![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
nino84 |
![]()
პოსტი
#221
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
ზვიად რატიანი
მამები 1. როცა სულ რაღაც ოციოდ წუთით აგვიანებდა ფოსტალიონი ახალთახალი პრესის მოტანას, ისინი ბრაზობდნენ. ისინი გულს დებდნენ დროებით გამწვანებულ ცისფერ ეკრანებში და ხტოდნენ, ხტოდნენ ჭეშმარიტი სიხარულით, როცა მშობლიური საფეხბურთო კლუბის ფორვარდი ამ გულს მეტოქის კარში ათავსებდა. ზამთრისდილაობით ისინი ქოქავდნენ გათოშილ მანქანებს და მოტორის გახურებამდე მოთმინებით აბოლებდნენ პირველ ღერ კოსმოსს, ზაფხულობით კი იმავე მანქანებს საბარგულებს ადგამდნენ თავზე და ძვირფას ცოლ–შვილს არიდებდნენ დახრუკულ ქალაქს. ისინი ტკბილად მეგობრობდნენ ტკბილ მეგობრებთან და სუფრის თავში ამაყად მსხდომნი, იმავდროულად ღირსეულად ისხდნენ ხელფასზე. ისინი აწყობდნენ ლამაზ საღამოებს. ისინი აწყობდნენ ძნელზე ძნელ საქმეებს. ისინი აწყობდნენ მზრუნველ ხელისგულებს საყვარელი შვილების მხრებზე და აწყობდნენ, უსასრულოდ აწყობდნენ გეგმებს. მაგრამ ხორცი, ამ გეგმებს რომ უნდა შეესხა, გამოდგა მოწამლული – საწყალი მამები! საწყალი მამები, რომელთაც ეყოთ თავხედობა დარჩენილიყვნენ ისეთებად, როგორებადაც თავისთავი წარმოედგინათ, და როცა ირგვლივ ყველაფერი შეცვლილია, ისინი, ისევ ისეთები, ყანყალებენ ავტობუსებში, რომლებსაც შეუცვალეს ნომრები; ჭუჭყიანი მინებიდან გაჰყურებენ ქუჩებს, რომლებსაც შეუცვალეს სახელები; იხდიან მგზავრობის საფასურს – ფულს, რომელსაც შეუცვალეს ფორმა და ფერი და სამსახურებში, რომლებსაც სახეები (კერძოდ, პროფილები) შეუცვალეს, მთელ თავის მუშა–ენერგიას დროის კვლას ახმარენ, რომელსაც, ზღაპრული ურჩხულივით, ახალ–ახალი თავები ამოსდის მოჭრილთა ნაცვლად და რომელმაც, მამების გარდა, არაფრის შეცვლა არ დაიზარა. და ახლა, როცა ყველაფერი შეცვლილია, ისინი, ისევ ისეთები, როგორც წლების წინ, და კიდევ უფრო ისეთები, ვიდრე წლების წინ, ჯიბეებში ხელებჩაწყობილნი, სახლებისაკენ მოაბიჯებენ, ისევ იმგვარად ჩაცმულები, როგორც მაშინ – წლების წინ, იმდროინდელი შარვლებით და სვიტრებით და ფეხსაცმელებით, რომლებიც ისეთი გამძლენი გამოდგნენ, თითქოს პლასტმასის მანეკენებს ცმოდეთ ამდენხანს და არა იმათ მძიმე სხეულებს. მოაბიჯებენ სახლებისკენ ჩვენი მამები, სხვადასხვაგვარი სახლებისკენ, სხვადასხვაგვარი ნაბიჯებით, და საერთოდაც – სხვადასხვაგვარები, და მხოლოდ მზერა, მზერა დასჩემდათ ბოლო დროს საერთო, როგორც ცხოველებს, სხვადასხვა ჯიშის და ზომის და ღირსების ცხოველებს ჩვევიათ, როცა პირველად მოხვდებიან ზოოპარკში, ვიდრე გალიებს მზერას შეაჩვევენ; როცა ვეფხვსაც და კურდღელსაც, გველსაც, თუთიყუშსაც, ერთნაირად უელმდებათ გამოხედვა და ერთნაირად ეშინია ვეფხვსაც, კურდღელსაც... და როგორც ისინი ვერ აღიქვამენ გალიის გისოსებს, ისე მამებიც, ჩვენი მამებიც, ყველაფერს ხსნიან სიზმრის ლოგიკით და ასე, მშვიდად, თითქმის ამაყად, ნიშნისმოგებით მოელიან გამოღვიძებას. მაგრამ სიზმრისთვის სულერთია, მამაპაპური ძილისათვის მოემზადე თუ მხოლოდ თვალის მოტყუება მოიწადინე, მისთვის მთავარია, უბრალოდ, გეძინოს და რაკი დაიწყო, გრძელდება სიზმარი, და არც ის ადარდებს, თუ მომართული მაღვიძარა სადაცაა აწკრიალდება. და წვანან მამები, სიბნელეში, პირით – კედლისკენ, ჩამშვიდებულები – ფხიზელი ძილის წინ, და ვეღარ ბედავენ იფიქრონ წარსულზე, რომელიც ასე, ძილისწინობით, წაღმა–უკუღმა იმდენჯერ ფურცლეს, რომ გაეცრიცა ყოველი გვერდი და არაფერი თითქმის აღარ ჩანს – ერთი წაკითხვა დარჩა მხოლოდ, ერთი მოყოლა, ოღონდ ის ერთი – მათ აღარ ეკუთვნის, ოღონდ ის ერთი – უნდა შეინახონ: შვილიშვილებისთვის, და იმ მომავლისთვის, რომელიც, წარსულის არ იყოს, აღარ ჩანს. და წვანან მამები, სიბნელეში, პირით – კედლისკენ, რომელსაც უკვე, რახანია, რაც ყურები ჩამოახიეს და თქვან – რაც უნდათ, ვინც უნდათ – აგინონ, ამოანთხიონ მთელი ბოღმა – აღარა აქვთ კედლებს ყურები! მაგრამ არა, ისევ ჩუმად წვანან მამები, პირით კედლისკენ, სიბნელეში, გატრუნულები, და ვეღარ ბედავენ იფიქრონ წარსულზე, როცა მათი საქმეები, სურვილები, საზრუნავები შეუფერხებლად მოძრაობდნენ საათის ისრის მიმართულებით და როგორც ვალმოხდილი დეკორაციები, სპექტაკლის შემდეგ, სცენის სიღმისკენ – საწოლებისკენ ისე მშვიდად მიირწეოდნენ; როცა იწვნენ, სიჩუმეში, პირით – ხვალისკენ და კალენდარული ძილით იძინებდნენ. მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი შეცვლილია, როცა უკვე ყველაფერი იმდენად შეცლილია, რომ ხსოვნამ შეიძინა ახალი თვისება – თვითირონია, როცა დროის და ფულის კურსი ერთმანეთს დაემთხვა, როცა მრავალჭირნახულმა სამშობლომ მეიმდენე გასაჭირი გადაიტანა, რომ გადატანითი მნიშვნელობა შეიძინა სიტყვა „სამშობლომ“, როცა საეჭვოდ დაჭკვიანდნენ ზოგიერთები, რამაც გაზარდა უეჭველი გიჟების რიცხვი, როცა ყველამ და ყველაფერმა დაიკავა თავისი ადგილი, რომელიც სხვისი იყო და როცა ყოველგვარი წარსული, განსაკუთრებით – უზრუნველი, საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც დროის მეეექვსე გრძნობა, ვხედავთ ჩვენ მათ, ჩვენს მამებს, რომელთაც ეყოთ თავხედობა დარჩენილიყვნენ ისეთებად, როგორებადაც თავისთავი წარმოედგინათ, და უპასუხოდ გადაყლაპეს ყველა საყვედური, რომელიც ვუთხარით, ხოლო ჩვენ ვუთხარით, რომ თურმე ერის საკეთილდღეოდ შუბლით კედლები უნდა ენგრიათ, რომ თურმე მუხლზე დაცემულებს უნდა ეხეხათ ეკლესიები, რომ თურმე უნდა ყოფილიყვნენ მღაღადებელნი წალკოტსა შინა და თანაც ჩვენთვის, თუკი ჩვენი დროც დარჩებოდათ, ჯანსაღი სექსის საფუძვლებზეც უნდა ეამბნათ, და კიდევ ბევრი სისაძაგლე როცა ვუთხარით, მათ რატომრაც ითაკილეს შეპასუხება და ახლა, როცა უკვე ყველაფერი უნუგეშოდ შეცვლილია, როცა უგზოუკვლოდ გადაიკარგნენ ფოსტალიონები თავთავიანთი გაზეთებით, როცა დაუდგენელ ვითარებაში აორთქლდა მშობლიური საფეხბურთო კლუბი თავისი ფორვარდით, როცა გაყიდული მანქანის მოსაგონებლად შემორჩნენ მხოლოდ ჟანგიანი საბარგულები, როცა დახლებიდან უგზოუკვლოდ დაიკარგა თამბაქო კოსმოსი და როცა ტკბილი მეგობრებიც მიმოფანტა მწარე ცხოვრებამ – დაიჩაგრნენ, დაიჩაგრნენ ჩვენი მამები, და დაიჩაგრნენ, რადგან იყვნენ ჩვენი მამები, ჩვენი მამები – და არა ნავთობის, ჩვენი – და არა თამბაქოს მამები, და არა ტრიბუნის, და არა ეკრანის, და არა ომის და ტურიზმის მამები; რადგან არასდროს უცხოვრიათ პრესის ფურცლებზე, ხალხის გულებში, ქვის ობელისკებზე, არამედ ცხოვრობდნენ, უბრალოდ, სახლებში, ჩვენს მყუდრო სახლებში – საწყალი მამები. 2. და ცოცხლობს იმედი, როგორც გადაბრუნებული ხოჭო, რომელიც ვერ ხვდება, რომ არის ასეთი – გადაბრუნებული, და გამწარებით იქნევს ფეხებს: უაზროდ, ჰაერში. და ენაცვლებიან ერთმანეთს დღეები, როგორც გასაფერადებელი რვეულის ფურცლები, და დგანან მამები – ოთახებში, ქუჩებში, ტრანსპორტში, და როგორც ჯიუტი ბავშვები, ჯიუტად იცდიან, როდის გამოჩნდება სადღაც მიკარგული, სადღაც უადგილოდ დადებული, რაღაცის უკან ჩავარდნილი ფერადი ფანქრები. -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#222
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
M.M. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() მატასი უარესებს დადებენ ცოტა ხანში წაბაძვით და დროზე გაფრთხილებთ ![]() ეს იყოს, ამაზე უარესი არ დავინახო ![]() ![]() გაზაფხული მოვიდა და ეს ლექსებსაც შეემჩნა... რას ვიზამდით ნეტა, უფალს ქალი რომ არ შეექმნა? სისხლის დუღილს ნუ ავყვებით, დაღუპვაა სულისა! სულ სხვა არის სიყვარულით ძგერა სუფთა გულისა. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
nino84 |
![]()
პოსტი
#223
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
"...მე ვინ ვარ, მაგრამ, ხდება ხოლმე, მეც გავჩერდები
და ცას ავხედავ, ჩემი სახე რომ არ გამორჩეს უფალს, რომელიც ზის და ჭედავს თავდაჯერებით კაცობრიობის ახალ ნაოჭებს. . ." "....მზე კი არ ტოვებს თავის იარუსს. რატომ ჰკიდია მუდამ ცაზე, როგორც ნახატი?! ჩამოეთრიოს, ამ ქუჩაზეც ცოტა იაროს და მერე როგორ ინათებდა მასაც ვნახავდი!...." ზვიად რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#224
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
"...მე მივაბიჯებ მოწყენილი, წელში მოხრილი,
და უიმედოდ გადავხედავ ჩემს თავს ზევიდან _ ის ისე არის ნაგვემი და მხრებჩამოყრილი, როგორც ქალაქი უკანასკნელ შემოსევიდან. დღე _ დღე არ არის, სანამ ცაზე მზე არ ამოვა, არც ღამე ჰქვია _ უფრო დღეა ღამის საცვლებით. . . აღმოსავლეთი ემსგავსება მდუღარ სამოვარს და ცასაც შუბლი დაჰფარვია ოფლის მარცვლებით...." "...მზე ამოვიდა, მზე, რომელიც ჩემშივე სახლობს, მზე არა სადღაც მეცხრე ცაზე, არამედ გულთან!...." ზვიად რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ochokochi |
![]()
პოსტი
#225
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 ![]() |
გენიალური რატიანი
![]() ჩემი საყვარელი პოეტი -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#226
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
ციტატა "...მზე ამოვიდა, მზე, რომელიც ჩემშივე სახლობს,მზე არა სადღაც მეცხრე ცაზე, არამედ გულთან!...." და მე მოვდივარ შენს ხელებთან, რადგანაც მახსოვს, რომ შენს ხელებში უკეთესად ვფიქრობდი მუდამ... -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
nino84 |
![]()
პოსტი
#227
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
syd
![]() მცირე ელეგია მამისათვის აი, ეს ხეა მამაჩემი. გაგიკვირდა? მუხას ელოდი? არა, ეს ხეა მამაჩემი, ეს ტანწვრილი და არც ისე ხანდაზმული, რომელსაც ფხიზლად ძინავს ზამთარში და გაზაფხულზე პირველივე სითბო აღვიძებს. ის არ ჩრდილავს ნახევარ ეზოს, არ აბნელებს დანარჩენ ხეებს, მისი ჩრდილი მსუბუქია და თვინიერი – მას შემოდგომის სუსტი მზეც კი სულ ადვილად ატრიალებს ღერძის გარშემო, ხოლო ზაფხულში, როცა ჩვენკენ უზომოდ ცხელა, მისი ჩრდილი, მეტს თუ არა, ხუთ-ექვს ჩვენგანს ნამდვილად იტევს და ჩვენ ეს გვყოფნის. მეტი არც ვართ. მეტი არც გვინდა. ციტატა გენიალური რატიანი ჩემი საყვარელი პოეტი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#228
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
"....მიჭერს ცხოვრება, ცოტა ხნის წინ იმდენად ფართე -
საითაც გინდა გამეწია მთვრალსა თუ ფხიზელს, ვერ მივატანდი მის შორეულ, ფრიალო კალთებს....." "....და წერდა ხელი. საფერფლეში ბოლავდა ნამწვი. და წერდა ხელი. ილეოდა ფინჯანში ყავა. და წერდა ხელი. იყო გვამი, რომელსაც აწვიმს. და წერდა ხელი. იყო გვამი, რომელსაც ვგავარ. და რა ტკბილია წერდე მაშინ, როცა ნამდვილად იყო ხიფათი, იყო შანსი - გდებულიყავი ღამის ტრასაზე. ასე სწრაფად, ასე ადვილად ადრე არასდროს მიწერია, რადგან ვიყავი მორჩილი ექო ჩემი სისხლის, ვითომ დაღვრილის, მისი კარნახით ცარიელი ფურცლის შემვსები: "სხვისი ლექსების - მკარნახობდა - წერით დაღლილი, მე ვკვდები. ახლა სხვებმა წერონ ჩემი ლექსები". ზ.რატიანი მერე სხვა ავტორებსაც დავდებ თორემ... ამ გვერდზე სულ რატიანია ![]() -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#229
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
”წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!
მორჩა! მომბეზრდა! დავიღალე ამდენ უნიჭო: დამრიგებლებით, ზემდგომებით, მეთაურებით... მდორე სიცოცხლეს მინდა მკერდი გადაუგლიჯო.....” გიორგი საჯაია -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#230
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
რეზო გეთიაშვილი
ერთ მშვენიერ დღეს... კარგად მახსოვს, სექტემბრის ბოლოს, მანდ, ბაისიკლში, მშვენიერი დღეებიც იცის და შეღამება, სიგიჟეა ბულბულის სოლო, ოქროს გალიით რომ მოგართვით და რკინის ფიცით. ო, დამიჯერეთ, აზრებსა და სტრიქონებს შორის ამ მცირე წერილს უზარმაზარ სინანულს ვურთავ, ჰოდა, მისტერ შ, თუ დარჩებით ქალაქში, მგონი, ერთ მშვენიერ დღეს გააბოლებთ დამბაჩას გულთან. რაც შემეხება, შეერია ღამეებს ქერტლი, მე ვწერ ჩვეული სიდინჯით და ნაცნობი კოდით და უძილობით ვიტანჯები, უარესს გეტყვით, სიბერემ უკვე ჩაიარა, სიგლახე მოდის და რა თქმა უნდა, ძლიერ მიჭირს და ძლიერ მიჭერს პროსპექტი, როგორც ბავშვობაში ნაქონი ჩექმა. ამ გულჩვილობას ნუ გაანდობთ ადოლფს და ბიჭებს აქტრისა `ზეტის~ შაბისფერი თვალების ლექმა წუხელ კინაღამ გადამრია, ლირიულ ჩანართს თქვენც მიმართავდით ცხოვრებაში და ჩვენში მოკვდეს, ხან უსათვალოდ ვარსკვლავებიც რომ აღარ ჩანან წუხელის... ღმერთი კეთილია, ხანდახან, მოკლედ. მაგრამ მისტერ შ, კარგად გახსოვს სექტემბრის ფარჩა, აქ, ბაისიკლში, თუ დავრჩები, ნამდვილად ვიცი, ერთ მშვენიერ დღეს გაგიჟდება ჩემი დამბაჩა და შემომაყრის შემონახულ დორბლსა და სიცილს. -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#231
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
"....აეროპორტში დაგხვდებიან. თვითონ გიცნობენ.
დაბინავება, საბუთები - მათი საქმეა. შენ ერთადერთი გევალება: ხელის დაქნევა წარსულისათვის; ისე სწრაფად, როგორც იძრობენ ცეცხლში გახვეულ ტანისამოსს. მშვიდად იბრუნე, უთხარი შენს სისხლს. გულს უთხარი, აღარ ინატროს. თვალებს უთხარი, არ გახედონ ილუმინატორს. სხეულს არ უთხრა არაფერი, ისეც მიბმული იქნება მაღალ სავარძელზე"... საფრენი ზოლი და ყველაფერი, რასაც ხედავ, ციმციმებს, ბზინავს. შენ მოითავე საქმეები და ახლა გძინავს. ხმა კი განაგრძობს: "ვინც გიყვარდა, შვილები, ცოლი და ყველა, ყველა დაივიწყე! შენში ისხმება ახალი სისხლი; და სხვა მიწა, ენა, კერძები გელიან, რათა გემსახურონ"... რაღაც იმსხვევა და გეღვიძება უეცარი ვარდნის შეგრძნებით. ზვიად რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#232
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
აქ მგონი მარტო მე ვპოსტავ
![]() ”.....მე მაინც ვრჩები, რადგან "სხვაგან" ჩემთვის ეგება აღარც არსებობს, რადგან ღვთის და კაცის ცოდვა ვარ, რადგან ეს მიწა მეც სხვასავით დედად მერგება, რადგან მომთხრიან სხვებთან ერთად, როცა დრო გავა.....” რეზო გეთიაშვილი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
![]()
პოსტი
#233
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 ![]() |
პოეზიის და ამ თემის ჩაძირვა ჩემი ტკივილია
![]() "….. რომ ლურჯი ღრუბლები ბეჯითად ხატავენ გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს…" ზ.რატიანი -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ninela |
![]()
პოსტი
#234
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 10-April 08 წევრი № 4,527 ![]() |
ციტატა მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მოდით ვისაუბროთ ქართველი მომავლის და თანამედროვე პოეტების შესახებ მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური! საინტერესო თემაა ძალიან მომწონს "სამკაულის" პოეტების შემოქმედება, აგერთვე გიორგი საჯაია ,ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პოეტია და დიდი მომავალი აქვს. http://ermonia.blogspot.com/ აქშეგიძლიათ გადმოწეროთ თანამედროვე ქართული აუდიო ლიტერატურის 5 ტომი. მე ყველაზე მეტად V ტომი მომეწონა_ ველი თქვენს შეფასებებს ![]() ![]() ![]() -------------------- "რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
|
ninela |
![]()
პოსტი
#235
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 10-April 08 წევრი № 4,527 ![]() |
რატი ამაღლობელი: “გაზაფხულის უვერტურა”
ისევ მაისობს სამაიის ისამანი, მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება. დავტოვე ჩემი მწუხარების მყუდრო სავანე, ისევ მაისობს სამაიის ისამანი. ღმერთო! სამშვინველს გაზაფხულის მიეც დიდება და ბროწეულის ბაღებისკენ გზები სავალი. მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება, ისევ მაისობს სამაიის იასამანი. რატი ამაღლობელი * * * დილა ცისკენ კიბე-კიბე აივლის ბაღში ჩრდილი წამოწვება აივნის მინდა სივრცე მცირესა და უვრცელესს დღეებს შორის იწვეს როგორც უცვლელი. ცა ნისლი თუ ცარიელი ფურცელი მზე პირს იბანს ქალმა ხელი მოკიდა, სველ თეთრეულს წვიმს სარეცხის თოკიდან. ღამე ფანჯრებს სართულ-სართულ დაივლის ფრთხილად შევა სახლში ჩრდილი აივნის. -------------------- "რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
|
ochokochi |
![]()
პოსტი
#236
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 26-March 09 წევრი № 6,729 ![]() |
ქმრების საკითხავი
შალვა ბაკურაძე 1. ამ გამოშიგნულ ვაგონებში ცხოვრობენ გზები ბალახმოვლილი და უიმედოდ დავიწყებული. რუხი ბალახი-ასე ჰქვია მერძევე მოხუცს, კარდაკარ ყველს რომ დაატარებს და გარდაცვლილთა ამბებს გვიყვება. მისი თვალები მინდვრის ცისფერი ყვავილებია ჩემს სასკოლო ჰერბარიუმში. მისი ტუჩები კარადაზე ჩამომხრჩვალი ვაშლის ჩირია და მაყვლის ბუჩქთან აბუზული ბეღურებია მისი სიტყვები ის ამბობს თითქოს გვქონდეს გული და ეს გული გრძნობდეს სიყვარულს, თითქოს გვყავდეს ღმერთი, რომელიც ხედავს ნასვრეტებს ჩვენს ყველივით ქათქათა გულზე, თითქოს ვგრძნობდეთ ბავშვობას, როგორც ძირგახვრეტილ ჩექმებს წვიმაში. “წარმოიდგინეთ თქვენი სახლი როცა მოკვდებით”- იტყვის და თვალებს გააპარებს შენობებისკენ, რომლებშიც კედლებს ისეთივე გრილი კანი აქვთ, როგორც ადამიანს სიცოცხლის შემდეგ... “წარმოიდგინეთ თქვენი სახლი, როცა მოკვდებით, თქვენი კეთილი ფანჯრები და სავარძლები, როცა მოკვდებით, ეს თქვენითსავსე ოთახები, როცა მოკვდებით, როცა ამ ჭერქვეშ ვერ შემოხვალთ.. გახსოვთ ბაბუას მზიანი და ფართო ოთახი? იმ დილით ახალგაღვიძებულებმა კარი რომ შეაღეთ, მან კი გთხოვათ, ნუ შემოხვალთ, ბებო მოკვდაო, გარეთ თოვდა და დაორთქლილი შუშიდან დაინახეთ ეზოში საადრეო ვაშლის ადგილას პერანგისამარა იდგა ბებო და ბავშვივით ფეხისწვერებზე წამოწეული ცდილობდა შეეხედა ოთახში, სადაც დედა ტიროდა. თქვენ კი ფიქრობდით თოვლზე, რომელიც როგორც იქნა მოვიდა და ბებოზე, რომელმაც ყველას დაგასწროთ ადგომა და ფეხშიშველი გავიდა თოვლში ხელისგულზე ფანტელების შესაგროვებლად. სიკვდილიც მაშინ ეს გეგონათ: როცა ფანტელები ხელისგულზე აღარ დნებიან. მერე გამოანათა მზემ და მოვიდნენ ახლობლები, მეზობლები და ნათესავები და თითოეულმა საკუთარი წილი სიკვდილი წაიღო თქვენგან, წაიღეს, მაგრამ არცერთს სახლამდეც არ მიჰყოლია, სახლი კი უფრო დაცარიელდა, არც ბებო იყო, აღარც სიკვდილი და აღარც თოვლი.... გახსოვთ ბაბუას მზიანი და ფართო ოთახი? მატარებლით გაემგზავრეთ უცხო ქალაქში, ფანჯრებიდან ისევ ნაცნობი ცა მოჩანდა, დედიკოც ისევ ახლოს იყო და თქვენ შეგეძლოთ მის კალთაში დიდხანს გეთვლიმათ. გახსოვთ ის კაცი, ტამბურში ასტრას რომ ეწეოდა, თან ისე მძიმედ ახველებდა, იფიქრებდი ნახველს გულსაც ამოაყოლებსო. გახსოვთ, მისი რუხი პალტო, ჟღალი თმები და სისხლისფერი წყლიანი თვალები? გახსოვთ ის კაცი, მაშინ შეშლილი რომ გეგონათ- ახლა მკვდარია. ის შუაღამით თქვენს კუპეში შემოეხეტა და იღრიალა: ”ყველა მოკვდებით ადრე თუ გვიან და ვერ მიხვდებით საითკენ მიდის ეს გზა, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია და ეს სიკვდილი, რომელსაც ჭყინტი ყველის ყიდვისას დუმილით გამცნობს მერძევე კარის ზარზე რომ რეკავს, ის ყიდის კარაქს ყველსა და მაწონს და ნაცვლად წარსულს ყიდულობს შენგან. მე კი ვიყიდე ერთხელ სიბერე, რაც რამ მებადა გავყიდე და შუა ომში უწვერული ყმაწვილებისგან ნაოჭები და სევდა ვიყიდე, გულგრლობა და სიკვდილის შიში ვიყიდე და შემდეგ უკვე მათ საფლავთან მქონდა ცრემლები და წუთიწუზე ამოსაყვანი ყველივით თბილი სიტყვებიც, მათი კანივით ქორფა ვარდებიც და შეძენილი გულგრილობაც და მაშინ მითხრა სასაფლაოზე მოხეტიალე ათი წლის ბიჭმა: “დილით როდესაც მეძინა დედამ მერცხალი ხარო, ასე თქვა ძია, მე კი თქვენს გამშრალ თვალებში ვხედავ, რომ მეც მოვკვდები ადრე თუ გვიან და ვერ მივხვდები საითკენ მიდის ეს გზა, რომელსაც სიკვდილი ჰქვია და ეს სიცოცხლე, რომელსაც ჭყინტი ყველის გემო აქვს და მაწვნის სუნი ღამღამობით რომ მაჭმევენ ძალით და ჭამის შემდეგ მერევა გული და ვარწყევ როგორც ფეხმძიმე ქალი მთელს დედის რძეზე ნაყიდ ბავშვობას” ჰოო დედათქვენი ახლა შორსაა, ცოცხალია და რძისფერ ღრუბლებში დაფარფატებს რძისფერი ფრთებით, მამათქვენი კი ჩააძაღლეს....... ისინი მიხვდნენ და ჩააძაღლეს, მიხვდნენ – ჰო, მიხვდნენ თუ ვინც იყო, რომ თქვენს მამობას იბრალებდა და სააღდგომო ღორივით დაკლეს მდინარის პირას, რომელსაც ჰქვია: ჩვენთან არს ღმერთი... თქვენ კი ზღვისპირას უნდა იცხოვროთ და უნდა ჭამოთ თაფლი და თევზი, ესაა მამის ბოლო სურვილი, ესაა მამის ბოლო ლექსი: “სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაა და გეკითხები, ცოცხლებს შორის განა იცნობ ვინმე ისეთს, ამ თვისებაში ეჭვს რომ შეიტანს, შენი ქმარი ვარ და ყოველდილით ამ სიზმრებისგან დაცლილ ზეცას, ამ სიხარულს და ამ ქალაქს ვიწყებ შენიდან. და ამ უკვდავი ღმერთითა და მოკვდავი ძმებით გულისრევამდე ბედნიერი ვარ, ვერ გავრკვეულვარ ღვთის სიძულვილს თუ თქვენს სიყვარულს გამოვხატავ, როცა ხეიბარ სიტყვებს ვაგროვებ ლოცვისათვის და როცა ღამით შენთან წოლის ვითხოვ უფლებას და ვისმენ ეჭვი გულის ბნელი სარდაფებიდან ნესტიანი ხმით მესაუბრება, რათა მეასედ დამარწმუნოს, რომ ყველა ქმარი მოკვდავია და სიკვდილიდან რომ ვარ მოსული, რაც თავი მახსოვს ცოცხალი ვარ-რა ვუპასუხო – შემრთეს ქალი, რომელიც მიყვარს და ის არის სხვისგან ორსული..... და ბნელ ოთახში ატუზული, იღლიის ქვეშ ცოლის დაკარგვის შიშის ლაქას ვეხები, როგორც ნიშნობის ბეჭედს, მაგრამ ის მაინც ყოველღამით სხვასთან მიდის და მთვარის შუქზე წმინდანივით მიარხევს ბეჭებს, ხოლო მე ისიც აღარ ვიცი, რა უნდა ვიგრძნო, სად მტკიოდეს, უბრალოდ ვზივარ, ვეწევი და ვხედავ ფანჯრიდან კუპრისფერი ზღვა როგორ რიყავს მეომართა წაშლილ გვამებს, მესმის დაჭრილთა მიწისფერი ხროტინი და შენ გეკითხები, რისთვის დაჭირდა უფალს ამდენი ბედნიერი, ამდენი მოწმე მისი ღრეობის, მე ხომ არაფერს, არაფერს არ დავიშურებდი, რომ ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც გადავხვეოდი მათ, ვისი ხსოვნაც გადააქციეს საფლავის ჯვრებად, მარმარილოდ, ანდა გრანიტად, რათა სიცოცხლე, როგორც უბნის ბებიაქალი დახმარებოდათ გამოძრომაში სიკვდილის თბილი ჭუჭრუტანიდან და შეეყვარათ ისე, როგორც მიყვარხარ ახლა, ყველაზე შორი, ყველაზე უცხო და რაც ამ გრძნობას სიხარული და ცრემლი ახლავს ამ გულის გარდა არავინ უწყის. სწორედ ამიტომ ვიმეორებ: სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაა და ვიწყებ ისევ შენი შვილიდან. ის ღმერთი როა, აშკარაა და მოდის რათა გადაღლილი და დამძიმებული, დაკოჟრილი ხელისგულები შემოვავლო სიყვარულს, როგორც ანთებულ სანთელს. ის ბავშვია და უფროსებმა, როგორც ბავშვური საიდუმლო სიცოცხლე ანდეს და სიზმრად როცა შენს მუცელზე ყურმიდებული ვისმენ მის ყოფნას, ვრწმუნდები რომ ადამიანთა ყველა ღიმილი და ყველა ცრემლი ამ ცეროდენა მფეთქავ გულში გაერთიანდა. რომ შენ იცოცხლებ უსიკვდილოდ, მე კი მომკლავენ როგორც მოკლეს ქმრები ჩემამდე და ახლა ნებსით თუ უნებლიეთ შუაღამით თავდახრილი ვდგავარ ზღვასთან და საკუთარ თავს დავეძებ მკვდრებში, რომ მივასვენო მამის სახლში, რომელშიც კედლებს ისეთივე გრილი კანი აქვთ, როგორც ადამიანს სიცოცხლის შემდეგ. რომელშიც სკამებს კუბოს ირგვლივ ალაგებენ და ფერად-ფერად ყვავილებში მჯდომ ორ წინაპარს, მშობელთა კვდომას რომ შეესწრნენ და ვერაფრით წარმოედგინათ ჩემი სიკვდილი, ალბათ უფრო ამიტომ ჯერათ რომ აღარა ვარ და ცივ ნუგეშად იტოვებენ მტვრიან ფარაჯას, მაისურს და თიხიან ჩექმებს, ჩარჩოში სვამენ ძველ ფოტოებს, ჭერს ღებავენ და კედლებზე ქაღალდს აკრავენ, ეგებ ოთახის ძვლებმა მათზე უკეთ შეინახონ ჩემი სიცოცხლის ნაფლეთები რუხ ბათქაშზე ნესტად რომ რჩება, საფლავს ჯებირებს უშენებენ, რომ დავიწყებამ არ დატბოროს და ყოველწლიურ სერობებზე სანთელივით უნთებენ ხელფასს გარდაცვლილის სულს, შენ კი ცოცხლობ რათა გიყვარდეს ყველა, ვინც შენში ჩემი ცოლი ვერ დაინახა, ყველა ვინც მომკლა, ან ვერ მომკლა, ვინც ვერ დამთმო დავიწყებისთვის და ვინც კინაღამ ღმერთად მომნათლა...…” თქვენთვის არავის უთხოვია ბუნებრივი სიკვდილით მოკვდითო თქვენთვის არავინ გაიმეტა ნაოჭები სიბერე ან ჭაღარა როცა სიძულვილს აუდუღარ რძესავით გასმევდნენ როცა შიშისპირა ქალაქში გზრდიდნენ ისინი იდგნენ თავდახრილნი თქვენს ლოგინთან და გიმღეროდნენ ნაზის ხმით დაიძინე მე გაგზავნი როგორც მგელს ცხვრის ფარაში დაიძინე მე გასწავლი სხვისი სიკვდილით გახარებას და კვლისპირა ქალაქში გზრდიდნენ თქვენ კი გინდოდათ ყოფილიყავით მამათქვენზე სულ ცოტა უფრო ბედნიერი გყოლოდათ ცოლი თეძოების ნაზი რხევით გაძლებასა და სიკვდილს რომ გასწავლიდათ გესუნთქათ მისი მკერდიდან გადმოღვრილი რძისფერი ღამეები მაგრამ სიძვისპირა ქალაქში გზრდიდნენ ისინი მუდამ უკითხავად შემოდიოდნენ და ბოლთას ცემდნენ თქვენს სიზმრებში ღვთისსიყვარულს გირევდნენ პურში ღვარძლივით ღვთისკენლოცვებს აშრიალებდნენ ზურგზე ფრთებად და ღვთისპირა ქალაქში გზრდიდნენ ღვთისპირა ქალაქში” 2. “სადღაც იპოვეს უფროსებმა შავ-თეთრი დროშა და გასაფერადებელი ალბომივით გვაჩუქეს ბავშვებს” ჩვენ კი გავიხსენეთ ისტორიის სახელმძღვანელო და სკოლაში დაზეპირებული ლექსები და ყოველ შემხვედრს ცხვირწინ ვუფრიალებდით სამშობლოს სიყვარულს მოკვდავ მეზობელს ნაჭრის ბურთივით ვტენიდით პირში ჩვენს უმიზეზო უკვდავებას და ნესტიანი სანგრებისაკენ მივათრევდით დასაღვრელ სისხლს საგმირო სხეულებით მე მახსოვს შენი სისხლი მოედანზე როცა მუხლი გადაიტყავე სკოლის ექთანმა იოდით მოგბანა ჭრილობა და გაოფლილ შუბლთან გიშრისფერი თმა ხელისგულით გადაგიწია ეს რა მტირალა ყოფილხარო ჩაგიცინა და მამაჩვენს სამსახურში გადაურეკა მამამ კინოში წაგვიყვანა და ვნახეთ ფილმი ომზე წლების შემდეგ კი ერთმანეთი წავიყვანეთ ომში როგორც კინოში მე მახსოვს შენი სისხლი თბილ ხნულში შავი ღივებივით რომ მოჩანდა სისხლიც როგორ გაგშავებია-მეთქი გავიფიქრე ვიდრე ზურგზე მოგიკიდებდი უკვე ცივს და სიკვდილგაჟღენთილს შენ კი საბოლოო უსასრულო სიზმარს ხედავდი “მე მინახავს მწვანე მოლზე შინდისფერი თბილი ლაქები ეს არ იყო ჩვენი დროშის ნაგლეჯები ეს იყო აბზაცები მეგობრების საბოლოო სიზმრებიდან” ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ ერთი აბზაციც ვერ შევცვალე შენს სიკვდილში ერთი მძიმეც ვერ წავშალე ერთი პატარა მწვანე მორჩიც ვერ გადმოვრგე ჩემი გულიდან ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ ვისაც ღიმილი შევუთვალე ცრემლი მაუწყა ვისთვისაც ცრემლი გავიმეტე ყველა მკვდარია მე კი უმიზნოდ უნდა ვსუნთქავდე გაზაფხულს წლიდან წლამდე ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარ ყოველ დილით პურს ვყიდულობ მაღაზიაში მივირთმევ ვახშამს ვიღებ ხელფასს და გულს ვინახავ სიყვარულისთვის ჩემს შიშველ ზურგთან ბევრი იწვა და მკერდიც უკვე სხვისი ვნებებით მაქვს გაჯირჯული ოცნებებს კი ისე ვაფურთხე გამვლელები მესალმებიან დარბაისელი კაციაო ასე ამბობენ “სამშობიარო სადაც დავიბადე დაბომბვის დროს დაინგრა როგორ აღარ ვიფიქრო სიკვდილზე” ვინ დავაჯერო რომ გაქრობის არ მეშინია როცა შიშები ქინქლებივით ეხვევიან ჩემს ლამპასავით მბჟუტავ სიცოცხლეს როცა იმედი საგულედან ხურდა ფულივით ამომაცალეს როცა ლექსებს ფესვებივით ვიწვდი მიწისკენ მიწისკენ სადაც თქვენ მეგულებით და შემორჩენილ სიხარულებს შემოდგომის ფოთლებივით ვაშრიალებ 3. ვის ვუმღერო ჩემი გათოშილი გული ვის ავუნთო ჩემი დავიწყებული ლოცვა ვისკენ გავახილო ჩემი თვალდათხრილი ქალაქი მე უფლება მაქვს ვიყო ერთ-ერთი მივითრევდე კორპუსების ტეხილ კონტურებს ვრითმავდე სიკვდილთან მისასვლელ დღეებს გვერდით ოთახში პერანგს აუთოებს დედა ხანგრძლივი თვალებით იატაკს ჩაჰყურებს მას ყველაფერი დაავიწყდა დაავიწყდა რომ მკვდარი ვარ და ყველაფერი მორჩა უკვე რომ მამაჩემის ძაძა ვერ მოირგო რომ ვეღარცერთი ჩემი ღიმილი ვერ მოინატრა ვის მოვუთხრო ჩემი სახლის ჩამქრალი ფანჯრები მე უფლება მაქვს ვირბინო შენსკენ ქანცგაწყვეტამდე სიყვარულამდე ვათეთრო შენსკენნათევი გზები დედა მიყვარხარ დედა რძისფერი კანი და მიწისფერი თვალები რომ გაქვს მიყვარხარ დედა მამა რომ მოკლეს მეც რომ მომკლეს და შენ მაინც ცოცხალი ხარ მიყვარხარ დედა ის ქალიც ჩემთან ვინც დაწვება ვინც შემიყვარებს და შემდეგ დედა რომ გახდება და მიყვარხარ დედა ყველა სიმღერა შენსკენ რომ მოდის ყველა ლოცვას რომ შენ ლოცულობ ყველა ფანჯრიდან შენ რომ ჩანხარ მიყვარხარ დედა მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი და ვეღარასდროს ვისურვო დაბადება მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი და ბნელ ოთახში ძველებურად ყვაოდნენ ქოთნის იები მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი ვიდრე მომკლავდნენ ვიდრე აქ ვარ ვითომ ცოცხლად შენთან ერთად შენს საშოში მიყვარხარ დედა არაფერია უფრო უღრუბლო ვიდრე ჩემი სიყვარული უფრო უღრუბლო ვიდრე ჩემი სიყვარული -------------------- "მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
|
newbie |
![]()
პოსტი
#237
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 ![]() |
ამ თემაში უნდა დავწერო თუ არა არვიცი
იესო და ბიჭი დამეგობრდნენ. . . . _ იესო, წამომყევი მეგობართან, არ გინდა? იესო და ბიჭი მეგობართან ავიდნენ. ლხინი გაჩაღდა. შეთვრნენ ყველანი იესოს გარდა. ბიჭი ადგა: _ მე მინდა ჩემი მეგობრის, იესოს სადღეგრძელო ვთქვა, რომელიც ყველაზე მეტად შემიყვარდა! _ გაჩუმდი! _ თამადის ბღვერა. _ მკრეხელო! _ აღშფოთება ერთ_ერთის. _ როგორ შეიძლება მაგეთები, აბა... _ შეწუხება. და ა.შ. იესო და ბიჭი სუფრიდან წამოვიდნენ. . . . _ იესო, წამო ქუჩაში, არ გინდა? იესომ და ბიჭმა მთავარ ქუჩაზე გასეირნება გადაწყვიტეს. ქუჩაში უთვალავი ადამიანი შეკრებილიყო. _ ჩვენთან არს ღმერთი! _ ორატორი. _ არს და იყოს! _ ხალხი. _ იესოს მადლით ჩვენ გავიმარჯვებთ! _ ორატორი. _ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ! _ ხალხი. _ მაშ, შევუდგეთ საქმეს? _ ორატორი. _ შევუდგეთ, შევუდგეთ! ყველამ, როგორც ერთმა, იარაღი ამოიღო და შენობას დაუმიზნა. ხუთი საათი გაუჩერებლად ისმოდა ზათქი, გინება და შუშების მსხვრევის ხმა. _ ჩვენ იესოს მადლით გავიმარჯვეეთ! მტერი სათითაოდ დახოცილია, ხუთასივე! _ ორატორი. _ გავიმარჯვეეთ, გავიმარჯვეეთ! _ ხალხი. იესო და ბიჭი იქაურობას გაეცალნენ. . . . _ იესო, წამო ტაძარში, არ გინდა? იესო და ბიჭი ეკლესიაში შევიდნენ. ლოცვამ ისე ლამაზად ჩაიარა, იესო გაოცდა და ცრემლი მოადგა. ბიჭს უხაროდა. მორჩა ლოცვა. გამოვიდნენ. მათ წინ კი ძალიან ლამაზი ქალი მირონინებდა.თან ტელეფონზე ლაპარაკობდა და თავშალის ჩანთაში ჩადებას ცდილობდა: _ ხვაალ... მოიცა გავიხსენო ახლა. ხო, ესე იგი: ხვალ დილით უნდა ვეზიარო, მერე გადასახადებზე უნდა ვირბინო, მერე საჭმელი ვიყიდო და სახლი მივალაგო. აი საღამოს კი, თუ ამდენ საქმეს გადავურჩი, ოოო... აი საღამოს კი... თან ხომ იცი, მარხვაც დამთავრდა და... მოკლედ, ხვალ ღამე მოწყენილობას ცოტათი მაინც გაგიქარვებ, აბა შენ იცი, ხვალამდე! _ ქალმა სიამოვნებისგან მოწკურა თვალები და უცებ თითქოს რაღაც გაახსენდაო: _ ჰო, ბიჭი, სიგარეტი ხომ არა გაქვს? _ არა _ შერცხვა იესოს. _ ჰმ! _ ამრეზით ( და შეფასებით) ახედა და გზა განაგრძო ქალმა, რომელიც ძალიან ლამაზი იყო და რომელმაც მარხვა დაამთავრა ეს_ესაა. . . . იესო და ბიჭი კი ძველებურად მეგობრობდნენ და არ კარგავდნენ ერთმანეთს, თუმცა ერთ დღეს სახლში მიმავალ იესოს სადარბაზოსთან დახვდნენ და დააყაჩაღეს. ორი ლარი წაართვეს და ყელი გამოჭრეს (მაინც, თავის დაზღვევისთვის) ღმერთს. გაქცეული ყაჩაღები მაშინ დაიჭირეს, როცა ეკლესისთან იდგნენ და პირჯვრის სამჯერ გადაწერას ლამობდნენ _ მესამე არ დასცალდათ. ადვოკატთა მოხერხებულობის წყალობით ხუთი წელი მიუსაჯეს. ორ თვეში კი, შობა დღეს, პრეზიდენტი მიტევების ხასიათზე დადგა და საშობაო ამნისტია მათაც შეეხოთ. პრეზიდენტმა საშობაოდ იესოს მკვლელები იესოს სახელით შეიწყნარა! ხალხი კი შობა დღეს ზეიმობდა. უხაროდა იესოს დაბადება! ზეცაში ღმერთი კი გაოგნებისგან დამუნჯებულიყო და ცხელ გულზე გადაეწყვიტა, ცოტა ხნით ქართველთათვის მისკენ სავალ გზაზე ბარიკადები აემართა! ვერ ვიპოვნით ვითომ სხვა გზას? ![]() მომეწონა. ტოესტ რაღაც თეოლოგიური უზუსტობები ალბათ არის : D რა არის ეს? რა ცხელ გულზე? რა ბარიკადები? ერესი ფაქტიურად . მოკლედ რაა .... @კანუდოსელი ![]() ხოდა იმას ვამბობდი რომ მომეწონა ძალიან იდეა, მხილება რომ არ გვინდა უფალი ყოველდღიურ ცხოვრებაში, არ გვინდა მეგობრობა.. რომ ბოროტებას ვაკეთებთ მისი სახელით.. ........ რომ გვიხარია შობა , ვართ ერთ ამბავში,და ამავე დროს ჩვენი ცხოვრებით ყოველ დღე ვკლავთ ქრისტეს..... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 09:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი