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ერი
ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ერი
ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ერი
ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ერით
პოპულარობა მოიპოვეს, ნიკო არდოტელის ბავშვები არდოტში მთელი ზამთარი იმიტომ არიან სახლში გამოკეტილები რომ ვერავინ მოიცალა იმისათვის რომ გზა გაუკეთოს ამ ღვთისნიერ ხალხს, ხოლო დროება უკეთებს რეკლამას პოეტს რომელიც კითხულობს ლექსს უკან ყმუილის ფონზე, აი ეს მწყვეტს გულს...
არაა პრობლემა, გაუკეთონ მაგას რეკლამა მაგრამ იგივე სიუჟეტს მოყვეს ამ უნიჭიერეს ხალხზე სიუჟეტიც, მაგრამ რად გინდა...
თურმე ყოველ სიტყვაზე უნდა ვთქვათ: "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო". მართლაც, ვაჟა, ილია , აკაკი , გალაკტიონი არ უნდა დავივიწყოთ, ადამიანები რომლებსაც ხელით ეჭირათ საქართველო როდესაც ის უფსკრულში იჩეხებოდა და რა ნამუსით უნდა გავუკეთო იმ ხალხს რეკლამა რომელიც ამბობს "ლექსს" ჰჰჰ ერი

ციტატა
ორგანულ გარეუბნებში, სადაც ვზრდიდით კალიებს
და ფრთებდაჭრილ მწერებს სადაც ვითვლიდით,
ორგანულ გარეუბნებში, სადაც დაქირავებული სულებიდან
მორიგეობით იყურებიან დავიწყების ტყვეების უფორმო თავები

რითმა? smile.gif მაშინ მოთხრობა მაინც წეროს და პოეტობას ნუ იბრალებს...


di_onise
გელამ რომ თქვა ლექსი smile.gif გუშინ არტ გენზე, აი მაგია ლექსი... ბოლოს წინა smile.gif მერე განახებთ, გელაც ხომ თანამედროვეა...
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2007, 10:43 AM
პოსტი #31


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ქავთარაძე @ Jul 19 2007, 09:35 AM) *


რითმა? smile.gif მაშინ მოთხრობა მაინც წეროს და პოეტობას ნუ იბრალებს...


მეც ეგ მაკვირვებს, გიო, როცა მოთხრობაა დაწერილი რატომ არქმევენ ლექსს..



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jul 19 2007, 10:56 AM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



ქავთარაძე
ხოო...
გელა ეგ რომელი იყო? დედას რომ მიულოცა? ვერ დავიმახსოვრე სახელი smile.gif
თუ ეგ იყო, მართლა მაგარი კაცი ყოფილა... ამ ძალათ პოეტებმა რომ მიბაძონ მგონი არაფერი დაუშავდებათ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აფაჟარი
პოსტი Jul 19 2007, 11:00 AM
პოსტი #33


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 18-July 07
მდებარ.: pelevdikea..
წევრი № 2,481



ძალიან გთხოვთ ნუ დაწერთ ასეთ აგრესიულ პოსტებს, ბოლო ბოლო ადამიანურად გავარჩიოთ wink.gif

მოდით ასე ვიტყვი

რითმა-ურითმობა არ წყვეტს ლექსს.. ურითMო ლექსსაც აქვს რიტმი, მელოდიკა, მიუხედავად იმისა რომ რითმა არ აქვს.. ნიკო არდოტელსა და გელაზე რაც თქვი, ძალიან ცუდია ეგ, მაგრამ მგონი თანამედროვე პოეტების ბრალი ნამდვილად არაა, ეგ მთავრობის ბრალია.. ადამიანს მარჯვენა ფეხიც იმ სიგრძე სჭირდება, რამხელაც მარცხენა აქვს, ამიტომ რითმიანი თუ ტრადიციული პოეზიაც ისევე საჭირო, როგორც ურითMო და ალტერნატიული.. და ურითმო ლექსისათვის მოთხრობის დარქმევა, მხოლოდ დილეტანტიზმია დამიჯერეთ რა.. გალაკტიონსაც ჰქონდა ურითმო ლექსები, ვალერიან გაფრინდაშვილსაც და საერთოდ ყველა პოეტს მგონი.. ვინც მკაცრად განსაზღვრულ კანონებს არ მისდევდა.. პოეზია კი კანონებს არ ცნობს, პოეზია ცნობს მხოლოდ სულს..

რაც შეეხება ჰჰჰჰჰჰაერს, მაგაზე მე რა უნდა ვთქვა, ეგ არ იყო არც იმ აქციის მიზანი და არც შინაარსი, უბრალოდ ცნობილი სახეა რთველიაშვილ და დროებაც მაინცდამაინც ეცა აბა რამე სკანდალური გააკეთეო.. ეგაც ჟურნალისტების ბრალია და არა სხვა თანამედროვე პოეტების smile.gif და ნუ ეგ ცნობილი ჟანრია მსოფლიოში და საუნდ-პოეზია ქვია, ეს ნუ სხვა სალაპარაკო თემაა.. მსოფლიოში ბევრი პოეტური ჟანრები განვითარდა რომ ერთმანეთI არ გაემეორებინათ.. აი მთის პოეზიას მე დაიაური (მიუხედავად დიდი სიყვარულისა ამ ადამიანისადმი) ვერ დამიწერს ისეთს, როგორიც ვაჟAმ დაწერა და ამიტომ ყოველთვის ვაჟას ჩრდილში იქნება ან გაიმეორებს მას.. ამიტომ რაღAც ახალი უნდა ეძებონ, ახალი შექმნან, ჭეშმარიტი და სიყვარულისთვის მებრძOლი, მაგრამ ახალი!


--------------------
მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 19 2007, 11:12 AM
პოსტი #34


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



აფაჟარი

მე პირადად, რომელიმე აქ მოყვანილი ავტორი არ მიგულისხმია როცა ვწერდი, ზოგადად ვამბობ.

მეც ვკითხულობ თანამედროვე პოეზას და კიდევაც დავწერე, თქვენ რაც აქ მოგყავთ, შოკოლადის კამფეტებია ტკბილი და საიმედო.

მაგრამ რეალობა სხვაა.
რომელიმე ავტორმა კი არ გამოიწვია "აგრესია" (ღმერთმა დამიფაროს, ასეთებიც მინახავს დაწერილი რომ არ აქვს ბავშვს და მაშინვე "ჭამენ" ეს რატოო, ის რატოო, დაშეიძლება მერე ეღარც დაწეროს არასდროს), უბრალოდ, ვთქვი, რომ ფსეულობების გადაფასება მოყვება ყველა დროს და საუკუნეს, რას ვიზამთ ეს ჩვენი რეალობაა,ლიტერატურა კიდე ამ ბავშვების ხელშია, გვინდა თუ არა.
რაც შეეხება იმას, რომ ვაჟაზე გაჩერება არ შეიძლება, გეთანხმები ამ სიტყვის მთლიანი მნიშვნელობით, მაგრამ ზოგიერთ ავტორთან არ ჩანს, რომ თუნდაც ვაჟადან დაიწყო.
დაიწყო კი არა, წაუკითხავს და გაუგია.

ბევრმა, მეძავის ოთახიდან დაიწყო და რაც დაწერა იმასთან შედარებით რასაც ხედავდა სამოთხედ მოეჩვენა.
ბევრმა ქუჩიდან (ყველაზე ცუდი გაგებით) დაიწყო და "დიდების" ლანძღვით უნდა იმაზე დიდი გახდესsmile.gif

დღეს ილიას "დაწუნება" და აკაკის "მარტივობის" აღიარებაა გმირობა და დიდი ლიტერატორობა...
ვიმეორებ, აქ დაწერილთაგან არცერთს არ ეხება ეს. ზოგადად თანამედროვე ლიტერატურა მაქვს მხედველობაში.

პ.ს. ფორუმელებო, ძალიან გთხოვთ, აგრესია არ იყოს!


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2007, 11:17 AM
პოსტი #35


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(აფაჟარი @ Jul 19 2007, 11:00 AM) *


რითმა-ურითმობა არ წყვეტს ლექსს.. ურითMო ლექსსაც აქვს რიტმი, მელოდიკა, მიუხედავად იმისა რომ რითმა არ აქვს..


გეთანხმები, შეიძლება ურითმო ლექსი ისეთი შინაარსიანი იყოს, რომ რითმიანი დაჩრდილოს.. მაგრამ, ლექსს რითმა უხდება, ეს ასხვავებს მას პროზისგან..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აფაჟარი
პოსტი Jul 19 2007, 11:21 AM
პოსტი #36


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 18-July 07
მდებარ.: pelevdikea..
წევრი № 2,481



მარინე გეთანხმები რომ ლექსს რითმა უხდება, მაგრამ არ გეთანხმები რომ ეს ასხვავებს მას პროზისგან wink.gif

კატო, აი ახლა გავიგე smile.gif მასე კი ბატონო, არიან დღეს ლიტერატორები ვისი სკაბრეზული ლიტერატურაც მხოლოდ წამბილწველია შინაარსობრივადაც, მაგრამ ეს მართლა არ ეხება აქ მოყვანილ ავტორებს, ნუ ბოლო-ბოლო ზაზა ბურჭულაძეს და მისნაირებს ამ ფორუმზე მაინც არ დავპოსტავდი.. smile.gif

აი ბოლო პოსტში რომ ლექსები დავპოსტე ოთხი ბიჭის, ეგ "ვარდისფერი ავტობუსი"-ა, ახალგაზრდები არიან და ვფიქრობ ქართული ლიტერატურის მომავალიც ეკუთვნის, ასე რომ ჯობს ისევ ჭეშმარიტ გზას გავუყვეთ, ოღოინდ ახალი ფორმებით და სიყალბის უარყოფით wink.gif


--------------------
მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2007, 11:23 AM
პოსტი #37


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(აფაჟარი @ Jul 19 2007, 11:21 AM) *

მარინე გეთანხმები რომ ლექსს რითმა უხდება, მაგრამ არ გეთანხმები რომ ეს ასხვავებს მას პროზისგან wink.gif



მაშინ სად და რით გადის ზღვარი პროზასა და პოეზიას შორის?

თუკი ლექსი მოთხრობას ჰგავს, რატომ უნდა დავარქვათ ლექსი, როცა მოთხრობაა?


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jul 19 2007, 11:24 AM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



ლექსს - რითმა + შინაარსი = რაღაცას
ლექსს - შინაარსი + რითმა = ატანა შეიძლება კიდე
ლექსს - შინაარსი - რითმა = 0
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 19 2007, 11:29 AM
პოსტი #39


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ქავთარაძე
ციტატა
რითმა? მაშინ მოთხრობა მაინც წეროს და პოეტობას ნუ იბრალებს...

ლიტერატურაში არსებობს ურითმო ლექსი, თეთრი ლექსის სახელით.

და მსოფლიო ლიტერატურას ძალიან დიდი პოეტები ყავს, ვინც ასე წერდა.

ამ ლექსებს არ აქვთ რითმა, მაგრამ აქვთ რიტმი, გულისცემასავით, თუ აყვები დაინახავ, მეორეა როგორ აგიყოლიებს.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აფაჟარი
პოსტი Jul 19 2007, 11:34 AM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 18-July 07
მდებარ.: pelevdikea..
წევრი № 2,481



კატო შენ გაიხარე შენ smile.gif

დიონისე, შენც გეთანხმები მხოლოდ ბოლო პუნკტში, და თქვენ თუ ჩემს მიერ აქ მოყვანილი ლექსებში შინაარსს ვერ იპოვით, იავიცი.. მაგაზე ცალკე ვიმსჯელოთ მაშინ smile.gif მაგრამ ისე ჯობს ლექსს შინაარსი ჰქონდეს და არა რითმა, ვიდრე რითმა და არა შინაარსი.. რითმა გარეგნული მახასიათებელია, შინაარსი სულიერი.. ეს იგივეა რომ ვთქვათ რა ჯობს, ანგელოზი იყოს და ძონძები ეცვას, თუ ეშმაკი იყოს და კარგი სამოსი.. wink.gif

თეთრ ლექსს კი მართლაც დიდი ავტორები ყავს მსოფლიოში.. და საქართველოშიც სხვათაშორის wink.gif გალაკტიონი - ჯონ რიდს, ვალერიან გაფრინდაშვილი - ლეა ლეს, თამაზ ბაძაღუა და ა.შ..



და კიდევ ერთი თხოვნა, უმორჩილესად, მსჯელობისათვის, გთხოვთ წაიკითხოთ ჩემს მიერ აქ მოყვანილი ლექსები და მერე განსაჯოთ wink.gif

საბედნიეროდ თითოეული მათგანი ძალიან სულიერი და რთUლია..


--------------------
მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th July 2025 - 08:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი