IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 9 10 11 12 >  
Reply to this topicStart new topic
> "ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი", თანამედროვე ქართული პოეზია და პროზა
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 28 2009, 12:30 PM
პოსტი #201


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



აი, რატი იონათამიშვილი


დავსურვილდი შენსა მკერდსა
ამბორითა ახდენილი.
შენი თმები დავატყვევე
თითებშიცა ალერქს-ქმნილი.
ჩემი გახდა შენი სუნთქვა,
შენი თვალი – ჩემი თვალი,
და უფრორე ჩაგეხუტე,
როცა სხეულს ვნებით ვრთავდი.

წამწამებმაც იწყეს კოცნა,
გული გულში გადარგული.
სად წაიღო სივრცე ქროლვამ,
მე შენა და ტუჩმა ტუჩი?
მაგრამ ზეცას დარჩა შენდა
მშვენება და გან-შორ-მზითვდი...
შენ ხარ, კარგო, ზესთა ზენა,
მე კი ქვეყნის ერთი ზვირთი.





--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ochokochi
პოსტი May 28 2009, 12:31 PM
პოსტი #202


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 26-March 09
წევრი № 6,729



აი მე ეგეთი პოეზია არ მომწონს,
მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია.smile.gif

ამაღლობელი გამახსენდა ახლა.smile.gif

მოკლედ, რატი - ების პარადია.smile.gif


--------------------
"მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 28 2009, 12:33 PM
პოსტი #203


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ochokochi @ May 28 2009, 01:31 PM) *

აი მე ეგეთი პოეზია არ მომწონს,
მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია.smile.gif

ამაღლობელი გამახსენდა ახლა.smile.gif

მოკლედ, რატი - ების პარადია.smile.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ჰოოოო

რატი ტიპია ეგეთი _ ბოჰემური, მისტიკურ-ჰეროიკული, სადღაც ეროტიკაც არის და, შესაბამისად, ლექსიც ასეთია smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ochokochi
პოსტი May 28 2009, 12:45 PM
პოსტი #204


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 26-March 09
წევრი № 6,729



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ May 28 2009, 01:33 PM) *

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ჰოოოო

რატი ტიპია ეგეთი _ ბოჰემური, მისტიკურ-ჰეროიკული, სადღაც ეროტიკაც არის და, შესაბამისად, ლექსიც ასეთია smile.gif

უი, ამ ფორუმზე ეროტიჩესკი ლექსები მოსულა? biggrin.gif yvavilebi.gif

თან თემაში ნახევრად ბინდი და ნახევრად შუქია და.... biggrin.gif


--------------------
"მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 28 2009, 12:49 PM
პოსტი #205


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ochokochi @ May 28 2009, 01:45 PM) *

უი, ამ ფორუმზე ეროტიჩესკი ლექსები მოსულა? biggrin.gif yvavilebi.gif

თან თემაში ნახევრად ბინდი და ნახევრად შუქია და.... biggrin.gif

ნუ ეგ ლექსი ძალიან ეროტიკა არ იყო და... ისე არ მოსულა


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ochokochi
პოსტი May 28 2009, 01:01 PM
პოსტი #206


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 26-March 09
წევრი № 6,729



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ May 28 2009, 01:49 PM) *

ნუ ეგ ლექსი ძალიან ეროტიკა არ იყო და... ისე არ მოსულა

ვიხუმრე smile.gif


--------------------
"მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი May 28 2009, 10:25 PM
პოსტი #207


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



თამარი_ცქნაფო
ციტატა
იცით ვინ გამახსენდა? ერთი ბიჭი, მგონი რატი ნინუა ერქვა, ჩემი სტუდენტობის დროს 110-ე აუდიტორიაში თოფით მოიკლა თავი. ნეტა მისი ლექსები დევს სადმე? რა შემზარავი იყო მაშინ ეს ამბავი...

http://www.press.tsu.ge/GEO/mimdinare%20ka...atomtavari.html



გიორგი საჯაია

ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.

გკითხულობ ბრაილით, სანტიმეტრ-სანტიმეტრ,
სხეულზე სხეულით მიკრულს და მიბორკილს
და მთვარე, ნიკელის თხუთმეტი სენტიმი,
პროფილით აბატი მონარქის, სებორგელ,

გვიყურებს, ანთებულ თვალებით კორუნდის
და სულში უსკდება ვარსკვლავთა ეგზემა
და იცის, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა,
არ უნდა დაეცეს და მაინც ეცემა...

და მერე წამია წუთისოფელიც კი.
და მერე მთვარესაც თავში ქვა უხლია!
დგას ღამე ფანჯრებთან, როგორც ობელისკი
და ახლა შეშლამდე ისეთი ახლოა,

რომ ამ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი May 30 2009, 01:35 AM
პოსტი #208


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ლელა სამნიაშვილი



ჯოჯოხეთში არ მიშვებენ:
ყოველ ჯერზე _ ოკეანე შემაქვს კოლბით,

როიალის კლავიშები _ ჯიბით შემაქვს;
არ მიშვებენ: პოეტური ეშმაკობით _

რას ვაჯობებ ეშმაკობას;
და სამკბილა იასამნის ციცქნა მარცვლებს _

ფრჩხილებიდან მაცლიან და არ მაცდიან _
კოცონისკენ _ თაღებს გავცდე;

კოცნა შემაქვს. არ მიშვებენ _ სამოთხეშიც:
თითო ტკივილს თან ვიტოვებ ყოველ ჯერზე;

და როდესაც პოულობენ, _
შერცხვენილი _ პოეტობას ვიმიზეზებ.



--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino84
პოსტი Jun 3 2009, 12:16 AM
პოსტი #209


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,108
რეგისტრ.: 27-May 09
წევრი № 7,041



ზვიად რატიანი


არავითარი ნიჭი წინათგრძნობის –
დამინდო ღმერთმა.

მაგრამ,
რათა იღბლიანად არ მეგრძნო თავი,

მომცა მეორე:
წარსულის ნიჭი.

წარსულის,
სადაც გამუდმებით რაღაც იცვლება.

დღეს მახსოვს:
მაშინ დედაჩემმა ვერ დამინახა.

ხვალ მეხსომება:
დამინახა, მაგრამ არ მითხრა.

ზეგ კი მოვყვები:
მე დედაჩემს თვითონ ვუთხარი


--------------------
...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 3 2009, 02:39 AM
პოსტი #210


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კარგებია ნინო smile.gif

გააგრძელე smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Jun 3 2009, 10:49 AM
პოსტი #211


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



"ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი",
წელამდე გწვდება ნაწნავი მუქი,
ლოყა გაქვს ტკბილი, ენა გაქვს მწარე,
ქალო, შენს ხელში ვერ გავიხარე! laugh.gif

ლექსი კარგია, ძალა აქვს დიდი,
რითმზე შეჯექ და ავოეე, მიდი!
მაგრამ მე უფრო მიზიდავს პროზა -
მჭირდება, როგორც ნარკომანს დოზა.





--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 3 2009, 12:20 PM
პოსტი #212


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რითმზე შეჯექ და ავოეე, მიდი!

biggrin.gif

ეს ლექსი მომწონს ძალიან smile.gif


(ამ გაზაფხულზე ეს ქალაქი მართლა მომიხდა...)

დიანა ანფიმიადი


ამ გაზაფხულზე ეს ქალაქი მართლა მომიხდა,
თითქოს ჩემს ტანზე შეკერილივით,
ტუჩებზე ტკბილი წებო წავისვი
თვალის უპესთან მივიხატე სახლის ჩრდილები,
ვკეკლუცობ.
ტანზე მორგებული
ქვიშის ქუჩებით,
შადრევნებით,ფიჭის სახლებით,
ჩემი თავიდან მასთან გავრბივარ,
ორ-ორ საფეხურს ერთად ვახტები.
როგორც კოღოებს, სახეზე რომ მაფრინდებობდნენ
(ტბა ფარავანთან)
ჩემს სხეულში ახლაც ბზუიან,
ჩემს მყუდრო სახლში ისევ ვკეტავ ადამიანებს
ვინც ჩემს ქუჩაზე გამოივლის, ან გაუვლია.
დილის საუზმე – მეგობრები პლასტმასის თეფშზე,
დანა-ჩანგალით ვანაწილებ გრძნობებს, შეგრძნებებს,
ფერმკრთალ ღიმილებს, ხელისგულებს, გამდნარ პროფილებს,
სიტყვებს მივირთმევ – მაძღარი ვარ და კმაყოფილი.
და აღარავინ რჩება ჩემთან, ყველა ჩემშია
და მეც თვალები მაგრად ჩავრაზე,
არაფერს ველი, მხოლოდ ვარწევ ცარიელ აკვანს
და დედამიწას-მამაჩემის ჩალის სავარძელს,
გულიდან გამხმარ ხელისგულზე გადმოვიწერე
ყველა სიზმარი, ყველა დილა, ყველა შეხება,
ყველა ნაჭერი ლურჯი პური და ჭიქა თოვლი
ქვიშად დავაგე ყრმა იესოს დაღლილ ფეხებთან.
ქვიშად დავეგე ყრმა იესოს დაღლილ ფეხებთან.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 3 2009, 12:48 PM
პოსტი #213


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



M.M.
kiss1.gif biggrin.gif biggrin.gif კიდევ დაგვიწერე, ეგეც თანამედროვეა biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 3 2009, 05:30 PM
პოსტი #214


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ოო, ფარავანზე გამახსენდა. ზუსტად ორი დღის წინ ვიხსენებდით მეგობრები ფოკაში დიანას და სხვა ბავშვებს, რომლებიც ექსპედიციაში იყვნენ smile.gif




--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jun 3 2009, 06:35 PM
პოსტი #215


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ May 28 2009, 12:30 PM) *

აი, რატი იონათამიშვილი
დავსურვილდი შენსა მკერდსა
ამბორითა ახდენილი.
შენი თმები დავატყვევე
თითებშიცა ალერქს-ქმნილი.
ჩემი გახდა შენი სუნთქვა,
შენი თვალი – ჩემი თვალი,
და უფრორე ჩაგეხუტე,
როცა სხეულს ვნებით ვრთავდი.

წამწამებმაც იწყეს კოცნა,
გული გულში გადარგული.
სად წაიღო სივრცე ქროლვამ,
მე შენა და ტუჩმა ტუჩი?
მაგრამ ზეცას დარჩა შენდა
მშვენება და გან-შორ-მზითვდი...
შენ ხარ, კარგო, ზესთა ზენა,
მე კი ქვეყნის ერთი ზვირთი.

ზღაპარია... ეგეთი თავმდაბლობით გოგოს ვერ დაკერავ... biggrin.gif biggrin.gif თან ლამაზ გოგოს... biggrin.gif
ამას კიდე დაუკერია და ყველაფერიც უქნია...


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 3 2009, 06:36 PM
პოსტი #216


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(Ismail @ Jun 3 2009, 07:35 PM) *

ზღაპარია... ეგეთი თავმდაბლობით გოგოს ვერ დაკერავ... biggrin.gif biggrin.gif თან ლამაზ გოგოს... biggrin.gif

huh.gif რა შუაშია დაკერვა?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jun 3 2009, 08:25 PM
პოსტი #217


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო"


გიორგი ზანგური smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 3 2009, 08:46 PM
პოსტი #218


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



აბა, ახლა სულ ნუ აიწყვიტეთ: რომელ ფორუმზე ხართ, ნუ გავიწყდებათ!


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jun 3 2009, 08:50 PM
პოსტი #219


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



თამარი_ცქნაფო
თუ ჩემი მისამართით თქვი, მე ცუდს ვერაფერს ვხედავ ამ ლექსში, მაგრამ თუ საჭიროდ ჩათვლი წაშალე smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 3 2009, 09:01 PM
პოსტი #220


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



მატასი
უარესებს დადებენ ცოტა ხანში წაბაძვით და დროზე გაფრთხილებთ smile.gif

ეს იყოს, ამაზე უარესი არ დავინახო biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 9 10 11 12 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 06:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი