IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი", თანამედროვე ქართული პოეზია და პროზა
აფაჟარი
პოსტი Jul 20 2007, 11:21 PM
პოსტი #61


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 18-July 07
მდებარ.: pelevdikea..
წევრი № 2,481



ისე ცნობისათვის გეტყვიო, რომ მანიფესტი რომელიც შენ გაქვს წაკითხული დაიწერა დაახლოებით ერთი წლის წინ და ამ მანიფესტის დაწერაში მხოლოდ 2 ავტობუსელი მონაწილეობდა 5 წევრიდან smile.gif

ისე იმისათვის რომ ზუსტად გაერკვიოთ ამ ამბავში დავდებ აქვე ახალ მანიფესტსაც wink.gif

ვარდისფერი ავტობუსის ოდისეა

(ქმანი)

პოსტმოდერნი იყო სიზმარი, რომელიც ჩვენ არც კი დაგვსიზმრებია. ჩვენი ხელოვნება სიზმარია, რომელიც აღარავის ახსოვს, მაგრამ აუცილებლად ავხდებით!

უამრავი პრობლემიდან, რომლებიც ჩნდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც იწყებენ ჩვენს სასიცოცხლო არეალში შემოჭრას, ამოვარჩიოთ ფიგურალურად ბუნდოვანი, გზების გაქრობა;

მე არ მივუყვები გზას ჭეშმარიტებისკენ. ის თვითონ მიმათრევს, ის იხრახნება ჩემში, შიგნიდან გარეთ და ისევ შიგნით. სავსე ვარ გზით, ნაწლავებად ქცეული გზით, ფიქრებად ქცეული გზით, ნერვებად ქცეული გზით და საგზაო ნიშნებით, რომელთათვისაც თვალის არიდებას მივყავართ ავარიამდე და ყოველდღიურობა - ჯოჯოხეთის ავტოსადგომზე.

ვიზიონები წარსულიდან: ყველა ქუჩას უხდება ბარიკადები, შეშლილი სახის სტუდენტები, წითელი დროშები... მაგრამ ტოტალიტარიზმის საფრთხე, თამაშის სურვილს გვიკარგავს, თუმცა ვნახოთ.
60-იანების კონტრკულტურამ, რომელმაც შეძლო და შეცვალა დასავლური სამყარო, ფაქტიურად საკუთარი ფესვები გადაიჭრა, ის გახდა იარაღი იმ კლასიკური კაპიტალისტური კულტურის, რის წინააღმდეგაც თავად იბრძოდა.

მარადიული აწმყო: შორეულ მიწას აღმოაჩნდა იმის უნარი გარდაესახა სტრუქტურა ყოველდღიური საკაზმის წარმოებისა, რომელიც უხვად ეფრქვეოდა წლების განმავლობაში ამოჭიმულ ქალაქებს, ამოჭიმულთ მიწისქვეშეთიდან. ამ ინსტალაციების ავტორები გადაშენდნენ, ისე რომ ამის შესახებ თავად არ იციან. სამყაროსეული დინების შეგრძნება ყოველთვის რეგულირებადი იყო, ისტორიული შიშნარევი მორევიდან ამომართული ურჩხულის კიდურის საშუალებით, რომლის ძარღვებშიც მოძრავი სისხლის დანახვა მხოლოდ თავგანწირულ რაინდებს შეეძლოთ. ჩვენ ვყვებით შორეული მიწის შესახებ, რომელსაც თან ვატარებთ, ჩვენ რაინდები, ურჩხულის სისხლის ლეიკემია და თქვენი ვარდისფერი უჯრედები ვართ.

პოეზია – ტრანსლიაციის საშუალებაა. წარმოდგენის ღვთაებებს ვუხმობ, ვთხოვ რომ ხილვები გაანთავისუფლოს, გათენდეს ამ წუთში, აქვე დავრჩეთ და თან წავიდეთ. გამოვიდეთ და თან შევიდეთ. ავჯანყდეთ და თან შევრიგდეთ. ეს არ ხერხდება. საჭიროა განადგურდეს ურთიერთობები ნაცვალსახელების ზედაპირულობით, შემდეგ დაიწყოს ადამიანთა დაახლოების პროცესი, რომელიც არასოდეს დასრულდება. “შენი მეზობელი დაფარული არსია შენი, დამდგარი წყლები მის ლანდს აირეკლავს, რომელშიც თუკი კარგათ დაუკვირდები საკუთარ თავს და სახეს დაინახავ”

გრძელდება ჩვენება ჩვენი ლოცვების, მის გარშემო რკალურად განლაგებული სკამები იწყებენ დაცარიელებას, გეტოებისკენ, საწოლებში. მაგრამ მიწისძვრა, ეს ხომ გარდაუვალია! კულტურული სივრცის შერყევა, გამოვრბივართ სახლებიდან, გვცივა, ვანთებთ ცეცხლს და... ამ დროს გამოჩნდება ვარდისფერი ავტობუსი, განათებული, თბილი. იღება კარი და ჩვენ ვიწყებთ მოგზაურობას, ვიწყებთ ერთმანეთის, ვარდისფერი ავტობუსის ქუჩას. წინ ერთმანეთისკენ! წინ ვარდისფერი პლანეტისკენ!

და ბოლოს დაინახავთ ვარდისფერ ნათებას...


--------------------
მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jul 21 2007, 12:12 AM
პოსტი #62


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



აფაჟარი
ეს ადამიანები სხვა სამყაროს ეძებენ და ქმნიან...

მე ყოველთვის მიზიდანდა ასეთი განსხვავებული აძროვნება...

მაგრამ რელიგიასთან ვერაა კარგად ...

მე ამ ადამიანებში ვხედავ უზარმაზარ პროტესტს სამყაროს მიმართ...


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jul 21 2007, 12:17 AM
პოსტი #63


დაურეგისტრირებელი









ციტატა
2 ავტობუსელი

ადრე იყო, თერგდალეულნი, თეთრყანწელნი და ა.ს.შ და ეხლა კი ავტობუსელი, კარებს ნუ მიეყრდნობით-ელნი და სხვა მრავალი biggrin.gif

_Matasi_
რომელ სამყაროს მატასა? რომელს? ეგება ედემს ეძებენ ქვესკნელში?
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jul 21 2007, 12:21 AM
პოსტი #64


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ქავთარაძე
თუ უფალთან არ ეძებენ ედემს...


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აფაჟარი
პოსტი Jul 21 2007, 12:42 AM
პოსტი #65


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 18-July 07
მდებარ.: pelevdikea..
წევრი № 2,481



მოდით კიდევ ერთ ლექსს დავდებ სანამ ანათემას გადასცემთ ვარდისფერ ავტობუსს smile.gif იმიტომ რომ ეს ადამიანები სწორედ რომ უფლის სიყვარულით არიან და სულიერებას ეძებენ, ოღონდ ნამდვილს და არა შენიღბულს, გულწრფელსა და ალალს და არა ყალბს wink.gif




სული


და უდაბნოს ქვიშიდან წამოსული ნიავის მტევნებით,
და არილებით
და დევნით
ლეშგამომშრალი მდინარეებით
და კვდომით
და აუსრულებელი მზერით
და სიტყვით
ვეფერებით სულს
და სიოს მისას
და ქროლვას მისას
და გარემოს ალმოდებული ოცნებებიდან
და ფიქრით
უკალაპოტო სიყვარულით
და ლოცვით
და ლოცვით
და განუგებელი ლანდებივით
ოქროსფერი ფარდებით
და წვიმის ღილაკებით
თაფლით და შოკოლადით
და ფრაზებით
სიტყვებით
ცეცხლით და ლოკოკინებით
და ალუბლებით..
უფალო ჩვენო
და მათო
და შენო
და უფალო სიტყვიერო
და გრძნობიერო
და განცდიერო
ლაქებით ვიმოსებით და ვწვებით..
და მოგვიყევი ზღაპარი და დაგვაძინე
უფალო ჩვენო
და ძაძებით და ჯინსებით
ვთვრებით და ვთბებით
და ვთბებით
და ვთბებით
ტუჩებით
ბაგეებით
თითებით
და ფიქრებით
და ვყვარობთ
და გვიყვარს
ერთი
და ათასი
და ერთმანეთი..
და გამთბარი ხელისგულებით ლოყებზე
ვედებით და ვსრიალებთ
თბილ და თაფლისფერ არომატებში
და ცხელი შოკოლადის ლაგუნებში
და სიმშვიდით
და სიჩუმით
და კოცონთან დატოვებული ვნებებით
და არდამწვარი იმედებით
და მუქი ფერისფერი ფოთლებით
და ჯინსის ქურთუკებით
და ქალამნებით
და თოლიებივით ფაფუკი წამწამებით,
თბილი ლოგინიდან აფრენილი სულით..
და სული კოსმოსია ღრმა
და სული კოსმოსია ღრმა..
და სული კოსმოსია ღრმა...
და ვიბადებით
გალაქტიკებში და თივის ზვინებში
და ჩალისფერ ქალაქებში
და უფალო ჩვენო
და მათო
და შენო
და უფალო მეგობარო
და მამაო
და სულო ჩვენო უფალო
წაგვიყვანე თბილ სახლში
და ქოხში
და ტაძრებში სიყვარულის
და შემოგვიკრიბე უფალო შენს გარშემო
ცხელ ბუხართან
წვიმიან საღამოს და
ცეცხლთან
და ფიქრებთან ჩვენთან
და წაგვიკითხე ზღაპრები
და გრძნობები
და ვთვრებით საკმევლის სუნით
და სასუფევლის ფერებით
და ვთბებით ბუხართან უფალო
და შენს კალთაზე მოკალათებულები
და ვთბებით
და შენი ხელისგულები
მეგობრების ჩვენთა
და ძმების ჩვენთა
და მამების ჩვენთა
გვითბობენ ლოყებს და თითებს
და ვთბებით უფალო
და მოგვეფერე უფალო ჩვენო
და მათო
და შენო
და უფალო გრძნობიერო
და მოვეფეროთ ჩვენ ერთმანეთს
და გვაკოცე უფალო შუბლზე
რადგან მამა ხარ და ძმა ხარ და მეგობარი ხარ
და სული ფოთოლცვენაა
და სული შენია და კოსმოსია და მესიაა
და სული კოსმოსია ღრმა
და ვთბებით
და ვთბებით
უფალო,
ჩვენ შენ გვიყვარხარ


ხვიარა (ალექსანდრე ლორთქიფანიძე)


--------------------
მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 21 2007, 12:00 PM
პოსტი #66


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



არ ვიცი ამდენი ხლართვა კარგია თუ ცუდი ბოლოს და ბოლოს.

მე მგონი ცისფერი ყანწების გავლენა დიდა, უკეთ რომ ვთქვათ ,მათი პროტესტისა...

მღლის...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jul 26 2007, 01:41 AM
პოსტი #67


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



kato_Bato
არა, რაღაც კარგად იკითხება.. smile.gif

აფაჟარი
კიდევ დადე რამე smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2007, 10:06 AM
პოსტი #68


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,980
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ლექსი "სული" მეც მომეწონა.. მოლოდიურია.. თან შინაარსიც გასაგებია..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mendes masieli
პოსტი Jul 27 2007, 03:52 PM
პოსტი #69


შეყვარებული კაცი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 928



ციტატა(აფაჟარი @ Jul 20 2007, 11:42 PM) *

მოდით კიდევ ერთ ლექსს დავდებ სანამ ანათემას გადასცემთ ვარდისფერ ავტობუსს smile.gif იმიტომ რომ ეს ადამიანები სწორედ რომ უფლის სიყვარულით არიან და სულიერებას ეძებენ, ოღონდ ნამდვილს და არა შენიღბულს, გულწრფელსა და ალალს და არა ყალბს wink.gif
სული
და უდაბნოს ქვიშიდან წამოსული ნიავის მტევნებით,
და არილებით
და დევნით
ლეშგამომშრალი მდინარეებით
და კვდომით
და აუსრულებელი მზერით
და სიტყვით
ვეფერებით სულს
და სიოს მისას
და ქროლვას მისას
და გარემოს ალმოდებული ოცნებებიდან
და ფიქრით
უკალაპოტო სიყვარულით
და ლოცვით
და ლოცვით
და განუგებელი ლანდებივით
ოქროსფერი ფარდებით
და წვიმის ღილაკებით
თაფლით და შოკოლადით
და ფრაზებით
სიტყვებით
ცეცხლით და ლოკოკინებით
და ალუბლებით..
უფალო ჩვენო
და მათო
და შენო
და უფალო სიტყვიერო
და გრძნობიერო
და განცდიერო
ლაქებით ვიმოსებით და ვწვებით..
და მოგვიყევი ზღაპარი და დაგვაძინე
უფალო ჩვენო
და ძაძებით და ჯინსებით
ვთვრებით და ვთბებით
და ვთბებით
და ვთბებით
ტუჩებით
ბაგეებით
თითებით
და ფიქრებით
და ვყვარობთ
და გვიყვარს
ერთი
და ათასი
და ერთმანეთი..
და გამთბარი ხელისგულებით ლოყებზე
ვედებით და ვსრიალებთ
თბილ და თაფლისფერ არომატებში
და ცხელი შოკოლადის ლაგუნებში
და სიმშვიდით
და სიჩუმით
და კოცონთან დატოვებული ვნებებით
და არდამწვარი იმედებით
და მუქი ფერისფერი ფოთლებით
და ჯინსის ქურთუკებით
და ქალამნებით
და თოლიებივით ფაფუკი წამწამებით,
თბილი ლოგინიდან აფრენილი სულით..
და სული კოსმოსია ღრმა
და სული კოსმოსია ღრმა..
და სული კოსმოსია ღრმა...
და ვიბადებით
გალაქტიკებში და თივის ზვინებში
და ჩალისფერ ქალაქებში
და უფალო ჩვენო
და მათო
და შენო
და უფალო მეგობარო
და მამაო
და სულო ჩვენო უფალო
წაგვიყვანე თბილ სახლში
და ქოხში
და ტაძრებში სიყვარულის
და შემოგვიკრიბე უფალო შენს გარშემო
ცხელ ბუხართან
წვიმიან საღამოს და
ცეცხლთან
და ფიქრებთან ჩვენთან
და წაგვიკითხე ზღაპრები
და გრძნობები
და ვთვრებით საკმევლის სუნით
და სასუფევლის ფერებით
და ვთბებით ბუხართან უფალო
და შენს კალთაზე მოკალათებულები
და ვთბებით
და შენი ხელისგულები
მეგობრების ჩვენთა
და ძმების ჩვენთა
და მამების ჩვენთა
გვითბობენ ლოყებს და თითებს
და ვთბებით უფალო
და მოგვეფერე უფალო ჩვენო
და მათო
და შენო
და უფალო გრძნობიერო
და მოვეფეროთ ჩვენ ერთმანეთს
და გვაკოცე უფალო შუბლზე
რადგან მამა ხარ და ძმა ხარ და მეგობარი ხარ
და სული ფოთოლცვენაა
და სული შენია და კოსმოსია და მესიაა
და სული კოსმოსია ღრმა
და ვთბებით
და ვთბებით
უფალო,
ჩვენ შენ გვიყვარხარ
ხვიარა (ალექსანდრე ლორთქიფანიძე)
მოგესალმებით ყველას!!
მე შევახსენებდი აქაურ იუზერებს,რომ თუ იმით იწონებენ თავს,რომ ისინი ქრისტიანები არიან,მაშინ კეთილი ინებონ და მათი სასაუბრო ენიდან ადამიანებთან მიმართვისას ამოაგდონ სიტყვები....იდიოტი და ა.შ.
მე დიდი მოტრფიალე ვარ ამ პოეზხიის და აქ ვაგდებ ხვიარას კიდევ ერთ ლექსს....თუ ვინმესა რამე პრეტენზია აქვს კორექტულად გამოთქვას და ქრისტიანობა საქმით დაადასტუროს.... ვოტ ტაკ.....



_ საა..
გძინავს?
ჯერ არ დაიძინო რა, სა..
შენთან ლაპარაკი მინდა..
სა,
იცი, მე ისევ მაწუხებს სუიციდი,
დღეს გიყურებდი და ვერც..
სა, იცი, ისე რთულია გაძვრე უდაბნოში,
რომ მე ისევ უწყლოდ ვრჩები..
სიცივემ ხელები დაისერა და სისხლი სულ მე მასვა,
მერე კი შენზე მელაპარაკა, სა..
ჩემი თვალები თაღებად ეფარებიან ტკივილს
და მე სულ ვსველდები, როცა წვიმს,
რადგან შენ მახსენდები და ვტირი..
სა,
ვიცი ისევ გაწუხებს სუიციდი..
ვიცი, რწმენამდე გზებია, რომლებზეც შენ ჩაგქოლავენ,
სულ 3 გზაა, სა,
ტკივილი, სიცივე და სევდა,
იცი, მე სულ მინდოდა შენთან ერთად მეფრინა ცაში,
სა, მოდი რა, ნუ ვივლით გზებით,
უბრალოდ ერთხელაც დავიკიდოთ ეს დედანატირები მიმართულებები:
მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან..
მოდი რა, დავიკიდოთ და უბრალოდ ზემოთ წავიდეთ..
შენ ხომ იცი ფრენა?
ხომ შემპირდი გასწავლიო,
ჰოდა..
სა..
იცი, გუშინ შენი დღიური წავიკითხე,
ვიცი..
ვიცი ისევ გაწუხებს წვივების ტკივილი,
მე კი სულ მინდა დაგარწმუნო, რომ
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას,
რომ შენ ფეხს მოგაჭრიან..
მე მაშინაც მიყვარდი, როცა მანქანამ დაგარტყა
და 3 დღის განმავლობაში, ექიმები მხოლოდ შენს სიკვდილს ვარაუდობდნენ..
სა..
ალბათ დღესაც არაფერი გიჭამია..
იცი, გუშინ ქუდი მოგიქსოვე,
მინდა, რომ სულ თავზე გეფაროს, თორემ გამიცივდები..
შენ ხომ ისეთი სუსტი ხარ, რომ სულ ავადმყოფობ..
სა..
მოიხსენი რა ეგ სათვალე,
მოიხსენი ეგ შავი სათვალე,
არ გიხდება,
შენს თავს ვფიცავარ, არ გიხდება..
შეხედე მზეს და იფიქრე..
ჩემზე ნუ იფიქრებ,
უბრალოდ, მიხვდი, რომ მარტო არ ხარ
და ის ხმელი ჭადარიც, რომელზეც ბავშვობიდან ცდილობ აძვრე,
მხოლოდ ილუზიაა,
და არანაირი ნატვრის ხე არ არსებობს..
სა..
გამიგონე რა..
მე ისევ ვთოვ და არასოდეს მოგცემ იმის საშუალებას,
რომ შენი ახალი პალტო ჩაიცვა,
არ გიხდება შავი, სა.. არა..
ვიცი, ყოველ დილით უყრი ბეღურებს
შენი საუზმიდან გადარჩენილ ნამცეცებს,
არადა ამ ბოლო დროს სულ აღარ ჭამ, ხომ ვიცი..
ვიცი..
ვიცი, სა, მეც გახსოვარ,
ვიცი შენ უკვე ისე შეეჩვიე უდაბნოს,
რომ აღარც კი გახსოვს ბოლოს როდის იყავი მყინვარზე,
მე კი სულ გელოდები..
ჩემი სახლის უკან რომ ქუჩაა, იქ გელოდები..
ქაშუეთის წინ რომ მათხოვარია, იქ გელოდები..
ცაში ნაწვიმარზე გელოდები
და ხვალ, მთაწმინდას რომ პანთეონში დაასაფლავებენ,
იქაც დაგელოდები..
და ვიცი, მოხვალ,
ისევ ისეთი სევდიანი და მკრთალი,
ვიცი მოხვალ და თვალებში ჩამაწვეთებ შენს კაპრიზებს,
ვიცი..
მოხვალ და ძველებურად მეტყვი:
_ სანდრო, მოვედი, გახსოვარ? მე საქართველო ვარ..

და მე გაკოცებ..


--------------------
მიყვარხართ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jul 27 2007, 05:03 PM
პოსტი #70


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



დათო ყანჩაშვილი


"მზის ფერი იყო სამყოფელი -
ჩემი სამრეკლო,
შენ მოხვედი და ნაფეხური
წითლად დაფანტე;
მინდოდა შენი ატმისფერი
ტანი ამეკლო
და ჩამეტეხა ორი გული
ერთ ცხელ ტაფაზე.
უცებ გუგებში ჩამიდედდი,
შემომეზარდე,
თვალების უკან ჩამეღვარე,
გადამეღვენთე,
გადაეგრიხე მთელს სხეულში
ძარღვების კლაკნას,
მერე ჩემიდან გაეტიე
და გამეხელთე...
ახლა კი, უნდა ყველა ჯაჭვი
ყელზე მოვიბა,
რომ გადამასწრო
და კვალს იქით გადაიპარო,
და უნდა შევძლო,
ავირჩიო ერთი ორიდან -
ჯერ გაგიშვა და მერე,
მერე გადაგიყვარო."


smile.gif

აი კიდევ :

"როცა ცას მართმევ
ასე მგონია გჭირდება და
ამიტომ გატან.…


ან ცას რა მართებს
ჩემი, ხანდახან
სახეს ჭორფლიან
ღამედ მოხატავს.
წვივები ისევ დაგიწვრილდება
ნაწვიმარ გზაზე
ორი გუბეც და
მერე აღარ გაგიჭირდება...
მისვლა საზღვარზე.
ზამთრამდე რჩება ისე ცოტა დრო
ზამთრამდე უნდა,
უნდა მოასწრო
მთელი სხეულით,
ზეცა მოხატო
და სიზმრებიდან დახეული
მზე მომაწოდო.
გულზე მომაწვა
და ფეხაკრებით უკან ახვიდე.

დამესიზმრები
ფარდის ჩახსნილ ქვედაბოლოს
გადავწევ და
ცას მოგცემ,
ისევ მოილოგინებ,
მერე კი თოვა...
თოვლთან ერთად
შენი თვალის ფერიც მოვა.


როცა ცას მართმევ,
როცა ცას მართმევ...
და როცა გატან...


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 13 2007, 08:02 PM
პოსტი #71


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა(ნიანია @ Jul 18 2007, 02:01 PM) *

უფალო, შემხვდი....
უფალო,
ახლა შევამჩნიე...
შენმა ფრესკამ გუმბათიდან
სივრცეში როგორ გადაინაცვლა:
გადაეკრა ყველა ქვეყნის ცას.

შენი სხეულის ნაწილებიდან ამ ციცქნა მიწას დაემთხვა გული,
როცა საშველად გადაეფარე.
ზაფხულობით, ეს ბრახა-ბრუხა ჭექა-ქუხილი
შენი გულის აჩქარებაა – (ხელს ვაშველებ, არ გადმოგივარდეს)
ელვა - ბილიკი ჩემს ტაძრამდე, დაკლაკნილი,
როგორც ტრანსპორტში პირჯვრისწერის
დარღვეული ტრაექტორია.
მაგ გზით მოვდივარ.

უფალო,
შემხვდი ამ თავსხმაში,
უფრო ახლოს ჩამომიჯექი, ვაღიარებ:
წინა გზაზე
მიმართულების ფირნიშები ასე ურცხვად მე გადავანაცვლე!
შავთავშლიანი დედაკაცი, ეზოდან რომ იწყევლებოდა და
უფრთხოდა სოფელს ჩაქოლვის შიშით, ის - მე ვიყავი!
კაცი, რომელიც გამომიგზავნე,
მოვცელე და ეგოისტურად ვახმობ საბძელში,
მომავალი ზამთრების შიშით – ვერავის მივცემ.

მე, მე ვკაწრავდი შენს კედლებზე უხამს სიტყვებს,
სახელებს და თარიღებსაც მე გიტოვებდი.
ვერ ვხვდებოდი მე, უმეცარი -
ღმერთი ასე არ დაგიმახსოვრებს.

დღეს კი ვდგავარ.
ყველას მაგივრად.
ამაყი და ამპარტავანი, ცრუპენტელა
და ვაღიარებ.
ვაღიარებ.
ვაღიარებ.

ეკა ქევანიშვილი
ძალიან მომეწონა ეს ლექსი და მისი ავტორიც ძალიან მიყვარს:

იცნობ ნიანია? ჰოოოო....


დღევანდელ დღეს ისეა არეული კარგი და ცუდი, რომ ჭირს მარგალიტების პოვნა..... ძაან ღრმადაა....
მე მინდა წავიკითხო ისეთი ლექსები, რომელიც ჩემს სულს ააფორიაქებს... და რავი, ასეთი ჯერ თანამედროვე პოეტებში არ შემხვედრია, sad.gif ამიტომ ისევ ძველებს ვკითხულობ, სულიერი საკვებისთვის....

აქ დადებული ზოგიერთი ლექსი მომეწონა, თუმცა რაღაც "მარილი" აკლია, მე მგონი... wink.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lortkifanidze
პოსტი Aug 21 2007, 11:00 PM
პოსტი #72


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 19-August 07
წევრი № 2,618



ციტატა(აფაჟარი @ Jul 21 2007, 12:42 AM) *

მოდით კიდევ ერთ ლექსს დავდებ სანამ ანათემას გადასცემთ ვარდისფერ ავტობუსს smile.gif იმიტომ რომ ეს ადამიანები სწორედ რომ უფლის სიყვარულით არიან და სულიერებას ეძებენ, ოღონდ ნამდვილს და არა შენიღბულს, გულწრფელსა და ალალს და არა ყალბს wink.gif
სული
და უდაბნოს ქვიშიდან წამოსული ნიავის მტევნებით,
და არილებით
და დევნით
ლეშგამომშრალი მდინარეებით
და კვდომით
და აუსრულებელი მზერით
და სიტყვით
ვეფერებით სულს
და სიოს მისას
და ქროლვას მისას
და გარემოს ალმოდებული ოცნებებიდან
და ფიქრით
უკალაპოტო სიყვარულით
და ლოცვით
და ლოცვით
და განუგებელი ლანდებივით
ოქროსფერი ფარდებით
და წვიმის ღილაკებით
თაფლით და შოკოლადით
და ფრაზებით
სიტყვებით
ცეცხლით და ლოკოკინებით
და ალუბლებით..
უფალო ჩვენო
და მათო
და შენო
და უფალო სიტყვიერო
და გრძნობიერო
და განცდიერო
ლაქებით ვიმოსებით და ვწვებით..
და მოგვიყევი ზღაპარი და დაგვაძინე
უფალო ჩვენო
და ძაძებით და ჯინსებით
ვთვრებით და ვთბებით
და ვთბებით
და ვთბებით
ტუჩებით
ბაგეებით
თითებით
და ფიქრებით
და ვყვარობთ
და გვიყვარს
ერთი
და ათასი
და ერთმანეთი..
და გამთბარი ხელისგულებით ლოყებზე
ვედებით და ვსრიალებთ
თბილ და თაფლისფერ არომატებში
და ცხელი შოკოლადის ლაგუნებში
და სიმშვიდით
და სიჩუმით
და კოცონთან დატოვებული ვნებებით
და არდამწვარი იმედებით
და მუქი ფერისფერი ფოთლებით
და ჯინსის ქურთუკებით
და ქალამნებით
და თოლიებივით ფაფუკი წამწამებით,
თბილი ლოგინიდან აფრენილი სულით..
და სული კოსმოსია ღრმა
და სული კოსმოსია ღრმა..
და სული კოსმოსია ღრმა...
და ვიბადებით
გალაქტიკებში და თივის ზვინებში
და ჩალისფერ ქალაქებში
და უფალო ჩვენო
და მათო
და შენო
და უფალო მეგობარო
და მამაო
და სულო ჩვენო უფალო
წაგვიყვანე თბილ სახლში
და ქოხში
და ტაძრებში სიყვარულის
და შემოგვიკრიბე უფალო შენს გარშემო
ცხელ ბუხართან
წვიმიან საღამოს და
ცეცხლთან
და ფიქრებთან ჩვენთან
და წაგვიკითხე ზღაპრები
და გრძნობები
და ვთვრებით საკმევლის სუნით
და სასუფევლის ფერებით
და ვთბებით ბუხართან უფალო
და შენს კალთაზე მოკალათებულები
და ვთბებით
და შენი ხელისგულები
მეგობრების ჩვენთა
და ძმების ჩვენთა
და მამების ჩვენთა
გვითბობენ ლოყებს და თითებს
და ვთბებით უფალო
და მოგვეფერე უფალო ჩვენო
და მათო
და შენო
და უფალო გრძნობიერო
და მოვეფეროთ ჩვენ ერთმანეთს
და გვაკოცე უფალო შუბლზე
რადგან მამა ხარ და ძმა ხარ და მეგობარი ხარ
და სული ფოთოლცვენაა
და სული შენია და კოსმოსია და მესიაა
და სული კოსმოსია ღრმა
და ვთბებით
და ვთბებით
უფალო,
ჩვენ შენ გვიყვარხარ
ხვიარა (ალექსანდრე ლორთქიფანიძე)

ეს ადამიანი პოეტია! rolleyes.gif


--------------------
ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე...

"როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი ,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!.."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lortkifanidze
პოსტი Aug 22 2007, 01:04 AM
პოსტი #73


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 19-August 07
წევრი № 2,618




_ საა..
გძინავს?
ჯერ არ დაიძინო რა, სა..
შენთან ლაპარაკი მინდა..
სა,
იცი, მე ისევ მაწუხებს სუიციდი,
დღეს გიყურებდი და ვერც..
სა, იცი, ისე რთულია გაძვრე უდაბნოში,
რომ მე ისევ უწყლოდ ვრჩები..
სიცივემ ხელები დაისერა და სისხლი სულ მე მასვა,
მერე კი შენზე მელაპარაკა, სა..
ჩემი თვალები თაღებად ეფარებიან ტკივილს
და მე სულ ვსველდები, როცა წვიმს,
რადგან შენ მახსენდები და ვტირი..
სა,
ვიცი ისევ გაწუხებს სუიციდი..
ვიცი, რწმენამდე გზებია, რომლებზეც შენ ჩაგქოლავენ,
სულ 3 გზაა, სა,
ტკივილი, სიცივე და სევდა,
იცი, მე სულ მინდოდა შენთან ერთად მეფრინა ცაში,
სა, მოდი რა, ნუ ვივლით გზებით,
უბრალოდ ერთხელაც დავიკიდოთ ეს დედანატირები მიმართულებები:
მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან..
მოდი რა, დავიკიდოთ და უბრალოდ ზემოთ წავიდეთ..
შენ ხომ იცი ფრენა?
ხომ შემპირდი გასწავლიო,
ჰოდა..
სა..
იცი, გუშინ შენი დღიური წავიკითხე,
ვიცი..
ვიცი ისევ გაწუხებს წვივების ტკივილი,
მე კი სულ მინდა დაგარწმუნო, რომ
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას,
რომ შენ ფეხს მოგაჭრიან..
მე მაშინაც მიყვარდი, როცა მანქანამ დაგარტყა
და 3 დღის განმავლობაში, ექიმები მხოლოდ შენს სიკვდილს ვარაუდობდნენ..
სა..
ალბათ დღესაც არაფერი გიჭამია..
იცი, გუშინ ქუდი მოგიქსოვე,
მინდა, რომ სულ თავზე გეფაროს, თორემ გამიცივდები..
შენ ხომ ისეთი სუსტი ხარ, რომ სულ ავადმყოფობ..
სა..
მოიხსენი რა ეგ სათვალე,
მოიხსენი ეგ შავი სათვალე,
არ გიხდება,
შენს თავს ვფიცავარ, არ გიხდება..
შეხედე მზეს და იფიქრე..
ჩემზე ნუ იფიქრებ,
უბრალოდ, მიხვდი, რომ მარტო არ ხარ
და ის ხმელი ჭადარიც, რომელზეც ბავშვობიდან ცდილობ აძვრე,
მხოლოდ ილუზიაა,
და არანაირი ნატვრის ხე არ არსებობს..
სა..
გამიგონე რა..
მე ისევ ვთოვ და არასოდეს მოგცემ იმის საშუალებას,
რომ შენი ახალი პალტო ჩაიცვა,
არ გიხდება შავი, სა.. არა..
ვიცი, ყოველ დილით უყრი ბეღურებს
შენი საუზმიდან გადარჩენილ ნამცეცებს,
არადა ამ ბოლო დროს სულ აღარ ჭამ, ხომ ვიცი..
ვიცი..
ვიცი, სა, მეც გახსოვარ,
ვიცი შენ უკვე ისე შეეჩვიე უდაბნოს,
რომ აღარც კი გახსოვს ბოლოს როდის იყავი მყინვარზე,
მე კი სულ გელოდები..
ჩემი სახლის უკან რომ ქუჩაა, იქ გელოდები..
ქაშუეთის წინ რომ მათხოვარია, იქ გელოდები..
ცაში ნაწვიმარზე გელოდები
და ხვალ, მთაწმინდას რომ პანთეონში დაასაფლავებენ,
იქაც დაგელოდები..
და ვიცი, მოხვალ,
ისევ ისეთი სევდიანი და მკრთალი,
ვიცი მოხვალ და თვალებში ჩამაწვეთებ შენს კაპრიზებს,
ვიცი..
მოხვალ და ძველებურად მეტყვი:
_ სანდრო, მოვედი, გახსოვარ? მე საქართველო ვარ..

და მე გაკოცებ..

[/quote]
mellow.gif smile.gif

გენიალურია...

მეც მიყვარხართ ჩემო პატარა პოეტებო!.. 2kiss.gif opaa.gif yvavilebi.gif


--------------------
ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე...

"როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი ,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!.."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Aug 22 2007, 12:03 PM
პოსტი #74


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ketino
ციტატა
დადებული ზოგიერთი ლექსი მომეწონა, თუმცა რაღაც "მარილი" აკლია, მე მგონი...

გეეეეთანხმები sad.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აფაჟარი
პოსტი Sep 7 2007, 02:11 PM
პოსტი #75


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 18-July 07
მდებარ.: pelevdikea..
წევრი № 2,481



ლოცვა ავადმყოფობისა


ღმერთო, მიშველე,
არ შემომაპარო შიში,
დედაჩემს ღრმად სძინავს,
ხორცი ჩემი კი მის გვერდით
სპაზმებისგან კრთება,
ღმერთო, მიშველე,
არ შემომაპარო შიში,
ამას გეუბნები ღამით,
პატარა ოთახში
დედის გვერდით მწოლიარე,
ღმერთო,
შემოდი ჩემს გულში,
კუნთებში და
დამიცავი,
ღმერთო,
აი, თაფლი,
ის დათო აკრიანმა მომიტანა,
შემოდი ამ თაფლით ჩემში და
გამისწორე შეცდომები სხეულში,
სულში,
ღმერთო,
აი, მაწონი,
რომელიც დათო ბარბაქაძემ მომიტანა,
შემოდი ამ მაწვნით ჩემში,
გადამარჩინე და
დედაჩემი ყოველ ცისმარეზე
ილოცებს შენთვის.


შოთა იათაშვილი

_________________________________________________________________________

გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,
მე, ჩემი ლექსის კაბით შევმოსავ მას.
ჰო, გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,
თორემ ისე მძიმეა, ისე მძიმე, ეს სიცარიელე
არამგონია, კიდევ ცხრა თვე ვზიდო.
გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,
შენ ხომ ყველაზე კარგად იცი როგორ მომარგო ის
და დილის ყავის არომატივით ქალობის ნელ-სურნელებით დამიტკბო.
გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული
და მე გეტყვი პასუხს ყველა კითხვაზე,
რომელზეც შენ სიჩუმითა და უხერხული დუმილით მპასუხობდი.
მე ხომ ვიცნობ შენი მორჩილების რეფლექსებს.
დარღვეულია დიდი სიმშვიდე და
ყველა შუაზე გახლეჩილი სხეული როდი ხვდება ერთიმეორეს.
მერცხლებს, თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებულებს,
ჩვენი სახლის ჯარგვალზე რომ ბინა დაიდეს,
კარს ხომ დღითა და ღამით უტოვებ ღიას,
ბუდეში კვერცხები რომ არ დაუცივდეთ და ბარტყები დააფრთიანონ.
იცი, როგორი სიმშვიდე მენატრება?
ბავშვობაში, ჩემს გაოცებას, თოვლის ფანტელების სიმრავლით გამოწვეულს,
რომ შემოაგებე და მითხარი: ნუ გეშინია, მიწა დაიტევს...
მას შემდეგ მიწამ იმდენი რამ დაიტია, მეშინია გაოცება არ მომიკვდეს.
იცი, სიკვდილზე ფიქრი გადავაფიქრებინე მამას,
ვუთხარი, შენს შემდეგ ჩემი რიგია და ნუ ჩამაყენებ ამ რიგში მამა.
დამიჯერა და დამყვა...
ჰოდა გაიხადე შენი სხეული და ჩამაცვი,
ჩემი ღამეების სიზმრებს გაგიმხელ,
სხვა ცხოვრებაშიც მოვდივარ ქალად
და ვაჩენ შვილებს, ჩემს გაგრძელებებს,
რომ არ დავმთავრდე და დავასახლო მთელი სოფელი.
გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,
თორემ ახლა ის უხერხული ღიმილი მე მეყინება ტუჩზე სიჩუმედ და
ჩემი სიზმრის შვილებისთვის არ მაქვს პასუხი:
დეე, ძნელია დედობა?..


ნატო ინგოროყვა

_________________________________________________________________________

ჩემი სიყვარული


ეს ძაღლი,
რაც თავი მახსოვს,
ყოვლღამე ყეფდა ჩემს სახლთან.

რამდენჯერ დაიკარგა – მაგრამ უშედეგოდ,
რამდენჯერ მოკვდა – ისევ უშედეგოდ,
ყოველღამე ყეფდა ჩემს სახლთან.

რამდენი სახლი მოვიცვალე,
ყოველღამე ყეფდა ჩემს სახლთან.

ერთხელაც იყო, თვითონ მოვკვდი.
მხიარული დავდიოდი ბნელ გვირაბებში.
ვეძებდი და ვპოულობდი ჩემზე ადრე გარდაცვლილ ჩემებს.
მიკვირდა, თუკი მიხსენებდნენ.

სადღაც ცხოვრება გრძელდებოდა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მტიროდნენ.

ყოველღამე სულ სხვა ძაღლი
ყეფდა ჩემს სახლთან.

ზვიად რატიანი

________________________________________________________________________________
_

მარილის მათხოვარი


რა შენი ბრალია,
მეოთხე ჯგუფის უარყოფითი სისხლი თუ გამოგყვა.
ასეთი მარტოსისხლობაა, ვერავის გადაესხმები, ძნელად შეგერევიან.
და მითუმეტეს,
რა შენი ბრალია შობის ღამეს მოულოდნელად გახეთქილი ნაღველი.
რა შენი, მაინცდამაინც ახალ წელს თუ დამუნჯდი და სულ შემთხვევით აებლანდე მეკვლეს ფეხებში, წააქციე შემოსასვლელში.
თუ, სულაც შენი!
მეგობრობა შენს ოთხეულთან ძველ ფოტოებზე რომ გიგრძელდება.
სინამდვილეში:
`სორრი ქევან... ერთი საათი ძაან ბევრია. თან უსაშველოდ შორს გადასახლდი~...
აღარ მოდიან..……
ნუთუ მანძილი?

არაფერია.
არ გაგიკვირდეს თუ აღმოაჩენ, ჭიამაია დაიმეგობრე
აივანზე შემოჩვეული მერცხლები კი ჭორაობაში გამოიჭირე.
გესმის მათი?
არ გაგიკვირდეს,
სიტყვების ჯარი ერთბაშად თუ დაგეხოცება,
შენს ულამაზეს წინადადებებს კი გაწყვეტს ხოლერა.
ადამიანის შვილებს ვერაფერს გააგებინებ.
ააარ გაგიკვირდეს, 27-სამ უცებ ხეების ენა ისწავლო
და სიყვარული ახსნა შრიალით.
იქცე ალუბლის თავნება პრინცესად,
ხან ტყის მწარე ბალს გადაეხვიო,
ხან ტირიფთან ერთად დალიო მდინარის პირას,
არ გაგიკვირდეს.

რა შენი ბრალია.
თუ გაღარიბდი.
რომიანი შოკოლადის გიჟი,
დღეს კოწახურის, პიტნის კანფეტებს პარავ სუფრას და
ჯიბეს იტენი.
რა შენი, ასეთი წინადადებები თუ გესმის:
`სორრი, ქევან, საჩუქარი ნაძვის ხესთან აღარ დაგიდეთ, ჩვენიანი ხარ, გაიგებ მაინც~.
სორრი, რადგანაც ეს შაბათ-კვირაც დაგეგმილი გვაქვს.
სორრი, მაგრამ სირცხვილია ტკბილეულის ასე აცინცვლა.
სორრი, მაგრამ მეგობრები მოიცდიან, ქმრების ნათესავები ვერასოდეს.
სორრი, ასე ჩაცმული არ მოხვიდე წვეულებაზე.

მე თანახმა ვარ ორშაბათზეც!
ექვსის მერე,
ასე ჩაცმული.

ხუთწუთიან მეგობრობაზეც.
სადაც ჩვენ ოთხნი თუ ცოტა მეტნი,
ერთმანეთის დარდებს მოვისმენთ.
და სულ ბოლოს,
როცა ჩემი ჯერიც დადგება და დავაპირებ
გეწუწუნოთ უთქვენობაზე, შემრცხვება და
`ცოტა მარილი!
ხალხნო, სულ ცოტა მარილი მინდა!
მე ხომ ადრე ყველა ტომარა დაგიცალეთ მოლიპულ გზებზე~ – ესღა დამცდება..


ეკა ქევანიშვილი


--------------------
მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Sep 25 2007, 04:00 PM
პოსტი #76


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



აფაჟარი

მარილის მათხოვარი


რა შენი ბრალია,
მეოთხე ჯგუფის უარყოფითი სისხლი თუ გამოგყვა.
ასეთი მარტოსისხლობაა, ვერავის გადაესხმები, ძნელად შეგერევიან.
და მითუმეტეს,
რა შენი ბრალია შობის ღამეს მოულოდნელად გახეთქილი ნაღველი.
რა შენი, მაინცდამაინც ახალ წელს თუ დამუნჯდი და სულ შემთხვევით აებლანდე მეკვლეს ფეხებში, წააქციე შემოსასვლელში.
თუ, სულაც შენი!
მეგობრობა შენს ოთხეულთან ძველ ფოტოებზე რომ გიგრძელდება.
სინამდვილეში:
`სორრი ქევან... ერთი საათი ძაან ბევრია. თან უსაშველოდ შორს გადასახლდი~...
აღარ მოდიან..……
ნუთუ მანძილი?

არაფერია.
არ გაგიკვირდეს თუ აღმოაჩენ, ჭიამაია დაიმეგობრე
აივანზე შემოჩვეული მერცხლები კი ჭორაობაში გამოიჭირე.
გესმის მათი?
არ გაგიკვირდეს,
სიტყვების ჯარი ერთბაშად თუ დაგეხოცება,
შენს ულამაზეს წინადადებებს კი გაწყვეტს ხოლერა.
ადამიანის შვილებს ვერაფერს გააგებინებ.
ააარ გაგიკვირდეს, 27-სამ უცებ ხეების ენა ისწავლო
და სიყვარული ახსნა შრიალით.
იქცე ალუბლის თავნება პრინცესად,
ხან ტყის მწარე ბალს გადაეხვიო,
ხან ტირიფთან ერთად დალიო მდინარის პირას,
არ გაგიკვირდეს.

რა შენი ბრალია.
თუ გაღარიბდი.
რომიანი შოკოლადის გიჟი,
დღეს კოწახურის, პიტნის კანფეტებს პარავ სუფრას და
ჯიბეს იტენი.
რა შენი, ასეთი წინადადებები თუ გესმის:
`სორრი, ქევან, საჩუქარი ნაძვის ხესთან აღარ დაგიდეთ, ჩვენიანი ხარ, გაიგებ მაინც~.
სორრი, რადგანაც ეს შაბათ-კვირაც დაგეგმილი გვაქვს.
სორრი, მაგრამ სირცხვილია ტკბილეულის ასე აცინცვლა.
სორრი, მაგრამ მეგობრები მოიცდიან, ქმრების ნათესავები ვერასოდეს.
სორრი, ასე ჩაცმული არ მოხვიდე წვეულებაზე.

მე თანახმა ვარ ორშაბათზეც!
ექვსის მერე,
ასე ჩაცმული.

ხუთწუთიან მეგობრობაზეც.
სადაც ჩვენ ოთხნი თუ ცოტა მეტნი,
ერთმანეთის დარდებს მოვისმენთ.
და სულ ბოლოს,
როცა ჩემი ჯერიც დადგება და დავაპირებ
გეწუწუნოთ უთქვენობაზე, შემრცხვება და
`ცოტა მარილი!
ხალხნო, სულ ცოტა მარილი მინდა!
მე ხომ ადრე ყველა ტომარა დაგიცალეთ მოლიპულ გზებზე~ – ესღა დამცდება..


ეკა ქევანიშვილი


დედა როგორ მიხარია ეკას ლექსი რო ვნახე აქ. ორივეს გაგვეხარდა მეც და ქევანასაც , თან ესე თქვა მეც ძალიან მიყვარს ეგ ლექსიო...
მე კიდე ქევანა უფრო მიყვარს ვიდრე მისის ლექსებიsmile.gif


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Sep 25 2007, 05:25 PM
პოსტი #77


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



მდააა....

რაღაც არ მომწონს ამ თემის მსვლელობა IPB-ს სურათი


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აფაჟარი
პოსტი Sep 26 2007, 02:15 PM
პოსტი #78


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 18-July 07
მდებარ.: pelevdikea..
წევრი № 2,481



ra aris aq armosawoni? ar mesmis.. vcdilob sauketeso leqsebi davdo tanamedrove poeziidan..

esec axali smile.gif

მოძრაობაა. თავგზაამბნევი.
ბოლომდე მითრევს. მატრიალებს.
კიდურები მიბრუნდება.
მაბრუნებს უკან. ვმეორდები.
მოძრაობაა. შეგიძლია.
ასე განაგრძე.

მოძრაობაა. იხუჭები. და იხსენებ
საყვარელ თამაშს:
თუ სარკმელი ღია რჩებოდათ,
მიძვრებოდი და მიყვებოდი.
შემთხვევით და სამახსოვროდ ჩავლილ სახეებს.
ეს წარმოდგენა გავდა ერთგვარ ვიდეომონტაჟს,
როცა შენს თავს მისივე მსგავსი
უხატავდი ღია სარკმელს, ღია მდინარეს,
მავთულებს და სანოტო მერცხლებს
მკლავებზე, მხრებზე, სარაფანზე,
საიდანაც თვალდახუჭულს
ვიღაცის თბილი ხელისგული ამოგიყვანდა.

კინოსიზმარში, რომელშიც უკვე გარდაცვლილნი
სივრცეების ქვეყანაში მოგზაურობენ
და იმქვეყნის – ცოცხალთა ქვეყნის
დროებით და თავშესაქცევ ამბებს ყვებიან.
და ისინი ყვებიან ამბებს სხვების ნაცვლადაც -
ჩამოწყვეტილ მავთულებს შორის
უთქმელობის ცივი ზარებით -
ცნობისმოყვარეს ეს ამბებიც მუდამ გითრევდა.

ახლა მიყევი. ჯერ ნუ გაახელ. დაასრულო თამაში და
უნდა დაბრუნდე. უნდა გამოსცდე ჩავლილ სახეებს
შემთხვევით და სამახსოვროდ
უნდა დატოვო. უნდა გასცდე. უნდა იყოს
სარკმელი ღია. ასე განაგრძე.

ასე. მიყევი ვიღაცის ხელებს – შენიდან შენსკენ
მოძრაობა შეხსენებაა,
რომ ჯერ კიდევ შეგიძლია უკან დაბრუნდე,
თითქოს ყოველდღე ამ გზას ადგე.
სპაზმებს შორის – ნათურების ქრობათაშორის,
ჰაერსა და ჰაერს შორის
სარკმლიდან მაინც დაინახო
ფერმკრთალ მხრებზე აფრენილი მერცხლის ბგერები,
როცა უხეში ცივი ხელი სარაფანის ბრეტელისკენ
ფრთხილად მოძრაობს.

anastasia


--------------------
მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Sep 26 2007, 02:24 PM
პოსტი #79


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



"ლიუძი" იმსჯელეთ, მოგწონთ? რატომ.

არ მოგწონთ? რატომ.

ოღონდ ადამიანურ ფარგლებში, რასაკვირველია.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Sep 27 2007, 01:34 PM
პოსტი #80


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



სოსო ლიპარტია

ცივი კუბოს კედლებს გვამი შევაკედლე



ცივი კუბოს კედლებს გვამი შევაკედლე,
მიწამ დამიძონძა ფრთები ფერიების...
მტვერში ჩაიწურა ცოდვით შენაფერი
ჩემი მკრთალი სულის პერიფერიები...

ღამეში ჩამოჭკნა უდაბნოს ყვავილი,
მცხუნვარე ქვიშებით დალექა წარსული,
შორიდან მოისმის ჩუმი მოძახილი _
_ მწუხარე ფიქრებით სახლიდან წასულის.

ცხედარს აცილებდნენ სამრეკლოს ზარები
(ტაძართან ესვენა ყვითელი ფოთოლი).
ალბათ, ფოთოლივით მეც მივებარები
ობიან სამყაროს, მარტო და ობოლი.

სიბნელე დააწვა სანთელს მოციმციმეს,
შუქი ფერმკრთალდება ლოცვებით დაცული.
მთვარის იალქანთან ვარსკვლავი იძინებს,
როგორც სულამითა _ სპეტაკი ასული.

დასავალისაკენ აღმოსავალიდან
სული იკარგება ლოცვას მოწყვეტილი...
დედამიწის გარეთ ვრცელი ტრამალია,
უმყოფობისფერი ფიფქით მოფენილი...

მიწა _ ტყვიისფერი სისხლით დაჩხვლეტილი,
მაწანწალა ცხედარს გულზე დამაფრქვიეს...
სადღაც მეძახოდნენ ხმებით ჩაწყვეტილით,
მაგრამ სიბნელეში ვერრა გავარკვიე...

ცივი კუბოს კედლებს გვამი შევაკედლე,
მიწამ დამიძონძა ფრთები ფერიების...
მტვერში ჩაიწურა ცოდვით შენაფერი
ჩემი მკრთალი სულის პერიფერიები...






სიჩუმის ღრიალი

მურით დასვრილი მზე ეფარება ხის მაღალ ტოტებს,
სიტყვად ქცეული დღე იცრიცება სიჩუმეს ჰპოვებს,
ფიქრში დამწვარი სიგარეტები ძარღვს ავიწროვებს,
სხეულის თრევით სული ეცემა სილაღეს ტოვებს,
სისხლში გასვრილი დამპალი ხორცის სუნი სდის ქუჩებს,
ცრემლში დამდნარი დედის კივილი აყვითლებს ფურცლებს,
სანთლით გამთბარი ლურჯი ტუჩები სიმართლეს ახმობს,
ყავის სურნელით აყროლებული ცხოვრებას არ სცნობს,
სიცარიელეს თასით შეუსვავს მდუღარე სისხლი,
დროს დაუდია სიმარტოვესთან უვადო ფიცი,
ფიქრს შეუსანსლავს ქვეყნად ნათელი, მოჰფინა ბინდი,
კითხვა ნაოჭით გადაიფარა, თვალები ცივი
სადღაც სივრცეში ჩრდილებს დაჰყვება შეპარულ სხივით,
ნატრობს იმ დღეზე, როცა განგება შემოსავს ყვითლით,
მწვანედ ქცეული სავსე დღეები სიმართლის ძებნით,
თავჩაქინდრული დედა ირწევა ძარღვების ფეთქვით,
მთვარე ღრუბლებში გადაკარგული შეამჩნევს წამით,
კაბის ქვეშ ძაძებს, ღიმილის უკან უსაზღვრო დარდით,
დაბერებული თვალი აჰყვება ჩამომხმარ ხეებს,
ღრიალი სიჩუმეს მოეფარება, სიკვდილი დღეებს.





რობერტ ჯინჭარაძე

აბა რა გექნა? წლებმა იარა


ნაწყვეტი)

წუხელ სიზმარში გამომეცხადე,
მომღიმარ სახეს ცრემლი სდიოდა,
წუხელ ახლოსაც არ გამეკარე
და პატიებას მთხოვდი, გციოდა.

ნუთუ შენ მართლა ასე მოიქეც?!
ნუთუ ჩემ ბედზე ყვავმა დაჩხავლა,
ღმერთო, შენ ასე შორეთ გამექეც,
რაღად მომტაცე წყარო ანკარა?

მაგრამ უეცრად თავდაღონებულს,
გონებამ მკვირცხლად გამიზიარა:
\" – მე შენი გზები ყველა ჩავკეტე,
აბა რა გექნა? წლებმა იარა.\"

აგერ, კარები რკინის გაიღო,
ზედამხედველი ჩვეული ხოხმით
შემოდის, მზერა ჩემსკენ აიღო
და მომაწოდა კონვერტი ოხვრით.

ვკითხულობ წერილს ცრემლით შევსებულს,
შენი ნაზი ხმა შორიდან მესმის,
ვკითხულობ წერილს და არამჯერა,
მაგრამ ხმა შენი მაინც მომესმის:

\" – ჩემო ძვირფასო წლებმა იარა
და ვპოვე ჩემში დარდი-იარა,
მე მოლოდინი შენი გავიქრე
ალბათ ქარ-ცეცხლმა გადამიარა...\"


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 04:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი