![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#41
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,980 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მაგრამ ისე ჯობს ლექსს შინაარსი ჰქონდეს და არა რითმა, ვიდრე რითმა და არა შინაარსი.. რითმა გარეგნული მახასიათებელია, შინაარსი სულიერი.. და კიდევ ერთი თხოვნა, უმორჩილესად, მსჯელობისათვის, გთხოვთ წაიკითხოთ ჩემს მიერ აქ მოყვანილი ლექსები და მერე განსაჯოთ ![]() საბედნიეროდ თითოეული მათგანი ძალიან სულიერი და რთUლია.. ნამდვილად გეთანხმები, მეც მირჩევნია ურითმო და შინაარსიანი ლექსი რითმიან და უშინაარსოს.. უბრალოდ იმის თქმა მსურს, რომ კარგი რითმიანი ლექსი უპირატესია კარგ ურითმო ლექსზე.. თუმცა ეს გემოვნების ამბავია, ვისაც ურითმო მსოწონს, მას წაიკითხავს, ვისაც რითმიანი და რითმიანს.. ![]() რაც შეეხება ლექსის სირთულეს, მგონი სირთულით არ განისაზღვრება მისი ხარისხი.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#42
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
უცნაურია ისიც, რომ დრო იმდენად დამძიმდა ბავშვებიც ასე წერენ, ხვეულებით, ხუჭუჭებით, მე სპარსული პოეზიის წამიკითხავს ეს ხვეულები სათამაშოდ მეჩვენება, მაგრამ მაინც მგონია, რომ დიდი ფესვებიდან ამოზრდას ასე ცდილობენ ახალგაზრდები..
ახალ დროს, ლესის ფორმაც ახალი სჭირდებაო, ვერ გაამტყუნებ... ჩვენ კიდე დავადგეთ თავზე და დავცოფოთ ![]() ამისი არ იყოს, დოჩანაშვილისადმი დაწერილ ფიქრებში რომ წერს კახა ჯამბურია: " .....ნიკო ფიროსმანზე დაწერილ ერთ მოთხრობაში გურამ დოჩანაშვილი წერს: „ერთხელაც ნიკოს სამფლობელო ერთმა ნასწავლმა კაცმა დაათვალიერა და თქვა: - განა ეს არის ხელოვნება? არა, ხელოვნება სულ სხვა რამეა. კაცი კაცს უნდა ჰგავდეს, შველი შველს, მთა - მთას, ხე - ხეს, აბა შეხედე, განა ეს დათვია? ტურასა ჰგამს... უთქმელი კაცი იყო ნიკალა. თავის ნახატს შეაცქერდა... და უეცრად ხმამაღლა თქვა: - „ასე მინდოდა გამეკეთებინა და მე ეს შევძელი.“ ამ მოთხრობის ავტორსაც ხშირად ასწავლიდნენ ჭკუას: „განა ეს არის ხელოვნება? არა, ხელოვნება სულ სხვა რამეა...“ჭკუის დარიგება კი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც გურამ დოჩანაშვილმა მდიდაერი ენობრივი წქსპერიმენტები და მრავალმხრივი სიტყვათქმნადობა შესთავაზა მკითხველს, ანუ ქართულ პროზაში ახალი ეპოქა დაიწყო - გურამ დოჩანაშვილის ეპოქა. ამას კიდევ უფრო გაბედული ნოვაციები მოჰყვა და დღეისთვის უკვე ჯოისისეულ სირთულეს მიაღწია. ბევრი აღშფოთდა: „განა ეს არის ხელოვნება?“ მაინც რა აღიზიანებს ასე ამ ხალხს? გურამ დოჩანაშვილის მხატვრულ სამყაროში ენის ფორმალიზებული სტრუქტურა აღარ არსებობს, დარღვეულია ყველა ნორმა და ყველა კანონი. სწორედ ეს იწვევს პროტესტს: ასე წერა არ შეიძლება! ჯერ ქართული უნდა ისწავლოს! თავის დროზე ენასუწუნებდნენ ქართველ სიმბოლისტებსაც, ვაჟა-ფშაველასაც და, დარწმუნებული ვარ, იმასაც, ვინც სულაც არ ერიდებოდა იმ დროისთვის სრულიად წარმოუდგენელ სიტყვათქმნადობას: „მოცაკვდა, გასისხლმდინარდა“, „ცამცა გაიდარბაზესა“, „გახმამყივარდა“ და სხვ. ისე კი, ცხადია, სავსებით ბუნებრივია კითხვა - რატომ მიმართა მწერალმა ასეთ გამომსახველობით საშუალებებს?..." http://publish.dlf.ge/guramdochanashvili/fiqrebi.html#mas თუ დაგაინტერესებთ აქ წაიკითხეთ... აცალეთ ბატონო, დაწერონ ეგება, გადავრჩეთ ეგება ლიტერატურით... რუსთველმა რომ ვეფხისტყაოსანი დაწერა,იმ პერიოდში საქართველო იცით როგორ მორალურ ქადაგებას მიჰქონდა? სპასეთიდან შემოსულს, ვისრამიანის გმირების ნაირი უზნეო, უუნარო, უგულო კაცების და ქალების სადიდებელს. და უცებ ვეფხისტყაოსანი... იმედია ასე იქნება ახლაც. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
marine |
![]()
პოსტი
#43
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,980 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
kato_Bato
მათალი ხარ, კატო, ახალგაზრდებს ხელი უნდა შევუწყოთ რომ წერონ.. ლექსის წერის ნიჭი ყველას არ აქვს.. მთავარი არ მოგვწონდეს ლექსში ბილწისტყვაობა და "ანტიტყაოსანი..'', არ მოგწვონდეს ლექსი ყმუილით და ა. შ. თორემ თუკი ბავშვი თუნდაც ურითმო ლექსში თავის სათქმელს ნათლად გვეტყვის, ღმერთმაც გაუმარჯოს ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#44
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ციტატა ცრემლების მორებს ცრემლების მორებს მოვაგორებდი მე შენს ლოყაზე, მოვათრევდი ტკივილის ლოდებს. დრო გამოშვებით ვისვენებდი შენს წამწამთ ჩრდილქვეშ. დაფლეთილ ხელით, ნატკენ მკლავებით გულს ვიხუტებდი მიბნედილ მზერას. ქარიშხალივით მოვარდნილი შენივე სუნთქვა ჩადგა ჩვენს შორის. შენ თვალებიდან გადმოკიდე ცრემლის ძაფები მდინარეებად. მე მოვაპობდი სიცარიელეს, თავაწყვეტილი მივქროდი სადღაც და დამაგვიანდა. შენ ახლა ცისფერ კუბოში გძინავს. მე შავი ფერი ვარ და შენს სახეზე ვცეკვავ. მე ახლა სისხლის წვეთი ვარ და შენს კაბაზე ვცხოვრობ. ამ შეშლილ და მილეულ ღამით ფეხაკრეფით მივეპარები შენს დაღლილ და მძინარე თვალებს. მოგპარავ უცოდველ სიზმრებს, ბალიშის ქვეშ რომ მალავ. კართან დაგიტოვებ მარადისობას და ყოველ დილით ოთახში დაგვხვდება ჩემი დაწნული, ნატიფი დილა. მკერდზე მიგიკრავ, როგორც სითეთრეს. მეყვარები მაისის მსგავსად. ჩემი იქნები? დარჩები? გეყვარები? მე კი დავთვრები შენი თმების კოცნით, გამუდმებით მეყვარები, როგორც მზე. ზაზა კოშკაძე აბა რას ვფიქრობთ. ძნელია, ლამაზად გიყვარდეს. ![]() არა? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
აფაჟარი |
![]()
პოსტი
#45
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 18-July 07 მდებარ.: pelevdikea.. წევრი № 2,481 ![]() |
აი თუნდაც ეს კატოს მიერ მოყვანილი ლექსი, განა შეიძლება არ მოგეწონოს? არაა ლამაზი?
-------------------- მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
|
marine |
![]()
პოსტი
#46
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,980 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
აი თუნდაც ეს კატოს მიერ მოყვანილი ლექსი, განა შეიძლება არ მოგეწონოს? არაა ლამაზი? ლამაზია, მაგრამ წარმოიდგინე, ეგ რომ რითმიანი იყოს, შედევრად იქცეოდა და ბევრიც გაიგებდა მის შინაარსს ![]() ეს ლექსი რომ ურთმო იყო, როგორ ფიქრობთ ასეთი ლამაზი იქნებოდა? სიყვარულია სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები, სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები, სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია. სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე სიყვარულია სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს, სიყვარულისთვის დაითრთვილა განძა,მარტვილი სიყვარულს ვეძებ სიყვარული გვინდა ნამდვილი. სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ ვერსად დავმალავთ სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც სთქვი!სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?! სიყარულია,ათას-ერთი ღამის ზღაპარი სიყვარულია,ჩაუქრალი სხივი ლამპარის სიყვარულია,ქვის ჩუქურთმაყინწვისის ფრესკა სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა სიყვარულია, ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
აფაჟარი |
![]()
პოსტი
#47
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 18-July 07 მდებარ.: pelevdikea.. წევრი № 2,481 ![]() |
არაა საჭირო ყველამ გაიგოს.. ცოტა სირთულე უნდა შეინარჩუინოს რომ ლექსი წყალი არ იყოს და საკვებივით მოვიდეს.. აი წყალ-წყალა საკვებს, ყველა კბილიანიც და უკბილოც რომ შეჭამს, ჯობს კარგი, კალორიებით სავსე საკვები იყოს, მაგრამ სამაგიეროდ რომ შეჭამ დაგანაყროს
![]() რა ვიცი მე მაგ ლექსში გაცვეთილი რითმებისა და ათასჯერ მოსმენილი მეტაფორების გარდა ვერაფერი ვიპოვე ![]() ![]() -------------------- მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
|
marine |
![]()
პოსტი
#48
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,980 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
არაა საჭირო ყველამ გაიგოს.. ცოტა სირთულე უნდა შეინარჩუინოს რომ ლექსი წყალი არ იყოს და საკვებივით მოვიდეს.. აი წყალ-წყალა საკვებს, ყველა კბილიანიც და უკბილოც რომ შეჭამს, ჯობს კარგი, კალორიებით სავსე საკვები იყოს, მაგრამ სამაგიეროდ რომ შეჭამ დაგანაყროს ![]() ხოდა მაგაშია ტრაგედია, რომ პოეტი არ ცდილობს მისი ლექსი იმ ადამიანების გულთანაც მივიდეს, ვისაც პოეზია ნაკლებად ესმის.. მისთვის უმჯობესია თავისი რთული ლექსი მხოლოდ ერთი-ორმა გაიგოს და შეუქოს.. მე კი მიმაჩნია, რომ ლექსი უნდა გაასხვისო, უნდა სხვამაც გაიგოს, რომ შეიყვაროს და ზეპირად სწავლის სურვილიც კი გაუჩნდეს.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
აფაჟარი |
![]()
პოსტი
#49
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 18-July 07 მდებარ.: pelevdikea.. წევრი № 2,481 ![]() |
არა შენი ლექსი კი არ უნდა გაასხვისო რომ ყველამ გაიგოს, არამედ ის ყველა უნდა აიყვანო იმ დონემდე რომ რთული გაიგონ
![]() -------------------- მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
|
marine |
![]()
პოსტი
#50
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,980 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
თუ მასეთი სილამაზის წაკითხვა მინდა, მივალ და გალაკტიონის თოვლს წავიკითხავ ან გაფრინდაშვილის ტრიოლეტს ![]() მე პირადად გალაქტიონის "თოვლი" და გაფრინდაშვილის "ტრიოლეტი" მირჩევნია შენს მიერ განთავსებულ "ორგანულ გარეუბნებში", თუმცა კიდევ ვამბობ გემოვნებაზე არ დაობენ ![]() არა შენი ლექსი კი არ უნდა გაასხვისო რომ ყველამ გაიგოს, არამედ ის ყველა უნდა აიყვანო იმ დონემდე რომ რთული გაიგონ ![]() მაგას ვერასოდეს შეძლებ, რომ ყველა მკითხველი ავიდე იმ დონეზე ,რომ ჩაწვდეს "ორგანულ გარეუბნებში" სადაც ერთდროულად უამრავი სიტყვაა ჩაყრილი და ბევრს უაზრობა მოეჩვენება, ან უბრალოდ მოთხრობა და ბოლომდე "არ" კი არა "ვერ" ჩაიკითხავს.. თუმცა მე ამით პოეტს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მან თავისი სათქმელი ასე გადმოსცა.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
აფაჟარი |
![]()
პოსტი
#51
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 18-July 07 მდებარ.: pelevdikea.. წევრი № 2,481 ![]() |
ჰო "ორგანულ გარეუბნებშI" რთული ლექსია, სამაგიეროდ ძალიან აზრიანი.. მოვა დრო როცა ეს ლექსი ხალხისათვის ზედმეტად იოლად აღსაქმელი გახდება, აი ამაზეა ლაპარაკი, ნამდვილი ხელოვნება ყოველთვის მომვალისაა და ვერასოდეს პოულობს თანამედროვეობაში გასაქანს..
-------------------- მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
|
marine |
![]()
პოსტი
#52
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,980 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ახლა სხვა მწვერვალებიც უნდა ვეძებოთ რომ ყველა დავიპრყოთ.. რთული ლექსებით მწვერვალების დაპყრობას გულისხმობ ალბათ.. რაღაც მეეჭვება შეძლოთ იმ ლექსებით, რომლებიც მრავალს არ ესმის და ვერ კითხულობს.. ჰო "ორგანულ გარეუბნებშI" რთული ლექსია, სამაგიეროდ ძალიან აზრიანი.. მოვა დრო როცა ეს ლექსი ხალხისათვის ზედმეტად იოლად აღსაქმელი გახდება, აი ამაზეა ლაპარაკი, ნამდვილი ხელოვნება ყოველთვის მომვალისაა და ვერასოდეს პოულობს თანამედროვეობაში გასაქანს.. ღმერთმა გისმინოს, რომ მასეთი ლექსები შედევრებად იქცეს მომავალში მაინც ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#53
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
marine
მე მაგალითად შენ რომ ლექსი მოიყვანე სულ არ მომწონს, არც "ორგანულ გარეუბნებში" მეჩვენება რთულად, იმ მნიშვნელობით, რომ გაგება გამიჭირდეს. უბრალოდ ძალიან დახლართულია. და ალბათ განგებ დახლართული, იმიტომ რომ ასე უნდოდა. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
marine |
![]()
პოსტი
#54
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,980 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine მე მაგალითად შენ რომ ლექსი მოიყვანე სულ არ მომწონს, არც "ორგანულ გარეუბნებში" მეჩვენება რთულად, იმ გაგებით, რომ წგაგება გამიჭირდეს. უბრალოდ ძალიან დახლართულია. და ალბათ განგებ დახლართული, იმიტომ რომ ასე უნდოდა. არ გეწინააღმდეგები კატო, გემოვნების ამბავია.. მე რომ ეგ ლექსი ჩემს პოეტ მეგობარს წავუკითხე, ისე მოეწონა რომ ზეპირად სწავლა გადაწყვიტა.. რაც შეეხება ორგანული გარეუბნების დახლართულობას, ჩემი აზრით ალბათ იმ ერთეულებზეა გათვლილი, ვისაც ექნება უნარი ბოლომდე წაიკითხოს და გაიგოს.. მე არანაირად არ ვაყენებ შეურაცხყოფას ლექსს და მის ავტორს, უბრალოდ ჩემ აზრს ვაფიქსირებ.. რაკი არ მომწონს ეს არ ნიშნავს რომ ლექსი ცუდია.. შეიძლება ამ პოეტს ჩემი ლექსები საერთოდ არ მოეწონოს და არც მეწყინება, რადგან პოეზია გემოვნების ჩარჩოებში არ ჯდება.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#55
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
marine
მეც მაგას ვამბობ, ლექის წაკითხვა თუ მომინდება, გალაკტიონს ავიღებ, რა ვქნა ასეთი ვარ, ან პაოლო იაშვილს, ან ლებანიძეს, მაჭავარიანს... ან კიდევ ვინმეს ვინც მიყვარს. ეს ახალია, იმედია ეს "ბავშვები" გახდებიან ისეთები, რომ მაგათი წაკითხვაც მომინდეს... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
აფაჟარი |
![]()
პოსტი
#56
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 18-July 07 მდებარ.: pelevdikea.. წევრი № 2,481 ![]() |
მარინე.. პოეზია გემოვნების ჩAრჩოებშI არ ჯდება
![]() პოეზია და ლექსი შეიძლება იყოს შენი, ან არ იყოს შენი, შეიძლება მიიღო და იგრძნო, ან ვერ იგრძნო ![]() ![]() ![]() ![]() მთავარია მეგობრული და კეთIლი განწყობა იყოს, ვინც არ იქმს მას არც შეცდომები მოსდის, გენიალურობამდე და სიკარგემდე მიმავალი გზა კი შეცდომებითაა სავსე ასე რომ მოდით, (ამ შემთხვევაში ვარდისფერ ავტობუსზე მაქვს ლაპარაკი) შეცდომებზე ნუ გავუჯავრდებით მხოლოდ მივითითოთ, და განვითარება თავისთავად იქნება, მე ასე ვფიქრობ.. უშეცდომო არავინაა, მთავარია რომ პოტენცია აშკარად ჩანს და პერსპექტიულობა იმისა, რომ ცისფერყანწელური პოეტური ბრძოლის სული არ მომკვდარა ![]() -------------------- მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
|
marine |
![]()
პოსტი
#57
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,980 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მთავარია მეგობრული და კეთIლი განწყობა იყოს, აბა რა, ხელოვნებას კეთილგანწყობა, დაფასება სჭირდება..თუ ადამიანები ვერ აფასებენ, ხშირ შემთხვევაში მას დრო აფასებს.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#58
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,980 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მარინე.. პოეზია გემოვნების ჩAრჩოებშI არ ჯდება ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
აფაჟარი |
![]()
პოსტი
#59
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 18-July 07 მდებარ.: pelevdikea.. წევრი № 2,481 ![]() |
ლურჯო ანგელოზებო
ხედავთ, ჩემს ირგვლივ სხვები დაფრინავენ, ფრთები მინდა! ჰაერი იპობა შვიდად და მე ვხედავ წვიმას, მას ჩემთან მოყავს მზე და მზე გადის კედელში.. ჩემი კედლები ინგრევიან, მე ვამტვრევ რქებს და ტოტებით ვამთელებ მდინარეს.. აქ არავინაა ნაცნობი, არავინ მიწვდის ხელს, აქ დადიან შავ ლაბადიანი მამაკაცები, რომლებსაც არ აქვთ ხელები და გველები მათ მაგივრად გამონაზარდი, ჩემს ქვეშ მიწაა, ხედავთ, აქ სხვებიც დაფრინავენ! ეს ქაოსია, ან ჩემი ბავშვობა, მე არ მახსოვს გზა, რომლებსაც გავდიოდი და მტვერი არ მახსოვს, ბურუსია.. საშინლად მცივა.. აქ არავინაა ნაცნობი.. მე მახსენდება თამაზ ბაძაღუა და მეშინია ჩემი სიფხიზლის.. არსად ჩანს ფრთები და მაინც დაფრინავენ ისინი.. და მე ვყვირი: წამიყვანეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო! წამიყვანეთ, მალე, ლურჯო ანგელოზებო! წამიყვანეთ მაღლა ლურჯო ანგელოზებო! წამიყვანეთ, მცივა, ლურჯო ანგელოზებო! ნეკა თითიდან სისხლი მომდის, დეეეეეეეე, მტკივა, ჩემი სისხლიანი ხელები მტკივა, სად არის იესო! სადაა იესო, სისხლი მდის, შენ მომიტან თეთრ სახვევებს და სისხლს გამიჩერებ, ხელზე მაკოცებ და ხელს თმებზე მომითათუნებ, მე გამახსენდება მამა, რომელიც არასოდეს მყოლია და შენ დაგიძახებ ასე: იესო მამა.. მაგრამ არ მახსოვს გზა, რომლითაც გელოდი, რომლითაც მოდიოდი ხოლმე ბავშვობაში, შობის ღამეზე, როცა თავს ვიმძინარებდი, რომ საჩუქარი დამხვედროდა და მხვდებოდა მხოლოდ სიტყვები, “გილოცავ, საჩუქარი ხომ არაა მთავარი, მე შენ მიყვარხარ”.. არეულობა.. არეულობა.. აღრეულობა.. ქინქლები დაფანტულად მედებიან თვალის უპეებში, ცრემლი მიგროვდება და ნაგვის ურნას ვეძებ, რომ დავიმალო.. აქ არავინაა ნაცნობი.. მე მახსენდება ანასტასია და ველოდები მეტალის პეპლებს, რომ ნატკენი თითით ჩამოვეკიდო ოქროსფერ მძიმე ფურცლებზე და გავყვე იქ, საიდანაც გავაგონებ ჩემს ძახილს: წამიყვანეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო! წამიყოლეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო! ამაფრინეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო! დამიტოვეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო! ალიო? ეს ზეცაა? ზუმერი გაბმულად მიჩვენებს კომურ მდგომარეობას, საიდანღაც ჩნდებიან თეთრხალათიანი მელიები და მწვანე ქვებით აწვებიან ტელეფონის ჯიხურს, რომელშიც წვიმას შევეფარე, მე კი ისევ უდაბნოში ვხვდები.. აქ გველებია? მე მეჯავრება ოაზისები! წყალიც არ მინდა და მხოლოდ მიწა.. მიწა.. მიწა მწამს და ცეცხლი და ცეცხლი და მომენატრა ცეცხლი მე ცეცხლი მე მომენატრა მე ცეცხლი! მე კი ვხვდები რომ ეს საუკუნე შევკარი მხოლოდ ფურცლებით.. და დასტებს წლებისას არ აქვთ ბაწრები გადასაჭერად, მხოლოდ ყულფები.. ყულფები, როგორც თეთრი მთვარეები და მე მახსენდება გიო საჯაია და გავურბივარ ღამის ტარანტულებს.. ჩემი გაქცევაც სხვათაშორისია.. ბილიკები, სადაც ფეხები ეწებებიან მიწას.. აბსურდული კანონიკაა საზოგადოება, და საზოგადო ჭეშმარიტება - აბსურდი! აქ არავინაა ნაცნობი.. ტუჩებს ვეღარ ვიძრობ, ხედავთ ჩემს ირგვლივ სხვები დაფრინავენ, ეს არაა თქვენი დედამიწა.. მგონი გავირინდე.. მგონი მე სახლში ვარ, და დამელოდება?? ზამთარი თოვს და გარშემო სივრცე ჩემსკენ აბრუნებს ნარინჯის თვალებს.. მე მტკივა ლექსი და თოვლი, მგონი მივფრინავ, კივილი მახრჩობს! მე ვარ სარდალი თეთრი ზამთრის და ალექსანდრიის! მე ვარ სარდალი თეთრი ზამთრის და ალექსანდრიის! მე ვარ სარდალი თეთრი ზამთრის და ალექსანდრიის! ადამიანებო, მე ოქროს წვიმას მოვიყვან და თქვენ სამუდამოდ ამოხოცავთ ერთმანეთს და მხოლოდ პოეტებს დატოვებს მამა.. და მხოლოდ პოეტებს დატოვებს დედა.. და მე მახსენდება ნატო ინგოროყვა და ვიხდი და ვიცმევ საკუთარ სხეულს, ვიხდი და ვაცმევ ჰაერს და ხეებს, როგორც კომპასებს, ვლეწავ იმედებს, ვლეწავ ნათურებს, ვაგდებ ბილეთებს და მხოლოდ სისხლის ამოთქმით ვყვირი! წამიყვანეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო! მომენატრა თქვენთან ლურჯო ანგელოზებო! ამიტაცეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო! დამიტოვეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო! ალექსანდრე ლორთქიQტიფანიძე (ხვიარა) -------------------- მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
|
მატასი |
![]()
პოსტი
#60
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
მდააა... "ვარდისფერი ავტობუსი" ჩვენს ფორუმზე
![]() უდაოდ ძლიერი ლექსია... ![]() მათი რამდენიმე ლექსი მეც ძალიან მომწონს ... თუმცა მანიფესთი მაქვს წაკითხული ამ პოეტების და რაღაც ვერაა მთლად... ბევრი მკრეხელობა უწერიათ -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 08:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი